განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/614-18 (№041070418004)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მარტი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ქ---------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: გ------------–------------–--------ე
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: წ---–---------------–-----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
ბრალდებული: ჯ----–--–--–----------------ე
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლეობა: მქონე
მცხოვრები (რეგისტრირებული): ტ------–---------–-----------
მცხოვრები (ფაქტობრივი): ქ-------------------------------------------
ადვოკატები: ნ---------------–-ა, გ--------–------ა
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი;
დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 7 აპრილს დაახლოებით 17:00 საათზე, ქ-------–------–--–---–------------–- მდებარე ა---------–---------- მიმდებარე ტერიტორიაზე გ-------------–--------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჯ----–----------ეს, კერძოდ მარჯვენა ხელი ჩაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ჯ----–----------ე წაიქცა და სისხლი წამოუვიდა. გ-------------–--------ე განაგრძობდა მის ცემას, კერძოდ ხელებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად ჯ----–----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 24 მარტს დაახლოებით 18:50 საათზე, ქ-------–------–--–---–------------–- მდებარე ა---------–---------- მიმდებარე ტერიტორიაზე ჯ----–------------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ-------------–--------ეს, კერძოდ ხელი ჩაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც გ-------------–--------ე წაიქცა და სისხლი წამოუვიდა მარცხენა წარბიდან. ჯ----–------------ განაგრძობდა მის ცემას, კერძოდ ხელებსა და ფეხებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში. ჯ----–------------ს ქმედებით გ-------------–--------ემ დაზიანებები მიიღო სხეულის სხვადასხვა არეში, რომელთაგანაც შუბლის მარცხენა ნაწილში ჭრილობის სახით არსებული დაზიანება მიეკუთვნება მსუბუქ დაზიანებათა კატეგორიას ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო სხვა დაზიანებები მსუბუქ დაზიანებებს ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
გ-------------–--------ის და ჯ----–------------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გარდა მათი აღიარებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: მ--------–-------------------------------------–--–--–---–----------------------–---- გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის N------------------------------------
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ:
გ-------------–--------ემ ჩაიდინა ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;
ჯ----–------------მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით;
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-------------–--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ჯ----–------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მისი ნასამართლობა.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არაადეკვატურად წარმოაჩენს.
სასამართლო მიუთითებს, რომ თავისუფლების აღკვეთა, თავისთავად, არ არის არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, მაგრამ, თუ მსჯავრდებულისთვის მისჯილი თავისუფლების აღკვეთის ვადა აშკარად უსამართლო და ჩადენილი სიმძიმის დისპროპორციულია, ადგილი აქვს სწორედ, რომ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე და 25-ე პუნქტი).
ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები. კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013 საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის პირველი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის, თუ რამდენად მოცემულია განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური, შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული, არის: სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს...(იხ. ასევე Jamil v. France, 1995წ. 8 ივნისი, § 32, სერია A no. 317-B, § 31; Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, § 151; § 142; და M. v. Germany, no. 19359/04 § 120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ, არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.
ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებების მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი, ჩადენილი დანაშაულების კატეგორია (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავეების წარსული ცხოვრება (ჯ----–------------ ნასამართლევია), პირადი და ეკონომიკური მდგომარეობა, ყოფაქცევა ქმედების ჩადენის შემდეგ (ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს), ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის გარემოება, რომ ჯ----–------------ს დანაშაულის ჩადენისას დაუდგინდა შეზღუდული შერაცხადობა, ასევე ის გარემოება, რომ ბრალდებული ჯ----–------------ სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური საექსპერტო გამოკვლევის მიზნით მოთავსებული იყო სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში 2018 წლის 29 მაისიდან 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით - გასათვალისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინივიდუალიზაციის პრინციპი, რომელიც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების გ-------------–--------ის და ჯ----–------------ს შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, მათ წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ბრალდებულები სადავოდ არ ხდიან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მათ მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------------–--------ეს და ჯ----–------------ს უნდა განესაზღვრს - ჯარიმა.
ჯარიმის სახით განსაზღვრული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულის ბუნებას, ქმედების ხასიათს, ასევე მათ პოზიციას და გამომდინარე აქედან, გ-------------–--------ის მიმართ ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და ჯ----–------------ს მიმართ ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით არის, როგორც ადეკვატური და პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რაც, ერთი მხრივ, დამაფიქრებელი იქნება მათთვის, რათა უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, გასაკიცხაობის ხარისხი, განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვითა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ ბრალდებულების მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის ზემოაღნიშნული ოდენობით განსაზღვრა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოება, რომ ჯ----–------------ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ----–------------ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით შეიცვალა ჯარიმით 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ----–------------ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ----–------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის განაჩენით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის განჩინებით განსაზღვრული ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ჯ----–------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
ჯ----–------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ჯ----–------------ს მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გ-------------–--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
გ-------------–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
გ-------------–--------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური