გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე #2/20355-2018 11 აპრილი 2019 წელი
ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი მარი კირვალიძე
მოსარჩელე გ--------------
წარმომადგენელი დ-------------------
მოპასუხეები ს.ს. ,,მ---------------ი“
ა--------–---–-
დავის საგანი თამასუქის გადახდა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
გ-------------- ითხოვს ს.ს. ,,მ---------------ს“ გ--------------ს სასარგებლოდ დაეკისროს: 1) 2016 წლის 05 ოქტომბერს გაფორმებული #1--- პროცენტიანი მარტივი ,,მ–---- თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თამასუქის _ 30000 ა.შ.შ. დოლარის გადახდა, 30000 ა.შ.შ. დოლარის 6%-ის _ 1800 ა.შ.შ. დოლარის და საურავის 3%-ის _ 900 ა.შ.შ. დოლარის გადახდა; 2) 2017 წლის 15 მარტს გაფორმებული #1--- პროცენტიანი მარტივი ,,მ–---- თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თამასუქის _ 600000 (ექვსასიათასი) ა.შ.შ. დოლარის გადახდა, 600000 ა.შ.შ დოლარის 6%-ის _ 36000 ა.შ.შ. დოლარის და საურავის 3%-ის _ 18000 ა.შ.შ. დოლარის გადახდა. მოსარჩელის მითითებით 2016 წლის 05 ოქტომბერს გ--------------ს და ს.ს. ,,მ---------------ს“ შორის გაფორმდა პროცენტიანი მარტივი ,,მ–---- თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულება, თანხა 30 000 ა.შ.შ. დოლარი, წლიური პროცენტი _ 13.50%. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს დაფარვის თარიღი დაუდგა 2017 წლის 05 ოქტომბერს, ვალდებულება არ შეასრულა. ასევე, 2017 წლის 15 მარტს, გ--------------ს და ს.ს. ,,მ---------------ს“ შორის გაფორმდა პროცენტიანი მარტივი ,,მ–---- თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულება, თანხა 600 000 ა.შ.შ. დოლარი, წლიური პროცენტი _ 12%. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს დაფარვის თარიღი დაუდგა 2018 წლის 15 მარტს, ვალდებულება არ შეასრულა.
2. მოპასუხის პოზიცია
შ.პ.ს. ,,მ---------------მა“ სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ გ--------------ს თამასუქი მ---------------ში შეტანილი ქონდა თავდაპირველად 30 000 ა.შ.შ დოლარი, შემდეგ შეიტანა 60000 ა.შ.შ. დოლარი, 60000 ა.შ.შ. დოლარის თამასუქზე ვადის დასრულებისას, 2017 წლის 15 მარტს, მხარეებმა კვლავ გამოთქვეს სურვილი ხელშეკრულების გაგრძელების. სალაროს მიერ განხორციელდა ფორმალურად 60000 ა.შ.შ. დოლარის გატანის და შემდეგ შემოტანის ოპერაცია, ისე რომ თანხა რეალურად არ დაბრუნებია გ--------------ს და არც შემოუტანია, რა დროსაც ტექნიკური შეცდომით აისახა 600 000 ა.შ.შ. დოლარი, ნაცვლად 60 000 ა.შ.შ. დოლარისა, რომელიც დღის ბოლოს აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ აცნობეს გ--------------ს და თხოვეს უზუსტობის გასწორება, მაგრამ გ-------------- არ მივიდა და საბოლოოდ სარჩელით მოითხოვა 600 000 ა.შ.შ. დოლარი. საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 15 მარტს გაცემული თამასუქის ფურცელი, რომელშიც მითითებულია 60 000 ა.შ.შ. დოლარი, გ-------------- იღებდა 60000 ა.შ.შ. დოლარის პროცენტს, რაც სადავოდ არასდროს გაუხდია, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 05 ოქტომბერს გ--------------ს და ს.ს. ,,მ---------------ს“ შორის გაფორმდა პროცენტიანი მარტივი ,,მ–---- თამასუქის“ ხელშეკრულება #1---, საეიმისიო ღირებულება _ 30 000 ა.შ.შ. დოლარი, წლიური პროცენტი _ 13.50%, დაფარვის თარიღი: 05.10.2017 წ. და ს.ს. ,,მ---------------მა“ გასცა თამასუქი თანხით _ 30000 ა.შ.შ. დოლარი (ს.ფ. 16-18) 3.1.2 გ--------------ს და ს.ს. ,,მ---------------ს“ შორის 2017 წლის 15 მარტს გაფორმებული პროცენტიანი მარტივი თამასუქის #1--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ს.ს. ,,მ---------------ი“-ს მიერ 2017 წლის 15 მარტს გაცემული იქნა მარტივი საფინანსო (სოლო) თამასუქი თანხით _ 60 000(სამოციათასი) ა.შ.შ. დოლარი 2018 წლის 15 მარტამდე, თამასუქი ხელმოწერილია გ--------------ს და ს.ს. ,,მ---------------ი“-ს წარმომადგენლის მიერ. სალაროს შემოსავლის ორდერში #1--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა მითითებულია 600 000 ა.შ.შ დოლარი (ს.ფ. 22; 23). 3.1.3 2018 წლის 10 აგვისტოს ოქმის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-4 სამამრთველოს გამომძიებლის მიერ ს.ს. ,,მ---------------ი“-დან ამოღებული იქნა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სრული პირველადი საფინანსო/ეკონომიკური, სააღრიცხვო, საანგარიშგებო, საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია (ს.ფ. 81-106). 3.1.4 გ--------------ს წარმომადგენელმა მიმართა ს.ს. ,,მ---------------ს“ 2016 წლის 05 ოქტომბრის და 2017 წლის 15 მარტის თამასუქის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, მაგრამ მოპასუხე ს.ს. ,,მ---------------მა“ ვალდებულება არ შეასრულა (ს.ფ. 24-28).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 15 მარტით დათარიღებული პროცენტიანი მარტივი თამასუქის ორი ხელშეკრულება #1--- (დაფარვის ვადა: 2018 წლის 15 მარტი), ხელშეკრულებებში მხოლოდ პირველ გვერდზე არის აღნიშნული თანხის ოდენობა, მათ შორის, მოსარჩელე გ--------------ს მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებაში საეიმისო ღირებულება მითითებულია 600 000 ა.შ.შ. დოლარი, ხელშეკრულების ორივე გვერდს ხელს აწერენ მხარეები (ს.ფ. 20-21; 117-118), ხოლო ს.ს. ,,მ---------------ი“-ს მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებაში საეიმისიო ღირებულება მითითებულია 60 000 ა.შ.შ. დოლარი, ხელშეკრულების პირველ გვერდზე არ არის მხარეთა ხელმოწერა (ს.ფ. 115-116).
3.2.2 ს.ს.ი.პ. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2019 წლის 12 მარტის #0-------- დასკვნის მიხედვით, 2017 წლის 15 მარტის 60000 ა.შ.შ. დოლარის პროცენტიანი მარტივი ,,მ–---- თამასუქის“ შეძენის #1--- ხელშეკრულებაზე, მე-2 ფურცლად (ს.ფ. 115-116) და 2017 წლის 17 მარტის 600 000 ა.შ.შ. დოლარის პროცენტიანი მარტივი ,,მ–---- თამასუქის“ შეძენის #1--- ხელშეკრულებაზე (ს.ფ. 117-118) მომხდარია გვერდების შეცვლა. კერძოდ, 600 000 ა.შ.შ. დოლარის პროცენტიანი მარტივი ,,მ–---- თამასუქის“ შეძენის #1--- ხელშეკრულების პირველი გვერდი (ს.ფ. 117) და 60 000 ა.შ.შ. დოლარის პროცენტიანი მარტივი ,,მ–---- თამასუქის“ შეძენის #1--- ხელშეკრულების მეორე გვერდი (ს.ფ. 116), ადრე წარმოადგენდა ერთ საბუთს (რომლებზეც ორივე გვერდზე განთავსებულია ქ-----ს გვარით ხელმოწერები), ხოლო 60 000 ა.შ.შ. დოლარის პროცენტიანი მარტივი ,,მ–---- თამასუქის“ შეძენის #1--- ხელშეკრულების პირველი გვერდი და 600 000 ა.შ.შ. დოლარის პროცენტიანი მარტივი ,,მ–---- თამასუქის“ შეძენის #1--- ხელშეკრულების მეორე გვერდი ადრე წარმოადგენდა ერთ საბუთს (ს.ფ. 151-164).
3.2.3 მოწმე შ-------------------ის ჩვენების მიხედვით, მოწმე მუშაობდა ს.ს. ,,მ---------------ში“ მოლარე-ოპერატორად და ექსპერტ-შემფასებლად, 2017 წლის 15 მარტს გ--------------ს ს.ს. ,,მ---------------ში“ თანხა არ შეუტანია, 60000 ა.შ.შ. დოლარის თამასუქს გაუვიდა ვადა, მხარებს სურდათ ხელშეკრულების გაგრძელება, გაკეთდა გასავლის და შემოსვლის ორდერი და გასავლის ორდერი სარგებელზე. სალაროს დახურვის დროს აღმოჩნდა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ 60000 ა.შ.შ. დოლარის ნაცვლად სალაროს შემოსვლის ორდერში და ხელშეკრულებაში მითითებული იყო 600 000 ა.შ.შ. დოლარი, რასაც ყურადღება არ მიაქციეს, რადგან დაიხურა 60 000 ა.შშ დოლარის თამასუქი და გაიხსნა იგივე. სალაროს შემოსავლის ორდერზე ხელმოწერა მას ეკუთვნის. ოპერატორი დაუკავშირდა გ--------------ს რათა ჩასწორებულიყო ტექნიკური უზუსტობა, მაგრამ გ-------------- არ გამოცხადდა. მოწმის მითითებით, სალაროში 600 000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობის თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით არასდროს მიუღიათ (სხდომის ოქმი: 29.11.2018).
3.2.4 მოწმე გ---------------–ის ჩვენების მიხედვით, მოწმე მუშაობდა ს.ს. ,,მ---------------ი“-ს დირექტორად, შეხვედრები ქონდა მხოლოდ მსხვილ თამასუქარებთან, 100 000 ა.შ.შ. დოლარს ზემოთ თანხაზე. გაცემული ჰქონდა პროკურა და ხელშეკრულებებს ესმებოდა ტექნიკურად მისი ხელმოწერა. მსხვილ თამასუქარებთან განსხვავებული პირობები იყო თანხის ოდენობის გამო და მათთან დადებული ხელშეკრულებები არ იყო სტანდარტული პირობების. გ--------------ს 600 000 ა.შ.შ. დოლარი არ შეუტანია ს.ს. ,,მ---------------ში“, რომ შეეტანა ამ ოდენობის თანხა ან გაგრძელებულიყო თამასუქის ხელშეკრულება, მისთვის ცნობილი იქნებოდა. გ--------------მ დაახლოებით 5 ან 6 თვის სარგებელი მიიღო ერთად 60000 (სამოციათასი) ა.შ.შ. დოლარის თამასუქიდან გამომდინარე გადარიცხვით და 600000(ექვსასიათასი) ა.შ.შ. დოლარის თამასუქი რომ ქონოდა შეტანილი, პრეტენზიას განაცხადებდა პროცენტის ოდენობაზე. 600 000 ა.შ.შ. დოლარი ხელზე არასდროს შესულა ს.ს. ,,მ---------------ში". ტექნიკური შეცდომის შესახებ დირექტორობის პერიოდში ცნობილი არ იყო, სასამართლო სხდომის დაწყების შემდეგ გახდა ეს მისთვის ცნობილი, როდესაც მოიკვლია, გაარკვია, რომ ოპერატორების ტექნიკური შეცდომის შედეგი იყო 600 000 ა.შ.შ. დოლარის მითითება, რაც არ განაცხადეს და თავად ცდილობდნენ ამ შეცდომის გამოსწორებას (სხდომის ოქმი: 28.03.2019).
3.2.5 ს.ს. ,,მ---------------ი“-ს მიერ გაცემული თანხის ანგარიშზე მოძრაობის ამონაწერის მიხედვით, 2017 წლის 15 მარტს გ--------------სგან მიღებულია 60 000 (სამოციათასი) ა.შ.შ დოლარი თამასუქის შესაძენად და გ--------------ს ერიცხებოდა 60 000 ა.შ.შ. დოლარის 12% (ს.ფ. 51-54).
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: 2017 წლის 15 მარტით დათარიღებული და მხარეთა ხელმოწერილი 60 000 ა.შ.შ. დოლარის თამასუქით, გ--------------ს მიერ 60 000 (სამოციათასი) ა.შ.შ. დოლარის თამასუქის პროცენტის მიღებით და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ--------------ს 600 000(ექვსასიათასი) ა.შ.შ. დოლარი ს.ს. ,,მ---------------ში“ შეტანილი არ აქვს და მხარეთა შორის 2017 წლის 15 მარტის #1--- თამასუქის ხელშეკრულება გაფორმდა 60000(სამოციათასი) ა.შ.შ. დოლარზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ს.ს. ,,მ---------------ს“ გ--------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს: 2016 წლის 05 ოქტომბრის თამასუქიდან გამომდინარე _ 30000 ა.შ.შ. დოლარის, პროცენტის _ 1800 ა.შ.შ. დოლარის და საურავის _ 900 ა.შ.შ დოლარის გადახდა, ხოლო 2017 წლის 15 მარტის თამასუქიდან გამომდინარე 60000 ა.შ.შ. დოლარის, პროცენტის _ 3600 ა.შ.შ. დოლარის და საურავის _ 1800 ა.შ.შ. დოლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, 32-ე, 37-ე, 42-ე, 70-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, 172-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 ,,თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის ზოგადი განმარტების პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს თამასუქის გაცემის, თავდებობის, გადახდის, გამოყენების, გადაცემის წესს, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად-თამასუქიდან გამომდინარე შედეგებსა და პრეტენზიებს. მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „თამასუქი“ არის ფასიანი ქაღალდი, დოკუმენტი, რომლითაც მისი გამცემი პირი კისრულობს უპირობო ვალდებულებას გადაიხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა პირადად ან ან სხვა პირს ავალებს მის გადახდას. ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მარტივი თამასუქით მისი გამცემი კისრულობს ვალდებულებას თვითონ გადაიხადოს თამასუქში მითითებული თანხა. დადგენილია, რომ გ--------------ს და ს.ს. ,,მ---------------ს“ შორის 2016 წლის 15 ოქტომბერს და 2017 წლის 15 მარტს გაფორმდა პროცენტიანი მარტივი თამასუქის ხელშეკრულებები და 2016 წლის 15 ოქტომბერს გაიცა თამასუქი 30000 ა.შ.შ. დოლარზე 2017 წლის 05 ოქტომბრამდე (ს.ფ. 18), ხოლო 2017 წლის 15 მარტს გაიცა თამასუქი 60 000 ა.შ.შ. დოლარზე 2018 წლის 15 მარტამდე (ს.ფ. 22). 6.2 ,,თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მარტივი თამასუქის მიმართ გამოიყენება გადასაპირებელი თამასუქის დებულებები, თუ ისინი შესაბამისობაშია მარტივი თამასუქის არსთან და შეეხება ამავე პუნქტში მითითებულ მუხლებს. 6.3 ,,თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იმ თამასუქის გადახდის ვადა, რომელიც ექვემდებარება გადახდას გაცემიდან ან წარდგენიდან ერთი ან რამდენიმე თვის განმავლობაში, დგება გადახდის თვის შესაბამის დღეს. 6.4 ,,თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მიხედვით, თამასუქის მფლობელს შეუძლია წარუდგინოს სარჩელი ინდოსანტს, თამასუქის გამცემს და სხვა ვალდებულ პირებს: ა) გადახდის ვადის დადგომისას; ბ) გადაუხდელობისას; მხარეთა შორის 2016 წლის 05 ოქტომბერს გაფორმებული თამასუქის ხელშეკრულების და თამასუქის მიხედვით, 30000 ა.შ.შ. დოლარის დაფარვის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 05 ოქტომბერი. გ.ქ-----მ მიმართა მოპასუხეს და ს.ს. ,,მ---------------ს“ გ--------------სათვის არ გადაუხდია თამასუქის თანხა, შესაბამისად 2016 წლის 05 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან და თამასუქიდან გამომდინარე, ს.ს. ,,მ---------------ს“ გ--------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 30000 ა.შ.შ. დოლარის გადახდა. 6.5 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. 6.6 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (1). ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (2). საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (3). 6.7 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. 6.8 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (1). სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (2) მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში (3). 6.9 ,,თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, თუ თამასუქის თანხა აღნიშნულია სიტყვიერად და რიცხვითაც, მათ შორის განსხვავებისას ძალაშია სიტყვიერად აღნიშნული თანხა. თუ თამასუქის თანხა აღნიშნულია რამდენჯერმე, მათ შორის განსხვავებისას ძალაშია სიტყვიერად აღნიშნული უმცირესი თანხა. ,,თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის ზოგადი განმარტებიდან გამომდინარე, თამასუქის გამცემი პირის ვალდებულებას თანხის გადახდის შესახებ წარმოშობს თამასუქი, როგორც ფასიანი ქაღალდი და თამასუქის გამცემი ვალდებულია გადაიხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეთა ხელმოწერილ 2017 წლის 15 მარტით დათარიღებულ თამასუქში თანხა მითითებულია 60 000 (სამოციათასი) ა.შ.შ. დოლარი, რომლის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა მოპასუხე ს.ს. ,,მ---------------ს“ 2018 წლის 15 მარტს. რაც შეეხება, ს.ს.ი.პ. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- დასკვნაში მითითებულ გარემოებებს თამასუქის შეძენის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, ამ გარემოებებს არც მოპასუხე მხარე უარყოფს, კერძოდ, მოპასუხის განმარტების და მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ხელშეკრულებაში და სალაროს შემოსავლის ორდერში 600 000 ა.შ.შ. დოლარის მითითება იყო ტექნიკური შეცდომა, რაც აცნობეს გ--------------ს, მაგრამ ხელშეკრულებაში შესწორების შეტანის მიზნით გ.ქ----- აღარ გამოცხადდა ს.ს. ,,მ---------------ში“. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ--------------ს ს.ს. ,,მ---------------ში“ 600 000 ა.შ.შ. დოლარი არ შეუტანია. კერძოდ, ამ გარემოებას ადასტურებს: 2017 წლის 15 მარტით დათარიღებული და მხარეთა ხელმოწერილი 60 000 ა.შ.შ. დოლარის თამასუქი, ასევე გ--------------ს მიერ 60 000 (სამოციათასი) ა.შ.შ. დოლარის თამასუქის პროცენტის მიღება, რაც სადავო არ გაუხდია, მოწმეთა ჩვენებები და ჩვენებებში მითითებული ის გარემოებები, რომ 600 000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობის თანხა ნაღდი ანგარიშსწროებით მი---------------------------–--ში არასდროს შესულა. მხარეთა შორის 2017 წლის 15 მარტს #1--- თამასუქის ხელშეკრულება რეალურად გაფორმდა 60000 ა.შ.შ. დოლარზე. გ-------------- იღებდა 60 000 ა.შ.შ. დოლარის პროცენტს, 2017 წლის 15 მარტის #1--- თამასუქიდან გამომდინარე თანხის დაფარვის ვადა დადგა 2018 წლის 15 მარტს, მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია, რის გამოც ს.ს. ,,მ---------------ს“ გ--------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 60 000 ა.შ.შ. დოლარის გადახდა. 6.10 ,,თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მიხედვით თამასუქის მფლობელს სარჩელის წარდგენისას შეუძლია მოითხოვოს გადახდა: ა) არააქცეპტებული ან გადაუხდელი თამასუქის თანხისა პროცენტებითურთ, თუ ასეთი გათვალისწინებული იყო; ბ) პროცენტებისა, ექვსი პროცენტის ოდენობით, რაც გადახდის ვადიდან გამოიანგარიშება; გ) პროტესტის, შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებული და სხვა ხარჯები; დ) საურავისა, თამასუქის თანხის სამი პროცენტის ოდენობით, რაც გამოიანგარიშება გადახდის ვადიდან. მოსარჩელის მოთხოვნა 2016 წლის 05 ოქტომბერს გაფორმებული #1--- პროცენტიანი მარტივი ,,მ–---- თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულებიდან და თამასუქიდან გამომდინარე პროცენტის და საურავის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და ს.ს. ,,მ---------------ს“ გ--------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს: 30 000 ა.შ.შ დოლარის 6%-ის _ 1800 ა.შ.შ. დოლარის და საურავის 3%-ის _ 900 ა.შ.შ დოლარის გადახდა. მოსარჩელის მოთხოვნა 2017 წლის 15 მარტს გაფორმებული #1--- პროცენტიანი მარტივი ,,მ–---- თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულებიდან და თამასუქიდან გამომდინარე პროცენტის და საურავის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ს.ს. ,,მ---------------ს“ გ--------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს: 60000 (სამოციათასი) ა.შ.შ. დოლარის 6%-ის _ 3600(სამიათასექვსასი) ა.შ.შ. დოლარის და საურავის 3%-ის _ 1800(ათასრვაასი) ა.შ.შ. დოლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, თამასუქის ან ჩეკის სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. გ--------------ს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი (ს.ფ. 31)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან, გ--------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ს.ს. ,,მ---------------ს“ გ--------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 14(თოთხმეტი) ლარის და 29(ოცდაცხრა) თეთრის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ--------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ს.ს. ,,მ---------------ს“ გ--------------ს სასარგებლოდ დაეკისროს:
2.1 2016 წლის 05 ოქტომბრის #1--- პროცენტიანი მარტივი ,,მ–---- თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულებიდან და თამასუქიდან გამომდინარე: 30000 (ოცდაათიათასი) ა.შ.შ. დოლარის, პროცენტის (6%)_ 1800 ა.შ.შ. დოლარის და საურავის (3%) _ 900 ა.შ.შ. დოლარის (ჯამში 32700 ა.შ.შ. დოლარი) გადახდა;
2.2 2017 წლის 15 მარტის #1--- პროცენტიანი მარტივი ,,მ–---- თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულებიდან და თამასუქიდან გამომდინარე: 60000 (სამოციათასი) ა.შ.შ. დოლარის, პროცენტის (6%)_ 3600(სამიათასექვსასი) ა.შ.შ. დოლარის და საურავის (3%) _ 1800(ათასრვაასი) ა.შ.შ. დოლარის (ჯამში 65400 ა.შ.შ. დოლარი) გადახდა.
3. ს.ს. ,,მ---------------ს“ გ--------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 14(თოთხმეტი) ლარის და 29(ოცდაცხრა) თეთრის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი