გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.05.2019
საქმის ნომერი
330210019002895614
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/5232 - 19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე ნ-----------------

წარმომადგენელი ნ-----------------

მოპასუხე შ---------------------

წარმომადგენელი გ--------–-------------

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე შ----------–----–---–--ათვის არასრულწლოვანი შვილის ნ---------------–----–---–-- (დაბადებული 2--- წლის 2----------) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 15 მარტიდან) ყოველთვიურად 600 (ექვსასი) ლარის დაკისრება.

ნ----------------- და შ--------------------- 2006 წლის 3--------–----- იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 2---------- შეეძინათ შვილი ნ---------------–----–---–ი. მხარეთა შორის ერთი წელია ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. არასრულწლოვანი ნ---------------–----–---–ი ცხოვრობს დედასთან, ნ----------------თან. მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, მოპასუხე შ----------–----–---–-- მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. მოპასუხე არ ზრუნავს თავის შვილზე და არ ეხმარება მოსარჩელეს მის აღზრდაში. არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის საჭირო თანხის გაღება უხდება მოსარჩელე მხარეს დამოუკიდებლად. ნ---------------–----–---–ი დადის სსიპ თბილისის 9--- საჯარო სკოლაში. არასრულწლოვანის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შესაქმნელად საჭიროა თვეში 400 (ოთხასი) ლარი. არასრულწლოვანი სამი წელია დადის რაგბზე და მხოლოდ მოსარჩელე მხარეს უჭირს მატერიალური მხარდაჭერა. ნ---------------–----–---–ს განსაკუთრებული დაინტერესება აქვს სპორტის აღნიშნული სახეობის მიმართ და სურს, გააგრძელოს აქტიური სპორტული ცხოვრება, რასაც სჭირდება მშობლების მხრიდან ფინანსური უზრუნველყოფა. გარდა ამისა, არასრულწლოვანი გამოთქვამს სურვილს, იაროს ცურვის წრეზეც, რასაც ამ ეტაპზე მოსარჩელე მხარე მატერიალური თვალსაზრისით ვერ ახერხებს. მოპასუხე ვალდებულია მო--წილეობდეს და სტაბილური მატერიალურ დახმარებას უწევდეს არასრულწლოვან შვილს. შ--------------------- დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით;

(სარჩელი, 2019 წლის 06 მაისის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ეთანხმება სარჩელს ნ---------------–----–---–-- (დაბადებული 2--- წლის 2----------) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

მოპასუხე შ--------------------- არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მო--წილეობა არასრულწლოვანი შვილის რჩენასა და აღზრდაში. მოპასუხემ საცხოვრებელი ბინა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მოსარჩელეს და დღეის მდგომარეობით აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს მოსარჩელე არასრულწლოვანი ნ---------------–----–---–თან ერთად. მოპასუხეს აქვს საბანკო დავალიანება, ასევე, იგი ცხოვრობს ქირით, რის გამოც ვერ შესძლებს მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.

(სარჩელი, 2019 წლის 06 მაისის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ნ----------------- და მოპასუხე შ--------------------- 2006 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 06 მაისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 06 მაისის სხდომის ოქმი);

_ჯვრისწერის მოწმობა (ს.ფ. 16).

3.1.2. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ნ----------------- არასრულწლოვან ნ---------------–----–---–თან ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ჭ-----------------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 06 მაისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 06 მაისის სხდომის ოქმი).

3.1.3. ნ----------------- არ არის დასაქმებული და არ აქვს მატერიალური შემოსავალი.

სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2018 წლის 01 იანვრიდან მიმდინარე პერიოდისათვის, ნ----------------ს მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 06 მაისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 06 მაისის სხდომის ოქმი).

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 19 აპრილის მიმართვა N2---------- (ს.ფ. 58).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ნ----------------ს და შ----------–----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 2---------- შეეძინათ შვილი ნ---------------–----–---–ი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამსახურის სამსახურის მიერ 2--- წლის 28 იანვარს გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 17).

3.2.2. მოპასუხე შ--------------------- 2018 წლის 1-----–------- მუშაობს შპს ,,ფ-----------–-“ ლ----------------------------------------–----- და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 1500 ლარს.;

სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, შ----------–----–---–-- მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1042-.5 ლარს, სექტემბრის თვეში - 1500 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1500 ლარს, ნოემბრის თვეში - 1500 ლარს, დეკემბრის თვეში - 2125 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 875 ლარს, თებერვლის თვეში - 1470 ლარს და მარტის თვეში - 1500 ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს ,,ფ-------------“ მიერ 2018 წლის 1------------ გაცემული ცნობა (ს.ფ. 18);

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 25 აპრილის მიმართვა N-----------, დანართი (ს.ფ. 65-66).

3.2.3. შპს მისო ,,რ-------------–-“ სალომბარდე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ----------–----–---–-- დავალიანება შეადგენს 386.86 (სამას ოთცხმოდაექვსი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარს;

სს ,,ს---------------------“ წინაშე შ----------–----–---–-- ფინანსური ვალდებულება 2019 წლის 27 მარტის მდგომარეობით შეადგენს: N------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3586.30 (სამი ათას ხუთას ოთხმოცდაექვსი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარს და N------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 900.89 (ცხრაასი ლარი და ოთხმოცდაცხრა თეთრი) ლარს;

შ----------–----–---–ს სს ,,თ------------“ მიმართ ერიცხება დავალიანება 1002.02 (ათას ორასი ლარი ორი თეთრი) ლარის ოდენობით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს მისო ,,რ---------------“ მიერ 27.03.2019 წელს გაცემული ცნობა N-----, კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 37-39);

_სს ,,ს---------------------“ მიერ 27.03.2019 წელს გაცემული ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებების შესახებ, კრედიტის დაფარვის გრაფიკები (ს.ფ. 40-43);

_სს ,,თ------------“ მიერ 27.03.2019 წელს გაცემული დავალიანების ცნობა (ს.ფ. 44).

3.2.4. არასრულწლოვანი ნ---------------–----–---–ი სწავლობს სსიპ ქ. თბილისის 9--- საჯარო სკოლაში. ნ---------------–----–---–ი ირიცხება ს----------–---------------–--------–--- ,,ა--------“, სადაც ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 35 (ოცდათხუთმეტი) ლარს. კლუბის წევრის დამატებით ხარჯს შეადგენს ფორმის საფასური 70 (სამოცდაათი) ლარი და წელიწადში ორჯერ გასვლით ვარჯიშებზე წასვლა, რომლის ღირებულება თითოეულისათვის შეადგენს 370 (სამას სამოცდაათი) ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ს----------–---------------–--------–----- მიერ 2019 წლის 09 აპრილს გაცემული ცნობები (ს.ფ. 75-76);

მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ნ---------------–----–---–-- ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის ყოველთვიურად სჭირდება საშუალოდ 400 (ოთხასი) ლარი. აღნიშნულთან მიმართებით მოპასუხე მხარეს საწინააღმდეგო პოზიცია არ დაუფიქსირებია. მოპასუხე ადასტურებს არასრულწლოვნის სპორტულ აქტივობაში (რ---------–--------–---–-) მო--წილეობას. ამასთან, მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვან ნ---------------–----–---–ს სურს ცურვის წრეზე სიარული. საქმეში წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება მოპასუხე შ----------–----–---–-- მიერ ბოლო პერიოდში არასრულწლოვანი შვილისათვის მატერიალური მხარდაჭერის გაწევის ფაქტი. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მხარემ გადაიხადა იმ ბინის კომუნალური გადასახადი (ინტერნეტის ტელევიზიის), სადაც მოსარჩელე ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან ერთად;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე ნ----------------მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი ნ---------------–----–---–ი, რომელიც დაიბადა 2--- წლის 2---------- (3.2.1).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ----------------- და მოპასუხე შ--------------------- 2006 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ 2--- წლის 2---------- შეეძინათ შვილი ნ---------------–----–---–ი. ერთ წელზე მეტია მხარეებს შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია და ისინი ცხოვრობენ ცალცალკე. არასრულწლოვანი ნ---------------–----–---–ი ცხოვრობს მოსარჩელესთან, ნ----------------თან (3.1.1., 3.1.2., 3.2.1).

 

ნ----------------- არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2018 წლის 01 იანვრიდან მიმდინარე პერიოდისათვის, ნ----------------ს მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. მხარეთა განმარტებით, ნ----------------- და არასრულწლოვანი ნ---------------–----–---–ი ცხოვრობენ საცხოვრებელ ბინაში (მდებარე თბილისი, ჭ-----------------------------------), რომელიც მოპასუხე შ----------–----–---–მა ჩუქებით გადასცა ნ---------------–----–---–ს.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ.

 

დადგენილია მოპასუხე შ----------–----–---–-- ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა. შ--------------------- 2018 წლის 1-----–------- მუშაობს შპს ,,ფ-----------–-“ ლ----------------------------------------–----- და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 1500 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, შ----------–----–---–-- მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1042-.5 ლარს, სექტემბრის თვეში - 1500 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1500 ლარს, ნოემბრის თვეში - 1500 ლარს, დეკემბრის თვეში - 2125 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 875 ლარს, თებერვლის თვეში - 1470 ლარს და მარტის თვეში - 1500 ლარს. შესაბამისად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე მხარეს აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. ამდენად, სასამართლო სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას ერთად ქირით ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი ნ---------------–----–---–--ა, სხვა პირი არ იმყოფება.

 

მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე მოპასუხე მხარის საბანკო დავალიანებებზე. დადგენილია, რომ მოპასუხეს შპს მისო ,,რ---------------“, სს ,,ს---------------------“ და სს ,,თ------------“ მიმართ ერიცხება საკრედიტო დავალიანება (3.2.3). აღნიშნული სასესხო ვალდებულებათა ნაწილი მას აღებული აქვს ნ-----------------ს მიერ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით სარჩელის აღძვრის შემდგომ. წარმოდგენილი მასალებით არ იკვეთება მოპასუხის მიერ სესხის მიღების მიზნობრიობა. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მით უფრო, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება ბანკიდან ოჯახის საერთო ან არასრულწლოვანთა ინტერესებისათვის სესხის მიღების აუცილებლობა. საბანკო სესხის დაფარვის ხარჯებთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო სესხი, როგორც დროებითი მოვლენა, ვერ მიიჩნევა ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს.

 

შვილის რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

მოპასუხე მხარე თავისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე თანახმაა გადაიხადოს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარი. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ნ---------------–----–---–-- ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის ყოველთვიურად საჭიროა საშუალოდ 400 (ოთხასი) ლარის ოდენობის თანხა. აღნიშნულთან მიმართებით მოპასუხე მხარეს საწინააღმდეგო პოზიცია არ დაუფიქსირებია. არასრულწლოვანი სწავლობს სსიპ ქ. თბილისის 9--- საჯარო სკოლაში. იგი ასევე ირიცხება ს----------–---------------–--------–--- ,,ა--------“, სადაც ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 35 (ოცდათხუთმეტი) ლარს. კლუბის წევრის დამატებით ხარჯს შეადგენს ფორმის საფასური 70 (სამოცდაათი) ლარი და წელიწადში ორჯერ გასვლით ვარჯიშებზე წასვლა, რომლის ღირებულება თითოეულისათვის შეადგენს 370 (სამას სამოცდაათი) ლარს. მოპასუხე ადასტურებს არასრულწლოვნის სპორტულ აქტივობაში (რ---------–--------–---–-) მო--წილეობას, თუმცა, ამავდროულად მიუთითებს მოპასუხე შო------გრალაშვილის მხრიდან მატერიალურ მხარდაჭერაზე, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე მხარე. მოპასუხის მხრიდან მატერიალური დახმარების ფაქტი არც შესაბამისი მტკიცებულებებით დასტურდება. მოსარჩელე ნ----------------- ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბოლო პერიოდში მოპასუხე მხარემ გადაიხადა იმ ბინის კომუნალური გადასახადი (ინტერნეტის ტელევიზიის), სადაც მოსარჩელე ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან ერთად. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელის განმარტებით, არასრულწლოვანი გამოთქვამს სურვილს იაროს ცურვის წრეზე, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 70 ლარს. შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლებამოვალეობები აქვთ (სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1200-ე მუხლები).

 

სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მო--ცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 06.05.2019წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის მარტის თვისათვის - 160.5 ლარს, ხოლო შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 181.2 ლარს. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმის მაქსიმუმ ოდენობას (181.2 ლარს), რასაც ემატება მოზარდი არასრულწლოვნის ნორმალური განვითარებისათვის მინიმუმ ერთი აქტივობის ყოველთვიურად მშობლის მიერ გადასახდელი თანხა, რაც თვეში დაახლოებით შეადგენს 70 (სამოცდაათი) ლარს (181.2 + 70=250). მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი უკვე იღებს მო--წილეობას სპორტის ერთ კონკრეტულ აქტივობაში (იგი დადის რ---------–--------–---–-) და ასევე, სურვილს გამოთქვამს დამატებით იაროს ცურვის წრეზე, რაც დადებითად აისახება მის ფიზიკურ ზრდა-განვითარებაზე. ზემოაღნიშნულ თანხის ოდენობას უნდა დაემატოს ერთი მშობლისაგან გადასახდელი ის თანხა (ჯამში 50 ლარი), რაც ბავშვისთვის საჭიროა ყოველთვიურად კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებში მო--წილეობისათვის, ჯანსაღი კვებისათვის, სკოლაში სიარულისათვის და ასევე, ნორმალური სამედიცინო მომსახურების მისაღებად. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვებს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ასაკის ზრდასთან ერთად კი იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ბავშვის ასაკის და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით და მშობლის რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოპასუხის მხრიდან ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 300 (სამასი) ლარით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნ----------------- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოპასუხე შ----------–----–---–მა შესაგებლით ცნო ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ნ-----------------ს (პირადი №-----------) სარჩელი მოპასუხე შ----------–----–---–-- (პირადი №0----------) მიმართ:

 

დაეკისროს მოპასუხე შ----------–----–---–ს (პირადი №0----------) არასრულწლოვან ნ---------------–----–---–-- (დაბადებული 2--- წლის 2----------) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 15 მარტიდან) ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდა;

 

2. დაეკისროს მოპასუხე შ----------–----–---–ს (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე