1.
მარტივი თამასუქის გამცემი პასუხისმგებელია ისევე, როგორც გადასაპირებელი თამასუქის აქცეპტანტი.

2.
მარტივი თამასუქი, რომელიც გადასახდელია წარდგენიდან განსაზღვრულ ვადაში, უნდა წარედგინოს თამასუქის გამცემს მე-19 მუხლში მითითებულ ვადაში. ამ ვადის მიმდინარეობა იწყება თამასუქზე იმ აღნიშვნის დღიდან, რომელიც ხელმოწერილია თამასუქის გამცემის მიერ. თამასუქის გამცემის უარი – მიუთითოს ეს თარიღი და ხელი მოაწეროს, დასტურდება პროტესტის აქტით 21-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თარიღი მიიჩნევა წარდგენილი ვადის მიმდინარეობის დაწყების მომენტად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური –  ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე.

თბილისი,1995 წლის 19 აპრილი

№719-I