1.
მარტივი თამასუქი შეიცავს:

ა)

სახელწოდებას "თამასუქი", რომელიც მოცემულია ტექსტში იმ ენაზე, რომელზეც შედგენილია თამასუქი;

ბ)

უპირობო ვალდებულებას მითითებული თანხის გადახდის შესახებ;

გ)

გადახდის ვადას;

დ)

გადახდის ადგილს;

ე)

იმ პირის დასახელებას, ვისი განკარგულებით უნდა მოხდეს გადახდა, ან ვისაც უნდა გადაეხადოს;

ვ)

თამასუქის შედგენის ადგილსა და თარიღს;

ზ)

თამასუქის გამცემის ხელმოწერას.

2.
თუ თამასუქის მფლობელს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ხელი მოაწეროს მარტივ თამასუქს, მაშინ მისი თხოვნით ხელს აწერს სხვა პირი. ამ შემთხვევაში თამასუქის დოკუმენტს უნდა ამოწმებდეს ნოტარიუსი, რომ ხელი მოწერილია თამასუქის მფლობელის თხოვნი