გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020224018002416733 (2/825-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22.04.2018 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
განმცხადებელი მზ-------------ა
მხარდაჭერის მიმღები მა--------–-----ძე
ადვოკატი თე-----------–-----ია
მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი უტ-------ე
მოთხოვნა: პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
განმცხადებლის მოთხოვნა
მა--------–-----ძის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა.
მზ-------------ას დანიშვნა მა--------–-----ძის მხარდამჭერად.
მხარდაჭერის მიმღების პოზიცია
მხარდაჭერის მიმღები ვერ საუბრობს. კომუნიცია, აზრის გამოხატვა და სასამართლო განხილვაში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია.
მისი ადვოკატი აღნიშნავს, რომ მა--------–-----ძის მხარდაჭერა სჭირდება სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა ყველა სფეროში.
მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
სოციალური მომსახურების შესაბამისი სამხარეო ცენტრი თანახმაა მა--------–-----ძის მხარდამჭერად დაინიშნოს მზ-------------ა სამოქალაქო უფლებათა და თავისუფლებათა ყველა სფეროში.
ფაქტობრივი გარემოებები
მზ-------------ა ცხოვრობს ქ. ზუგდიდში, თამ-------------------–------- 15.
მა--------–-----ძე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში იმყოფება აღრიცხვაზე, როგორც შეზღუფდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე.
საექსპერტო კვლევებით დადგინდა, რომ მა--------–-----ძეს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.
მა--------–-----ძის ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი, შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვა-განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, სოციალური პაკეტის დანიშვნის, შესაბამისი თანხის მიღების და განკარგვის სფეროებში მკვეთრადაა გამოხატული.
მა--------–-----ძის მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად.
მა--------–-----ძის სოციალური ადაპტაციის ხარისხი მკვეთრად არის დაქვეითებული.
ამბულატორიული სასამართლო ფსიქოსოციალური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მა--------–-----ძეს ესაჭიროება მხარდამჭერი - სოციალური პაკეტის დანიშვნის, შესაბამისი თანხის მიღების და განკარგვის და სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა ყველა სფეროში.
მა--------–-----ძის მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
-ექსპერტთა განმარტებები, სხდომის ოქმი
-ფსიქოსოციალური ექსპერტიზის დასკვნა #0------18 12.0-.2018
სამოტივაციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის მე-3 ნაწილით პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
მოცემულ შემთხვევაში მა--------–-----ძის მდგომარეობის ინდივიდუალური შეფასების რეალურ სურათს შეიცავს ფსიქოსოციალური ექსპერტიზის დასკვნა.
,,ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზა არის დისციპლინათაშორისი საქმიანობა, რომელიც მოიცავს სამედიცინო-ფსიქიატრიული, ფუნქციური, ფსიქოლოგიური, სოციალური ადაპტაციის და სხვა ასპექტების შეფასებას. ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების ძირითადი ამოცანაა პირის გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხის დადგენა, მისი სოციალური ადაპტაციის შეფასება და, აქედან გამომდინარე, პირის მხარდაჭერის თავისებურებების განსაზღვრა.
ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თუ ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდება, რომ აუცილებელია პირის მხარდაჭერა სხვა სფეროში, გარდა განცხადებაში აღნიშნულისა, მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრი ვალდებულია მიუთითოს შესაბამისი სფერო.
კანონის ამ დათქმის მიზანია, პირმა მხარდაჭერა მიიღოს ყველა იმ სფეროში, სადაც ასეთი მხარდაჭერა ჭირდება.
შესაბამისად, სასამართლომ მა--------–-----ძის მხარდაჭერა უნდა დაუწესოს არა მხოლოდ განცხადებაში მითითებულ, არამედ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ ყველა სფეროში.
საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე განმცხადებელი გათავისუფლებულია საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 36321-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მზ-------------ას განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. მა--------–-----ძე (პ/ნ 19--------5) ცნობილ იქნეს მხარდაჭერის მიმღებად.
3.მა--------–-----ძის მხარდამჭერად დაინიშნოს მზ-------------ა (პ/ნ 19--------5) სოციალური პაკეტის დანიშვნის, შესაბამისი თანხის მიღების და განკარგვის და სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა ყველა სხვა სფეროში.
3. მხარდამჭერს განესაზღვროს და განემარტოს მისი უფლება-მოვალეობები:
3.1. მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
3.2. მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.
3.3. მხარდამჭერს უფლება აქვს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.
4. მხარდაჭერის გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვროს 5 წლით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა