გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.12.2018
საქმის ნომერი
330310117001882602
კატეგორია
დავის ტიპი
საგადასახადო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/2581-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი

სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი

მოსარჩელე: სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი: ლ-–--------–---–--

მოპასუხე: შპს „ე-------------------------------------------–---ი“ (ს/ნ 2--------);

მოპასუხე: ლ-------------- (პ/ნ 0----------);

წარმომადგენელი: ნ----------–--;

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად აღიარება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს „ე-------------------------------------------–---ი“ (ს/ნ 2--------) და ლ-------------- (პ/ნ 0----------) აღიარებულ იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.

 

სარჩელში აღინიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2017 წლის 06 აპრილის მდგომარეობით შპს „ე-------------------------------------------–---ი“-ს აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 838,075.45 ლარს. შპს „ე-------------------------------------------–---ი“-ს ქონებაზე 2013 წლის 03 აპრილს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. 2014 წლის 19 მაისს გამოიცა N0------ ბრძანება შპს „ე-------------------------------------------–---ი“-ს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს „ე--------------------------------------------–-----ს ქონება არ გააჩნია. შპს „ე-------------------------------------------–---ი -მ“ 2013 წლის 01 აპრილს წარადგინა 20-- წლის მოგების დეკლარაცია, რის შესაბამისადაც დაერიცხა გადასახდელი თანხა 187133 ლარის ოდენობით. მოგების გადასახადში დავალიანება წარმოიშვა უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად. უძრავი ქონების რეალიზაციის შემდგომ, 20-- წელს შპს „ე-------------------------------------------–---ი“-ს 100%-იანი წილის მფლობელმა ლ--------------მ, „საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის“ შესაბამისად საწარმოდან გაიტანა ჯამში 100211 ლარის ოდენობის თანხა, რითიც დასტურდება საწარმოდან თანხის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან შეგნებულად თავის არიდების ფაქტი. საწარმოს 100% წილის მფლობელის, ლ--------------სთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემდგომ ცნობილი გახდა რომ 2013 წლის 01 აპრილისთვის მოგების გადასახადის ვალდებულებების წარმოშობის შესახებ, საწარმოდან ხელფასის, პროცენტის და სხვა განაცემების სახით განარიდა თანხა, რის შედეგადაც საწარმომ ვერ შეძლო საგადასახადო ვალდებულების შესრულება. ამასთან, ლ--------------მ 2013 წლის 29 მარტს შპს „ე-------------------------------------------–---ი“-ში 100% წილი გადაუფორმა ი------------–-----------------), რის შემდგომაც შპს „ე-------------------------------------------–---ი-მ" ვეღარ შეძლო საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა. შპს „ე-------------------------------------------–---ი-მ" შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა (ბართზე არ უფიქსირდება მოძრაობა).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე შპს „ე-------------------------------------------–---ი“ (ს/ნ 2--------) სასამართლო სახდომაზე არ გამოცხადდა. (სხდომის დღე და საათი ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცეო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.).

 

2.2. მოპასუხე ლ--------------ს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო. დამატებით განმარტა, რომ ლ--------------მ შპს „ე-------------------------------------------–---ი“ (ს/ნ 2--------) 2013 წლის 29 მარტს გაასხვისა უკრაინის მოქალაქე ი------------–---ზე, რის შემდეგაც არანაირი კავშირი საწარმოსთან არ ჰქონია, მისთვის უცნობია კომპანიის ფინანსური საქმინობის შესახებ. კომპანიის გასხვისებიდან სარჩელის შეოტანამდ გასულია ოთხი წელი და მათთვის უცნობია კომპანიის დავალიანების შესახებ. ის გარემოება, რომ თანხა ლ--------------ს მიღებული აქვს, არ შეიძლება ჩაითვალოს დავალიანების გადახდევინებისათვის თავის არიდებად, ვინაიდან, აღნიშნული თანხიდან ხელფასის სახით ოთხი წლის განმავლობაში მიღებული აქვს 24 200 ლარი (დარიცხული), თვეში დაახლოებით 500 ლარი. 44 561 ლარი აღებული აქვს პროცენტის სახუით, რასაც შესაბამისი სამაღთლებრივი საფუძველი გააჩნია, ხოლო 34 450 ლარი აღებული აქვს საქვეანგარიშოდ, რაც მის მიერ გადაცემული იქნა კომპანიის გაყიდვის დროს, საწარმოს ახალი მფლობელისათვის, როგორც სალაროს ნაშთი და შესაძლებელია ეს თანხა დღესაც არსებობს. კომპანიის გასხვისების დროს, შპს „ე-------------------------------------------–---ი-ს" უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველისაგან მისაღები ჰქონდა დაახლოებით 400 000 აშშ დოლარი, რაც კიდევ ერთი გარემოებაა იმისა, რომ მის მიერ თანხის გატანით კომპანია არ გამხდარა გადახდისუუნარო. ამასთან, უცნობია ის გარემოება, რომ მიიღო თუ არა კომპანიამ ეს თანხა მყიდველისაგან.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი: 25/03/2010) თანახმად,შპს „ე-------------------------------------------–---ი-ს" ( ს/ნ 2--------: სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 30/10/2008. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - გ---------------, ხელმძღვანელი ერთპიროვნულად. 100%-წილის მესაკუთრე ლ-------------- (პ/ნ 0----------). ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობ/იპოთეკა, პარტნიორზე წილის გირავნობა, მოვალეთა რეესტრი - რეგისტრირებული არ არის.

 

3.2. 2013 წლის 29 მარტის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ლ--------------მ (პ/ნ 0----------) გაყიდა და ი------------–---მა (პ/ნ 3---------) იყიდა ლ--------------ს საკუთრებაში არსებული 100% წილი შპს „ე-------------------------------------------–---ში" ს/ნ 2--------. ხელშეკრულება დამოწმებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 29.03.20-- წელი.

 

3.3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი: 29/03/2013) თანახმად, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 30/10/2008. შპს „ე-------------------------------------------–---ი“-ს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, დირექტორი და 100% წილის მესაკუთრე ი------------–---, უკრაინა (პ/ნ B------- 3---------). ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობ/იპოთეკის უფლება, მოძრავ ნივთებზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგი, მოვალეთა რეესტრი - რეგისტრირებული არ არის

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 33-36);

2013 წლის 29 მარტის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 240);

 

3.4. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შპს „ე-------------------------------------------–---ი-ს" (2--------) შედარების აქტის თანახმად, 01-01-2017-დან 06-04-2017-მდე პერიოდში შპს „ე-------------------------------------------–---ი-ს" ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება ძირითადი: 451 435.23 ლარი, ჯარიმა: 30701 ლარი და საურავი: 355713.5 ლარი; დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის არიარებული -400.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შედარების აქტი (იხ. ს.ფ. 39);

 

3.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 19 მაისის N0------ ბრძანების (ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ) თანახმად, ყადაღა დაედო შპს „ე-------------------------------------------–---ი-ს (ს/ნ 2--------) ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 19 მაისის ბრძანება N0------ იხ. (იხ. ს.ფ. 21);

 

3.6. დასაქმებული პირის შემოსავლის შესახებ ინფორმაციის თანახმად, ქ-------ა ლ----ს (პ/ნ 0----------) შპს „ე-------------------------------------------–---ში“-მიღებული აქვს შემოსავალი 16.07.20-- წელს, კერძოდ: 1) 44561.03, დაკავებული გადასახადი 2228.09. შემოსავლის ტიპი: პროცენტი; 2) 13700, დაკავებული გადასახადი 2740; შემოსავლის ტიპი: ხელფასი; 3) 34450; დადაკავებული გადასახადი: 6890; შემოსავლის ტიპი: სხვა; 4) 12.09.20-- წელი - 7500; დაკავებული გადასახადი: 1500; შემოსავლის ტიპი: ხელფასი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დასაქმებული პირის საძიებო (მიღებული შემოსავალი) (ს.ფ. 26).

 

3.7. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მიწის (უძრავი) ქონების საკადასატრო კოდი N4------------, მომზადების თარიღი: 09/12/2015 16:00:56) თანახმად, ქ--–--------–-- 166494.00 კვ.მ. არასასოფლკო სამეურნეო მიწის ნაკვეთი საკუთრების ყფლებით ეკუთვნის შპს ,,ქ--------------–------------ს" (ს/ნ 4--------). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 25.04.20-- წელი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. იპოთეკა: განცხადების რეგისტრაცია, ნომერი 8-----------, თარიღი 25/04.20/20-- 11;38:11; მოვალე: შპს ,,ქ--------------–-----------" (ს/ნ 4--------). იპოთეკარი: შპს „ე-------------------------------------------–---ი“ (ს/ნ 2--------); საგანი: მიწის ნაკვეთი: 1666494 კვ.მ. ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 25.04.20-- წელი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, უფლების რეგისტრაციის თარიღი: 25/04/20--. საგადასახადო გირავნობა, მოვალეთა რეესტრი - რეგისტრირებული არ არის

 

3.8. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მიწის (უძრავი) ქონების საკადასატრო კოდი N4------------ მომზადების თარიღი: 09/12/2015 16:00:56) თანახმად, ქ--–--------–-- 115.00 კვ.მ. არასასოფლკო სამეურნეო მიწის ნაკვეთი საკუთრების ყფლებით ეკუთვნის შპს ,,ქ--------------–-----------" (ს/ნ 4--------). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 25.04.20-- წელი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. იპოთეკა: განცხადების რეგისტრაცია, ნომერი 8----------7, თარიღი 25/04.20/20-- 11;36:59; მოვალე: შპს ,,ქ--------------–-----------" (ს/ნ 4--------). იპოთეკარი: შპს „ე-------------------------------------------–---ი“ (ს/ნ 2--------); საგანი: მიწის ნაკვეთი: 1666494 კვ.მ. ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 25.04.20-- წელი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, უფლების რეგისტრაციის თარიღი: 25/04/20--. საგადასახადო გირავნობა, მოვალეთა რეესტრი - რეგისტრირებული არ არის

 

3.9. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მიწის (უძრავი) ქონების საკადასატრო კოდი N4------------ მომზადების თარიღი: 09/12/2015 16:00:56) თანახმად, ქ--–--------–-- 166058.00 კვ.მ. არასასოფლკო სამეურნეო მიწის ნაკვეთი საკუთრების ყფლებით ეკუთვნის შპს ,,ქ--------------–-----------" (ს/ნ 4--------), ნაკვეთის წინა NN4------------) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 25.04.20-- წელი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. იპოთეკა: განცხადების რეგისტრაცია, ნომერი 8----------7, თარიღი 25/04.20/20-- 11;36:59; მოვალე: შპს ,,ქ--------------–-----------" (ს/ნ 4--------). იპოთეკარი: შპს „ე-------------------------------------------–---ი“ (ს/ნ 2--------); საგანი: მიწის ნაკვეთი: 1666494 კვ.მ. ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 25.04.20-- წელი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, უფლების რეგისტრაციის თარიღი: 25/04/20--. საგადასახადო გირავნობა, მოვალეთა რეესტრი - რეგისტრირებული არ არის.

 

3.10.. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მიწის (უძრავი) ქონების საკადასატრო კოდი N44.01.37.08-- მომზადების თარიღი: 09/12/2015 16:00:56) თანახმად, ქ--–--------–-- 142.00 კვ.მ. არასასოფლკო სამეურნეო მიწის ნაკვეთი საკუთრების ყფლებით ეკუთვნის შპს ,,ქ--------------–-----------" (ს/ნ 4--------), ნაკვეთის წინა NN4------------) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 25.04.20-- წელი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. იპოთეკა: განცხადების რეგისტრაცია, ნომერი 8----------7, თარიღი 25/04.20/20-- 11;36:59; მოვალე: შპს ,,ქ--------------–-----------" (ს/ნ 4--------). იპოთეკარი: შპს „ე-------------------------------------------–---ი“ (ს/ნ 2--------); საგანი: მიწის ნაკვეთი: 1666494 კვ.მ. ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 25.04.20-- წელი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, უფლების რეგისტრაციის თარიღი: 25/04/20--. საგადასახადო გირავნობა, მოვალეთა რეესტრი - რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს. ფ. 212-223) ;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31.1 მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს კონსტიტუციის 34.1. მუხლით, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 67.1. მუხლით, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

 

ამ კოდექსის 25.1. მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლით, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2.2. მუხლით, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

 

ამ კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.

 

ამ კოდექსის 6.1. მუხლით, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

ამ კოდექსის 20.1. მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს, ასევე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,გ" ქვეპუნქტები, რომლის თანახმადაც: ა) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 8.24. მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის. ხოლო, ამავე ნორმის მე-5 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა – საგადასახადო დავალიანება, თუ: პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.

 

6.4. ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 3.6. მუხლით, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

 

ამ კანონის 2.1. მუხლის თანახმად, მეწარმე სუბიექტი არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, არის იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმო (კომპანია).

 

ამ კანონის 44-ე მუხლით, დადგენილია, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც.

 

6.5. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია შემდეგი: - შპს „ე-------------------------------------------–---ი-ს" სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია: 30/10/2008; 100% წილის მესაკუთრე 29.0320-- წლამდე გახლდათ, მოპასუხე ლ-------------- (პ/ნ 0----------).

- 2013 წლის 29 მარტის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ლ---- ქრდავამ (პ/ნ 0----------) გაყიდა და ი------------–---მა (პ/ნ 3---------) იყიდა ლ---- ქრდავას საკუთრებაში არსებული 100% წილი შპს „ე-------------------------------------------–---ში" (ს/ნ 2--------).

- 29/03/20-- წლიდან, შპს „ე-------------------------------------------–---ი-ს" (ს/ნ 2--------) 100% წილის მესაკუთრე და დირექტორია ი------------–--- (პ/ნ B------- 3---------), უკრაინა.

- შედარების აქტის მიხედვით, 01-01-2017-დან 06-04-2017-მდე პერიოდში გადასახადის გადამხდელს შპს „ე-------------------------------------------–---ი-ს" ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება ძირითადი: 451 435.23 ლარი, ჯარიმა: 30701 ლარი და საურავი: 355713.5 ლარი; დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული -400.

- შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 19 მაისის N0------ ბრძანებით ყადაღა დაედო შპს „ე-------------------------------------------–---ი-ს (ს/ნ 2--------) ქონებას.

- იპოთეკარ შპს „ე-------------------------------------------–---ი-ს“ (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ, იპოთეკით არის დატვირთული შპს ,,ქ--------------–-----------" (ს/ნ 4--------) უძრავი ქონება. იპოთეკის საგანი: მიწის ნაკვეთი: 1666494 კვ.მ. (ს/კ 4----------; 4----------- 4---------80; 4----------), მდებარე ქალაქი სენაკი. საფუძველი 25/04/20-- წლის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 25.04.20-- წელი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, უფლების რეგისტრაციის თარიღი: 25/04/20--.

 

6.6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირად აღირებისათვის სავალდებულოა არსებობდეს ორი კონკრეტული წინაპირობა, სახელდობრ: პირები ერთიმეორის ცრუმაგიერი პირებად მიიჩნევიან თუ: 1) პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან; 2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, არსებული საკანონმდებლო რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს სხვადასხვა პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს ამ პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ, გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამრიგად განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უკანონო გზებით. ასეთ პირობებში, კი გადამხდელთა მიერ კანონით ნებადართული ქმედება უფლებამოსილ პირთა მიერ შესაძლებელია შეფასდეს, როგორც უკანონო, რაც გადასახადის გადამხდელებს ჩააყენებთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ, სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პირობებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.

 

6.7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240.1. მუხლით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მესამე პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა და მისი ქონებიდან უზრუნველყოს გადასახადის გადახდევინება, თუ გადასახადის გადამხდელის ქონება იმდენად მცირეა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელებამ ვერ უზრუნველყო აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ან სხვა მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ შესრულებისთანავე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება შესაბამისად უქმდება ან მცირდება, ხოლო მე-4 ნაწილით, მესამე პირის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

 

ამ კოდექსის 19.1. მუხლით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს. დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მქონე პირებს შორის არსებული სამეწარმეო და ეკონომიკური ურთიერთობები იმავდროულად, არ ქმნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს ამ პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის, რამდენადაც ცრუმაგიერ პირებად აღიარება გავლენას ახდენს ამ პირების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე (მათი დაბეგვრა მოხდება საერთო ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით და არა იმ პირობების გათვალისწინებით, რაც დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით). ამასთანავე ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა იმ სხვა პირისაგან, რომელსაც იგი იყენებს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ხოლო ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, ისე რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება, უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა რომ გადასახადის გადამხდელი შპს ,,ე-------------------------------------------–---ი" (2--------) გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შევიდა მოპასუხედ დასახელებულ ფიზიკურ ლ---- ქ-------სთან რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის დანაწესის შესაბამისად, მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირები არ წარმოდგენენ განსაკუთრებულ ურთიერთობებს მქონე პირებს,ამრიგად, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სასამართლო სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებს აღნიშნულთან დაკავშირებით.

 

6.8. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ამრიგად, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოპასუხეების - შპს „ე-------------------------------------------–---ი”-ს (ს/ნ 2--------) და ლ--------------ს ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით ყადაღა დაედო მოპასუხე შპს „ ე-------------------------------------------–---ი-ს“ (ს/ნ 2--------) მოძრავ ქონებას და საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო მოპასუხე ლ--------------ს (პ/ნ 0----------) საბანკო ანგარიშებს და საკუთრებაში რიცხულ შემდეგ ქონებას: არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ფართი 209 კვ.მ, თბილისი, შ-----------------–----------- საკადასატრო კოდით: 0-------------------5----------------–---------------------–----–-----------------------–--–--------–---------------------------–-----–--------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------–----–----------------------------–---------–--–---–-------------------------------------------------------------------------–---------------------–----–-----------------------------–-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------–----–----------------------------------------------------------------------------------------------

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო უნდა გაუქმდეს, წინამდებარე საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის 5.1.,,ლ" მუხლის საფუძველზე მოსარჩელე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; მე-13; 25-ე; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 1991; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი, მოპასუხეების შპს ,, ე-------------------------------------------–---ი-ს“(ს/ნ 2--------) და ლ--------------ს (პ/ნ 0----------) ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე შპს ,, ე-------------------------------------------–---ი-ს“ (ს/ნ 2--------) მოძრავ ქონებას და საბანკო ანგარიშებსყადაღა დაედო მოპასუხე ლ--------------ს (პ/ნ 0----------) საბანკო ანგარიშებს და საკუთრებაში რიცხულ შემდეგ ქონებას: არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ფართი 209 კვ.მ, თბილისი, შ-----------------–----------- საკადასატრო კოდით: 0-------------------5--- არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ფართის 20/75 ნაწილი, თბილისი, თ--------------------–-----–-------------------------------------------), საკადასტრო კოდი: 0---------------; არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ფართი 217 კვ.მ თბილისი, ფ--–--–---–---------, საკადასტრო კოდით: 0----------------------; არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ფართი 340 კვ.მ, თბილისი, მ---------------------------------------------------- მიმდებარედ, საკადასტრო კოდით: 0---------------; სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ფართი 124924 კვ.მ, ფ----------------------, N10, საკადასტრო კოდი: 0-----------;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტიდან;

4. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი