გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 2/20996-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 მაისი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე: რ-----------–---------ე
წარმომადგენლები: გ---–----------ე
მოპასუხე: შ---------“
წარმომადგენლები: ნ-------–-----ე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შ---------“-ს მოსარჩელე რ-----------–---------ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების მიზნით 209000 ლარის გადახდა;
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2006 წლის 25 დეკემბერს შ---------“-სა და დ------------–-----ს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, სადაც ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინა, მდებარე თბილისში, ნ-----–------------------–--------------------–-------------------------------------- ხელშეკრულების 5.2 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებულია, გამყიდველს ნასყიდობის ფასი ავანსის სახით სრულად გადაუხადოს წინამდებარე აქტის მიღებისთანავე (სანოტარო წესით დამოწმებისთანავე). დ------------–-----მ ნასყიდობის ფასი მოპასუხეს გადაუხადა ხელშეკრულების დამოწმებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში შ---------“ არ მისცემდა დ------------–-----ს თანხმობას, ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებული უფლებები გადაეცა რ-----------–---------ისთვის.
2007 წლის 31 იანვარს შ---------“-ს, დ------------–-----ასა და რ-----------–---------ეს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად, დ------------–----- მოსარჩელეს გადასცემს შ---------“-სთან დადებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამომავლო საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთს. ხოლო რ-----------–---------ე დ------------–-----ს უხდის 56000 ლარს, ამ შეთანხმების ხელმოწერისა და ნოტარიულად დამოწმებისთანავე. ანუ, რ-----------–---------ემ ფულადი ვალდებულება შეასრულა დ------------–-----ს წინაშე.
ხელშეკრულების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული იქნა, რომ მშენებარე ფართზე რ-----------–---------ეს საკუთრების უფლება წარმოეშობა ექსპლოატაციაში მიღების დამადასტურებელი საბუთებისა და ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების წარდგენის შემდგომ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმდა უძრავ ქონებაზე მოსარჩელის სამომავლო საკუთრების უფლება. შ---------“-ს დირექტორმა გ--------------ამ სადავო საცხოვრებელი ბინა ნასყიდობის ხელშეკრულებით ფორმალურად გააფორმა მეგობრის ჯ----–---------ს სახელზე, ხოლო 2015 წლის 25 მაისს დარეგისტრირდა, სავარაუდოდ, კეთილსინდისიერ შემძენ ა-–--------------–---------ს სახელზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, განახლდა საქმის წარმოება, თუმცა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ვერ მოხერხდა. ამ განჩინებით დადგენილი იქნა, რომ რ-----------–---------ის მიმართ წარმოებულ სარჩელში შ---------“-მ შეგნებულად მიუთითა მოპასუხის არასწორი მისამართი სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის განჩინებით შ---------“-ს სარჩელი განუხილველად დარჩა.
შ---------“-ს აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით რ-----------–---------ემ განიცადა ზიანი, სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ოდენობით, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის დასკვნით 209000 ლარს შეადგენს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ შესაგებლით მოსარჩელის მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დ------------–-----ს არ შეუსრულებია, ნასყიდობის ფასი მას გადახდილი არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ დასთანხმდა შ---------“-ს წარმომადგენელი გ--------------ა, 2007 წლის 31 იანვარს, უფლება-მოვალეობების რ-------ან მშვენიერაზე გადაცემას, იმ იმედით, რომ ახალი მენაშენე მაინც შეძლებდა ნასყიდობის ფასის გადახდას. თუმცა, არც ერთ და არც მეორე მხარეს შ---------“-სთვის ნასყიდობის ფასი არ გადაუხდია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2006 წლის 25 დეკემბერს შ---------“-ს და დ------------–-----ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხე დ------------–----ს გადასცემდა თბილისში, ნ-----–-----------------–- მშენებარე საცხოვრებელი კორპუსში, სექცია პირველი, მე-3 სართულზე მდებარე ბინა N5-ს, ფართობით 123,35 კვ.მ. და აივანს - ფართობით 12,70 კვ.მ. ფართებზე საკუთრების უფლება წარმოიშობოდა ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის შემდეგ.
ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის კვადრატული მეტრის ღირებულება განისაზღვრა 400 ლარით. მყიდველი ვალდებული იყო ნასყიდობის ფასი ავანსის სახით სრულად გადაეხადა აღნიშნული აქტის მიღებისთანავე (სანოტარო წესით დამოწმებისთანავე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 25.12.2006 წლის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება.
3.1.2. ნარდობის (იგივე ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება) გაფორმდა სანოტარო წესით და დამოწმდა გაფორმებისთანავე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 25.12.2006 წლის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება.
3.1.3. 2007 წლის 31 დეკემბერს, დ-----------–------, რ-----------–---------ესა და შ---------“-ს შორის დაიდო სამმხრივი ხელშეკრულება - შეთანხმება უძრავ ქონებაზე სამომავლო საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად, დ------------–-----მ რ-----------–---------ეს გადასცა, 25.12.2006 წლის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით დ------------–-----სათვის მინიჭებულ სამომავლო საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთზე, თბილისში, ნ-----–-----------------–- განთავსებული მშენებარე შენობის პირველ სადარბაზოში, მესამე სართულზე, მდებარე ბინა N10-ზე.
მშენებარე ბინაზე საკუთრების სამომავლო უფლების გადაცემასთან ერთად რ-----------–---------ეზე სრულად გადადის წინარე ხელშეკრულებით დ------------–-----ს მიერ აღებული ვალდებულებები და უფლებამოსილებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 31.01.2007 წლის შეთანხმება
3.1.4. 31.01.2007 წლის შეთანხმების თანახმად, მშენებარე ბინაზე საკუთრების სამომავლო უფლებისა და წინარე ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებისა და უფლებების გადაცემის სანაცვლოდ რ-----------–---------ე დ------------–-----ს უხდის 56000 ლარს ამ შეთანხმების ხელმოწერისა და ნოტარიულად დამოწმებისთანავე.
აღნიშნული შეთანხმება მხარეებს შორის გაფორმდა სანოტარო წესით და დამოწმდა გაფორმებისთანავე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 31.01.2007 წლის შეთანხმება.
3.1.5. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, თბილისში, ნ--–-----------------ში მდებარე ბინა N5-ზე, მშენებარე ფართზე დარეგისტრირდა რ-----------–---------ის სამომავლო საკუთრების უფლება - რ-----------–---------ეს საკუთრების უფლება წარმოეშვება ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი საბუთებისა და ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების წარდგენის შემდგომ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 სექტემბერის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხე რ-----------–---------ის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დაკმაყოფილდა შ---------“-ს სარჩელი: გაუქმდა თბილისში, ნ--–--------------------ში, სექცია პირველი, მე-3 სართული, ბინა N5-ზე (მშენებარე), რ-----------–---------ის სამომავლო საკუთრების უფლება.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და საჯარო რეესტრში, დასახელებულ უძრავ ქონებაზე გაუქმდა რ-----------–---------ის სასარგებლოდ არსებული ჩანაწერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 18.09.2014 წლის გადაწყვეტილება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის განჩინებით, რ-------ან განცხადების საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და შ---------“-ს სარჩელთან დაკავშირებით განახლდა წარმოება.
ხოლო 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინებით შ---------“-ს სარჩელი დარჩა განუხლველად, მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.01.2016 წლის განჩინება;
- 10.11.2016 წლის განჩინება
3.1.8. სასამართლოს 26.01.2016 წლის განჩინებით დადგენილად იქნა მიჩნეული გარემოება, რომ მოსარჩელე შ---------“-ს სარჩელში არასრულად ჰქონდა მითითებული მოპასუხე რ-----------–---------ის რეგისტრაციის ადგილის მისამართი. ამასთან, საერთოდ არ ჰქონდა მითითებული მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მისამართი, რაც სარჩელისა და თანდართული მასალების შეტყობინების საჯაროდ გავრცელების გზით ჩაბარების საფუძველი გახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.01.2016 წლის განჩინება.
3.1.9. უძრავ ქონებაზე რამოდენიმეჯერ დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ქონება დღეისათვის წარმოადგენს ა-–--------------–---------ს საკუთრებას. სადავო ამჟამად უკვე გასხვისებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 209 000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.
-აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 22 სექტემბრის უძრავი ქონების შეფასების აქტი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნასყიდობის ფასთან დაკავშირებით არსებული ვალდებულება როგორც დ------------–-----ს, ასევე რ-----------–---------ეს შესრულებული აქვთ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
ამ ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
მოპასუხე სადავოდ ხდის მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ნასყიდობის საფასური არც წინა და არც უფლების გადაცემის შეთანხმების შემდგომ ახალ მყიდველს შესრულებული არ ჰქონდა და იმიტომ დასთანხმდა უფლება-მოვალეობების გადაცემას, რომ რ-----------–---------ე მაინც გადაიხდიდა საფასურის.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტს, ვინაიდან თავად ხელშეკრულებების შინაარსიდან დასტურდება ნასყიდობის ფასის გადახდის ნაწილში ვალდებულების შესრულების ფაქტი, კერძოდ: ნარდობის (რაც მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების სახელწოდებით) ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, მყიდველმა იკისრა ვალდებულება ნასყიდობის ფასი (56000 ლარი) ავანსის სახით სრულად გადაეხადა გამყიდველისთვის ამ ხელშეკრულების მიღებისთანავე - სანოტარო წესით დამოწმებისთანავე. უდავოა, რომ ხელშეკრულება გაფორმდა ნოტარიუსთან და შესაბამისად, იმავე დღეს დამოწმდა ნოტარიუსის მიერ.
იგივე შინაარსისაა უძრავ ქონებაზე სამომავლო საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ შეთანხმება, სადაც რ-----------–---------ე დ------------–-----ს უხდის 56000 ლარს შეთანხმების ხელმოწერისა და ნოტარიულად დამოწმებისთანავე. ამ შემთხვევაშიც, შეთანხმება დაიდო ნოტარიუსთან და დამოწმდა კიდეც. აღნიშნულ ხელშეკრულებას ეთანხმება შ---------“-ს წარმომადგენელი (დირექტორი) გ--------------ა. ამასთან, შეთანხმებაში არსად არის აღნიშნული, რომ ამ ვალდებულების გარდა რ-----------–---------ეს შ---------“-ს მიმართ გააჩნია ფულადი ვალდებულება შესასრულებელი.
ამდენად, ხელშეკრულებებში არსებული ჩანაწერის საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ფულადი ვალდებულება დ------------–-----ს და შესაბამისად, რ-----------–---------ეს შესრულებული აქვთ.
3.2.2. მოპასუხის ქმედებით მიყენებული ზიანი შეადგენს 209000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლო, სადავო გარემოებების არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლო შინაგან რწმენას უკავშირებს.
მიყენებული ზარალის განსაზღვრის მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2016 წლის 22 სექტემბრის დასკვნა. ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით არსებითი შედავება მოპასუხეს არ განუხორციელებია. შესაბამისად, ამ გარემოებას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება იყოს სახელშეკრულებო, რომელთა შინაარსი განისაზღვრება კანონით და მხარეთა შეთანხმებით და არასახელშეკრულებო, რომელთა შინაარსიც დამოკიდებულია მხოლოდ კანონზე, ან კანონზე და ვალდებულების ერთ-ერთი მხარის ნებაზე. არასახელშკრულებო ზიანის არსებობისათვის დამახასიათებელია ის, რომ იგი წარმოიშობა უშუალოდ კანონის დარღვევის შედეგად, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში.
5.2. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად იმ პირმა რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
5.3. სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
5.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამ ნორმის შესაბამისად, მოპასუხეს, რომ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ძირითადი პირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ---------“-ს მოთხოვნა და გაუქმდა უძრავ ქონებაზე რ-----------–---------ის სასარგებლოდ არსებული სამომავლო საკუთრების უფლება. ასევე დადგენილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა მოპასუხე რ-----------–---------ისთვის სასამართლო მასალების საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარება და ამ უკანასკნელის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა. თავის მხრივ საჯარო შეტყობინების მიღების საფუძველი გახდა მოსარჩელე შ---------“-ს მიერ რ-----------–---------ის რეგისტრაციის მისამართის არასრულად მითითება. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა სასამართლოს 2016 წლის 26 იანვარის განჩინებით. თუმცა პირვანდელი მდგომარეობა უძრავ ქონებაზე აღარ აღმდგარა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ საქმეზე რომ როგორც მოსარჩელეს ასევე მის უფლებრივ წინამორბედს მოპასუხის წინაშე ვალდებულება შესრულებული ქონდათ, შესაბმისად მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადაცემული ქონების ჩამორთმევა მოხდა სამართლებრივი წინაპირობების გარეშე რითაც მოსარჩელეს მიადგა ზიანი.
ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა შ---------“-ს ბრალეული ქმედება, რამაც მოსარჩელის საკუთრების უფლების დაკარგვა მოჰყვა.
5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მიზნით შ---------“-ს რ-----------–---------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 209000 ლარის გადახდა.
6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვსიტოს განჩინებით დაკმაყოფილდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე უნდა დარჩეს ძალაში.
5. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილია 3000 ლარი, ხოლო უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარი..
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხეს სრულად უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ხარჯის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. რ-----------–---------ის სარჩელი შ---------“-ს მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. დაეკისროს მოპასუხე შ---------“-ს მოსარჩელის რ-----------–---------ის სასარგებლოდ 209000 ლარი;
3. დაეკისროს მოპასუხე შ---------“-ს მოსარჩელის რ-----------–---------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 3050 ლარი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე