განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100116001290041
№1/75-16
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
08 მაისი, 2019 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - მ-------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატები - მ--------------–---–ი და ა------------–---–ი
ბრალდებული: ი----- ვ-----ე
მამის სახელი: ე-–--------
დაბადებული: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: თ------ის რაიონი სოფელი ტ--–------ი
მცხოვრები: თ------ის რაიონი სოფელი ტ--–------ი
დაკავების თარიღი: 15. 08. 2018 წელი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა.
ბრალდებული: ლ---- ჯ--–----–---–ი
მამის სახელი: მ------
დაბადებული: 2----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: დ.თ------ი, 3-----------–ის ქუჩა N9
მცხოვრები: ქ.თბილისი, მ-----------------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი (2016 წლის 14 იანვარს მოქმედი რედაქცია) - დანაშაულის შეუტყობინებლობა, იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
ი----- ვ-----ის მიმართ სასამართლომ დაადგინა:
1. 2016 წლის 13 იანვარს, ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში ე.წ. „კ----------------ში“, ამავე სოფელში მცხოვრებ ვ--–---- მ------–---–სა და შ---- მ-----ეს ერთმანეთთან მოუხდათ შელაპარაკება, რა დროსაც შ---- მ-----ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვ--–---- მ------–---–ს და სახის არეში გაარტყა ხელი. იქვე მყოფმა პირებმა შეაკავეს შ---- მ-----ე, რითაც ისარგებლა ვ--–---- მ------–---–მა და გაიქცა სახლში.
2. მეორე დღეს ე.ი. 2016 წლის 14 იანვარს ვ--–---- მ------–---–ი მივიდა ქ. ახმეტაში მცხოვრებ თავის ნათესავ ი----- ვ-----ესთან სახლში სტუმრად. სადაც ასევე იმყოფებოდნენ ი----- ვ-----ის ძმები - ვ--- და ბ----- (გ-------) ვ-----ეები და მეგობარი - ლ---- ჯ--–----–---–ი, რომლებიც ქეიფობდნენ და სვავდნენ ალკოჰოლურ სასმელს. სუფრის მსვლელობის დროს ვ--–---- მ------–---–მა თანამესუფრეებს უთხრა წინა დღით შ---- მ-----ესთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ და სთხოვათ დახმარება. ი-----, ვ--- და ბ----- (გ-------) ვ-----ეებმა და ლ---- ჯ--–----–---–მა ვ--–---- მ------–---–ს აღუთქვეს მხარდაჭერა და გადაწყვიტეს იმავე დღეს წასულიყვნენ სოფელ ქ---------ში და ენახათ შ---- მ-----ე. დაახლოებით 14:55 წუთზე ვ--–---- მ------–---–მა დაურეკა შ---- მ-----ეს და უთხრა, რომ მის სანახავად მეგობრებთან ერთად მიდიოდა სოფელ ქ---------ში. ამავე დროს ი-----, ვ--- და ბ----- (გ-------) ვ-----ეები, ლ---- ჯ--–----–---–ი და ვ--–---- მ------–---–ი ჩავიდნენ ეზოში, რა დროსაც ი----- ვ-----ემ სახლიდან აღებული, თავისზე გაფორმებული ორლულიანი სანადირო თოფი და ვაზნები ჩააწყო ბ----- (გ-------) ვ-----ის კუთვნილ „მერსედესის“ მარკის, „ემელის“ მოდელის ავტომობილის საბარგულში. შემდეგ ამავე ავტომობილში ჩასხდნენ ყველა და წავიდნენ სოფელ ქ---------ში.
3. სოფელ ქ---------ში ი-----, ვ--- და ბ----- (გ-------) ვ-----ეებმა, ლ---- ჯ--–----–---–მა და ვ--–---- მ------–---–მა, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ნახეს შ---- მ-----ე, რომელიც იმყოფებოდა თავის თა---ოფლელ ვ-–- დ------–-–---–თან, შ--–-- კ--–-–---–თან, ლ---- ძ------–---–თან და ზ------ ხ-----–---–თან ერთად. შეხვედრისას მათ გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ შ---- მ-----ის საცხოვრებელ სახლში და იქ გაერკვიათ ურთიერთობა.
4. შ---- მ-----ის სახლში მისვლის შემდეგ, ყველა შევიდნენ საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, სადაც შ---- მ-----ემ და ბ----- (გ-------) ვ-----ემ დაიწყეს საუბარი წინა დღით, შ---- მ-----ესა და ვ--–---- მ------–---–ს შორის მიმხდარი კონფლიქტის შესახებ. მათი საუბარი გადაიზარდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში და აღნიშნულ ჩხუბში ჩაერთნენ ყველა. ჩხუბის დროს შ---- მ-----ემ თავის ხელთ არსებული დანით, ი----- ვ-----ეს მარცხენა ბარძაყის არეში მიაყენა ჭრილობა. აღნიშნული დაზიანების გამო, ი----- ვ-----ე განიმსჭვალა შ---- მ-----ის მიმართ შურისძიების გრძნობით და გადაწყვიტა მისი მოკვლა. ი----- ვ-----ე გავიდა სახლიდან და გზაზე გაჩერებული ავტომობილიდან აიღო თავისზე რეგისტრირებული სანადირო თოფი და შევიდა შ---- ვ-----ის საცხოვრებელი სახლის ეზოში. ამავე დროს სახლიდან ეზოში გავიდნენ ვ--–---- მ------–---–ი, ვ--- ვ-----ე, ბ----- (გ-------) ვ-----ე, შ--–-- კ--–-–---–ი, ლ---- ძ------–---–ი და ზ------ ხ-----–---–ი, ხოლო სახლში დარჩნენ შ---- მ-----ე, ვ-–- დ------–-–---–ი და ლ---- ჯ--–----–---–ი. ი----- ვ-----ემ თავის ხელთ არსებული სანადირო თოფი მიმართა შ---- ვ-----ის საცხოვრებელი სახლისკენ და შ---- მ-----ის განზრახ მოკვლის მიზნით მოახდინა ორი გასროლა. გასროლის შედეგად სახლში ფანჯარასთან მყოფმა ვ-–- დ------–-–---–მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
5. თოფიდან გასროლის შემდეგ ი-----, ვ--- და ბ----- (გ-------) ვ-----ეები, ლ---- ჯ--–----–---–ი და ვ--–---- მ------–---–ი ჩასხდნენ ბ----- (გ-------) ვ-----ის კუთვნილ ავტომობილში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ლ---- ჯ--–----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი :
6. 2016 წლის 13 იანვარს, ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში ე.წ. „კ----------------ში“, ამავე სოფელში მცხოვრებ ვ--–---- მ------–---–სა და შ---- მ-----ეს ერთმანეთთან მოუხდათ შელაპარაკება, რა დროსაც შ---- მ-----ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვ--–---- მ------–---–ს და სახის არეში გაარტყა ხელი. იქვე მყოფმა პირებბმა შეაკავეს შ---- მ-----ე, რითაც ისარგებლა ვ--–---- მ------–---–მა და გაიქცა სახლში.
7. მეორე დღეს ე.ი. 2016 წლის 14 იანვარს ვ--–---- მ------–---–ი მივიდა ქ. ახმეტაში მცხოვრებ თავის ნათესავ ი----- ვ-----ესთან სახლში სტუმრად. სადაც ასევე იმყოფებოდნენ ი----- ვ-----ის ძმები - ვ--- და ბ----- (გ-------) ვ-----ეები და მეგობარი - ლ---- ჯ--–----–---–ი, რომლებიც ქეიფობდნენ და სვავდნენ ალკოჰოლურ სასმელს. სუფრის მსვლელობის დროს ვ--–---- მ------–---–მა თანამესუფრეებს უთხრა წინა დღით შ---- მ-----ესთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ და სთხოვათ დახმარება. ი-----, ვ--- და ბ----- (გ-------) ვ-----ეებმა და ლ---- ჯ--–----–---–მა ვ--–---- მ------–---–ს აღუთქვეს მხარდაჭერა და გადაწყვიტეს იმავე დღეს წასულიყვნენ სოფელ ქ---------ში და ენახათ შ---- მ-----ე. დაახლოებით 14:55 წუთზე ვ--–---- მ------–---–მა დაურეკა შ---- მ-----ეს და უთხრა, რომ მის სანახავად მეგობრებთან ერთად მიდიოდა სოფელ ქ---------ში. ამავე დროს ი-----, ვ--- და ბ----- (გ-------) ვ-----ეები, ლ---- ჯ--–----–---–ი და ვ--–---- მ------–---–ი ჩავიდნენ ეზოში, რა დროსაც ი----- ვ-----ემ სახლიდან აღებული, თავისზე გაფორმებული ორლულიანი სანადირო თოფი და ვაზნები ჩააწყო ბ----- (გ-------) ვ-----ის კუთვნილ „მერსედესის“ მარკის, „ემელის“ მოდელის ავტომობილის საბარგულში. შემდეგ ამავე ავტომობილში ჩასხდნენ ყველა და წავიდნენ სოფელ ქ---------ში.
8. სოფელ ქ---------ში ი-----, ვ--- და ბ----- (გ-------) ვ-----ეებმა, ლ---- ჯ--–----–---–მა და ვ--–---- მ------–---–მა, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ნახეს შ---- მ-----ე, რომელიც იმყოფებოდა თავის თა---ოფლელ ვ-–- დ------–-–---–თან, შ--–-- კ--–-–---–თან, ლ---- ძ------–---–თან და ზ------ ხ-----–---–თან ერთად. შეხვედრისას მათ გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ შ---- მ-----ის საცხოვრებელ სახლში და იქ გაერკვიათ ურთიერთობა.
9. შ---- მ-----ის სახლში მისვლის შემდეგ, ყველა შევიდნენ საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, სადაც შ---- მ-----ემ და ბ----- (გ-------) ვ-----ემ დაიწყეს საუბარი წინა დღით, შ---- მ-----ესა და ვ--–---- მ------–---–ს შორის მიმხდარი კონფლიქტის შესახებ. მათი საუბარი გადაიზარდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში და აღნიშნულ ჩხუბში ჩაერთნენ ყველა. ჩხუბის დროს შ---- მ-----ემ თავის ხელთ არსებული დანით, ი----- ვ-----ეს მარცხენა ბარძაყის არეში მიაყენა ჭრილობა. აღნიშნული დაზიანების გამო ი----- ვ-----ე განიმსჭვალა შ---- მ-----ის მიმართ შურისძიების გრძნობით და გადაწყვიტა მისი მოკვლა. ი----- ვ-----ე გავიდა სახლიდან და გზაზე გაჩერებული ავტომობილიდან აიღო თავისზე რეგისტრირებული სანადირო თოფი და შევიდა შ---- ვ-----ის საცხოვრებელი სახლის ეზოში. ამავე დროს სახლიდან ეზოში გავიდნენ ვ--–---- მ------–---–ი, ვ--- ვ-----ე, ბ----- (გ-------) ვ-----ე, შ--–-- კ--–-–---–ი, ლ---- ძ------–---–ი და ზ------ ხ-----–---–ი, ხოლო სახლში დარჩნენ შ---- მ-----ე, ვ-–- დ------–-–---–ი და ლ---- ჯ--–----–---–ი. ი----- ვ-----ემ თავის ხელთ არსებული სანადირო თოფი მიმართა შ---- ვ-----ის საცხოვრებელი სახლისკენ და შ---- მ-----ის განზრახ მოკვლის მიზნით მოახდინა ორი გასროლა. გასროლის შედეგად სახლში ფანჯარასთან მყოფმა ვ-–- დ------–-–---–მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
10. თოფიდან გასროლის შემდეგ ი-----, ვ--- და ბ----- (გ-------) ვ-----ეები, ლ---- ჯ--–----–---–ი და ვ--–---- მ------–---–ი ჩასხდნენ ბ----- (გ-------) ვ-----ის კუთვნილ ავტომობილში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
11. ლ---- ჯ--–----–---–მა იცოდა რა, რომ ი----- ვ-----ის მიერ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, კერძოდ, ვ-–- დ------–-–---–ის განზრახ მკვლელობა, არ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს და წავიდა თ------ის რაიონში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
12. ბრალდებულმა ი----- ვ-----ემ გამოიყენა დუმილის უფლება.
13. ბრალდებიულმა ლ---- ჯ--–----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა შემდეგი: 2016 წლის 13 იანვარს „მერსედესის“ მარკის ჯიპით თბილისიდან თვითონ, ვ---, ი----- და ბ-----ი ვ-----ეები, თავისი შეყვარებული მ------ ა----–---–ი, მისი მეგობარი რ--------- ს----–---–ი და ვ---ს მეუღლე მ----- ჩავიდნენ ი----- ვ-----ესთან და იქეიფეს. იმ ღამეს ა---------ის მამის სახლში დარჩნენ. მეორე დღეს გადავიდნენ ა---------ის დედის სახლში, სადაც ვ-----ეები იყვნენ. მას არ დაულევია ალკოჰოლური სასმელი. ი----- ვ-----ე და მისი ძმები ალკოჰოლს სვამდნენ, მაგრამ შესამჩნევად ნასვამები არ იყვნენ. მათთან მალევე მივიდა ვ--–---- მ------–---–ი და ყვებოდა, რომ უთანხმოება მოუვიდა წინა დღეს. მას ამ დროს ტელეფონმა დაურეკა და სხვა ოთახში გავიდა, ამიტომ რას ყვებოდა ვ--–---- მ------–---–ი, დეტალურად არ იცის. ტელეფონზე საუბრის შემდეგ ის შეყვარებულთან ერთად იყო, რა დროსაც დაუძახეს, რომ გასულიყო. რომ ჩავიდა ბიჭებთან და მაშინ უკეთესად გაიგო რა მოხდა, უთხრეს, რომ წინა დღეს ვ--–---- მ------–---–ს მოუვიდა უთანხმოება და შესარიგებლად მიდიოდნენ. წავიდნენ ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში და შევიდნენ სახლში, სადაც ბევრი დაახლოებით 10-15 კაცი დახვდათ. ის არავის არ იცნობდა. თვითონ ხუთნი იყვნენ. ოთახი, სადაც იმყოფებოდნენ იყო ვიწრო და გრძელი. ფანჯარა სად იყო დატანებული და ზუსტად რამდენი ფანჯარა ჰქონდა არ იცის, ფიქრობს ერთი ფანჯარა ჰქონდა. ოთახში ცოტა დაძაბულობა იყო. ისინი გაეცნენ ერთმანეთს. მას რაღაცას ეკითხებოდა ერთი პიროვნება, როცა ფიზიკური ჩხუბი ატყდა, რამ გამოიწვია ეს ჩხუბი არ იცის. ზოგი მას ურტყამდა. ზოგი მოშორებით ჩხუბობდა. მან მოიგერია პიროვნება და გარეთ გააგდო და ამ დროს ფანჯრების მსხვრევის ხმა გაიგო და ჩაიმუხლა კედელთან, თავზე ხელი აიფარა, რომ აიხედა ოთახში არავინ იყო და თვითონაც გარეთ გამოვიდა. გარეთ, რომ გავიდა იპოვნა თანმხლები პირები, მანქა---თან მხოლოდ ბ----- ვ-----ე იდგა, დანარჩენები უკვე მანქანაში ისხდნენ. თვითონ და ბ-----იც ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ ვ--–---- მ------–---–თან. თვითონ წინ დაჯდა. ი----- უკან იჯდა. ი-----ს სისხლი მოსდიოდა თქვა, რომ დამჭრესო. ვ--–----სთან მივიდნენ და შემდეგ ნაწილი ხალხი შევიდა ვ--–---- მ------–---–ის სახლში, თვითონ გარეთ დარჩა, რომ მანქანა გაეჩერებინა. მასთან ასევე დარჩა ვ--–---- მ------–---–ის მეგობარი, რომლის სახელიც არ იცის. ეს პიროვნება მერე სად წავიდა არ ახსოვს. მანქანა გააჩერა ვ--–----ს სახლის ახლოს და სახლისკენ წავიდა ფეხით, რა დროსაც დაინახა, რომ ვ--–----ს მამის მანქანაში ჩასხდნენ და ვალერის მამამ წაიყვანა ი----- ვ-----ე. თვითონ გოგოები - მ------ ა----–---–ი და რ--------- ს----–---–ი და ვ--- ვ-----ე წაიყვანა თბილისში „ტოიოტას“ მარკის მანქანით, ასე გადაწყვიტეს ბიჭებმა და მას არ უკითხავს, რატომ. ჯერ თ------ში უნდა გაევლოთ. ისინი დაახლოებით ერთ საათში, თ------ის გზაზე პოლიციამ გააჩერა და განყოფილებაში წაიყვანეს. პოლიციაში გაიგო, რომ კაცი მოკლეს. იგი დააკავეს იმავე დღეს. მას მერე ი----- ვ-----ე არ უნახავს. მან არ იცოდა, რომ გაისროლა თუ არა ი----- ვ-----ემ. ასევე არ იცოდა, რომ ვინმე მოკვდა. ეს ყველაფერი განყოფილებაში გაიგო. მან არ იცოდა, რომ მოხდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული.
14. მანვე განმარტა, რომ მანქანაში იარაღი არ შეუნიშნავს. ოთახში იმდენი ხალხი იყო, რომ მხედველობა ჰქონდა შეზღუდული. იგი როდესაც გავიდა გარეთ, მას არ უნახავს ოთახში ვინმე წაიქცა თუ არა. მანქანაში და მერეც საერთოდ არ უსაუბრიათ სროლაზე, მან ეს ყველაფერი პოლიციაში გაიგო.
15. მოწმის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ლ------ ხ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში. იგი არის გარდაცვლილ ვ-–- დ------–-–---–ის დედა. ვ-–- დ------–-–---–ს დარჩა მეუღლე და შვილი.
16. 2016 წელს, ძველით ახალ წელს, შ--–-- კ--–-–---–ი და ლ---- ძ------–---–ი მივიდნენ მათთან და ხინკალი ჭამეს, ორი ჭიქა დალიეს. შემდეგ შ---- მ-----ე მივიდა და მის შვილს უთხრა, რომ ახმეტიდან დაურეკეს და მასთან უნდა მისულიყვნენ. მისი შვილი და შ--–-- კ--–-–---–ი გაყვნენ შ----ს სახლში. ვ-–- დ------–-–---–მა თავის შვილს ქ-------ს დაურეკა და უთხრა, რომ მაღაზიაში სიგარეტის ფული მიეტანა და თვითონ სიგარეტს წაიღებდა. მისი შვილიშვილი ქ-------ი წავიდა მაღაზიაში და გზაში, როდესაც კლასელს ესაუბრებოდა, ორი გასროლის ხმა გაიგო. ქ-------ს ამ დროს ეგონა, რომ საახალწლო ასაფეთქებელი ააფეთქეს. ამ ხმების შემდეგ მას მეზობელმა უთხრა, რომ ვ-–-ს ესროლეს. შემდეგ ისევ მეზობლისგან გაიგო, რომ მისი შვილი მკვდარი იყო. შვილის გარდაცვალების შემდეგ გაარკვია, რომ ვ--–---- მ------–---–მა თ------ში დაურეკა ნათესავებს, შ---- მ-----ესთან საქმის გასარკვევად. შ---- მ-----ის სახლში იმყოფებოდნენ ზ----- ხ-----–---–ი, გ------- ხ-----–---–ი, კ--------–-–---–ი, შ--–-- კ--–-–---–ი, ზ----- დ------–---–ი, ლ---- ძ------–---–ი, შ---- მ-----ე და ვ--–---- მ------–---–ი. ი----- ვ-----ე, ი-----ს ძმა და კიდევ სამი თ------ელი და მის შვილს ი----- ვ-----ემ ესროლა. იგი ითხოვს ი----- ვ-----ის მკაცრად დასჯას.
17. მისივე განმარტებით ი----- ვ-----ისგან მოგზავნილი ხალხი მიდიოდა მასთან და დახმარებას სთავაზობდნენ.
18. მოწმის გ------- ხ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 13 იანვარს იგი იმყოფებოდა სოფელ ქ---------ში. საღამოს მეგობარ შ---- მ-----ესთან ერთად გავიდა გარეთ და იქეიფეს. შ---- მ-----ე ნასვამი იყო. მანქანით ისეირნეს და სოფლის კ--------ის ეზოში შეჩერდნენ. ვ--–---- მ------–---–ი, რომელიც გ------- ყ--–---–---–თან ერთად იმყოფებოდა, მათ შუა გზაზე გადაუდგა. მათ თხოვეს მორიდებოდა, მაგრამ ვ--–----მ უარი უთხრა. ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ და მან ვ--–----ს უთხრა, რომ ნასვამი იყო და წასულიყო დაესვენა სახლში. შემდეგ ვ--–----მ და შ----მ ერთმანეთისკენ გაიწიეს, მაგრამ მან და გ-------მ გააშველეს. ისინი ერთმანეთს ფიზიკურად არ შეხებიან ისე წავიდნენ სახლებში. მეორე დღეს მამამისმა ღორი დაკლა და იგი შ----სთან მივიდა, რომ მწვადებზე დაეპატიჟა. ჩიხთან რომ მივიდა, დაინახა ბიჭები ზ----- ხ-----–---–ი, შ---- მ-----ე, შ--–-- (ზედმეტსახელად კ------–-), ლ----ი ძ------–-----–ი, ზ----- დ------–---–ი (ბ------), კ--------–-–---–ი (ზედმეტსახელად ყ----) იქ იყო თუ არა და ვ-–- დ------–-–---–ი, (ზედმეტსახელად ვ---) არ ახსოვს. ასევე დაინახა, რომ იდგა შ----სა და ზ----- (კ------) ხ-----–---–ის ავტომანქანები. თვითონ შ----ს სახლში შევიდა შამფურის ასაღებად. ამ დროს შავი ფერის „მერსედესის“ ჯიპის მარკის ავტომანქანით მივიდნენ მისთვის უცნობი ბიჭები, მათ შორის მხოლოდ ვ--–---- მ------–---–ს და გ------- ყ--–---–---–ს იცნობდა. სახლში შევიდნენ ზ----- ხ-----–---–ი, ყ---- კ---, ვ-–- დ------–-–---–ი, გ------- ყ--–---–---–ი და ვ--–----. შ--–-- კ--–-–---–ი, იგივე კ------–-, შევიდა თუ არა, არ ახსოვს. „ემელის“ ჯიპით ვინც იყვნენ ისინი ყველანი შევიდნენ სახლში. სახლი არის ერთსართულიანი. იგი ოთხის კუთხეში დადგა. მის გვერდით დივანზე შ---- მ-----ე იჯდა. შ----მ და ერთმა მისთვის უცნობდა ბიჭმა საუბარი დაიწყეს წინა დღეს შეკამათების თემაზე. ისინი ამ დროს შეკამათდნენ, გაწევ-გამოწევა იყო, სხვები აშველებდნენ, აშველებდა თვითონაც. ამ ალიაქოთში გარედან ორჯერ გასროლის ხმაც გაიგო. გასროლებს შორის ინტერვალი წამიერი იყო. შემდეგ ვ-–- დ------–-–---–ი, იგივე ვ---, წაბორძიკდა. ვინ ისროლა ვერ დაინახა, კედელთან იდგა და ფიზიკურად ვერც დაინახავდა. გასროლის შემდეგ თვითონ და შ---- სახლის ფანჯრიდან გადავიდნენ და მივიდნენ შ----ს ბიძასთან ვ-–- ძ------–---–თან. მას უთხრეს, რომ სასწრაფო გამოეძახებინა, ვ-–- იყო დაჭრილი. შ---- ცუდად გახდა, გული მისდიოდა და წყალი დაალევინეს. ვ-–-სთვის სასწრაფო გამოიძახეს. თვითონ და შ---- მ-----ე თბილისში წავიდნენ, რადგან შეშინებულები იყვნენ.
19. მისივე განმარტებით, მას დანა არავის ხელში არ დაუნახავს. ოთახში ტყვიამ ფანჯრიდან შემოაღწია, ხოლო მეორე ტყვიამ კარებიდან. ვ-–- ფანჯარასთან იდგა, მას არ დაუნახავს ტყვია მოხვდა თუ არა, დაინახა, რომ ძაბორძიკდა და შ----მ თქვა დაჭრილიაო. მ------–---–ი და ყ--–---–---–ი მის გვერდზე იდგნენ და სავარაუდოდ მოჩხუბრებს აშველებდნენ, ახსოვს, რომ ჩხუბით არ უჩხუბიათ. გასროლის დროს ოთახში იყვნენ, თვითონ, შ----, ვ-–- დ------–-–---–ი, ზ----- ხ-----–---–ი, კ------, ყ---- იგივე კ--------–-–---–ი ზუსტად არ ახსოვს.
20. ადვოკატის შეკითხვებზე განმარტა, რომ ჯიპი მისი მისვლიდან 5 წუთში მივიდა, მან არ იცოდა, რომ უნდა მისულიყვნენ. თავიდან ჩვეულებრივ საუბრობდნენ და ორ-სამ წუთში გადაიზარდა დაძაბულობაში. ამ დაძაბული საუბრიდან 2-3 წუთში მოხდა გასროლა. ეს ყველაფერი დაახლოებით 5-10 წუთი გრძელდებოდა. მან ვერ აღიქვა რომელ გასროლაზე დავარდა ვ-–- დ------–-–---–ი. გასროლის დროს ზუსტად ვინ იყო ოთახში მოსულებიდან არ ახსოვს.
21. მოწმის ზ------ ხ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 14 იანვარს, იგი თავისი “ოპელ კორსას“ მანქანით მიდიოდა დასალევად. დაინახა ბიჭები, მათ შორის ვ-–- დ------–-–---–ი იყო და მას მანქანა გაუჩერა. იქ ასევე იყვნენ გ------- ხ-----–---–ი, ზ----- დ------–---–ი, კ--------–-–---–ი, ძ------–---–ი, შ---- მ-----ე და კიდევ სხვები, მთვრალი იყო და არ ახსოვს ყველა. შ---- მ-----ემ თქვა, რომ წასულიყვნენ მის სახლში, ბიჭებს უნდა ესაუბრათ. ისინი როდესაც შ---- მ-----ის სახლში მივიდნენ, რამდენომე ხანში იქ „ემელის“ ჯიპით მივიდა მისთვის უცხო 4 ბიჭი, მათ შორის იყო ვ--–----, რომლის გვარიც არ ახსოვს. იგი იცნობს გ------- ყ--–---–---–ს, მაგრამ იქ იყო თუ არა, არ ახსოვს. ეს ბიჭები შევიდნენ სახლში და შ----ს ესაუბრებოდნენ. უცებ ატყდა ჩხუბი. შ---- მ-----ე შესასვლელიდან სამ მეტრში დივანზე იჯდა. გ------- ხ-----–---–ი იქვე იდგა ერთ მეტრში. იქვე იყვნენ დ------–---–ი, მ---–-–---–ი. თვითონ სამზარეულოსკენ, შესასვლელიდან მარჯვნივ ვ-–- დ------–-–---–ს ესაუბრებოდა. მას არ ახსოვს, რაზე საუბრობდნენ და შემდეგ ჩხუბი ატყდა. ხელით შეეხნენ ერთმანეთს. ჩხუბის დროს ვ--–---- მ------–---–ი და თოფი ვინც გაისროლა ის ბიჭი, ერთად გავიდნენ გარეთ. მათი გასვლის შემდეგ გაიგო თოფის გასროლის ხმა. მან დაინახა, რომ თოფი ვინც გაისროლა ის ბიჭი იდგა, ხელში ვერტიკალურად ეჭირა თოფი სახლის მიმართულებით. მას პირველი გასროლა არ დაუნახავს, მაგრამ გასროლის მერე მიიხედა და დაინახა ვინ გაისროლა. გარეთ მდგომმა პიროვნებამ მეორე მალევე მიყოლებით გაისროლა. ახსოვს, რომ ამ პიროვნებას გვერდით არავინ არ ედგა. სროლის მერე სახლში მყოფი ხალხი გარეთ გამოიქცა, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ. ის მივიდა ვ-–- დ------–-–---–თან და დაინახა ვ-–- დ------–-–---–ი მკვდარი იყო. მან პულსი მოუსინჯა და არ ჰქონდა.
22. მანვე განმარტა, რომ ფოტოსურათით ამოიცნო პიროვნება, რომელმაც ისროლა და ასევე და გაიგო, რომ მსროლელი მისი ბიძაშვილის ქმ---- იყო. მეორე დღეს მან ნახა, რომ ტყვიამ ფანჯარაში გაიარა, და ფანჯრიშ შუშები ჩამომსხვრეული იყო.
23. მანვე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, იგი არ გაცნობია ოქმს, ოქმზე არსებული ხელმოწერები მას ეკუთვნის, ხოლო ფოტოსურათებზე თვითონაა ასახული.
24. ადვოკატის შეკითხვებზე განმარტა, რომ ადამიანს, რომელმაც თოფი გაისროლა, მოხუჭუჭო თმა ქონდა და მასზე 10 სანტიმეტრით მაღალი იყო. ეს ადამინის ღობის გარეთ მანქა---თან იდგა. ღობიდან სახლამდე 12-13 მეტრია. იგი ჩვენების მიცემის დროსაც ნასვამი იყო, მაგრამ ეს გამომძიებლებისთვის არ უთქვამს. იმ პერიოდში იგი ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და სულ სვავდა. მიუხედავად იმისა, რომ მთვრალი იყო, რაც მოჰყვა ყველაფერი სიმართლე თქვა და ახსოვს.
25. მას ჩხუბის დროს არც დანა უნახავს და არც სისხლის უნახავს. მერე გაიგო, რომ შ---- მ-----ეს ერთ ერთი დაუჭრია. თვითონ ჩხუბში არ ჩარეულა, ახლოსაც არ მისულა.
26. მოწმის რ---- კ--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში. 2016 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით სამ საათზე ბიძაშვილმა და მეზობელმა ვ-–- ძ------–---–მა დაურეკა, რომ მასთან მისულიყო ახალი წლის აღსანიშნად. მივიდა და მან და ვ-–- ძ------–---–მა ქეიფი დაიწყეს, თან საუბრობდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. დაახლოებით ოთხის ნახევრისთვის თოფის ორი გასროლის ხმა გაიგო. დაახლოებით 10-15 წუთზე, ვ-–- ძ------–---–ის დისშვილმა შ---- მ-----ემ კარები ფეხით შეანგრია და ბიძამისს ვ-–-ს უთხრა, რომ მის სახლში ვ---ს, იგივე ვ-–- დ------–-–---–ს თოფი ესროლეს და მიეხედათ, თვითონ კი გაიქცა. ისინი მაშინვე იქით გაეშურნენ და მისვლისას ეზოში ორი ქალი დახვდათ, მეზობლები რ------- მ---–-–---–ი და ლ-----------–---–ი, ეს ქალები ვერ შედიოდნენ, რაღაც მოხდა, ვიღაცას ესროლესო. მათ შეირბინეს და დაინახეს ვ-–- დ------–-–---–ი იატაკზე იწვა, ხოლო შ--–-- კ--–-–---–ს მისი თავი ეჭირა და სისხლი ჩამოსდიოდა ხელზე და ყვიროდა „ვ-–-, ვ-–-, ვ-–-“. მათ მუთაქას დაავლეს ხელი, რომ თავის ქვეშ შეედოთ ვ-–- დ------–-–---–ისთვის. სასწრაფოც მოვიდა და პულსი რომ გაუსინჯეს, ცოცხალი არ იყო. იგი შოკისგან ცუდად გახდა.
27. მოწმის ზ------ დ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში. 2016 წლის 14 იანვარს, მეზობელმა ჯ----–-------–---მა უთხრა, რომ მანქანებმა შეუხვიეს შ----სთან და წინ ვ-–- დ------–-–---–ი იჯდაო. ვ-–- დ------–-–---–ი მისი სიძეა. მან იცოდა, რომ შ---- მ-----ეს და ვ--–---- მ------–---–ს წინა დღეს შეკამათება მოუხდათ. იგი შ---- მ-----ის სახლისკენ წავიდა და დაახლოებით 2 საათისთვის მივიდა. დაინახა შ----ს მანქანა, ზ----- ხ-----–---–ის შავი „კორსა“ და კიდევ შავი „ემელის“ ჯიპი. შ----ს სახლის შესასვლელი ოთახი არის ვიწრო, მარჯვენა მხარეს პატარა სამზარეულოა მოწყობილი, ხოლო მარცხენა მხარეს ღუმელი, დივანი, მაგიდა და სკამები დგას. სახლში ნახა დაახლოებით 10 კაცი. იცნო შ---- მ-----ე, კ--------–-–---–ი, ზ----- ხ-----–---–ი, გ------- მ------–---–ი და ვ-–- დ------–-–---–ი. სხვა დაახლოებით 4-5 ახალგაზრდა კაცი ვერ იცნო. შ---- და მისთვის უცხო კაცი საუბრობდნენ, რაღაც ტელეფონთან დაკავშირებულ თემას განიხილავდნენ. მან სამზარეულოში წყალი დალია და რომ მოტრიალდა 5-10 წამში ჩხუბი ატყდა. ერთ-ერთმა თქვა დამჭრესო, მაგრამ ვინ დაიძახა არ უნახავს. შემდეგ სოფელში ამბობდნენ, რომ შ----ს დაუჭრია ერთ-ერთი. ქაოსი იყო. რამდენიმე კაცი გარეთ გავიდა, მათ შორის ვ--–----ც. სამი-ოთხი კაცი დარჩა ოთახში, მათ შორის ვ-–-ც და ამ დროს ეზოს მხრიდან ისროლეს. გასროლა ხალხის გასვლისთანავე მოხდა. შიგნით საშინელი ხმა იყო. ვ-–- დ------–-–---–ი წაიქცა და მის დასახმარებლად უნდოდა მისვლა. ფანჯრიდან გარეთ გაიხედა და ორლულიანი თოფით ხელში შავებში ჩაცმული კაცის სილუეტი დაინახა, იფიქრა, რადგან ორლულიანი იყო, შეიძლება მეორე გასროლაც მომხდარიყო და იგი კედელს აეფარა. ამ დროს მოხდა მეორე გასროლაც. ამ გასროლის მერე ვ-–-ს გარდა იქ არავინ აღარ იყო. მან ვ-–- წამოაყენა, დივანზე იყო დაცემული და იატაკზე გადმოიყვანა. მისი აზრით, მეზობელი დაეხმარა და სასწრაფოში -112-ში დარეკა. პულსი გაუსინჯა და სუსტად უცემდა. შ--–-- კ--–-–---–მა ქურთუკი და მუთაქა დაუდო თავთან. ამის შემდეგ გარეთ დავიდა, თავის სოფლელს ი----- დ------–-–---–საც დაურეკა ტრავმატოლოგია და რჩევა კითხა.
28. მისივე განმარტებით, სახლში მყოფებიდან ზოგიერთი უკანა ფანჯრიდან გავიდა, რადგან ფანჯრის გაღების ხმაც გაიგო. ვ-–- დ------–-–---–ი მარცხენა მხარეს კუთხეში იდგა. გარეთა ფანჯრიდან არაფერი არ ჩანს ოთახში. ვ-–- დ------–-–---–ი პირველი გასროლით დაიჭრა. პირველი გასროლიდან მეორე გასროლამდე დაახლოებით ორ-სამწამიანი ინტერვალი იყო. ქაოსი იყო და ვერ აღიქვა პირველი გასროლის მერე გავიდა ხალხი თუ მეორე. მას ეზოში შ---- მ-----ე არ უნახავს, ის სავარაუდოდ უკანა ფანჯრიდან გავიდა. ეზოში კ--------–-–---–ი, ზ----- ხ-----–---–ი და შ--–-- კ--–-–---–ი დაინახა.
29. მოწმის ზ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის იანვრის თვეში მუშაობდა შსს კ------------–-–-------------------ის გამომძიებლის თანამდებობაზე. მან ი----- ვ-----ისა და ლ---- ჯ--–----–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა ბრალდებულის მეუღლე ა---------ე, სიდედრი და ი----- ვ-----ის ძმა ვ--- ვ-----ე. მიღებული ინფორმააცის საფუძველზე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დააკავა ვ--- ვ-----ე. მანვე დაათვალიერა ვ--- ვ-----ის ტანსაცმელი, ამოიღო და დალუქა. მან თავის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმდებებზე შაედგინა ოქმები და გააცნო სათანადო პირებს და მოაწერეს ხელი.
30. მან ვ--- ვ-----ის გამოკითხვის დროს გაიგო, რომ ი----- ვ-----ის ძმა იყო. ვ--- ვ-----ის დაკავების მომენტში ი----- ვ-----ე არც ბრალდებული და არც ძებნილი არ ყოფილა. (იხ. ბრალდებულ ვ--- ვ-----ის დაკავების ოქმი - ტომი 1. ს.ფ. 189-191, ვ--- ვ-----ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი - ტომი 1. ს.ფ. 200-201)
31. მოწმის დ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის იანვრის თვეში მუშაობდა შსს კ------------–-–-------------------ის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. ვ-–- დ------–-–---–ის მკვლელობის საქმეზე დაკითხა ექსპერტი, რომელმაც განმარტა, რომ თანახმა იყო ვ-–- დ------–-–---–ის ტანსაცმელი, ტელეფონი, სისხლის თმის ნიმუშები და გვამიდან ამოღებული მეტალის უცხო სხეული, რომელიც მასთან ინახებოდა, გადაეცა გამომძიებლისთვის. მან დაათვალიერა ეს ნივთები და შეადგინა შესაბამისი ოქმი. დათვალიერებას ესწრებოდა ასევე ექსპერტი თ-------------–-–---–იც. გარდაცვლილ ვ-–- დ------–-–---–ს აუღო ხელის კვალის ნიმუში. ეს საგამოძიებო მოქმედება მოხდა ექსპერტიზის განყოფილებაში და ამ საგამოძიებო მოქმედებას დაესწყო ექსპერტი მ--------–---–ი. მან შეადგინა შესაბამისი ოქმი.
32. მისივე განმარტებით გარდაცვლილის ტანსაცმელს აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. (იხ. ხელის კვლის ნიმუშის აღების ოქმი- ტომი 1-ს.ფ. 161-164, ვ-–- დ------–-–---–ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი - ტომი 1.ს.ფ.142-146)
33. მოწმის ვ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის იანვრის თვეში მუშაობდა შსს კ------------–-–-------------------ის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან ვ-–- დ------–-–---–ის მკვლელობის საქმეზე, გაჩხრიკა ი----- ვ-----ის სავხოვრებელი სახლი, ქალაქ ახმეტაში. ჩხრეკა ჩატარდა ა---------ის მონაწილეობით, მან პირველი სართულის ოთახიდან ამოიღო სავარაუდოს სანადირო თოფის ჩასადები ბუდე და სხვადასხვა ფერის და ზომის ვაზნები. მან დაკითხა რამდენიმე მოწმე, მათ შორის შ--–-- კ--–-–---–ი, რომელმაც წარუდგინა თავისი ქურთუკი, გაურკვეველი ლაქებით, რომელიც ეცვა შემთხვევის დღეს. მან დაათვალიერა შ--–-- კ--–-–---–ის ქურთუკი და ამოიღო იგი. მან ასევე გაჩხრიკა ი----- ვ-----ის საცხოვრებელი სახლი, რასაც ესწრებოდა ი----- ვ-----ის მამა ე-–-----რ ვ-----ე, რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. მან დაკითხა მოწმე ზ------ ხ-----–---–ი და მასთან ჩაატარა ფოტოსურათით ამოცნობა და მოწმემ წარდგენილი იყო ოთხი ფოტოდან ამოიცნო ი----- ვ-----ე და განაცხადა, რომ ამ პიროვნებამ სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ვ-–- დ------–-–---–ი. მოწმემ აღწერა კონკრეტული ნიშნები რის საფუძველზეც ამოიცნო ეს პიროვნება. მან აღნიშნული აღწერა ამოცნობის ოქმში. ყველა საგამოძიებო მოქმედებაზე შეადგინა შესაბამისი ოქმები, მონაწილეები გაეცნენ ოქმებს და მოაწერეს ხელი. (იხ. ა---------ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმი - ტომი 1. ს.ფ.132-138, შ--–-- კ--–-–---–ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი - ტომის 1. ს.ფ. 182-183, ე-–-----რ ვ-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი - ტომი 1. ს.ფ. 304-208, ი----- ვ-----ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი - ტომი 1. ს.ფ.246-250)
34. მოწმოს თ-------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კახეთის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექიმ ექსპერტის თანამდებობაზე. მან გამომძიებლის დ--------------–---–ის დადგენილების საფუძველზე გამოიკვლია ვ-–- დ------–-–---–ის გვამი და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა.
35. ვ-–- დ------–-–---–ის გვამს აღენიშნებოდა შემდეგი სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: ცეცხლნასროლი ჭრილობები თავის ქალას არეში, ქალა სარქველის და თვის ტვინის ნივთიერების დაზიანებით, თავის ტვინის დიფუზური სისხლჩაქცევით. ცეცხლნასროლი ჭრილობები კისრის, გურმკერდის მარცხენა ნახევვის და მარცხენა მხრის არეში. ეს დაზიანებები განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
36. მოქ. ვ-–- დ------–-–---–ის სიკვდილის უშუალო მიზეზია თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები, რასაც მოჰყვა თავის ტვინში დიფუქური სისხლჩაქცევა და თავის ტვინის ნივთიერების ტლანქი დაზიანებები. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არა ნაკლებ 5 საათისა.
37. თხემ-კეფის საზღვარზე არსებული ჭრილობის არხის მიმართულებაა უკნიდან წინ, მარცხნიდან მარჯვნივ. კეფის არეში მარცხნივ ჭრილობის არხის მიმართულებაა უკნიდან წინ, მარცხნიდან მარჯვნივ. სხეულზე არსებული სხვა ცეცხლნასროლი ჭრილობების არხი არ ისაზღვრება, ჭრილობების არხის ზომის სიმცირის გამო.
38. სროლა განვითარებულია არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზომის გარეთ. სროლის მანძილის დაზუსტების მიზნით მიზანშეწონილია ტანსაცმლის გამოკვლევა.
39. მანვე განმარტა, რომ დაზიანება ერთჯერადი, თუ ორჯერ გასროლით მიადგა ამას ვერ დაადგენს ექსპერტი. იგი ეთანხმება თავის გასკვნას და კატეგორიულია. დასკვნაზე დართული ფოტოილუსტრაცია მისი შექმნილია.
40. მან გვამიდან ამოიღო სისხლის და თმების ნიმუშები და გვამიდან მეტალის უცხო სხეულები, ასევე გარდაცვლილის ტანსაცმელი, რაც დალუქული გადასცა გამომძიებელს. მან ასევე მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის დათვალიერებაში და უშუალოდ აღწერა გვამზე არსებული დაზიანებები, რაც გამომძიებელმა დააფიქსირა ოქმში. იგი გაეცნო ოქმს და მოაწერა ხელი. (იხ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა - ტომი 2. ს.ფ.227-242)
41. მოწმის ლ---- ქ----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის იანვრის თვეში მუშაობდა შსს კ------------–-–-------------------ის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. ი----- ვ-----ისა და ლ---- ჯ--–----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა მოწმეები, მათ შორის ვ--–---- მ------–---–ი და მისი საცხოვრებელი სახლი და ეზოში მდგარი ავტომანქანა გაჩხრიკა. სახლიდან ამოიღო მინის ქილა და თითის კვლები, ხოლო ავტომანქანის წინა შალითებიდან ნიმუშები. კვლები და ნიმუშები ექსპერტებმა ამოიღეს. მან ასევე გამოკითხა მოწმე ნ----------–---–ი, კ--------–-–---–ი. მან კ--------–-–---–ს ამოსაცნობად წარუდგინა ი----- ვ-----ის ფოტოსურათი. კ--------–-–---–მა ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო ი----- ვ-----ე. დაკითხვისას განმარტა, რომ ი----- ვ-----ემ ისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. მან მოწმე ზ------ ხ-----–---–თან და კ--------–-–---–თან ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ჩვენებების ადგილზე შემოწმება. ექსპერიმენტი ჩატარდა ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში შ---- მ-----ის საცხოვრებელ სახლში და მიმდებარე ტერიტორიაზე. მან ასევე შეადგინა ი----- ვ-----ის ბინაძე შემოწმების ოქმი.
42. მან თავის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე შეადგინა შესაბამისი ოქმები, მონაწილეებს გააცნო და მოაწერეს ხელი.
43. ადვოკატის შეკითხვებზე განმარტა, რომ დეტალურად არ ახსოვს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, ვინ ესწრებოდა ა.შ. ყველაფერი აღწერა სხდომის ოქმები. (იხ.ვ--–---- მ------–---–ის საცხოვრებელი სახლი, დამხრარე სათავსოების და ავტომობილის ჩხრეკის ოქმი ტომი 1.ს.ფ.111-119, ი----- ვ-----ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი - ტომი 1. ს.ფ. 237-241, ზ------ ხ-----–---–ის ჩვენების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი - ტომი 1. ს.ფ. 296-308, კ--------–-–---–თან ჩვენების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი - ტომი 1. ს.ფ. 311-329)
44. მოწმის ნ-------–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს კ------------–-–-------------------ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. ი----- ვ-----ის და ლ---- ჯ--–----–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე მან დაკითხა მოწმეები: ლ---- ჯ--–----–---–ის მეგობარი - მ---- ა----–---–ი, გ-----------–---–ი, რომელიც ვ-----ეების დეიდაშვილია, მ-----ნა ჩ-----–ი, ნ-------------ი და გ------- ბ------–--ე. როგორც ახსოვს მკვლელობის ფაქტის შემსწრე მოწმეები არ დაუკითხავს. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სახელზე გააკეთა მიმართვის წერილები.
45. მოწმის ლ---- ო------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს კ------------–-–-------------------ის დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წელსაც მუშაობდა ამ თანამდებობაზე. ლ---- ჯ--–----–---–ისა და ი----- ვ-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მან ჩაატარა სხვასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დაიწყო გამოძიება სსკ-ის 108-ე მულით. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში, შ---- მ-----ის საცხოვრებელ სახლი და ეზო. დათვალიერაბა მოხდა დღის საათებში, შემთხვევის ადგილზე იყო ადამიანის გვამი, მონაწილეობდა ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და ექსპერტ-კრიმინალისტები. ექსპერტ კრიმინალისტებმა გადაიღეს ფოტოები. სახლის გარეთ ეზოში ხე და ოთახში შესასვლელი კარების ხის ნაწილი იყო დაზიანებული და მინები იყო ჩამსხვრეული და ასევე ფანჯრის მინები იყო ჩამსხვრეული. მისაღებ ოთახში იყო ადამიანის გვამი, რომელსაც კისრის არეში ჰქონდა დაზიანება. ამოიღო სისხლისმაგვარი ლაქები, სიგარეტის ნამწვავები, ჭიქა თეფშები. ამოღებული ნივთები დაილუქა. დაზიანებული იყო ასევე ღუმელის საკვამლე მილი. მან ლ---- ჯ--–----–---–ისგან და ვ--- ვ-----ისგან აიღო ნიმუშები. დააკავა ლ---- ჯ--–----–---–ი. დაათვალიერა მისი ტანსაცმელი, რომელიც ლ---- ჯ--–----–---–მა დაკითხვის შემდეგ წარუდგინა მას. აღნიშნული ტანსაცმელი მას ეცვა შემთხვევის დღეს. ლ---- ჯ--–----–---–ს ბრალი მან წარუდგინა, ხოლო ი----- ვ-----ის ბრალი ადვოკატს გააცნო, ვინაიდან, ი----- ვ-----ე იმყოფებოდა მიმალვაში. მან ასევე დაკითხა თვითმხილველი მოწმეები, ერთი იყო ყ--–---–---–ი, რომელთანაც ჩაატარა ი----- ვ-----ის ფოტოსურათით ამოცნობა, ხოლო ლ---- ჯ--–----–---–ი ამოიცნო პირადად, იმ ნიშნებით რაც დაკითხვის დროს განმარტა. მან ამოღებულ ნივთმკიცებებზე დანიშნა კომპლექსური ექსპერტიზა. მანვე დაათვალიერა ავტომანქანა. ეს ავტომანქანა შს ა------------------–--------------–--ს თანამშრომლებმა იპოვეს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, დ------–-–---–ის მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ავტომანქანიდან ამოიღო სისხლისმაგვარი ლაქები, ავტომანქანაც ამოიღო და საჯარიმო ტერმინალზე გადაიყვანეს.
46. მან თავის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე შეადგინა შესაბამისი ოქმები, გააცნო მონაწილეებს და მონაწილეებმა მოაწერეს ხელი.
47. ადვოკატის შეკითხვებზე ასევე განმარტა, რომ გარდაცვლილთანაც იყო ამოღებული უცხო სხეულები. შემთხვევის ადგილზე ფანჯარასთან ფარდაც იყო დაზიანებული. (იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი - ტომი1 ს.ფ. 9-90, ვ--- ვ-----ისგან ანაწმენდის ნიმუშის არების ოქმი - ტომი 1. ს.ფ. 108-109; ლ---- ჯ--–----–---–ისგან ანაწმენდის ნიმუშის აღების ოქმი - ტომი 1. ს.ფ. 108-109, ბრალდებულ ლ---- ჯ--–----–---–ის დაკავების ოქმი - ტომი 1. ს.ფ. 168-170; ლ---- ჯ--–----–---–ის ტანსაცმლის დათვალიერები ოქმი - ტომი 1. ს.ფ. 179-180; ვ--- ვ-----ის ხელის კვლების ნიმუშების აღების ოქმი - ტომი 1.ს.ფ. 196-197; ვ--- ვ-----ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმი - ტომი 1. ს.ფ. 214-217; ლ---- ჯ--–----–---–ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმი - ტომი 1. ს.ფ. 219-222; ი----- ვ-----ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი - ტომი 1. ს.ფ. 367-371; ლ---- ჯ--–----–---–ის ამოცნობის შესახებ ოქმი - ტომი1. ს.ფ. 397-398, ავტომანქანის დათვალიერების ოქმი - ტომი 2. ს.ფ. 262-285)
48. მოწმის კ--------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში. იგი იცნობდა გარდაცვლილ ვ-–- დ------–-–---–ს. დ------–-–---–ი, მისი მეზობელი იყო. 2016 წლის 14 იანვარს, ვ-–- დ------–-–---–ი დილით ნახა თავისი სახლის ჩასახვევში, ამის შემდეგ სახლში იყო. შემდეგ მთვითონ და მისი მეგობარი ზ------ ხ-----–---–ი მანქანით იყვნენ და დასალევად მივიდნენ შ---- მ-----ესთან, სადაც ბიჭები დახვდნენ. იქ იყვნენ ლ---- ძ------–---–ი, შ---- მ-----ე, გ------- ხ-----–---–ი (ზედმეტსახელად ტ----–--) და მასთან ერთად მისული ზ-----მ ხ-----–---–ი. იქ ასევე იყო ხუთი სხვა პირი. ყველანი ერთ ოთახში იყვნენ. სხვა ოთახში არავინ ყოფილა. იმ სხვა ხუთი ბიჭიდან მხოლოდ მათ სოფლელ ვ--–----ს იცნობდა, სხვები მისთვის უცნობი 25-30 წლის ბიჭები იყვნენ. უცნობ ბიჭს და შ---- მ-----ეს შორის ჩხუბი მოხდა, ისინი, ფიზიკურადაც შეეხნენ ერთმანეთს. არ იცის ჩხუბის მიზეზი. არც თვითონ და არც ზ----- ხ-----–---–ი ჩხუბში არ ჩარეულან. არც ვ-–- დ------–-–---–ი ჩარეულა ჩხუბში. ჩხუბის დროს, ვ--–---- და ერთი სხვა პირი, რომელიც არ ჩხუბობდა, გარეთ გაიქცნენ გზისკენ ეზოს გავლით. თვითონ და ზ----- ხ-----–---–ი ეზოს კარებში გაყვნენ. ეს პირები ქვემოთ გაიქცნენ. მისთვის უცნობმა პირმა, ვინც ვ--–----სთან ერთად იყო შავი „ემელიდან“ ამოიღო შავი, ფიქრობს ორლულიანი თოფი, წავიდა მ-----ის სახლის მიმართულებით და მას რომ გაცდა, ეს პირი სახლის ეზოში შევიდა და რამდენიმე წამში ორი გასროლის ხმა გაიგო. ამ პიროვნებამ შ---- მ-----ის სახლის მიმართულებით გაისროლა. მას შეეშინდა და გაერიდა იქაურობას და მეზობლის ზ------ ს----–---–ის სახლის მხრიდან შევიდა შ---- მ-----ის სახლში და ვ-–- დ------–-–---–ი მოკლული დახვდა. ვაჯა დ------–-–---–ი ღუმელსა და დივანკრესლოს შორის გულაღმა იწვა. შესასვლელი კარიდან ორ მეტრში ჰქონდა თავი. დაინახა, რომ ვ-–- დ------–-–---–ს მარცხენა ყურთან ჰქონდა ჭრილობა.
49. მისივე განმარტებით, სახლი არის უბრალო, სახლს ფიცრის კარები აქვს და კარების ორივე მხარეს ფანჯრებია. ეზოს ჭიშკრიდან სახლის კარებამდე 10-15 მეტრი იქნება.
50. მანვე განმარტა, რომ მისი მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, მან გამომძიებელს აღუწერა ეს პიროვნება, ვინც გაისროლა. მას წარუდგინეს 4 მამაკაცის ფოტოსურათი და ამოიცნო ის პიროვნება, რომელმაც შ---- მ-----ის სახლის მიმართულებით თოფი გაისროლა.
51. მოწმის გ------ კ--------–---–ის ჩვენებითა და სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს კ---------------–------------------------------–--აში. მან ვ--–---- მ------–---–ის მიმართ ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა და 2016 წლის 18 იანვარს გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: ვ--–---- მ------–---–ს 18.01.2016 წელს პირადი შემოწმების დროს მარცხენა თვალბუდის შიგნითა კუთხესთან და ქვედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, რაც მიყენებულია ბლაგვი საგნის მოწმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითიტებულ თარიღს. (იხ. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა - ტომი 2. ს.ფ. 88-90)
52. მოწმის მ-----–----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კ-------------------------------–---------------------ში 2006 წლიდან. მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 2016 წლის 16 იანვარს მონაწილეობა მიიღო კ--------–-–---–ის, და ზ------ ხ-----–---–ის ჩვენების ადგილზე შემოწმებაში. მის მოვალეობაში შედიოდა მხოლოდ სურათების გადაღება. გადაიღო სურათები. გაეცნო ოქმებს და მოაწერა ხელი. 2016 წლის 19 მარტს მონაწილეობა მიიღო „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის დათვალიერებაში, ახმეტის რაიონის სოფელ ა-–---ში. დათვალიერებისას სალონში ნახა მოწითალო ფერის ლაქები, რაც მან ამოიღო და დალუქა. ასევე ამოიღეს მანქანის გასაღები, რაც დალუქა. დალუქვამდე გადაიღო ფოტოები. დალუქული ნივთები და ფოტოები გადასცა გამომძიებელს და თვითონ მოაწერა ოქმს ხელი.
53. მოწმის დ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ა------------------–--------------–--ს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 2016 წლის 16 იანვარს მონაწილეობა მიიღო კ--------–-–---–ის და ზ------ ხ-----–---–ის ჩვენების ადგილზე შემოწმებაში, საგამოძიებო ექსპერიმენტში. იგი ესწრებოდა ამ საგამოძიებო მოქმედებებს. გამომძიებელმა შეადგინა ოქმი და მან მოაწერა ხელი.
54. მოწმის ი---------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ა------------------–--------------–--ს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 2016 წლის 14 იანვარს მონაწილეობა მიიღო ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში ვ--–----ან მ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. ჩხრეკას უშუალოდ ატარებდა სხვა გამომძიებელი, თვითონ მონაწილე იყო. სახლიდან ამოიღეს ბოთლი, ხოლო „ოპელის“ მარკის ავტომანქანიდან ამოიღეს ანაწმენდები. მან ჩხრეკის ოქმს მოაწერა ხელი, ადასტურებს მის სისწორეს.
55. ანალოგიური აჩვენა მოწმემ ლ---- მ---------–---–მა, რომელიც მუშაობს შსს ა------------------–--------------–--ს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე და მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 2016 წლის 14 იანვარს მონაწილეობა მიიღო ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში ვ--–----ან მ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. თვითონ იყო უბრალოდ მონაწილე გამომძიებელი. სახლიდან ამოიღეს ბოთლი, ბოთლიდან ნიმუში, ხოლო „ოპელის“ მარკის ავტომანქანიდან ამოიღეს ანაწმენდები. ჩხრეკას ესწრებოდა ასევე ქალბატონი. მან ჩხრეკის ოქმს მოაწერა ხელი, ადასტურებს მის სისწორეს.
56. იგივე საგამოძიებო მოქმედებაში - ვ--–----ან მ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში მიიღო მონაწილოება მოწმემ შსს ა------------------–--------------–--ს უბნის ინსპექტორ გამომძიებლმა დ------------–-–---–მა, რომელმაც სასამართლოს ანალოგიური ჩვენება მისცა.
57. მოწმის ე---------------–---–ის ჩვენებითა და 2016 წლის 10 თებერვლის ბიოლოგიური ექსპერტიზის N75/სბ დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ს----------------------–-----------------------------------–-----------------------------------–--ის მთვარი ექსპერტის თანამდებობაზე და მან გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა ბიოლოგიური ექსპერტიზა, წარმოდგენილი იქნა საკვლევი ობიექტები და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: ვ-–- დ------–-–---–ის სისხლი მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს. ლ---- ჯ--–----–---–ის სისხლის მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს. ვ--- ვ-----ის სისხლის მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს. ვ-–- დ------–-–---–ის შარვალზე, ჟილეტზე, სვიტერზე, პულოვერზე, მაისურზე და ბოტასებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს. - ტრუსზე და წინდებზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა. ლ---- ჯ--–----–---–ის ჯემპრზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს. - შარვალზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა. შ--–-- კ--–-–---–ის ქურთუკზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს. ვ--- ვ-----ის შარვალზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს. - ქურთუკზე და ჯემპრზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ: - ქსოვილის ნაჭერზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს. - ფინჯანის ნატეხებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლის, რომელიც მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს. - ორ ანაწმენდზე (მაგიდის ქვეშიდან და ზედაპირიდან) აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს. - ერთ ანაწმენდზე (ფანჯრის სახელურიდან) აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, ჯგუფზე გამოკვლევა არ ჩატარებულა ობიექტის სიმცირის გამო. - ბოთლზე სისხლი არ აღმოჩნდა. სანთებელაზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა. ვ-–- დ------–-–---–ის, ლ---- ჯ--–----–---–ის და ვ--- ვ-----ის სისხლი, ვ-–- დ------–-–---–ის შარვალზე, ჟილეტზე, სვიტერზე, პულოვერზე, მაისურზე და ბოტასებზე, შ--–-- კ--–-–---–ის ქურთუკზე, ლ---- ჯ--–----–---–ის ჯემპრზე, ვ--- ვ-----ის შარვალზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ქსოვილის ნაჭერზე, ორ ანაწმენდზე (მაგიდის ქვეშიდან და ზედაპირიდან), ფინჯანის ნატეხებზე არსებული სისხლის მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს. (იხ. 2016 წლის 10 თებერვლის ბიოლოგიური ექსპერტიზის N75/სბ დასკვნა - ტომი 2. ს.ფ. 171-191).
58. მოწმის ჯ----–-------–----ს ჩვენებითა და 2016 წლის 22 იანვრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N317/დ დასკვნით დადგენილია, რომ 2016 წელს მუშაობდა შსს ს----------------------–--------------------------ის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილების მთვარი ექსპერტის თანამდებობაზე. მან 2016 წლის 22 იანვარს გასცა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა: 1) სს N043140116001 საქმეზე, გამოკვლევაზე წარმოდგენილი კვალი N1, N2, N3, N4, N5 და ერთ ცალ პოლიეთილენის ბითლზე წარწერით „კოკა-კოლა“ გამოვლენილი ხელის თითის ერთი კვალი ფოტო ნომრით DSC-4175 პირობითად კვალი N6 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. 2) გამოკვლევაზე წარმოდგენილი ხელის კვალი გადატანილი დაქტილოფირზე ზომით: 51X51მმ პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია. 3) გამოკვლევაზე წარმოდგენილი 3 ცალ თეთრი ფერის ფინჯანის ნატეხზე, 1 ცალ შავი ფერის სანთებელაზე და 1 ცალ პოლიეთილენის ბოთლზე წარწერით „კონიგ პილსენერ“ ხელის კვლები არ გამოვლინდა. 4) გამოკვლევაზე წარმოდგენილი 02.26.1987 წელს დაბადებული ვ--- ე-–--------ს ძე ვ-----ის, 27.07.1992 წელს დაბადებული ლ----ი მ------ს ძე ჯ--–----–---–ის და 19.07.1980 წელს დაბადებული ვ-–- გ-------ს ძე დ------–-–---–ის სახელზე შევსებულ დაქტილოფირებზე არსებული ხელის ანაბეჭდების ნიმუშები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. 5) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი N2 და N4 არის ერთმანეთის იდენტური. 6) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელი კვალი N1, N2, N3, N4, N5, N6 არის იდენტური გამოკვლევაზე წარმოდგენილი 02.26.1987 წელს დაბადებული ვ--- ე-–--------ს ძე ვ-----ის, 27.07.1992 წელს დაბადებული ლ----ი მ------ს ძე ჯ--–----–---–ის და 19.07.1980 წელს დაბადებული ვ-–- გ-------ს ძე დ------–-–---–ის ხელის ანაბეჭდების ნიმუშების. 7) 02.26.1987 წელს დაბადებული ვ--- ე-–--------ს ძე ვ-----ის ხელის ანაბეჭდების ნიმუშები იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში რიცხული: 02.26.1987 წელს დაბადებული ვ--- ე-–--------ს ძე ვ-----ის ხელის ანაბეჭდების, ხოლო იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება; 19.07.1980 წელს დაბადებული ვ-–- გ-------ს ძე დ------–-–---–ის დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში რიცხული: 19.07.1980 წელს დაბადებული ვ-–- გ-------ს ძე დ------–-–---–ის ხელის ანაბეჭდების, ხოლო იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება; 27.07.1992 წელს დაბადებული ლ----ი მ------ს ძე ჯ--–----–---–ის ხელის ანაბეჭდების იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები და ანაბეჭდების ნიმუშები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება. 8) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი N1, N2, N3, N4, N5, N6-ის იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები და ანაბეჭდის ნიმუშები, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება. (იხ. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N317/დ დასკვნა - ტომი 2-ს.ფ. 72-87)
59. მოწმის თ----------------ის ჩვენებითა და 2016 წლის 10 თებერვლის ფიზიკო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N8/რაფ 69/ტრ დასკვნით დადგენილია, რომ მან ექსპერტ ლ-–------–------ესთან ერთად გარდაცვლილ ვ-–- დ------–-–---–ის ტანსაცმელზე ჩაატარა ექსპერტიზა, მან კონკრეტულად ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზა ჩაატარა და დასცეს შემდეგი შინაარსის დასკვნა: ვ-–- დ------–-–---–ის ჟილეტზე არსებული დაზიანებები ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, დაზიანება N1 და N2 წარმოქმნილია ტყვიის შემცველი ჭურვებით; დაზიანება N3 გამომწვევი ჭურვის სახეობის განსაზღვრა ვერ მოხერხდა, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზის გამო; დაზიანებები მდებარეობს ჟილეტის უკანა მხარეს და წარმოქმნილია არა ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად; ჟილეტზე სხვა რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა, არ აღინიშნება; მეცნიერულად დასაბუთებული სათანადო მეთოდიკის არ არსებობის გამო ტანსაცმელზე არსებული დაზიანების მიხედვით, გასროლის ტრაექტორიის განსაზღვრა ვერ მოხერხდა; ვ-–- დ------–-–---–ის სვიტერზე, მაისურზე, პულოვერზე, შარვალზე, ქამარზე, ტრუსზე, ცხვირსახოცზე, ერთ წყვილ წინდაზე და ერთ წყვილ ფეხსაცმელზე ცეცხლნასროლი წარმოშობის და რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.
60. მისივე განმარტების ჟილეტზე არსებული პირველი დაზიანება იყო უკანა მხარეს შუა ნაწილში, მეორე დაზიანება უკანა მარცხენა მხარეს შემავალი და მესამე დაზიანებაც უკანა მარცხენა მხარეს, არაგამჭოლი დაზაინება, საიდანაც ამოიღეს ლითონის საგანი. სამივე დაზიანება ცეცხლნასროლი წარმოშობისაა. მისი დასკვნა კატეგორიულია. არაახლო მანძილი სანადირო თოფის შემთხვევაში განისაზღვრება 2,5 მერტის მანძილიდან ზემოთ. (იხ. ფიზიკო-ტექნიკური და ტრანსოლოგიური ექსპერტიზის N8/რაფ 69/ტრ დასკვნა ტომი 2-ს.ფ. 152-160)
61. მოწმის გ------- ძ-------ის ჩვენებითა და 2016 წლის 25 იანვრის ბალისტიკური ექსპერტიზის N739/ბ დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ს----------------------–---------------------------ის ბალისტიკური ექსპერტიზის განყოფილებაში. მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა ბალისტიკური ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დაკვნა: სს N043140116001 საქმეზე წარმოდგენილი: 1. – N FCI620982; N FCI620983; N FCI620998; N FCI620984; N FCI620985; N FCI619433; N FCI619434; N FCI619441; N0017680 პაკეტში მოთავსებული 11 ცალი არამაგნიტური ლითონისგან დამზადებული ობიექტი თავისი ფორმის, წონისა (მინიმალური 2,0 გრ., მაქსიმალური 3,8 გრ.) და მათ დასამზადებლად გამოყენებული მეტალიდან გამომდინარე, შესაძლებელია იყოს ფინდიხი, ან ფინდიხის შემადგენელი ნაწილები. 2. - თუ რას წარმოადგენს N FCI619440 პაკეტში არსებული ორი ცალი მრგვალი ფორმის მუყაოს ობიექტი, ბალისტიკური კვლევის შედაგად, დადგენა ვერ მოხერხდა. 3.4.- ფუტაში არსებული ობიექტებიდან: - ორი ცალი ობიექტი არის ვაზნების მოსათავსებელი ქამარი; - ერთი ცალი ობიექტი - თოფის მოსათავსებელი შალითა; - 21 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 12 კალიბრის ვაზნა, დამუხტული სხვადასხვა ზომის საფანტით, ფინდიხითა და ჭურვებით. ვაზნები ვარგისია გამოყენებისათვის და მიეკუთვნება 12 კალიბრის სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას. 21 ცალი ვაზნიდან: სამი ცალი დამუხტული N9 საფანტით; ორი ცალი - N4 საფანტით; ერთი ცალი - N3 საფანტით; ექვსი ცალი - ჭურვით; ოთხი ცალი - 1,4 გრ. ფინდიხით; ერთი ცალი - 5,3 გრ. ფინდიხით; ოთხი ცალი - 3,8 გრ. ფინდიხით. (იხ. ბალისტიკური ექსპერტიზის N739/ბ დასკვნა ტომი 2-ს.ფ. 53-69)
62. მოწმის ლ-–------–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ს----------------------–---------------------------ის ტექნიკური განყოფილების ტრასოლოგიური მიმართულების მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. მან ექსპერტ თ----------------ესთან ერთად გარდაცვლილი ვ-–- დ------–-–---–ის ტანსაცმელზე, 2016 წლის 10 თებერვლის ჩაატარა ფიზიკო-ტექნიკური და ტრანსოლოგიური ექსპერტიზა, უშუალოდ მან ჩაატარა ტრანსოლოგიური კვლევა. დაადგინა, რომ ვ-–- დ------–-–---–ის სვიტერზე, მაისურზე, პულოვერზე, შარვალზე, ქამარზე, ტრუსზე, ცხვირსახოცზე, ერთ წყვილ წინდაზე და ერთ წყვილ ფეხსაცმელზე ცეცხლნასროლი წარმოშობის და რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნებოდა. ხოლო ჟილეტზე იყო ცეცხლნასროლი დაზიანებები. (იხ. ფიზიკო-ტექნიკური და ტრანსოლოგიური ექსპერტიზის N8/რაფ 69/ტრ დასკვნა ტომი 2-ს.ფ. 152-160).
63. მოწმის ა-–-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის იანვრის თვეში მუშაობდა შსს კ------------–-–-------------------ის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან მოცემულ საქმეში მონაწილეობა მიიღო ზ------- ყ--–---–---–ის მიერ ფოტოსურათით ამოცნობაში. საგამოძიებო მოქმედება უშუალოდ გამომძიებელმა ლ---- ო------–---–მა ჩაატარა. მოწმემ ზ------- ყ--–---–---–მა ფოტოსურათით ამოიცნო ბრალდებული. ზ------- ყ--–---–---–მა ამოცნობამდე განმარტა, რომ იგი შეძლებდა პირის ამოცნობას და ამოცნობის პროცესში ასევე გააკეთა განმარტება, რა ნიშნებით ამოიცნო ი----- ვ-----ე. გამომძიებელმა შეადგინა ამოცნობის ოქმი, სადაც სრულად აისახა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა. მონაწილე პირები, მათ შორის თვითონაც, გაეცნენ ოქმს და მოაწერეს ხელი.
64. მოწმის გ------- მ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის იანვრის თვეში მუშაობდა შსს კ------------–-–-------------------ის დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან მოცემულ საქმეში მონაწილეობა მიიღო ზ------ ხ-----–---–ის მიერ ფოტოსურათით ამოცნობაში. იგი მხოლოდ მონაწილეობას იღებდა ამ საგამოძიებო მოქმედებაში. ზ------ ხ-----–---–მა ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო ი----- ვ-----ე. ამოცნობამდე მოწმემ გააკეთა განმარტება, სად ნახა ბრალდებული და სახის ნაკვთებით ამოიცნო ეს პიროვნება. როგორც ახსოვს საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა შემთხვევიდან მეორე დღეს. გამომძიებელმა ვ---------------–---–მა შეადგინა ამოცნობის ოქმი, სადაც სრულად აისახა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა. მონაწილე პირები, მათ შორის თვითონაც, გაეცნენ ოქმს და მოაწერეს ხელი.
65. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ლ---- ჯ--–----–---–ის დაკავებაში. ოქმი უშუალოდ გამომძიებელმა ლ---- ო------–---–მა შეადგინა. იგი იყო მონაწილე გამომძიებელი. დაკავების საფუძველი იყო მიმალვის საფრთხე.
66. მოწმის ვ-–- ძ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში. 2016 წლის 14 იანვარს, იგი იმყოფებოდა სახლში. მასთან სტუმრად მივიდა მამიდაშვილი რ---- კ--–-–---–ი და მიიპატიჟა სუფრასთან. მათ დალიეს ღვინო და დაახლოებით 3-4 საათზე, ზუსტი დროს არ ახსოვს, შემოესმა თავისი დისშვილის შ---- მ-----ის ყვირილი, რომ მის სახლში ვ-–- დ------–-–---–ი იყო დაჭრილი და მიეხედა. მან მაშინვე გამოიცვალა შარვალი და მივიდა შ---- მ-----ის სახლში. შ---- მ-----ის სახლი არის დაბალი, ერთსართულიანი, შედგება ორი ოთახისგან და დერეფნისგან. სახლში, პირველივე ოთახში ვ-–- დ------–-–---–ი დახვდა დაჭრილი, რომელიც გულაღმა იწვა, სისხლი მოწმინდა ნაჭრით და პულსი, რომ გაუსინჯა, გულმა ბოლო დარტყმა გააკეთა ამავდროულად სასწრაფოც მივიდა.
67. მოწმის ნ-------- მ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში. მისი შვილია ვ--–---- მ------–---–ი. 2016 წლის 14 იანვარს, დაახლოებით პირველი საათისთვის მისი შვილი ვ--–---- მ------–---–ი გავიდა სახლიდან. სახლში დაახლოებით 3 საათისთვის დაბრუნდა. მას თან ახლდნენ ი----- ვ-----ე და მისი ძმები, გ------- და ვ---. შემდეგ დაახლოებით 15 წუთში მოვიდა ლ---- ჯ--–----–---–იც. ი----- ვ-----ე დაჭრილი იყო ბარძაყის უკანა არეში. მან ი.ვ-----ის მონაყოლით გაიგო, რომ შ---- მ-----ის სახლში შელაპარაკება მოუვიდათ და იქ შ---- მ-----ემ. შემდეგ გავიდა გარეთ, თოფი გაისროლა და არ იცოდა რა მოხდა. მან მან ბამბა და სპირტი გამოიტანა და ი----- ვ-----ემ ჭრილობა დაიმუშავა. შემდეგ მან ეს პირები ახმეტაში ი-----ს ცოლეულებში წაიყვანა, მაგრამ კონკრეტულად სად მივიდნენ არ იცის. მისი შვილი ვ--–---- მ------–---–ი სახლში დარჩა, მაგრამ თვითონ როდესაც უკან დაბრუნდა, ვ--–---- სახლში აღარ დახვდა. მან საღამოს გაიგო, რომ ვ-–- დ------–-–---–ი მოკლეს თოფით.
68. მოწმის ნ--------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში. ვ--–---- მ------–---–ი მისი შვილია. 2016 წლის 14 იანვარს, შუა დღეს, დაახლოებით 1-2 საათზე, როდესაც მისმა შვილმა გაიღვიძა, მან ნახა, რომ ვ--–----ს მარცხენა თვალი დალურჯებული ჰქონდა და უთხრა, რომ 13 იანვრის საღამოს შ----მ გაარტყა. შუადღისას როდესაც თვითონ სახლში არ იმყოფებოდა მას დაურეკა უმცროსმა შვილმა გ-------მ და შეატყობინა, რომ მამა წაიყვანა პოლიციამ. იგი დაბრუნდა სახლში, არავინ დახვდა და პოლიციაში მივიდა. გ------- ამ დროს მეზობელთან კ----–---–ებთან იყო. მან გაიგო, რომ იმ დღეს მოხდა მკვლელობა და ამასთან დაკავშირებით პოლიციამ წაიყვანა მისი მეუღლე. როგორც გაიგო, მისმა მეუღლემ ი----- ვ-----ეს შეუხვია ჭრილობა. პოლიციელებმა გაჩხრიკეს მისი ბინა, ჩხრეკისას ბოთლიდან მის სახლში აიღეს ანაბეჭდები, ასევე გაჩხრიკეს მისი მეუღლეს ავტომანქანა და აიღეს მიკრონაწილაკები. გამომძიებელმა შეადგინა ოქმი და მან მოაწერა ხელი.
69. მოწმის მ---- ა----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი იცნობს ბრალდებულებს. ლ---- ჯ--–----–---–ი მისი შეყვარებული იყო, ხოლო ვ--–---- ვ-----ეს ლ----ის მხრიდან იცნობს. 2016 წლის 13 იანვარს, თვითონ, ლ---- ჯ--–----–---–ი, ბ-----ი ვ-----ე, ვ--- ვ-----ე და რ--------- ს----–---–ი, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით თბილისიდან ჩავიდნენ ახმეტაში. ახმეტაში ძველით ახალ წელს შეხვდნენ ი----- ვ-----ის ოჯახთან ერთად, რესტორანში. დაახლოებით 1-2 საათზე დაიშალნენ და დასაძინებლად წავიდნენ ი-----ს მეუღლის ა--- მამის სახლში და 14 იანვარს, დილით წავიდნენ ი----- ვ-----ის სახლში. სახლი ერთსართულიანი იყო. იქ იყვნენ ანა და ბავშვები, რ--------- ს----–---–ი, ლ---- ჯ--–----–---–ი და სამივე ძმა ვ-----ეები. იქ მისთვის უცნობი ადამიანი მივიდა, რომელიც არ უნახავს და ლ----იმ მას უთხრა, რომ წავიდოდა და მალევე დაბრუნდენბოდა. დაახლოებით 40 წუთიდან 1 საათში, ვ--- და ლ----ი დაბრუნდნენ სახლში და უთხრეს, რომ ი----- უკან არ დაბრუნდებოდა და თბილისში უნდა წასულიყვნენ. თბილისში, თ------ის გავლით, სხვა ტრანსპორტით დაბრუნდნენ. მან ლ----ის კითხა, მოხდა თუ არა რამე და მან უპასუხა, რომ რაღაც შეკამათება მოუვიდათ და მეტი კითხვა არ დაუსვამს. თ------ამდე არ მისულან, რომ პოლიციამ გააჩერა, ტელეფონები ჩამოართვეს და გაყოფილებაში წაიყვანეს, სადაც გაიგო, რომ ადამიანი იყო დაღუპული, ვიღაცამ ვიღაც მოკლა. ლ----ი ამის შემდეგ დაიჭირეს დაახლოებით 4 თვე და შემდეგ დაშორდნენ და ლ----ისთვის ამ ფაქტზე არაფერი უკითხავს.
70. მოწმოს ც-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ლ---- ს----------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმარტველოს ექსპერტიზის თანამდებობაზე. მან გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, ვ-–- დ------–-–---–ის სისხლზე ჩაატარა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, ვ-–- დ------–-–---–ის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის და იზოპროპილის სპირტები. სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეტადონი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი. (იხ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა - ტომი 2. ს.ფ.227-242)
71. მოწმის ნ------------ს ჩვენებითა და 2016 წლის 19 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის N75/სბ დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ს----------------------–-----------------------------------–-----------------------------------–--ის მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე, მან გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა - ვ-–- დ------–-–---–ის ფრჩხილების მონაჭრებში ლ---- ჯ--–----–---–ის და ვ--- ვ-----ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოს მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა. - ვ--- ვ-----ის, ლ---- ჯ--–----–---–ის, ვ-–- დ------–-–---–ის და შ--–-- კ--–-–---–ის ტანსაცმლის ზედაპირზე ურთიერთგარდამავალი ბოჭკოს მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა. - ავტომობილის სავარძლებიდან დაქტილოფირებით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის ვ--- ვ-----ის ტანსაცმლის და ლ---- ჯიმშირტაშვილის სვიტერის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოს მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა. - ავტომობილის სავარძლებიდან დაქტილოფირებით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს არსებული ლუქჯი ფერის ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკები კონკრეტულად დატოვებულია თუ არა ლ. ჯ--–----–---–ის ჯინსის შარვლის ქსოვილიდან დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან, ჯინსის ქსოვილის ნაწარმი ფართოდ არის გავრცელებული, სერიული წარმოებისაა და ქსოვილში შემავალი ბოჭკოები ხასიათდებიან ერთნაირი გვარობრივი ნიშნებით. (იხ. 2016 წლის 19 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის N75/სბ დასკვნა - ტომი 2-ს.ფ. 171-210)
72. მოწმის ლ-------------ს ჩვენებით, 2016 წლის 11 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის N34/რან დასკვნითა და 2016 წლის 26 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის N94/რან დასკვნით დადგენილია, რომ დადგენილია, რომ მუშაობს შსს ს----------------------–---------------------------ის ქიმიური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. მან მოცემულ საქმეზე ჩაატარა ორი ქიმიური ექსპერტიზა. 2016 წლის 11 თებერვალს გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა - ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ლ---- ჯ--–----–---–ის და ვ--- ვ-----ის სხეულიდან აღებულ ანაწმენდებზე დენთის შემადგენელი ერთი-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2 –ის არსებობა და ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტების სტიბიუმის, ბარიუმის სპილენძის და ტყვიის არსებობა არ დაფიქსირდა.
73. მან 2016 წის 26 თებერვალს გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა - ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვ--- ვ-----ის, ლ---- ჯ--–----–---–ის, ვაჯა დ------–-–---–ის და სალვა კ--–-–---–ის ტანსაცმელზე დენთის შემადგენელი ერთი-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2 –ის და ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტების სტიბიუმის, ბარიუმის სპილენძის და ტყვიის არსებობა ობიექპებზე არ დაფიქსირდა. (იხ. 2016 წლის 11 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის N34/რან დასკვნა - ტომი 2, ს.ფ.-163-167 და 2016 წლის 26 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის N94/რან დასკვნა - 213-220)
74. მოწმის ზ------- ყ--–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში. 2016 წლის 13 იანვარს ღამის საათებში, ქისტარურის სკვერში მოხდა უთანხმოება ვ--–---- მ------–---–სა და შ---- მ-----ეს შორის, სიტყვიერად დაიძაბნენ, იყო გაწევ-გამოყევა და თვითონ და ბიჭები, რომლებისაც ვერ იხსენებს გასაშველებდად მივიდნენ. მეორე დღეს სახლში იყო, როდესაც ვ--–---- მ------–---–მა დაურეკა, რომ შერიგებულიყო შ---- მ-----ესთან. იგი ჩაჯდა შავი ფერის „მერსედესის“ მარკის ჯიპში. მანქანაში იჯდა ვ--–---- მ------–---–ი და კიდევ 4 მისთვის უცნობი პიროვნება და წავიდნენ შ---- მ-----ის სახში, შესარიგებლად. სახლში მივიდნენ, სადაც დახვდათ შ---- მ-----ე, ზ-----, გვარი არ იცის და კიდევ სხვა მისთვის უცხო 3-4 ადამინი. შ---- მ-----ესა და ერთ-ერთ პიროვნებას შორის, რომელიც მასთან ერთად მივიდა, მოხდა უთანხმოება, რაც ჯერ საუბარში გამოიხატა, შემდეგ ჩხუბი დაიწყო და თვითონ გარეთ გაიქცა, შეეშინდა. ხმაური იყო, ზოგმა დანა ახსენა. გზაზე გავიდა და ორჯერ გასროლის ხმა გაიგო. მიბრუნდა და დაინახა, რომ მასთან ერთად მისული პირები მანქანაში სხდებოდნენ და თვითონაც ჩაჯდა, ერთ ერთი ფეხში იყო დაჭრილი და წავიდნენ ვ--–---- მ------–---–ის სახლის მიმართულებით. ვ--–---- მ------–---–ი და ეს პირები ჩავიდნენ, თვითონ და საჭესთან მჯდომი პირი დარჩნენ მანქანის მოსაბრუნებლად და აჩიკო მელქუაშვილის სახლში გააჩერეს მანქანა. ის და მძღოლი ფეხით მივიდნენ ვ--–----ს სახლთან, დაინახეს, რომ ის პირები ვ--–----ს მამას მანქანით მიყავდა, ვ--–----ს მამის მანქანაში ასევე ჩაჯდა მასთან ერთად მყოფი მძღოლიც. ვ--–---- მ------–---–ი კი არ გაყოლია მამამისს. მოგვიანებით გაიგო, რომ სროლის დროს ვ-–- დ------–-–---–ი დაიღუპა. მას პოლიციაში ამის თაობაზე არ განუცხადებია, მაგრამ მალევე მივიდა მასთან პოლიცია.
75. მანვე განმარტა, რომ მასთან ჩაატარეს პირის ამოცნობა. მან ამოიცნო პიროვნება და ოქმს მოაწერა ხელი. მასთან ასევე ჩაატარეს ფოტოსურათით ამოცნობა და მან ამოიცნო ის პირი რომელიც იყო დაჭრილი. იგი ოქმებს არ გაცნობია და ისე მოაწერა ხელი, რადგან შეშინებული და დაბნეული იყო. იგი არც გამოკითხვის ოქმებს არ გაცნობია, ისე აწერდა ხელს.
76. მანვე განმარტა, რომ მას არ უნახავს, ვინ და რითი ისროლეს. მან ამოცნობილი პირები სახელი და გვარები არ დაუსახელებია, ვინაიდან არ იცოდა სახელები.
77. მოწმის ლ---- ც--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 15 აგვისტოს შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტში. მან 2018 წლის 15 აგვისტოს, რუხის ხიდზე დააკავა ძებნილი პირი ი----- ვ-----ე, რომელიც იყო აფხაზეთიდან დეპორტირებული პირი. შეადგინა დაკავების ოქმი. (იხ. ი----- ვ-----ის დაკავების ოქმი).
78. მოწმის შ--–-- კ--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში. 2016 წლის 14 იანვარს ვ-–- დ------–-–---–მა დაურეკა, ხინკალზე დაპატიჟა და წავიდა მასთან. დალიეს 4-5 ჭიქა არაყი იგი დაითრო. შემდეგ დაიშალნენ, სკვერში წავიდა კ--------ის ბაღში, იქიდან ზ------- მ---–-–---–თან წავიდა და გზაში შ---- მ-----ის სახლთან ბევრი ხალხი დაინახა. ის შ----ს სახლში შევიდა და დაინახვა ვ-–- დ------–-–---–ი იატაკზე იწვა, იქ ვ-–-ს გარდა არავინ დახვედრია. მან ქურთუკი გაიხადა და თავქვეშ ამოუდო. ვ-–- უგონო მდგომარეობაში იყო. ვ-–-მ მის ხელში დალია სული. შემდეგ ექიმები და პოლიცია მივიდა და თვითონაც წაიყვანეს დასაკითხად. იგი ალკოჰოლის მომხმარებელია და ვერ იხსენებს ყველა ფაქტს კარგად. პოლიციაში დაათვალიერეს მისი ქურთუკი და მან პლიციაში დატოვა ის ქურთუკი. მან არ იცის სასწრაფოში ვინ დარეკა. მას მამამისის ტელეფონი ჰქონდა დაიბნა და არ დაურეკავს.
79. მანვე აჩვენა, რომ იგი რამდენჯერაც წაიყვანა პოლიციამ იმდენჯერ იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ამ ეტაპზე არის ფხიზელი.
80. მოწმის შ---- მ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში. 2016 წლის 13 იანვარს, იგი ვ--–---- მ------–---–ს შეხვდა ქუჩაში, შეკამათდნენ და კამათი მალევე დაამთავრეს. მასთან ერთად იყო მისი მეგობარი გ------- ხ-----–---–ი. სხვა ვინ ესწრებოდა კამათს, ზუსტად არ ახსოვს. მეორე დღეს ტელეფონით ვიღაც დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა. ის შეხვდა ვ-–- დ------–-–---–ს და მასთან ერთად მივიდა თავის მეორე სახლში. სახლში ასევე მივიდნენ კ--------–-–---–ი და ზ------ ხ-----–---–ი. მასთან ასევე მივიდნენ მისთვის უცხოები, პირები, თუმცა ვინ არიან ეს პირები, არ ახსოვს. მას სახლში ვ--–---- მ------–---–ი და ზ------- ყ--–---–---–ი არ უნახავს. სახლში მასსა და უცხო ადამიანებს შორის კონფლიქტი დაიწყო. გაიგო მინის მტვრევისა და გასროლის ხმა. დაინახა, რომ ვ-–- დ------–-–---–ი ღუმელზე დაეცა. ვ-–-ს საფეთქლებიდან სისხლი მოსდიოდა. მას არ ქონდა ტელეფონი, ამიტომ მივიდა ბიძამისთან ვ-–- ძ------–---–თან და მას დაარეკინა სასწრაფოში.
81. იგი ადასტურებს გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას და განმარტავს, რომ მხოლოდ მინის მტვრევის ხმა გაიგო. დანას იქნევდა თოფის გასროლის შემდეგ.
82. მოწმის ვ--–---- მ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში. ახალი წლის ღამეს ჩხუბი მოუვიდა შ---- მ-----ესთან. მან დასახმარებლად მიმართა ახმეტაში მცხოვრებ ი----- ვ-----ეს და გ------- ვ-----ეს, ერთად მივიდნენ შ---- მ-----ის ოჯახში შესარიგებლად. მასთან ერთად იმყოფებოდა თანასოფლელი ზ------- ყ--–---–---–ი და სამი ძმა ვ-----ე. ვ-----ეებს კიდევ ახლდათ თუ არა სხვა პირი, არ ახსოვს. ლ---- ჯ--–----–---–ი ასევე მათთან ერთად იყო. ავტომანქანის საჭესთან ვინ იჯდა და შ---- მ-----ის სახლში ვინ დახვდნენ სახელი და გვარები არ ახოსოვს. ახსოვრ, რომ სახლში შ---- მ-----ე იმყოფებოდა. ვ-–- დ------–-–---–ი იქ იყო თუ არა, არ ახსოვს. სახლში 10-15 კაცი დახვდა, თუ მერე მივიდნენ არ ახსოვს. სახლში მოხდა ურთიერთშელაპარაკება და ჩხუბი, დეტალურად არ ახსოვს. ვინ ჩხუბობდა არ ახსოვს. ჩხუბის დროს სახლიდან გაიქცნენ. ის ვ-----ესთან ერთად გაიქცა სახლიდან და იმავე მანქანაში ჩაჯდა, რომლითაც მივიდნენ. დიდი დრო გავიდა და ზუსტი დეტალები არ ახსოვს. ჩხუბის დროს მას იარაღი არ შეუმჩნევია. მანქანით ისინი მის სახლში მივიდნენ. ი----- ვ-----ეს ფეხზე ჰქონდა სისხლის წვეთები, საიდან ჰქონდა არ იცის. მასთან სახლში იმიტომ მივიდნენ, რომ მამამისმა ის ხალხი წაიყვანა ახმეტისკენ. ასევე არ ახსოვს თავისი ოჯახის მანქანა სად იყო. მან ასევე ნახა, რომ ი----- ვ-----ე ფეხში იყო დაჭრილი. რა ვითარებაში დაიჭრა არ იცის, სავარაუდოდ ჩხუბის დროს დაიჭრა, როდის დაიჭრა არ დაუნახავს. ვ-–- დ------–-–---–ის გარდაცვალება კი ხალხისგან გაიგო ჩხუბის დროს რას აკეთებდა ლ---- ჯ--–----–---–ი არ იცის.
83. მანვე განმარტა, რომ გამოძიების დროს მასზე ხდებოდა ზეწოლა.
84. სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ მოწმეები ლ---- ძ------–---–ი, ნ-------------ი, რ--------- ს----–---–ი, თ----- კ----–---–ი, გ-----------–---–ი, ბ---------------–---–ი და ნ----–--------–---–ი რომლებმაც მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არაფერი იცოდნენ, ხოლო მოწმე ა---------ემ ჩვენება არ მისცა მეუღლის წინააღმდეგ.
85. სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ არადასავოდ გახადა შემდეგი მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეები: ბ-----------ი, ნ--------–---–---–ი, მ--------–---–ი, პ---------------ე, ნ-----–-----------–-–---–ი, შ--–-- ა----–-–---–ი, მ-----–-------–---–ი, თ----------------–---–ი და დ----------------–ი და არ მოითხოვა მათი დაკითხვა. აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება ი----- ვ-----ის მიმართ:
86. სასამართლო, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში აანალიზებს რა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული და არასადავოდ გამხდარი მოწმეების ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედების ოქმები, ექსპერტთა დასკვნები, ადასტურებენ ი----- ვ-----ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი. სახელდობრ, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვ-–- დ------–-–---–მა ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ჭურვით მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და გარდაიცვალა. კერძოდ.
87. ექსპერტის თ-------------–-–---–ის ჩვენებითა და ლ---- ს----------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ვ-–- დ------–-–---–ის გვამს აღენიშნებოდა შემდეგი სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: ცეცხლნასროლი ჭრილობები თავის ქალას არეში, ქალა სარქველის და თვის ტვინის ნივთიერების დაზიანებით, თავის ტვინის დიფუზური სისხლჩაქცევით. ცეცხლნასროლი ჭრილობები კისრის, გურმკერდის მარცხენა ნახევის და მარცხენა მხრის არეში. ეს დაზიანებები განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
88. ვ-–- დ------–-–---–ის სიკვდილის უშუალო მიზეზია თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები, რასაც მოჰყვა თავის ტვინში დიფუზური სისხლჩაქცევა და თავის ტვინის ნივთიერების ტლანქი დაზიანებები. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არა ნაკლებ 5 საათისა.
89. თხემ-კეფის საზღვარზე არსებული ჭრილობის არხის მიმართულებაა უკნიდან წინ, მარცხნიდან მარჯვნივ. კეფის არეში მარცხნივ ჭრილობის არხის მიმართულებაა უკნიდან წინ, მარცხნიდან მარჯვნივ. სხეულზე არსებული სხვა ცეცხლნასროლი ჭრილობების არხი არ ისაზღვრება, ჭრილობების არხის ზომის სიმცირის გამო. სროლა განვითარებულია არა ახლო მანძილიდან.
90. ექსპერტიზის გ------- ძ-------ის ჩვენებითა და 2016 წლის 25 იანვრის ლ---- ს----------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ბალისტიკური ექსპერტიზის N739/ბ დასკვნით დადგენილია, რომ გვამიდან და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მეტალის უცხო სხეულები დამზადებულია არამაგნიტური ლითონისგან, თავისი ფორმის, წონისა (მინიმალური 2,0 გრ., მაქსიმალური 3,8 გრ.) და მათ დასამზადებლად გამოყენებული მეტალიდან გამომდინარე, შესაძლებელია იყოს ფინდიხი, ან ფინდიხის შემადგენელი ნაწილები.
91. ექსპერტ თ----------------ის ჩვენებითა და 2016 წლის 10 თებერვლის ლ---- ს----------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ფიზიკო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N8/რაფ 69/ტრ დასკვნით დადგენილია, რომ მან გარდაცვლილ ვ-–- დ------–-–---–ის ტანსაცმელზე ჩაატარა ექსპერტიზა. დაადგინა, რომ ვ-–- დ------–-–---–ის ჟილეტზე არსებული დაზიანებები ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, დაზიანება N1 და N2 წარმოქმნილია ტყვიის შემცველი ჭურვებით; დაზიანება N3 გამომწვევი ჭურვის სახეობის განსაზღვრა ვერ მოხერხდა, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზის გამო; დაზიანებები მდებარეობს ჟილეტის უკანა მხარეს და წარმოქმნილია არა ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად; მისივე განმარტებით ჟილეტზე არსებული პირველი დაზიანება იყო უკანა მხარეს შუა ნაწილში, მეორე დაზიანება უკანა მარცხენა მხარეს შემავალი და მესამე დაზიანებაც უკანა მარცხენა მხარეს. არაგამჭოლი დაზაინება, საიდანაც ამოიღო ლითონის საგანი. სამივე დაზიანება ცეცხლნასროლი წარმოშობისაა. არაახლო მანძილი სანადირო თოფის შემთხვევაში განისაზღვრება 2,5 მერტის მანძილიდან ზემოთ. (იხ. ფიზიკო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N8/რაფ 69/ტრ დასკვნა ტომი 2-ს.ფ. 152-160)
92. ამდენად სამივე ექსპერტიზის, ფიზიკოტექნიკური, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და ფიზიკო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ვ-–- დ------–-–---–ს არაახლო მანძილიდან გასროლით მიყენებული აქვს ცეცხლსასროლი ჭრილობები. ბალისტიკური ექსპერტიზა ადგენს, რომ გვამიდან და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მეტალის უცხო სხეულები შესაძლებელია იყოს ფინდიხი, ან ფინდიხის შემადგენელი ნაწილები. აღნიშნულ გარემოებას ავსებს ფიზიკოტექნიკური ექსპერტიზა, კატეგორიულად მიუთითებს, რომ ვ-–- დ------–-–---–ის ჟილეტზე არსებული დაზიანებები ცეცხლნასროლი წარმოშობისაა და წარმოქმნილია ტყვიის შემცველი ჭურვებით; სროლა განხორციელებულია არაახლო მანძილიდან, რაც სანადირო თოფის შემთხვევაში განისაზღვრება 2,5 მერტის მანძილიდან ზემოთ.
93. ვ-–- დ------–-–---–ის თხემ-კეფის საზღვარზე არსებული ჭრილობის არხის მიმართულებაა უკნიდან წინ, მარცხნიდან მარჯვნივ. კეფის არეში მარცხნივ ჭრილობის არხის მიმართულებაა უკნიდან წინ, მარცხნიდან მარჯვნივ. აღნიშნული დაზიანებების არხის მიმართულებაა გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მას მოხვედროდა ზემოდან ან ქვემოდან ასხლეტილი ჭურვი. არხის მიმართულების მხედველობაში მიღებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვ-–- დ------–-–---–მა დაზიანება მიიღო იმ ვითარებაში რასაც აღწერენ მოწმეები ზ------ ხ-----–---–ი და კ--------–-–---–ი. კერძოდ მათ დაინახეს ეზოში მდგომი პირი, რომელმაც პირდაპირ სახლის მიმართულებით ისროლა.
94. მოწმე ზ------ ხ-----–---–მა დაადასტურა, რომ ის იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მოხდა ჩხუბი და დაინახა პიროვნება, რომელიც გარედან სახლის ფანჯრის მიმართულებით ისროდა თოფს. მან ეს პიროვნება აღწერა და ამოიცნო ფოტოსურათებით.
95. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით (ტ1. ს.ფ 246-250) დადგენილია, რომ 2016 წლის 15 იანვარს ზ------ ხ-----–---–ს ამოსაცნობად წარედგინა ოთხი ფოტოსურათი და მან ამოიცნო ი----- ვ-----ე, პირი, რომელმაც სანადირო თოფიდან ორჯერ ისროლა ახმეტის რაიონში სოფელ ქ---------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმართულებით.
96. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმე ზ------ ხ-----–---–მა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ჩვენების ადგილზე შემოწმებისას. 2016 წლის 16 იანვარს ( ტ.1 ს.ფ 296-208) მან საგამოძიებო ორგამოებს მიუთითა ადგილი საიდანაც ი----- ვ-----ემ ისროლა სახლის მიმართულებით და ადგილი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მან ასევე მიუთითა ადგილი სადაც იდგა ავტომანქანა „მერსედესი“ და მან დაინახა, რომ ოთახიდან გარეთ გამოსულმა პირმა, საბარგულიდან ამოიღო თოფი და ისროლა სახლის მიმართულებით.
97. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ზ------ ხ-----–---–ის გამნარტებას, რომ იმ პერიოდში იგი ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და სულ სვავდა. მიუხედავად იმისა, რომ მთვრალი იყო, რაც მოჰყვა ყველაფერი სიმართლე თქვა და ახსოვს. თვითონ მოწმე ადასტურებს, რომ სიმთვრალის მიუხედავად მას ყველაფერი ახსოვს. გარდა აღნიშნულისა, ზ------ ხ-----–---–მა სხვადასხვა დროს ჯერ ამოიცნო ბრალდებული ი----- ვ-----ე, შემდეგ კი მონაწილეობა მიიღო ჩვენების ადგილზე შემოწმებაში, სადაც ერთიდაიგივე გარემოებები დაადასტურა. ამდენად სასამართლო იზიარებს მოწმის ჩვენებას.
98. მოწმე კ--------–-–---–მა დაადასტურა, რომ ის იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მოხდა ჩხუბი და დაინახა პიროვნება, რომელიც გარედან სახლის ფანჯრის მიმართულებით ისროდა თოფს. მან ეს პიროვნება აღწერა და ამოიცნო ფოტოსურათებით.
99. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით (ტ.1. ს.ფ 237-241) დადგენილია, რომ 2016 წლის 15 იანვარს კ--------–-–---–ს ამოსაცნობად წარედგინა ოთხი ფოტოსურათი და მან ამოიცნო ი----- ვ-----ე, პირი, რომელმაც სანადირო თოფიდან ორჯერ ისროლა ახმეტის რაიონში სოფელ ქ---------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმართულებით.
100. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმე კ--------–-–---–მა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ჩვენების ადგილზე შემოწმებისას. 2016 წლის 16 იანვარს ( ტ.1 ს.ფ 311-329) მან საგამოძიებო ორგამოებს მიუთითა ადგილი საიდანაც ი----- ვ-----ემ ისროლა სახლის მიმართულებით და ადგილი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მან ასევე მიუთითა ადგილი სადაც იდგა ავტომანქანა „მერსედესი“ და მან დაინახა, რომ ოთახიდან გარეთ გამოსულმა პირმა, საბარგულიდან ამოიღო თოფი და ისროლა სახლის მიმართულებით.
101. ბრალდებულ ლ---- ჯ--–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მასთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ძმები ვ-----ეები, მათ შორის ი----- ვ-----ე.
102. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ წერილობითი მტკიცებულებები არ წაუკითხავს ბრალდების მხარეს და ამიტომ არ ითვლება გამოკვლეულ მტკიცებულებებად, ვინაიდან ბრალდების მხარემ დაკითხა ყველა პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ ამოცნობასა და საგამოძიებო ექსპერიმენტში. ყველა დაკითხულმა მოწმემ ჯერ თავისუფალი თხრობით გადმოსცა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, შემდეგ კი დაადასტურა ოქმის სისწორე.
103. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე. სწორედ აღნიშნული ნორმის დაცვით ბრალდების მხარემ სასამართლოში დაკითხა მოწმეები, რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო ექსპერიმენტსა და ფოტოსურათით პირის ამოცნობაში და ამ გზით გამოიკვლია წერილობითი მტკიცებულებები.
104. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის თანახმად,ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობს დაცვის მხარე, ხოლო დაცვის მხარის წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში – ბრალდების მხარე.
105. სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------- მ------–---–მა განაცხადა, რომ როდესაც მის სახლში ი----- ვ-----ეს ჭრილობას უმუშავებდნენ, ი----- ვ-----ემ თქვა, რომ თოფო გაისროლა. სასამართლო ამ ჩვენებას ვერ გამოიყენებს ბრალდებულ ი----- ვ-----ის წინააღმდეგ, ვინაიდან ნ.მ------–---–ის ჩვენება ამ ნაწილში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად ირიბია, რაც არ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა--- დაედოს საფუძვლად.
106. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ ი----- ვ-----ემ, სანადირო თოფიდან გასროლით განზრახ მოკლა ვ-–- დ------–-–---–ი.
107. სასამართლოს სხდომაზე დადასტურდა, რომ ი----- ვ-----ემ მკვლელობის ჩადენის მიზნით გამოიყენა სანადირო თოფი. ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ერთი გასროლით გააფრქვევს რამდენიმე ფინდიხს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას და ასევე გვამიდან ამოღებული ფინდიხების, მისი ნაწილების რაოდენობა, ბალისტიკური ექსპერტიზის მიხედვით, შეადგენს 21 (ოცდა ერთს). დადგენილია, რომ ი----- ვ-----ემ ორჯერ გაისროლა სახლის მიმართულებით. ოთახი, სადაც გარდაიცვალა ვ-–- დ------–-–---–ი, მცირე ზომისაა და ბევრი ადამიანი იმყოფება, მათ შორის იმყოფებოდნენ ი----- ვ-----ის ძმებიც. სასამართლო სხდომაზე ასევე დადასტურდა, რომ ვ-–- დ------–-–---–ს ი----- ვ-----ე არ იცნობს, მასთან ჩხუბიც კი არ მოსვლია, ისე მოკლა იგი. ი----- ვ-----ემ ადამიანთა თავშეყრის ადგილზე, მცირე ზომის ოთახში, ფანჯრიდან ისროლა სანადირო თოფი, რომელიც საფრთხეს უქმნის ერთდროულად რამდენიმე ადამიანს. სწორედ ამის შედეგია, ის, რომ მან მოკლა პირი, რომელსაც არ იცნობდა. წარდგენილი ბრალდების მიხედვით ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ შ---- მ-----ემ ი----- ვ-----ეს მარცხენა ფეხში მიაყენა ჭრილობა. ი----- ვ-----ე განიმსჭვალა რა შურისძიების გრძნობით, გადაწყვიტა მისი მოკვლა, სწორედ ამ მიზნით გარედან ისროლა თოფი და მოკლა ვ-–- დ------–-–---–ი. ანუ, ი----- ვ-----ემ არაპირდაპირი განზრახვით მოკლა პირი, რომლის მიმართაც, წარდგენილი ბრალდების მიხედვით, შურისძიების მოტივი არ ამოძრავებდა. გამოძიების ეტაპზე ბრალდების მხარემ არაჯეროვნად შეაფასა, ამ მხრივ შეღავათი გაუწია და მდგომარეობა შეუმსუბუქა ი----- ვ-----ეს. კერძოდ, ბრალდების მხარეს არ უმსჯელია შ---- მ-----ის მკვლელობის მცდელობაზე და ვ-–- დ------–-–---–ის მკვლელობის ისეთი საშუალებით ჩადენაზე, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის კვალიფიკაციას. სასამართლო არ არის დევნის განმახორციელებელი ორგანო და უფლებამოსილი არაა დაამძიმოს წარდგენილი ბრალდება. სასამართლო სასჯელს განხორციელებული ქმედების გათვალისწინებით დანიშნავს.
ლ---- ჯ--–----–---–ის მიმართ სასამართლომ დაადგინა
108. ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ლ---- ჯ--–----–---–ის ბრალეულობას. ბრალდებულ - ლ---- ჯ--–----–---–ის არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება. იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სამართლებრივი შეფასება:
109. ლ---- ჯ--–----–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2016 წლის 14 იანვარსის ძმებ ვ-----ეებთან, მათ შორის ი----- ვ-----ესთან ერთად, იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, შ---- მ-----ის სახლში. სახლში მოხდა ჩხუბი, თვითონ არ უჩხუბია, თუმცა ჩხუბის დროს გაიგო შუშის მტვრევის ხმა, რის გამოც ჩაიკუზა და სახეზე აიფარა ხელი. რამდენიმე ხანში რომ აიხედა, ოთახში ვერავინ ვერ დაინახა და თვითონაც გავიდა გარეთ. შემდგომ გაიგო, რომ გარდაიცვალა ვ-–- დ------–-–---–ი.
110. ლ---- ჯ--–----–---–ისა და ი----- ვ-----ის სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობდა 2016 წლის 29 მარტიდან. საქმეზე ჩატარდა 70 პროცესი, დაიკითხა 47 მოწმე, თუმცა, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებდა ლ---- ჯ--–----–---–ის მხრიდან დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენას, რომ მან იცოდა ი----- ვ-----ის მიერ ვ-–- დ------–-–---–ის მკვლელობის ფაქტი და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
111. სუბიექტური მხრივ, დანაშაულის შეუტყობინებლობა პირდაპირ განზრახვას გულისხმობს. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ არ აცხადებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის თაობაზე, ანუ პირმა უნდა დამალოს და არ უნდა განახცადოს სხვა პირის მიერ ჩადენილი დანაშაული. პირი პასუხს აგებს იმ შემთხვევაში, თუ მას რეალურად შესაძლებლობა ჰქონდა ეცნობებინა სამართალდამცავი ორგანოებისთვის და არ შეატყობინა. ასეთი შესაძლებლობის არარსებობა გამორიცხავს პასუხისმგებლობას, ამასთან ბრალდებულს თავის მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედების, დანაშაულის, შეტყობინების ვალდებულება არ გააჩნია.
112. საქმის მასალებით, ფორმა N1-ის მიხედვით, დადგენილია, რომ გამოძიება ვ-–- დ------–-–---–ის გარდაცვალების ფაქტზე დაიწყო 2016 წლის 14 იანვარს. (ტ1.ს,ფ 1)
113. შეტყობინების N91150 რეგისტრაცით (ტ1.ს.ფ2) დადგენილია, რომ 2016 წლის 14 იანვრის 16:57 საათზე გამოძიების ორგანოებისთვის უკვე ცნობილია ვ-–- დ------–-–---–ის მკვლელობის თაობაზე. აღნიშნული შეატყობინა შსს ა------------------–--------------–--ს დეტექტივის თანაშემწემ ი.ბურთიკაშვილმა. თუმცა ი.ბურთიკაშვილი სასამართლოში არ დაკითხულა და უცნობია, თვითომ მან როდის და ვისგან გაიგო ვ-–- დ------–-–---–ის მკვლელობის ფაქტი.
114. გამოძიებას არც 112 ოპერატორისგან არ გამოუთხოვია ინფორმაცია, თუ როდის და ვისგან, ან რამდენჯერ შევიდა შეტყობინება ვ-–- დ------–-–---–ის გარდაცვალების ფაქტზე.
115. მოწმეების ვ-–- ძ------–---–ისა და შ--–-- კ--–-–---–ის ჩვენებებით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია. მოწმის ზ------ დ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან შემთხვევის ადგილიდან დარეკა 112-ში და შეატყობინა მომხდარის თაობაზე.
116. მოწმე გ------- ხ-----–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ გასროლის შემდეგ ის და შ---- მ-----ე გადავიდნენ ფანჯრიდან, მივიდნენ შ---- მ-----ის ბიძასთან, ვ-–- ძ------–---–თან და სთხოვეს დაერეკა და გამოეძახა სასწრაფო დახმარება.
117. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ ლ---- ჯ--–----–---–ის დაკითხვის გზით დადგინდა, რომ მან ვ-–- დ------–-–---–ის მკვლელობის ფაქტი გაიგო მოგვიანებით. ამის საპირისპიროდ ბრალდების მხარემ მტკიცებულებად მოიყვანა ის ფაქტი, რომ ლ---- ჯ--–----–---–ის ტანსაცმელზე აღმოჩნდა 1x2 ზომის მოყავისფრო ზედაპირული ლაქა, წანაცხების სახით, რაც ვ-–- დ------–-–---–ის სისხლის ჯგუფის იდენტურია. ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით ბრალდების მხარე ვარაუდობს, რომ ლ---- ჯ--–----–---–ს შეხება ჰქონდა დაჭრილ ვ-–- დ------–-–---–თან. აღნიშნული არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ლ---- ჯ--–----–---–ის მამხილებელ მტკიცებულებად, ვინაიდან ექსპერტ ე---------------–---–ის ჩვენებითა და 2016 წლის 10 თებერვლის ბიოლოგიური ექსპერტიზის N75/სბ დასკვნით დადგენილია, რომ ვ-–- დ------–-–---–ის სისხლი მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს. ლ---- ჯ--–----–---–ის სისხლის მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს. ვ--- ვ-----ის სისხლის მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს. ანუ შემთხვევის ადგილზე მყოფ სამ პირს, მათ შორის ბრალდებულსა და გარდაცვლილს ერთიდაიგივე სისხლის ჯგუფი აღმოაჩნდა. უფრო დეტალური კვლევა, დნმ-ის დადგენის მიზნით კი არ ჩატარებულა. (იხ. 2016 წლის 10 თებერვლის ბიოლოგიური ექსპერტიზის N75/სბ დასკვნა - ტომი 2. ს.ფ. 171-191). არც მოწმეების ჩვენებებით არ დგინდება, რომ ლ---- ჯ--–----–---–ს გარდაცვალებამდე კონტაქტი ჰქონდა ვ-–- დ------–-–---–თან.
118. გამოძიების ეტაპზე არ გარკვეულა ლ---- ჯ--–----–---–ს ჰქონდა თუ არა თან მობილური ტელეფონი და შეეძლო თუ არა მას, დაერეკა და შეეტყობინებინა სამართალდამცავი ორგანოებისათვის. სისხლის სამართლის საქმეს მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად არ ერთვის. თვითონ ბრალდებულმა სასამართლოს განუმარტა, რომ მან სახლში მომხდარი ჩხუბის დროს დაკარგა მობილური ტელეფონი, თუმცა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ტელეფონი არ ამოღებულა.
119. სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ სოფელ ქ---------ში, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ვ--–---- მ------–---–ი, ი-----, ვ--- და ბ----- ვ-----ეები, ლ---- ჯ--–----–---–ი, ზ------- ყ--–---–---–ი, შ---- მ-----ე, გარდაცვლილი ვ-–- დ------–-–---–ი, შ--–-- კ--–-–---–ი, ლ---- ძ------–---–ი, ზ------ ხ-----–---–ი, გ------- ხ-----–---–ი და ზ------ დ------–---–ი. სასამართლო განხილვისას მოწმე ზ------ დ------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მან დარეკა 112-ში და შეატყობინა მომხდარის შესახებ. მოწმე გ------- ხ-----–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ გასროლის შემდეგ ის და შ---- მ-----ე გადავიდნენ ფანჯრიდან, მივიდნენ შ---- მ-----ის ბიძასთან, ვ-–- ძ------–---–თან და სთხოვეს დაერეკა და გამოეძახა სასწრაფო დახმარება.
120. ლ---- ჯ--–----–---–ის დაკითხვისას სასამართლო სხდომაზე არ გარკვეულა, ხომ არ იცოდა მან ის, რომ შემთხვევის ადგილიდან დარეკეს და მომხდარი ფაქტი შეატყობინეს 112-ის ოპერატორს. სასამართლოსთვის ასევე გაუგებარია რატომ დადგა მხოლოდ ლ---- ჯ--–----–---–ის პასუხისმგებლობის საკითხი, მაშინ როდესაც, შემთხვევის ადგილზე ი----- ვ-----ის ოჯახის წევრების გარდა, იმყოფებოდა პირთა წრე, რომლებიც ასევე ვალდებულები იყვნენ განეცხადებინათ დანაშაულის თაობაზე.
121. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა, რომ ი----- ვ-----ის მიერ ვ-–- დ------–-–---–ის მკვლელობის თაობაზე იცოდა ლ---- ჯ--–----–---–მა, შეტყობინების საშუალება ჰქონდა და განზრახ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. რის გამოც ის წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
122. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ წარდგენილი ბრალდების მიხედვით შემთხვევის ადგილზე, წინა დღეს შ---- მ-----ესა და ვ--–---- მ------–---–ს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით, ვითარების გარკვევის მიზნით, იმყოფებოდნენ ვ--–---- მ------–---–ი, ი-----, ვ--- და ბ----- ვ-----ეები, ლ---- ჯ--–----–---–ი, ზ------- ყ--–---–---–ი, შ---- მ-----ე, გარდაცვლილი ვ-–- დ------–-–---–ი, შ--–-- კ--–-–---–ი, ლ---- ძ------–---–ი, ზ------ ხ-----–---–ი, გ------- ხ-----–---–ი და ზ------ დ------–---–ი. საუბარი გადაიზარდა ჩხუბში და ჩხუბში ჩაერთო ყველა პირი. ჩხუბის დროს შ---- მ-----ემ დანით ბარძაყის არეში დაჭრა ი----- ვ-----ე. ი----- ვ-----ემ კი, სანადირო თოფიდან გასროლით, განზრახ მოკლა ვ-–- დ------–-–---–ი. ანუ ბრალდების მხარე დადგენილად მიიჩნევს, რომ ჩხუბობდა ყველა, მათ შორის ლ---- ჯ--–----–---–იც. ასეთ ვითარებაში, ლ---- ჯ--–----–---–ს, რომელიც წარდგენილი ბრალდების თანახმად, მონაწილეობდა ჩხუბში, დანაშაულის შეტყობინების ვალდებულება არ აქვს. ვინაიდან, გამოძიების სტადიაზე გარკვეული ქმედება ჯგუფურობითაც კი შეიძლება დაკვალიფიცირდეს და ბრალდებულს თავის მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შეტყობინების ვალდებულება არ გააჩნია. (იხ. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 7 ივნისის N175აპ-11 განმარტება. მაია ოშხარელი(თავმჯდომარე, დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი.)
123. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
124. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადექვატური სტანდარტების შესაბამისად.
125. მტკიცების ტვირთიდან გამომდინარე, პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
126. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
127. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
128. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
129. საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობის კატეგორიის საქმეებზე, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
130. ბრალდებულ ი----- ვ-----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
131. ბრალდებულ ი----- ვ-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არის ის, რომ იმყოფებოდა მიმალვაში.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
132. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
133. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ი----- ვ-----ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც, ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 85-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით ,დ ა ა დ გ ი ნ ა:
134. ბრალდებული ი----- ვ-----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით.
135. ი----- ვ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 15 აგვისტოდან.
136. ბრალდებული ლ---- ჯ--–----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (2016 წლის 14 იანვარს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
137. ლ---- ჯ--–----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს შემტან პირს.
138. ლ---- ჯ--–----–---–ს უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
139. ნივთიერი მტკიცებულებები - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული: შავი ფერის სანთებელა; თეთრი ფერის ფინჯანი, ვ--–---- მ------–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული მინის გამჭვირვალე ბოთლი, რაც ინახება შსს კ------------–-–-------------------ში, გარდაცვლილ ვ-–- დ------–-–---–ის ზედნაცვამი ტანსაცმელი; გარდაცვლილის მობილური ტელეფონი; ლ---- ჯ--–----–---–ის ტანსაცმელი; შ--–-- კ--–-–---–ის ზედნაცვამი ქურთუკი; ვ--- ვ-----ის ზედნაცვამი ტანსაცმელი; ი----- ვ-----ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული სანადირო თოფის სპეციალური ჩანთა, მასში მოთავსებული საწმენდი საშუალებებით; ტყვიების მოსათავსებელი ტყავის ქამ----; თოფის ჩასადები ტყავის ჩანთა; ტყვიების მოსათავსებელი ტყავის ქამ----; 3 ცალი ვაზნა; 18 ცალი ვაზნა, რაც ინახება შსს კ------------–-–-------------------ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
140. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული: 2 ცალი ყავისფერი პოლიეთილენის ბოთლი; 4 ცალი სიგარეტის ნამწვი; 6 ცალი ლითონის დეფორმირებული საგანი; 4 ცალი სისხლის ლაქა; 3 ცალი ლითონის უცხო სხეული; 2 ცალი მუყაოს მრგვალი ქაღალდი, რაც ინახება შსს კ------------–-–-------------------ში, ვ--- ვ-----ის ანაწმენდის ნიმუში; ლ---- ჯ--–----–---–ის ანაწმენდის ნიმუში; ბოთლიდან ამოღებული 6 ცალი ხელის კვალი; ავტომანქანიდან ამოღებული მიკრონაწილაკები, რაც ინახება შსს კ------------–-–-------------------ში, გვამიდან ამოღებული მეტალის უცხო სხეულები; გარდაცვლილ ვ-–- დ------–-–---–ის სისხლის ნიმუში; გარდაცვლილ ვ-–- დ------–-–---–ის თმის ნიმუში; გარდაცვლილ ვ-–- დ------–-–---–ის ფრჩხილის ნიმუში; გვამის ხელი კვალის ნიმუში; ლ---- ჯ--–----–---–ის ხელის კვალის ნიმუში; ვ--- ვ-----ის ხელის კვალის ნიმუში; ვ--- ვ-----ის სისხლის ნიმუში; ლ---- ჯ--–----–---–ის სისხლის ნიმუში, რაც ინახება შსს კ------------–-–-------------------ში და ავტომობილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, რაც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
141. ამოღებული ავტომობილი, რაც გაჩერებულია საჯარიმო ავტოსადგომზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
142. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
143. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური