განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/3----18
გამოძიების N0-----------
18 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა--------ა,დაცვის მხარე:
ბრალდებული ა---------–-------ი - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------–------------------------------–-------------------------
ადვოკატი - ია-------------ე,თარჯიმანი - ელ---------–--ე,კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ .
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 2------სს, დაახლოებით 23:35 საათზე, ქ. თბილისი, ფ-------–------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ა---------–-------მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის ელ---–-------ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ ხელი ორჯერ დაარტყა სახისა და კეფის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ძალადობის განხორციელებისას ელ---–-------ი იყო ორსულად.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე, განიხილა ა---------–-------ის ბრალდების საქმე, გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ა---------–-------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ა---------–-------ი საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
გამოკვლეული მტკიცებულებები:
ა---------–-------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (გარდა დაზარალებულ ელ---–-------ის და მოწმე რ------------ს ჩვენებებისა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, კერძოდ:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პ--------–----------------ს სპ---------------–---–ისა და გი-----------ს გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ 2018 წლის 3-------ს 07:25 საათზე რადიოსადგურ ცენტრის „112“-ის საშუალებით მიიღეს შეტყობინება, ქ. თბილისში, ზ--------------–----------------------------ში განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. რის შემდეგაც დაუყოვნებლივ გავიდნენ გამოძახების ადგილზე, სადაც დახვდათ მოქალაქე ელ---–------ნი. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მეუღლემ - ა---------–-------მა, რომელსაც ნასვამ მდგომარეობაში ეძინა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა 2018 წლის 2--------------5 საათზე. პ--------–----------------ს მიერ შედგენილი იქნა რეაგირების ოქმი, რაც გადასცეს ქ---------------–-- პოლიციის განყოფილებას.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გაცემული ელ---–-------ის სამედიცინო ბარათით და 2018 წლის 3--------ს პაციენტის სამედიცინო ბარათის დათვალიერების ოქმით, დასტურდება, რომ ელ---–-------ს ამ უკანასკნელის გადმოცემით მეუღლემ ა---------–-------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა სახის არეში. სამედიცინო ბარათის თანახმად ელ---–-------ს აღენიშნება მცირედი მტკივნეულობა, თავის ზედაპირული ტრამვა.
საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–--- მ--------------–------------------------------------ლ ი-–----------–---–-ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 3-------ს დილის საათებში ზემოაღნიშნულ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც დაიწყო გამოძიება. შეტყობინების საფუძველზე გაემართა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ განმცხადებელი ელ---–-------ი, მისი მეუღლე ა---------–-------ი და ორი არასრულწლოვანი შვილი. ელ---–-------მა განმარტა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლემ 2------სს, ღამის საათებში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სახეში რამდენჯერმე ხელის დარტყმით. დაზარალებულის მითითებით დაკავებულ იქნა ა---------–-------ი ოჯახური ძალადობის ბრალდებით.
ბრალდებულ ა---------–-------ის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 3-------ს 09:25 საათზე ელ---–-------ის მითითებით დაკავებულ იქნა ა---------–-------ი.
დაზარალებულ ელ---–-------ის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის N5-- ცნობით დასტურდება, რომ 2018 წლის 0-----–---- მდგომარეობით ელ---–-------ი იყო 16 კვირის ორსული.
სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა: ელ---–-------მა და რ------------მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებით არ მიეცათ ახლო ნათესავის მიმართ მამხილებელი ჩვენება.
ბრალდებულმა ა---------–-------მა დასკვნით სიტყვაში და საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას თავი დამნაშავედ არ სცნო. ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში ითხოვა ა---------–-------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსობრივი და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისი არ არის 2018 წლის 2------სს ა---------–-------ის მიერ ელ---–-------ის მიმართ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტის დასადგენად, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ელ---–-------ის მიმართ განხორციელებული ძალადობა ბრალდებულმა ა---------–-------მა ჩაიდინა.
სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები განეკუთვნება ირიბ მტკიცებულებათა კატეგორიას, რადგან მათში ასახულ ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს დაზარალებული ელ---–-------ი, რომელმაც, თავის მხრივ, საქმის არსებითი განხილვისას, ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებით არ მიეცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2). აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).
საქართველოს კანონმდებლობაში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებობის კრიტერიუმს კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს, რომლის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს, ისინი უშუალოდ არ უთითებენ ა---------–-------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, მათში ასახული ინფორმაცია ემყარება დაზარალებულ ელ---–-------ისაგან მიღებულ ინფორმაციას, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ამ პირთა ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი, უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებები და ისინი საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ა---------–-------ის მიერ მისი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ელ---–-------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა. შესაბამისად, ა---------–-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილმა ბრალდებამ საქმის სასამართლო განხილვის შედეგად დადასტურება ვერ ჰპოვა.
სამართლებრივი შეფასება:
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში; სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლიდან გამომდინარე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ა---------–-------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების უპირობო საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა---------–-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდეს ა---------–-------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2-----–---ს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
გამართლებულ ა---------–-------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ნივთიერი მტკიცებულება:
ელექტრონული დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი