განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/183-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2019 წელი ქ. სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველ--ნი
სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა----მ მე-–--ე.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- ჯ------ა.
მამის სახელი: ლ----.
დაბადებული: 1-.0-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 3----------
ნასამართლეობა: მქონე
რეგისტრირებული: ს-----------------------------–-------------
მცხოვრები: ქ----------------------–--–---–----------–--
ადვოკა--- - მე---- წუ-–--ა.
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 1-1-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2014 წელს გ------- ჯ------ა და გ---–- ს--------–იძე დაქორწინდნენ. თანაცხოვრებისას შეეძინათ შვილი ნიტა ს--------–იძე. ქორწინების პერიოდში მათ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჰქონდათ მუდმივი უთანხმობა, რის გამოც გადაწყვიტეს განქორწინება, მაგრამ ვერ თანხმდებოდნენ შვილის მიკუთვნების საკითხზე. 2018 წლის 25 აგვისტოს, ხსენებული მიზეზით გ------- ჯ------ასა და გ---–- ს--------–იძეს შორის კამათი გაგრძელდა. დაპირისპირებაში, სიტუაციის განმუხტვის მიზნით ჩაერია გ---–- ს--------–იძის მამა - ს----- ს--------–იძე. აღნიშნულით განაწყენებულმა გ------- ჯ------ამ გადაწყვიტა გ---–- და ს----- ს--------–იძეების მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ამავე დღეს, დაახლოებით 12:45 საათზე, გ------- ჯ------ამ ქალაქ სამტრედიაში, ნ-----–--–---–-------------ში მდებარე ს----- ს--------–იძის საცხოვრებელი სახლის სამზარეულოდან აიღო დანა და ამავე სახლის ეზოში ს----- ს--------–იძეს დანის ორჯერ დარტყმის გზით მიაყენა გულმკერდის მარცხენა ნახევარში ორი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ამათგან ერთი შემავალი მუცლის ღრუში დიაფრაგმისა და ელენთის დაზიანებით, ხოლო მეუღლეს - გ---–- ს--------–იძეს ამავე დანის ერთჯერადად დარტყმით, მიაყენა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში შემავალი, ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა ფილტვის დაზიანებით. გ------- ჯ------ამ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, ვინაიდან დაზარალებულებმა მას თავი გაქცევით დააღწიეს. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად კი შესაძლებელი გახდა გ---–- და ს----- ს--------–იძეების სიცოცხლის შენარჩუნება.
1.2. 2018 წლის 25 აგვისტოს, სამტრედიაში, ნ-----–--–---–---------–- მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით 12:30 საათზე, გ------- ჯ------ასა და მის მეუღლეს გ---–- ს--------–იძეს შორის განქორწინებასთან დაკავშირებულ დაპირისპირებაში სიტუაციის განმუხტვის მიზნით ჩაერია გ. ს--------–იძის მამა ს----- ს--------–იძე. აღნიშნულით განაწყენებულმა გ------- ჯ------ა, ს. ს--------–იძეს ემუქრებოდა რა სახლ-კარის გაწვით, ნავთობპროდუქტის შემცველი სითხე მოასხა სახლის პირველ სართულზე მისაღებ ოთახში, რის გამოც ს. ს--------–იძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
- ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობა
- ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.
2.1. მოწმე ფ---------------ამ განაცხადა, რომ ს----- და გ---–- ს--------–იძეები ა----ნ მისი მეზობლები. 2018 წლის 25 აგვისტოს დაახლოებით 12 საათზე სახლში ყოფნისას შემოესმა მეზობლის, თ----ას ყვირილი, სასწრაფო გამოიძახეთ გ-------მ ს-----ს და გ---–- დაჭრაო. იგი თავის მაზლთან ნუ----რ მუ-----ასთნ ერთდ წავიდა ს--------–იძეების სახლისკენ. გ---–- ს--------–იძე ყავდათ მეზობელთნ გა-–----ების ეზოში, ჭრილობა ჰქონდა წელის არეში უკანა მხრიდან, სადაც ტილოებს ადებდნენ. თ----ა გა-–----ების რძალი ყვიროდა ს-----ც დაჭრილ--ო. ს. ს--------–იძის სახლში მისვლისას ჭიშკართნ მათ შემოხვდათ გ-------, რომელსაც მარცხენა ხელში ბავშვი ეჭირა, მარჯვენაში კი შავი, თეთრ წინწკლებიანი დანა, გაბოროტებული სახე ჰქონდა და იძახდა გ---–- სადააო. მან გ-------ს თხოვა წაყოლოდა მათ და ისიც ძალდატანებით გაყვა მათ. მიიყვანეს თვის სახლში სადაც გ------- დაჯდა აივნის ქვემოთ. მის შეკითხვა თუ რატომ გააკეთ ასეთი რამ, გ-------მ უპასუხა, რომ კისერში ამოუვიდა. ნ. მუ-----ამ გ-------ს გამოართვა დანა და დადო იქვე, აივნის ქვემოთ მდგარ ავომანქანის საბარგულზე, რომელიც შემდეგ პოლიციამ წაიღო.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ნ-------------------.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. მოწმე თ----ა გ--–------ განაცხადა, რომ 2018 წლის აგვისტოს თვეში, რიცხვი არ ახსოვს, იმყოფებოდა მისი ძმის სახლში, ორ შვილთან ერთდ. დააახლოებით 12 საათზე, მათთან ეზოში შევიდა თ----ა ფ------ძე, რომელიც ყვიროდა სასწრაფო გამოიძახეთო. გავიდა ქუჩში დაინახა, რომ გ----–--ლების ჭიშკართნ მურიკოს მოყავდა გ---–-, რომელიც ჩაიყვანეს მათთან. გ---–-მ თქვა, რომ გ-------მ დაჭრა. შუა ეზოში გ---–-მ გონება დაკარგა და წაიქცა. მას ჭრილობას უსუფთვებდნენ და ასულიერებდნენ. კრუნჩხვაში ჩავარდა და კინაღამ მოკვდა. ამ დროს ქუჩაში დაინახა გ------- ჯ------ა, რომელსაც ერთ ხელში ბავშვი ეჭირა, მეორეში კი დანა და იმუქრებოდა გ---–-ს მისამართით, რომ მაინც მოკლავდა. სასწრაფო მივიდა დაახლოებით 1- წუთში და გ---–- წაიყვანა, ამის შემდეგ გაიგო, რომ ს. ს--------–იძეც დაუჭრია გ-------ს.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. მოწმე თ----ა ფ------ძემ განაცხადა, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს დილით დაახლოებით 12 საათზე მასთან სახლში მივიდა გ---–- ს--------–ძე, იყვნენ სამზარეულოში. გ---–-მ უთხრა, რომ გ------- წასვლას აპირებდა სახლიდან და ჩანთები ჰქონდა ჩალაგებული და ამ პრობლემებით დაღლილი იყო, ამ საუბარში გამოვიდნენ გარეთ სადაც სახლის წინ მის მეუღლეს მ------- გ----–--ლს ელაპარაკებოდა გ-------. შემდეგ გ------- და გ---–- წავიდნენ სახლში ერთად. მალე შემოესმა კივილის ხმა და მის მეუღლეს უთხრა გადადი ჩხუბობენო და თვითონაც წავიდა გ---–-ს სახლისკენ. გ---–- გზაში შემოხვდათ, უთხრა, რომ გ-------მ დაჭრა და ჩაუვარდა მათ ხელებში, გონებას კარგავდა. გ---–-ს ზემოთ ეცვა მხოლოდ ბუზჰალტერი. ჭრილობა თვიდან ვერ შეამჩნია და შემდეგ ნახა, რომ ზურგში იყო დაჭრილი გ---–-ს უკან დაინახა სწრაფი ნაბიჯებით მომავალი გ-------, შენ ნახე რას გიზამო, მაინც მოვკლავო გ---–-ს უძახდა. ერთ ხელში ბავშვი ეჭირა, მეორეში კი დანა. მან ასევე დაინახა ს----- ს--------–იძეც, რომელსაც პერანგი გახსნილი ჰქონდა და მარჯვენა მხარეს ემჩნეოდა სისხლის ამასობაში მეზობლებიც შეიკრიბნენ. გ---–- გა-–----ების ეზოში ჰყავდათ ჩაყვანილი და ცდილობდნენ მის დახმარებას. გ------- წაიყვანა მათმა მეზობელმა ფა---მ. ამასობაში სასწრაფო და პოლიციაც მივიდა და გ------- სად წავიდა არ იცის.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. მოწმე მ--------------–--მა განაცხადა, რომ 20- წლის 25 აგვისტოს, მეუღლესთან, მ-----–--------–-კთან ერთდ იყო სახლში, სამტრედია, ნიკ---–--–---–ის ქN94-ში და უყურებდნენ ტელევიზორს. დაახლოებით 12 საათზე შემოესმათ ხმაური, იყო კივილიც და გავიდნენ ქუჩაში, სადაც ირეოდნენ მისი მეზობლები. ერთ-ერთმა უთხრა, რომ ს----- ს--------–იძე იყო დაჭრილი და მიხმარებოდნენ. მისი მეუღლე უფრო წინ მიდიოდა. გზაში მას შეხვდა გ------- ჯ------ა, რომელსაც მარცხენა ხელში ბავშვი ეჭირა, მარჯვენაში კი დანა და იგინებოდა ს-----ს სახლის მიმართულებით. მან სთხოვა გ-------ს, რომ ბავშვი მისთვის გადაეცა, რაზეც უარი მიიღო. განაგრძო გზა ს. ს--------–იძის სახლისკენ. ეზოში ჩასულმა დაინახა, რომ მ. კა-----–--ი ონკანთან სისხლს წმენდდა ს. ს--------–იძეს. თვითონაც მიეხმარა მეუღლეს და ნახა, რომ ს. ს--------–იძეს ჭრილობა ჰქონდა ზურგში, ბეჭთან. მ. კა-----–--მა გამოიძახა სასწრაფო და ელოდებოდნენ. სასწრაფო მოვიდა, მაგრამ არა ს. ს--------–იძის არამედ რ. გა-–----ას სახლში და მაშინ გაიგო, რომ გ---–-ც დაჭრილი იყო და ისიც გ-------ს დაუჭრია.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე მ-----–--------–-კმა, რომელმაც ასევე განმარტა, რომ ს----- ს--------–იძის სახლში მისვლამდე, გზაში დაინახა გ------- ჯ------ა, რომელსაც ერთ ხელში ბავშვი ეჭირა, მეორეში კი დანა. მან გაიგონა როგორ იმუქრებოდა გ. ჯ------ა, რომ რვა წელს მისცემდნენ, გამოვიდოდა და მაინც დედას უტირებდა. მისივე განმარტებით, როდესაც ს----- ს--------–იძე წაიყვანა სასწრაფომ, მან დაკეტა ს-----ს სახლი და იქვე დარჩა. რამოდენიმე ხნის შემდეგ მოვიდნენ პოლიციელები და მისი თანდასწრებით დაათვალიერეს ს. ს--------–იძის სახლი. ერთ-ერთ ოთახში წინა შესასვლელში,სადაც ტრაქტორი იდგა მან იგრძნო ბენზინის მძაფრი სუნი, პოლიციელებმა ნახეს ბოთლი, იატაკი კი ისევ სველი იყო.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.7. მოწმე მ------- გ----–--ლმა განაცხადა, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს მეუღლესთან ერთად იყო სახლში მათთან მივიდა გ---–- ს--------–იძე, რომელმაც თხოვა რომ დალაპარაკებოდა გ------- ჯ------ას, რომ დაწყნარებულიყო. მან დაუძახა გ-------ს და აივანზე ესაუბრებოდა და ამშვიდებდა. გ---–- კი მის მეუღლესთან თ----ა ფ------ძესთან საუბრობდა. დაახლოებით 10 წუთში ორივენი ბავშვთან ერთდ წავიდნენ სახლში. დაახლოებით 1- წუთში თ. ფ------ძემ დაუძახა, გადადი მგონი ჩხუბობენო. ისიც მაშინვე წავიდა. თვისივე ჭიშკრიდან დაინახა გ---–- და გ------- ჩხუბობდნენ. იგი მიბრუნდა თავის მეზობელთან, თხოვა დახმარება და როდესაც მობრუნდა ს--------–იძეების სახლისაკენ, შეხვდა გ---–-, რომელიც ძლივს მოდიოდა, ზემოთ ეცვა მხოლოდ ბიუსჰალტერი, გ---–-მ უთხრა დანა დამარტყაო. მან წელზე მოხვია ხელი დასახმარებლად და სისხლით დაესვარა ხელი. აიყვანა გ---–- და შეიყვანა ვა–- გა-–----ას ეზოში, სადაც გ---–-მ დაკარგა გონება. გამოიძახეს სასწრაფო. როდესაც გ---–- სასწრაფომ წაიყვანა, თვითონ თავისი მანქანით წავიდა საავადმყოფოში, სადაც გაიგო, რომ ს-----ც დაჭრილი იყო.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა გ---–- ს--------–იძემ განაცხადა, რომ გ------- ჯ------ასთან იქორწინა 2014 წელს და ცხოვრობდნენ თავის სახლში მამასთან ს----- ს--------–იძესთან ერთდ. ჰყავთ ერთი შვილი. გ. ჯ------ა დიდ დროს ატარებდა სახლის გარეთ და ამის გამო ხშირად ჰქონდათ შელაპარაკება მეუღლეებს. ინციდენტამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, გ. ს--------–იძემ თხოვა მეზობელს ვა–- გა-–----ას დალაპარაკებოდა გ. ჯ------ას, რომ ამ უკანასკნელს მეტი ყურადღება დაეთმო ოჯახისათვის. 2018 წლის 25 აგვისტოს, დილით გ. ჯ------ამ უსაყვედურა გ. ს--------–იძეს, თუ რატომ უთხრა მეზობელს მის შესახებ და განუცხადა, რომ მიდიოდა სახლიდან. რამდენიმე ხანში, მან ნახა, რომ გ. ჯ------ას ჩალაგებული ჰქონდა ჩანთები და თვითონაც იქ იჯდა. გ. ს--------–იძის შეკითხვაზე, თუ რატომ არ მიდიოდა, უპასუხა, რომ ბავშვი უნდა წაეყვანა და მის გაღვიძებას ელოდებოდა. გ. ს--------–იძე ამის წინააღმდეგი იყო, მან აიყვანა ბავშვი, გადავიდა მეზობლის მ. გ----–--ლითან და თხოვა დახმარება. გ-------ც გადავიდა მათთან. მ. გ----–--ლთნ საუბრის შემდეგ თითქოს დამშვიდდა და წამოვიდნენ სახლში. ოთახში ყოფნისას, როდესაც ტანთ იცვლიდა, მასთან მივარდა გ. ჯ------ა და ყელში მოუჭირა ხელი, ყვირილზე სახლში შევიდა ს. ს--------–იძე. გ-------მ შემოიტანა ბოთლი, ბენზინი მოასხა ოთახში და იძახდა უნდა დაგწვათო. მას ბავშვი ეჭირა ხელში და ცდილობდა გაცლოდა, თან ს. ს--------–იძეს ეუბნებოდა რომ ისიც გასულიყო გარეთ. ცდილობდა, ბავშვი გაერიდებინა სიტუაციისათვის, თუმცა გ. ჯ------ა დაეწია მას ეზოში, ბავშვი გამოგლიჯა ხელიდან და უყვიროდა უნდა მოგკლაო, დანა ეჭირა ხელში. მას შეეშინდა და გაიქცა. დაახლოებით ოთხ ნაბიჯში დაეწია გ. ჯ------ა და დაარტყა დანა. მას სირბილი არ შეუწყვეტია და გარბოდა. ამ დროს ჩაუარა ს. ს--------–იძემ რომელიც გ-------სთან მივარდა. იგი სირბილით გადავიდა ქუჩაში, სადაც შეხვდა მ. გ----–--ლი, რომელსაც უთხრა, რომ დაჭრილი იყო. იგი ჩაიყვანეს მეზობელთან სადაც მალევე დაკარგა გონება. მან საავადმყოფოში გონზე მოსვლის შემდეგ გაიგო, რომ მამამისიც დაუჭრია გ-------ს.
მისივე განმარტებით, გ------- შეაფერხა ს. ს--------–იძემ, თან ბავშვი ეჭირა ხელში, ჭიშკარიც ჩახერგილი იყო. რის გამოც მას ვეღარ დაეწია და მეტჯერ ვეღარ დაარტყა დანა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს----- ს--------–იძემ განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი გ---–- და გ------- ჯ------ა დაქორწინდნენ და ცხოვრობდნენ მასთან სახლში. თავიდან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. შემდეგ გ-------მ დაიწყო გადამეტებული სიარული. სახლში იშვიათად ატარებდა დროს და ამის გამო მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი. 2018 წლის 25 აგვისტოს იგი ღებავდა ჭიშკარს. სახლიდან მოესმა აყალმაყალი. შევიდა სახლში, სადაც ნახა, რომ გ---–- და გ------- კამათობდნენ თავიანთ ოთახში. მან გ-------ს კითხა თუ რა ხდებოდა, რაზეც უპასუხა, უნდა დაგხოცოთ და დავწვა აქაურობაო. ბავშვიც იქ იყო. გ------- წასვლას აპირებდა თურმე, ჩანთები ჰქონდა ჩალაგებული. იგი გამოვიდა გარეთ, მაგრამ რადგან ხმაური კვლავ გაგრძელდა, ისევ შევიდა და ნახა, რომ გ------- დიზელის საწვავს ასხამდა ოთახებში. წამიერად იგი გარეთ გამოვიდა, ქუჩიდან მეზობლების კივილი ესმოდა. გ------- ეზოში იყო, ბავშვი ეჭირა ერთ ხელში, მეორეში დანა. იგი მივიდა დასამშვიდებლად, გ-------მ უთხრა, „მაინც სროიკზე გავდივარ და უნდა დაგხოცოთ, მოგკლათო“ და დაარტყა დანა. ამის მერე, გ------- გარბოდა გ---–- უნდა მოვკლაო, მაგრამ მეზობლებმა არ გაუშვეს.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-კრიმინალისტმა გ. ჟუ-----მა განაცხადა, რომ მითითებულ საქმეზე ექსპერტ გ. შა-–-------ან ერთად მონაწილეობას იღებდა გამომძიებელ გ. მი-----–---–ის მიერ ჩატარებულ შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებაში. დათვალიერებისას სახლში იგრძნობოდა საწვავის სუნი. სახლის პირველი სართულის ორი ოთახიდან და მისაღებიდან აიღეს ანაწმენდი, ნიმუში და ასევე პლასტმასის ბოთლი.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.11. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს ექსპერტმა გ. შა-–-----მა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, შ. თა-----ემ დაადასტურა მის მიერ გ---–- და ს----- ს--------–იძის მიმართ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტის და შესაბამისად გაცემული დასკვნების სისწორე.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გი-----ი ხუ--–--–ავამ განაცხადა, რომ მან გამოკითხა მოწმე ფა----ნ გზ-----ა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელის მითითებით ამოიღო გ. ჯ------ას მიერ ავტომანქანის საბარგულზე დადებული დანა, რაზეც შეადგინა შესაბამისი ოქმი.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ალ---------ე გე---–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ჯეოჰოსპიტალის კლინიკაში ექიმი ქირურგის თანამდებობაზე. 2018 წლის 25 აგვისტოს საავადმყოფოში შეიყვანეს ორი ავადმყოფი ს-----ს გა გ---–- ს--------–იძეები. გ---–-ს ჰქონდა დაზიანება შემავალი ჭრილობა გულმკერდის არეში ფილტვიც იყო გაჭრილი. ს----- ს--------–იძეს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ელენთის დაზიანებით. მათი ტავსაცმელი ამოიღეს პოლიციელებმა.
2.1-. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ. მი-----–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს დაიწყო გამოძიება გ. და ს. ს--------–იძეების დანით დაჭრის ფაქტზე. ამ საქმეზე, მან ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, ფ. გზ-----ას სახლში დააკავა გ. ჯ------ა; მისგან აიღო სისხლის თმის და ნერწყვის ნიმუშები; ჩაატარა შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერება; გ. ჯ------ას წარუდგინა ბრალი. ასევე დაკითხა მოწმეები და დანიშნა სხვა და სხვა სახის ექსპერტიზები
2.16. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 4 თებერვლის ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის N000426219 დასკვნით, რომელიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ დადგენილ--, რომ ექპერტიზაზე წარდგენილ პოლიეთილენის ბოთლზე, სახლის პირველი სართულის მისაღები ოთახის მარცხენა მხარეს აღებულ ანაწმენდზე და გ---–- ს--------–იძის შარვალზე აღინიშნება ნავთობპროდუქტის კვალი.
2.17. 2018 წლის 25 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით რომელიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ დადგენილ--, რომ ბრალდებულ გ------- ჯ------ას კვლავ წაეკითხა მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული გამოკითხვის ოქმი გარეშე პირის ლ-- მუ-----ას მონაწილეობით თანხმობა განაცხადა ექსპერიმენტში მონაწილეობაზე და ასევე თანხმობა განაცხადა მის საცხოვრებელ სახლში ქ. სამტრედია ნიკ---–--–---–ის ქუჩის N90-ში ექსპერიმენტის ჩატარებაზე, ბრალდებულმა გ------- ჯ------ამ სამტრედიის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობიდან მისი მითითებით სამსახურობრივი ავტომანქანით. მივიდნენ ქ. სამტრედია, ნიკ---–--–---–ის ქუჩის N90-ში მიუთითა და განმარტა აღნიშნულ სახლში იგი ცხოვრობს მეუღლესთან, გ---–- ს--------–იძესთან, მეუღლის მამასთან ს----- ს--------–იძესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად, მეუღლის დედა დო---- ს--------–იძე არის გარდაცვლილი. გ------- ჯ------ამ გაიყვანა პოლიციის თანამშრომლები სახლის უკან აღმოსავლეთით ბილიკით სახლს შემოუარეს და მან განმარტა, რომ აღნიშნულ „კუხნაში“ იმყოფებოდა იგი 2018 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 12:00 საათისთვის მან მის მეუღლეს გ---–- ს--------–იძეს გამოართვა ბავშვი და დააპირა სახლში წაყვანა მიუთითა „კუხნა სახლის“ დიდ ოთახზე, სადაც გ---–- ბავშვს აწესრიგებდა, ასევე იმავე ოთახში მიუთითა ჭურჭლის კარადის ქვედა მეორე უჯრაზე და განმარტა, რომ აღნიშნულ უჯრიდან ამოიღო დანა რომლითაც მან მეუღლე და მისი მამა დაჭრა, გარეთ ეზოში მიუთითა მიმართულება საიდანაც წავიდა და ბავშვის ქუჩაში გადაყვანა სცადა, სახლის დასავლეთ ეზოს ნაწილში გაცერდა და მიუთითა ადგილზე სადაც ს----- ს--------–იძეს დანა ორჯერ დაარტყა მისგან დასავლეთით 4 მეტრში მიუთითა მეორე ადგილზე სახლთან ახლოს სადაც მეუღლეს გ---–- ს--------–იძეს დაარტყა დანა. შემდეგ ჭიშკართან მიუთითა სადაც შეხვდა ფ---------------ა, შემდეგ წავიდა მე5 ოჯახში ნიკ---–--–---–ების ქ. N99-ში და განმარტა, რომ აღნიშნულ სახლში მიიყვანა იგი ფ---------------ამ ბავშვთან ერთად, ფ---------------ამ თანხმობა განაცხადა სახლში საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარარებაზე, სახლის პირველ სართულზე ავტოფარეხში ავტომანქანის უკან მიუთითა საბარგულზე სადაც მიუთითა სადაც ნ------------------- დანა გამოართვა და დადო.
(ს.ფ. 20-29. ტ.1).
2.18. 2018 წლის 25 აგვისტოს ამოღების ოქმით დადგენილ--, რომ ქ. სამტრედია, ნიკ---–--–---–ის ქ. N98-ში მდებარე ფ---------------ას საცხოვრებელ სახლის პირველ სართულზე განთავსებულ ავტოფარეხში, სადაც დგას მერსედესის მარკის ავტომანქანა, უკანა საბარგულის სახურავის თავზე მიუთითა და წარმოადგინა ფ---------------ამ შავი ფერის თეთრ წინწკლებიანი დანა, რომლის პირზე აღინიშნება სისხლის მაგვარი ლაქები. დანა არის წომით 22სმ. სიგრძეში, დანის პირის სიგრძეა 12სმ. დანის პირის სიგანეა 1,8სმ. აღნიშნულზე ფ---------------ამ განმარტა, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს გ------- ჯ------ამ აღნიშნული დანით დაჭრა მეუღლე და მეუღლის მამა, რის შემდგომაც იგი გადაყვანილი იქნა თავის საცხოვრებელ სახლში და ნუ----რ მუ-----ასთან ერთად დანა დაადებინა ავტომანქანის უკანა საბარგულის თავზე. დანა ამოღებული იქნა და დალუქული N33/7 ლუქის ბეჭდით.
(ს.ფ. 36-43. ტ.1)
2.19. 2018 წლის 25 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადაგენილ--, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. სამტრედიაში, ნიკ---–--–---–ის ქუჩის N90-ში იგი წარმოადგენს ს----- ს--------–იძის საცხოვრებელ სახლს, სახლს ეზო გააჩნია რკინის კონსტრუქციისაგან დამზადებული სამფრთიანი ჭიშკარი, ხოლო ჭიშკარი არის ნაწილობრივ შეღებილი, ეზოში დგას ორ სართულ--ნი კაპიტალურად ნაშენი სალხი, ხოლო სახლის უკან ე.წ. კუხნა სახლში შევდივართ მცირე ზომის ჭიშკრის საშუალებით, სახლის მოპირდაპირე მხარე არის მოასვალტებული ბეტონით, ხოლო მოპირკეთებულ ბეტონის გასწვრივ ამოსულ-- ბუნებრივი ბალახი. ს----- ს--------–იძის მეზობლად დასავლეთით დგას მეზობელი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი, თე---ზ ცა------ას განმარტებით ი---------------ის საცხოვრებელი სახლი ამჟამად არის დაკეტილი და სახლში არავინ ცხოვრობს აღნიშნული ეზოები შუა ნაწილამდე გაყოფილ-- რკინის კონსტრუქციის საშაულებით დამზადებული ღობით, ხოლო ეზოს შუა ნაწილის შემდეგ არ არის შეღობილი და სახლები გაერთიანებულ-- ერთ ეზოში. ს----- ს--------–იძის შესასვლელი ჭიშკრიდან სახლის მიმრთულებით კვალდაკვალ აღინიშნება წვეთები სახით სისხლის მაგვარი ლაქები, რაც ექსპერტ კრიმინალისტის მიერ N1 დან N5-ის ჩათვლით იქნა სპეციალური ნიშნულებით დანომრილი, ი--------------ის საცხოვრებელი სახლის კუთხეში დასავლეთით აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ტანსაცმელი კერძოდ: მამაკაცის მოცისფერო მოთეთრო პერანგი სისხლის მაგვარი ლაქებით ასევე პერანგის მარჯვენა მხარეს აღენიშნება დაზიანება სავარაუდოდ ბასრი მჭრელი საგნით, ასევე აღმოჩენილი იქნა შავი ფერის ჯინსის მოკლე შარვალი ე.წ. შორტი სისხლის მაგვარი ლაქებით, აღნიშნული დანსაცმელი დაილუქა ექსპერტის მიერ სპეციალურ პაკეტში პაკეტის N6 FCD869892. ი--------------ის სახლის წინ დგას მსუბუქი ავტომანქანა ასევე სატრანსპორტო საშაულების მისაბმელი, ს----- ს--------–იძის სახლსა და ი--------------ის სახლს შორის უკან არსებული კუხნა საცხოვრებელ სახლში რაიმე სახის არეულობა არ აღინიშნება, N1 დან N5-ის ჩათვლით მონიშნულ ადგილებზე ნიმუშის სახით აღებული იქნა სისხლის მაგვარი ლაქები რაც დაილუქა.
(ს.ფ. 50-68; ტ.1).
2.20. 2018 წლის 25 აგვისტოს ამოღების ოქმით დადგენილ--, რომ დაკითხვის შემდგომ ალ---------ე გე--–--ემ თავდაპირველად წარმოადგინა გ---–- ს--------–იძის ტანსაცმელი მოწითალო მოშაო ფერებში კომბინირებული სპორტიული შარვალი, შიგნიდან იარლიკზე წარწერით „SIZE” მოვარდისფრო ფერის ბიუზგალტერი იარლიკზე წარწერით KOTON ბიუზგალტერს აღენიშნება სისხლის მაგვარი ლაქები, მოშაო მოწითალო ფერებში კომბინირებული შარვალი რომელსაც აღენიშნება სისხლის მაგვარი ლაექები წარწერით GUESS გ---–- ს--------–იძის ტანსაცმელი დაილუქა პოლიეთილენის პარკში ერთ პაკეტად N33/7 ბეჭდით, ამის შემდგომ ალ---------ე გე--–--ემ წარმოადგინა ს----- ს--------–იძის ტანსაცმელი კერძოდ: შავი ფერის სპორტიული სარვალი წინ წარწერით adidas გვერდზე ელვა შესაკრავიანი ჯიბეებით, მოწითალო ფერის მაისური სისხლის მაგვარი ლაქებით ს----- სიხაულიძის ტანსაცმელი დაილუქა ერთ პაკეტად N33/7 ბეჭდით. ს----- ს--------–იძესა და გ---–- ს--------–იძის ტანსაცმელი დაილუქა ცალ-ცალკე პაკეტებად, რაც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
(ს.ფ. 91-95; ტ.1).
2.21. 2019 წლის 26 აგვისოს ამოღების ოქმით დადგენილ--, რომ ქ. სამტრედიაში, რუ-------–ის ქ. N29-ში მდებარე სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორიში მოთავსებულ ბრალდებულ გ------- ჯ------ასაგან ამოღებული იქნა მოყვითალო მოკლემკლავიანი მაისური მოყავისფრო ლაქებით ასევე ამოღებული იქნა ნაცრისფერი შორტი წინა და უკანა მხარეს ჯიბეებით წარწერის გარეშე, ასევე ამოღებული იქნა ტყავის შავი უთასმო ფეხსაცმელი აღნიშნულზე გ------- ჯ------ამ განმარტა, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს ს----- და გ---–- ს--------–იძეების დაჭრის დროს მას ტანთ ეცვა.
(ს.ფ.104-10-; ტ.1).
2.22. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით დადგენილ--, რომ გ------- ჯ------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად 01 (ერთი) წელი მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 04 (ოთხი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი.მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 1-0 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.
(ს.ფ. 1-3-1-7; ტ.1).
2.23. 2018 წლის 29 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმით დადგენილ--, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. სამტრედიაში, ნიკ---–--–---–ის ქ. N90-ში მდებარე ს----- და გ---–- ს--------–იძის საცხოვრებელ სახლს, რომლის გვერდით ესაზღვრება ი--------------ის სახლი, ეზოში შევდივართ სამფრთიანი ლითონის ჭიშკრის მეშვეობით რომელიც ნაწილობრივ არის შეღებილი, ეზო მოპირკეთებულ-- ბეტონისსაფარით, ჭიშკრიდან 20 მეტრში მდებარეობს ორსაულ--ნი კაპიტალურად ნაშენი სახლი, მას უკან უდგას ე.წ. კუხნა სახლი. დასავლეთით ფუ--------ისა და ს--------–ის სახლებს შორის გზაა, რომელსაც გამყოფი ღობე არ გააჩნია, ეზოში ირგვლივ გაშენებულ-- ხეხილი და დარგულ-- ნარგავები. სახლის პირველ სართულზე შესასვლელი კარებთან ძირს ამჩნევია დაღვრილი სითხე, სითხე ნავთობის სუნის მქონე, აღნიშნული აღებული იქნა ექსპერტის მეირ და დაილუქა. სახლში შევდივართ ხის ორფრთიანი კარების მეშვეობით, შესასვლელთან მარცხნივ კუთხეში სანამ საზინებელ ოტახში შეხვალ არის პოლიეთილენის გამჭირვალე ბოთლი, ლიტრიანი, ცარიელ მდგომარეობაში და ირგვლივ არის დაღვრილი სითხის კვალი ნავთობის სუნით, აღნისნული იქნა ამოღებული ასევე მისი ირგვლივ აღებული იქნა იატაკზე ანაწმენდი საკონტროლო ნიმუშებტან ერთად, შესასვლელიდან მარცხნივ საძინებელში არის საწოლები და კარადებიდან ტანსაცმელი გადმოყრილი, სახლში შეინიშნება ნივთების არეულობა, შესასვლელში იატაკზე მუქი ლაქები ამჩნევია იგი ექსპერტის მიერ იქნა აღებული საკონტროლო ნიმუშებტან ერთად შემტხვევის ადგილის დათვალიერებისას სხვა ოთახებიდან რაიმე ამოღებული არ ყოფილა.
(ს.ფ. 200-20-. ტ.1)
2.24. ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 1- ოქტომბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N007214018 დასკვნით დადგენილ--, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N5723-ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N6326 ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 04.09.18წ.)) მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მოქალაქე გ---–- ს--------–იძემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 25.0-.18წ-ს 13:10სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 30.0-.18წ-ს 1-:00 სთ-ზე დიაგნოზით გულმკერდის მარჯვენა ნახევრის შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ფილტვის დაზიანებით. მარჯვენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსი.
დაზიანება განვიტარებულ-- რაიმე მჩხლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
(ს.ფ. 51-54; ტ.2)
2.25. ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 1- ოქტომბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N00721-618 დასკვნით დადგენილ--, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N5723-ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N6874 ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 1-.09.18წ.)) მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასტან დაკავშირებით მოქალაქე ს----- ს--------–იძემ აღნიშნულ სავადმყოფოს მიმართა 25.0-.18წ-ს 13:12-სთ-ზე საიდანაც გაეწერა 01.09.18წ-ს 13:00სთ-ზე დიაგნოზით გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა შემავალი პლევრისა და მუცლის ღრუში, დიაფრაგმისა და ელენთის დაზიანებით, მარცხენა მხრივი ჰემოთორაქსი. ჰემოპერიტონეუმი. ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევრის უკანა ზედაპირზე მარცხენა თირკმლის ზედაპირული დაზიანება.
დაზიანებები განვითარებულნი ა----ნ რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი მქონე საგნიკს ზემოქმედების შედეგად, ცალ ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოხლისათვის სახიფათო.
(ს.ფ. 58-62; ტ.2).
2.26. 2018 წლის 30 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილ--, რომ ექსპერიმენტის ჩატარებაზე დაზარელბულმა გ---–- ს--------–იძემ თანხმობა განაცხადა ექსპერიმენტში მონაწილეობაზე რათა მიეთითებინა და ეჩვენებინა ის ადგილი თუ როგორ და რა ვითარებაში დაჭრა იგი მისმა მეუღლემ ასევე როგორ დაჭრა მამამისი ს----- ს--------–იძემ ამის შემდეგ გ---–- ს--------–იძემ პირველად მიუთითა ქ. სამტრედია, ნიკ---–--–---–ის ქ. N90-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, განაცხადა რომ 2018 წლის 25 აგვისტოს დაახლოებით იქნებოდა 12 საათი იგი იმყოფებოდა თავის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე საძინებელში, სადაც მოუვიდა კამათი მეუღლესთან კამათზე გაბრაზებულმა შემოიტანა ლიტრიანი ბოთლით ბენზინი და იატაკზე მოასხა, შემდეგ გარედ გავიდა გ---–- ს--------–იძე სადაც ასევე მან ახსნა რომ მისმა მეუღლემ ყველა ოთახში მოასხა აღნიშნული ბენზინი და ემუქრებოდა დაწვით და მოკვლით. აღნიშნული ადგილები მიუთითა გ---–- ს--------–იძემ. ამის შემდეგ მიუთითა ეზოზე სადაც იგი გ------- ჯ------ასგან თავის დასაღწევად, ამას მამაისი ს----- ს--------–იძე მიეშველა თან ხელში ბავშვი ეჭირა, მიუთითა სახლის წინ ეზოში ადგილი სადაც გამოსტაცა ბავშვი ხელიდან გ------- ჯ------ამ გ---–- ს--------–იძეს უნდა მოგკლაო შენ არ ხარ ბავშვის ღისრიო და დანა ჩაარტყა ბეჭის არეში ძლიერად, უფრო სწორედ გულმკერდის არეში. არ წაქცეულა იგი და ქუჩაში საშველად გაიქცა ასევე მიუთითა ადგილი ეზოში სადაც მამამის ს----- ს--------–იძეს დაარტყა დანა გ-------მ ორჯერ გულმკერდის არეში ამის შემდეგომ გადავიდა გ. ს--------–იძე ქუჩაში და მიუთითა ადგილი სადაც არის გა-–----ა ვა–-ს და თ----ას სახლი სადაც შევიდა და მეზობლების მიერ სეფარებული იქნა გ-------ს დადევნებისას.
(ს.ფ. 106-11-; ტ.2).
2.27. საქმეში არსებული დაკავების ოქმით დადგენილ--, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს ქ. სამტრედია, ნიკ---–--–---–ის ქ. N98-ში მდებარე ფ---------------ას საცხოვრებელი სახლის ეზოში დაკავებული იქნა გ------- ჯ------ა, სამტრედიის შს სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ ალ---------ე კა-----–--ისა და ვლ------რ გი-----ობიანის მიერ დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
(ს.ფ.6-11;ტ.1).
2.28. მხარები შეთანხმდნენ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2019 წლის 4 თებერვლის ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის N000426219, 2019 წლის 17 იანვრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N000294719, 2019 წლის 16 იანვრის სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N000259019 და 2018 წლის 28 დეკემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური სეროლოგიური)ექსპერტიზის N00-719018 დასკვნები, ასევე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხის 2.19; 2.21; 2.24-2.27; 2.31; 2.33-2.34; 3.3-34; 3.10; 3.21; 3.25; 4.3; 7.5-7.7; პუნქტებში მითითებული მტკიცებულებები სადაო არაა და შესაბამისად ისინი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად ცნობილ იქნენ როგორც უდაო, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებად.
2.29. სასამართლო სხდომაზე დასკვნით სიყვაში დაცვის მხარე დაეთანხმა სხდომაზე გამოკვლეულ და უდაოდ ცნობილ ყველა მტკიცებულებას, დაადასტურა ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ წარდგენილ ბრალდებას არ ეთნხმება მხოლოდ ბრალდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კვალიფიკაციის ნაწილში და განმარტა, რომ . ჯ------ას არ სურდა გ---–- და ს----- ს--------–იძეების მოკვლა. მისი ქმედება გამოწვეული იყო დაზარალებულების მხრიდან ხანგრძლივი დროის მანძილზე მისდამი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით და მისი სურვილი იყო მათთვის დაზიანების მიყენებით სამაგიეროს გადახდა.
3.1. ქმედების სამართლებრივი შეფასება.
ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობა
3.1.1. სასამართლოს მიერ არსებითი გახსნისას გამოკვლეული და დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ გ------- ჯ------ამ 2018 წლის 25 აგვისტოს დაახლოებით 12:45 საათზე, მეუღლეს - გ---–- სი--------–-ეს და სიმამრს ს----- ს--------–იძეს, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით სხეულის სხვადასხვა მიდამოში დანის გამოყენებით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, მათი გადარჩენა კი მოხერხდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად.
3.1.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებული გ------- ჯ------ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რადგან მას დაზარალებულების მოკვლის განზრახვა - სურვილი არ გააჩნდა.
3.1.3. სასამართლო განმარტავ, რომ პრაქტიკაში ყოველთვის პრობლემურია ქმედების სწორი კვალიფიკაცია, როდესაც ობიექტურად სახეზეა - სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, როცა დაზარალებულის გადარჩენა შესაძლებელ-- მხოლოდ შესაბამისი რთული სამედიცინო ჩარევის შედეგად, რაც თავისი არსით საქართველოს სსკ-ის 19,10--19,109-ე მუხლის შინაარსის შემადგენელი კომპონენტია, ასევე საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) ობიექტურად არ გამორიცხავს სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, ხოლო მე-2 ნაწილი კი სიცოცხლის მოსპობას. ასეთ შემთხვევაში კვალიფიკაციის გამიჯვნის შესაძლებლობას იძლევა დამნაშავის რეალური განზრახვის დადგენა, თუ რისკენ იყო მიმართული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ამასთან უნდა გაანალიზდეს დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება ზოგადად და დაზიანებების მიყენების მომენტში, დამნაშავის შემდგომი ქცევა, მიყენებული დაზიანებების რაოდენობა და ლოკალიზაცია, დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი.
3.1.4. მოცემულ შემთხვევაში დადგენილ--, რომ გ. ჯ------ამ დანა დაარტყა გ. ს--------–იძეს, რომელმაც გაქცევით უშველა თავს, შედმეგ კი დროის უმცირეს მონაკვეთში მასთან მისულ ს. ს--------–იძეს ორჯერ, რომელსაც უთხრა კიდეც რომ მოკლვადა. ამასთნ სასამართლოს დამაჯერებლად მიაჩნია დაზარალებულების განმარტებები იმის თაობაზე, რომ მათ გაქცევით უშველეს თავს და რომ გ. ჯ------ამ მათი დადევნება სხვა ობიექტურ მიზეზებთან ერთდ ვერ მოახერხა იმის გამო, რომ მარცხენა ხელით ბავშვი ყავდა აყვანილი.
3.1.5. ამ კუთხით სასამართლო, მიუთითებს ს. ს--------–იძის ჩვენებაზე, სადაც დაცვის მხარის შეკითხვაზე, თუ რამ შეუშალა ხელი გ. ჯ------ას მის მკვლელობაში ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რო იგი გაიქცა, ხოლო გ. ჯ------ა დაედევნა გ. ს--------–იძეს. ეს გარემოებები დადასტურებულ-- სასამართლოს მიერ დაკითხული სხვა მოწმეების ჩვენებებითაც, ისნი ადასტურებენ, რომ გ. ჯ------ას მარცხენა ხელში ბავშვი ყავდა აყვანილი, მარცხენაში კი დანა ეჭირა. იგი ამბობდა, რომ „კისერში ამოუვიდა“, ეძებდა გ. ს--------–იძეს და იმუქრებოდა რომ მაინც მკლავდა მას.
3.1.6. აღნიშნული გამორიცხავს დაცვის მხარის მოსაზრებას მხოლოდ ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების შესახებ, რადგან სპეციფიურ განათლებას არ საჭიროებს ინფორმაციის ქონდა - მუცლის ღრუს და შესაბამისი ორგანოების სასიცოცხლო მნიშვნელობის შესახებ. შესაბამისად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დაზარალებულების სიცოცხლის მოსპობის მიმართ დამნაშავე გ------- ჯ------ას დამოკიდებულება გამოიხატებოდა განზრახვაში, სხეულის სასიცოცხლო ორგანოებში დანის დარტყმისას როგორც მინიმუმ ის ითვალისწინებდა გ---–- ს--------–იძისა და ს----- ს--------–იძის სიცოცხლის მოსპობის შესაძლებლობას.
3.1.7. აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის ჩვენება, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, ზოგიერთ შემთხვევაში, არ არის სარწმუნო, ვინაიდან დაინტერესებული პირის ინფორმაცია შესაძლოა, ნაკარნახევი იყოს კონკრეტული საკითის დაფარვის, მისი ან სხვა პირის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენა გრძნობით. ასეთი პირის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან.
3.1.8. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა მის მიერ განხორციელებული მოტივი და მიზეზი განუცხადა სასამართლოს, თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდებულის აღნიშნული განმარტება განპირობებულ-- უფრო მძიმე პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი არცერთი მტკიცებულებიდან, კერძოდ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ყოველგვარი ეჭვის გარეშე დასტურდება, რომ გ------- ჯ------ამ ნამდვილად მიაყენა დაზიანებები დაზარალებულებს, რასაც თავადაც არ უარყოფს, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი დანის გამოყენებით ერთის მხრივ გ---–- ს--------–იძეს მიაყენა გულმკერდის მარჯვენა ნახევრის შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ფილტვის დაზიანებით, ხოლო ს-----ს სი-------–--ეს - 1. გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა შემავალი პლევრისა და მუცლის ღრუში, დიაფრაგმისა და ელენთის დაზიანებით, 2. ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევრის უკანა ზედაპირზე მარცხენა თირკმლის ზედაპირული დაზიანება.
3.1.9. ამასთან გ---–- ს--------–იძის დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, ასევე ს----- ს--------–იძის დაზიანებები მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათოს.
3.1.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ჯ------ა დანის სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობების მიყენებისას ითვალისწინებდა დანაშაულებრივ შედეგს - სიცოცხლის მოსპობას. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ მას არ სურდა (ან/და შეგნებულად არ ჰქონდა დაშვებული) გ---–- ს--------–იძისა და ს----- ს--------–იძის სიკვდილი, რის დადასტურებასაც თითქოსდა ცდილობს იმ ფაქტით, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა კიდევ განეხორციელებინა დარტყმები და მოეკლა. თუმცა მნიშვნელოვანია დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებით დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ინციდენტის მთელი დროის განმავლობაში, ასევე მისი დასრულების შემდეგაც გ. ჯ------ას ერთ ხელში აყვანილი ჰყავდა ბავშვი, რაც რა თქმა უნდა ზღუდავდა მის შესაძლებლობებს. ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს დამაჯერებლად და სარწმუნოდ მიაჩნია დაზარალებულების განმარტება, რომ მათ გაქცევით უშველეს თავს. ყურადსაღებია ისიც, რომ გ. ჯ------ამ ორი ჭრილობა მიაყენა ს. ს--------–იძეს.
3.1.11. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულ-- განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით. განმსაზღვრელ-- მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - სიკვდილს შორის, ურომლისოდაც ქმედებას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია ვერ მიეცემა.
3.1.12. დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
3.1.13. ამასთან, დადგენილ--, რომ დაზარალებული გ---–- სი--------–-ე არის ბრალდებულ გ------- ჯ------ას მეუღლე, ს----- ს--------–იძე მეუღლის მშობელი და ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ ამ უკანასკნელის სახლში, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე ითვლებიან ბრალდებულის ოჯახის წევრებად.
3.1.14. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების, ასევე მოწმეების მიერ გაცხადებული ჩვენებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად და გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ მძიმე ხარისხის დაზიანება, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო დაზარალებულებს გ---–- ს--------–იძეს და ს----- ს--------–იძეს დანის გამოყენებით ნამდვილად გ------- ჯ------ამ მიაყენა და მის მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას, დამამძიმებელ გარემოებაში - ორი პირის მიმართ, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 16-20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
3.2. ქმედების სამართლებრივი შეფასება.
ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.
3.2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ. ჯ------ამ სრულად ცნო თავი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1-1-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.
3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელ-- არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში. ამ გარემოების დასადგენად კი გულდასმით უნდა იქნეს გამოკვლეული, თუ რა ფორმით, რა ვითარებაში და ვის მიერ განხორციელდა მუქარა და მუქარის მსხვერპლს გაუჩნდებოდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლ--ნი შიში. განსახილველ შემთხვევაში, გ. ჯ------ას მიერ განხორციელებულ მუქარას წინ უძღოდა მასსა და გ. ს--------–იძეს შორის დაპირისპირება. გ, ჯ------ა გ---–- და ს----- ს--------–იძეებს სიტყვიერად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით და იმავდროულად ნავთობპროდუქტის შემცველ სითხეს ასხამდა სახლში, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ნებისმიერ ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანს გაუჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.
3.2.3. ყოველივე ზემოაღნიშნულის, ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების აღიარების, საქმეში არსებული მტკიცებულებების (შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების ოქმი; 2019 წლის 4 თებერვლის ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის N000426219 დასკვნა), ასევე მოწმეების ჩვენებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ. ჯ------ამ როგორც ვერბალურად, ასევე თავისი ქმედებით განახორციელა მუქარა, ე.ი. ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 1-1-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.
სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლ--თ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში შეუზღუდავად დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულ გ------- ჯ------ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1-1-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით,დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
4.1. გ------- ჯ------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეროე ნაწილის შესაბამისად.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სამართლ--ნობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ------- ჯ------ას უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ------- ჯ------ას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლ--ნობის აღდგენას.
6. ნივთიერი მტკიცებულებები
6.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მამაკაცის პერანგი და ჯინსის შორტი, რაც ინახება ბრალმდებელთან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
6.2. შპს „ჯეოჰსპიტალიდან“ ამოღებული გ---–- ს--------–იძის შარვალი, ბიუსჰალტერი, შარფი და ს----- ს--------–იძის შარვალი და მაისური, რაც ინახება ბრალმდებელთან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
6.2. გ------- ჯ------ასაგან ამოღებული მაისური, შორტი და ფეხსაცმელი, რაც ინახება ბრალმდებელთან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გ------- ჯ------ას ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
6.3. თმის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, სისხლის ნიმუშები, დანა, პოლიეთილენის ბოთლი და ანაწმენდის ნიმუშები, რაც ინახება ბრალმდებელთან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-270-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ------- ჯ------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.
გ------- ჯ------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111 1-1-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------- ჯ------ას სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელისათვის პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ გ------- ჯ------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.
გ------- ჯ------ას სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პა---მრობის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 25 აგვისტოდან.
გ------- ჯ------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პა---მრობა - გაუქმდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მამაკაცის პერანგი და ჯინსის შორტი, რაც ინახება ბრალმდებელთან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
შპს „ჯეოჰსპიტალიდან“ ამოღებული გ---–- ს--------–იძის შარვალი, ბიუსჰალტერი, შარფი და ს----- ს--------–იძის შარვალი და მაისური, რაც ინახება ბრალმდებელთან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
გ------- ჯ------ასაგან ამოღებული მაისური, შორტი და ფეხსაცმელი, რაც ინახება ბრალმდებელთან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გ------- ჯ------ას ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
თმის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, სისხლის ნიმუშები, დანა, პოლიეთილენის ბოთლი და ანაწმენდის ნიმუშები, რაც ინახება ბრალმდებელთან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქ. №1) მეშვეობით.
მოსამართლე ლევან მეშველ--ნი