გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/36972-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - შპს „სა---------–-------–------–-ა“
წარმომადგენლები - სო---------------–---–ი
მოპასუხე - სს „და------------------–-----------------------ო“
წარმომადგენელი - არ----------------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს „და------------------–-----------------------ოს“ შპს „სა---------–-------–------–-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 42 816.30 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 16 იანვარს შპს „სა---------–-------–------–-ასა“ და სს „და------------------–-----------------------ოს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2----. დაზღვევის ობიექტად მიეთითა სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც დაზღვეული მართლზომიერად ფლობს, სარგებლობს ან მინდობილ საკუთრებაში აქვს მიღებული.
2017 წლის 11 სექტემბერს შპს „სა---------–-------–------–-ასა“ და სსიპ „სუ-------------------–---------ოს“ შორის გაფორმდა თხოვების ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 15 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების თხოვება, მათ შორის - FO----------D, სახ. ნომრით G--------.
2017 წლის 13 სექტემბერს სს „და------------------–-----------------------ოს“ შპს „სა---------–-------–------–-ის“ უფროსმა და-------------–---–მა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობა, რომ კომპანიის ავტომანქანები დროებით სარგებლობაში გადაეცა სსიპ „სუ-------------------–---------ოს“. წერილში, ასევე მითითებული იყო, რომ რამდენიმე დღეში სადაზღვევო კომპანიას გადაეგზავნებოდა ოფიციალური წერილი.
მას შემდეგ რაც სა---------------------------ოს ეცნობა თხოვების ხელშეკრულები შესახებ, შპს „სა---------–-------–------–-ისათვის“ ცნობილი გახდა, რომ იმავე დღეს - 2017 წლის 13 სექტემბერს სე-------------–-უს საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა ზემოთ აღნიშნული ავტომანქანა. როგორც მძღოლის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, იგი მოძრაობდა სე-------------–-უს გზაზე, როდესაც მის წინ მიმავალმა ავტომანქანამ განახორციელა უეცარი შენელება რა დროსაც დამუხრუჭების შედეგად შპს „სა---------–------–------–-ის“ ავტომანქანა მოსრიალდა და გადავარდა საწრეტ არხში, რამაც გამოიწვია მანქანის დაზიანება.
2017 წლის 18 სექტემბერს სადაზღვევო კომპანიას დამატებით გაეგზავნა ოფიციალური წერილი №გ------ რომელსაც თან ერთვოდა თხოვების ხელშეკრულება და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. 2017 წლის 03 ოქტომბრის წერილით სს „და------------------–-----------------------ომ“ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომანქანას არ მართავდა უფლებამოსილი მძღოლი, ანუ იგი არ იყო შპს „სა---------–-------–------–-ის“ თანამშრომელი.
შპს „სა---------–-------–------–-ასა“ და შპს „ას--------ს“
შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ას--------ი“ უფლებამოსილი იყო შეედგინა დეფექტური აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა დაზიანებული ავტომანქანის რეალური ზიანი. აღნიშნულის შესაბამისად, ზიანის ოდენობამ შეადგინა 42 816.30 ლარი. შპს „ას--------ი“ წარმოადგენს FO----------D მარკის ავტომობილების ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში. შპს „სა---------–-------–------–-ამ“ ზარალის ოდენობის დადგენის მიზნით, ასევე მიმართა სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–-------ოს, თუმცა მათი დასკვნა მიიღეს შეუსრულებელი სახით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სს „და------------------–-----------------------ომ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 16 იანვარს სადაზღვევო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით №2---- ხელშეკრულების მე-3 პუნქტისა და დაზღვევის პოლისის/ხელშეკრულების შესაბამისად, უფლებამოსილ მძღოლებს წარმოადგენენ შპს „სა---------–-------–------–-ის“ თანამშრომლები. ამავე ხელშეკრულების 9.1.5. პუნქტის თანახმად, დამზღვევი (დაზღვეული) ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მზღვეველს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის პირობებში ნებისმიერი არსებითი ცვლილებების შესახებ. კერძოდ: სხვა პირისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემა, რომლის დროსაც დაზღვევა ვრცელდება იგივე პირობებით, ხოლო 9.4.7. პუნქტის თანახმად, კი მზღვეველი უფლებამოსილია დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებების სხვა პირისათვის გადანდობისას (გადაცემისას), დამდგარი შემთხვევა განიხილოს, როგორც სადაზღვევო შემთხვევა, მხოლოდ მაშინ, როდესაც დამზღვევი ყოველი ასეთი გადანდობის შესაძლებლობის შესახებ, გადანდობამდე შეატყობინებს მზღვეველს. ამასთან, 14.5. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში დამატებების და/ან ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
ფრაგმენტული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შპს „სა---------–-------–------–-ის“ მიერ კომპანიის დაზღვეული ავტომანქანები დროებით სარგებლობაში გადაეცა სსიპ „სუ-------------------–---------ოს“ მზღვეველთან თავდაპირველად გაიგზავნა 2017 წლის 13 სექტემბერს 17:34 საათზე, ხოლო შემდგომში, ხელშეკრულებით ცალსახად დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად - 18 სექტემბერს 15:09 საათზე, ანუ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა (2017 წლის 13 სექტემბერს დაახლოებით 10:35სთ-ზე). ამდენად, ვალდებულების შესრულება განხორციელდა ხელშეკრულების დებულებათა უგულებელყოფით.
2017 წლის 13 სექტემბერს დაახლოებით 10:35 საათზე სე-------------–-უს საგზაო მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს „ფო------ს“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას მართავდა გე-–-----------–-–---–ი, რომელიც, მისი განმარტებით, წარმოადგენს შპს „მე-------------ის“ დასაქმებულს, ხოლო საგზაო შემთხვევის შემდეგ მოპოვებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად - სსიპ „სუ-------------------–----------ოს“ თანამშრომელს და იმავდროულად არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში შპს „სა---------–-------–------–-ასთან“.
2017 წლის 13 სექტემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, საგზაო შემთხვევაში მონაწილე „ფო------ს“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭე სისტემა იყო გაუმართავი, რაც ასევე ფიქსირდებოდა სატრანსპორტო საშუალების სალონში არსებულ დაფაზე განთავსებული ელექტრონული სანათით. ამასთან, გაუმართაობის თაობაზე ინფორმირებული იყო შესაბამისი სამსხური. აქვე საყურადღებოა, რომ ხსენებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-8 ნაწილით (იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების დაზიანება - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით).
2017 წლის 16 იანვრის ხელშეკრულების მე-2 დანართის 28-ე პუნქტის შესაბამისად, „ფო------ს“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების საბალანსო ღირებულება შეადგენს 32 926.60 ლარს, ხოლო ამავე ხელშეკრულებით შეთანხმებული ტარიფისა (2.899%) და სადაზღვევო პრემიის ოდენობის (954.54 ლარი) გათვალისწინებით, იდენტურად უნდა განისაზღვროს სადაზღვევო თანხა (32 926.60 ლარით). შესაბამისად, სადაზღვევო ანაზღაურება, მოთხოვნის არსებობის პირობებშიც (რასაც არ ეთანხმება მოპასუხე), ვერ იქნება აღნიშნულ თანხაზე მეტი და იმავდროულად ექვემდებარება შემცირებას დაზიანების შემდეგ ნარჩენი ღირებულებით. გარდა ამისა, სადავო შემთხვევასთან ზიანის მიზეზშედგობრივი კავშირის დასადასტურებლად არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 16 იანვარს შპს „სა---------–-------–------–-ასა“ და სს „და------------------–-----------------------ოს“ შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2----. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა, №M----------- დაზღვევის პოლისი, რომელიც ხელშეკრულების 1.3. პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დაზღვევის მოქმედების ვადა განისაზღვრა შემდეგი პერიოდით - 18.01.2017წ-31.12.2017წ.
ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, დაზღვევის ობიექტია: სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დაზღვევის სატრანსპორტო საშუალების დაზღვევის განაცხადის საფუძველზე, გათვალიწინებულია მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო პოლისით და რომელსაც დამზღვევი (დაზღვეული) მართლზომიერად ფლობს, სარგებლობს ან მინდობილ საკუთრებაში აქვს მიღებული. ხელშეკრულების დანართი №2-ისა და დაზღვევის პოლისის თანახმად, დაზღვეულ იქნა შპს „სა---------–-------–------–-ის“ მფლობელობაში არსებული 169 ავტომანქანა, მათ შორის ავტომანქანა: F------------------------------------------------------–----------------------.
ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, დაზღვევა ვრცელდება მხოლოდ სადაზღვევო პოლისით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე, სადაზღვევო რისკებზე, ტერიტორიაზე, ვადებზე, წინამდებარე პირობებით, პოლისით და ხელშეკრულების დანართი №4-ში მოცემული გამონაკლისების გათვალისწინებით.
ხელშეკრულების 4.1.3. პუნქტის თანახმად, ერთ ერთ სადაზღვევო რისკს წარმოადგენს: ავტოსაგზაო შემთხვევა.
ხელშეკრულების 9.1.5. პუნქტის თანახმად, დამზღვევი (დაზღვეული) ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მზღვეველს სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის პირობებში ნებისმიერი არსებითი ცვლილების შესახებ. კერძოდ: სხვა პირისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემა, რომლის დროსაც დაზღვევა ვრცელდება იგივე პირობებით. ხოლო, ხელშეკრულების 9.4.7. პუნქტის თანახმად, კი მზღვეველი უფლებამოსილია დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების სხვა პირისათვის გადანდობისას (გადაცემისას), დამდგარი შემთხვევა განიხილოს, როგორც სადაზღვევო შემთხვევა, მხოლოდ მაშინ როდესაც დამზღვევი ყოველი ასეთი გადანდობის შესაძლებლობის შესახებ, გადანდობამდე შეატყობინებს მზღვეველს.
ხელშეკრულების 14.5. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში დამატებების და/ან ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
სადაზღვევო პოლისის მე-6 პუნქტისა და ხელშეკრულების დანართი №3-ის მე-5 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილ მძღოლს წარმოადგენს: შპს „სა---------–-------–------–-ის“ თანამშრომლები.
ხელშეკრულების დანართი №5-ის მე-4 პუნქტის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ დამზღვევის საკუთრებაში არსებულ FOTON-ის, HYUNDAI-სა და FORD-ის სატრანსპორტო საშუალებებზე მოქმედებს საგარანტიო პირობები, მზღვეველი ვალდებულია აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაყვანა და შემდგომში მათი შეკეთება განახორციელოს საგარანტიო პირობების გამავრცელებელ პირებთან შესაბამის სერვის ცენტრებში. კერძოდ, FOTON-ის შემთხვევაში შპს „ას-----------ას“ სერვის ცენტრში, HYUNDAI-ს შემთხვევაში სს „ჰი-------------------------–ოს“ სერვის ცენტრში და FORD-ის შემთხვევაში შპს „ჯი-------------------ის“ სერვის ცენტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 16.01.2017წ. №2---- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დანართებით (იხ. ს.ფ. 17-34);
- დაზღვევის პოლისი (იხ. ს.ფ. 88);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. 2017 წლის 11 სექტემბერს შპს „სა---------–-------–------–-ასა“ და სსიპ „სუ-------------------–---------ოს“ შორის დაიდო თხოვების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „სა---------–-------–------–-ამ“ სსიპ „სუ-------------------–---------ოს“ დროებით სარგებლობაში გადასცა 15 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ავტომანქანა: F------------------------------------------------------–----------------------. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 31 დეკემბერი.
ხელშეკრულების 2.9. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგნის მონათხოვრისათვის გადაცემა და შემდგომ გამნათხოვრებლისათვის უკან დაბრუნება ხდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელსაც ხელს აწერენ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები.
2017 წლის 11 სექტემბერს შპს „სა---------–-------–------–-ასა“ და სსიპ „სუ-------------------–---------ოს“ შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელმა მიიღო 15 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 11.09.2017წ. თხოვების ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 35-38);
- მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ს.ფ. 39-40);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.3. 2017 წლის 13 სექტემბერს 17:34 საათზე შპს „სა---------–-------–------–-ამ“ სს „და------------------–-----------------------ოს“ ელექტრონული ფოსტის საშუალებით აცნობა იმ გარემოების შესახებ, რომ მან სსიპ „სუ-------------------–---------ოს“ თხოვების ფორმით გადასცა 15 ერთეული ავტომანქანა და 2017 წლის 11 სექტემბრიდან გადაცემული ავტომანქანებით სწორედ ეს უკანასკნელი ისარგებლებდა. შპს „სა---------–-------–------–-ამ“ ელექტრონულ ფოსტას თან დაურთო თხოვების ხელშეკრულება და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. ამასთან, აცნობა, რომ აღნიშნულის თაობაზე სს „და------------------–-----------------------ოს“ ოფიციალური წერილი გაეგზავნებოდა 2-3 დღეში.
ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს „სა---------–-------–------–-ამ“ სს „და------------------–-----------------------ოს“ ოფიციალური წერილი გაუგზავნა 2017 წლის 18 სექტემბერს 15:09 საათზე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონარიდი ელექტრონული მიმოწერიდან (იხ. ს.ფ. 47-48);
- 18.09.2017წ. შეტყობინება (იხ. ს.ფ. 49);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. 2017 წლის 13 სექტემბერს დაახლოებით 10:35 საათზე სე-------------–-უს გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა შპს „სა---------–-------–------–-ის“ კუთვნილი და 11.09.2017წ. თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ „სუ-------------------–----------ოს“ მფლობელობაში გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალება: F------------------------------------------------------–----------------------. შემთხვევის დროს ავტომანქანას მართავდა მძღოლი - გე-–-----------–-–---–ი.
აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მძღოლი - გე-–-----------–-–---–ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად და დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯარიმის ქვითარი (იხ. ს.ფ. 41);
- ავტოსაგზაო შემთხვევის სქემა (იხ. ს.ფ. 42);
- ახსნა-განმარტება (იხ. ს.ფ. 42-43);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.5. 13.09.2017წ. მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, ამავე დღეს დაზიანებული ავტომანქანის: FO----------D-ის მძღოლის - გე-–-----------–-–---–ის მიერ პატრულ-ინსპექტორისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში მითითებულია, რომ მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანას გაუმართავი ჰქონდა სამუხრუჭე სისტემა, რაზეც, ასევე მიუთითებდა ავტომანქანის სალონში არსებული ელექტრონული სანათი. აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო ზემდგომი ორგანო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახსნა-განმარტება (იხ. ს.ფ. 43-44);
3.1.6. 2017 წლის 13 სექტემბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, დაზიანებული ავტომანქანის: FO----------D-ის მძღოლის - გე-–-----------–-–---–ის მიერ პატრულ ინსპექტორისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში მითითებულია, რომ გე-–-----------–-–---–ის სამუშაო ადგილია შპს „მე-------------ი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი 08.09.2017წ. შრომითი ხელშეკრულების თანახმად, დამსაქმებელმა სსიპ „სუ-------------------–-------------მ“ სამუშაოდ მიიღო გე-–-----------–-–---–ი 2017 წლის სახელმწიფო ქვეპროგრამის „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების“ ფარგლებში შტატგარეშე მომუშავედ. კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 08.09.2017წ.-დან 08.10.2017წ.-ის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახსნა-განმარტება (იხ. ს.ფ. 43-44);
- შრომითი ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 89-91);
3.1.7. სს „და------------------–-----------------------ომ“ შპს „სა---------–-------–------–-ას“ უარი განუცხადა 2017 წლის 13 სექტემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე იმ მიზეზით, რომ გე-–-----------–-–---–ი, რომელიც შემთხვევის დროს მართავდა დაზღვეულ ავტომანქანას - FO----------D არ წარმოადგენდა შპს „სა---------–-------–------–-ის“ თანამშრომელს. ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით, შემთხვევის დადგომადე არ ყოფილა შეტანილი ცვლილება 16.01.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 03.10.2017წ. და 10.01.2018წ. წერილები (იხ. ს.ფ. 50, 52);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.8. შპს „ას-----------ას“ მიერ შედგენილი დეფექტური აქტის თანახმად, 2017 წლის 13 სექტემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის: FO----------D, სახ. ნომერი G--------, აღდგენისათვის საჭირო ღირებულება (შესაცვლელი ნაწილებისა და ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება) შეადგენს -42 816.30 ლარს.
დაზიანებული ავტომანქანის აღგენისათვის საჭირო ღირებულების დადგენის მიზნით, შპს „სა---------–-------–------–-ამ“, ასევე მიმართა სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–-------ოს, თუმცა საქმე უკან იქნა დაბრუნებული იმ მოტივით, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილის დეტალები, საქართველოს მეორადი ნაწილების ბაზარზე არ მოიპოვება, რის გამოც შეუძლებელია მიყენებული მატერიალური ზარალის დადგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დეფექტური აქტი (იხ. ს.ფ. 61-62);
- სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–-------ოს პასუხი (იხ. ს.ფ. 63)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „სა---------–-------–------–-ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 799-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა, ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია დაზღვევის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც, რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - დამზღვევსა და მზღვეველს გააჩნიათ. დაზღვევის ხელშეკრულება, ორმხრივი, მავალდებულებელი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების სინალაგმატური ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, მზღვეველი მოვალეა სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი აანაზღაუროს, ხოლო მზღვეველს სადაზღვევო თანხის გადახდის ვალდებულება ეკისრება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 16 იანვარს შპს „სა---------–-------–------–-ასა“ და სს „და------------------–-----------------------ოს“ შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2----, რომლის საფუძველზე დაზღვეულ იქნა შპს „სა---------–-------–------–-ის“ მფლობელობაში არსებული 169 ავტომანქანა, მათ შორის ავტომანქანა: F------------------------------------------------------–----------------------. ხელშეკრულების შესაბამისად, გაიცა №M----------- დაზღვევის პოლისი, რომელიც ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დაზღვევის მოქმედების ვადა განისაზღვრა შემდეგი პერიოდით - 18.01.2017წ-31.12.2017წ.
ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან დაზღვევის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
დადგენილია, ასევე, რომ 2017 წლის 13 სექტემბერს დაახლოებით 10:35 საათზე სე-------------–-უს გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა ზემოთ აღნიშნული ავტომანქანა. შემთხვევის დროს ავტომანქანას მართავდა მძღოლი - გე-–-----------–-–---–ი.
6.2. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის - 42 816.30 ლარის ანაზღაურებას. ამდენად, მოპასუხის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოარკვიოს ზემოთ აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევა წარმოადგენს თუ არა სადაზღვევო შემთხვევას და მასზე უნდა გავრცელდეს თუ არა 16.01.2017წ. დაზღვევის ხელშეკრულების პირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით გამტკიცებულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რომელიც თავის მხრივ კერძო სამართლის სუბიექტებს ანიჭებს ულებამოსილებას კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
ამდენად, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი გულისხმობს მხარის შესაძლებლობას დადოს (ან არ დადოს) ხელშეკრულება, აირჩიოს ხელშეკრულების კონტრაგენტი (მხარე) და განსაზღვროს ხელშეკრულების შინაარსი. მხარეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ შეუძლიათ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.
როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, შპს „სა---------–-------–------–-ასა“ და სს „და------------------–-----------------------ოს“ შორის 2017 წლის 16 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულება ავტომანქანების დაზღვევის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობებზე. მათ შორის, აღნიშნული ხელშეკრულების 9.1.5. პუნქტით განისაზღვრა, რომ დამზღვევი (დაზღვეული) ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მზღვეველს სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის პირობებში ნებისმიერი არსებითი ცვლილების შესახებ. კერძოდ: სხვა პირისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემა, რომლის დროსაც დაზღვევა ვრცელდება იგივე პირობებით. ხოლო, ხელშეკრულების 9.4.7. პუნქტის თანახმად, კი მზღვეველი უფლებამოსილია დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების სხვა პირისათვის გადანდობისას (გადაცემისას) დამდგარი შემთხვევა განიხილოს, როგორც სადაზღვევო შემთხვევა, მხოლოდ მაშინ როდესაც დამზღვევი ყოველი ასეთი გადანდობის შესაძლებლობის შესახებ, გადანდობამდე შეატყობინებს მზღვეველს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, 2017 წლის 11 სექტემბერს შპს „სა---------–-------–------–-ასა“ და სსიპ „სუ-------------------–---------ოს“ შორის დაიდო თხოვების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „სა---------–-------–------–-ამ“ სსიპ „სუ-------------------–---------ოს“ დროებით სარგებლობაში გადასცა 15 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ავტომანქანა: F------------------------------------------------------–----------------------. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 31 დეკემბერი. მხარეთა შორის ამავე დღეს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი და ხელშეკრულებით განსაზღვრული ავტომანქანები გადაეცა სსიპ „სუ-------------------–---------ოს“.
ზემოთ აღნიშნული გარემოების შესახებ შპს „სა---------–-------–------–-ამ“ სს „და------------------–-----------------------ოს“ თავდაპირველად აცნობა 2017 წლის 13 სექტემბერს 17:34 საათზე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით და განუმარტა, რომ ოფიციალური წერილი გაეგზავნებოდა 2-3 დღეში. შესაბამისად, შპს „სა---------–-------–------–-ამ“ 2017 წლის 18 სექტემბერს 15:09 საათზე, სს „და------------------–-----------------------ოს“ კვლავ ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაუგზავნა ოფიციალური შეტყობინება 11.09.2017წ. თხოვების ხელშეკრულების შესახებ.
დადგენილია, ასევე, რომ 2017 წლის 13 სექტემბერს დაახლოებით 10:35 საათზე სე-------------–-უს გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა შპს „სა---------–-------–------–-ის“ კუთვნილი და 11.09.2017წ. თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ „სუ-------------------–----------ოს“ მფლობელობაში გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალება: FO----------D. შემთხვევის დროს ავტომანქანას მართავდა მძღოლი - გე-–-----------–-–---–ი, რომელიც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, არ წარმოადგენს შპს „სა---------–-------–------–-აში“ დასაქმებულ პირს.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან ირკვევა, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 16 იანვარს დადებული ხელშეკრულების 9.1.5. და 9.4.7. პუნქტების საწინააღმდეგოდ, მზღვეველს - სს „და------------------–-----------------------ოს“ დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის პირობებში ცვლილების - მათი სსიპ „სუ-------------------–----------ოსათვის“ დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ეცნობა არა თხოვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისა და ავტომანქანების მონათხოვრისათვის გადაცემამდე, არამედ მას შემდეგ რაც დადგა ავტოსაგზაო შემთხვევა. კერძოდ, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, 11.09.2017წ. თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ „სუ-------------------–---------ოს“ ავტომანქანები გადაეცა 2017 წლის 11 სექტემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2017 წლის 13 სექტემბერს დაახლოებით 10:35 საათზე, ხოლო ავტომანქანების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე მზღვეველს შეტყობინება გაეგზავნა 2017 წლის 13 სექტემბერს 17:34 საათზე ელექტორნული ფოსტის საშუალებით. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების 14.5. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში დამატებების და/ან ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ამრიგად, დამზღვევის მიერ 16.01.2017წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების (დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების სხვა პირისათვის გადანდობის შესახებ გადანდობამდე შეეტყობინებინა მზღვეველისათვის) დარღვევის გამო, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამავე ხელშეკრულების 9.4.7. პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებამდე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ვეღარ განიხილება, როგორც სადაზღვევო შემთხვევა, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება 16.01.2017წ. ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაცემული პოლისით გათვალისწინებული დაზღვევის პირობები.
ამასთან, სადაზღვევო პოლისის მე-6 პუნქტისა და ხელშეკრულების დანართი №3-ის მე-5 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილ მძღოლს წარმოადგენს: შპს „სა---------–-------–------–-ის“ თანამშრომლები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კი გე-–-----------–-–---–ი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მართავდა დაზიანებულ ავტომანქანას, არ წარმოადგენს შპს „სა---------–-------–------–-ის“ თანამშრომელს, რაც ასევე გამორიცხავს ავტოსაგზაო შემთხვევაზე 16.01.2017წ. ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაცემული დაზღვევის პოლისის პირობების გავრცელებას.
შესაბამისად, ვინაიდან სახეზე არაა სადაზღვევო შემთხვევა, არ არსებობს სს „და------------------–-----------------------ოს“ ვალდებულება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, კი სასამართლო მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს გამოიკვლიოს მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის ოდენობის მართლზომიერება.
6.3. გარდა ზემოთ აღნიშნულისა სასამართლო, ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ, ან უხეში გაუფრთხილებლობით.
13.09.2017წ. მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, ამავე დღეს დაზიანებული ავტომანქანის: FO----------D-ის მძღოლის გე-–-----------–-–---–ის მიერ პატრულ-ინსპექტორისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში მითითებულია, რომ მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანას გაუმართავი ჰქონდა სამუხრუჭე სისტემა, რაზეც, ასევე მიუთითებდა ავტომანქანის სალონში არსებული ელექტრონული სანათი. აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო ზემდგომი ორგანო. ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შპს „სა---------–-------–------–-ის“ სარჩელი მოპასუხე სს „და------------------–-----------------------ოს“ მიმართ სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 1284.5 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან არ დაკმაყოფილდა შპს „სა---------–------–------–იის“ სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,სა---------–-------–------–-ის“ სარჩელი სს „და------------------–-----------------------ოს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე