განაჩენი

სისხლის სამართლის 12.04.2019
საქმის ნომერი
330100117002030073
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3----17

(#0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 აპრილი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ ა----------–-–---–-----–-–----------–---–-----–-–----------–-------------------–---–---------------------–--,ბრალდებულ _ თ-----------–-----ს,ადვოკატების _ მ---–----------------------------------–----- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ თ------------–-----ს ძე ხ-–-----ს (დაბადებული 1--- წლის 0--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნ----------–-------------------–----–----------–----------------------------–-, რეგისტრირებული: ქ------------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ----------------------------------------------------------------- კო------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2----–-–---------–---, ღამის საათებში, თ-----------–-----მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა შეაღწიეს თ---–--–ი, წ-------–-------------ში განთავსებულ მაღაზიაში, საიდანაც შეეცადნენ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ სხვადასხვა დასახელების სიგარეტებს და ფულად თანხას 440 ლარის და 85 თეთრის ოდენობით. თ-----------–-----მ და მისმა თანამზრახველმა ნაქურდალი საქონელი და ფულადი თანხა მოათავსეს დიდი ზომის ჩანთაში და ტომარაში, რის შემდეგაც გამოვიდნენ მაღაზიიდან და შეეცადნენ შემთხვევის ადგილიდან მიმალვას, თუმცა მათი ქმედება შემჩნეულ იქნა სა---------–----–------------------------------------–---------–-–---------------------------------------------------–--------------------–-----------–------–---ს მიერ, რის შემდეგაც თ-----------–----- დაკავებულ იქნა შემთხვევის ადგილზე, ხოლო მისმა თანამზრახველმა შეძლო შემთხვევის ადგილიდან გაქცევა და მიმალვა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შემთხვევით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია:

 

მოწმე გ------------------ ჩვენებით, 2----–-–---------–--- ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას თანამშრომელ გ--------–---–---სთან ერთად. დაახლოებით 05:00 საათისთვის, შენიშნეს თ---–--–ი, წ-------–-- და ი-------–-- ქუჩების კვეთაზე არსებულ თ------------------ს ე.წ. „ჟალუზი“ აწეული იყო ნახევრად, საიდანაც გამოდიოდა ორი პიროვნება, რომელთაგან ერთს ხელში ეჭირა სავსე ჩანთა, ხოლო მეორეს - სავსე ტომარა. აღნიშნულმა პირებმა შეუხვიეს ი-------–-- ქუჩაზე, დაახლოებით ხუთ მეტრში მდებარე შესახვევში. თავადაც მიჰყვებოდნენ უკან, დაახლოებით შვიდი-რვა მეტრის მოშორებით. დაუძახეს შეჩერებულიყვნენ. მათ ხმაზე შემოტრიალდა ბრალდებულთან ერთად მყოფი მეორე პიროვნება, რომელმაც რაღაც გადაულაპარაკა თ-----------–-----ს. ამ დროს ბრალდებულიც შემოტრიალდა მათი მიმართულებით, სწრაფად დაყარეს მათ ხელთ არსებული ტომარა და ჩანთა და გაიქცნენ, თუმცა დაედევნნენ და დააკავეს ბრალდებული თ-----------–-----, რომელსაც ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, ხოლო მასთან ერთად მყოფმა მეორე პიროვნებამ შეძლო შემთხვევის ადგილიდან მიმალვა. თ-----------–-----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა: რვა სანთებელა, 3- თეთრი, „ნ-----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი და სახრახნისი. აღნიშნული ნივთები ადგილზე დალუქეს ის------------------------------–------- ლუქით, ორ პაკეტად. ერთ პაკეტში მოათავსეს სანთებელები, მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა, ხოლო მეორეში - სახრახნისი.

მოწმე გ--------–---–---- ჩვენებით, 2----–-–---------–--- ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას თანამშრომელ გ-------------------- ერთად. ღამის საათებში შენიშნეს თამბაქოს ჯიხურს კარი ჰქონდა ნახევრად ღია მდგომარეობაში, საიდანაც გამოვიდა ორი ახალგაზრდა პიროვნება. ერთ მათგანს ხელში ეჭირა სავსე ტომარა, ხოლო მეორეს - ხელჩანთა. თავადაც გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და გაჰყვნენ აღნიშნულ პიროვნებებს. დაუძახეს შეჩერებულიყვნენ, ვინაიდან იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რა დროსაც მათ ერთმანეთს გადაულაპარაკეს, დაყარეს მათ ხელთ არსებული ნივთები და გაიქცნენ. თავადაც დაედევნნენ, თუმცა შეძლეს მხოლოდ იმ პიროვნების დაკავება, რომელსაც ხელში ეჭირა ტომარა. აღნიშნული მამაკაცი აღმოჩნდა სხდომის დარბაზში მყოფი ბრალდებული თ-----------–-----, ხოლო მეორე პიროვნებამ შეძლო შემთხვევის ადგილიდან მიმალვა. დაკავებულს ადგილზე ჩაუტარდა ჩხრეკა, რის შემდეგაც გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მოწმის ჩვენებით, თ-----------–----- მეორე პიროვნებაზე აცხადებდა, რომ ჰყავდა ახალი გაცნობილი და არ ასახელებდა მის ვინაობას.

ბრალდებულმა თ-----------–-----მ თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2----–-–---------–---, ღამის საათებში, თ---–--–ი, მეტროსადგურ „---------------–----- მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახა სიგარეტების მაღაზია, გატეხა კარი და შევიდა. დაახლოებით ათ წუთში, ჩანთაში და შაქრის ტომარაში ჩაალაგა სიგარეტები და ფულადი თანხა, რა ოდენობის იყო არ იცის და მაღაზიიდან გამოსვლისთანავე, დაახლოებით ერთ წუთში დააკავა ორმა პოლიციის თანამშრომელმა. ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და ამოიღეს ყველაფერი, რაც წამოიღო მაღაზიიდან, მათ შორის სრულად იქნა ამოღებული მაღაზიიდან წამოღებული ფულადი თანხაც. მისივე ჩვენებით, ის მაღაზიაში შევიდა მარტო, მასთან ერთად არავინ ყოფილა. პოლიციის თანამშრომელმა ამოიღო იარაღი და დაუძახა, გაჩერებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მიმართულებით განახორციელებდა გასროლას. შესაძლოა ეს გაიგო ვინმე გამვლელმა ქუჩაში და გაიქცა, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებს ჰგონიათ, რომ მასთან ერთად იყო სხვა პიროვნებაც. ბრალდებულის განმარტებით, ჰყავდა ფ---------------–-, იმყოფებოდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში და სწორედ ამიტომ ჩაიდინა აღნიშნული ქმედება, რასაც გულწრფელად ნანობს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, თ-----------–-----ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების: გ--------------–---–--------------------–-–---–----------------------–---–-----------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმები; ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი; ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი; პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები; დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვა მტკიცებულებები მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად სხდომაზე გამოკვლევის გარეშე.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თ-----------–-----ს ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, კერძოდ, ქურდობის მცდელობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შემთხვევით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

სასამართლო განმარტავს, რომ თ-----------–-----ს ქმედება შეიცავს დანაშაულის - ქურდობის მცდელობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა მის მიერ სხვისი კუთვნილი ქონების ფარული დაუფლების მცდელობაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულის საკუთრების უფლებას.

ის ფაქტი, რომ თ-----------–-----მ უკანონოდ შეაღწია თ------------------–- და შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სხვის კუთვნილ ქონებას, დასტურდება, როგორც მოწმეების: გ------------------ და გ--------–---–---- ჩვენებებით, ისე თავად ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით და იმ მტკიცებულებებით, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ და რაც მიღებულ იქნა მტკიცებულებად სხდომაზე გამოკვლევის გარეშე. ბრალდებულის ჩვენებით, 2----–-–---------–---, ღამის საათებში, თ---–--–ი, მეტროსადგურ „---------------–----- მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახა სიგარეტების მაღაზია, გატეხა კარი და შეაღწია უკანონოდ. დაახლოებით ათ წუთში, ჩანთაში და შაქრის ტომარაში ჩაალაგა სიგარეტები და ფულადი თანხა და შეეცადა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას.

ბრალდებულს ასევე არ გაუხდია სადაოდ, არც მაღაზიიდან წამოღებული თანხის ოდენობა და არც იმ ნივთების ღირებულება, რის დაუფლებასაც ცდილობდა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და განმარტა, რომ ჩანთაში და შაქრის ტომარაში ჩაალაგა სიგარეტები და ფულადი თანხა, რა ოდენობის იყო არ იცის. მაღაზიიდან გამოსვლისთანავე კი დააკავა ორმა პოლიციის თანამშრომელმა. ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და ამოიღეს ყველაფერი, რაც წამოიღო მაღაზიიდან, მათ შორის სრულად იქნა ამოღებული მაღაზიიდან წამოღებული ფულადი თანხაც.

თ-----------–----- თავის ჩვენებაში სრულად ადასტურებს მის მიერ ქურდობის მცდელობის ჩადენას, საცავში უკანონო შეღწევით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, თუმცა კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ქმედებაში სხვა პირის მონაწილეობას. მისი ჩვენებით, ის მაღაზიაში შევიდა მარტო, მასთან ერთად არავინ ყოფილა. მაღაზიიდან გამოსვლიდან, დაახლოებით ერთ წუთში პოლიციის თანამშრომელმა ამოიღო იარაღი და დაუძახა, გაჩერებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მიმართულებით განახორციელებდა გასროლას. სწორედ ამიტომ ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს გაიგო ვინმე გამვლელმა ქუჩაში და გაიქცა, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებს ჰგონიათ, რომ მასთან ერთად იყო სხვა პიროვნებაც, რაც სასამართლოს მხრიდან ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მოწმეების: გ------------------ და გ--------–---–---- ჩვენებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებანი. მათი ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და ორივე მათგანი განმარტავს, თუ როგორ დაინახეს 2----–-–---------–---, ღამის საათებში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, თ---–--–ი, წ-------–-- და ი-------–-- ქუჩების კვეთაზე არსებული თ------------------, რომელსაც ე.წ. „ჟალუზი“ ჰქონდა ნახევრად ღია მდგომარეობაში, საიდანაც გამოდიოდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთს ხელში ეჭირა სავსე ჩანთა, ხოლო მეორეს - სავსე ტომარა. მოწმეთა ჩვენებებით, მათ დაძახილზე შეჩერებულიყვნენ, აღნიშნულმა პირებმა გადაულაპარაკეს ერთმანეთს, დაყარეს მათ ხელთ არსებული ტომარა და ჩანთა და გაიქცნენ, თუმცა ვინაიდან იყვნენ ორნი, შეძლეს მხოლოდ ბრალდებულ თ-----------–-----ს დაკავება, ხოლო მეორე პიროვნებამ შეძლო შემთხვევის ადგილიდან მიმალვა.

შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ქუჩაში ვინმეს შეეშინდა და გაიქცა, რადგან პოლიციის თანამშრომელმა მას დაუძახა თუ არ გაჩერდებოდა, მისი მიმართულებით განახორციელებდა სროლას, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს, რადგან ვიღაცა გაიქცა, ეგონათ, რომ მასთან ერთად იყო სხვა პიროვნებაც, მაშინ როცა როგორც გ--------–---–---, ისე გ----------------- კატეგორიულად განმარტავენ, რომ მათ თავად დაინახეს თუ როგორ გამოვიდა ორი პიროვნება თ------------------დან, ხოლო მას შემდეგ კი, რაც მაღაზიიდან გამოსულებისთვის ცნობილი გახდა, რომ მათი ქმედება შემჩნეულ იქნა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან, გადაულაპარაკეს ერთმანეთს, დაყარეს მათ ხელთ არსებული ნივთები და გაიქცნენ, რაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის ბრალდებულ თ-----------–-----ს ჩვენებასთან, ის არის არასარწმუნო, არათანმიმდევრული და წინააღმდეგობაში მოდის როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მოწმეთა ჩვენებებთან, ისე საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ თ-----------–-----მ გამოთქვა ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ალბათ ვინმე პოლიციის თანამშრომლის დაძახილზე გაიქცა, ხოლო თავად ეს არ დაუნახავს, მაგრამ შესაძლოა დაინახეს პოლიციის თანამშრომლებმა, რაც სასამართლოს მხრიდან ვერ იქნება გაზიარებული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს თვლის, რომ მის მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად მოხდა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასება, თითოეული მათგანის, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე ბრალდებულ თ-----------–-----ს დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, კერძოდ, მოწმეების: გ--------------–---–--------------------–-–---–----------------------–---–-----------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით, პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთებით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ თ-----------–-----ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ-----------–-----მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შემთხვევით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულ თ-----------–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნასამართლევი არ არის, ხოლო მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქურდობის მცდელობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შემთხვევით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 5--ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თ-----------–-----ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ იგი ნასამართლევი არ არის, ნაწილობრივ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე დართული საგნების და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს მოცემული საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ-----------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით, თ-----------–-----ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა, კანონით დადგენილ ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

მსჯავრდებულ თ-----------–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2----–-–---------–---დან - იმავე წლის 3- ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2019 წლის 12 აპრილიდან.

საქმეზე დართული საგნების და ნივთების ბედი გადაწყდეს მოცემული საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე