განაჩენი

სისხლის სამართლის 17.05.2019
საქმის ნომერი
330100119002845469
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 მაისი 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: ვ----– ს---------

ადვოკატი: ც------ მ--–---------

თარჯიმანი: ვ-----–- მ-----------

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: ტ------ ა-–---

მამის სახელი: ა----

დაბადებული: 2---------–-

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------–-----------–---------------------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 3---------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი)

დაკავების დრო: 30.01.2019წ. 19:10 საათი

აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ტ------ ა-–---ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: ტ------ ა-–---ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება (ორი ეპიზოდი).

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2018 წლის 17 ოქტომბერს ტ------ ა-–---მა ქ. თ---–------------– ფ-------–-–- ი----- ნ------------ზე ფულადი თანხის 800 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილი, რომელიც შეიცავს ,,მორფინს (მარილი) – 0.1257 გრამის ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ – 0.9265 გრამის ოდენობით. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება შსს თბილისის პოლიციის დ---------------------------------------------–--- თანამშრომლების მიერ 2018 წლის 17 ოქტომბერს ი----- ნ------------ისგან იქნა ამოღებული, ქ. თბილისი, ბ-------------–----–---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

2018 წლის 23 ოქტომბერს ტ------ ა-–---მა ქ. თ---–------------– ფ-------–-–-, ბ---------------ის მიმდებარედ ი----- ნ------------ზე ფულადი თანხის 600 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ – 0.8642 გრამის ოდენობით. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება შსს თბილისის პოლიციის დ---------------------------------------------–--- თანამშრომლების მიერ 2018 წლის 23 ოქტომბერს ი----- ნ------------ისგან იქნა ამოღებული, ქ. თბილისი, ბ---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ი----- ნ------------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის N2--------------- და N3--------------- დასკვნებით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებით, თანხის წარმოდგენისა და დათვალიერების ოქმებით, ფულადი თანხის გადაცემის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისას ჩაწერილი ვიდეოფირით და საქმეში არსებული სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ტ------ ა-–---მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება. (ორი ეპიზოდი), ანუ დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 05-დან 08 წლამდე ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 07-დან 14 წლამდე.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, თანამშრომლობა გამოძიებასთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, თუმცა სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის არაერთჯერადად) გასაღება მაღალი სოციალური საშიშროების დანაშაულია და გარკვეულწილად, მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ტ------ ა-–---ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით. მასვე, 05-15-20 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, რაც იქნება პროპორციული ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან, შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ტ------ ა-–---ი (პ№1----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, ტ------ ა-–---ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ტ------ ა-–---ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2019 წლის 30 იანვრის 19 საათი და 10 წუთიდან.

ტ------ ა-–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტ------ ა-–---ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20(ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაიწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ი----- ნ------------ისგან 2018 წლის 17 ოქტომბერს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინი (მარილი) – 0.1257 გრამის ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ – 0.9265 გრამის ოდენობით, ი----- ნ------------ისგან 2018 წლის 23 ოქტომბერს ამოღებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ – 0.8642 გრამის ოდენობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ერთი ცალი DVD-R ფორმატის დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე