განაჩენი

სისხლის სამართლის 19.04.2019
საქმის ნომერი
080100118002683837
დავის ტიპი
177 3 გ , 177 3 ბ , 177 2 ა
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/936-18 (№041170818003)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 აპრილი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ქ---------------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა----------------------------ე - დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------- ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლებით, მცხოვრები: ქ---------------–----------------–-------------

 

ადვოკატი - პ---–---------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები (5 ეპიზოდი);

 

დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 19 ივნისს, ღამის საათებში, ქურდობისთვის ნასამართლევმა ა---------------მ უკანონოდ შეაღწია ქ-------–--------–---------------ში ს-----------------–---ს საცხოვრებელ სახლში და ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 1100 ლარად ღირებულ „LG” ფირმის ტელევიზორს და 30 ლარად ღირებულ ნოკიას ფირმის მობილურ ტელეფონს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 1130 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. 2018 წლის 16 ივლისს, ღამის საათებში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ა---------------მ უკანონოდ შეაღწია ქ-------–------------------------ში მდებარე ლ------–------ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ჩემოდანს, ენციკლოპედიის 12 ტომს, ჭურჭელს, ვერცხლის სამკაულებს. დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულს მიადგა 351 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

3. 2018 წლის 26 ივლისს, ღამის საათებში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ა---------------მ უკანონოდ შეაღწია ქ----------–-------–--------------–-------------ში მდებარე დ-----------------ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „SAMSUNG”-ის ფირმის ტელევიზორს, „ACER”-ის ფირმის ლეპტოპს, „HUAWEI”-ს ფირმის მობილურ ტელეფონს, ოქროს ჯვრებს და სამკაულებს. დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულს მიადგა 3400 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

4. 2018 წლის 9 აგვისტოს, ღამის საათებში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ა---------------მ უკანონოდ შეაღწია ქ-------–--------–---------ში მდებარე ი-----------------ს კუთვნილ საოჯახო ტიპის სასტუმრო „მ------“-ში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „SONY”-ს ფირმის ტელევიზორს. დანაშაულებრივი ქმედებით ი----------------ს მიადგა 1100 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

5. 2018 წლის 17 აგვისტოს, ღამის საათებში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ა---------------მ უკანონოდ შეაღწია ქ-------–--------–-----–---–------------ში მდებარე რ-------------–--------ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ფულად თანხას და ვერცხლის ნივთებს. დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულს მიადგა 780 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულ ა---------------ს აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულ ს-----------------–---ს გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ა---------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთები, გ---------–---------–-----–---- გამოკითხვის ოქმები, გ---------–---- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთები, 2012 წლის 8 აგვისტოს განაჩენი, მოწმეების: თ-------–-----------------–----–------–-----------------–---------------------–---------------–---- გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ლ------–------ს გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ო-–------------------------------–---–----–-------------–---–----------------------------------–---------------–--------------- გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულის დ-----------------ს გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ამოღებული ტელევიზორი, დაზარალებულ ი-----------------ს გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: გ---------–---------–-----–---- გამოკითხვის ოქმები, გ---------–---- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ტელევიზორი, ამოღების ოქმი და გ--–-----–------ნ ამოღებული ტელევიზორი, დაზარალებულის რ-------------–--------ს გამოკითხვის ოქმი და საქმეზე შეკრებილ სხვა ინფორმაციათა) ერთობლიობა ა---------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა---------------მ ჩაიდინა: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (5 ეპიზოდი);

 

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო ა---------------ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდებულის მიერ განხორცილებულმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია საკუთრების ხელყოფა. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელების გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით ა---------------ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს მის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (ხუთი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (19.06.2018 წლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (16.07.2018 წლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (26.07.2018 წლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (09.08.2018 წლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (17.08.2018 წლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან, ერთმა სასჯელმა შთანთქოს სხვა სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ა---------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ა---------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 სექტემბრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება:

 

შემთხვევის ადგილიდან (----------------–---–----------–----------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი) ამოღებული ანაწმენდები, პოლიეთილენის პარკი, მეტალის ე.წ პინცეტი ხელის ერთი კვალი - განადგურდეს.

 

ა---------------ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული: სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი სენსორული ეკრანით, იმეი-კოდით, 35 65 31 04 225 728 1; ვერცხლისფერი კორპუსის მქონე ნოკია 95, უკანა ხუფისა და ელემენტის გარეშე, იმეი კოდით 35 99 08 00 65 22 84 4; შავი ფერის კორპუსის მქონე ტელეფონი GENERAL MOBILE, კლავიატურით, ელემენტის გარეშე, იმეი-კოდით 35 16 380 15 52 15 54; მცირე ზომის LG-ის ფირმის მობილური ტელეფონი, წინა მხარეს თეთრი კორპუსით, იმეი-კოდებით 35 503 20 40 26 71 75 და 35 50 32 04 02 67 183; შავი ფერის კორპუსის მქონე ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, ფანრით, იმეი-კოდით 35 57 57 06 99 43 450. ტელეფონში მოთავსებულია სიმ-ბარათი. სამსუნგის ფირმის თეთრი კორპუსის მქონე მობილური, მოწითალო ფერის შალითით იმეი-კოდით 35 86 81 03 237 59 46; ალკატელის ფირმის შავი ფერის მობილური, იმეი -კოდით 35 72 59 03 06 22 998; ალკატელის ფირმის ლურჯი ფერის კორპუსის მქონე მობილური, იმეი-კოდით 35 62 92 04 133 76 04; სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, განივად გატეხილი ეკრანით, სიმ-ბარათის გარეშე, იმეი-კოდით 33 80 05 01 42 58 529; ჰუავეის ფირმის Y511- U 10-ი მოდელის მობილური ტელეფონი, იმეი-კოდებით 86 62 540 103 96 535; შავი ფერის კორპუსის მქონე SONY-ის ფირმის ვიდეოკამერა წარწერით SONY HANDYCAM, თავისივე შავი ფერის მოსათავსებელი ბუდით; ვერცხლისფერი კორპუსის მქონე SONY-ის ფირმის ფოტოაპარატი, წარწერით SONY CYBERSHOT. ფოტოაპარატს უკანა მხარეს აქვს ეკრანი და გადაღების რეჟიმის ღილაკები. წინა მხარეს გააჩნია მრგვალი ფორმის გამოსაწევი ობიექტივი. აპარატს აქვს თავისივე მუქი ფერის ჩასადები ბუდე; დიდი ზომის მაჯის საათი, ტყავის ყავისფერი სამაჯურით და ლურჯი ფერის ციფერბლატით, რომელზეც აღნიშნულია წარწერა G P; დიდი ზომის მაჯის საათი, ლურჯი ფერის ტყავის სამაჯურით და ღილაკებით. საათის ქვედა მხარეს ქარხნულად ამოტვიფრულია ლოგო ,,YK“ და წარწერა STAINLESS STEEL BACK, 9315; შავი ფერის ტყავის სამაჯურის მქონე საათი, ელიფსის ფორმის კორპუსით; კვადრატული ფორმის საათი, სამაჯურის გარეშე, ოქროსფერი კორპუსით, წარწერით ROTARY; მრგვალი ფორმის საათი, სამაჯურის გარეშე, ოქროსფერი კორპუსით, კორპუსის ქვედა მხარეს დატანილია ქარხნული ნომერი 441422. საათზე საფირმო ლოგო არ ფიქსირდება; მრგვალი ფორმის საათი, სამაჯურის გარეშე, ოქროსფერი კორპუსით და შავი ფერის ციფერბლატით, რომელსაც წრიულად დაყვება წვრილი ოქროსფერი წერტილები; მრგვალი ფორმის საათი, სამაჯურის გარეშე, ოქროსფერი კორპუსით, ციფერბლატზე წარწერით TIMEX; რვაკუთხა ფორმის საათი, სამაჯურის გარეშე, ოქროსფერი კორპუსით; ერთი წყვილი, ვერცხლისფერი მასიური ნაკეთობის რგოლი-საყურე; ა---------------საგან ამოღებული თანხა 200 ლარის ოდენობით; გ--–-----–-------ნ ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორი; ბ----–--–-------------ნ ამოღებული თანხა 100 ლარის ოდენობით და გასაღები; გ---------–---- საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული „სონის“ ფირმის ტელევიზორი; ნოუთბუქი ელსადენით, ელსადენი, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამღებული „სამსუნგის“ ფრიმის ტელევიზორი და საბჭოთა ენციკლოპედია (12 ტომად); შემთხვევის ადგილის (--------------------------------ში მდებარე სახლი) დათვალიერების დროს ამოღებული: კოვზების შესანახი ყუთი, საფულე; შავი ფერის მეტალის ტელევიზორის 2 საკიდი, თეთრი ფერის ფერადი ნახატებიანი პატარა ზომის საფულე - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს.

 

შემთხვევის ადგილის (----------------–---------------ში მდებარე საოჯახო სასტუმრო) დათვალიერების დროს ამოღებული ხელთათმანის ფრაგმენტი, ანაწმენდი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდები, ხელის ხუთი კვალი, ხელის ოთხი კვალი, შავი ფერის ნაწილაკები, ხელის ორი კვალი, შემთხვევის ადგილის (---------------–--------------–------------- დათვალიერების დროს ამოღებული კარების სახელურის შიდა ზედაპირიდან ამოღებული ანაწმენდი საკონტროლო ნიმუშთან ერთად, ა---------------საგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ა---------------საგან აღებული ხელის კვლები - განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის (----------------–---------------ში მდებარე სახლი) დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი (მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში); შემთხვევის ადგილის (--------------------------------ში მდებარე სახლი) დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი (მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში); შემთხვევის ადგილის (---------------–--------------–-------------- დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი (მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში); შემთხვევის ადგილის (----------------–---–----------------–----------–- მდებარე სახლის) დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი; საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი; შემთხვევის ადგილის (----------------–---------------ში მდებარე სახლის) დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური