განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119002860491
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/86-19 13 მაისი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N019180219001)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: ნათია მიქელაძე, დიანა ქოჩორაშვილი
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი ძიძიგური
დაცვის მხარე:
ადვოკატი: აიდა აკოფიანი
ბრალდებული: ი----- ი--------ი
მამის სახელი: ტ-------
დაბადებული: 1991 წლის 5 დეკემბერი
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---–--------------–------------
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 17 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ აკაურთაში მდებარე თ-----რ ი--------ის საცხოვრებელ სახლში, იმის გამო, რომ პაპამ -თ-----რ ი--------მა დაწყნარებისაკენ მოუწოდა შვილიშვილს-ი----- ი--------ს, რომელიც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ბებიას- მ---- ი--------ას, ი----- ი--------მა, ღუმელის საჩხრეკი რკინა ჩაარტყა თავში და მარცხენა ხელის მტევანზე თ-----რ ი--------ს, რომელმაც ორივე შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2019 წლის 17 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ აკაურთაში მდებარე თ-----რ ი--------ის საცხოვრებელ სახლში, თმის შეღებვის გამო, ი----- ი--------მა ბებია -მ---- ი--------ა ლოგინიდან გადმოაგდო და დააგდო იატაკზე, ძირს დაგდებულს ფეხი ჩაარტყა მარცხენა გვერდში, მუშტი დაარტყა მარჯვენა თვალში და ფეხი ძლიერად ჩაარტყა მარცხენა ხელის მტევანში, რამაც გამოიწვია მ---- ი--------ას ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქმის მასალებით დადგენილია რომ ი----- ი--------ი არის თ-----რ ი--------ის შვილიშვილი და ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები.
სამედიცინო ექსპერტიზის N001735819 დასკვნის თანახმად შპს ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ფორმა N 100, რეგისტრაციის N2296-ის მონაცემებით და პირადი გასინჯვით თ-----რ ი--------ს 18.02.19წ. აღენიშნება დაჟეჟილი ჭრილობა თხემის მიდამოში, ნაჭდევი შუბლის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად . ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებული თ-----რ ი--------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმე ტელნაზ ახმედოვას გამოკითხვის ოქმით, 2019 წლის 18 თებერვლის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთებით დადგენილია, რომ ი----- ი--------მა პაპის თ-----რ ი--------ის მიმართ განახორციელა ძალადობა.
2.2.. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
საქმის მასალებით დადგენილია რომ ი----- ი--------ი არის მ---- ი--------ას შვილიშვილი და ისინი არიან ერთი ოაჯხის წევრები.
სამედიცინო ექსპერტიზის N001733119 დასკვნის თანხმად შპს ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ფორმა N 100, რეგისტრაციის N2297-ის მონაცემებით და პირადი გასინჯვით მ---- ი--------ას 18.02.19 წ. აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალ-ბუდისა და ყვრიმალის მიდამოებში, რენტგენოლოგიურად დაუდგინდა: მარცხენა სხივის ძვლის მოტეხილობა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქოედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ხანდზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. აღნიშნული დაზიანებებიდან სხივის ძვლის მოტეხილობა მიეკუთვნება დაზიანების ნაკლებად მძიმე ხარისხს, სისხლნაჟღენთი სახის მიდამოში- მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებული მ---- ი--------ას გამოკითხვის ოქმით, მოწმე ტელნაზ ახმედოვას გამოკითხვის ოქმით, 2019 წლის 18 თებერვლის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთებით დადგენილია, რომ ი----- ი--------მა ბებიას მ---- ი--------ას მიაყენა დაზიანება.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ი----- ი--------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ი----- ი--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ი----- ი--------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული თ-----რ ი--------ის და მ---- ი--------ას გამოკითხვის ოქმები, მოწმე ტელნაზ ახმედოვას გამოკითხვის ოქმი, 2019 წლის 18 თებერვლის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთები, სამედიცინო ექსპერტიზის N001733119 და N001735819 დასკვნები.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ი----- ი--------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ი----- ი--------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი----- ი--------მა თ-----რ ი--------ის და მ---- ი--------ას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილთ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი----- ი--------ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულებთან, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალი თავადა, თანასოფლელების მიერ ხასიათდება დადებითად.
5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ი----- ი--------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, საბოლოდ კი უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქვას ნაკლებად მკაცრს და ი----- ი--------ს განესზაღვრება თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, ი----- ი--------ს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდება 2(ორი) წელი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6. ნივთმტკიცების საკითხი:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. საქმეზე ამოღებული ლეიბის ამონაჭრელი, და ღუმელის საჩხრეკი (ე.წ.მაშა) განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო თავსაბურავი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-270-ე, 271-276-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი----- ი--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
ი----- ი--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი----- ი--------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
ი----- ი--------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2019 წლის 18 თებერვლიდან 2019 წლის 15 აპრილის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - ი----- ი--------ის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ი----- ი--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ლეიბის ამონაჭრელი და ღუმელის საჩხრეკი (ე.წ.მაშა) განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავსაბურავი დაუბრუნდეს დაზარალებულს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე