1.
მარტივი თამასუქის მიმართ გამოიყენება გადასაპირებელი თამასუქის დებულებები, თუ ისინი შესაბამისობაშია მარტივი თამასუქის არსთან და შეეხება:

ა)
ინდოსამენტს (მე-6-16 მუხლები);

ბ)
გადახდის ვადას (29-32-ე მუხლები);

გ)
გადახდას (33-36-ე მუხლები);

დ)
სარჩელს უაქცეპტობის ან გადაუხდელობის გამო (37-44-ე, 45-47-ე მუხლები);

ე)
გადახდას შუამავლობის წესით (46-ე, 52-56-ე მუხლები);

ვ)
ასლებს (მე-60 და 61-ე მუხლები);

ზ)
ცვლილებებს (62-ე და 64-ე მუხლები);

თ)
ხანდაზმულობას (63-ე და 64-ე მუხლები);

ი)
უქმე დღეებს, ვადების გამოთვლას და საპატიო დღეებს (65-67-ე მუხლები).

2.
მარტივი თამასუქის მიმართ ასევე გამოიყენება დებულებები, რომლებიც ეხება იმ გადასაპირებელ თამასუქებს, რომლებიც გადახდილი უნდა იქნეს მესამე პირებისათვის ან გადამხდელის ადგილსამყოფელისაგან განსხვავებულ ადგილას (პირველი და 23-ე მუხლები), პირობა პროცენტების შესახებ (მე-3 მუხლი) თამასუქის თანხის შესახებ (მე-4 მუხლი), ხელმოწერის ნამდვილობის პირობების შესახებ (მე-5 მუხლი), იმ პირის შესახებ, რომელიც მოქმედებს უფლებამოსილების გარეშე ან ამ უფლებამოსილების გადამეტებით (მე-6 მუხლი).

3.
მარტივი თამასუქის მიმართ გამოიყენება აგრეთვე დებულებები სათამასუქო თავდებობის შესახებ (26-28-ე მუხლები). რაც შეეხება 27-ე მუხლის მე-3 აბზაცში გათვალისწინებულ შემთხვევას, თუ ავალში არ არის მითითებული, ვის უდგებიან თავდებად, ითვლება, რომ თავდებად უდგებიან მარტივი თამასუქის გამცემ