განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2019
საქმის ნომერი
330100119002890300
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1----19

(#00----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

02 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლე-----------ძე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გი--------------------------აძე (დაბადებული - 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე (მოხსნილი აქვს ნასამართლობა), რეგისტრირებული: ქ. ტყიბული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------–--–----–-–--–---------------ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 25 იანვარს დაახლოებით 20:07 საათზე ქ. თბილისში ისანი-სამგორის რაიონში ვ---------–--------------------------------------------------–-, თ----- ნ-------ძეს მობილურ ტელეფონზე დაურეკა მისმა ყოფილმა მეუღლემ გ------ი ბ--------ემ რა დროსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, მას განუცხადა, რომ უნდა ეშინოდეს გარეთ გასვლის ვინაიდან სადაც შეხვდება მოკლავს. თ----- ნ-------ძემ აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

1.2. 2019 წლის 26 იანვარს დილით დაახლოებით 10:00 საათისათვის ქ. თბილისში ისანი-სამგორის რაიონში ვა--------–ი მ-------- მე-------------------- ბინა N1-–- თ----- ნ-------ძეს მობილურ ტელეფონზე მისმა ყოფილმა მეუღლემ გ------ი ბ--------ემ კვლავ დაურეკა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. გ------ი ბ--------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეების - თ----- ნ-------ძის, ბექა ნ-------ძის, ნ--- ნ-------ძის, ქეთევან ნ-------ძის, თ----- არჩვაძის, თ----- ფ---–---–--ლის გამოკითხვის ოქმებს, 2019 წლის 3---------- ბრალდებულის დაკავების ოქმს, დათვალიერების ოქმს, 2019 წლის 3---------- ალკოტესტით შემოწმების ოქმს, 2019 წლის 2---------- შემაკავებელ ორდერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–------------------ განაჩენს და სხვა წერილობით მტკიცებულებებს.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ გ------ი ბ--------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულ გ------ი ბ--------ის მიერ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა განხორციელებულია ყოფილი მეუღლის - თ----- ნ-------ძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ისინი ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად.

 

3.2. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას (ამასთან დაკავშირებით იხ.: უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება N251აპ-18 საქმეზე; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება N276აპ-17 საქმეზე).

 

3.3. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულისა და მოწმეების - თ----- ნ-------ძის, ბექა ნ-------ძის, ნ--- ნ-------ძის, ქეთევან ნ-------ძის, თ----- არჩვაძის, თ----- ფ---–---–--ლის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 3---------- ბრალდებულის დაკავების ოქმით, დათვალიერების ოქმით, 2019 წლის 3---------- ალკოტესტით შემოწმების ოქმით, 2019 წლის 2---------- შემაკავებელ ორდერით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–------------------ განაჩენით და სხვა წერილობით მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის 25 იანვარს დაახლოებით 20:07 საათზე ქ. თბილისში ისანი-სამგორის რაიონში ვა--------–ი 4 მე----- რ--- კორპუსი 2----ა 1-–-, თ----- ნ-------ძეს მობილურ ტელეფონზე დაურეკა მისმა ყოფილმა მეუღლემ გ------ი ბ--------ემ რა დროსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, მას განუცხადა, რომ უნდა ეშინოდეს გარეთ გასვლის ვინაიდან სადაც შეხვდება მოკლავს. თ----- ნ-------ძემ აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. გარდა ამისა, 2019 წლის 26 იანვარს დილით დაახლოებით 10:00 საათისათვის ქ. თბილისში ისანი-სამგორის რაიონში ვა--------–ი მ-------- მე-------------------- ბინა N1-–- თ----- ნ-------ძეს მობილურ ტელეფონზე მისმა ყოფილმა მეუღლემ გ------ი ბ--------ემ კვლავ დაურეკა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

3.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------ი ბ--------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ორი ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, “სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

4.5. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით დადგენილია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ … არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, „ამ მუხლით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. გამომდინარე იქიდან, რომ გ------ი ბ--------ის მიერ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა განხორციელებულია ოჯახის წევრის - ყოფილი მეუღლის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც არ არის მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით კანონმდებლის მიერ ზემოაღნიშნული იმპერატიულად დადგენილი დანაწესი. გარდა ამისა, სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე, იმ გარემოებას, გ. ბ--------ე არ ინანიებს (მიუხედავად იმისა, რომ აღიარებს დანაშაულს) ჩადენილ ქმედებას, გამოირჩევა აგრესიულობით და მის ქცევას სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას.

 

4.6. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ასევე, საქართველოში ოჯახური დანაშაულის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და დანაშაულის ჩამდენის მიმართ ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახური დანაშაულის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედება, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრ---ს დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც გ------ი ბ--------ეს ოჯახის წევრის - ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული აქვს სიცოცხლის მოსპობის მუქარა (ორი ეპიზოდი), სასამართლო თვლის, რომ სასჯელის სხვა, ნაკლებად მკაცრი სახე, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთა - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის გ------ი ბ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით (ორივე ეპიზოდში), რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გ------ი ბ--------ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------ი ბ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით (2019 წლის 25 იანვარის ეპიზოდი).

 

2. გ------ი ბ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით (2019 წლის 26 იანვარის ეპიზოდი).

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქას მე----- სასჯელი და საბოლოოდ, გ------ი ბ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

4. მსჯავრდებულ გ------ი ბ--------ე მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ გ------ი ბ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 31 იანვრიდან.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ერთი ცალი ელექტრონული დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე