გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/32449-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - ქ. თ---–----------–----–--------------ა
წარმომადგენელი - თ--------–--ე
მოპასუხე - შპს „ა-–----ი“
წარმომადგენელი - მ-----–-------–---–ი
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ა-–----ს“, ქ. თ---–----------–----–--------------ის სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს 11 711.20 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მხარეებს შორის 2017 წლის 1- მარტს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N02.0----/149. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 688 893.99 ლარით. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს ნებისმიერ ეტაპზე ახორციელებს შემსყიდველი. ამავე ხელშეკრულების 5.2. პუნქტით კი, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლზე შემსყიდველის მხრიდან ინსპექტირებას განახორციელებენ ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები ან/და სამსახურის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი და მისი ნაწილი მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ამასთან, სამუშაოების შესრულების თარიღად ჩაითვლება „შესრულებული სამუშაოების აქტში“ მითითებული სამუშაოთა დასრულების თარიღი, დადასტურებული ტექნიკური ზედამხედველის მიერ. ხელშეკრულების 9.5 პუნქტის თანახმად, წერილობითი დავალებით განსაზღვრული კონკრეტული სამუშაოს დასრულების ვადის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05 % -ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ქ. თ---–----------–----–--------------ის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 2- აპრილის N14-----------7 წერილით, მიმწოდებელს დაევალა აღნიშნული წერილის დანართით განსაზღვრულ მისამართზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება 2017 წლის 2- აპრილიდან 2017 წლის 20 მაისის ჩათვლით. აღნიშნული სამუშაოები შესრულებულ იქნა 2017 წლის 16 ივნისს, 27 დღის ვადაგადაცილებით. სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულების გამო, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო 9 300.07 ლარის ოდენობით. აღნიშნული პირგასამტეხლოს შესახებ მიმწოდებელს ეცნობა ქ. თ---–----------–----–--------------ის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2017 წლის 06 თბილისის N1------------8 წერილით, რომელიც დღემდე გადაუხდელია.
ქ. თ---–----------–----–--------------ის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 29 ივ----ს N14----------5 წერილით მიმწოდებელს დაევალა აღნიშნული წერილის დანართით განსაზღვრულ მისამართზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება 2017 წლის 29 ივ----დან 2017 წლის 24 ივლისის ჩათვლით, აღნიშნული სამუშაოები შესრულებულ იქნა 2017 წლის 31 ივლისს, 7 დღის ვადაგადაცილებით.
სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულების გამო, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო - 2 411.1- ლარის ოდენობით. აღნიშნული პირგასამტეხლოს შესახებ მიმწოდებელს ეცნობა ქ. თ---–----------–----–--------------ის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2017 წლის 07 სექტემბრის N1--0---------1 წერილით, რომელიც დღემდე გადაუხდელია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. შესაგებელში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 06 ივლისს მოსარჩელე მხარისგან წერილით შეიტყვეს, რომ სამუშაოების მეორე ეტაპზე კომპანიას უფიქსირდებოდა დავალიანება 27 კალენდარული დღით და დაჯარიმებულია ჯამში 9 300.27 ლარით, ხელშეკრულების პირობების გამო.
მოპასუხე მიიჩნევს, რომ კომპანიის მხრიდან არ ყოფილა დარღვეული ხელშეკრულების პირობები, ვინაიდან, ვადაგადაცილება მათი ბრალით არ მომხდარა. კერძოდ, კომპანიას დავალების წერილი გადაეცა 2- აპრილს საღამოს 19:00 საათის შემდეგ. დავალების წერილში მისამართები, დეფექტური აქტები არ იყო დასურათებული და უმრავლესობას არ ჰქონდა მითითებული საკონტაქტო ნომრები. აღნიშნული მიზეზის გამო წერილობითი დავალება სრულყოფილად გადაეცა 1 მაისს - 10 დღის დაგვიანებით.
აგრეთვე, მეორე ეტაპზე მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე კომპანიამ შეასრულა სამუშაოები ათ მისამართზე, რომელიც საერთოდ არ შედიოდა 2- აპრილის დავალებით გათვალისწინებულ სამუშაოებში. აღნიშნულ ობიექტებზე შესრულებულ სამუშაოებს დასჭირდა 10 დღე.
ამასთან, ობიექტები სადაც შესრულდა სამუშაოები საჭიროებენ ელექტროქსელში ჩართვას, მოპასუხის მოთხოვნის შესაბამისად ქსელში ჩართვა ხორციელდებოდა სინათლის ქალაქთან შეთანხმებით. ანუ ყველა ობიექტის ჩართვაზე ხდებოდა დაკავშირება სინათლის ქალაქთან, თუმცა მათი წარმომადგენლები აგვიანებდნენ ადგილზე მისვლას, რაც აფერხებდა კომპანიის მუშაობის პროცესს.
მოპასუხე გასათვალისწინებლად მიიჩნევს, სამუშაოების შესრულების პერიოდში მოსული უხვ ნალექებს (წვიმიანი დღეები) რაც თავის მხრივ წარმოადგენს ფორსმაჟორულ სიტუაციას,აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ითხოვს დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირებას მინიმუმამდე, ვინაიდან ვადაგადაცილება არ მომხდარა მათი ბრალეულობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 1- მარტს ქ. თ---–----------–----–--------------ასა და შპს „ა-–----ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N02.0----/149. ხელშეკრულების ობიექტია - ქ. თბილისის მასშტაბით ახალი (გარე განათება) სანათი წერტილების მოწყობის სამუშაოები, განსაზღვრული მიმწოდებლის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 688 893.99 ლარი.
ხელშეკრულება ძალაში შედის გაფორმებისთანავე და ძალაშია 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით. სამუშაოების დასრულების ვადა - ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრა საბოლოო მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 6 თვე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 1- მარტის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 02.0----/149 (ს.ფ. 16-2-);
- დანართი N1 (ს.ფ. 22 - 27)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05 % -ის ოდენობით.
ხელშეკრულების 9.4 პუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა (გარდა შესრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევისა) ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.05 % -ის ოდენობით.
ხელშეკრულების 9.5 პუნქტის თანახმად, წერილობითი დავალებით განსაზღვრული კონკრეტული სამუშაოს დასრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05 % -ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 1- მარტის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 02.0----/149 (ს.ფ. 16-2-);
- დანართი N1 (ს.ფ. 22 - 27)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. ქ. თ---–----------–----–--------------ის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა 2017 წლის 2- აპრილის წერილით მიმართა შპს „ა-–----ს“ და ითხოვა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში წერილის დანართში მითითებულ მისამართებზე გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოების ჩატარება მიმდინარე წლის 2- აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით.
2017 წლის 28 ივნისს, ქ. თ---–----------–----–--------------ის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს და შპს „ა-–----ს“ შორის შედგა მიღება - ჩაბარების აქტი N 2. აქტში მითითებულია, რომ „მიმწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოები დადასტურებულია 2017 წლის 23 ივ----ს N2 ფორმა N 2 -ის მიხედვით, სადაც ქ. თბილისის მასშტაბით ახალი (გარე განათება) სანათი წერტილების მოწყობის სამუშაოები (N14-----------7 2-.04.2017 წ დავალების წერილით განსაზღვრულ მისამართებზე) შესრულებულია 2017 წლის 1- მარტის სახელმწიფო შესყიდვის N02.0----/149 ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და ფორმა N2 -ით დადასტურებული სამუშაოების დასრულების თარიღია 16.06.2017 წ.
მიღება - ჩაბარების აქტით, შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება განისაზღვრა 76 836.37 ლარით, მათ შორს დღგ 11 720.80 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თ---–----------–----–--------------ის წერილი (ს.ფ. 31)
- მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ. 33)
3.1.4 ქ. თ---–----------–----–--------------ის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა 2017 წლის 29 ივნისს წერილით მიმართა შპს „ა-–----ს“ და ითხოვა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში წერილის დანართში მითითებულ მისამართებზე გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოების ჩატარება მიმდინარე წლის 29 ივ----დან 24 ივლისის ჩათვლით.
2017 წლის 09 აგ-----ოს ქ. თ---–----------–----–--------------ის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს და შპს „ა-–----ს“ შორის შედგა მიღება - ჩაბარების აქ-------. აქტში მითითებულია, რომ „მიმწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოები დადასტურებულია 2017 წლის 2 აგ-----ოს N3 ფორმა N 2-ის მიხედვით, სადაც ქ. თბილისის მასშტაბით ახალი (გარე განათება) სანათი წერტილების მოწყობის სამუშაოები (N14-----------5 29.06.2017 წ დავალების წერილით განსაზღვრულ მისამართებზე) შესრულებულია 2017 წლის 1- მარტის სახელმწიფო შესყიდვის N02.0----/149 ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და ფორმა N2 -ით დადასტურებული სამუშაოების დასრულების თარიღია 31.07.2017 წ.
მიღება - ჩაბარების აქტით, შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება განისაზღვრა 89 259.68 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქ. თ---–----------–----–--------------ის წერილი (ს.ფ. 35)
- მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ. 37);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „ა-–----მა“ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და ეკისრება პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 1-49.69 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს მოპასუხის მიერ მითითებულ ბრალის გამომრიცხველ გარემოებებთან დაკავშირებით.
მოპასუხის განმარტებით, სამუშაოების დაგვიანებით შესრულება არ იყო მისი ბრალეულობით გამოწვეული ვინაიდან, კომპანიას დავალების წერილი გადაეცა 2- აპრილს საღამოს 19:00 საათის შემდეგ. დავალების წერილში მისამართები, დეფექტური აქტები არ იყო დასურათებული და უმრავლესობას არ ქონდა მითითებული საკონტაქტო ნომრები. აღნიშნული მიზეზის გამო წერილობითი დავალება სრულყოფილად გადაეცა 1 მაისს - 10 დღის დაგვიანებით. აგრეთვე, მეორე ეტაპზე მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე კომპანიამ შეასრულა სამუშაოები ათ მისამართზე, რომელიც საერთოდ არ შედიოდა 2- აპრილის დავალებით გათვალისწინებულ სამუშაოებში. აღნიშნულ ობიექტებზე შესრულებულ სამუშაოებს დაჭირდა 10 დღე. ამასთან, ობიექტები სადაც შესრულდა სამუშაოები საჭიროებენ ელექტროქსელში ჩართვას, მოპასუხის მოთხოვნის შესაბამისად ქსელში ჩართვა ხორციელდებოდა სინათლის ქალაქთან შეთანხმებით, ანუ ყველა ობიექტის ჩართვაზე ხდებოდა დაკავშირება სინათლის ქალაქთან, თუმცა მათი წარმომადგენლები აგვიანებდნენ ადგილზე მისვლას, რაც აფერხებდა კომპანიის მუშაობის პროცესს. მოპასუხე გასათვალისწინებლად მიიჩნევს, სამუშაოების შესრულების პერიოდში მოსული უხვი ნალექები (წვიმიანი დღეები) რაც თავის მხრივ წარმოადგენს ფორსმაჟორულ სიტუაციას, ვინაიდან, წვიმიან დღეებში შეუძლებელი იყო სამუშაოების შესრულება მისი სპეციფიკიდან გამომდინარე.
სასამართლო განმარტავს, რომ მეწარმე სუბიექტს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას ეკისრება გულმოდგინედ მოქმედების ვალდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ მან უნდა გამოიჩინოს სათანადო გულისხმიერება და განახორციელოს ყველა შესაძლო ღონისძიება ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, წინასწარ განჭვრიტოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული რისკები და მიიღოს სათანადო ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად.
ამდენად, სარჩელის უარსაყოფად შესაძლოა მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები სცდებოდეს მისი კონტროლის სფეროს, თუმცა ეს ისეთი გარემოებებია რაც არის წინასწარ განჭვრეტადი და მეწარმის მიერ წინდახედულობის ნორმების სათანადოდ დაცვის პირობებში, ექვემდებარება გათვალისწინებას და მისი მიზეზით ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილებას. შესაბამისად, გონივრულად ივარაუდება, რომ მოპასუხის მიერ პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებული სავარაუდო რისკები და პრობლემები, მის მიერ ჩვეულებრივ წინდახედულობის ნორმების დაცვით, თავიდანვე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული ბრალის გამომრიცხველი გარემოება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შესრულებულია (დასრულებულია), მოპასუხის მიერ ერთ შემთხვევაში შესრულდა 76 836.37 ლარის სამუშაოები 27 დღის დაგვიანებით, მეორე შემთხვევაში 89 259.68 ლარის ღირებულების სამუშაოები 7 დღის დაგვიანებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა.
გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულება არ იწვევს მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებისადმი ინტერესის დაკარგვას.
აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მითითებული დანაწესი მოიცავს ხელშეკრულების შეუსრულებელი ნაწილის ღირებულებას, რომელსაც წყვიტავს მიმწოდებელი, ვინაიდან ხელშეკრულების უკვე შესრულებულ (დასრულებულ) ნაწილთან არც მოსარჩელეს და არც მოპასუხეს პრეტენზიები არ გააჩნია. შესაბამისად, ჯარიმა გამოთვლილი უნდა იქნეს ხელშეკრულების დაგვიანებით მიწოდებული ნაწილიდან, რაც შეადგენს ერთ შემთხვევაში 1037.29 ლარს (76 836.37 0.05 %=38.41 *27) და მეორე შემთხვევაში 31-.40 ლარს (89259.68 0.05 % =44.62 *7=31-.40) წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელს ხელშეკრულების ნაწილობრივი შეწყვეტის შემთხვევაში მოუწევს ჯარიმის გადახდა ხელშეკრულების იმ ნაწილზეც, რომელიც უკვე შესრულებული აქვს, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს და შესაბამისად, სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (ს.ფ. 16 - 2-);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს: პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 115-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე,მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც, მოპასუხე შპს „ა-–----ს“ქ. თ---–----------–----–--------------ის მიმართ უნდა შეესრულებინა 688 893.99 ლარის ღირებულების სამუშაოები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია მოპასუხე მხარის ბრალეულობა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, რაც მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დანაწესის შესაბამისად პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი წინაპირობაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ხელშეკრულების 9.5 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წერილობითი დავალებით განსაზღვრული კონკრეტული სამუშაოს დასრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ერთ შემთხვევაში შესრულდა 76 836.37 ლარის სამუშაოები, 27 დღის დაგვიანებით, მეორე შემთხვევაში 89 259.68 ლარის ღირებულების სამუშაოები, 7 დღის დაგვიანებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა.
ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ხოლო ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ხარისხი და სხვა. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ფაქტი, რომ მოპასუხემ ერთ შემთხვევაში სამუშაოები შეასრულა 27 დღის დაგვიანებით და მეორე შემთხვევაში 7 დღის დაგვიანებით. მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან რაც შეადგენს 688 893.99 ლარს
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ამ მოცულობით არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და მოპასუხეს მხოლოდ დაგვიანებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების, 0.05 % უნდა დაეკისროს, რაც ერთ შემთხვევაში შეადგენს 1037.29 ლარს და მეორე შემთხვევაში 31-.40 ლარს, საერთო ჯამში კი 1-49.69 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, დაკმაყოფილებულ ნაწილში მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.
შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და შპს „ა-–----ს“ ს/კ 23------2 აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე გა----------------ნი, სო----–------–----------ი, ს/კ 81.1-.2-.0--- გა----------------ნი, სო----–------–----------ი ს/კ 81.1-.17.1-2. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. რაც ამ ეტაპისთვის გასაჩივრებულია და გაგზავნილია განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ. თ---–----------–----–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს „ა-–----ს“ ქ. თ---–----------–----–--------------ის სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს 1-49.58 ლარის გადახდა;
3. შპს „ა-–----ს“ ქ. თ---–----------–----–--------------ის სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე