გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.05.2019
საქმის ნომერი
330310119002822563
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №--------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე- ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი- ლალი მიქელაძე

 

მოსარჩელეები- 1.–------------–-–---–ი; 2. მ-----------ე; 3.ი--------------–---–ი; 4.ბ-----------------–---–ი; 5. ქ--------------–-–---–ი

წარმომადგენელი- მ---------–---–--–------------–-–---–-- წარმომადგენელი)

მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ბ----------------

მესამე პირი -შპს ,,------------–-----’’(ასკ 16.2 მუხლი)

წარმომადგენელი -ნ-------------------------–---–-

დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–---------–---- №01.0-------- ბრძანება ,,ქალაქ თბილისში ნ--–------------------–- მდებარე მიწის ნაკვეთისთვის(საკადასტრო კოდი N01.14.02.028.0--- მიწის ნაკვეთის განაშენიანების(კ-1) და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის(კ-2) გადამეტების მიზნით სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის თაობაზე’’ მისი ძალაში შესვლის დღიდან(იხ. დაზუსტებული სარჩელი, ს.ფ. 61-75).

 

1.2. დაევალოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ.თბილისში ნ--–------------------–- შპს ,,------------–-----ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკ.კოდი: N91.14.02.028.0--- პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა(იხ. დაზუსტებული სარჩელი, ს.ფ. 61-75).

 

მოსარჩელეთა განმარტებით, 20---–-–------------------------------------ წერილის პასუხად გადაეცათ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–---------–---- N01.0-------- ბრძანება ,,ქ.თბილისში ნ--–------------------–- მდებარედ მიწის ნაკვეთისთვის(საკადასტრო კოდი N01.14.02.028.0--- მიწის ნაკვეთის განაშენიანებისა(კ-1) და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის(კ-2) გადამეტების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის თაობაზე’’, რომლის მიხედვითაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცებული წესების 22-ე მუხლის მე-2 და მე-9 პუნქტებისა და ქალაქ თბილისის მუნიცპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2----–-–---------–-------------------- წერილით წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------------------- გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქალაქ თბილისში, ნ--–------------------–- მდებარე მიწის ნაკვეთისთვის(საკადასტრო კოდი N01.14.02.028.0--- მიწის ნაკვეთის განაშენიანების (კ-1) და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის(კ-2) გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური(ზონალური) შეთანხმება და მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი(კ-1) და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი(კ-2) განისაზღვრა: კ-1=0.8; კ-2=5.9.

 

მოსარჩელეები განმარტავენ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2---–-–---------–---- N01.0-------- ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2----–-–------------------------–-------–-------------------- ნაწილობრივ დააკმაყოფილა ც------------–-–---–------------------------------------–---–----------–------–--–---–--- ბ-----------------–---–ის და ქ--------------–-–---–ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მერის 20---–-–---------------–------- განკარგულება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–------------------- ბრძანება, რომლის მიხედვითაც დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში პარამეტრები გაიზარდა იმდენად, რომ ფაქტიურად დასაშვები გახდა საცხოვრებელ ზონა 6-ში დაშვებული მშენებლობის წარმოება. სასამართლომ აღნიშნა, რომ სპეციალური ზონალური შეთანხმებით შესაძლებელია კოეფიციენტების მომატება, თუმცა ამან არ უნდა გამოიწვიოს მიწის ნაკვეთისათვის საცხოვრებელი ზონის შეცვლა, სხვაგვარად, რომ ითქვას, საცხოვრებელ ზონა 3-ში დაუშვებელია მხოლოდ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს ჰქონდეს საცხოვრებელი ზონა 6-ის მახასიათებლები. მიწის ნაკვეთის მახასიათებლების ამდაგვარი ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ ფუნქციური ზონის ცვლილების თაობაზე ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. ასევე სასამართლომ აღნიშნა, რომ ც------------–-–---–ის მიზანს შეადგენს იმ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც განხორციელდა სადავო მშენებლობა, რომელმაც მოსარჩელის განმარტებით ზიანი მიაყენა მის საცხოვრებელ სახლს. სასამართლო აღნიშნავს, რომ თანადროულად ზიანის გამოსწორების მიზნით ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნა და მშენებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ურთიერთსაწინააღმდეგოა, რადგან სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში სარჩელი მიზნად ისახავს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვენ მის ბათილად ცნობას.

 

2. მხარეთა პოზიციები

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია

 

2.2.1. მესამე პირმა - შპს ,-------------–-------- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეებს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------------–-------–-------------------- დგინდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

-ქ.თბილისში, ნ--–------------------–- მდებარე 540 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე 2011წლის 04 მაისს დარეგისტრირდა ც------------–-–---–ის საკუთრების უფლება(საკადასტრო კოდი: №01.14.02.0--------

- ქ.თბილისში, ნ--–------------------–- მდებარე უძრავ ნივთზე 2001 წლის 18დეკემბერს დარეგიისტრირდა ს------- და ქ--------------–-–---–ების საკუთრების უფლება(საკადასტრო კოდი: №01.14.02.0--------

- ქ.თბილისში, გ-------–-------------–- მდებარე უძრავ ნივთზე 2009 წლის 21სექტემბერს დარეგისტრირდა მ---------------------------- საკუთრების უფლება(საკადასტრო კოდი: №01.14.02.0--------

- ქ.თბილისში, გ-------–-------------–- მდებარე უძრავ ნივთზე 2012 წლის 20ივლისს დარეგისტრირდა ი--------------–---–ის და შ----------------------------------- საკუთრების უფლება(საკადასტრო კოდი: №01.14.02.0--------

- ქ.თბილისში, ნ--–------------------–- მდებარე 656 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე 2014 წლის 24 ივლისს დარეგისტრირდა შ-----------------–------- საკუთრების უფლება(საკადასტრო კოდი: №01.14.02.028/0---.

- ქალაქ თბილისის მერიის 2---–-–---------------–------- განკარგულებით ქ.თბილისში, ნ--–------------------–- არსებული მიწის ნაკვეთისთვის განაშენიანების კოეფიციენტის(კ1) და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის(კ2) გადამეტების მიზნით გაიცა სპეციალური(ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით, წარდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა: კ1=0,8, კ2=7,7.

- ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2---–-–--------------–----------- გადაწყვეტილებით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის განსათავსებლად. აღნიშნული გადაწყვეტილებით განისაზღვრა ის მოთხოვნები, რომლებიც დამკვეთმა უნდა გაითვალისწინოს პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მოპოვების დროს. მათ შორის მითითებულია, რომ დაცული უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის საზღვარზე(მიჯნაზე) სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნები, გათვალისწინებული უნდა იქნეს გარემოსდაცვითი და სანიტარული კანონმდებლობის მოთხოვნები.

- 2014 წლის 2 მაისს, ქ.თბილისის მერიას №------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს მ-----------ემ, ც------------–-–---–მა, ნ----------–---–-------------------–-–---–----------------------–---–----------–------–--–---–--------------–---–-------------- და მოითხოვეს ქალაქ თბილისის მერიის 20---–-–--------------–-------------------–---------–--------–---------------------------------------------–-----------------–----------------------------------–-–------------------------------------------–-------------------------–---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ხოლო ქ.თბილისის მერიაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადებულმა საჩივრის ავტორებმა კი დააზუსტეს მოთხოვნა და მოითხოვეს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 201--–-–---------------–-----------------–-------–-----------------–-----------------------------------------–-–------------------------------------------------–----------------------------------------–-–--------------------- ბრძანების ბათილად ცნობა.

- ქალაქ თბილისის მერიის 2---–-–------------------- განკარგულებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

- ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–-----------------------------------------–--–------–--------------–---------–-------------------–---------------–-------------------–---- კუთვნილ მიწის ნაკვეთზე(საკ.კოდი: №01.14.02.028.0---, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა.

- ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2---–-–-----------------------------------–------------------–--–------–-------------------------–-------------------–---------------–-------------------–---- კუთვნილ მიწის ნაკვეთზე(№01.14.02.028.0--- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი.

- ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------------------- ბრძანებით, შეთანხმდა ქ.თბილისში, ნ--–------------------–-, შპს,,------------–-----ს” კუთვნილ მიწის ნაკვეთზე(ს/კ №01.14.02.028.0--- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 18 მარტიდან 2016 წლის 18სექტემბრის ჩათვლით.

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20---–-–------------------- ბრძანებით, ქ.თბილისში, ნ--–------------------–- არსებული მიწის ნაკვეთისთვის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის(კ2) გადამეტების მიზნით გაიცა სპეციალური(ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით, წარმოდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა კ2=5,9.

- შპს ,-----–--------–---–-------------- საინჟინრო გეოლოგიური განყოფილების 2---–-–--------- საექსპერტო დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ნ--–------------------–- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის გამოყოფილ მოედანზე ჩატარებული საინჟინრო გეოლოგიური სამუშაოები აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს.

- ქ.თბილისში, ნ--–------------------–- არსებული საცხოვრებელი სახლის გამაგრების პროექტის შესადგენად შპს ,-----–--------–---–-------------- საინჟინრო გეოლოგიური განყოფილების მიერ 2014 წლის აპრილს ჩატარდა ექსპერტიზა. აღნიშნული საექსპერტო დასკვნის თანახმად, უბანი დამაკმაყოფილებელ პირობებშია, ვინაიდან ადგილზე არახელსაყრელი ფიზიკურ-გეოლოგიური მოვლენები(მეწყერი, კარსტი, ჩაქცევა და სხვა) არ აღინიშნება, თუმცა არახელსაყრელ ფაქტორს წარმოადგენს, ძირითადი ქონების დაქანების თანხვედრა რელიეფთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------------–-------–------------------(ს.ფ. 19-33)

 

3.1.2. ც------------–-–---–მა, მ-----------ემ, ი--------------–---–მა, მ-----–------–--–---–--, ბ-----------------–---–მა და ქ--------------–-–---–მა სასარჩელო განცხადებით მომართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ.თბილისის საკრებულოს, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის, ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს, მესამე პირის-შპს,,------------–-----ს’’ მიმართა და მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მერიის 20---–-–---------------–-------------------–-----------–----------–------–---------–------------------–-–-------------------------------–-----------–----------–------–------------–-----------------------------------------–-–---------------–-----------------–-------–------------–----------–------–------------–------------------------------------------–-–------------------------------------------–----------–------–------------–------------------------------------------–-–---------------------------------------–----------–------–---------–----------–----–-----------------------–-–--------------------------------------–----------–------–---------–-------------------------------------------–-----------------–---------------------------------–-–----------------- საოქმო გადაწყვეტილება და ასევე მოითხოვეს დაევალოს ქ.თბილისის მერიას ც------------–-–---–ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება და დაევალოს ქ.თბილისის საკრებულოს ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2---–-–-------------------------–-------–-------------------- ც------------–-–---–ის, მ-----------ის, ი--------------–---–ის, მ-----–------–--–---–ის, ბ-----------------–---–ის და ქ--------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ,- ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მერიის 20---–-–---------------–------- განკარგულება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–------------------------------–------------–-–---–-----------------------------------–---–----------–------–--–---–----------------------–---–----------------------–-–---–----------–---------–-----------------–-–-------------------------------–----------------–-----------------------------------------–-–--------------–-----------------–-------–----------------–-----------------------------------------–-–-------------------------------------------------–------------------------------------------–-–--------------------- ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ც------------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებისა და თბილისის საკრებულოსათვის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის დავალების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2---–-–------------------------–-------–------------------ დღეის მდგომარეობით შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------------–-------–------------------(ს.ფ. 19-33)

-მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.3. საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითრების საქალაქო სამსახურის 2----–-–---------–-------------------- დასკვნა სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის თაობაზე, რომლითაც ირკვევა შემდეგი:

- განცხადების ნომერი: A---------

- განცხადების თარიღი 2----–-–---------------

-ნომეკლატურა-მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდა.

- მისამართი: ქ.თბილისი, ნ--–------------------

- საკადასტრო კოდი: 01.14.02.028.0----რასასოფლო-სამეურნეო);

- ფართობი-656კვ.მ;

- მიწის ნაკვეთის მესაკუთრე-შპს ,--------–-------

- არსებული ფუნქციური ზონები-საცხოვრებელი ზონა -3(სზ-3)(მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით დადგენილი 4-13 დადგენილების ფარგლებში); მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1=0.5; მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2=1.5.მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი კ-3=0.2

- მოთხოვნილი პარამეტრები: კ-1=0.8; კ-2=5.9;

- საპროექტო ობიექტის ფუნქციური დანიშნულება: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი;

- განმცხადებლის მოთხოვნა: მიწის ნაკვეთის განაშენიანებისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების კ1=0.5-დან 0.8-მდე და კ3-1.5-დან კ2=5.9-მდე გადამეტება;

 

საკითხის აღწერა: ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით. ქალაქ თბილისში, ნ--–------------------–- მდებარე მიწის ნაკვეთზე(საკადასტრო კოდი: N01.14.02.028.0--- ვრცელდება საცხოვრებელი ზონა-3(სზ-3), ხოლო ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონირების მიხედვით პერიფერია და გეგმარებითი კარკასი. A------- განცხადებით მოთხოვნილია ქალაქ თბბილისში, ნ--–------------------–- მდებარე მიწის ნაკვეთზე(საკადასტრო კოდი:01.14.02.028.0--- მიწის ნაკვეთის განაშენიანებისა(კ-1) და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის(კ-2) გადამეტება. ქ.თბილისის მერის 2---–-–---------------–------- განკარგულების საფუძველზე საპროექტო მიწის ნაკვეთზე მომატებული იქნა განაშენიანებისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტები კ1=0.8, კ2=7.7. 2014 წელს გაიცა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. მრავალფუნქციური კომპლექსის(კომერციული, საცხოვრებელი) განთავსების მიზნით. საცხოვრებელი ზონა-3(სზ-3)-ის პირობებითა და მინიჭებული ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გათვალისწინებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–------------------ ბრძანებით მოხდა საპროექტო მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კ-2 კოეფიციენტის დაკლება და კ-2 განისაზღვრა 5.9-ით. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2----–-–-----------------------–-------–--------–--–--------------–----–-------–--------–----------------------------–------------------------ ქალაქმშენებლობითი პარამეტრების მატებასთან დაკავშირებით. ამასთანვე, სასამართლომ ძალაში დატოვა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია შესული.

 

დასკვნა: არსებული მდგომარეობით სამშენებლო სამუშაოები ქალაქ თბილისში, ნ--–------------------–- დასრულებულია და მზად არის ექსპლუატაციაში მისაღებად. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 3-ში. ქ.თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების თაობაზე, ქ.თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილების თანახმად, დადგენილია შემდეგი ქალაქმშენებლობითი პარამეტრები:კ-1=0.5 კ-2=1.5 შესაბამისად, კ-2=5.9-ს და კ-1=0.8-ს საფუძველზე დამუშავებული არქიტექტურული პროექტის განხორციელების შემდგომ, ახლად აშენებული შენობა-ნაგებობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გახდა შეუსაბამო ობიექტი. გამომდინარე იქიდან, რომ მშენებლობა უკვე დასრულებულია და საპროექტო მიწის ნაკვეთზე უკვე ათვისებულია მიწის ნაკვეთის განაშენიანების(კ-1) და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის(კ-2) კოეფიციენტების გადამეტებული მაჩვენებლები, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებელია ქალაქ თბილისში, ნ--–-------------------–- მდებარე მიწის ნაკვეთისათვის(საკადასტრო კოდი: 01.14.02.028.0--- მიწის ნაკვეთის განაშენიანების(კ-1) და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის(კ-2)კოეფიციენტების არსებული მაჩვენებლების დაფიქსირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითრების საქალაქო სამსახურის 2---–-–---------–-------------------- დასკვნა ,,სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის თაობაზე’’(ს.ფ. 157-161)

 

3.1.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითრების საქალაქო სამსახურის 2----–-–---------–-------------------- დასკვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–---------–---- Nბ01.0-------- ბრძანებით ქალაქ თბილისში, ნ--–------------------–- მდებარე მიწის ნაკვეთისთვის(საკადასტრო კოდი:N01.14.028.0--- მიწის ნაკვეთის განაშენიანების(კ-1) და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის(კ-2) გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური(ზონალური) შეთანხმება და მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი(კ-1) და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი(კ-2) განისაზღვრა: კ-1=0.8; კ-2=5.9.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–---------–---- Nბ01.0-------- ბრძანება ,,ქალაქ თბილისში, ნ--–------------------–- მდებარე მიწის ნაკვეთისთვის(საკადასტრო კოდი:N01.14.028.0--- მიწის ნაკვეთის განაშენიანების(კ-1) და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის(კ-2) გადამეტების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის თაობაზე’’(ს.ფ. 18)

 

3.1.5. საქმეში წარმოდგენილია ,---–---------–--------------------- 2014 წლის 20მაისის დასკვნა, რომლითაც შესაფასებელ ქონებას წარმოადგენდა ც------------–-–---–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი(ქ.თბილისი, ნ--–------------------ და ირკვევა, რომ შესაფასებელი უძრავი ქონების გვერდით მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შემთხვევაში გარე(ეკონომიკური) გაუფასურებით გამოწვეულმა ზარალმა უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თბილისი, ნ--–-------------------უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: N01.14.02.028.0--- შეადგინა:770000-685000=8500აშშ დოლარი, რაც ოფიციალური გაცვლითი კურსით(1აშშ დოლარი=1,7522 ლარი) შეადგინა 148937 ლარი, ანუ დამრგვალებით 150 000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შპს ,---–---------–------------------- 2014წლის 20 მაისის დასკვნა(ს.ფ.178-207)

 

3.1.6. საქმეში წარმოდგენილია შ-----------------------–-–------------ საექსპერტო დასკვნა, რომლითაც ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ნ--–------------------–-(მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: N01.14.02.028.0--- მდებარე შპს ,,------------–-----ს’’ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობა ვერავითარ უარყოფით ზემოქმედებას ვერ მოახდენს სამეზობლო მიჯნაზე მდებარე შენობებზე, რადგანაც საპროექტო შენობა საკმაო მანძილებითაა დაშორებული მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არსებული შენობებიდან, გამონაკლის წარმოადგენს ნ--–------------------–----------- სამსართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, რომლის კედლის გასწვრივ მოწყობილია დაყრდნობილი ხიმინჯოვანი საძირკვლები, რის გამოც გამორიცხულია სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის საძირკვლების ჯდენა და მის კონსტრუქციულ ელემენტებზე ახალი დეფორმაციებისა და დაზიანებების წარმოქმნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შ-----------------------–-–------------ საექსპერტო დასკვნა(ს.ფ.220-226)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებმა ვერ უზრუნველყვეს იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ისინი ამყარებდნენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებს. ამასთან, მათ მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, ც------------–-–---–ის, მ-----------ის, ი--------------–---–ის, ბ-----------------–---–ის, ქ--------------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული -ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–---------–---- Nბ01.0-------- ბრძანება ,,ქალაქ თბილისში, ნ--–------------------–- მდებარე მიწის ნაკვეთისთვის(საკადასტრო კოდი:N01.14.028.0--- მიწის ნაკვეთის განაშენიანების(კ-1) და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის(კ-2) გადამეტების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონი ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით არეგულირებს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, და ადგენს ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს. დასახელებული კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია კანონის მიზნები და ამოცანები, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ტერიტორიებისა და დასახლებათა განვითარება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპებით, რომლებიც ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით უზრუნველყოფს ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს არსებობას, ხოლო ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, ქვეყნის ტერიტორიაზე სრულყოფილი, თანაბარი საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს და პირობების შექმნა(„თანაბარი შესაძლებლობების სივრცე)“.

 

,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი განსაზღვრავს შენობა-ნაგებობების პარამეტრების გადამეტების წინაპირობებს. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „განაშენიანების რეგულირების წესებით“ დადგენილი იმ ძირითადი პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლები, რომლებიც მოცემულია ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტში ან დადგენილია იმავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მიხედვით, შეიცვლება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ან სპეციალური(ზონალური) შეთანხმების საფუძველზე, თუ: ა)ამას მოითხოვს დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები; ბ)ცვლილება კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით; გ) ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის წესი დგინდება „განაშენიანების ძირითადი დებულებებითა“ და „განაშენიანების რეგულირების წესებით“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’, რომელიც არეგულირებს ქ.თბილისის ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.

 

6.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ 15.1 მუხლის თანახმად, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად(ქვეზონებად).

 

მოცემულ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ქ.თბილისში, ნ--–------------------–- მდებარე №01.14.02.028.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე სადავო აქტის გამოცემის დროს ვრცელდებოდა საცხოვრებელი ზონა 3(სზ-3), ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ 19.11 მუხლის თანახმად კი, საცხოვრებელი ზონა 3-ში(სზ-3) დადგენილია მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების შემდეგი პარამეტრები: მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1=5; მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2=5; მიწის ნაკვეთის განაშენიანების მინიმალური კოეფიციენტი კ-3=0.2.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- ქალაქ თბილისის მერიის 2---–-–---------------–------- განკარგულებით ქ.თბილისში, ნ--–------------------–- არსებული მიწის ნაკვეთისთვის განაშენიანების კოეფიციენტის(კ1) და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის(კ2) გადამეტების მიზნით გაიცა სპეციალური ზონალური შეთანხმება საპროექტო წინადადებით, წარდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა: კ1=0,8, კ2=7,7;

- ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2---–-–--------------–----------- გადაწყვეტილებით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის განსათავსებლად. აღნიშნული გადაწყვეტილებით განისაზღვრა ის მოთხოვნები, რომლებიც დამკვეთმა უნდა გაითვალისწინოს პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მოპოვების დროს. მათ შორის მითითებულია, რომ დაცული უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის საზღვარზე(მიჯნაზე) სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნები, გათვალისწინებული უნდა იქნეს გარემოსდაცვითი და სანიტარული კანონმდებლობის მოთხოვნები;

- ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–-----------------------------------–------------------–--–------–-------------------------–-------------------–---------------–-------------------–---- კუთვნილ მიწის ნაკვეთზე(№01.14.02.028.0--- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი;

- ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–-----------------------------------------–--–------–--------------–---------–-------------------–---------------–-------------------–---- კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №01.14.02.028.0---, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა;

- ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------------------- ბრძანებით, შეთანხმდა ქ.თბილისში, ნ--–------------------–-, შპს ,,------------–-----ს” კუთვნილ მიწის ნაკვეთზე(ს/კ №01.14.02.028.0--- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 18 მარტიდან 2016 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით;

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20---–-–------------------- ბრძანებით, ქ.თბილისში, ნ--–------------------–- არსებული მიწის ნაკვეთისთვის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის(კ2) გადამეტების მიზნით გაიცა სპეციალური(ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით, წარმოდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა კ2=5,9;

 

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს იმას, რომ ქ.თბილისში, ნ--–------------------–- არსებული მიწის ნაკვეთისათვის(საკადასტრო კოდი: 01.14.02.028.0--- მესაკუთრე შპს ,,------------–-----’’) ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურს შესაბამისი გადაწყვეტილებით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის განსათავსებლად, ქ.თბილისის მერის შესაბამისი ბრძანებით აღნიშნული მიწის ნაკვეთისთვის განაშენიანების კოეფიციენტის(კ1) და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის(კ2) გადამეტების მიზნით გაიცა სპეციალური(ზონალური) შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ქ.თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმდა შესაბამისი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი(კორექტირებული არიქიტექტურული პროექტი) და გაიცა მშენებლობის ნებართვა.

 

დადგენილია, რომ ც------------–-–---–მა, მ-----------ემ, ი--------------–---–მა, მ-----–------–--–---–--, ბ-----------------–---–მა და ქ--------------–-–---–მა სასარჩელო განცხადებით მომართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ.თბილისის საკრებულოს, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის, ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს, მესამე პირის-შპს,,------------–-----ს’’ მიმართა და მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მერიის 2----–-–---------------–-------------------–-----------–----------–------–---------–------------------–-–-------------------------------–-----------–----------–------–------------–-----------------------------------------–-–---------------–-----------------–-------–------------–----------–------–------------–------------------------------------------–-–------------------------------------------–----------–------–------------–------------------------------------------–-–--------------------------------------–----------–------–---------–----------–----–----------------------–-–--------------------------------------–----------–------–---------–-------------------------------------------–-----------------–---------------------------------–-–----------------------------ადაწყვეტილება და ასევე მოითხოვეს დაევალოს ქ.თბილისის მერიას ც------------–-–---–ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება და დაევალოს ქ.თბილისის საკრებულოს ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

 

დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------------------–-------–-------------------- ც------------–-–---–ის, მ-----------ის, ი--------------–---–ის, მ-----–------–--–---–ის, ბ-----------------–---–ის და ქ--------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ,- ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მერიის 2----–-–--------------–-------------------–---------------–----------–----–---------------------–-–-------------------------------–------------–-–---–-----------------------------------–---–----------–------–--–---–----------------------–---–----------------------–-–---–----------–---------–------------------–-–-------------------------------–----------------–-----------------------------------------–-–---------------–-----------------–-------–----------------–-----------------------------------------–-–------------------------------------------------–----------------------------------------–-–--------------------- ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ც------------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებისა და თბილისის საკრებულოსათვის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის დავალების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

6.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპეციალური(ზონალური) შეთანხმება წარმოადგენს ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საგამონაკლისო წესს და მისი გაცემა დასაშვებია მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სპეციალური(ზონალური) შეთანხმება გაიცემა კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის:

ა) კ-1 და კ-2 კოეფიციენტების განაშენიანების რეგულირების წესებით დადგენილი ზღვრული მაჩვენებლების გადამეტებისთვის;

ბ) გამოყენების ისეთი სახეობის დაშვებაზე, რაც განაშენიანების რეგულირების წესების მოთხოვნებით საჭიროებს სპეციალურ(ზონალურ) შეთანხმებას;

გ) შეუსაბამო სტატუსის მქონე უძრავი ობიექტების გამოყენებასა და განაშენიანებასთან დაკავშირებული ქმედებისათვის;

დ)იძულებით(განპირობებული) შეუსაბამო უძრავი ობიექტებისათვის ინდივიდუალური პარამეტრების დასადგენად

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უძრავი ობიექტის სპეციალური(ზონალური) შეთანხმებით ნებადართულ სახეობაზე სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემა დასაშვებია, თუ დასაბუთდება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა გარემოება: ა) გამონაკლისი საჭიროა ტერიტორიის რაციონალური და ეფექტური გამოყენებისთვის; ბ) არ იცვლება მიმდებარე ტერიტორიის საერთო ქალაქგეგმარებითი ხასიათი. მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სპეციალური(ზონალური) შეთანხმების მიღების თაობაზე განცხადება უნდა წარედგინოს ურბანულ განვითარებაზე უფლებამოსილ თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულს. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, სპეციალურ(ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას იღებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული სტრუქტურული ერთეულების დასკვნის საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2----–-–---------–-------------------- დასკვნა ,,სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის თაობაზე’’, რომლითაც ირკვევა, რომ არსებული მდგომარეობით სამშენებლო სამუშაოები ქალაქ თბილისში, ნ--–------------------–- დასრულებულია და მზად არის ექსპლუატაციაში მისაღებად. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 3-ში. ქ.თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების თაობაზე, ქ.თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილების თანახმად, დადგენილია შემდეგი ქალაქმშენებლობითი პარამეტრები:კ-1=0.5 კ-2=1.5 შესაბამისად, კ-2=5.9-ს და კ-1=0.8-ს საფუძველზე დამუშავებული არქიტექტურული პროექტის განხორციელების შემდგომ, ახლად აშენებული შენობა-ნაგებობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გახდა შეუსაბამო ობიექტი. გამომდინარე იქიდან, რომ მშენებლობა უკვე დასრულებულია და საპროექტო მიწის ნაკვეთზე უკვე ათვისებულია მიწის ნაკვეთის განაშენიანების (კ-1) და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის(კ-2) კოეფიციენტების გადამეტებული მაჩვენებლები, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებელია ქალაქ თბილისში, ნ--–-------------------–- მდებარე მიწის ნაკვეთისათვის(საკადასტრო კოდი: 01.14.02.028.0--- მიწის ნაკვეთის განაშენიანების(კ-1) და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის(კ-2)კოეფიციენტების არსებული მაჩვენებლების დაფიქსირება.

 

დადგენილია, რომ სწორედ ,,სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის თაობაზე’’

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2----–-–---------–-------------------- დასკვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–---------–---- Nბ01.0-------- ბრძანებით ქალაქ თბილისში, ნ--–------------------–- მდებარე მიწის ნაკვეთისთვის(საკადასტრო კოდი:N01.14.028.0--- მიწის ნაკვეთის განაშენიანების(კ-1) და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის(კ-2) გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური(ზონალური) შეთანხმება და მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი(კ-1) და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი(კ-2) განისაზღვრა: კ-1=0.8; კ-2=5.9.

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ(მერი), კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ მიიღო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი- 2----–-–---------–---- Nბ01.0-------- ბრძანება, რამეთუ არსებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა გარემოება, როდესაც აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე(აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე არ გაბათილებულა) დაინტერესებულმა პირმა(შპს,,------------–-----’’) განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედება, კერძოდ- ქ.თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის(კორექტირებული არიქიტეტურული პროექტი) და გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე მშენებლობა განხორციელდა საპროექტო ტერიტორიაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა N95, რომელიც დღეის მდგომარეობით დასრულებულია. ამასთან, აღნიშნული არქიტექტურული პროექტი(კორექტირებული არქიტექტურული პროექტი) გაცემული იქნა სწორედ ,,ქ.თბილისში, ნ--–------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ’’ ქალაქ თბილისის მერიის 2---–-–---------------–------- განკარგულების და ,,ქ.თბილისში, ნ--–------------------–- არსებული მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–------------------ ბრძანების შესაბამისად დადგენილი გადამეტებული ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გათვალისწინებით. ასეთ პირობებში, ქ.თბილისში, ნ--–------------------–- მდებარე მიწის ნაკვეთისათვის(საკადასტრო კოდი: N01.14.02.028.0--- მიწის ნაკვეთის განაშენიანების(კ-1) და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის(კ-2) გადამეტების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემით კი მოხდა შპს,,------------–-----ს’’ მიერ უკვე აშენებული შენობა-ნაგებობის მიერ სრულად ათვისებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის: კ-1=0,8 და კ-2=5.9 კოეფიციენტების დადასტურება. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების, დღეის მდგომარეობით არსებული რეალობის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელე მხარემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელეთა მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ც------------–-–---–ის, მ-----------ის, ი--------------–---–ის, ბ-----------------–---–ის, ქ--------------–-–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა-,,ქალაქ თბილისში ნ--–------------------–- მდებარე მიწის ნაკვეთისთვის(საკადასტრო კოდი N01.14.02.028.0--- მიწის ნაკვეთის განაშენიანების(კ-1) და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის(კ-2) გადამეტების მიზნით სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის თაობაზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–---------–---- №01.0-------- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხე მხარეზე ქ.თბილისში, ნ--–--------------------–- შპს,,------------–-----ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკ. კოდი:

 

N91.14.02.028.0-- პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დავალების ნაწილშიც, მით უფრო იმ პირობებში, მაშინ როდესაც როგორც აღინიშნა დღეის მდგომარეობით მშენებლობა უკვე დასრულებულია, შპს ,,------------–-----ს’’ მიერ სრულად იქნა ათვისებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტები(კ-1=0,8, კ-2=5.9), რის გამოც სარჩელს სრულად უნდა ეთქვას უარი დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელეთა მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად-100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, ც------------–-–---–ის, მ-----------ის, ი--------------–---–ის, ბ-----------------–---–ის, ქ--------------–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეებზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 24-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ც------------–-–---–ის, მ-----------ის, ი--------------–---–ის, ბ-----------------–---–ის, ქ--------------–-–---–ის სარჩელი მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მესამე პირის-შპს ,,------------–-----ს’’ მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი