გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/5260 - 19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკა ზარნაძე
სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი
მოსარჩელე ნ-----–-----------–---–ი
წარმომადგენელი გ--–--------ა
მოპასუხე მ-----------------ე
წარმომადგენელი ლ---------------------ე
დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე მ-----------------ისათვის არასრულწლოვანი შვილის, მ-----------------ის (დაბადებული 2--- წლ-----------), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 1-------------) ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის დაკისრება.
მოსარჩელე ნ-----–-----------–---–ი და მოპასუხე მ-----------------ე 2007 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 0------- შეეძინათ შვილი მ-----------------ე. მხარეები 2010 წლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად მისამართზე თბილისი, ლ--------------. ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხე მხარე დახმარებას არ უწევს არასრულწლოვან შვილს და არ იღებს მონაწილეობას მის რჩენა-აღზრდაში. მოპასუხე მუშაობს ს--–---------------–----------------- ბრიგადაში და აქვს სტაბილური ხელფასი. არასრულწლოვან მ-----------------ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მისი დიაგნოზია მეტყველების ზოგადი განუვითარებლობა. იგი მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრ ,,ლ-----------“ გადის კომპლექსურ თერაპიას, რაც დაკავშირებულია შესაბამის ხარჯებთან. არასრულწლოვანი ასევე საჭიროებს ხანგრძლივ კომპლექსურ ენის და მეტყველების თერაპიას. ექიმთან თითოეული ვიზიტის ღირებულება შეადგენს 150 ლარს. მოსარჩელეს არავინ ეხმარება არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდაში და დამოუკიდებლად უწევს მისი აღზრდისათვის საჭირო ხარჯების გადახდა. ალიმენტის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობა მეტ-ნაკლებად საკმარისია არასრულწლოვანი მ-----------------ის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის.
(სარჩელი, 2019 წლის 6 მაისის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ეთანხმება სარჩელს მ-----------------ის (დაბადებული 2--- წლ----------) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
მოპასუხე მ-----------------ე არასრულწლოვან მ-----------------ეზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა მის რჩენასა და აღზრდაში. მართალია, მოპასუხე მხარე დასაქმებულია, თუმცა მისი შემოსავალი შეადგენს თვეში მხოლოდ 700-800 ლარს. მოპასუხე ქორწინებაშია---–-----------–--ლთან. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლ-----------------, შეეძინათ ორი ტყუპი შვილი: მ------------------ე დ-----------------------. მოპასუხე თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ გადაიხდის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტს არასრულწლოვანი მ-----------------ის სასარგებლოდ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ნ-----–-----------–---–ი და მოპასუხე მ-----------------ე 2010 წლიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 6 მაისის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 6 მაისის სხდომის ოქმი).
3.1.2. ნ-----–-----------–---–ი არასრულწლოვან მ-----------------ესთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ლ--------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 6 მაისის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 6 მაისის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ნ-----–-----------–---–ს და მ-----------------ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლ---------- შეეძინათ შვილი მ-----------------ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახურის მიერ გაცემული დამადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 0---------- (ს.ფ. 16).
3.2.2. მ-----------------ეს და---–-----------–--ლს ქორწინების პერიოდში, 2--- წლ---------------- შეეძინათ ტყუპი შვილი: მ------------------ე დ-----------------------;
არასრულწლოვან ბ--------------------ს დაბადების დროისათვის ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მას სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2--- წლის 1------------- გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 50);
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2--- წლის 1------------- გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 51);
_ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 55).
3.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, ნ-----–-----------–---–ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 2430 ლარს, თებერვლის თვეში - 2562.5 ლარს, მარტის თვეში - 2450 ლარს, აპრილის თვეში - 3345.63 ლარს, მაისის თვეში - 2700 ლარს, ივნისის თვეში - 2651.25 ლარს, ივლისის თვეში - 2511.25 ლარს, აგვისტოს თვეში - 2563.75 ლარს, სექტემბრის თვეში - 2486.25 ლარს, ოქტომბრის თვეში - 2795 ლარს, ნოემბრის თვეში - 2715 ლარს, დეკემბრის თვეში - 4745 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 2422.5 ლარს, თებერვლის თვეში - 2576.53 ლარს, მარტის თვეში - 2260.2 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 19 აპრილის მიმართვა N2----------, დანართი (ს.ფ. 70, 72).
3.2.4. მოპასუხე მ-----------------ე დასაქმებულია სსიპ ს--–---------------–----------------- ცენტრში;
სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, მ-----------------ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1323.6 ლარს, თებერვლის თვეში - 1264 ლარს, მარტის თვეში - 1166.8 ლარს, აპრილის თვეში - 1297.6 ლარს, მაისის თვეში - 1166.8 ლარს, ივნისის თვეში - 1166.8 ლარს, ივლისის თვეში - 1297.6 ლარს, აგვისტოს თვეში - 1297.6 ლარს, სექტემბრის თვეში - 3210.15 ლარს, ოქტომბრის თვეში - 388.8 ლარს, ნოემბრის თვეში - 388.8 ლარს, დეკემბრის თვეში - 2242.08 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 1166.8 ლარს, თებერვლის თვეში - 1297.6 ლარს, მარტის თვეში - 1166.8 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 19 აპრილის მიმართვა N2----------, დანართი (ს.ფ. 70-71);
_2019 წლის 12 მარტის განცხადება სსიპ შემოსავლების სამსახურს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 13 მარტის მიმართვა N21-1------- (ს.ფ. 30-32).
3.2.5. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით მ-----------------ის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 მარტის მიმართვა N------ (ს.ფ. 49).
3.2.6. არასრულწლოვან მ-----------------ემ 2014 წლის 1------------–- გაიარა კონსულტაცია შპს ,,ლ---------------------–--------------------------------–----–----რში“. მისი დიაგნოზია: მ-------–------------------------------–-------------------------–-----------------–------------------------. 2014 წლის 1-----------–-----, მ-----------------ე ცენტრში გადის ენისა და მეტყველების კომპლექსურ თერაპიას, ჩატარებული აქვს ოთხი ეტაპი. მშობლის მიერ გადახდილი თერაპიის საერთო საფასური შეადგენს 3151 (სამი ათას ორმოცდათერთმეტი) ლარს. თერაპიის შედეგად საგრძნობლად გაუმჯობესდა ბავშვის მეტყველების ფუნქციის ზოგადი მახასიათებლები, თუმცა, მას კვლავ აღენიშნება მეტყველების ფუნქციის ასაკობრივ ნორმებთან ჩამორჩენა, ექსპრესულ მეტყველების კუთხით და საჭიროებს ხანგძლივ კომპლექსურ ენისა და მეტყველების თერაპიას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_შპს ,,ლ---------------------–--------------------------------–----–----რის“ მიერ 11.03.2019 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 19);
_შპს ,,ლ---------------------–--------------------------------–----–----რის“ მიერ 11.03.2019 წელს გაცემული ცნობა მ-----------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 20-21);
_სს ,,თ------------“ ამონაწერი ნ-----–-----------–---–ის მიერ 01.01.2014 წლიდან 01.07.2016 წლამდე ნ-----–-----------–---–ის მიერ განხორცილებული გადარიცხვების შესახებ (ს.ფ. 22-24).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 230 (ორას ოცდაათი) ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე 1198-ე, 1218-ე, 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელე ნ-----–-----------–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი მ-----------------ე, რომელიც დაიბადა 2--- წლ----------- (3.2.1).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ-----–-----------–---–ი და მოპასუხე მ-----------------ე 2010 წლიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მხარეთა საერთო შვილი, არასრულწლოვანი მ-----------------ე ცხოვრობს დედასთან, ნ-----–-----------–---–თან (3.1.1., 3.1.2.). მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხე მ-----------------ე არ ზრუნავს არასრულწლოვან შვილზე და არ უწევს მას მატერიალურ დახმარებას. საქმის მასალებით, მოსარჩელე ნ-----–-----------–---–ი დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, ნ-----–-----------–---–ს უფიქსირდება შემოსავლების მიღება (3.2.3).
არასრულწლოვან მ-----------------ეს აღენიშნება ჯანმრთელობის პრობლემები. კერძოდ, მას 2014 წელს დაესვა დიაგნოზი - მ-------–------------------------------–-------------------------–-----------------–------------------------.
მ-----------------ე 2014 წლის 1-----------–----- შპს ,,ლ---------------------–--------------------------------–----–----რში“ გადის ენისა და მეტყველების კომპლექსურ თერაპიას, ჩატარებული აქვს ოთხი ეტაპი. მშობლის მიერ გადახდილი თერაპიის საერთო საფასური შეადგენს 3151 (სამი ათას ორმოცდათერთმეტი) ლარს. თერაპიის შედეგად საგრძნობლად გაუმჯობესდა ბავშვის მეტყველების ფუნქციის ზოგადი მახასიათებლები, თუმცა, მას კვლავ აღენიშნება მეტყველების ფუნქციის ასაკობრივ ნორმებთან ჩამორჩენა, ექსპრესულ მეტყველების კუთხით და საჭიროებს ხანგძლივ კომპლექსურ ენისა და მეტყველების თერაპიას (3.2.5). შესაბამისად, დადგენილია, რომ არასრულწლოვან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ესაჭიროება ყოველთვიურად თანხა სათანადო მკურნალობის მისაღებად. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან გამომდინარე, 2014 წლის თებერვლის თვიდან მიმდინარე პერიოდისათვის გადახდილი თერაპიის საფასურის ოდენობიდან გამომდინარე, მკურნალობის ხარჯი ყოველთვიურად შეადგენს საშუალოდ 52 ლარს.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდ აიყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მ-----------------ე მუშაობს სსიპ ს--–---------------–----------------- ცენტრში. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, მ-----------------ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1323.6 ლარს, თებერვლის თვეში - 1264 ლარს, მარტის თვეში - 1166.8 ლარს, აპრილის თვეში - 1297.6 ლარს, მაისის თვეში - 1166.8 ლარს, ივნისის თვეში - 1166.8 ლარს, ივლისის თვეში - 1297.6 ლარს, აგვისტოს თვეში - 1297.6 ლარს, სექტემბრის თვეში - 3210.15 ლარს, ოქტომბრის თვეში - 388.8 ლარს, ნოემბრის თვეში - 388.8 ლარს, დეკემბრის თვეში - 2242.08 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 1166.8 ლარს, თებერვლის თვეში - 1297.6 ლარს, მარტის თვეში - 1166.8 ლარს (3.2.4). დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი. საქმის მასალებით, მის სახელზე უძრავი ნივთი არ არის რეგისტრირებული.
მოპასუხე მ-----------------ე ქორწინებაში იმყოფება---–-----------–--ლთან. მათ ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი (ტყუპები): 2--- წლ---------------- დაბადებული მ------------------ე დ----------------------- (3.2.2), რომლებიც ცხოვრობენ მოპასუხესთან ერთად და მათი რჩენის ვალდებულება აკისრია მოპასუხეს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. ამდენად, ყურადსაღებია მოპასუხესთან მცხოვრები არასრულწლოვანი ბავშვების კანონით დაცული უფლებები. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ არასრულწლოვან ბავშვებზე ზრუნვის და მათი რჩენის ვალდებულება თანაბრად აკისრია მოპასუხის მეუღლესაც.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
მოპასუხე მ-----------------ე, თავისი მატერიალური შემოსავლისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, თანახმაა, არასრულწლოვანი მ-----------------ის ალიმენტის სახით გადაიხადოს 100 (ასი) ლარი. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 06.05.2019წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის მარტის თვისათვის - 160.5 ლარს, ხოლო შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 181.2 ლარს. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
სასამართლო მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს მოპასუხის მატერიალურ მდგომარეობას, არასრულწლოვანი მ-----------------ის ასაკს, განვითარებისათვის აუცილებელ პირობებს და იმ გარემოებას, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. სასამართლო ალიმენტის არასიმბოლური მნიშვნელობიდან გამომდინარე ითვალისწინებს დადგენილ საარსებო მინიმუმის ოდენობის მაქსიმუმს (181.2 ლარს), რასაც ემატება მოზარდი არასრულწლოვნის ნორმალური განვითარებისათვის მინიმუმ ერთი აქტივობისათვის ყოველთვიურად ერთი მშობლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა და ასევე, მოცემულ საქმეზე არასრულწლოვნისათვის დადგენილი აუცილებელი ენისა და მეტყველების თერაპიისათვის აუცილებელ ხარჯს (რაც საშუალოდ შეადგენს 50 ლარს). არასრულწლოვანი ბავშვის საგანმანათლებლო-კულტურულ, ფიზიკურ თუ სხვა სახის აქტივობაში მონაწილეობის მიღება დადებითად აისახება მის ნორმალურ ზრდა-განვითარებაზე. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან.
დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკის და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს 230 (ორას ოცდაათი) ლარით.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნ-----–-----------–---–ი განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოპასუხე მ-----------------ემ შესაგებლით ცნო ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ნ-----–-----------–---–ის (პირადი №------------ სარჩელი მოპასუხე მ-----------------ის (პირადი №------------ მიმართ:
დაეკისროს მოპასუხე მ-----------------ეს (პირადი №------------ არასრულწლოვანი მ-----------------ის (დაბადებული 2--- წლ----------) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 1-------------) ყოველთვიურად 230 (ორას ოცდაათი) ლარის გადახდა;
2. დაეკისროს მოპასუხე მ-----------------ეს (პირადი №------------ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ე. ზარნაძე