განაჩენი

სისხლის სამართლის 05.04.2019
საქმის ნომერი
330100118002669544
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

საქმე N1/4----18

გამოძიების N0-----------

05 აპრილი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ--------------ე, ი-----–----------ა;

დაცვის მხარე:

ბრალდებული გ---------------–---–ი (პ/ნ 0---------0), დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, მცხოვრები: თ---–------------------–--------------–------------–--------------–-------------ში,ადვოკატი - მ---–---------------ა, სო-----------–-----;

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 1-------------ს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისი, ნ-----–--------------–------------–--------------–--------------–------ის ეზოში, გ---------------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამიდას - ლა-–---------–---–ს შეაფურთხა და ხელი დაარტყა მხარში, რის შემდგომაც ისინი გავიდნენ ქუჩაში, სადაც გ---------------–---–მა ლა-–---------–---–ს ჩაარტყა ხელი თავის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად ლა-–---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებულმა ლა-–---------–---–მა, ბრალდებულ გ---------------–---–ის მამიდამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მისი ძმისშვილის დაკავებამდე, ერთად ცხოვრობდნენ და ხშირად ჰქონიათ უსიამოვნება სხვადასხვა მიზეზით, გ-------ს მისი ხან ქცევა არ მოსწონდა და ხან - სიტყვა, რის გამოც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ასე იყო შემთხვევის დღესაც, 2018 წლის 1-------------ს. ერთმანეთთან შეკამათება მოუვიდათ. გ-------მ შეაფურთხა და მხარზე ხელი დაარტყა. როცა მას გაერიდა და გარეთ გავიდა, გ------- გაჰყვა და თავში ჩაარტყა ხელი. დარტყმამ წონასწორობა დააკარგვინა და იქვე მდგარი მანქანა რომ არა, დაეცემოდა კიდეც. დარტყმებმა ტკივილი მიაყენა, გამწარდა და საპატრულო პოლიცია გამოიძახა. დაზარალებულმა ლ--–---------–---–მა დაკითხვისას აღნიშნა, რომ ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვს და პატიმრობიდან მის გათავისუფლებას და მასზე კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას ითხოვს.

მოწმე მა-----------–---–მა, დაზარალებულისა და ბრალდებულის ნათესავმა და მეზობელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 1-------------ს, საღამოს, ქუჩაში მეზობლებს ესაუბრებოდა, რა დროსაც შენიშნა, რომ ლა-–---------–---–ი და გ---------------–---–ი, სახლის კარებში შეეჩეხნენ ერთმანეთს და რაღაცაზე შელაპარაკდნენ. ლა-–---------–---–ი ეზოში გამოვიდა, გ---------------–---–ი კი გაჰყვა მას, გაშლილი ხელი მოუქნია და სახეში დაარტყა. ამის დანახვაზე გაოგნდა და გ-------ს დაუყვირა - „რას შვრები“-ო. გ------- მაშინვე გაეცალა იქაურობას. მოწმე მა-----------–---–მა ასევე აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ინციდენტისას მასთან ერთად იმყოფებოდა მეზობელი, ირ------–-------, რომელიც დ-----–---–--ისაკენ ზურგით იდგა და, როგორც თვითონ ამბობს, მხოლოდ მისი შეყვირების შემდეგ მიტრიალდა მათკენ. მოწმე მა-----------–---–მა დაკითხვისას განმარტა, რომ გ---------------–---–ი კონფლიქტური ადამიანია და მასთან ურთიერთობას ყველა ერიდება.

მოწმე ირ------–-------მ, დაზარალებულისა და ბრალდებულის მეზობელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 1-------------ს, ქუჩაში ესაუბრებოდა მეზობლებს, რა დროსაც ჯერ გაიგონა ყვირილი - „რატომ მაფურთხებ“-ო, შემდეგ კი ერთ-ერთი მეზობლის - მა-----------–---–ის ყვირილი - „არ დაარტყა“-ო. უკან რომ მიიხედა, დაინახა, რომ ლა-–---------–---–ი იდგა მანქანასთან, მისი ძმისშვილი - გ------- კი მისგან მოშორებით იდგა. თავად ჩხუბის ხმა არ გაუგონია, მოგვიანებით მეზობლებისგან შეიტყო, რომ გ-------ს მამიდამისისთვის ხელი დაურტყამს.

ბრალდებულმა გ---------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ მის ოჯახს ლა-–---------–---–თან თანაცხოვრება უჭირს, ვინაიდან იგი უწესოდ და სამარცხვინოდ იქცევა, მეზობლებისგანაც არაერთხელ მოუსმენია მის გამო საყვედური. ერთმანეთთან ხშირად უკამათიათ, მაგრამ ხელი მისთვის არასოდეს დაურტყამს. აღნიშნულს მამიდა აბრალებს, რადგან ბინის დაპატრონება უნდა. მა-----------–---–ი მოლაპარაკებულია მასთან და ცრუ ჩვენებას ამიტომ იძლევა. შემთხვევის დღეს ის და ლა-–---------–---–ი შეკამათდნენ, ეს უკანასკნელი ბინძური სიტყვებით ლანძღავდა და თავადაც ეპასუხებოდა, მაგრამ არც ხელი დაურტყამს და არც შეუფურთხებია მისთვის.

გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეიცავს საკმარის ფაქტებს იმაში დასარწმუნებლად, რომ გ---------------–---–მა 2018 წლის 1-------------ს მასთან ერთად მცხოვრები მამიდის, ლა-–---------–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა; აღნიშნული დადასტურებულია, როგორც დაზარალებული ლა-–---------–---–ის, ისე მოწმეთა - მა-----------–---–ისა და ირ------–-------ს ჩვენებებით. კერძოდ:

დაზარალებული ლა-–---------–---–ი პირდაპირ ამხელს ძმისშვილს, გ---------------–---–ს მის მიმართ ძალადობაში, რაც გამოიხატა ჯერ მხარში, შემდეგ კი თავში ხელის დარტყმით. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის ზემოაღნიშნული ჩვენების უტყუარობა დასტურდება შემთხვევის თვითმხილველი მოწმის - მა-----------–---–ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ ჯერ ჩხუბის ხმა გაიგონა, შემდეგ კი დაინახა როგორ დაარტყა გ---------------–---–მა ლა-–---------–---–ს გაშლილი ხელი, რამაც ძალიან აღაშფოთა და ბრალდებულს ამის გამო უყვირა კიდეც.

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ გ---------------–---–ის პოზიციას ზემოაღნიშნულ პირთა, როგორც მოწმეთა, სანდოობის შეფასებაში და თვლის, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ დადგენილა რაიმე გარემოება, რომელიც მათ გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საბაბს მისცემდა სასამართლოს. დაკითხვისას ორივე მათგანმა სინანული გამოთქვა გ---------------–---–ის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის გამო და ლა-–---------–---–მა, როგორც დაზარალებულმა, ითხოვა ბრალდებულის გათავისუფლება. შესაბამისად, გ---------------–---–ის განმარტება, რომ ქონებრივი ინტერესის გამო, მამიდა დაინტერესებულია მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისგების დაკისრებით და ამაში მას ნათესავი, მა-----------–---–ი ეხმარება, - საფუძველს მოკლებულია. გარდა ამისა, ლა-–---------–---–ის და მა-----------–---–ის თანმიმდევრული და თანმხვედრი ჩვენებების უტყუარობა დადასტურდა ბრალდებულის მიერ სანდოდ მიჩნეული მოწმის - ირ------–-------ს ჩვენებითაც, რომელმაც დაკითხვისას აღნიშნა, რომ კონფლიქტის მონაწილე პირების მიმართ ზურგით მდგომს მათ შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი არ დაუნახავს, მხოლოდ დაზარალებულის ყვირილი - „ნუ მაფურთხებ“-ო გაიგონა, რასაც მა-----------–---–ის ყვირილი - „არ დაარტყა“-ო, მოჰყვა.

ზემოაღნიშნული, ურთიერთთავსებადი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 2018 წლის 1-------------ს ბრალდებულ გ---------------–---–ის მიერ მასთან ერთად მცხოვრები მამიდის - ლა-–---------–---–ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა სრულად. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას იხელმძღვანელა კანონმდებლის მიერ დაწესებული, მაღალი, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სამართლებრივი სტანდარტით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მოითხოვს არა მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ, - დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, ნებისმიერი გონიერი და ობიექტური ადამიანი დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, ოჯახში ძალადობა, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ტიპური გამოვლინება, სისხლის სამართლის კოდექსით ცალკეა ფორმირებული, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს სისხლისსამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობაზე, როგორც დღესდღეობით სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მდგარ ურთულეს სოციალურ და სამართლებრივ პრობლემაზე.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, აგრეთვე - პატივი და ღირსება.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი - მსხვერპლის ოჯახის წევრი, მიღწეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ძალადობაში (ქმედება), მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებასა (შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის შემადგენლობით მოცული „ძალადობა“ უნდა განიმარტოს ისე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილშია განმარტებული და იგი ორ ხერხს - ცემასა და სხვაგვარ ძალადობას მოიცავს. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „ცემა“ წარმოადგენს დაზარალებულის სხეულზე რამდენიმე დარტყმას, ხოლო „სხვაგვარი ძალადობა“ - ერთჯერად ძალმომრეობით აქტს.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ გ---------------–---–მა მასთან ერთად მცხოვრებ მამიდას - ლა-–---------–---–ს 2018 წლის 1-------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ხელი დაარტყა მხარსა და თავში, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული გ---------------–---–ის ქმედებაში აშკარად იკვეთება სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ გ---------------–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ---------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე, კერძოდ, გადაწყვეტილებაში საქმეზე ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს - ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად, ამ ფენომენის შედეგად ხშირად პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზარალდებიან ბავშვებიც.

სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, პროკურორებს მოუწოდებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად, იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და სამართალწარმოების მიმდინარეობისას გადადგმულ იქნეს კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად.

ამდენად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახის განსაზღვრისას, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების პირობებში, სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა საქართველოს სსკ 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, ბრალდებული გ---------------–---–ის ნასამართლობა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკა (დამახასიათებელია განმეორებითობის ტენდენცია), მხარეებს შორის არსებული უთანხმოების ფაქტი, - რაც თავისთავად ზრდის დანაშაულის რეციდივის რისკებს, - მივიდა დასკვნამდე, რომ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას; ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ---------------–---–ს უნდა განესაზღვროს მკაცრი სასჯელი, რადგან ლმობიერი სასჯელი ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის გაცნობიერებას და მომავალში ახალი ძალადობრივი ფაქტების პრევენციას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ გ----------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2--------–-- განაჩენით გ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით. პრობაციის ბიუროს 2018 წლის 3-------------ს წერილის თანახმად, მსჯავრდებულ გ---------------–---–ს გამოსაცდელი ვადა უსრულდება 2020 წლის 2--------–-- ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დაასრულა 2018 წლის 2-------ს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გ---------------–---–ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას შესაბამისად, კერძოდ დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---------------–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმად თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გ----------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2--------–-- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს გ----------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2--------–-- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

მსჯავრდებულ გ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 14 სექტემბრიდან.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: დალი მეტრეველი