განაჩენი

სისხლის სამართლის 01.05.2019
საქმის ნომერი
330100118002686988
თარიღი
01.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №---------

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

01 მაისი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივნები - თეა ვარდოშვილი, თეონა აბულაძე,რომეო ტყეშელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ი-----–- გ---–-------ა, ზ--------------–-ა

სტაჟიორ-პროკურორი - ი-----–- ლ-----–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ბ------ კ---ს ძე ლ---------ა, დაბადებული - 1----–-–----- თ--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თბილისი, ვ---------–----------- მ--------ი, ყ------–ი ს----–--------- „ლ-------ის“ შენობაში არსებული ს-----------–----------–ი.

 

ადვოკატი - გ------- ბ------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ჩადენილი არაერთგზის).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი ბ------ ლ---------ა, 2018 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 17:50 საათზე, იმყოფებოდა ქ. თბილისში, გ-–----ის პ------–----------------------------------------–-------–------ის ქვეშ, სადაც მან აშკარად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ნ----- კ----–---–ს ყელიდან ჩამოგლიჯა ცეპი და ე.წ. „ბ---–------------ი“ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. განხორციელებული ქმედების შედეგად, ნ----- კ----–---–ს მიადგა 1000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, ბ------ ლ---------ას მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის შესახებ.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის

 

3.1. დაზარალებულ ნ----- კ----–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 14 სექტემბერს, გ-–----ის მ---------------------იდან იგი ფეხით გადაადგილდებოდა მ---------------- ,,ა-------–ის თ------ისკენ“. მობილურ ტელეფონზე საუბრისას, დაზარალებულმა, მის წინ შეამჩნია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც გვერდით ჩაუარა, მარცხენა მხრიდან მოუარა და ყელიდან ცეპი ჩამოგლიჯა. ნ----- კ----–---–მა განაცხადა, რომ იგი შეეცადა მამაკაცისთვის ხელი დაეჭირა, თუმცა ვერ მოახერხა; ახალგაზრდა მამაკაცი გაიქცა და კიბეები აირბინა. დაზარალებულმა დააგდო მობილური ტელეფონი, ჩანთა, გაეკიდა აღნიშნულ მამაკაცს კიბეებზე და მისდია 4-------------ამდე, მაგრამ ვერ დაეწია. ნ----- კ----–---–ის ჩვენების თანახმად, გაქცეული ავტოფარეხების უკან გადახტა და დაიკარგა. დაზარალებულმა განმარტა, რომ მისთვის უცნობმა პიროვნებამ ყელიდან ჩამოგლიჯა ცეპი ბ---–----ს ჯვრით და ორივე მათგანის ღირებულება დაახლოებით 1000 ლარს შეადგენს. მისი თქმით, ბრალდებულს ეცვა მოვარდისფრო საყელოიანი მაისური ღილებით, მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და მოყავისფრო ფეხსაცმელი, თავზე კი შავი ფერის კეპი ეხურა, რომელიც თვალებს უფარავდა; ახალგაზრდა პიროვნება იყო დაახლოებით 170 სმ სიმაღლის, გამხდარი, მოგრძო ცხვირით, რომელსაც სირბილისას მუქი ფერის თმა უჩანდა კეპიდან. მეორე დღეს ნ----- კ----–---–ი დაიბარეს საგამოძიებო ორგანოში, სადაც მისთვის წარდგენილი სამი პიროვნებიდან, ამოიცნო შუაში მდგომი პიროვნება. დაზარალებულმა განმარტა, რომ მან, სირბილისას, წამიერად შეხედა სახეზე ახალგაზრდას და შეამჩნია, რომ მას სახეზე ლ----ი ჰქონდა; ასევე დაინახა წვერი თვალს ქვემოთ და თვალთან რაღაც ლ---, თუმცა ამოცნობისას ბრალდებულს წვერი არ ჰქონია, გაპარსული იყო. დაზარალებულმა ჯერ განაცხადა, რომ ბრალდებული მის წინ გაჩერდა, შემდეგ მარცხნიდან მოუარა და ჩამოწყვიტა ცეპი, მოსამართლის კითხვაზე კი განმარტა, რომ ჯერ დაეჯახა ახალგაზრდა მამაკაცი, შემდეგ შეჩერდა, გვერდი აუარა და მარცხენა მხრიდან ჩამოწყვიტა ცეპი.

 

3.2. 2018 წლის 19 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა სამართლდამცავებს განუცხადა, რომ ქ. თბილისში, გ-–----ის პ------–ი და მ-----------------------ის დ------–-------–-------დან დაახლოებით 100 მეტრში ჩავიდა მეგობრის ავტომანქანიდან და ფეხით გაემართა ზემოაღნიშნული ხიდისკენ; ო------------–---–ის ქუჩის ჩასასვლელთან, დაზარალებულს მისთვის უცნობმა მამაკაცმა ყელიდან ჩამოგლიჯა ყელსაბამი და გაიქცა. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 15 მეტრში მდებარეობს ვ--–---------–--–----------ი და ს----–------------ი, რომლებზეც დამონტაჟებულია შემთხვევის ადგილისკენ მიმართული გარესათვალთვალო ვიდეოკამერები. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურეს ექსპერტ - კრიმინალისტმა - ზ------ ვ-–----ემ და ქ. თბილისის გ-–----ი - ნ----–-----ის პოლიციის სამმართველოს პ------–------------–ების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა - რ----- მ–----მ.

 

3.3. 2018 წლის 20 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე ნ----- კ----–---–მა მისთვის წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარჯვნიდან და მარცხნიდან მეორე პიროვნება (ბ------ ლ---------ა) სიმაღლით, სპეციფიკური აღნაგობით, სახის მოყვანილობით, თმის ფერით, წვერით და ზოგადად ვიზუალით. ნ----- კ----–---–ის განცხადებით, სწორედ მის მიერ ამოცნობილმა პიროვნებამ ჩამოგლიჯა მას ცეპი 2018 წლის 14 სექტემბერს.

 

3.4. მოწმე რ--------- მ----ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 14 სექტემბერს, იმყოფებოდა ავტობუსის გაჩერებაზე, რა დროსაც დაინახა ქალბატონი, რომელიც ყვიროდა და შველას ითხოვდა. რ--------- მ----ე მივიდა მასთან და ჰკითხა, რა ხდებოდა, რაზედაც ქალბატონმა უპასუხა, რომ ძეწკვი ჩამოგლიჯეს ყელიდან. აღნიშნულმა ქალბატონმა დაურეკა საპატრულო პოლიციას, რომელიც მალევე მივიდა შემთხვევის ადგილზე. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებულმა კიბეებზე აირბინა მაშინ, როდესაც მოწმე ქალბატონს მიუახლოვდა; მოწმემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ მას გვერდით ჩაურბინა; მას წითელი, ზოლიანი პერანგი და ჯინსები ეცვა, თავზე კეპი ეხურა და დაბალი წვერი ქონდა. თავად რ--------- მ----ე კიბესთან ახლოს იმყოფებოდა, ხოლო დაზარალებული ქალბატონი გაქცეულ პიროვნებას კიბეებზე არ გაკიდებია, რადგან ვერ მოასწრო.

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ქალის ყვირილის ხმაზე მან დაინახა საშუალო სიმაღლის და აღნაგობის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გაიქცა გ-–----ის მ---------------------ის ასასვლელი კიბეებისაკენ, რომელსაც კიბეებამდე დაედევნა ახალგაზრდა მანდილოსანი და თან უყვიროდა ,,გაჩერდიო“.

 

მოწმე რ--------- მ----ემ დაადასტურა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას მან პირის ამოცნობაში მიიღო მონაწილეობა; ამოსაცნობ სამ პიროვნებას შორის იმყოფებოდა ის ახალგაზრდა, რომელმაც მის წინ გაირბინა შემთხვევის დღეს. მოწმემ იგი ამოიცნო სახით და აღნაგობით. რ--------- მ----ემ საქმის არსებითი განხილვისას განაცხადა, რომ ამოცნობის დაწყებამდე მას აჩვენეს მხოლოდ ამოსაცნობი პირის ფოტოსურათი, რის შემდეგაც დაიწყო ამოცნობა.

 

მოწმემ ასევე განმარტა, რომ როდესაც იგი დაზარალებულ ქალბატონთან მივიდა, ბიჭი უკვე გაქცეული იყო; ახალგაზრდამ წამიერად გაირბინა მის წინ. რ--------- მ----ის ჩვენების თანახმად, სანამ ქალბატონის ყვირილის ხმა არ გაიგო, მას ბიჭი არ დაუნახავს; მოწმის განმარტებით, გაქცეულს თავზე ქუდი ეხურა და მისი თვალები დაინახა; მას გაქცეულისთვის სახეზე არანაირი ლ----ი არ შეუმჩნევია.

 

3.5. საქართველოს შსს ქ. თბილისის გ-–----ი-ნ----–-----ის სამმართველოს პოლიციის პ------–------------–ების გამომძიებლის - დ----- ხ------–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 14 სექტემბერს, შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ნ----- კ----–---–ის ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით. ბ------ ლ---------ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დ----- ხ------–---–მა ჩაატარა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის პიროვნების ამოცნობები, რომელთა სისწორესაც იგი ადასტურებს. მოწმის განმარტებით, მას რ--------- მ----ისთვის ბრალდებულის ფოტოსურათი არ უჩვენებია.

 

3.6. 2018 წლის 20 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე რ--------- მ----ემ მისთვის წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარჯვნიდან მესამე და მარცხნიდან პ------–ი პიროვნება (ბ------ ლ---------ა) სიმაღლით, აღნაგობით, სახის მოყვანილობით, ცხვირის ფორმით, თვალის ფერით, ტუჩების მოყვანილობით, თმის და წვერის ფერით და ზოგადი საერთო ვიზუალითა და აღნაგობით.

 

3.7. საქართველოს შსს ქ. თბილისის გ-–----ი-ნ----–-----ის სამმართველოს პოლიციის პ------–------------–ების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ზ----- წ---–-----მა დაადასტურა მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის სისწორე, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 14 სექტემბერს, მ---------–---–ის ძარცვა ჩადენილი უნდა ჰქონოდა ბ------ ლ---------ას. აღნიშნული პიროვნების ადგილსამყოფელი იყო ვ---------–ის ბ--–---ა დასახლება. მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ ზ----- წ---–-----მა პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

3.8. 2018 წლის 26 სექტემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, საქართველოს შსს ქ. თბილისის გ-–----ი-ნ----–-----ის სამმართველოს პოლიციის პ------–------------–ების გამომძიებელ დ----- ხ------–---–ის მიერ, ი/მ თ-----------------ის ს----–---------------ში, ნ--------–-------სგან ამოღებულ იქნა გარე სათვალთვალო ვიდეოკამერის მიერ გადაღებული, 2018 წლის 14 სექტემბრის 1---- საათიდან 1---- საათამდე დროის მონაკვეთის ვიდეოჩანაწერი, ჩაწერილი ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე.

 

3.9. 2018 წლის 26 სექტემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, საქართველოს შსს ქ. თბილისის გ-–----ი-ნ----–-----ის სამმართველოს პოლიციის პ------–------------–ების გამომძიებელ დ----- ხ------–---–ის მიერ, ს-–------–--- „ა---------ში“, გ--–-----–-–---–ისაგან ამოღებულ იქნა გარესათვალთვალო ვიდეოკამერის მიერ გადაღებული, 2018 წლის 14 სექტემბრის 1---- საათიდან 1---- საათამდე დროის მონაკვეთის ვიდეოჩანაწერი, ჩაწერილი ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე.

 

3.10. 2018 წლის 17 ოქტომბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, საქართველოს შსს ქ. თბილისის გ-–----ი-ნ----–-----ის სამმართველოს პოლიციის პ------–------------–ების გამომძიებელ დ----- ხ------–---–ის მიერ, შ-- „ჯ------–ში“, ზ----- ქ-----ისგან ამოღებულ იქნა აპარატში იმეიკოდით - 3--------------, 2018 წლის 14 სექტემბრის 1---- საათიდან 1---- საათამდე პერიოდში დაფიქსირებულ GSM ნომერი და ამ ნომერზე, მითითებულ პერიოდში განხორციელებული შემავალი - გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, დაფიქსირებული ნომრების მფლობელთა დემოგრაფიული მონაცემების, ანძებისა და მათი ადგილმდებარეობის მითითებით.

 

3.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით, ბ------ ლ---------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პ------–ი ნაწილით და ა---------––-–----------------–--------–-------------------ე მუხლის თანახმად, განესაზღვრა შ--------------ა 6 თვის ვადით;

 

3.12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განაჩენით, ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენში. ბ------ ლ---------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ა---------––-–----------------–--------–-------------------ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.

 

3.13. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შსს ქ. თბილისის გ-–----ი-ნ----–-----ის სამმართველოს პოლიციის პ------–------------–ების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელი - ფ------- დ--------–---–ი და საქართველოს შსს ქ. თბილისის გ-–----ი-ნ----–-----ის სამმართველოს პოლიციის პ------–------------–ების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი - პ----- მ---------ე, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებებში და საპროცესო იძულების ღონისძიებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ღონისძიებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პ------–ი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე, ბრალდებულ ბ------ ლ---------ას მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მე-2 პუნქტში მითითებული გ-------– ე---–----–---–ის, გ--–--------ის, ნ--------–-------ს, ბ-------–-–---–ისა და მ-----– ჯ--------ის ჩვენებები, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

3.15. ბრალდებულმა ბ------ ლ---------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 14 სექტემბერს იგი გ-–----ში არ ყ------–ა, დაზარალებულს არ შეხვედრია და მისთვის ცეპი არ ჩამოუწყვეტია. ბრალდებულის ჩვენებით, აღნიშნულ დღეს იგი იმყოფებოდა ვ-----–ის მ------------------------------აზე, სადაც შეიძინა სათვალე, ქამარი და შარვალი; სახლში დაბრუნების შემდეგ კომპიუტერთადნ იჯდა, ხოლო საღამოს იმყოფებოდა მეგობრებთან ეზოში. ბ------ ლ---------ამ საქმის არსებითი დაკითხვისას განაცხადა, რომ იგი დაზარალებულს არ იცნობს და მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია; არც სახეზე ჰქონია რაიმე ლ--- და არც წითელი ფერის მაისური ჩაუცვამს ოდესმე.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

4.3. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

4.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყ------–ებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ, ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა; ამდენად, უნდა შეფასდეს ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულების შინაარსობრივი მხარე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება თითოეული მათგანით და ერთობლივად რა ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ისინი.

 

4.7. სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებული პ------– პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.8. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება; ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

4.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის. აღნიშნული დანაშაულის დაცვის ობიექტს წარმოადგენს როგორც საკუთრებითი ურთიერთობა, ასევე ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პ------–ი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ობიექტური მხრივ ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, რა დროსაც ხდება სხვისი მოძრავი ქონების აშკარა მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ძარცვისთვის დამახასიათებელია მოქმედების აშკარა ხასიათი და ზოგჯერ ადამიანზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება, რაც ამ დანაშაულის სოციალურ საშიშროებას ზრდის. განსახილველი ქმედების აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება ხდება თვალნათლივ, კერძოდ, დაუფლების ფაქტი აღქმადია უშუალოდ მესაკუთრის ან მფლობელისათვის ან/და სხვა პირებისათვის, ამასთან, დამნაშავე აცნობიერებს მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების აშკარა ხასიათს. ამრიგად, იმის განსასაზღვრად, თუ რა ხერხით ხდება სხვისი ქონების დაუფლება, ყურადღება უნდა მიექცეს ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს. ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეგნებას, რომ ისინი ხედავენ და აღიქვამენ პირის ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს; ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი კი მდგომარეობს იმაში, რომ თვით დამნაშავესაც შეცნობილი აქვს, რომ სხვა პირი აღიქვამს ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს. განსახილველი ქმედება დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას მიეკუთვნება. იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რომლის შედეგადაც დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, თავისი სურვილისამებრ გამოიყენოს ან განკარგოს სხვისი ქონება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლი მოითხოვს პირდაპირი განზრახვის არსებობას, უფრო მეტიც, ძარცვა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პ------–ი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.

 

4.10. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულ ბ------ ლ---------ას ბრალეულობის დამადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები - დაზარალებულ მ---------–---–ისა და მოწმე რ--------- მ----ის ჩვენებები; ასევე აღნიშნული პირების მიერ ბრალდებულის ამოცნობის ოქმები და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. სასამართლო შეაფასებს აღნიშნულ მტკიცებულებებს მათი უტყუარობისა და სანდოობის თვალსაზრისით და დაადგენს, რამდენად ქმნიან ისინი მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რაც აუცილებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

4.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ მ---------–---–ისა და მოწმე რ--------- მ----ის ჩვენებებში არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს აღნიშნულ მტკიცებულებათა უტყუარობასა და სანდოობასთან დაკავშირებით. დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით პასუხი ვერ გაეცა დაცვის მხარის არაერთ არგუმენტირებულ პოზიციას, კერძოდ:

 

4.12. დაზარალებულმა მ---------–---–მა დაკითხვისას განმარტა, რომ გ-–----ში, მ----------------------------------– სიარულისას, მას ჩაუარა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელმაც მარცხენა მხრიდან მოუარა, ჩამოგლიჯა ცეპი და გაიქცა კიბეებისკენ. დაზარალებული გაეკიდა მას კიბეებზე, მაგრამ ვერ დაეწია, რადგან ახალგაზრდა მამაკაცი ავტოფარეხებისკენ გადახტა და მიიმალა. საპირისპირო განმარტება გააკეთა აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმე რ--------- მ----ემ. მოწმეს არ დაუდასტურებია, რომ დაზარალებული გაეკიდა ბრალდებულს კიბეებზეც. მოწმის განმარტებით, ყვირილის გაგონებისას, იგი მივიდა ქალბატონთან და ჰკითხა, რა მოხდა. დაზარალებულმა უპასუხა, რომ ახალგაზრდამ ცეპი ჩამოგლიჯა და კიბეებისკენ გაიქცა. რ--------- მ----ემ კატეგორიულად განაცხადა, რომ დაზარალებული ბიჭს არ გაკიდებია. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დაზარალებული საერთოდ არ უთითებს საპატრულო პოლიციის გამოძახებისა და პატრულის თანამშრომლების მიერ ბრალდებულის დევნის ფაქტს.

 

4.13. დაზარალბულმა ნ----- კ----–---–მა აღნიშნა, რომ პიროვნებას, რომელმაც ცეპი ჩამოწყვიტა, ეცვა ღილებიანი მოვარდისფრო მაისური და ეხურა კეპი, რომელიც თვალებს უფარავდა. ნ----- კ----–---–მა წამიერად შეხედა აღნიშნულ პიროვნებას სახეზე და შეამჩნია, რომ მას სახეზე ლ----ი ჰქონდა. გაქცეული პიროვნების სახეზე ლ----ის არსებობა კატეგორიულად გამორიცხა მოწმე რ--------- მ----ემ, რომლის განმარტებით, მამაკაცს სახეზე არანაირი ლ--- არ ეტყობოდა.

 

4.14. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებული ამოიცნო ვიზუალური მახასიათებლებით და აღნაგობით, თუმცა დაცვის მხარის კითხვაზე - რაიმე კონკრეტულ დამახასიათებელ ნიშანზე ვერ მიუთითა. მან აღნიშნა, რომ ამოცნობისას ბრალდებულს წვერი არ ჰქონდა და არც ლ----ი ეტყობოდა სახეზე. საპირისპიროს უთითებს დაზარალებული ამოცნობისას და აღნიშნავს რომ პიროვნება, რომელმაც ცეპი ჩამოწყვიტა, სიმაღლით, სპეციფიკური აღნაგობით, სახის მოყვანილობით, თმის ფერით, წვერით და ზოგადად ვიზუალით ამოიცნო. გარდა წვერისა, დაზარალებულის მიერ ჩამოთვლილი მახასიათებლები, რომლითაც მან ბრალდებული ამოიცნო, არის ზოგადი ხაიათის და შეიძლება მიესადაგოს ნებისმიერ პირს.

 

4.15. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე რ--------- მ----ის განმარტებაზე, რომ მას ამოცნობის დაწყებამდე აჩვენეს მხოლოდ ბრალდებულის ფოტოსურათი, რის შემდეგაც ჩატარდა ამოცნობა. რ--------- მ----ემ ბრალდებული ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, სახის მოყვანილობით, ცხვირის ფორმით, თვალის ფერით, ტუჩების მოყვანილობით, თმის და წვერის ფერით, ზოგადი საერთო ვიზუალითა და აღნაგობით. მოწმის აღნიშნული განმარტება ცალსახად ეჭვქვეშ აყენებს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების საკითხს და ეწინააღმდეგება დაზარალებულ ნ----- კ----–---–ის განმარტებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულს ამოცნობისას წვერი არ ჰქონდა.

 

4.16. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი.“ ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის, ან თუ ამომცნობს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე. საპროცესო კოდექსის აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლო სრულად იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ნ----- კ----–---–ისა და მოწმე რ--------- მ----ის მიერ მითითებული ნიშნებით, ადამიანის იდენტიფიკაცია შეუძლებელია. დაზარალებულისა და მოწმის მხოლოდ ზოგადი მითითებები, რომ მათ ბრალდებული ამოიცნეს სხეულის ზოგადი მოყვანილეობით, თვალის ფორმით და ცხვირით, არ არის საკმარისი ამოსაცნობი პირის იდენტიფიკაციისთვის. ამასთან, რ--------- მ----ის მიერ გაცხადებული გარემოება იმის თაობაზე, რომ ამოცნობის დაწყებამდე მას აჩვენეს მხოლოდ ბრალდებულის ფოტოსურათი, ცალსახად მიუთითებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა არსებით დარღვევაზე.

 

4.17. ანალოგიური განმარტება გააკეთა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 20 დეკემბრის #1-----------წ განაჩენში და აღნიშნა, რომ ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან -თვისებებით ამოიცნო მან ამოსაცნობი ობიექტი. ამომცნობის მიერ მითითებული ნიშან-თვისებები საკმარისი უნდა იყოს ობიექტის (პირის, ნივთის, საგნის) იდენტიფიკაციისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩატარებული ამოცნობა არ უნდა იქნეს გაზიარებული, როგორც მტკიცებულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამომცნობის მიერ მითითებული ზოგადი ნიშან - თვისებები: სახის მოყვანილობა, ცხვირი, ტუჩები და წამოწეული ნიკაპი, პალატამ არ ჩათვალა საკმარისად პირის იდენტიფიკაციისთვის, ვინაიდან ამომცნობმა ვერ მიუთითა ამოცნობილი პირის ინდივიდუალურ გარეგნულ ნიშნებზე, რომელიც საკმარისი იქნებოდა პიროვნების იდენტიფიკაციისთვის.

 

4.18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს მიიჩნია, რომ ნ----- კ----–---–ისა და რ--------- მ----ის მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობების საფუძველზე, შეუძლებელია უტყუარად იმის დადგენა, რომ ნ----- კ----–---–ის ძარცვაში ნამდვილად ბ------ ლ---------ა მონაწილეობდა.

 

4.19. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2014 წლის 14 ივლისის #1------ განაჩენში განმარტა, რომ „.. დაზარალებულ ზ. ა-ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი და მისი ამსახველი ოქმი, მ. დ-ასა და გ. კ-ის ამოცნობის ოქმები არ წარმოადგენს ზ. ა-ის ჩვენებისაგან დამოუკიდებელ სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებს (მიუხედავად იმისა, რომ დაკითხვა, ამოცნობა და საგამოძიებო ექსპერიმენტი სხვადასხვა საპროცესო მოქმედებებია), ვინაიდან ინფორმაციის წყარო არის ერთი და იგივე პირი - ზ. ა-ე, შესაბამისად, ბრალდების მხარის მითითება ამ გარემოებაზე უსაფუძვლოა და პალატა არ იზიარებს.

 

4.20. სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, მიაჩნია რომ დაზარალებულ ნ----- კ----–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ოქმი და ბ------ ლ---------ას ამოცნობის ოქმი, ასევე რ--------- მ----ის მიერ ბ------ ლ---------ას ამოცნობის ოქმი არ წარმოადგენს დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებისგან დამოუკიდებელ, სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებს, ვინაიდან ინფორმაციის წყარო ერთი და იგივე პირებია - ნ----- კ----–---–ი და რ--------- მ----ე; შესაბამისად, სასამართლოს მიჩნია, რომ დაზარალებულ ნ----- კ----–---–ისა და მოწმე რ--------- მ----ის ჩვენებებით, მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ამსახველი ოქმებით, შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს ბ------ ლ---------ას მონაწილეობა ძარცვის ჩადენაში. რაც შეეხება ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებს, მათი ძირითადი ნაწილი ეფუძნება დაზარალებულ ნ----- კ----–---–ისა და მოწმე რ--------- მ----ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო დანარჩენი არ არის რელევანტური ბ------ ლ---------ას მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების თვალსაზრისით.

 

4.21. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვა მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ბ------ ლ---------ას მიერ სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული ძირითადი ქმედების შემადგენლობის განხორციელება, სასამართლო მათზე აღარ იმსჯელებს.

 

4.22. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1------ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

4.23. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებასა და დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (EL-MASRI V. THE FORMER YUGOSLAV REPUBLIK OF MACEDONIA, ECtHR, (GC), 13/12/2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (HASSAN V. THE UK, ECtHR, (GC), 16/09/2014).

 

4.24. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

4.25. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

4.26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ შეაფასა, რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყ------–ებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს; კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისას წარმოიშვა არაერთი კითხვა ბ------ ლ---------ას ბრალეულობასთან მიმართებაში, რაც პასუხგაუცემელი დარჩა; შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, უნდა გადაწყდეს რა ბრალდებულის სასარგებლოდ, ბ------ ლ---------ა უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- ვიდეოჩანაწერები ჩაწერილი 2 (ორი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- ბ------ ლ---------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი შავი ფერის მობილური ტელეფონი ,,ნ-----“, ფულადი თანხა 37 ლარის ოდენობით, 1 (ერთი) ცალი სათვალე, 1 (ერთი) ცალი სამგზავრო ბარათი ,,მ----------ი“ და პატარა ზომის მაკრატელი, ასევე, ბ------ ლ---------ას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი, რომლებიც დალუქულ მდგოამრეობაში ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–----ი-ნ----–-----ის სამმართველოს პ------–-----------–--აში - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დაადგინა:

1. ბ------ ლ---------ა ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ბ------ ლ---------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ბ------ ლ---------ას უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- ვიდეოჩანაწერები ჩაწერილი 2 (ორი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- ბ------ ლ---------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი შავი ფერის მობილური ტელეფონი ,,ნ-----“, ფულადი თანხა 37 ლარის ოდენობით, 1 (ერთი) ცალი სათვალე, 1 (ერთი) ცალი სამგზავრო ბარათი ,,მ----------ი“ და პატარა ზომის მაკრატელი, ასევე, ბ------ ლ---------ას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი, რომლებიც დალუქულ მდგოამრეობაში ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–----ი-ნ----–-----ის სამმართველოს პ------–-----------–--აში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე