განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/797-18 (N046020718001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი თინათინი ციცქიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და--------–----ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გი---------–-----------–----–---–ი - დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, მცხოვრები (რეგისტრირებული): ტ------–------------------------, მცხოვრები (ფაქტობრივი): ტ------–-------------------–------------
ადვოკატი - ნე--------------–-ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები;
დისპოზიცია: არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გი---------–----–---–-ა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 2 ივლისს დაახლოებით 18:00 საათზე, ტ------–--------------------–----------–-, გი---------–----–---–-ა უკანონოდ შეაღწია ელ----------–-----ს კუთვნილ ფერმის ეზოში და შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ელ----------–-----ს კუთვნილ ლითონის სასწორს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგებოდა 2465 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა გი---------–----–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების გ---------–--–---–---–---------------–-----------------–----–---–--------------–------------ გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ელ----------–-----ს გამოკითხვის ოქმი, პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ლითონის საჭრელი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ამოღებული ლითონის კონსტრუქცია, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა N0-------- და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ გი---------–----–---–-ს მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაული, კერძოდ: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ადგენს, რომ გი---------–----–---–ს ჰქონდა მცდელობა ელ----------–-----ს კუთვნილ ფერმის ეზოში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ელ----------–-----ს კუთვნილ ლითონის სასწორს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგებოდა 2465 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. აღნიშნული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1.სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2. ქმედების ფარულად განხორცილება, 3.მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით „დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი“. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დაუმთავრებელი დანაშაულისათვის, იმ მუხლზე მითითებით.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ გი---------–----–---–-ს მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მცდელობა ელ----------–-----ს კუთვნილ ლითონის სასწორის ქურდობის მცდელობაში გამოიხატა. დადგენილია, რომ ბრალდებულს არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა აღნიშნული ნივთის მიმართ. ქმედების ფარულად განხორციელება დადასტურდა საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით. ამასთან, გი---------–----–---–- სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში გი---------–----–---–- მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მცდელობა არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქურდობის ჩადენა საცავში უკანონო შეღწევით. საცავში იგულისხმება შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ადამიანთა და ფასეულობათა განსათავსებლად არის გამიზნული. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულმა ჩაიდინა სწორედ ქურდობის მცდელობა, საცავში უკანონოდ შეღწევით, კერძოდ, უკანონოდ შეაღწია ელ----------–-----ს კუთვნილი ფერმის ეზოში, საიდანაც შეეცადა დაუფლებოდა ელ----------–-----ს კუთვნილ ლითონის სასწორს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
დანაშაულებრივ ქმედებაში, ქურდობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი ფარულად დაუფლებაც მოახერხა ან შეეცადა დამნაშავემ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ ელ----------–-----სათვის მიყენებული ზიანი, დანაშაულის დასრულების შემთხვევაში, იქნებოდა 2465 (ორიათას ოთხას სამოცდახუთი) ლარი. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და გი---------–----–---–-ს მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გი---------–----–---–-ს მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გი---------–----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გი---------–----–---–-ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნებიდან, ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან და ზემოთმითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა შეეცვალოს პირობით მსჯავრად, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ლითონის საჭრელი ე.წ. ავტოგენი თავისი მილებითა და ბალონით დალუქულ მდგომარეობაში ინახება ტყიბულის რაიონულ სამმართველოში - მოხდეს საპროცესო კონფისკაცია.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ლითონის ნაჭერი დალუქულ მდგომარეობაში ინახება ტყიბულის რაიონულ სამმართველოში - დაბრუნდეს დაზარალებულ ელ----------–-----ს.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გი---------–----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
გი---------–----–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები:
პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ლითონის საჭრელი ე.წ. ავტოგენი თავისი მილებითა და ბალონით დალუქულ მდგომარეობაში ინახება ტყიბულის რაიონულ სამმართველოში - მოხდეს საპროცესო კონფისკაცია.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ლითონის ნაჭერი დალუქულ მდგომარეობაში ინახება ტყიბულის რაიონულ სამმართველოში - დაბრუნდეს დაზარალებულ ელ----------–-----ს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური