განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1-------
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 აპრილი 2019წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლების ალ----------------ის,ადვოკატ დ-----------------ს,ბრალდებულ ა-----------------ს
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა--------–------------------------- (პ/№0----------) - დაბადებულის 1--- წლის 1---------- რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ.თბილისი, ნ--------–--------------------- მიმართ, საქართველოს სსკ 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ პუნქტით და საქართველოს სსკ 177-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
ა-----------------ს ბრალად ედება ქურდობის მცდელობა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატება შემდეგში:
2018 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, ვ------------------–-------------ში განთავსებულ, სავაჭრო ობიექტ „ფ--------------------------–-“, ა----------------- შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა „ფრესკო ნიუ სტანდარტსის კუთვნილ ერთ ბოთლ 0,7 ლიტრიან „სარაჯიშვილი XO”-ს ბრენდის კონიაკს, რითიც დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა 178 ლარისა და 89 თეთრის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ა-----------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
ა-----------------ს ბრალად ედება ქურდობა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატება შემდეგში:
2019 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 21:05 საათზე, ქ------–-----–-----------------------------ში მდებარე შპს „ნ---------–ი“-ს მაღაზიაში შევიდა ა-----------------, რომელიც მაღაზიის დარბაზში სარეალიზაციოდ განთავსებული პროდუქტებიდან ფარულად დაეუფლა 71.80 ლარად ღირებულ THE FAMOUS GROUSE-ს ფირმის ალკოჰოლურ სასმელს, რის შედეგადაც დატოვა მაღაზიის ტერიტორია, აღებული პროდუქტის ღირებულების გადახდის გარეშე. ა-----------------ს ქმედების შედეგად შპს „ნ---------–-ს“ მიადგა 71.80 ლარის მატერიალური ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ა-----------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: თ-------------–-–---–-ს, ი---------–---–ის, ი-------------ის, გ---------------–---ს, ნ-------------–---–ისა და ა-----------------ს გამოკითხვის ოქმები ; ა-----------------ს პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული მტკიცებულებები; ა-----------------ს დაკავების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, თანდართული ფოტოსურათებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, თანდართული ფოტოსურათებით, ფოტოსურათების დათვალიერების ოქმი, დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობა) ერთობლიობა ა-----------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავო, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართმსაჯულების განხორციელებას, გასათვალისწინებელია ასევე, რომ სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
ა----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და ა-----------------ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საჯელის მოუხდელი ნაწილი შთანთქოს ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
ა-----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 26 იანვრიდან და სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 30 სექტემბრიდან 2018 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით.
გაუქმდეს ა-----------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
1. 2019 წლის 26 იანვარს ა-----------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1 ბოთლი „THE FAMOUS GROUSE“ ფირმის ალკოჰოლური სასმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამაართველოს მე-9 გაყოფილების ადმინისტრაციუოლ შენობაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგე დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
2. 2019 წლის 29 იანვარს სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერების დათვალიერების შედეგად მოპოვებული ვიდეომასალა, ჩაწერილი 1 ცალ ლაზერულ დისკზე, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
3. კონიაკი „სარაჯიშვილი XO” რომელიც დროებით შესანახად გადაეცა „ფრესკო ნიუ სტანდარტის“ თანამშრომელს - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგე დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი