განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №030100119002968937
№1/120-2019
განაჩენი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
13 მაისი, 2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მა----- წულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ე---–---ე ბ-----ა,დაცვის მხარე:
ადვოკატი: დ----- გ------,ბრალდებული: გ------ი ჭ---------ა,მამის სახელი: გ------ი,დაბადებული:2--------- წელი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: და------------–ი,პირადი ნომერი: 4----------,ნასამართლობა: არმქონე,მცხოვრები: ქ. ფოთი, რ---------–--------–ი N1---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 15 მარტს გ------ი ჭ---------ამ ქ. ფოთში, რ---------–--------–ი N1----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დას - მ------ ჭ---------ას, რის გამოც იმავე დღეს, მის მიმართ ს--------–-- ზ-----ს-------ს საპატრულო პოლიციის სამმმართველოში გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი და ერთი თვით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნ---ცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
მიუხედავად ამისა, 2019 წლის 02 აპრილს, დაახლოებით 16:30 საათზე, არ შეასრულა რა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, გ------ი ჭ---------ა მთვრალ მდგომარეობაში მივიდა ქ. ფოთში, რ---------–--------–ი N1-----ში, სადაც იმყოფებოდა მისი და - მ------ ჭ---------ა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
ბრალდებულმა გ------ი ჭ---------ამ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ფაქტობრივი საფუძველი, ხოლო უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებული მ------ ჭ---------ა არის ბრალდებულ გ------ი ჭ---------ას და.
ის, რომ ბრალდებულმა გ------ი ჭ---------ამ 2019 წლის 02 აპრილს, დაახლოებით 16:30 საათზე, არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, მთვრალ მდგომარეობაში მივიდა ქ. ფოთში, რ---------–--------–ი N1-----ში, სადაც იმყოფებოდა მისი და - მ------ ჭ---------ა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, მხარეთა შორის დ---ს საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ გ------ი ჭ---------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ------ ჭ---------ას გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულ გ------ი ჭ---------ას გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: თა-–---- ტუ-----–---ს, ნ--- გ---–---ს და აკ--- პა------ს გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ გ------ი ჭ---------ას დაკავების ოქმით გ------ი ჭ---------ას მიმართ 2019 წლის 15 მარტს შედგენილი შემაკავებელი ორდერის მასალებით.
საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ გ------ი ჭ---------ას მიერ განხორციელებული ქმედებით - მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. ე.ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ამრიგად, სასამართლომ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულ გ------ი ჭ---------ას მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რის გამოც მას მსჯავრი უნდა დაედოს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობაში.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------ი ჭ---------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, ქმედების გულწრფელი მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
გ------ი ჭ---------ას პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ამ მხრივ სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებებს, რომ გ------ი ჭ---------ას აქვს შეულახავი წარსული; დაცვის მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შეურიგდა დაზარალებულს, ისინი ერთ სახლში ცხოვრობენ და დაზარალებული ითხოვს ძმის მიმართ სასჯელის შემსუბუქებას.
ამავე დროს სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
4.2. რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ გ------ი ჭ---------ას მიმართ არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება, ქმედების გულწრფელი მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, შეულახავი წარსული) გათვალისწინებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------ი ჭ---------ას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------ი ჭ---------ა ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;
2. მსჯავრდებულ გ------ი ჭ---------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 02 აპრილის 16:45 საათიდან, 2019 წლის 08 აპრილის ჩათვლით - 07 (შვიდი) დღე და ამ ვადის გათვალისწინებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 165 (ას სამოცდახუთი) საათის ვადით.
3. მსჯავრდებულ გ------ი ჭ---------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 5000 ლარის ოდენობით გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გ------ი ჭ---------ას (პირადი ნომერი 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ფოთი, რ---------–--------–ი N1-----ში (საკადასტრო კოდით: 0-.0--0--4--.0--0--) 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს.
ასევე გაუქმდეს გ------ი ჭ---------ას მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით საქართველოს სსსკ-ის 199-ე უხლით დაკისრებული ვალდებულებები და მას დაუბრუნდეს საკუთარი პირადობის მოწმობა და პასპორტი.
4. განაჩენი გადაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა სირაძე