გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210118002320502
საქმე № 2/323-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 მარტი, 2019 წელი ქ. გორი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - სს „კ------- ბანკი“
წარმომადგენელი - გ------ი ა---–--–ი
მოპასუხეები - ზ-----ბ მ-------–ი, ვ--–---ი ხ----–---–ი, ი----ბ ქ-----–---–ი, მ--ა კ------ე, ნ--ა მ-------–ი
ი----ბ ქ-----–---–ის წარმომადგენელი - კ--ა კ--–-----–--ე
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეებს ზ-----ბ მ-------–ს, ვ--–---ი ხ----–---–ს, ი----ბ ქ-----–---–ს, მ--ა კ------ეს და ნ--ა მ-------–ს მოსარჩელე სს „კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 25 999.83 ლარის გადახდა, საიდანც 19 016.76 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 5 962.02 პროცენტი, 891.25 ლარი სიცოცხლის დაზღვევა, ხოლო 129.80 ლარი მასზე დარიცხული ჯარიმა.
ზ-----ბ მ-------–ს მოსარჩელე სს „კ------- ბანკის“ სასარგებლოდ ინდივიდუალურად დაეკისროს № LD1624600418 და № LD1705801729 ხელშეკრულების საფუძველზე ჯამში 139.28 ლარის გადახდა.
მოპასუხეებს ზ-----ბ მ-------–ს, ვ--–---ი ხ----–---–ს, ი----ბ ქ-----–---–ს, მ--ა კ------ეს და ნ--ა მ-------–ს მოსარჩელე სს „კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის გადახდა.
მოსარჩელის პოზიცია.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 01 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხე ზ-----ბ მ-------–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რითაც მსესხებელმა მიიღო 23 000 ლარი 42 თვით, შემდეგი პირობებით: ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი - 1.83%, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემხვევაში - პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 5%-ის ოდენობით. მსესხებელმა იკისრა ასევე სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება.
2017 წლის 26 იანვარს მ--ა კ------ესა და ნ--ა მ-------–თან, ხოლო იმავე წლის 27 იანვარს ვ--–---ი ხ----–---–თან და ი----ბ ქ-----–---–თან დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება. თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 34 392 ლარით. მოპასუხეების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაირღვა 2018 წლის იანვრის თვიდან და მიუხედავად არაეთი გაფრთხილებისა, მოპასუხეები არ ასრულებენ ვალდებულებას, რის გამოც მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 25 999.83 ლარს.
2015 წლის 20 თებერვალს მოსარჩელე სს „კ------- ბანკს“ და ზ-----ბ მ-------–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 492eflb6a7 განვადების ბართის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ, რომლის საფუძველზე მსესხებელს გადაეცა „ნატვრის ბარათი“. „ნატვრის ბარათის“ ლიმიტად დამტკიცდა 180 აშშ დოლარი 48 თვის ვადით. მომსახურების საკომისიო და განვადების ბარათზე ლიმიტის დამტკიცების და განახლებისათვის მოსახურების საკომისიო - 12%, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემხვევაში - პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა და სიცოცხლის დაზღვევა. მსესხებელმა ნატვრის ბარათი გამოიყენეა შემდეგნაირად:
- 2016 წლის 01 სექტემბერს „ნატვრის ბარათით" მოპასუხემ შეიძინა საქონელი. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 02 სექტემბერს წარმოიშვა სესხი LD1624600418, 142 ლარზე, 26 თვის ვადით;
- 2017 წლის 26 თებერვალს „ნატვრის ბარათით" ასევე შეიძინა საქონელი. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2017 წლის 27 თებერვალს წარმოიშვა სესხი LD1705801729, 145 ლარზე, 20 თვის ვადით;
2015 წლის 20 თებერვალს გაფორმებული განვადების ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის თებერვლის მდგომარეობით მოპასუხე ზ-----ბ მ-------–ის დავალიანება შეადგენს ჯამში 139.28 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეებმა მოსამაზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ სესხის ძირის- 19 016.76 ლარის ნაწილში, ხოლო დანაჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმნენ და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. ასევე ზ-----ბ მ-------–მა სრულად ცნო სარჩელი მის მიმართ 139.28 ლარის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 01 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხე ზ-----ბ მ-------–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რითაც მსესხებელმა მიიღო 23 000 ლარი 42 თვით, ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი - 1.83%. მსესხებელ იკისრა ასევე სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება.
3.1.2. 2017 წლის 26 იანვარს მ--ა კ------ესა და ნ--ა მ-------–თან, ხოლო იმავე წლის 27 იანვარს ვ--–---ი ხ----–---–თან და ი----ბ ქ-----–---–თან დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე ძირითადი მოვალის დავალიანების დაფარვის თაობაზე. თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 34 392ლარით.
3.1.3 2015 წლის 20 თებერვალს მოსარჩელე სს „კ------- ბანკს“ და ზ-----ბ მ-------–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 492eflb6a7 განვადების ბართის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ, რომლის საფუძველზე მსესხებელს გადაეცა „ნატვრის ბარათი“. „ნატვრის ბარათი“ლიმიტად დამტკიცდა 180 აშშ დოლარი 48 თვის ვადით.
3.1.4 მსესხებელმა ნატვრის ბარათი გამოიყენეა შემდეგნაირად:
- 2016 წლის 01 სექტემბერს „ნატვრის ბარათით" შეიძინა საქონელი. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 02 სექტემბერს წარმოიშვა სესხი LD1624600418, 142 ლარზე, 26 თვის ვადით;
- 2017 წლის 26 თებერვალს „ნატვრის ბარათით" შეიძინა საქონელი. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2017 წლის 27 თებერვალს წარმოიშვა სესხი LD1705801729, 145 ლარზე, 20 თვის ვადით;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოპასუხეების ზ-----ბ მ-------–ის, ვ--–---ი ხ----–---–ის, ი----ბ ქ-----–---–ის, მ--ა კ------ის და ნ--ა მ-------–ის მიერ დაირღვა ნაკისრი ვალდებულება. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და შესაბამისად, 2018 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით, მათი დავალიანება შეადგენს 25 999.83 საიდანც 19 016.76 ლარი არის ძირითადი თანხა, 5 962.02 პროცენტი, 891.25 ლარი სიცოცხლის დაზღვევა, ხოლო 129.80 ლარი დარიცხული ჯარიმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკამყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 416-418-ე, 420-ე, 429-ე, 623-625-ე, 891-ე, 895-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე ზ-----ბ მ-------–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა 23 000 ლარი, ხოლო მ--ა კ------ესთან, ნ--ა მ-------–თან, ვ--–---ი ხ----–---–თან და ი----ბ ქ-----–---–თან დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, რომელთა პასუხისმგებლობა განისაზღვრა 34 392 ლარით
ასევე დადასტურებეულია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე ზ-----ბ მ-------–ს შორის დაიდო განვადების ბართის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელს გადაეცა „ნატვრის ბარათი“. „ნატვრის ბარათი“ლიმიტად დამტკიცდა 180 აშშ დოლარი 48 თვის ვადით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.7. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
6.10. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და სიცოცხლის დაზღვევა, რაზეც მოპასუხემ ნებაყოფლობით მოაწერა ხელი. აგრეთვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სესხი უზრუნველყოფილი იყო თავდებობის ხელშერულებით, რომელიც ასევე ნებაყოფლობით იყო დადებული მხარეთა მიერ.
6.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ზ-----ბ მ-------–მა, ვ--–---ი ხ----–---–მა, ი----ბ ქ-----–---–მა, მ--ა კ------ემ და ნ--ა მ-------–მა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულება ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ, მოსამზადებელ სხდომაზე სესხის ძირის - 19 016.76 ლარის ნაწილში, ასევე ზ-----ბ მ-------–მა სრულად ცნო სასარჩელო მოთხოვნა განვადების ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
მოპასუხე მხარემ სადავო არ გახადა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები, რაც ასევე დასტურდება წარმოდგენილი ხელშეკრულებებითა და მოპასუხის პირადი ანგარიშიდან ამონაწერით.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ გააჩნიათ შესასრულებელი ვალდებულებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა წარმოედგინა მის მიერ მითითებული სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოში არ წარმოდგენილა, კერძოდ:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების არსებობა თავად მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა, რაც ნიშნავს, რომ მათ ხელმოწერით დაადასტურეს და დაეთანხმნენ ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს. ასევე აღსანიშნავია, რომ გადახდის გრაფიკი არის ხელშეკრულებების დანართი, რომელსაც ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც თავად ხელშეკრულებას, რადგან სწორედ ამ გრაფიკით არის განსაზღვრული ყოველთვიურად როდის და რა ოდენობით აქვს მოვალეს ბანკის წინაშე ვალდებულება შესასრულებელი, რასაც ასევე მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდენილია სესხის ხელშეკრულება, რომლის კანონიერება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და ამონაწერი ზ-----ბ მ-------–ის ანგარიშიდან. დღეის მდგომარეობითაც ვალდებულება შეუსრულებელია და კრედიტორის წინაშე მოპასუხეებს ზ-----ბ მ-------–ს, ვ--–---ი ხ----–---–ს, ი----ბ ქ-----–---–ს, მ--ა კ------ეს და ნ--ა მ-------–ს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გარდა სესხის ძირი თანხის - 19 016.76 ლარისა, გააჩნიათ დავალიანება მასზე დარიცხული პროცენტის 5962.02 ლარისა და სიცოცხლის დაზღვევის 891.25 ლარი სახით.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა მათი პოზიციის დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულებები, რისი წარმოდგენის ვალდებულებაც მის მხარეზე იყო, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სარჩელი მოპასუხის მიმართ ამ ნაწილში საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.13. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება -პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, რომლის ოდენობასაც სასამართლო განსახილველი დავის ფარგლებში მიიჩნევს 29. 80 ლარს და რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირი თანხასა და სარგებელთან ერთად.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - სარჩელზე 779.99 ლარი და 50 ლარი, ჯამში 829.99 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50 ლარი, ასევე სასამართლოს გარეშე ხარჯი ჯამში 412 ლარის ოდენობით, ამასთან, მოპასუხეებმა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, ხოლო ზ-----ბ მ-------–მა მის მიმართ დავალიანების ნაწილში სარჩელი ცნო სრულად.
7.2. სამოქალქო საპროცესო მოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის, თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 779.99 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 574 ლარი, ასევე უნდა დაუბრუნდეს ზ-----ბ მ-------–ის ინდივიდუალური სესხის ნაწილში გადახდილი 50 ლარი, ხოლო 203 ლარის ანაზღაურება სოლიდარულდ უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს, მათ ასევე უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ საქმეზე გაწეული საპროცესო ხარჯის - 400 ლარის ანაზღაურება, საქმის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, ხოლო მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში უნდა ეთქვას უარი.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-365-ე, 367-369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს „კ------- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1 მოპასუხეებს: ზ-----ბ მ-------–ს, ვ--–---ი ხ----–---–ს, ი----ბ ქ-----–---–ს, მ--ა კ------ეს და ნ--ა მ-------–ს მოსარჩელე სს „კ------- ბანკის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 25 899.83 (ოცდახუთიათას რვაას ოთხოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდასამი თეთრი) ლარის გადახდა.
1.2 მოპასუხე ზ-----ბ მ-------–ს მოსარჩელე სს „კ------- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 139. 28 (ასოცდაცხრამეტი ლარი და ოცდარვა თეთრი) ლარის გადახდა.
2. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი.
3. მოსარჩელე სს „კ------- ბანკს“(ს/ნ 2-------8) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 22 თებერვალს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 779.99 (შვიდას სამოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარიდან 574 (ხუთას სამოცდათოთხმეტი) ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, საგადახდო დავალება N1----1;
4. მოსარჩელე სს „კ------- ბანკს“(ს/ნ 2-------8) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 22 თებერვალს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი, საგადახდო დავალება N1----2;
5. მოპასუხეებს: ზ-----ბ მ-------–ს, ვ--–---ი ხ----–---–ს, ი----ბ ქ-----–---–ს, მ--ა კ------ეს და ნ--ა მ-------–ს მოსარჩელე სს „კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 203 (ორას სამი) ლარის გადახდა და ასევე მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების ანაზღაურება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე