გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.05.2019
საქმის ნომერი
240210017002144539
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210017002144539

2/825-17 წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 მაისი, 2019 წელი ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი ვასილ გოგინავა

მოსარჩელე - რუ--–-- ლი--------

წარმომადგენელი - გე----ი ნა-----------ე

მოპასუხე - თა---- ხა-----–---–ი (მი-----–---–ი)

წარმომადგენელი - ბ--–- წუ-–---

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - ნ----- ბა-----------

დავის საგანი -ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. არასრულწლოვანი შვილების ლ-–- ლი--------სა (პ/ნ 60---------) და ლ----- ლი--------ს (პ/ნ 6----------) საცხოვრებელ ადგილად მამის რუ--–-- ლი--------ს საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა ამჟამად განქორწინებული არიან. მასსა და მოპასუხეს ყავთ ორი შვილი ლ-–- ლი--------, დაბადებული 2--- წლის 3 თე-------–ს და ლ----- ლი--------, დაბადებული 2--- წლის 2- დე-------ს. მხარეები შეთანხმებული იყვნენ, რომ განქორწინების შემდეგ ბავშვები დარჩებოდნენ მამასთან, ვა---------------------–-–-------ში და მოსარჩელე არ შეუშლიდა ხელს ბავშვების წაყვანა-წამოყვანაში, თუმცა მოპასუხემ ბავშვები ბოლო წაყვანის შემდეგ, მამასთან არ დააბრუნა.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს არ აქვს ბავშვების ნორმალურად აღზრდისათვის შესაბამისი პირობები, მიიჩნევს, რომ ბავშვები მამასთან უკეთესად იქნებიან, აქვს უკეთესი საცხოვრებელი პირობები და დედას არასოდეს დაუშლის შვილებთან ურთიერთობას. მოსარჩელემ სარჩელში ასევე, მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ რამდენიმე წლის უკან, თანაცხოვრების პერიოდში თა---- მი-----–---–ი ოჯახიდან წავიდა და მისი ადგილსამყოფელი სამი დღის შემდეგ პოლიციის მეშვეობით დადგინდა, რაზეც თა---- მი-----–---–მა მეუღლეს განუცხადა, რომ თბილისში იყო გათხოვილი ერთ-ერთ პიროვნებაზე, მაგრამ გაშორდა. მოსარჩელის განმარტებით, ამ შემთხვევის მიუხედავად, იგი ცოლს შეურიგდა და ცხოვრობდნენ ერთად, თუმცა ამჯერად, მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია (იხ.სარჩელი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. დაადასტურა მოსარჩელესთან ქორწინებაში ყოფნისა და შემდგომ დაშორების ფაქტი, რაც გამოწვეულია მოსარჩელის მოქმედებით. მოსარჩელე მას ავიწროვებდა, ამცირებდა, ძალადობდა ფიზიკურად და აიძულებდა სახლიდან წასვლას. ვინაიდან ბავშვები ირიცხებოდნენ ვა---------–----–------ის საბავშვო ბაღში, შეთანხმდნენ, რომ ბაღის დასრულებამდე, 2017 წლის ივნისის თვემდე ბავშვები დარჩებოდნენ მამასთან. ამ პერიოდში მას ყოველდღიური ურთიერთობა ქონდა შვილებთან, ხოლო ყოველ პარასკევს მიყავდა თავისთან. ივნისიდან ბავშვები მასთან ცხოვრობენ.

 

მოპასუხის განმარტებით, იგი ამჯერად გათხოვილია და თავის მეუღლესთან ვი----–ი ხა-----–---–თან და ბავშვებთან ერთად ცხოვრობს მისი მშობლების სახლში, აბ-–--------------------–--------ში, აქვს ყველანაირი პირობები ბავშვების სრულფასოვნად აღზრდისათვის, უნდა, რომ მისი შვილები იზრდებოდნენ დედასთან და ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი, ამასთან, მამას მიეცეს ბავშვებთან შეუზღუდავად ურთიერთობის უფლება, რასაც არასოდეს შეუშლის ხელს (იხ.შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 25 აგვისტოს შეწყდა თა---- მი-----–---–სა (პ/ნ 02---------) და რუ--–-- ლი--------ს (პ/ნ 62---------) შორის რეგისტრირებული ქორწინება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-განქორწინების მოწმობა (N46152000145)

 

3.1.2. თა---- მი-----–---–სა და რუ--–-- ლი--------ს ყავთ ორი შვილი-ლ-–- ლი-------- (პ/ნ60---------), დაბადებული 2--- წლის 3 თე-------–ს და ლ----- ლი-------- (პ/6----------), დაბადებული 2--- წლის 2- დე-------ს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-ლ-–- ლი--------სა და ლ----- ლი--------ს დაბადების მოწმობები;

 

3.1.3. რუ--–-- ლი-------- არის იძულებით გადაადგილებული პირი და ცხოვრობს ვა---------–----–------ის სოფელ შუამთაში, მის საცხოვრებელს წარმოადგენს შუ-----ს პროფესიულ სასწავლებელთან არსებული ბინა. საცხოვრებელი სახლი სახელმწიფოს საკუთრებაშია. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში რუ--–-- ლი--------ს დაკავებული აქვს სამი ოთახი და იგი ცხოვრობს მარტო, აქვს აუცილებელი ავეჯი, ტექნიკა, პირველადი მოხმარების ნივთები, საცხოვრებელი ნორმალურ მდგომარეობაშია. იმავე საცხოვრებელ სახლში ცალკე ბინა აქვთ რუ--–-- ლი--------ს მშობლებს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-სოციალური მუშაკის დასკვნა (19.04.2018 წ)

-მხარეთა განმარტებები;

 

3.1.4.რუ--–-- ლი--------ს ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (20.10.2017 წ);

 

3.1.5. რუ--–-- ლი-------- დასაქმებული არ არის, იგი შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულებს ფიზიკურ სამუშაოებს და ყოველთვიურად გამოიმუშავებს, საშუალოდ 500 ლარს. გარდა აღნიშნულისა, მისი ოჯახის შემოსავალია სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება-რეალიზაციის შედეგად მიღებული, წელიწადში დაახლოებით -3000 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-სოციალური მუშაკის დასკვნა (19.04.2018 წ);

-მხარეთა განმარტებები;

 

3.1.6. ბავშვები ლ-–- ლი-------- და ლ----- ლი--------, მშობლების დაშორებამდე, ცხოვრობდნენ და იზრდებოდნენ მშობლებთან ერთად რუ--–-- ლი--------ს საცხოვრებელ სახლში, ხოლო მხარეთა განქორწინების შემდეგ, ბავშვები დაახლოებით, 2017 წლის ივნისამდე, იმყოფებოდნენ მამასთან და დადიოდნენ ბაღში. ბავშვების რუ--–-- ლი--------სთან ცხოვრების პერიოდში, მამა ზრუნავდა ბავშვებზე და აკმაყოფილებდა მათ საჭიროებებს. რუ--–-- ლი--------ს აქვს უნარი ბავშვებს შეუქმნას თბილი და საიმედო გარემო.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-სოციალური მუშაკის დასკვნა (19.04.2018 წ);

-მხარეთა განმარტებები;

 

3.1.7.თა---- მი-----–---–ი ამჟამად ქორწინებაში იმყოფება ვი----–ი ხა-----–---–თან და მიღებული აქვს მეუღლის გვარი-ხა-----–---–ი. სარჩელის აღძვრამდე თა---- მი-----–---–ი და მისი მეუღლე ვი----–ი ხა-----–---–ი ბავშვებთან ერთად ცხოვრობდნენ თა---- მი-----–---–ის მშობლების სახლში, აბ-–--------------------–--------ში, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდნენ ვი----–ი ხა-----–---–ის საცხოვრებელ სახლში, „გუ---------------------------–-------ში მდებარე ორსართულიან, კერძო სახლში, რომელიც ახალი შეძენილია. საცხოვრებლად ძირითადად, გამოიყენება მეორე სართული, სადაც ორი ოთახი და სამზარეულოა. პირველ სართულზე მთლიანად მარანი და სათავსოებია განლაგებული. სველი წერტილები ჯერჯერობით მოუწესრიგებელია. სახლში ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია...“ აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ამჟამადაც ცხოვრობს თა---- მი-----–---–ი, თავის მეუღლესთან ვი----–ი ხა-----–---–თან და თავის უმცროს შვილთან- ლ----- ლი--------სთან ერთად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა განმარტებები;

-სოციალური მუშაკის N 5532 დასკვნა (19.11.2018 წ);

 

3.1.8. ლ----- ლი-------- „ირიცხება და დადის გუ---------------------------–--------ს საბავშვო ბაღში, აქვს სეზონური სამოსი, ადექვატური კვება, სათამაშოები, გარეგნულად და ჰიგიენურად მოწესრიგებულია, აშკარაა, რომ ოჯახის წევრებისგან არ აკლია ყურადღება“.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-სოციალური მუშაკის 04-10-04/2710 დასკვნა (19.11.2018 წ);

 

3.1.9.“ ვი----–ი ხა-----–---–ი სოფელში სარგებლობს კარგი ავტორიტეტით, მისი ოჯახი ცნობილია, როგორც შრომისმოყვარე, მოწესრიგებული და კეთილსაიმედო. იგი კერძო საქმიანობით არის დაკავებული, მსუბუქი ავტომობილით ემსახურება მგზავრების გადაყვანას, პარალელურად მოყავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გაყიდვის მიზნით. კერძო საქმიანობიდან აქვს შემოსავალი თვეში-800 ლარი, ხოლო პროდუქციის რეალიზაციიდან-წელიწადში 3000 ლარი. ოჯახს ბანკში არ აქვს ვალი. კანონიერ ქორწინებაში იმყოფება თა---- ხა-----–---–თან, რაც მათი მყარი ოჯახური ცხოვრების გარანტიას იძლევა. გუ---------------------------–-------ში მცხოვრები თა---- ხა-----–---–ის (დაბადებული-17.---1--- წ.პ/ნ 02---------) ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები, სოციალურ-ეკონომიკური გარემო, ბიოლოგიური დედის მზრუნველობა, ვი----–ი ხა-----–---–ის კეთილგანწყობა ბავშვების მიმართ კეთილსაიმედო გარემოს ქმნის ლ----- და ლ-–- ლი------იების სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისათვის“

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-სოციალური მუშაკის 5532 დასკვნა (19.11.2018 წ);

 

3.1.10. რუ--–-- ლი--------სა და თა---- მი-----–---–ის (ხა-----–---–ი) უფროსი შვილი ლ-–- ლი-------- ცხოვრობს თა---- მი-----–---–ის მშობლებთან, ვა-–------ და ქე------ მი-----–---–ებთან ერთად, ერთად აბ-–--------------------–--------ში და დადის სოფელ ტ-----ის საჯარო სკოლაში. საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია, ოჯახი არ იღებს სოციალურ დახმარებას. ვა-–------ მი-----–---–ს აქვს ტრაქტორი, ასევე ბაზარში ეწევა პროდუქტების რეალიზაციას და ჯამში ოჯახს გააჩნია თვეში დაახლოებით 700 ლარის შემოსავალი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-სოციალური მუშაკის N04-09-02/662 დასკვნა (23.04.2018 წ);

-საჯარო სკოლის დირექტორის ცნობა (05.12.2018 წ);

 

3.1.11. სოციალური მუშაკის 5532 დასკვნის (19.11.2018 წ) მიხედვით, სოციალური მუშაკის ვიზიტის დროს გუ---------------------------–-------ში იმყოფებოდა თა---- მი-----–---–ის ორივე შვილი, ლ-–- და ლ----- ლი------იები, იმავე დასკვნით, ბავშვების ფიზიკური, კოგნიტური, ემოციური და სოციალური განვითარება ასაკის შესაბამისია. ადვილად შემოდიან კონტაქტში, წყენასა და სიხარულზე ადვილად რეაგირებენ. ორივემ გამოთქვა დედასთან ცხოვრების სურვილი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-სოციალური მუშაკის 5532 დასკვნა (19.11.2018 წ);

 

3.1.12.საქმის მასალებით დადგენილია, რომ თა---- ხა-----–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს და იმის გამო, რომ სურს ლ-–- ლი--------ს გადაყვანა გუ-------ის სკოლაში, რაზეც ბავშვის მამა წინააღმდეგია, ითხოვა ლ-–- ლი--------ს მობილობის წესით გუ---------------------------–--------ს საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესახებ დახმარება.

 

აღნიშნულზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის)უფროსის ფუნქციათა მოვალეობის შემსრულებლის ლ---- ჩი-----ის მიერ ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ ორივე მშობლის თანხმობის ან მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, შეუძლებელი იყო ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-თა---- ხა-----–---–ის განცხადება (26.10.2018 წ);

-საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის)უფროსის ფუნქციათა მ/შ ლ---- ჩი-----ის MES 8 18 01468623 წერილი (15.11.2018 წ);

 

3.1.13.სასამართლო სხდომაზე მოწვეულ იქნა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგი ლ--–- ნა--–--ე, რომელიც სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გაესაუბრა როგორც ბავშვებს, ისე მშობლებს. გასაუბრების შემდეგ ფსიქოლოგმა სასამართლოს გაუწია რეკომენდაცია -რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით მიზანშეწონილი იყო უფროსი შვილის ლ-–- ლი--------ს აღსაზრდელად მამისათვის, ხოლო ლ----- ლი--------ს დედისათვის მიკუთვნება, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ლ-–- ლი-------- არ იზრდებოდა დედასთან, მას ფაქტიურად დედის მშობლები-ბებია და ბაბუა ზრდიდა. ფსიქოლოგის რეკომენდაციით, ლ-–- ლი--------ს საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს მამის-რუ--–-- ლი--------ს საცხოვრებელი ადგილი, ხოლო ლ----- ლი--------ს საცხოვრებელ ადგილად-დედის, თა---- ხა-----–---–ის საცხოვრებელი ადგილი. (სხდომის ოქმი,02.11.2018 წ);

 

3.1.14.სასამართლოს დავალების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ არასრულწლოვანი ბავშვების ლ-–- და ლ----- ლი------იების, ასევე მათი მშობლების თა---- ხა-----–---–ისა და რუ--–-- ლი--------ს ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოკვლევის მიზნით, 2019 წლის 5 აპრილს მომზადდა N04-09/3529 ფსიქოლოგიური დასკვნა. დასკვნის მიხედვით, გამოსაკვლევ პირებთან ფსიქოლოგის ვიზიტი განხორციელდა ორჯერ 2019 წლის 19 მარტს და 2019 წლის პირველ აპრილს. ფსიქოლოგმა განახორციელა როგორც დედისა და შვილების, ასევე, მამისა და შვილების ურთიერთობის დაკვირვება. დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ: „არასრულწლოვნებს ორივე მშობლის მიმართ აკავშირებს დადებითი დამოკიდებულება, თუმცა მეტად მიჯაჭვულები არიან დედაზე. ბიჭებისთვის ავტორიტეტია დედა და მხოლოდ დედა განაპირობებს თავისუფლად შეძლებენ თუ არა ურთიერთობას და წასვლას მამასთან, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მხოლოდ დედაზეა დამოკიდებული დადებითი განწყობა მამისადმი. არავითარ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი დედმამისშვილების განცალკევება ერთმანეთისაგან, ვინაიდან შესაძლოა მათ შორის გაუცხოვების მიზეზი გახდეს. აუცილებელია ბავშვებს თანაბარი ურთიერთობა ქონდეთ მშობლებთან“

 

იმავე დასკვნის მიხედვით, ფსიქოლოგის მიერ გაიცა რეკომენდაცია:„ოჯახური კონფლიქტები უარყოფითად აისახება ბავშვის ჯანსაღ ფსიქოლოგიურ განვითარებაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია მშობლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ურთიერთობების კუთხით, საერთო მიზნების დაგეგმვა და განხორციელება შვილის აღზრდასა და განვითარებაში; ბავშვების შფოთვის ძირითადი მიზეზია მშობლების დაშორება, რეკომენდირებულია მშობლების ჯანსაღი ურთიერთობა შვილებთან და ცივილური ურთიერთობის ჩამოყალიბება ერთმანეთთან, რაც შვილების მომავალ კეთილდღეობას ეხება. აუცილებელია ორივე მშობლის აქტიური ჩართულობა შვილების აღზრდა-განათლების კუთხით“.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის N04-09/3529 დასკვნა (05.05.2019 წ);

 

3.1.15. სენაკის რაიონული სასამართლოს 08.---2018 წ განჩინებებით, რუ--–-- ლი--------ს უარი ეთქვა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ლ-–- და ლ----- ლი------იების მამისათვის რუ--–-- ლი--------სათვის აღსაზრდელად გადაცემის შესახებ, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-სენაკის რაიონული სასამართლოს განჩინება (08.---2018 წ);

 

3.1.16.სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნენ ლ-–- და ლ----- ლი------იები, რომელთაგან ლ----- ლი--------მ არ მიიკარა მამა და არ ისურვა მის გვერდით დაჯდომა, ხოლო ლ-–- ლი--------მ აღნიშნა, რომ უყვარს მამა, თუმცა არ უნდა მასთან ცხოვრება, აღნიშნა, რომ: „დედა სული და გულია“. (სხდომის ოქმი, 0--05.2019 წ);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიერ უდავოდ და დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1201-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები; ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მშობლებს უფლება აქვთ განსაზღვრონ, თუ ვისთან ან სად უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი.

 

მშობლების უფლება - განსაზღვრონ შვილების საცხოვრებელი ადგილი - დადგენილია ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც მიუთითებს, რომ არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

 

სასამართლო მიუთითებს ”ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე, რომლის თანახმად, ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება. სწორედ აღნიშნული ღირებულებების შეფასებით და ბავშვის ინტერესების შესაბამისად სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მშობლებისათვის შვილის აღსაზრდელად გადაცემის საკითხი.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას სრულად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი.

 

მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები მკაფიოდ ასახავს ბავშვებთან ურთიერთობისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს. მშობლებს შორის არსებული დავის შემთხვევაში შვილების მიმართ მშობლის უფლებამოსილების განხორციელებისას კანონი არ ადგენს რაიმე უპირატესობას დედის ან მამის სასარგებლოდ. დავის გადაწყვეტისას სასამართლო პრიორიტეტს ანიჭებს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი გულისხმობს ბავშვის სწორად აღზრდას და საზოგადოების ღირსეულ წევრად ფორმირებას. ბავშვთან მიმართებაში ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, მით უფრო მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობა, დამოკიდებულება მშობლებისადმი და ის სოციალური და საყოფაცხოვრებო გარემო, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა, ბავშვის ცხოვრების წესი და ამ გარემოებათა გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ გამოიკვლია რა მოცემული საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ ბავშვების საცხოვრებელი ადგილის შეცვლის საფუძველი არ არსებობს. კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე დაყრდნობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცებაც მათი მოვალეობაა.

 

მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნას ამყარებდა იმ გარემოებებზე, რომ მოპასუხე თა---- მი-----–---–ი არის ამორალური პიროვნება და იგი თავისი საქციელით ცუდ ზეგავლენას მოახდენდა მოზარდებზე, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოდგენილა და ასეთი, არც საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში შეფასებით დადგენილა. მოსარჩელე მხარის მითითება იმის შესახებ, რომ თა---- მი-----–---–ი ვერ უზრუნველყოფს მშობლის (დედის) მოვალეობის ღირსეულად შესრულებას, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, ხოლო ის გარემოება რომ მოსარჩელე ხელმეორედ დაქორწინდა, არ მიუთითებს მისი მხრიდან მშობლის ფუნქციის შეუსრულებლობაზე ან არაჯეროვნად შესრულებაზე. გარდა მოსარჩელე მხარის განმარტებისა, საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა თა---- მი-----–---–ის მიერ მშობლის მოვალეობის არასათანადოდ შესრულების ფაქტს, ხოლო მარტო მხარის განმარტება, თუ ის არ დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით, ვერ მიიჩნევა უტყუარად და ვერ დაედება საფუძვლად სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხის უარყოფით მორალურ მხარეზე სასამართლო სხდომაზე უთითებდა მხოლოდ მოსარჩელის წარმომადგენელი, ხოლო თავად მოსარჩელეს, რუ--–-- ლი--------ს სასამართლო სხდომაზე ასეთი არ განუცხადებია, ამასთან, მოსამართლის შეკითხვაზე დაადასტურა, რომ თა---- მი-----–---–ი არის მზრუნველი დედა და ამ მხრივ, მასთან პრეტენზია არ გააჩნია (იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მშობლისათვის შვილის აღსაზრდელად გადაცემის საკითხის გადაწყვეტისას რომელიმე მშობელს შეიძლება მიენიჭოს უპირატესობა იმ შემთხვევაში, თუკი მას უკეთესად შეუძლია შვილის სრულფასოვან მოქალაქედ აღზრდა და მშობლის მოვალეობების შესრულება, ვიდრე მეორეს, ან ამ თვალსაზრისით დედისა და მამის შესაძლებლობები მეტ-ნაკლებად თანაბარია. გადამწყვეტი ამ შემთხვევაში არის მხოლოდ ის გარემოება, რომ, თუკი ვერ ხერხდება ბავშვის აღზრდაში ორივე მშობლის თანაბარი მონაწილეობა, ბავშვი გადაეცეს იმ მშობელს, რომელთანაც ბავშვი უკეთ გრძნობს თავს და რომელიც მზადაა მშობლის ფუნქციის შესასრულებლად.

 

მიუხედავად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სასამართლოს მცდელობისა, ვერ მოხერხდა მშობლებს შორის შეთანხმების მიღწევა ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის N04-09/3529 დასკვნის (05.05.2019წ) მიხედვით, არასრულწლოვნებს „ორივე მშობლის მიმართ აკავშირებთ დადებითი დამოკიდებულება, თუმცა მეტად მიჯაჭვულები არიან დედაზე. ბიჭებისთვის ავტორიტეტია დედა...“. ბავშვების დედისადმი მიჯაჭვულობის ფაქტი დადგინდა 2019 წლის 2 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზეც, როცა ბავშვებმა არ ისურვეს მამასთან ურთიერთობა და მის გვერდით დაჯდომა.

 

იმ ვითარებაში, როცა ბავშვების მიჯაჭვულობა დედასთან გამოკვეთილია, ბავშვები დედასთან უკეთ გრძნობენ თავს, ამასთან, დედის მხრიდან არ იკვეთება დედის მოვალეობის არასათანადოდ შესრულების ფაქტი და იგი მზადაა მშობლის ფუნქციის შესასრულებლად, ასეთ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ დედისგან ბავშვების განცალკევება და მათი სურვილის გაუთვალისწინებლობა, უარყოფითად აისახება მათ ფსიქიკაზე.

 

მოსარჩელე თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, ბავშვები უკვე განცალკევებული არიან, ვინაიდან ლ-–- ლი-------- ცხოვრობს თა---- მი-----–---–ის მშობლებთან, ვა-–------ და ქე------ მი-----–---–ებთან ერთად, აბ-–--------------------–--------ში, ხოლო ლ----- ლი---------დედასთან, გუ---------------------------–-------ში.

 

მართალია, ამ ეტაპზე, ბავშვები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, თუმცა მოპასუხის პოზიციიდან და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი დროებითია და გამოწვეულია ობიექტური აუცილებლობით. კერძოდ, დადგენილია, რომ თა---- მი-----–---–ი თავის მეუღლესთან ვი----–ი ხა-----–---–თან და თავის შვილებთან ერთად ცხოვრობდა თავის მშობლების სახლში, აბ-–--------------------–--------ში, ვინაიდან ლ-–- ლი-------- იყო სასკოლო ასაკის, იგი შეიყვანა აბ-–--------------------–--------ის საჯარო სკოლის პირველ კლასში. გუ---------------------------–-------ში საცხოვრებელი სახლის შეძენის შემდეგ იგი ამ სოფელში საცხოვრებლად გადავიდა თავის მეუღლესთან და უმცროს შვილთან-ლ----- ლი--------სთან ერთად, ხოლო ლ-–- ლი--------ს წაყვანა ვერ შეძლო, მოსარჩელის წინააღმდეგობის, კერძოდ იმის გამო, რომ რუ--–-- ლი--------, როგორც ბავშვის წარმომადგენელი, არ დაეთანხმა თა---- მი-----–---–ს ლ-–- ლი--------ს სხვა სკოლაში გადაყვანაზე.

 

იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ რუ--–-- ლი--------მ არ მისცა თანხმობა არასრულწლოვანი შვილის ლ-–- ლი--------ს გუ---------------------------–--------ს საჯარო სკოლაში შეყვანაზე, მოპასუხემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც თა---- მი-----–---–ი თხოვნით მიმართავს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს და იმის გამო, რომ სურს ლ-–- ლი--------ს გადაყვანა გუ-------ის სკოლაში, რაზეც ბავშვის მამა წინააღმდეგია, ითხოვს ლ-–- ლი--------ს მობილობის წესით გუ---------------------------–--------ს საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესახებ დახმარებას. ასევე წარმოდგენილია მტკიცებულება-საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსის ფუნქციათა მოვალეობის შემსრულებლის ლ---- ჩი-----ის MES 8 18 01468623 წერილი (15.11.2018 წ), რომლის მიხედვით, თა---- მი-----–---–ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ორივე მშობლის თანხმობის ან მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, შეუძლებელი იყო ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანა.

 

ის გარემოება, რომ მიუხედავად ობიექტური რეალობისა, დედა ცდილობს ბავშვების ერთმანეთთან და მისი ორივე ბავშვთან მუდმივად კავშირის შენაჩურნებას, დასტურდება სოციალური მუშაკის 5532 დასკვნითაც (19.11.2018 წ),რომლის მიხედვით, სოციალური მუშაკის ვიზიტის დროს გუ---------------------------–-------ში იმყოფებოდა თა---- მი-----–---–ის ორივე შვილი, ლ-–- და ლ----- ლი------იები, იმავე დასკვნით, „ბავშვების ფიზიკური, კოგნიტური, ემოციური და სოციალური განვითარება ასაკის შესაბამისია. ადვილად შემოდიან კონტაქტში, წყენასა და სიხარულზე ადვილად რეაგირებენ. ორივემ გამოთქვა დედასთან ცხოვრების სურვილი“.

 

ამ მტკიცებულებების საწინააღმდეგო, სარწმუნო არგუმენტაცია, სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობის და მათ შორის შეთანხმების მიუღწევლობის გამო, დადგა ობიექტური რეალობა - რომ ლ-–- ლი-------- იზრდება ბებია-ბაბუასთან, რაც ცხადია, ნეგატიური ფაქტორია, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი გამოწვეულია გარდაუვალი აუცილებლობით და ამ ეტაპზე მისი შეცვლა და ლ-–- ლი--------ს საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა გამოიწვევს ბავშვების ერთმანეთისგან კიდევ უფრო მეტად, როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად დაშორებას. ამგვარივე რეკომენდაციას იძლევა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის N04-09/3529 ფსიქოლოგიური დასკვნაც (05.05.2019წ), რომლის მიხედვით, „არავითარ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი დედმამისშვილების განცალკევება ერთმანეთისაგან, ვინაიდან შესაძლოა მათ შორის გაუცხოვების მიზეზი გახდეს...“

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლებსა და ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვებს შორის კავშირი, კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პარაგრაფის ფარგლებში წარმოადგენს ოჯახურ ცხოვრებას. მსგავსი ბუნებრივი ოჯახური ურთიერთობები არ წყდება იმ საფუძვლით, რომ მშობლები დაშორდნენ ან განქორწინდნენ. ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, მოიცავს პოზიტიურ ვალდებულებას - ბავშვები არ დაშორდნენ ერთმანეთს მიუხედავად მშობლების ან სხვა პირების ახირებისა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლის და ბავშვის ინტერესებს შორის ბალანსის განსაზღვრის დროს ერთადერთ გადამწყვეტ კრიტერიუმს წარმოადგენს ამ უკანასკნელის ინტერესები. ამ საკითხის გადაწყვეტის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას კი, სხვა წინაპირობებთან ერთად, წარმოადგენს აღნიშნული რეალობის დანახვა იმ რეალობისათვის ანგარიშგაწევით, რომელიც არსებობს ბავშვისათვის, რომელსაც ამ საკითხზე გააჩნია საკუთარი მოსაზრების გამოთქმის უფლება, აღნიშნული რეალობისა და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით საბოლოოდ მისი არსებობის, განვითარების, დაცვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის პრიორიტეტების განსაზღვრა (იხ. ასევე პრაქტიკა ას-211-204-2012 19.07.2012 წ.).

შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია ბავშვის სურვილი- თუ სად და ვისთან იცხოვროს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშობელთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას (Sahin v. Germanu / GC/, no.30943/96,&73,ECHR 2003/VIII).

 

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნებით, ფსიქოლოგის დაკითხვით, ასევე სასამართლო სხდომაზე ბავშვების გამოკითხვით, დადგინდა, რომ ბავშვებს არ სურთ მამასთან ცხოვრება. მართალია, სასამართლო სხდომაზე დაკითხული ფსიქოლოგის ლ--–- ნა--–--ის დასკვნით, ბავშვების მიერ მამის უარყოფა, ანუ ის, რომ მათ არ უნდათ მამასთან ცხოვრება, არის დედის მხრიდან ზეგავლენის მოხდენის შედეგი, განაწყენებული მეუღლის (ყოფილი) ანგარიშსწორება მეორე მეუღლის მიმართ, რის გამოც სასამართლოს გაუწია რეკომენდაცია ბავშვების განცალკევების შესახებ, თუმცა სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მეორე ნაწილით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ამ ეტაპზე, ბავშვებს არ სურთ მამასთან ცხოვრება, მათი სურვილის გაუთვალისწინებლად საკითხის გადაწყვეტა, თავისი სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, სასამართლოს მოსაზრებით, უარყოფითად აისახება მათ ფსიქიკაზე. ამ შემთხვევაში, ლ----- ლი--------სთან მიმართებით, რომელიც ცხოვრობს და იზრდება დედასთან, საკითხი შედარებით, მარტივად გადასაწყვეტია, ვინაიდან იგი მისივე სურვილის შესაბამისად, გააგრძელებს ცხოვრებას დედასთან ჩვეულ გარემოში, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს. რაც შეეხება ლ-–- ლი--------ს, რომელიც ფაქტობრივად იზრდება ბებია-ბაბუასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი სურვილის ანგარიშგაუწევლობა და აღსაზრდელად მამისათვის გადაცემა, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ იგი უკვე 7 წლისაა და გადასაწყვეტი საკითხისადმი მისი დამოკიდებულებაც ერთმნიშვნელოვნად კატეგორიულია, სასამართლოს მოსაზრებით, დაუშვებელი და ზიანის მომტანია ბავშვის ფსიქიკისათვის.

 

რაც შეეხება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ლ-–- ლი--------, თუნდაც დროებით, მაგრამ მაინც, აღსაზრდელად რჩება არა დედისა და მამის, არამედ ბებიისა და ბაბუის ფაქტობრივი მზრუნველობის ქვეშ, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ბებიისა და ბაბუის, როგორც აღმზრდელების როლის დაკნინება, იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ ბავშვი იზრდება უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში და მისი მოვლისა და მეთვალყურეობის მხრივ, რაიმე დარღვევას ადგილი აქვს. ამასთან, კანონი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვი დაშორდეს მშობელს და ზოგ შემთხვევაში ოჯახის სხვა წევრთან ან უფლებამოსილ პირთან განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ასეთი დაშორება მხოლოდ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული, ვინაიდან ბავშვისა და მშობლის დაშორება, ამ აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, უარყოფით გავლენას ახდენს მშობლის გარემოცვას მოწყვეტილი ბავშვის ფსიქიკაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ლ-–- ლი--------ს ამ ეტაპზე არ სურს მამასთან ცხოვრება, ხოლო იმყოფება უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში, სათანადო მეთვალყურეობის ქვეშ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მისივე სურვილის საწინააღმდეგოდ, უარყოფით გავლენას მოახდენს ბავშვის ფსიქიკაზე, რის გამოც, ლ-–- ლი--------ს საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, სასამართლო, ამ ეტაპზე, მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

 

ყველა მითითებული გარემოების მხედველობაში მიღებით, ლ-–- და ლ----- ლი------იების ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლო, ამ ეტაპზე შეუძლებლად მიიჩნევს ბავშვების საცხოვრებელი ადგილის შეცვლას. საკითხის ამგვარად გადაწყვეტა არანაირად არ ნიშნავს მეორე მშობლის უფლების შეზღუდვას - სისტემატური ურთიერთობა ჰქონდეს ბავშვებთან. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ გარემოებების შეცვლის შემთხვევაში დაინტერესებულმა მხარემ კანონით გათვალისწინებული წესით შეიძლება დააყენოს საკითხი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მეუღლეებს შორის არსებული კონფლიქტი, უარყოფითად აისახება, პირველ რიგში მოზარდებზე და მშობლებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მშობლებს შორის კონფლიქტით არ შეილახოს მოზარდების ინტერესები, ბავშვებმა უნდა იცხოვრონ არა მათ შორის არსებული დაძაბულობის თანხლებით, არამედ ლაღად და თავისუფლად, რომ ჩამოყალიბდნენ საზოგადოების ღირსეულ წევრებად.

 

ლ-–- და ლ----- ლი------იების დამოკიდებულება მამისადმი, რაც მათ გააჩნიათ დღეის მდგომარეობით, აუცილებლად უნდა შეიცვალოს როგორც უშუალოდ მშობლების, ისე, საამისოდ უფლებამოსილი პირების, ძალისხმევის შედეგად. მამის მიმართ ბავშვების განწყობისა და დამოკიდებულების გაჯანსაღებაზე ზრუნვა ერთნაირად ევალებათ ოჯახის თითოეულ წევრს, დედას, მამას, ბებია-ბაბუას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბავშვების წინაშე და ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ბავშვების ურთიერთობა ორივე მშობელთან.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია მამასა და შვილებს შორის დამოკიდებულების აღდგენა, მამის ჩართულობა მათ ცხოვრებაში, რის მისაღწევადაც მამამ მუდმივად უნდა იურთიერთოს ბავშვებთან, რის შემდეგაც, სასამართლოს მოსაზრებით, შესაძლებელია დაისვას საკითხი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე, იმ ვითარების გათვალისწინებით, თუ მათ არ შეექმნებათ ჩვეული გარემოს დეფიციტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. მშობლები, ასევე, სხვა, პირები, რომლებიც ფაქტობრივ მზრუნველობას იჩენენ ბავშვის მიმართ, ამ შემთხვევაში ბებია და ბაბუა, ვალდებულნი არიან საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა ბავშვების მამასთან დამოკიდებულების ჩამოყალიბება-აღდგენისათვის.

 

ამ თვალსაზრისით, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს როლზე და აღნიშნავს, რომ განსახილველი კატეგორიის საქმეებზე მშობლის უფლება, იყოს წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლო განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს (სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის მე-2 ნაწილი). მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს საკანონმდებლო აღიარების სწორი ანალიზი ამ ორგანოს მხრიდან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მას ეკისრება ვალდებულება, აქტიური მონაწილეობით ხელი შეუწყოს სასამართლოს იმის დადგენაში, თუ რა წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამ პროცესში წარმომადგენლობა პასიური ქმედებებით არ შემოიფარგლება და არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ჩასატარებელი სამუშაოს ფორმალურ შესრულებაზე. მან ეფექტური გზით უნდა გასწიოს სათანადო მუშაობა დასახული მიზნის მიღწევისთვის. ამ მხრივ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სე----სა და გუ-------ის სამსახურები, როგორც ბავშვის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან ბავშვებთან და მათი ოჯახის წევრებთან მუდმივად მუშაობით მონიტორინგი გაუწიონ მამა-შვილს შორის ურთიერთობის აღდგენა-გაღრმავებას.

 

ამდენად, ყველა საამისოდ უფლებამოსილი პირების ერთიანი ძალისხმევის შედეგად დაცული უნდა იქნეს ბავშვების საუკეთესო ინტერესები, რაც სასამართლოს მოსაზრებით, უზრუნველყოფილ იქნება დავის იმგვარად გადაწყვეტით, რომ ამ ეტაპზე არ შეიცვალოს ბავშვების საცხოვრებელი ადგილი და რუ--–-- ლი--------ს განესაზღვროს თავისი არასრულწლოვანი შვილების ლ-–- ლი--------სა და ლ----- ლი--------ს ნახვის უფლება შეუზღუდავად, ამასთან, თავის საცხოვრებელ სახლში წაყვანის უფლება უქმე (სადღესასწაულო) და დასვენების (მათ შორის-არდადეგების) დღეებში.

 

7. საპროცესო ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ხოლო ვინაიდან მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსს კოდექსის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.არ დაკმაყოფილდეს რუ--–-- ლი--------ს (პ/ნ 62---------) სარჩელი მოპასუხის თა---- ხა-----–---–ის (მი-----–---–ი) (პ/ნ 02---------) მიმართ არასრულწლოვანი შვილების ლ-–- ლი--------სა (პ/ნ 60---------, დაბადების თარიღი-0--0--2--- წ) და ლ----- ლი--------ს (პ/ნ 6----------, დაბადების თარიღი-2-.---2--- წ) საცხოვრებელ ადგილად რუ--–-- ლი--------ს საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე.

 

2.რუ--–-- ლი--------ს განესაზღვროს თავისი არასრულწლოვანი შვილების ლ-–- ლი--------სა (პ/ნ 60---------, დაბადების თარიღი-0--0--2--- წ) და ლ----- ლი--------ს (პ/ნ 6----------, დაბადების თარიღი-2-.---2--- წ) ნახვის უფლება -შეუზღუდავად, ხოლო თავის საცხოვრებელ სახლში წაყვანის უფლება უქმე (სადღესასწაულო) და დასვენების (მათ შორის-არდადეგების) დღეებში.

 

3.მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია