განაჩენი

სისხლის სამართლის 06.05.2019
საქმის ნომერი
110100119002823175
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100119002823175

N1/19-2019

ზ----------ის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 მაისი, 2019 წელი ქ.ზ----------ი

 

ზ----------ის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - მ----–-- კ--------, ნ-------- ტ---------;

 

ბრალდებული - ნ-----–---- გ-------, დაბადებული 1----–-–----- ი--–---, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნო-----------------), საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლეობის მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------------–------------; ამჟამად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულების პატიმარი;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის - 2018 წლის 12 დეკემბრის ეპიზოდი); 2) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის - 2018 წლის 22 დეკემბრის ეპიზოდი);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2----–-–----------ს, ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ნ-----–---- გ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისათვის, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 111.120-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების თანახმად, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის, ნ-----–---- გ------- ითვლებოდა ნასამართლობის მქონედ. 2009 წლიდან, 2013 წლამდე, თ----- კ-------ე, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ-----–---- გ-------სთან. თანაცხოვრების პერიოდში, მათ, შეეძინათ შვილი - რ---- გ------- (დ------------- წელი). განქორწინების შემდეგ, თ----- კ-------ე, მის არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ზ----------ში, ზ---------------------ში. 2018 წლის 12 დეკემბერს, თ----- კ-------ე, მის არასრულწლოვან შვილთან - რ---- გ-------სთან ერთად იმყოფებოდა ზ----------ში, 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებ მეგობართან, ნ--- ბ-------სთან. დაახლოებით 21:00 საათზე, მასთან მივიდა ყოფილი მეუღლე - ნ-----–---- გ-------, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ----- კ-------ეს, რის შემდეგაც, მარჯვენა ხელი მოკიდა ზედა ტუჩის არეში, მარჯვნივ და აუწია ზევით, რის გამოც თ----- კ-------ეს წამოუვიდა სისხლი. ყოველივე აღნიშნულს შეესწრო თ----- კ-------ის და ნ-----–---- გ-------ს არასრულწლოვანი შვილი რ---- გ-------. ნ-----–---- გ-------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად, თ----- კ-------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.

 

2. 2----–-–----------ს, ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ნ-----–---- გ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისათვის, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 111.120-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების თანახმად, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის ნ-----–---- გ------- ითვლებოდა ნასამართლობის მქონედ. 2009 წლიდან, 2013 წლამდე თ----- კ-------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში ი------------- ნ-----–---- გ-------სთან. თანაცხოვრების პერიოდში, მათ შეეძინათ შვილი - რ---- გ------- (დ------------- წელი). განქორწინების შემდეგ, თ----- კ-------ე, მის არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ზ----------ში, ზ---------------------ში. 2018 წლის 22 დეკემბერს, თ----- კ-------ე, მის არასრულწლოვან შვილთან რ---- გ-------სთან ერთად ი------------- ზ----------ში, ზ---------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში. დაახლოებით 23:00 საათზე, თ----- კ-------ესთან სახლში მივიდა მისი ყოფილი მეუღლე - ნ-----–---- გ-------, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე თავი დაარტყა შუბლის მარცხენა არეში თ----- კ-------ეს, ასევე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. თ----- კ-------ის მოწოდებაზე, რომ მომხდარ უყურებდა მათი არასრულწლოვანი შვილი - რ---- გ------- და დაწყნარებულიყო, ნ-----–---- გ------- გახდა აგრესიული და თ----- კ-------ეს უბიძგა ხელი, რის გამოც ეს უკანასკნელი წაიქცა საწოლზე, აღნიშნულის შემდეგ, შარვლიდან ნ-----–---- გ-------მ ამოიღო ბასრი საგანი, რომელიც ერთხელ დარტყმით მარცხენა ბარძაყის უკანა მხარეს მიაყენა დაზიანება. ყოველივე აღნიშნულს შეესწრო თ----- კ-------ის და ნ-----–---- გ-------ს არასრულწლოვანი შვილი რ---- გ-------. ნ-----–---- გ-------ს მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრიცვი ქმედების შედეგად თ----- კ-------ემ განიცდა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფიქიკური ტანჯვა და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის (2018 წლის 12 დეკემბრის ეპიზოდი);

 

ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის (2018 წლის 22 დეკემბრის ეპიზოდი):

 

3. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის სახით დაკითხულმა თ----- კ-------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს, დაქალთან, ნ--- ბ-------სთან ყოფნისას, დაახლოებით 21:00 საათზე, მასთან მივიდა ნ-----–---- გ-------, რომელიც ეჭვიანობის ნიადაგზე ყვიროდა, ილანძღებოდა. კონფლიქტის დროს, ნ-----–------, მარჯვენა ხელით, ზედა ტუჩი აუწია, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი და წამოუიდა სისხლი. ამ ფაქტს, შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი რ---- გ-------, მეგობარი ნ--- ბ------- და ნ--- ბ-----ს არასრულწლოვანი შვილი. 2018 წლის 22 დეკემბერს, საღამოს, მასთან, სახლში, ბავშვის სანახავად მივიდა ნ-----–---- გ-------. ნ-----–------ თხოვა ტელეფონი. როდესაც ტელეფონი მისცა, ნ-----–------ ნახა შეტყობინება, რაზედაც გაბრაზდა. ეჭვიანობის ნიადაგზე, შუბლში, მარცხენა მხარეს, ჩაარტყა თავი, რაც ეტკინა. შემდეგ, ჰკრა ხელი და წააქცია ტახტზე. აღნიშნულზე, ნ-----–----ს მოუწოდა სიმშვიდისაკენ, ვინაიდან მათ შორის კონფლიქტს, ესწრებოდა არასრულწლოვანი რ---- გ-------. აღნიშნულის შემდგომ, ნ-----–---- გ-------მ ამოიღო ჯიბიდან რაღაც საგანი, რომელიც მარჯვენა ხელით დაარტყა მარცხენა ფეხზე, ბარძაყის არეში, უკანა მხარეს. იგრძნო ძლიერი ტკივილი და წამოუვიდა სისხლი.

 

4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ-------- გ--------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 22 დეკემბერს, ი------------- სახლში. დაახლოებით 23:00 საათიდან, 23:30 საათამდე, შემომესმა მეზობლის, თ------ს ხმამაღალი საუბარი და ხმაური. გავიდა გერეთ და დანახა, რომ სამივენი - თ------, ბავშვი და ნ--- იყვნენ ეზოში. თ------ ეხვეწებოდა ნ---ს "წადი, გადადი ჩემი ეზოდან, ტავი დამანებეო". ნ---მ, ბავშვს მოჰკიდა ხელი და წავიდა. იქ ყოფნის დროს, ნ--- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა თ------ს. ნ---ს წასვლის შემდეგ, ის და თ------ შევიდნენ თ------ს სახლში. თ------ს, მარცხენა წარბის ზედა მხარეს ემჩნეოდა სიწითლე. მის კითხვაზე, თუ რა მოხდა, უპასუხა, რომ ნ---მ თავი დამარტყა. საუბრისას, თ------მ, ხელი მოისვა მარცხენა ბარძაყზე და სისხლი ჰქონდა. უთხრა, რომ ნ---მ ბლაგვი საგანი დაარტყა.

 

5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- ბ-------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს, მასთან, სახლში, ი------------- მისი მეგობარი - თ----- კ-------ე, რომელსაც დაურეკა ნ---მ და ისაუბრეს ტელეფონზე. 21:00 საათზე, მასთან, სახლში მივიდა ნ--- და სახლის შესასვლელთან ნ---მ, თ------ს დაუწყო ჩხუბი, აგინა და მისაღებ ოთახში, მარჯვენა ხელით, ზედა ტუჩი აუწია, რის შედეგადაც თ------ს წამოუვიდა სისხლი. ამ ფაქტს ესწრებოდნენ მისი არასრულწლოვანი შვილი ს-------- და თ------ს შვილი რ----. 2018 წლის 22 დეკემბერს, თ------მ დაურეკა ტელეფონზე, დაახლოებით 23:00 საათიდან, 23:30 საათამდე დროის მონაკვეთში და უთხრა, რომ, ნ---მ ბლაგვი საგნით, მარცხენა ფეხში, მიაყენა ჭრილობა.

 

6. ნ-----–---- გ-------მ, წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

 

7. 2019 წლის 17 აპრილს, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

8. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

9. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

 

10. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

11. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–---- გ-------ს მიერ დანაშაულების ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, მოწმეების - თ----- კ-------ის, ნ--- ბ------ის და დ-------- გ--------–---–ის ჩვენებებისა, ასევე, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: მოწმეების - რ---- გ-------სა და ს-------- ფახურიძის გამოკითხვის ოქმები; სამედიცინო ექსპერტიზის დაკსვნა თ----- კ-------ის მიმართ; ამოღების ოქმები; 2----–-–----------ს ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენი; ქორწინების, განქორწინების და დაბადების სააქტო ჩანაწერები; საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, და მასალები.

 

12. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ნ-----–---- გ-------ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

13. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა (ჩარტყმა), ხელის კვრა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

14. განსახილველი დანაშაულის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ამ შემთხვევაში მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა, მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს. ასევე, ოჯახური ძალადობის ერთერთ დამამძიმებელ გარემოებას წამოადგენს მისი ჩადენა არაერთგზის. არაერთგზისობა გულისხმობს კოდექსის ერთი მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენას. ოჯახური ძალადობა, არაერთგზისად რომ ჩაითვალოს, წინა ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლობა, მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს.

 

15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით ნ-----–---- გ-------მ ჩაიდინა - 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით - 2018 წლის 12 დეკემბრის ეპიზოდი); 2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით - 2018 წლის 22 დეკემბრის ეპიზოდი).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

17. ნ-----–---- გ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი დანაშაული.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

19. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ-----–---- გ-------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობას, რომელიც გულისხმობს როგორც პირის მსჯავრდებას ჩადენილი ქმედებისათვის, ასევე, ამ ქმედებისათვის ადეკვატურ სასჯელს, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება. ასევე, მხედველობაში იქნა მიღებული კერძო და ზოგადი პრევენცია, რაც ემსახურება ოჯახური ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვას მოძალადისაგან. ზოგადი პრევენციის შესაფასებლად, სასამართლო ხაზს უსვამს საქართველოში ოჯახური ძალადობის მომრავლებას, რაც წარმოადგენს სოციალურ პრობლემას და მისი აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით აუცილებელია მოძალადეს განესაზღვროს ადეკვატური სასჯელი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე, სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

20. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ი---------------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბ----–------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).

 

მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).

 

21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოდგენს ის, რომ ნ-----–---- გ------- მსჯავრდებულია ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ 111.120 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით. შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრისას, გამოყენებული უნდა იქნეს სსკ 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, ვინაიდან სახეზეა ნასამართლობა, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების შემდეგ არ არის კონფლიქტში კანონთან. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს. ასევე, სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა რა ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის მიერ გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და პიროვნების მახასიათებელი კონკრეტული გარემოებები და მიაჩნია, რომ ნ-----–---- გ-------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, თითოეული ეპიზოდისათვის.

 

22. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამასთანავე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–---- გ-------ს მიმართ, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის განსაზღვრისას, გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქვის პრინციპი, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში (საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე ბ----–------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II პარ 102.), სასამართლო აღნიშნავს, რომ "სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება, ის არა მხოლოდ სასჯელის მიზნების მიღწევის უვარგისი საშუალება, არამედ სწორედაც რომ სასჯელის მიზნების კონტრპროდუქტიული საშუალება ხდება - გამოიწვევს იმ რისკებს, რომელთა თავიდან ასაცილებლადაც არის შემოღებული, როგორც ასოციალური ქცევის კორექტირების უკიდურესი საშუალება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას და მისი ღირსების ხელყოფას. საბოლოო ჯამში კი, საფრთხე ექმნება საზოგადოებაში სამართლიანობის აღქმას, შეგრძნებას". სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია ნ-----–---- გ-------ს მიმართ საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქვის პრინციპის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც შეიძლება სწორედაც კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს.

 

23. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ?? ???????? 59-? ?????? გათვალისწინებული წესით. ხოლო 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 თებერვლის განაჩენით, ნ-----–---- გ------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 111.120-ე მუხლით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი, და დამატებითი სასჯელი, ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. დღეის მდგომარეობით იგი იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და აღრიცხვაზე დგას პრობაციის ბიუროში, ასევე, დაკისრებული ჯარიმა გადახდილი არ აქვს. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილებით სასჯელის განსაზღვრის საფუძვლები. შესაბამისად, ნ-----–---- გ------- მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ასევე, მისი პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას საბოლოო სასჯელი უნდა განსაზღვროს სასჯელთა სრული შეკრების პრინციპით, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლის ვადით, მთლიანად უნდა დაემატოს წინა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------ს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით, დამატებითი სასჯელი ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ ნ-----–---- გ-------ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 10 (ათი) თვის, 15 (თხუთმეტი) დღის ვადით და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

24. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ-----–---- გ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და „ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 12 დეკემბრის ეპიზოდი), სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და „ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 22 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და „ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 12 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და „ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 22 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ერთმა, სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და „ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 12 დეკემბრის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქას სხვა (მეორე) სასჯელი და ნ-----–---- გ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------ს განაჩენით ნ-----–---- გ-------ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით);

 

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლის ვადით, მთლიანად დაემატოს წინა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------ს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით, დამატებითი სასჯელი ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ ნ-----–---- გ-------ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 10 (ათი) თვის, 15 (თხუთმეტი) დღის ვადით და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით;

 

ნ-----–---- გ-------ს მიმართ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

ნ-----–---- გ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 დეკემბრიდან;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: თ----- კ-------ისგან ამოღებული შარვალი, დაუბრუნდეს თ----- კ-------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე