განაჩენი

სისხლის სამართლის 17.05.2019
საქმის ნომერი
010100118002774851
დავის ტიპი
126
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100118002774851

საქმეN1-1103/18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15.05.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი: პა-----–-–--–-ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ოთ------–-----–--ლი

მამის სახელი: დუ------

დაბადებული: 2--11.1974 წელი

პირადი ნომერი: 6---------0

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–ო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრაციის მისამართი: ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ჭა-----

 

ბრალდებულის ადვოკატი - მა-----------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით.

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №171240918003

 

1. აღწერილობითი სამოტივაციო ნაწილი

 

1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ოთ------–-----–--ლს ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, კერძოდ არაერთგზის ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის განხორციელება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

1.2. ბრალდების არსი:

 

2018 წლის 26 ოქტომბერს, დღის საათებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით ნასამართლევმა ოთ------–-----–--ლმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭა----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში არაერთგზის, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ თავის კედელზე მირტყმით და ხელებისა და ფეხის წელის, ზურგისა და ფეხის არეში დარტყმებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მამას დუ------ ბა–-----–---–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.3. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ოთ------–-----–--ლი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით, ოთ------–-----–--ლმა ჩაიდინა ძალადობა კერძოდ:

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საქმეში არსებული გამოძიები დაწყების აღრიცხვის ბარათით და შეტყობინებით დადგენილია, რომ 2018 წლის 26 ოქტომბერს ს---–--ო ბა–-----–---–მა შეატყობინა 112-ს სამსახურს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭა----ში დუ------ ბა–-----–---–ის მიმართ, მისი შვილი ახორციელებდა ძალადობას; ( იხ ს.ფ. 2) ;

 

2.2. დაზარალებულმა დუ------ ბა–-----–---–მა განაცხადა, რომ ის ითხოვს პატიებას, რადგან შეცდომაში შეიყვანა, როგორც საგამოძიებო ორგანო, ისე სასამართლო; აღიარებს მის შეცდომას; 2018 წლის 26 ოქტომბერს ოჯახის ყველა წევრი იყო ერთად, მაგრამ ისეთი ცელქი ბავშვი ყავს ო-----ის რომ მისი გაჩერება შეუძლებელია, ამტვრევს ყველაფერს, იმ დღეს ბავშვი დატუქსა და ამის გამო მოხდა მათი შეკამათება; მეზობელიც იყო, მაგრამ აერიდა გამოკითხვას; დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით და ამის გამოც ისე განერვიულდა, რომ მისივე მითითებით მისმა მეორე შვილმა დარეკა ცხელ ხაზზე, რომ არ გაგრძელებულიყო კამათი და არ მომხდარიყო უფრო უარესი; მოვიდნენ პოლიციელები და არ ადასტურებს რაც მათ გამოკითხვაზე უპასუხა; სრულიად სხვა ჩვენება მისცა, ექსპერტიზაზე წაიყვანეს, ექსპერტმა დაათვალიერა და შეეკითხა თვალთან რა არისო და უთხრა რომ ძილმაგარა ჰქონდა და ის ადგილი იყო ჩალურჯებული, ამჟამადაც ეტყობა, ეს ძილმაგარა ერთი წლის წინ გაუჩნდა და შაქრიანის დიაბეტის გამო არ შეხორცდა და დღემდე ეტყობა თვალთან, მუქი ფერის ლაქა; ის საუბრობდა გამომ,ძიებელთან, მაგრამ არ წაუკითხავს შინაარსი; ხელი კი მოაწერა; ის, რომ ჩვენება მისცა, გრძნობს რომ არასწორად მოიქცა; შეცდომაში შეიყვანა პოლიციის თანამშრომლები; მანამდეც სანამ საქმის განხილვა დაიწყებოდა მიაქცია ამ გარემოებას ყურადღვბე აწერდა წერილობით განცხადებებს, სასამართლოსაც მომართა რამდენჯერმე, მისი შვილის - ბრალდებულის ადვოკატსაც უამბო ამის თაობაზე; როცა პოლიციის განყოფილებას მიაკითხა რამდენჯერმე, - ეუბნებოდნენ, რომ მასალები უკვე გადაცემული ჰოქნდათ და ვერ შეცვლიდნენ ვერაფერს;

 

მისი შვილი მიმალვაში არ ყოფილა, დღისით მუშაობდა თავის ბაღში და საღამოს სახლში იყო ჩვეულებრივად; ორჯერ იყო სტუმრად წასული, ერთ დღეს, როცა მოაკითხეს პოლიციელებმა თავის დასთან იყო სტუმრად ბათუმში; თავად ამ კამათის შემდეგ ურთიერთობა არ ჰქონდა და არ ესაუბრებოდა, მისი დედა ალბათ ეტყოდა ამის შესახებ, რომ მოიკითხეს პოლიციიდან; ადასტურებს, რომ მის შვილს ო----- ბაჟუბნაიშვილს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, როცა პოლიციელები შეტყობინების საფუძველზე მოვიდნენ ნამდვილად აღელვებული იყო, კამათის შემდეგ განერვიულდა და თავს ცუდად გრძნობდა, მას რაიმე სახით არც ფიზიკური ტკივილი განუცდია, წაიკამათეს და გააშველეს; (იხ ოქმი 17.04.2019წ, 15:37:04სთ-15:57:48თ);

 

2.3. მოწმის სახით დაკითხვისას თინა ბა–-----–---–მა განაცხადა, რომ ბრალდებული არის მისი შვილი; შვილიშვილი ყავთ ძალიან ცელქი მისი დედა წასულია სახლიდან, თავად აქცევენ ყურდაღებას; მესამე ოთახში იყო, არც დაუნახავს, რომ წაიკამათნენ შეშინების მიზნით დაურეკა მისმა შვილმა; პოლიციელები რომ მოვიდნენ რასაც საუბრობდნენ ის დაწერა, მის მაგიერაც; მეუღლე - დუ------ ბა–-----–---–ი და მისი შვილის - ოტარ ბა–-----–---–ი, - დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით, აქედან გამომდინარე ნერვიულები არიან, თორემ ისეთი მიზეზი არ ყოფილა ; წაიკამათეს; მისმა მეუღლემ შეშინების მიზნით დაურეკა და აღელვებულმა მისცა ეს ჩვენება;

პირველ სართულზე ო-----ი ცხოვრობს; გაყოფილები არიან მეორე სართულზე ცხოვრობს თავად და შვილი რძალით და შვილიშვილით; პირველ სართულზე ო-----ი და ორი ბავშვი, მის ცოლი წასულია სახლიდან; მისმა მეუღლემ რაც ისაუბრა, ის დაწერეს პოლიციის თანამშრომლებმა, მას არ წაუკითხავს, ხელი კი მოაწერა; (იხ ოქმი 17.04.2019წ 15:20:26სთ-15:31:50სთ);

 

2.4. ბრალდებულის ძმამ ზუ------ ბა–-----–---–მა საქმის განხილვისას მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება; (იხ ოქმი) ;

 

2.5. მოწმის სახით დაკითხვისას მე--------–------–მა და გი---------მ განაცხადეს, რომ შეტყობინების საფუძველზე გამომძიებელ ლევან ხახუტაიშვილთან ერთად გავიდნენ სოფელ ჭა----ში; შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ; საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე იწვა დუ------ ბა–-----–---–ი, აშკარად ეტყობოდა , რომ იყო ნაცემი, წუხდა მათ განუმარტა რომ შვილმა ცემა, ანუ მიაყენა ფიზიკური შურაცხყოფა, ამ დროს დაზარალებულისვე განმარტებით ოთახში შევიდა მისი მეუღლე - თინა ბა–-----–---–ი და შვილი ზუ------ ბა–-----–---–ი, რომლებიც ჩადგნენ შუაში და გააშველეს; ოთ------–-----–--ლი ადგილზე არ იმყოფებოდა ის წასული იყო სახლიდან; თვალზე ეტყობოდა დაზიანება; ოჯახის წევრებმაც ანალაგიური დაადასტურეს; დაზარალებული ტიროდა იყო აღლევებული, ითხოვდა რეაგირებას (იხ. ოქმი 25.03.2019წ 13:27:11სთ-13:31:54სთ 13:34:33სთ-13:450:11სთ);

 

2.6. მოწმის სახით დაკითხვისას და-----------ემ განაცხადა, რომ დუ------ ბა–-----–---–მა შეატყობინა ფიზიკური ძალადობის თაობაზე; მისი განმარტებით მისმა შვილმა რამოდენიმე დღის წინა მიაყენა ფიზიკური შეუარცხყოფა; აღენიშნებოდა დაზიანება სახის არეში, ოჯახში მომხდარი კონფლიქტის შესახებ ასევე განაცხადეს ზუ------ ბა–-----–---–მა და თინა ბა–-----–---–მა;

ოთ------–-----–--ლი ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა; ბინაზე შემოწმების ოქმი შეადგინა; არსებობდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი და შეადგინა, თუმცა ის ფიზიკურად ვერ გააცნო ოთ------–-----–--ლს, რადგან მასთან კავშირი ვერ ხერხდებოდა, ორდერით მას აკრძალული ჰქონდა მიახლოება მამასთან, ისინი ცხოვრობენ ერთ სახლში; (იხ ოქმი 04.03.2019წ 14:54:51სთ -14:57:56სთ);

 

2.7. მოწმის სახით დაკითხვისას რო-------------ემ, ტა-----–------ძემ და ბე--–------------იძემ განაცხადეს, რომ მონაწილეობა მიიღეს ოთ------–-----–--ლის დაკავებაში, რო-------------ის განმარტებით მან შეადგინა დაკავების ოქმი ხუ–---ნის ტერიტორიაზე დააკავა სასამართლოს განჩინების საფუძველზე; წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია; აცნობა დაკავების თაობაზე წარუდგინა და გააცნო ბრალი გადასცა ინფორმცაის შესაძლო მტკიცებულებებზე; (იხ ოქმი 04.03.2019წ 15:00:11სთ -15:05:15სთ; 28.01.2019წ, 13: 58:11სთ-14:00:0ს სთ);

 

2.8. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N 00-------, 29.11.2018წ დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით დრუიკო ბა–-----–---–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი სახის არეში; არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს; (იხ დასკვნა) ;

 

2.9. სხდომაზე მამუკა მეტრეველმა განაცხადა, რომ 2018 წლის 26 ოქტომბერს დუ------ ბა–-----–---–ის ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე გაცემული იქნა დასკვნა; მისი განმარტებით მას დაზიანება მიაყენა შვილმა; ნაჭდევი იყო თვალბუდის გარეთა კუთხესთან ზომით: 6,3 X 5, მას დაზიანება შეეძლო მიეღო სხვა ვითარებაშიც, ვითარების დადგენა მისი კომპეტენცია არ არის, მან უბრალოდ რაც დააფიქსირა შესამოწმებელმა პირმა, განაცხადა; (იხ სხდომის ოქმი 13.05.2019წ )

 

2.10. ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ოთ------–-----–--ლი დაკავებულია 2018 წლის 24 ნოემბერს, დაკავების ზუსტი დრო: 16:40სთ; დაკავების ადგილი: ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ხუ–---ნის ტერიტორია; დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა: დაკავებულს ვიზუალური დათვალიერებით სხეულზე რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნება; (იხ დაკავების ოქმი, ს .ფ.89-94) ;

 

2.11. შემაკავებელი ორდერის ოქმით დადგენილია, რომ ხუ–---ნის პოლიციის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის და-----------ის მიერ შედგენილი იქნა აღნიშნული ოქმი 2018 წლის 26 ოქტომბერს, სადაც დუ------ ბა–-----–---–ი განმარტავს, რომ ოთ------–-----–--ლმა მასზე ძალადობის შემდეგ მიიმალა. (იხ შემაკავებელი ორდერი ოქმი, ს .ფ.101-104);

 

2.12. ზემოთაღნიშნული წარმოადგენს იმ მტკიცებულებების ბაზას, რომელთა შეფასების შედეგად უნდა მიიღოს სასამართლომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება;

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

2.13. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ოთ------–-----–--ლის მხრიდან ძალადობის ჩადენის ფაქტს და რაც შესაძლებელს გახდიდა ბრალდებულის მიმართ გამამტყუინებელი განაჩენის გამოტანას; ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად არ დადგინდა ოთ------–-----–--ლის მიერ 2018 წლის 26 ოქტომბერს მამის - დუ------ ბა–-----–---–ის ბრალის შესახებ დადგენილებით აღწერილი გარემოებები: ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი;

სასამართლო მოცემული სახით დასკვნას აკეთებს შემდეგ გამოკვლეულ მტკიცებულებებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით:

 

2.14. მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა 2018 წლის 26 ოქტომბრის ქობულეთის რაიონულ სამმართველოს ხუ–---ნის პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინება 112 სამსახურიდან მასზედ რომ სოფელ ჭა----ში დუ------ ბა–-----–---–ის მიმართ ხორციელდებოდა ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა; (იხ .ს..ფ.1);

 

შეტყობინების რეგისტრაციის ბარათით ირკვევა, რომ შეტყობინების ავტორი არის ს---–--ო ბა–-----–---–ი; შეტყობინების მიხედვით ინციდენტის თარიღია 26.10.2018წ, 13:18:18; ინციდენტის ტიპი: კონფლიქტი ოჯახური ძალადობა; .... შეტყობინების პარამეტრებში, თუ ვის მიერ და ვის მიმართ ხორციელდება ძალადობა, - მითითებულია: შვილთან;

 

ბრალდებულმა ოთ------–-----–--ლმა საქმის არსებითი განხილვისას თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას ნამდვილად მოუვიდა იმ დღეს კონფლიქტი თავის მამასთან - დუ------ ბა–-----–---–თან, მაგრამ ის დასრულდა მხოლოდ ურთიერთშელაპარაკებით, მათ შორის მოხდა კამათი იმის გამო, რომ ჩათვალა მისი მამა მოექცა შვილიშვილს მკაცრად, მხოლოდ ამის გამო უსაყვედურა და ამ საკითხმა მათ შორის გამოწვია კონფლიქტი; რაც შეეხება ფიზიკურ შეურაცხყოფას, მისთვის არ მიუყენებია; (იხ ოქმი)

 

ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა ბრალდებულის ძმამ ზუ------ ბა–-----–---–მა (იხ ოქმი);

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულმა დუ------ ბა–-----–---–მა განაცხადა, რომ შეტყობინება არასწრი იყო და პოლიციის განყოფილება ემოციურ ფონზე შეაწუხა; შვილს მასთან მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდა და სხვა რიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია; მისი შვილიშვილი - ბრალდებულის შვილი არის ძალინ ცელქი და ხშირდა აძლევს შენიშვნებს, იმ დღესაც ცოტა ზედმეტი მოუვიდა მისთვის საყვედური, რაც ვერ აიტანა მისმა შვილმა და ამის გამო წაიკამათეს; ადასტურებს, რომ ექსპერტმა შეამოწმა, მაგრამ დაზიანება მას შვილისგან ფიზიკურიშეურაცხყოფის გამო არ ჰქონია, თვალის გარეთა კუთხეში წარსულში ჰქონდა ე.წ. ძილმაგარა და დღესაც ჩანს ჩალურჯების კვალი ამ ადგილზე; მისი და მისი ოჯახის წევრების ბრალია, პოლიციის განყოფილებისთვის არ უნდა მიემართათ, არ მომხდარა ისეთი სახის კონფლიქტი, რომ დაჭირვებოდათ დახმარება; შეტყობინების მიზანი, მხოლოდ მისი შეშინება იყო, რომ მომავალში კონფლიქტი არ ჰქონოდათ და ამ სახით გამოვიდა; ამჟამად ბოდიშს იხდის იმის გამო რომ შეცდომაში შეიყვანა საგამოძიებო განყოფილება; მას შემდეგ რაც გამოკითხეს, გამომძიებელი არ უნახავს, გამოკითხვა და ექსპერტთან შემოწმება მოხდა მოხდა იმავე დღეს; სასამართლოს კი მომართა რამდენჯერმე განცხადებით, სადაც ატყობინებდა ნამდვილად მომხდარი ფაქტის შესახებ, სადაც გამორიცხავდა ძალადობას და ფი\ზკიკურ შეურაცხყოფას;(იხ ოქმი);

 

ბრალდებულის დედამ თინა ბა–-----–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ

 

საქმის განხილვისას მოწმე ტა-----–------ძემ განაცხადა, რომ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადა სოფელ ჭახაშთი დუ------ ბაჟუნიშვილის ფიქიკურინ ძლადობის ფაქტზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, მას ოთ------–-----–--ლ არ უნახავს, რაც შეეხება დუ------ ბა–-----–---–ს, ის იწვა ტახტზე , თავს გრძნობდა შეუძლოდ;

 

მოწმე და-----------ემ განაცხადა, რომ მოცემული შემთხვევიდან გამომდინარე გამოწერილი იქნა მის მიერ შემაკავებელი ორდერი; ოთ------–-----–--ლს აეკრძალა მამასთან მიახლოება; საფუძველი კი მამის, დუ------ ბა–-----–---–ის განმარტება იყო;

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით #00------- 29.11.2018 წ დადგენილია, რომ შემოწმების მონაცემებით დუ------ ბა–-----–---–ს აღენიშნებოდა სისხსლნაჟღენთი სახის არეში; დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად ; დაზიანების

 

2.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (4 იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.) ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა სადავო და უდავო მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ოთ------–-----–--ლის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების განხორციელებას.

 

2.16. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის მიზნებისთვის ო-----ი ბა–-----–---–ი და დუ------ ბა–-----–---–ი არიან მამა შვილი - ერთი ოჯახის წევრები; უშუალოდ ფაქტის შემსწრე და თვითმხილველმა პირებმა, - დაზარალებულმა დუ------ ბა–-----–---–მა და მოწმე თინა ბა–-----–---–მა ძალადობა არ დაადასტურეს, ხოლო ბრალდებულის ძმამ ზუ------ ბა–-----–---–მა საერთოდ უარი განაცხადა ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ბრალდებულმა კი უარყო წარდგენილი ბრალდება; დარჩენილი გამოკვლეული მოწმეები კი ირიბი, სხვა პირისაგან მიღებული ინფორმაციით აჩვენებენ, რომ ბრალდებულმა ფიზიკური ძლადობა განახორციელა მამაზე;

 

მხოლოდ 2018 წლის 29 ნოემბრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #00------- დასკვნა (რომელიც თავის მხრივ ემყარება 2018 წლის 26 ოქტომბრის ექსპერტის მიერ პირადი გასინჯვის შედეგებს), რომლის თანახმადაც, დუ------ ბა–-----–---–ს აღენიშნება სისხლჩაქცევები მარცხენა თვალბუდის გარეთა კუთხესთან, რომელიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და არ ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღებს, არ შეიძლება გახდეს რაიმე ფორმით ოთ------–-----–--ლის მიერ 2018 წლის 26 ოქტომბერს განხორციელებული ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულება. ის გარემოება, რომ ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია ამ დაზიანებების ოთ------–-----–--ლის მიერ მიყენების თაობაზე, ვერ გამოდგება ამ ფაქტის დადგენის საკმარის და ობიექტურ საფუძვლად, რადგან, ერთი მხრივ, იგი ეფუძნება დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელმაც სულ სხვა ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და ახსნა მის სახეზე არსებული დაზიანების საფუძველი და იმ დღეს განვითარებული კონფლიქტის შესახებ;

 

2.17. პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები კი ემყარება დაზარალებულთან საუბრისას მოსმენილს. მოწმის სახით დაიკითხნენ რა პოლიციის თანამშრომლები - მე--------–------–ი, გი--------- და და-----------ე რომლებიც გამოცხადდნენ დუ------ ბა–-----–---–ის სახლში 2018 წლის 26 ოქტომბერს გამოძახებისას და რომლებიც ადასტურებენ მის დაზიანებებს, ასევე იმ გარემოებას, რომ დუ------ ბა–-----–---–ი აღნიშნული დაზიანებების მიმყენებლად ასახელებდა ოთ------–-----–--ლს; თუმცა ყოველივე ზემოაღნიშნული, ფაქტის დასადგენად წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს (ეყრდნობა სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას), რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, პირის მსჯავრდებისთვის არავარგის მტკიცებულებას წარმოადგენს. ასევე, როგორც ზემოათაც აღინიშნა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა #00------- 29.11.2018 წ (რომელიც თავის მხრივ ემყარება 2018 წლის 26 ოქტომბერს ექსპერტის მიერ პირადი გასინჯვის შედეგებს და რომლის სისწორეც ექსპერტმა მამუკა მეტრეველმა დაადასტურა სასამართლოში დაკითხვისას), რომლის თანახმადაც, დუ------ ბა–-----–---–ს აღენიშნებოდა სისხსლნაჟღენთი სახის არეში; დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღს, ვერ გახდება საკმარისი საფუძველი ოთ------–-----–--ლის მიერ ამ დაზიანებების მიყენების დასადგენად. სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, ზოგადად, შესაძლებელია, დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, რაოდენობა, თუმცა, მოცემულ საქმეზე, ობიექტურად შეუძლებელია მოცემული ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი კონკრეტული პირის ვინაობა, თუ ასეთი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, იგი აუცილებლად სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ასახავს და არა მის მიერ უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

ზემო-----ნიშნულიდან გამომდინარე ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ვერ დგინდება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ელემენტი, როგორიცაა დაზარალებულის ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი; ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობა, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა ოთ------–-----–--ლის მხრიდან დუ------ ბა–-----–---–ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი 2018 წლის 26 ოქტომბერს;

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია არაერთგზის ოჯახში ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ხოლო იმავე კოდექსის მე-111 მუხლი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, კერძოდ ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის [...] 126-ე, [...] მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამ მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: [...] მამა, შვილი, [...]. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური ჯანმრთელობა. დანაშაული ძალადობაში. სსკ-ს 126-ე მუხლი შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი; ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა ოთ------–-----–--ლის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (5იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ სწორედ ოთ------–-----–--ლმა განახორციელა ძალადობა დაზარალებულ დუ------ ბა–-----–---–ზე, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. (6იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77; ) უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება. (7იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.austria, პუნქტი 15.).

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ოთ------–-----–--ლის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-ე, 276-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ოთ------–-----–--ლი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

გამართლებულს ოთ------–-----–--ლს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

ოთ------–-----–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე