განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
(#0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ მ-----------------, ი-–-----------, ა-------------–--,ბრალდებულ _ ქ----–---------,ადვოკატ _ ნ-----–----–-------, ნ------------------, ნ-----------------–------,თარჯიმნების _ ქ---------------–-–---–--, ა----------------------------–-----------, ვ--------------–-–---–--, მ---------------–---–--, მ-------------–---–-ს, ი---------–--------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ქ----–------------------------ (დაბადებული 1----–-–-----------------, ე----------------–---, პასპორტი №A--------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: ე-------–------------–---------–----–----------------ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–------------–---–-- ქუჩის N---ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, იმავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2----–-–---------–---, დაახლოებით 2---- საათზე, თ---–--–-, დ-----------–-----–--------ის მიმდებარედ, ე-------- მოქალაქე ქ----–-------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობის გამოყენებით, რომელიც არ არის სახიფათო სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, აშკარად დაეუფლა ს------------------ მოქალაქე ა-–-----------------–------- კუთვნილ ფულად თანხას, კერძოდ, 4392,54 ლარს, ექვივალენტ 1800 (ათას რვაასი) ამერიკულ დოლარში, 350 (სამასორმოცდაათი) ქართულ ლარს და 227,5 ლარს, ექვივალენტს 350 (სამასორმოცდაათი) არაბულ რეალში, ასევე 800 რეალად (520 ლარი) ღირებულ „H-----”-ის ფირმის თეთრ მობილურ ტელეფონს და 350 აშშ დოლარად (855 ლარი) ღირებულ „H-----”-ის ფირმის თეთრ ე.წ. „მ-----------“. აღნიშნული ქმედებით ს------------------ მოქალაქეს - ა-–-----------------–------ მიადგა 6345 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ქ----–--------- გამოძიებით დაუდგენელ დროს შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, საერთო წონით 1,1005 გრამს, რომელიც 2----–-–---------–--ს, დაახლოებით 02:53 საათზე, ბრალდებულ ქ----–--------- დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მისი მარჯვენა ფეხსაცმლიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ს დადგენილებით, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ქ----–--------, 2----–-–---------–--- გამოვლენილ იქნა ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინის“ და „ტრამადოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტზე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ა) ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა:
მოწმე მ---------------------- ჩვენებით, 2----–-–---------–--ს, ღამის საათებში, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ქ----–--------, რომლის პირადი ჩხრეკისას მარჯვენა ფეხსაცმლიდან ამოღებულ იქნა 15 პატარა პაკეტში დაფასოებული მოშაო- მოყავისფრო მასა. აღნიშნული ფეხსაცმლიდან ასევე ამოღებულ იქნა მოლურჯო-მოწითალო პოლიეთილენის პარკის ფრაგმენტში გახვეული მოშაო-მოყავისფრო მასა.
მოწმე გ-----------–------–---–-- ჩვენებით, 2----–-–---------–--ს, ღამის საათებში, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ქ----–--------, რომლის მარჯვენა ფეხსაცმლიდან ამოღებულ იქნა 15 პატარა პაკეტში დაფასოებული მოშაო-მოყავისფრო მასა და მოლურჯო-მოწითალო პოლიეთილენის პარკის ფრაგმენტში გახვეული მოშაო-მოყავისფრო მასა.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ს--------–--------ს ჩვენებით, 2----–-–---------–--ს გასცა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ქ----–--------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული 15 ცალად დაფასოებული პოლიეთილენის ნაჭრებში, ყავისფერი პლასტიური ნივთიერება, სპეციფიური სუნით, საერთო წონით - 10,93 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, საერთო წონით - 0,8218 გრამს.
ყავისფერი პლასტიური ნივთიერება, სპეციფიური სუნით, წონით - 3.55 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, საერთო წონით - 0,2787 გრამს.
წარდგენილ ობიექტებში N1-2 ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ საერთო წონაა - 1,1005 გრამი.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ----–-------- ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2----–-–---------–--ს, 01:52 საათზე, რომლის პირადი ჩხრეკისას, მარჯვენა ფეხსაცმლიდან ამოღებულ იქნა გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში გახვეული 15 პატარა პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული მოშავო-მოყავისფრო, სპეციფიური სუნის მქონე მასა და მოლურჯო-მოწითალო პოლიეთილენის პარკის ფრაგმენტში გახვეული მოშავო-მოყავისფრო, სპეციფიური სუნის მქონე მასა.
სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის:
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ დაზარალებულ ა-–-----------------–------- ჩვენებით, ბრალდებულ ქ----–----------- აკავშირებდა საქმიანი ურთიერთობა და მასთან ერთად გეგმავდა ექსკურსიის ტურების მოწყობას. 2----–-–---------–---, საერთო ნაცნობის - ო------ თანდასწრებით, მეორე დღეს ექსკურსიაზე წასასვლელად, ქ----–-------- გადასცა 300 აშშ დოლარი, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება არ შედგა, რის გამოც ქ----–-------- იყო გაღიზიანებული. 300 აშშ დოლარის გადაცემის დროს, მან დაინახა მის ჩანთაში არსებული ე.წ. „მ-----------“ და ფულადი თანხა. აღნიშნული ნივთების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მ--------–---–------------–-----–-- ქუჩების კვეთის მიმდებარედ ყოფნისას, ქ--------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაარტყა ხელი, რა დროსაც მისი კუთვნილი ხელჩანთა დაუვარდა ძირს, საიდანაც ბრალდებულმა ამოიღო „ჰ------ს“ ფირმის ე.წ. „მ-----------“, ამავე ფირმის მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა, რის შემდეგაც გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც დაახლოებით ნახევარ საათში მოახერხეს ქ----–--------- ბრალდებულის სახით დაკავება, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი ნივთები და ფულადი თანხა.
მოწმე მ---------------------- ჩვენებით, 2----–-–---------–---, ღამის საათებში, თანამშრომელ გ-----------–------–---–---- ერთად, იმყოფებოდა დ------–-----–-ს გამზირზე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიმართა ქალბატონმა, რომელიც უთითებდა ტ----------------ს ქუჩაზე მიმავალ შავმაისურიან მამაკაცზე, რომელმაც ს------------------ მოქალაქეს გასტაცა ე.წ. „მ-----------“, მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა. მოახდინეს აღნიშნული მამაკაცის შეჩერება, რომელიც აღმოჩნდა ბრალდებული ქ----–--------. წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა თეთრი „ჰ------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი და „ჰ------ს“ ფირმის ე.წ. „მ-----------“. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებულ იქნა 1800 აშშ დოლარი, ლარის და უცხოური ვალუტის სხვადასხვა კუპიურა.
მოწმე გ-----------–------–---–-- ჩვენებით, 2----–-–---------–---, ღამის საათებში, თანამშრომელ მ----------------------თან ერთად, იმყოფებოდა დ------–-----–-ს გამზირზე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც დახმარების მიზნით მიმართა ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელმაც მიუთითა ტ----------------ს ქუჩაზე მიმავალ შავმაისურიან მამაკაცზე, რომელმაც ს------------------ მოქალაქეს გასტაცა ე.წ. „ა------“, ტელეფონი და ფულადი თანხა. მოახდინეს აღნიშნული მამაკაცის შეჩერება, რომელიც აღმოჩნდა ქ----–--------. წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა თეთრი „ჰ------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, „ჰ------ს“ ფირმის ე.წ. „მ-----------“, 1800 აშშ დოლარი, ლარის და უცხოური ვალუტის სხვადასხვა კუპიურა.
მოწმე ე-----–--------–-- ჩვენებით, 2----–-–---------–---, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდა დ-----------–-----–-- გამზირზე, რა დროსაც დახმარების მიზნით მიმართა ს------------------ მოქალაქე ს----------–-------, რომელსაც მისმა ნაცნობმა - ქ----–--------- გასტაცა ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი და ე.წ. „მ-----------“. დაზარალებულის განმარტებით, შემთხვევის დროს თავდამსხმელს დაუვარდა დროებითი მოწმობა, სადაც მითითებული იყო მისი მონაცემები.
მოწმე გ--------------–--–---–-- ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმეები, თანამშრომელ ე-----–--------–--აგან ამოიღო ცნობა ქ----–--------- პასპორტის დაკარგვის შესახებ და გამოიტანა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების ჩატარების თაობაზე.
მოწმე ლ-–------–----–---–-- ჩვენებით, 2----–-–---------–--ს, გამოძიება დაიწყო არაბეთის მოქალაქე ა-–-----------------–------- მიმართ განხორციელებული ძარცვის ფაქტზე, გამოკითხა დაზარალებული, მოწმეები და დაათვალიერა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ე.წ. „მ-----------“ და მობილური ტელეფონი. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ---–--------------–---–-ს ჩვენებით, 20---–-–-----------------ს გასცა სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, 1--0--2--- წელს, მოქალაქე ა-–-----------------–------- პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანება მარჯვენა მტევნის მე-4 თითის მიდამოში ნაჭდევის სახით.
ნაჭდევი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ----–-------- ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2----–-–---------–--ს, 01:52 საათზე, რომლის პირადი ჩხრეკისას, მისი მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა თეთრი „ჰ------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებული იყო სიმ-ბარათი ნომრით: +------------, ასევე - თეთრი „ჰ------ს“ ფირმის ე.წ. „მ-----------“, რომელშიც მოთავსებული იყო სიმ-ბარათი ნომრით: 5--------. ლურჯი ჯინსის შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა „ს--------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებული იყო სიმ-ბარათი ნომრით: 5--------. პირადი ჩხრეკისას, ლურჯი ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ლარის სხვადასხვა კუპიურა და ხურდა ფული. ჯინსის შარვლის მარჯვენა ჯიბიდან კი, 1800 აშშ დოლარი, 350 ლარი და უცხოური ვალუტის სხვადასხვა კუპიურა.
დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ბრალდებულის სახით დაკავებული ე-------- მოქალაქე მ-------------------------- ქ----–--------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ჰ------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, „ჰ------ს“ ფირმის ე.წ. „მ-----------“ და „ს--------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი. მოწმე ა-–-----------------–------ წარედგინა „ჰ------ს'' ფირმის თეთრი მობილური ტელეფონი, იმეიკოდებით: 8-------------- და 8--------------, რომელშიც მოთავსებულია სიმ-ბარათი ნომრით: + 9-----------, ასევე თეთრი „ჰ------ს“ ფირმის ე.წ. „მ-----------“, იმეიკოდით: 3--------------, რომელშიც მოთავსებულია სიმ-ბარათი ნომრით: 5-------- და „ს--------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეიკოდებით: 3----------------- და 5--------------, რომელშიც მოთავსებულია სიმ-ბარათი ნომრით: 5--------. აღნიშნული ნივთები ამოცნობის მიზნით წარედგინა მოწმე ა-–-----------------–------, რა დროსაც მოწმემ მიუთითა „ჰ------ს“ ფირმის თეთრ მობილურ ტელეფონზე, იმეიკოდებით: 8-------------- და 8--------------, რომელშიც მოთავსებულია სიმ-ბარათი ნომრით: + 9-----------, ასევე თეთრ, „ჰ------ს“ ფირმის ე.წ. „მედია პადზე“ იმეიკოდით: 3--------------, რომელშიც მოთავსებულია სიმ-ბარათი ნომრით: 5-------- და განმარტა რომ აღნიშნული „ჰ------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი და „ჰ------ს“ ფირმის ე.წ. „მ-----------“ არის მისი საკუთრება და ეს ის მობილური ტელეფონი და ე.წ. „მ-----------ა“, რომლებიც მას 2----–-–---------–---, გასტაცა მისმა ნაცნობმა - მ-------------------------- ქ----–---------. მოწმე ა-–----- ს----------–------- ასევე განმარტა, რომ აღნიშნული მობილური ტელეფონი და ე.წ. „მ-----------“ ამოიცნო ნივთების გარეგნული თვისებებით, ხოლო რაც შეეხება „ს--------ს“ ფირმის მობილურ ტელეფონს, არ არის მისი და არ იცის თუ ვისი საკუთრებაა იგი.
ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ:
მოწმე მ---------------- ჩვენებით, 2----–-–---------–--ს, თანამშრომელ რ----–-------–---სთან ერთად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდა მ--------–---–-- მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გადამოწმების მიზნით შეჩერებულ იქნა პიროვნება, რომელიც აღმოჩნდა ქ----–--------. მოქალაქეს ვიზუალურად ეტყობოდა, რომ იმყოფებოდა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. მას შემდეგ, რაც ქ----–--------- უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება და საექსპერტო ბიუროში გადაყვანა, სადაც მან ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა გამოკვლევაში, რითაც დაუდასტურდა ნარკოტიკული საშუალებების - „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“, „ამფეტამინის“ და „ტრამადოლის“ მოხმარების ფაქტი.
მოწმე რ----–-------–---- ჩვენებით, 2----–-–---------–--ს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, თანამშრომელ მ----------------თან ერთად, იმყოფებოდა მ--------–---–-- მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გადამოწმების მიზნით შეჩერებულ იქნა საეჭვო პიროვნება, რომელიც აღმოჩნდა ქ----–--------. მამაკაცს ვიზუალურად ეტყობოდა, რომ არ იყო ფხიზელ მდგო----ეობაში და სავარაუდოდ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ქ----–--------- უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება ადმინისტრაციული წესით და საექსპერტო ბიუროში გადაყვანა, სადაც მან ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა ნარკოლოგიურ გამოკვლევაში, რითაც დაუდასტურდა ნარკოტიკული საშუალებების - „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“, „ამფეტამინის“ და „ტრამადოლის“ მოხმარების ფაქტი.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ თ-------------–---–-ს ჩვენებით, 2----–-–---------–---, ნარკოლოგიური შემოწმების ლაბორატორიაში, ნარკოტიკულ საშუალებაზე კვლევის მიზნით მიიღო ბრალდებულ ქ----–--------- ბიოლოგიური მასალა დალუქულ მდგო----ეობაში, რასთან დაკავშირებითაც გასცა N7------ დასკვნა, რომლის თანახმად, ქ----–-------- ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების - „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“, „ამფეტამინის“ და „ტრამადოლის“ მიღების ფაქტი. მოწმის განმარტებით, ბიოლოგიურ მასალაში „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ გამოვლენა შესაძლებელია მისი მოხმარებიდან 75 დღის ვადაში, ხოლო „ამფეტამინის“ და „ტრამადოლის“ გამოვლენა ხდება ერთიდან შვიდი დღის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ს დადგენილებით, ქ----–-------------------------- ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ადმინისტრაციული დაკავების ოქმის თანახმად, 2----–-–---------–--ს, თ---–--–- მეტროსადგურ „მ--------–---–--“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ე-------- მოქალაქე ქ----–--------, რომელსაც ვიზუალურად ეტყობოდა, რომ იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.
ბ) დაცვის მხარის მტკიცებულება:
ბრალდებულ ქ----–--------- ჩვენებით, საქართველოში აპირებდა ტურისტული კომპანიის დაფუძნებას, რისთვისაც დედამ გადმოუგზავნა 2400 აშშ დოლარი, რომლის ნაწილიც ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკისას. 2--- წლის ივლისის დასაწყისში, მ--------–---–-- მოედანზე შეხვდა მეგობარ ო----ს, რომელსაც თან ახლდა ს------------------ მოქალაქე ს----------–------, რომელიც დაინტერესებული იყო ტურისტული ტურებით. ვინაიდან ს----------–-----ს არ ჰქონდა სასტუმროს ჯავშანი, ორი დღის განმავლობაში დარჩა მასთან სახლში. ერთ დღეს, ს----------–------- აჩვენა რაღაც ნარკოტიკული ნივთიერება და სთხოვა მისი შენახვა. იფიქრა, რომ აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენდა მარიხუანას, რის გამოც მის შენახვაზე უარი არ უთქვამს და აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ასევე მოიხმარა დაზარალებულთან ერთად. 2----–-–---------–--ს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა ო-------ნ და ს----------–-----თან ერთად, რა დროსაც ს-----–------- შესთავაზა სექსუალური ურთიერთობა. ვინაიდან მის ქვეყანაში მოქმედი წესებით, აღნიშნული ითვლება სირცხვილად, ს----------–------ მოიშორა ხელით, რის საპასუხოდაც დაზარალებულმა დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დავარდა ძირს. ს----------–------ გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო მისი ძირს დაყრილი ნივთები აიღო თავად და აპირებდა სახლში წაღებას, რადგან თვლიდა, რომ ს-----–-----ი ისევ მასთან მივიდოდა სახლში. პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს სახლში მისვლამდე, რომელთაც დაკითხვისას განუცხადა, რომ მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნოდა ს----------–-----ს, რომელიც პ-----ს და ვ-–----–----–-ს გამზირზე რამდენჯერმე შეხვდა ი------ მოქალაქეს, რომელსაც გამოართვა რაღაც ნივთიერება. რაც შეეხება მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ფულად თანხას, აღნიშნული წარმოადგენდა მის საკუთრებას.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გააანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ქ----–--------- დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ წარმოდგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს ქმნის ქ----–--------- მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, იმავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ძარცვას, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დასჯადია ძარცვა ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის.
სასამართლო განმარტავს, რომ ქ----–--------- ქმედება შეიცავს დანაშაულის - ძარცვის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა ქ----–--------- მიერ ძალადობით, ს----------–------ს ფულადი თანხის და პირადი ნივთების დაუფლებაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულის საკუთრების უფლებას.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პირის ბრალეულობას. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ბრალდებულ ქ----–--------- ჩვენების იმ ნაწილზე, რომ თითქოსდა, მას ს----------–-----თან უსიამოვნება მოუვიდა მისი მხრიდან სქესობრივი კავშირის დამყარების მოთხოვნის გამო, რა დროსაც დაზარალებულს ძირს დაუვარდა ე.წ. „ა------“ და მობილური ტელეფონი, თავად კი გაიქცა. მან აიღო ძირს დაყრილი ნივთები და აპირებდა სახლში წაღებას, რადგან თვლიდა, რომ ს-----–-----ი ისევ მასთან მივიდოდა სახლში, ვინაიდან ის ორი დღის განმავლობაში ცხოვრობდა მასთან. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა კი ეკუთვნოდა თავად, რაც ტურისტული კომპანიის დაფუძნებისთვის გამოუგზავნა დედამ. აღნიშნული ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის, როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებთან, ისე საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, მიმართულია პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისკენ, რის გამოც სასამართლოს მხრიდან ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა ან დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ.
ის ფაქტი, რომ ქ----–-------- მართლსაწინააღმდეგოდ და ძალადობის გამოყენებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ ფულად თანხას, მობილურ ტელეფონს და ე.წ. „მ-----------“ დასტურდება დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც სრული სიზუსტით აღწერეს თავდამსხმელის მიერ შესრულებული ქმედებები, უშუალოდ დანაშაულებრივ ქმედებამდე და ქმედების შემდეგ. დაზარალებულმა ს----------–------- დარწმუნებით მიუთითა, რომ სწორედ ბრალდებული ქ----–-------- არის ის პიროვნება, რომელმაც 2----–-–---------–---, მ--------–---–------------–-----–-- ქუჩების კვეთის მიმდებარედ ყოფნის დროს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ძირს დავარდნილი მისი კუთვნილი ხელჩანთიდან ამოიღო „ჰ------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, ამავე ფირმის ე.წ. „მ-----------“, ფულადი თანხა და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. დაზარალებულის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტამდე რამდენიმე ხნით ადრე, ქ----–-------- ექსკურსიის ტურებში მონაწილეობის მისაღებად გადასცა 300 აშშ დოლარი, რა დროსაც მან შენიშნა მის ჩანთაში არსებული სხვა ფულადი თანხა და პირადი ნივთები, შესაბამისად, მისთვის წინასწარ იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ იგი ჩანთაში ინახავდა ფულად თანხას და იმ პირად ნივთებს, რასაც ბრალდებული ქ----–-------- დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმის სახით დაკითხულ მ---------------------- და გ-----------–------–---–-- ჩვენებებთან, რომლებმაც დაადასტურეს ს----------–------ს მიმართ განხორციელებული ძარცვის ფაქტი და განმარტეს, რომ 2----–-–---------–---, ღამის საათებში, დ------–-----–-ს გამზირზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, დახმარების მიზნით მიმართა ქალბატონმა, რომელმაც მიუთითა ტ----------------ს ქუჩაზე მიმავალ შავმაისურიან მამაკაცზე, რომელმაც ს------------------ მოქალაქე ს----------–-----ს გასტაცა ფულადი თანხა, „ჰ------ს“ ფირმის ე.წ. „მ-----------„ და მობილური ტელეფონი. მოახდინეს აღნიშნული მამაკაცის შეჩერება, რომელიც აღმოჩნდა ბრალდებული ქ----–--------, რომლის პირადი ჩხრეკისას, მისი მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა თეთრი „ჰ------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი და ამავე ფირმის ე.წ. „მ-----------“. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებულ იქნა 1800 აშშ დოლარი, ლარის და უცხოური ვალუტის სხვადასხვა კუპიურა.
ს----------–------ს მიმართ განხორციელებულ ძარცვაში ბრალდებულ ქ----–--------- მონაწილეობას ასევე ადასტურებს მოწმე ე-----–--------–-, რომელიც 2----–-–---------–---, ღამის საათებში, ა----–-----–-ს გამზირზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც დახმარების მიზნით მიმართა დაზარალებულმა ს----------–-------, რომელმაც განუმარტა, რომ მისმა ნაცნობმა - ქ----–--------- გასტაცა ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი და ე.წ. „მ-----------“.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმზე, რითაც დასტურდება, რომ სწორედ ქ----–-------- იყო ის პიროვნება, რომლის პირადი ჩხრეკისას, მისი მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა თეთრი „ჰ------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებული იყო სიმ-ბარათი ნომრით: +------------, ასევე - თეთრი „ჰ------ს“ ფირმის ე.წ. „მ-----------“, რომელშიც მოთავსებული იყო სიმ-ბარათი ნომრით: 5--------. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ლურჯი ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ლარის სხვადასხვა კუპიურა და ხურდა ფული. ჯინსის შარვლის მარჯვენა ჯიბიდან კი, 1800 აშშ დოლარი, 350 ლარი და უცხოური ვალუტის სხვადასხვა კუპიურა.
ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ჰ------ს“ ფირმის მობილური ტელეფონის და ე.წ. „მ-----------ს“ დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულმა ს----------–------- ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო „ჰ------ს“ ფირმის თეთრი მობილური ტელეფონი, იმეიკოდებით: 8-------------- და 8--------------, რომელშიც მოთავსებულია სიმ-ბარათი ნომრით: + 9-----------, ასევე თეთრი „ჰ------ს“ ფირმის ე.წ. „მ-----------“, იმეიკოდით: 3--------------, რომელშიც მოთავსებულია სიმ-ბარათი ნომრით: 5-------- და განმარტა რომ აღნიშნული „ჰ------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი და „ჰ------ს“ ფირმის ე.წ. „მ-----------“ არის მისი საკუთრება და ეს ის მობილური ტელეფონი და ე.წ. „მ-----------ა“, რომლებიც მას 2----–-–---------–---, გასტაცა მისმა ნაცნობმა - მ-------------------------- ქ----–---------.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები პირდაპირ მიუთითებს ქ----–--------- დანაშაულებრივ განზრახვაზე, რომ ძალადობის გამოყენებით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა დაზარალებულის კუთვნილი ფულადი თანხა და პირადი ნივთები, რაც მის მიერ სისრულეში იქნა მოყვანილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით.
ის, რომ ქ----–--------- დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმს, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთებისა და ფულადი თანხის ოდენობას და დაზარალებულ ა-–-----------------–------- ჩვენების იმ ნაწილს, რითაც დგინდება, რომ ქ----–-------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობის გამოყენებით, აშკარად დაეუფლა მის კუთვნილ ფულად თანხას - კერძოდ, 1800 (ათას რვაასი) ამერიკულ დოლარს, 350 (სამასორმოცდაათი) ქართულ ლარს და 350 (სამასორმოცდაათი) არაბულ რეალს, ასევე 800 რეალად ღირებულ „H-----”-ის ფირმის თეთრ მობილურ ტელეფონს და 350 აშშ დოლარად ღირებულ „H-----”-ის ფირმის თეთრ ე.წ. „მ-----------“.
ვინაიდან, აღნიშნული ფულადი თანხა და ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დაზარალებულის კუთვნილი ნივთების ღირებულება, საერთო ჯამში მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნით განსაზღვრულ 150 ლარს, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ქ----–--------- დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
რაც შეეხება ქ----–--------- მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, ის ფაქტი, რომ ქ----–-------- ფეხსაცმელში უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ასევე დასტურდება მოწმეების: მ---------------------- და გ-----------–------–---–-- ჩვენებებით, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე აღნიშნეს, რომ 2----–-–---------–---, დ------–-----–-ს გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძარცვის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს ქ----–--------, რომლის პირადი ჩხრეკისას, მარჯვენა ფეხსაცმლიდან ამოუღეს გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში გახვეული 15 პატარა პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული მოშავო-მოყავისფრო, სფეციფიური სუნის მქონე მასა და მოლურჯო-მოწითალო პოლიეთილენის პარკის ფრაგმენტებში გახვეული მოშავო-მოყავისფრო სპეციფიური სუნის მქონე მასა.
2----–-–---------–--ს გაცემული ქიმიური ექსპერტიზის #1------------ქრ დასკვნით კი დადგენილია, რომ მ------------------------- ქ----–--------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული 15 ცალად დაფასოებული პოლიეთილენის ნაჭრებში ყავისფერი პლასტიური ნივთიერება, სპეციფიური სუნით, საერთო წონით - 10,93 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, საერთო წონით - 0,8218 გრამს. ყავისფერი პლასტიური ნივთიერება, სპეციფიური სუნით, წონით - 3.55 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, საერთო წონით - 0,2787 გრამს. წარდგენილ ობიექტებში N1-2 ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“, საერთო წონაა - 1,1005 გრამი. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს--------–--------მ.
შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ქ----–--------- ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დისპოზიცია გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებას, ანუ კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, ექიმის დანიშნულების გარეშე, ადამიანის ორგანიზმში მის შეყვანას. ამასთან, იმისთვის, რომ სახეზე გვქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, აუცილებელია ქმედების ჩამდენი პირი იყოს ან ადმინისტრაციულ სახდელდადებული წინათ ამავე ქმედების ჩადენისთვის და არ უნდა იყოს გასული სახდელის დადებიდან ერთი წელი ან ნასამართლევი უნდა იყოს ამავე ქმედებისთვის და არ უნდა ჰქონდეს მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ს დადგენილებით, ქ----–-------------------------- ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. მიუხედავად აღნიშნულისა, იგი 2----–-–---------–---, გამოვლენილ იქნა ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინის“ და „ტრამადოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტზე.
მოწმეების მ---------------- და რ----–-------–---- ჩვენებებით დგინდება, რომ 2----–-–---------–--ს, მ--------–---–-- მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ქ----–--------, რომელსაც ვიზუალურად ეტყობოდა, რომ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. მას შემდეგ, რაც ქ----–--------- უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, იგი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გადაიყვანეს საექსპერტო ბიუროში, სადაც მან ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა ნარკოლოგიურ გამოკვლევაში, რითაც დადასტურდა მის მიერ ნარკოტიკული საშუალებების - „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“, „ამფეტამინის“ და „ტრამადოლის“ მიღების ფაქტი.
მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ თ-------------–---–-ს ჩვენებასთან, რომელმაც 2----–-–---------–--- გასცა N7------ დასკვნა და სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მისი სისწორე, რომლის თანახმადაც, ქ----–-------- ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების - „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“, „ამფეტამინის“ და „ტრამადოლის“ მოხმარების ფაქტი.
ამდენად, სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის, ბრალდებულ ქ----–--------- დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულ ქ----–--------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, იმავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქ----–--------- ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. მანვე ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ ქ----–--------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნაწილობრივ აღიარებს და ინანიებს მიერ ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლევი არ არის, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე ვადით, ხოლო იმავე კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ - ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, დანაშაულთა ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე.
სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ქ----–--------- რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულების პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ არის და ნაწილობრივ აღიარებს მის მიერ ჩადენილ ქმედებებს, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის და იმავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სანქციებით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელები თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ჯარიმა. ამასთან, ქ----–-------- საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ქ----–--------- პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა, ორი ტელეფონი და პლანშეტი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
ქ----–--------- პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რაც გადაგზავნილი იყო სა---------–----–-------------------------------–--------–---------------–----------–-–-----------–---------------------ლოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო სხდომის ოქმი, გადატანილი 01 (ერთ) ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ----–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
ქ----–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
ქ----–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 05 (ხუთი) წლის ვადით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით და იმავე კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ქ----–-------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
ქ----–--------, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------–--------------თ, ქ----–--------- მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ქ----–-------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2----–-–---------–--ის 01:52 საათიდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ქ----–--------- პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა, ორი ტელეფონი და პლანშეტი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
ქ----–--------- პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რაც გადაგზავნილი იყო სა---------–----–-------------------------------–--------–---------------–----------–-–-----------–---------------------ლოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო სხდომის ოქმი, გადატანილი 01 (ერთ) ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე