გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/2776-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
18 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ნათია ჯანხოთელი
მოსარჩელე სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------
წარმომადგენელი ნ-----–---–-----ი
მოპასუხე სსიპ სა----------–---–-----------–---------------------------------------------------------
წარმომადგენელი ნ------------------ე
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სსიპ სა----------–---–-----------–---------------------------------------------------------ს მოსარჩელე სსი---–----------------–--------–-----------------–-----------------------------–----------ს სასარგებლოდ დაეკისროს 4 230.90 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს და სსიპ სა----------–---–-----------–---------------------------------------------------------ს დიდი ხნის განმავლობაში აკავშირებს საქმიანი ურთიერთობა. სააგენტო, როგორც შემსყიდველი მხარე პერიოდულად მიმართავს მიმწოდებელს, ითხოვს სპეციალური გამოკვლევის ჩატარებას და ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის წარმოშობის საფუძვლად გვევლინება მხარეთა შორის გაფორმებული 2015 წლის 5 იანვრის #2--------- ხელშეკრულება ს-----------------------------–------, 2015 წლის 20 ნოემბრის #2--------- ხელშეკრულება ს-----------------------------–------, 2016 წლის 18 იანვრის #2--------- ხელშეკრულება ს-----------------------------–------, 2016 წლის 8 სექტემბრის #2--------- ხელშეკრულება ს-----------------------------–------ და 2017 წლის 5 იანვრის #2--------- ხელშეკრულება ს-----------------------------–------.
2017 წლის 5 იანვრის ხელშეკრულებაში 2017 წლის 13 ივლისის #9----------–ეთანხმებით შეტანილი იქნა ცვლილება და გაიზარდა მომსახურების ღირებულების საფასური. იმავე საგანზე 2017 წლის 28 დეკემბერს მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას და მოხდა მომსახურების საფასურის გაზრდა.
ვინაიდან, მოპასუხე პერიოდულად იხდიდა თანხებს და კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნების იდენტიფიკაცია იყო შეუძლებელი, მოსარჩელემ საკუთარი გამოკვლევის საფუძველზე დაადგინა ფულადი თანხის 4 230.90 ლარის დავალიანების არსებობა 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. დავალიანების წარმოშობის ზუსტი თარიღის დადგენა შეუძლებელია, თუმცა ზუსტად დგინდება, რომ დავალიანება წარმოიშვა 2016 წლის 17 მარტის შემდგომ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ სა----------–---–-----------–---------------------------------------------------------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში მითითებულია, რომ მხარეებს შორის ნამდვილად არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, თუმცა მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ არსებობს. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
სააგენტო დადგენილი წესით რიცხავს ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მომსახურების ღირებულებას და შესაბამისი ანგარიშფაქტურის წარდგენის შემთხვევაში გადახდილი იქნებოდა მომსახურების ღირებულება, რომელსაც მოსარჩელე სადავოდ ხდის.
2015 წლის 19 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომელის საფუძველზეც მოპასუხის მიერ 2015 წლის 20 ოქტომბერს მოსარჩელის ანგარიშზე გადარიცხული იქნა 5190 ლარი. მიუხედავად ამისა, 2017 წლის 3 ოქტომბრის წერილით მოსარჩელე კვლავ მოითხოვს დავალიანების დაფარვას.
2017 წლის 28 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთშედარების აქტები, რომლის თანახმად სააგენტოს მიერ გადასახდელმა თანხებმა შეადგინა 47 410.90 ლარი. რომელიც გადახდილი იქნა 2018 წლის 6 მარტს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო გარემოებაა, რომ სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–--------- და სსიპ სა----------–---–-----------–--------------------------------------------------------- იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. კერძოდ, მხრეებს შორის ვალდებულებების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2015 წლის 5 იანვრის #2--------- ხელშეკრულება ს-----------------------------–------, 2015 წლის 20 ნოემბრის #2--------- ხელშეკრულება ს-----------------------------–------, 2016 წლის 18 იანვრის #2--------- ხელშეკრულება ს-----------------------------–------, 2016 წლის 8 სექტემბრის #2--------- ხელშეკრულება ს-----------------------------–------ და 2017 წლის 5 იანვრის #2--------- ხელშეკრულება ს-----------------------------–------.
3.1.2. 2017 წლის 5 იანვრის ხელშეკრულებაში 2017 წლის 13 ივლისის #9----------–ეთანხმებით შეტანილი იქნა ცვლილება და გაიზარდა მომსახურების ღირებულების საფასური. იმავე საგანზე 2017 წლის 28 დეკემბერს მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას და მოხდა მომსახურების საფასურის გაზრდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 5 იანვრის ს--------------------------------––-------–--- (ს.ფ. 26-31)
- 2015 წლის 20 ნოემბრის ს--------------------------------––-------–--- (ს.ფ. 32-37)
- 2016 წლის 18 იანვრის ს--------------------------------––-------–--- (ს.ფ. 38-43)
- 2016 წლის 8 სექტემბრის ს--------------------------------––-------–--- (ს.ფ. 44-49);
- 2017 წლის 5 იანვრის ს--------------------------------––-------–--- (ს.ფ. 50-55);
- 2017 წლის 13 ივლისის შეთანხმება (ს.ფ 56)
- 2017 წლის 28 დეკემბრის შეთანხმება (ს.ფ 57)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–---------ს 2018 წლის 23 ოქტომბრის #--------- ფინანსური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, სსიპ სა----------–---–-----------–---------------------------------------------------------ს დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 4 230.90 ლარს.
დავალიანება წარმოიშვა 2016 წლის 17 მარტის შემდგომ პერიოდში.
წარმოდგენილი დასკვნის კვლევითი ნაწილიდან ირკვევა, რომ მოპასუხის მიერ 2016 წლის 15 თებერვლიდან 2016 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე მოსარჩელისთვის ჩარიცხულია 379 968.51 ლარი. 2017 წლის 12 იანვრიდან 2017 წლის 21 ივლისის ჩათვლით 16 621.31 ლარი.
2016 წელს გაწეული მომსახურების ღირებულება სულ შეადგენს 396 589.82 ლარს. ბიუროს მიერ გაწეული ანგარიშ-ფაქტურების ჯამურ ღირებულებას და ჩარიცხულ თანხას შორის სხვაობა შეადგენს 13 756.59 ლარს. ექსპერტიზაზე წარდგენილი მასალების და მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოპასუხის დავალიანება სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მიმართ საბოლოოდ განსაზღვრულია 4 230.90 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–---------ს დასკვნა #--------- (ს.ფ 61-68)
3.2.2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიერ შესრულებული საექსპერტო მომსახურების ღირებულება 4 230.90 ლარის ოდენობით ანაზღაურებული არ არის.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითებდა მხარეებს შორის 2017 წლის 1 ივლისს შედგენილ ურთიერთშედარების აქტზე. მისი შინაარსიდან ცალსახად დგინდება, რომ ურთიერთშედარების აქტი ასახავს მიმწოდებელ და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის არსებულ საანგარიშსწორებო ურთიერთობებს, რომელიც წარმოიშვა ამავე მხარეებს შორის 2016 წლის 18 იანვარს დადებული #2--------- ხელშეკრულების საფუძველზე. აქტის მიხედვით, გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრა 9444.61 ლარით, რომლის გადახდის ფაქტი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან მოპასუხე პერიოდულად იხდიდა თანხებს და კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნების იდენტიფიკაცია იყო შეუძლებელი, მოსარჩელემ საკუთარი გამოკვლევის საფუძველზე დაადგინა 4 230.90 ლარის დავალიანების არსებობა. დავალიანების წარმოშობის ზუსტი თარიღის დადგენა შეუძლებელია, თუმცა ზუსტად ირკვევა, რომ დავალიანება წარმოიშვა 2016 წლის 17 მარტის შემდგომ.
უდავო გარემოებაა, რომ მხარეებს შორის ასევე არსებობდა 2016 წლის 8 სექტემბრის სექტემბრის #2--------- ხელშეკრულება ს-----------------------------–------, რომლის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოპასუხე მხარე ვერ ადასტურებს მის მიერ მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულების სრულყოფილად შესრულების ფაქტს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი ფინანსური ექსპერტიზის დასკვნით იკვეთება დავალიანების არსებობა. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მოპასუხე მხარის შესასრულებელი ვალდებულების არსებობა 4 230.90 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–---------ს დასკვნა #--------- (ს.ფ 61-68)
- 2016 წლის 18 იანვრის ს--------------------------------––-------–--- (ს.ფ. 38-43)
- 2016 წლის 8 სექტემბრის ს--------------------------------––-------–--- (ს.ფ. 44-49);
- ურთიერთშედარების აქტი (ს.ფ 69)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.
უდავო გარემოებაა, რომ სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–---------- და სსიპ სა----------–---–-----------–--------------------------------------------------------- იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. კერძოდ, მხრეებს შორის ვალდებულებების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2015 წლის 5 იანვრის, 2015 წლის 20 ნოემბრის, 2016 წლის 18 იანვრის, 2016 წლის 8 სექტემბრის და 2017 წლის 5 იანვრის ს--------------------------------––-------–---ნი.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელესა და სსიპ სა----------–---–-----------–---------------------------------------------------------ს შორის არსებული გარიგებანი წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებებს.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლომ დაადგინა, რომ მენარდის – სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მიერ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხის მიერ ნარდობის საზღაურის ნაწილი გადახდილი არ არის.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის დეფინიციით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. როგორც აღინიშნა მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება ნარდობის საზღაურის გადახდის შესახებ შესრულებული არ არის, რაც მოპასუხისთვის თანხის დაკისრების და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 126.93 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე სსიპ სა----------–---–-----------–---------------------------------------------------------ს დაეკისროს 4 230.90 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე სსიპ სა----------–---–-----------–---------------------------------------------------------ს მოსარჩელე სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 126.93 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე