განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100119002863-47
№1-60/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე
პროკურორი - რ----- ბ---–----ე
ადვოკატი - ი-----–- ა--–--ე
ბრალდებული: გ------- ბ-----ე
მამის სახელი: ტ------–
დაბადებული: 26.08.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო, გორი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული: ბათუმი, რ-------- ქ. №7, ბინა №3
ფაქტობრივად მცხოვრები: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №--------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გ------- ბ-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:
1.ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
2.ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენით, ოჯახური ძალადობისათვის (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით) ნასამართლევი გ------- ბ-----ე 2018 წლის სექტემბრის თვიდან 2018 წლის 30 ნოემბრამდე ჩათვლით პერიოდში, ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა № 3-- ა ბინა №3--ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების, შვილების ე---–-- და მ------ ბ-----ეების თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა, აშანტაჟებდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს მეუღლეს ნ--- ფ---------ეს, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტრამვა და მისი ფსიქოლოგიურ ტანჯვა.
გ------- ბ-----ემ 2018 წლის 30 ნოემბერს დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა №3--ა, ბინა №3--ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს მეუღლეს ნ--- ფ---------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
4.გ------- ბ-----ეს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ე'' ქვეპუნქტებით და 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:
5.სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებულმა დაზარალებულმა ნ--- ფ---------ემ უარი განაცხადა მეუღლის მიმართ ჩვენების მიცემაზე.
6. მოწმის სახით დაკითხულმა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელმა და დასკვნის გამცემმა ექსპერტმა ქ------- დ-------ემ განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნა მომზადებულია საქმის მასალებში არსებული მოწმეთა გამოკითხვისა და დაზარალებულის გამოკითხვის საფუძველზე.
7.სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მხარეებმა, გარდა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა, საქმეში არსებული ყველა დანარჩენი ბრალდების მხარის მტკიცებულება უდავოდ მიიჩნიეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებათა ნაწილი სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა რამაზ და გ------- ბ-----ეების მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
8.სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ საქმის ერთადერთი თვითმხილველი მოწმე გახლავთ დაზარალებული ნ--- ფ---------ე, რომელმაც უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო საქმეში არ მოიპოვება სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. მოწმეები - ნ------ ფ---------ე, ნ---- ფ---------ე, ჟ--–---- ქ------–--- და სხვები მხოლოდ დაზარალებულისგან ფლობენ ინფორმაციას შესაძლო ძალადობის შესახებ, მათ შორის ფსიქოლოგიური დასკვნაც გაცემულია ნ--- ფ---------ისა გამოკითხვის და გასაუბრების საფუძველზე, დაზარალებულმა ნ--- ფ---------ემ კი თავის მხრივ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად საქმეზე გამოკითხული მოწმეები, გარდა დაზარალებული ნ--- ფ---------ისა არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები (თვითმხილველი) და მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდება პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები.
9.სასამართლო ამავდროულად მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).
10.ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ------- ბ-----ის ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ე'' ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 267-268-ე, 270-271-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებული გ------- ბ-----ე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
ბრალდებული გ------- ბ-----ე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
2.გაუქმდეს ბრალდებულ გ------- ბ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
3. გამართლებული გ------- ბ-----ე დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. გამართლებულ გ------- ბ-----ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე
ხვიჩა კიკილაშვილი