განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N---------
N0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 აპრილი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ---–----- ო------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ჯ--–--- გ-------–---–ი - დაბადებული 1--- წლის 1--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული - მისამართის გარეშე; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, მ------------------.
ადვოკატი - ლ---- კ-------ე
კვალიფიკაცია:
ჯ--–--- გ-------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ ვინც შვიდჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი);
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ ვინც შვიდჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ოქტომბრის ეპიზოდი);
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ ვინც შვიდჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ოქტომბრის ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1---------ს განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1-----------–ის განჩინებით ჯ--–--- გ-------–---–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სასჯელი და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით, ხოლო 3 წელი და 9 თვე ჩაეთვალა პირობითად, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1---------ს განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საიდანაც განესაზღვრა 1 წელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით; იმავე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1---------ს განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საიდანაც განესაზღვრა 1 წელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1---------ს განჩინებით ჯ--–--- გ-------–---–ს განესაზღვრა სასჯელი ზემოაღნიშნული განაჩენების მიხედვით და 2014 წლის 1---------ს განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2014 წლის 1---------ს მეორე განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ჯ--–--- გ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საიდანაც განესაზღვრა 1 წელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2-------ს განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“, მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,გ“, მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუქნტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილი 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2--------–-ს განაჩენით, ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე უხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილი 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2------------ის განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,გ“ და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 3 თვის ვადით, საიდანაც 3 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-------ს განაჩენით, ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,გ“ და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2--------–ის განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,გ“ და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
1.2. 2018 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 14:18 საათიდან 14:22 საათამდე დროის მონაკვეთში, წარსულში სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის შვიდჯერ ნასამართლევმა ჯ--–--- გ-------–---–მა, უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, ა------–-- ჩ--------ს ქ---------ში მდებარე ი--- ნ-–-----ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ი--- ნ-–-----ის კუთვნილ ,,GENERAL MOBILE”-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 50 ლარად.
1.3. 2018 წლის 11 ოქტომბერს შუადღის საათებში, წარსულში სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის შვიდჯერ ნასამართლევმა ჯ--–--- გ-------–---–მა, უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, კ--------ს ქ-------ში მდებარე მ--- გ---–---ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ,,htc”-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 140 ლარად.
1.4. 2018 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 16:10 საათიდან 16:15 საათამდე დროის მონაკვეთში, წარსულში სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის შვიდჯერ ნასამართლევმა ჯ--–--- გ-------–---–მა, უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, კ--------ს ქ--------ში მდებარე წიგნების მაღაზია ,------------ საწყობში, საიდანაც ფარულად, მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა თ----- ქ--------ის კუთვნილ ,,SAMSUNG”-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 80 ლარად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
( 2018 წლის 12 ოქტომბრის ი--- ნ-–-----ის ეპიზოდი)
2.1. დაზარალებულმა ი--- ნ-–-----ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 12 ოქტომბერს იმყოფებოდა სახლში - ქ. თბილისში ა------–-- ჩ--------ს ქ---------ში. იგი მობილური ტელეფონით უნდა დაკავშირებოდა მეუღლეს, მაგრამ მობილურ ტელეფონს ვერ მიაგნო. შემდეგ ნახა ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, სადაც ასახული იყო თუ როგორ შევიდა მის სახლში ასაკოვანი პირი, როგორც შემდეგ გაირკვა - ჯ--–--- გ-------–---–ი, რომელიც ჩამოჯდა სავარძელზე, შემდეგ აიღო მობილური ტელეფონი და ჩაიდო ჯიბეში, რის შემდეგაც დატოვა სახლი. მობილური ტელეფონი იყო ,,GENERAL MOBILE”, რომლის ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 70 ლარს. ი--- ნ-–-----ის განმარტებით, გამოძიების ეტაპზე ვერ მოხერხდა აღნიშნული ვიდეო ჩანაწერის ამოღება ტექნიკური მიზეზების გამო.
2.2. მოწმე ს----- ფ---------–---–მა განაცხადა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ჯ--–--- გ-------–---–ის თაობაზე, რომელსაც ჩადენილი უნდა ჰქონოდა ქურდობა, კერძოდ, მას მოპარული უნდა ჰქონოდა ი--- ნ-–-----ის კუთვნილი მობილური ტელეფონი. ინფორმაციის თანახმად, ჯ--–--- გ-------–---–ი უნდა ყოფილიყო ქ. თბილისი, ა------–-- ჩ--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიღებული ოპერატიული ინფორმაცია აცნობა ხელმძღვანელობას.
2.3. მოწმე რ---- ნ-–-----ემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 12 ოქტომბერს როდესაც იმყოფებოდა ა------–-- ჩ--------ს ქ---------ში, ეზოში ნახა ასაკოვანი კაცი, როგორც შემდგომ გაირკვა ჯ--–--- გ-------–---–ი, რომელმაც ჰკითხა ქირავდებოდა თუ არა ბინა, შემდეგ კი ჯ--–--- გ-------–---–ი ავიდა აივანზე და იქ გადაადგილდებოდა. რ---- ნ-–-----ის განმარტებით, აივანზე სადაც ჯ--–--- გ-------–---–ი იმყოფებოდა, არის ი--- ნ-–-----ის სახლში შესასვლელი კარი.
2.4. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისი, ა----------- ქ---------ში.
2.4.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა ი-----–- ქ---------–-–---–მა (გამომძიებელმა).
2.5. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჯ--–--- გ-------–---–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ,,GENERAL MOBILE“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, თეთრი ფერის, კორპუსის უკანა მხარეს წარწერით ,,GENERAL MOBILE“ და ,,android one”.
2.5.1. პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურეს მოწმეებმა ბ----- კ--------–--მ და ვ----– თ-----–---–მა (გამომძიებლები).
2.6. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ჯ--–--- გ-------–---–ის, ი--- ნ-–-----ის, მ--- გ---–---ის და თ----- ქ--------ის მონაწილეობით. ჯ--–--- გ-------–---–ის მითითებით მივიდნენ ქ. თბილისი, ა----------- ქ---------ში მდებარე ი--- ნ-–-----ის სახლში, სადაც ჯ--–--- გ-------–---–მა მიუთითა იმ ადგილებზე რომლის გავლითაც შევიდა ეზოში და 2018 წლის 12 ოქტომბერს და ი--- ნ-–-----ის სახლიდან მოიპარა მობილური ტელეფონი ოთახში განთავსებული დივნის სახელურიდან.
2.6.1. პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურეს მოწმეებმა ი-----–- ქ---------–-–---–მა და ლ---- ბ--–----ემ (გამომძიებლები).
2.7. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ი--- ნ-–-----ემ ამოიცნო მარჯვნიდან პირველი, მარცხნიდან მესამე მდგომი მამაკაცი (ჯ--–--- გ-------–---–ი). ი--- ნ-–-----ემ ამოსაცნობი პირი ამოიცნო წლოვანებით, დაახლოებით 8--–-–----- ასაკის, სიმაღლით, დაახლოებით 1.65 -1 1.70 სმ. გამხდარი აღნაგობით, ჭაღარა თმით, შემელოტებული თავის შუა ადგილის, სწორი ცხვირით და ფართო ნესტოებით, თხელი ტუჩებით, მომრგვალო სახის ფორმით, სახეზე არსებული ასაკობრივი ნაოჭებით და საერთო იერით. ი--- ნ-–-----ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 12 ოქტომბერს დაახლოებით 13:30 საათიდან იმყოფებოდა ქ. თბილისი, ა. ჩ--------ს ქ---------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რომელმაც თავისი კუთვნილი ტელეფონით ისარგებლა, ესაუბრა მის შვილს, რის შემდგომაც მობილური ტელეფონი დადო ოთახში არსებულ დივნის სახელურზე, ხოლო ი--- ნ-–-----ე იქვე გვერდით სააბაზანოში ასუფთავებდა სარკეს, ხოლო ბინის კარი იყო ღია. დაახლოებით 2-3 წუთში, როდესაც უნდა ესარგებლა მობილური ტელეფონით აღმოჩნდა, რომ იგი ადგილზე არ იდო, ამის შემდეგ დაათვალიერა სახლში არსებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი და ნახა, რომ ბინაში შედის მისთვის უცნობი დაახლოებით 8--–-–----- ასაკის მამაკაცი, დაახლოებით 165-170 სმ სიმაღლის, შემელოტებული ჭაღარა თმით, რომელსაც აცვია ქურთუკი, რომელიც შედის ოთახში ჯდება სავარძელზე იღებს მობილურ ტელეფონს და ტოვებს სახლს.
2.7.1. პირის ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურეს მოწმე ლ--------- გ-------------მ (გამომძიებელი).
2.8. ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის თანახმად, ი--- ნ-–-----ემ წარდგენილი სამი მობილური ტელეფონიდან ამოიცნო N2 ნომრით დანომრილი მობილური ტელეფონი და განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილი მობილური ტელეფონი ეკუთვნის მას და არის სწორედ ის ნივთი, რომელიც 2018 წლის 12 ოქტომბერს მოპარეს ქ. თბილისი, ა. ჩ--------ს ქ---------ში არსებული საცხოვრებელი ბინაში ყოფნის დროს.
2.8.1. ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა მოწმე ლ--------- გ-------------მ (გამომძიებელი).
2.9. სასაქონლო ექსპერტიზის #------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური ტელეფონი ,,GENERAL MOBILE Model 4G DUAL’’-ის საბაზრო ღირებულება, წარმოდგენილი სახით, ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს - 50 (ორმოცდაათი) ლარს.
2.10. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ჯ--–--- გ-------–---–მა განაცხადა, რომ არ ახსოვს ჩაიდინა თუ არა ბრალად შერაცხული ქმედება.
2.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდობა ხელყოფს საკუთრების უფლებას და გულისხმობს სხვისი ნივთის ფარულად დაუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ჯ--–--- გ-------–---–ს არ ახსოვს ჩაიდინა თუ არა ბრალად შერაცხული ქმედება, კონკრეტულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 14:18 საათიდან 14:22 საათამდე დროის მონაკვეთში, ჯ--–--- გ-------–---–მა უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, ა------–-- ჩ--------ს ქ---------ში მდებარე ი--- ნ-–-----ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ი--- ნ-–-----ის კუთვნილ ,,GENERAL MOBILE”-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 50 ლარად.
2.12. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ--–--- გ-------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით;
ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით
2.13. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაზარალებული ი--- ნ-–-----ე ცხოვრობდა ქ.თბილისში, ა----------- ქ---------ში, 2018 წლის 12 ოქტომბერს ი--- ნ-–-----ე იმყოფებოდა ბინაში, კერძოდ, აბაზანაში, რა დროსაც ბინაში ბრალდებულმა ჯ--–--- გ-------–---–მა შეაღწია უკანონოდ და დაეუფლა ი--- ნ-–-----ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს.
2.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბინაში შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არა აქვს, რაც ხორციელდება წინააღმდეგობის გადალახვის გზით ბინაში შესვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჯ--–--- გ-------–---–ს ი--- ნ-–-----ის ნებართვის გარეშე არ ჰქონდათ უფლება შესულიყო მის საცხოვრებელ ბინაში, სადაც მან შეაღწია უკანონოდ, რის შემდეგაც დაეუფლა ი--- ნ-–-----ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს.
2.15. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ--–--- გ-------–---–მა ქურდობა ჩაიდინა ი--- ნ-–-----ის ბინაში უკანონო შეღწევით.
ქურდობა, ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი
სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის
2.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1---------ს განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
2.17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1-----------–ის განჩინებით ჯ--–--- გ-------–---–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სასჯელი და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით, ხოლო 3 წელი და 9 თვე ჩაეთვალა პირობითად, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
2.18. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1---------ს განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საიდანაც განესაზღვრა 1 წელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით.
2.19. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1---------ს განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საიდანაც განესაზღვრა 1 წელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით.
2.20. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1---------ს განჩინებით ჯ--–--- გ-------–---–ს განესაზღვრა სასჯელი ზემოაღნიშნული განაჩენების მიხედვით და 2014 წლის 1---------ს განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2014 წლის 1---------ს მეორე განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ჯ--–--- გ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საიდანაც განესაზღვრა 1 წელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.
2.21. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2-------ს განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“, მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,გ“, მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილი 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით.
2.22. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2--------–-ს განაჩენით, ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე უხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილი 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით.
2.23. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2------------ის განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,გ“ და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 3 თვის ვადით, საიდანაც 3 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით.
2.24. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-------ს განაჩენით, ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,გ“ და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2.25. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2--------–ის განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,გ“ და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2.26. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის წარსულში შვიდჯერ ნასამართლევმა ჯ--–--- გ-------–---–მა კვლავ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ანალოგიური ქმედება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ--–--- გ-------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
(2018 წლის 11 ოქტომბრის მ--- გ---–---ის ეპიზოდი)
2.27. დაზარალებულმა მ--- გ---–---მა განაცხადა, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერს იმყოფებოდა სახლში - ქ. თბილისში, კ--------ს ქ--------ში. ის სახლში ახალი მისული იყო და მობილური ტელეფონები ,,htc”-ს ფირმის დადო სამზარეულოში მაგიდაზე, შევიდა აბაზანაში პირის დასაბანად, ხოლო როდესაც აბაზანიდან გამოვიდა მობილური ტელეფონი მაგიდაზე აღარ დახვდა. უშედეგოდ ძებნის შემდეგ დარეკა მობილურ ტელეფონზე, რა დროსაც მას ოჯერ უპასუხა ჯ--–--- გ-------–---–მა, რომელიც გაურკვევლად ესაუბრებოდა. შემდეგ მ--- გ---–---ი დაუკავშირდა პოლიციას. მ--- გ---–---ის განმარტებით, მან მობილური ტელეფონი ,,htc”-ს ფირმის შეიძინა დაახლოებით 160 ლარად.
2.28. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისი, კ--------ს ქ--------ში მდებარე იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე ბინაში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა სუნის ნიმუში 1 (ერთი) ცალ ქილად.
2.28.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა მოწმე დ-------- ჩ--–--ემ (გამომძიებელი).
2.29. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, საცხოვრებელი ბინა მდებარეობს ქ. თბილისში, მ--------------------ში, სადაც ცხოვრობს ჯ--–--- გ-------–---–ი და ლ------ გ-------–---–ი (ბრალდებულის მეუღლე). ლ------ გ-------–---–ის მიერ წარდგენილი იქნა ვერცხლისფერი ,,HTC”-ს ფირმის მობილური ტელეფონის სენსორული ტიპის, ტელეფონს უკანა მხარეს აქვს თითის გასაყრელი რგოლი, ასევე წარწერა ,,Verizon” 4 LTE. მობილურ ტელეფონში მოთავსებულია ,,ჯ------–ის“ ბარათი.
2. 29.1. პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურეს მოწმეებმა კ------- გ---------ემ და ი-----–- ქ---------–-–---–მა (გამომძიებლები).
2.30. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ჯ--–--- გ-------–---–ის, ი--- ნ-–-----ის, მ--- გ---–---ის და თ----- ქ--------ის მონაწილეობით. ჯ--–--- გ-------–---–ის მითითებით მივიდნენ ქ. თბილისი, კ--------ს ქ--------ში მდებარე მ--- გ---–---ის სახლში, სადაც ჯ--–--- გ-------–---–მა მიუთითა იმ ადგილებზე, რომლის გავლითაც შევიდა ეზოში და 2018 წლის 11 ოქტომბერს და მ--- გ---–---ის სახლიდან მოიპარა მობილური ტელეფონი ოთახში განთავსებული მაგიდიდან.
2.30.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურეს მოწმეებმა ი-----–- ქ---------–-–---–მა და ლ---- ბ--–----ემ (გამომძიებლები).
2.31. ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის თანახმად, მ--- გ---–---მა წარდგენილი სამი მობილური ტელეფონიდან ამოიცნო N2 ნომრით დანომრილი მობილური ტელეფონი და განმარტა, რომ ამოცნობილი მობილური ტელეფონი ეკუთვნის მას და არის სწორედ ის ნივთი, რომელიც 2018 წლის 11 ოქტომბერს მისი საცხოვრებელი სახლის სამზარეულოდან მოიპარა მისთვის უცნობმა პირმა.
2.31.1. ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა მოწმე ი-----–- ქ---------–-–---–მა (გამომძიებელი).
2.32. სასაქონლო ექსპერტიზის # 2----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური ტელეფონი ,,htc M8’’ MODEL: htc 6-----. IMEI:9--------------- -ის საბაზრო ღირებულება, დღეის მდგომარეობით, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს - 140,0 (ასორმოცი) ლარს.
2.33. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ჯ--–--- გ-------–---–მა განაცხადა, რომ არ ახსოვს ჩაიდინა თუ არა ბრალად შერაცხული ქმედება.
2.34. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდობა ხელყოფს საკუთრების უფლებას და გულისხმობს სხვისი ნივთის ფარულად დაუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ჯ--–--- გ-------–---–ს არ ახსოვს ჩაიდინა თუ არა ბრალად შერაცხული ქმედება, კონკრეტულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, 2018 წლის 11 ოქტომბერს შუადღის საათებში ჯ--–--- გ-------–---–მა, უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, კ--------ს ქ-------ში მდებარე მ--- გ---–---ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ,,htc”-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 140 ლარად.
2.35. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ--–--- გ-------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით
2.36. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაზარალებული მ--- გ---–---ი ცხოვრობდა ქ. თბილისში, კ--------ს ქ--------ში, 2018 წლის 11 ოქტომბერს მ--- გ---–---ი იმყოფებოდა ბინაში, კერძოდ აბაზანაში, რა დროსაც ბინაში ბრალდებულმა ჯ--–--- გ-------–---–მა შეაღწია უკანონოდ და დაეუფლა მ--- გ---–---ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს.
2.37. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბინაში შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არა აქვს, რაც ხორციელდება წინააღმდეგობის გადალახვის გზით ბინაში შესვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჯ--–--- გ-------–---–ს მ--- გ---–---ის ნებართვის გარეშე არ ჰქონდათ უფლება შესულიყო მის საცხოვრებელ ბინაში, სადაც მან შეაღწია უკანონოდ, რის შემდეგაც დაეუფლა მ--- გ---–---ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს.
2.38. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ--–--- გ-------–---–მა ქურდობა ჩაიდინა მ--- გ---–---ის ბინაში უკანონო შეღწევით.
ქურდობა, ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი
მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის
2.39. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1---------ს განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
2.40. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1-----------–ის განჩინებით ჯ--–--- გ-------–---–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სასჯელი და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით, ხოლო 3 წელი და 9 თვე ჩაეთვალა პირობითად, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
2.41. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1---------ს განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საიდანაც განესაზღვრა 1 წელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით.
2.42. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1---------ს განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საიდანაც განესაზღვრა 1 წელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით.
2.43. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1---------ს განჩინებით ჯ--–--- გ-------–---–ს განესაზღვრა სასჯელი ზემოაღნიშნული განაჩენების მიხედვით და 2014 წლის 1---------ს განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2014 წლის 1---------ს მეორე განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ჯ--–--- გ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საიდანაც განესაზღვრა 1 წელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.
2.44. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2-------ს განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“, მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,გ“, მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილი 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით.
2.45. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2--------–-ს განაჩენით, ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე უხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილი 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით.
2.46. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2------------ის განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,გ“ და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 3 თვის ვადით, საიდანაც 3 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით.
2.47. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-------ს განაჩენით, ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,გ“ და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2.48. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2--------–ის განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,გ“ და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2.49. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის წარსულში შვიდჯერ ნასამართლევმა ჯ--–--- გ-------–---–მა კვლავ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ანალოგიური ქმედება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ--–--- გ-------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, როდესაც ის ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
(2018 წლის 11 ოქტომბრის თ----- ქ--------ის ეპიზოდი)
2.50. დაზარალებულმა თ----- ქ--------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერს იმყოფებოდა სამსახურში, ქ. თბილისში, კ--------ს ქ--------ში განთავსებულ ,------------ მაღაზიაში. დაახლოებით 16:20 საათზე მაღაზიაში შევიდა ჯ--–--- გ-------–---–ი, რომელიც მაღაზიის სექციებს შორის გადაადგილდებოდა და ათვალიერებდა პროდუქციას. ჯ--–--- გ-------–---–ი იმყოფებოდა საბავშვო სექციასთან, სადაც განთავსებულია მაღაზიის საწყობის კარი, რომელიც დახურულ მდგომარეობაში იყო. თ----- ქ--------ემ განმარტა, რომ სამუშაოს პერიოდში საწყობში ინახავს მობილურ ტელეფონს, ვინაიდან მუშაობის პროცესში ხელი არ შეუშალოს. გარკვეული პერიოდის შემდეგ თ----- ქ--------ემ გადაწყვიტა ესარგებლა მობილური ტელეფონით და შევიდა საწყობში, სადაც არ დახვდა კუთვნილი მობილური ტელეფონი ,,SAMSUNG”-ის ფირმის. შემდეგ ნახა მაღაზიაში განთავსებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, სადაც ასახული იყო თუ როგორ შედის ჯ--–--- გ-------–---–ის საწყობში, იღებს ტელეფონს, რომელსაც იდებს ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში და ტოვებს მაღაზიას.
2.51. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ქ. თბილისი, კ--------ს ქ--------ში განთავსებულ ,------------ მაღაზიაში თ----- ქ--------ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. თ----- ქ--------ემ მიუთითა ის ადგილები, სადაც გადაადგილდებოდა ჯ--–--- გ-------–---–ი, ასევე მიუთითა საწყობის ადგილი.
2.51.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურა მოწმე ი-–-------–---–---–მა (გამომძიებელი).
2.52. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, საცხოვრებელი ბინა მდებარეობს ქ. თბილისში, მ--------------------ში, სადაც ცხოვრობს ჯ--–--- გ-------–---–ი და ლ------ გ-------–---–ი (ბრალდებულის მეუღლე). ლ------ გ-------–---–ის მიერ წარდგენილი იქნა შინდისფერი სამსუნგი გალაქსი, კუთხეებზე ვერცხლისფერი კანტით, ტელეფონი არის სენსორული ტიპის, წარწერით ,,SAMSUNG“,2.52.1. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურეს მოწმეებმა კ------- გ---------ემ და ი-----–- ქ---------–-–---–მა (გამომძიებლები).
2.53. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ჯ--–--- გ-------–---–ის, ი--- ნ-–-----ის, მ--- გ---–---ის და თ----- ქ--------ის მონაწილეობით. ჯ--–--- გ-------–---–ის მითითებით მივიდნენ ქ. თბილისი, კ--------ს ქ--------ში მდებარე ,------------ მაღაზიაში, სადაც ჯ--–--- გ-------–---–მა მიუთითა იმ ადგილზე საწყობში, საიდანაც 2018 წლის 11 ოქტომბერს მოიპარა თ----- ქ--------ის მობილური ტელეფონი.
2.53.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურეს მოწმეებმა ი-----–- ქ---------–-–---–მა და ლ---- ბ--–----ემ (გამომძიებლები).
2.54. ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის თანახმად, თ----- ქ--------ემ წარდგენილი სამი მობილური ტელეფონიდან ამოიცნო N2-ით დანომრილი მობილური ტელეფონი და განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილი მობილური ტელეფონი ეკუთვნის მას, რომელიც მოიპარეს ,------------ მაღაზიის საწყობიდან.
2.54.1. ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა მოწმე ი-----–- ქ---------–-–---–მა (გამომძიებელი).
2.55. ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა მ----------ს ქ----ში მდებარე შპს ,,ბ---–-----ს’’ შიდა პერიმეტრზე განთავსებული ვიდეო კამერების ჩანაწერები, სადაც მკაფიოდ ჩანს მამაკაცი თუ როგორ შედის საწყობში და იპარავს სამსუნგის ფირმის მობილურ ტელეფონს.
2.55.1. ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა მოწმე ი-----–- ქ---------–-–---–მა (გამომძიებელი).
2.56. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ასაკით, სიმაღლით, სუსტი აღნაგობით, მელოტი თავით, კეფაზე ჭაღარა თმით, ჭაღარა წარბებით, წარბების მოყვანილობით, სწორი ცხვირით, და საერთო იერით თ----- ქ--------ემ ამოიცნო ჯ--–--- გ-------–---–ი.
2.56.1. ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა მოწმე ი-----–- ქ---------–-–---–მა (გამომძიებელი).
2.57. სასაქონლო ექსპერტიზის # 2----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური ტელეფონი SAMSUNG Galaxy S4 mini’’ modeli GT – 1-----ის საბაზრო ღირებულება, ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს - 80 (ოთხმოცი) ლარს.
2.58. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ჯ--–--- გ-------–---–მა განაცხადა, რომ მას არ ახსოვს მომხდარი ფაქტი.
2.59. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდობა ხელყოფს საკუთრების უფლებას და გულისხმობს სხვისი ნივთის ფარულად დაუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ჯ--–--- გ-------–---–ს არ ახსოვს ჩაიდინა თუ არა ბრალად შერაცხული ქმედება, კონკრეტულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 16:10 საათიდან 16:15 საათამდე დროის მონაკვეთში ჯ--–--- გ-------–---–მა უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, კ--------ს ქ--------ში მდებარე წიგნების მაღაზია ,------------ საწყობში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა თ----- ქ--------ის კუთვნილ ,,SAMSUNG”-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 80 ლარად.
2.60. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ--–--- გ-------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით
2.61. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაზარალებული თ----- ქ--------ე მუშაობდა ,------------ მაღაზიში, მდებარე ქ. თბილისში, კ--------ს ქ--------ში, რომელსაც გააჩნდა საწყობი. 2018 წლის 11 ოქტომბერს თ----- ქ--------ე იმყოფებოდა მაღაზიაში, რა დროსაც საცავში ბრალდებულმა ჯ--–--- გ-------–---–მა შეაღწია უკანონოდ და დაეუფლა თ----- ქ--------ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს.
2.62. სასამართლო აღნიშნავს, რომ საცავში შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არა აქვს, რაც ხორციელდება წინააღმდეგობის გადალახვის გზით საცავში შესვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჯ--–--- გ-------–---–ს თ----- ქ--------ის ან ,------------ მაღაზიის სხვა თანამშრომლის ნებართვის გარეშე არ ჰქონდათ უფლება შესულიყო ,------------ მაღაზიის საწყობში, სადაც მან შეაღწია უკანონოდ, რის შემდეგაც დაეუფლა თ----- ქ--------ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს.
2.63. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ--–--- გ-------–---–მა ქურდობა ჩაიდინა საცავში უკანონო შეღწევით.
ქურდობა, ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი
სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის
2.64. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1---------ს განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
2.65. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1-----------–ის განჩინებით ჯ--–--- გ-------–---–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სასჯელი და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით, ხოლო 3 წელი და 9 თვე ჩაეთვალა პირობითად, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
2.66. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1---------ს განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საიდანაც განესაზღვრა 1 წელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით.
2.67. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1---------ს განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საიდანაც განესაზღვრა 1 წელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით.
2.68. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1---------ს განჩინებით ჯ--–--- გ-------–---–ს განესაზღვრა სასჯელი ზემოაღნიშნული განაჩენების მიხედვით და 2014 წლის 1---------ს განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2014 წლის 1---------ს მეორე განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ჯ--–--- გ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საიდანაც განესაზღვრა 1 წელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.
2.69. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2-------ს განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“, მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,გ“, მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუქნტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილი 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით.
2.70. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2--------–-ს განაჩენით, ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილი 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით.
2.71. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2------------ის განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,გ“ და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 3 თვის ვადით, საიდანაც 3 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით.
2.72. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-------ს განაჩენით, ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,გ“ და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2.73. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2--------–ის განაჩენით ჯ--–--- გ-------–---–ი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,გ“ და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2.74. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის წარსულში შვიდჯერ ნასამართლევმა ჯ--–--- გ-------–---–მა კვლავ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ანალოგიური ქმედება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ--–--- გ-------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ--–--- გ-------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ ვინც შვიდჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ ვინც შვიდჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ოქტომბრის ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ ვინც შვიდჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ოქტომბრის ეპიზოდი);
3.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ჯ--–--- გ-------–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ჯ--–--- გ-------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ასაკს, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ჯ--–--- გ-------–---–ს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე დანაშაულების ჩადენაში, იგი ანალოგიური დანაშაულის ჩადენისთვის წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი, რაც მიუთითებს, რომ ბრალდებული მიდრეკილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისკენ; მიუხედავად მისი ასაკისა ( ა------- წლის), დანაშაულთა სიმრავლე მოწმობს, რომ წარსულმა ნასამართლობებმა და სასჯელმა მასზე ვერ მოახდინა სათანადო ზეგავლენა და იგი არ დაადგა გამოსწორების გზას.
5.3. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ჯ--–--- გ-------–---–მა ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას არ ახსოვს ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა. ჯ--–--- გ-------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით დაცვის მხარემ მიმართა პენიტენციურ სამსახურს, რომლის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოკვლეულ იქნა ჯ--–--- გ-------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა და 2019 წლის 4-------–-- ფორმა IV-100-ის თანახმად, ჯ--–--- გ-------–---–ის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, აქვს მეტყველება აქტიური, აზროვნება ლოგიკური, ქცევები ადექვატური. ამასთანავე აქვს ქრონიკული დაავადებები. აღნიშნული ცნობის საფუძველზე, სასამართლოს მაჩნია, რომ რაიმე დაავადება, რომელიც ჯ--–--- გ-------–---–ის ფსიქიკურ მდგომარეობაში ეჭვს შეიტანდა და მის ბრალუნარიანობას ეჭვქვეშ დააყენებდა, მას არა აქვს.
5.4. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ჯ--–--- გ-------–---–ის ასაკის გათვალიწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ--–--- გ-------–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, სანქციით გათვალიწინებული მინიმალური ზღვარის ოდენობით.
5.5. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ჯ--–--- გ-------–---–მა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
6. ნივთმტკიცება:
6.1. ,,GENERAL MOBILIES”-ის ფირმის მობილური ტელეფონი; ,,HTC”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, ,,SAMSUNG”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება ძ---–-------–-----------------–--------–-–----------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს.
6.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას (ქ.თბილისი, ა----------- ქ---------ში მდებარე საცხოვრებელი ბინა) გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე; საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას (ქ.თბილისი, კ--------ს ქ--------ში მდებარე საცხოვრებელი ბინა) გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე; საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე; შპს ,------------ შიდა და გარე ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერების მიერ, 2018 წლის 11 ოქტომბერს 16:00 საათიდან 16:20 საათამდე განხორციელებული ჩანაწერი, ჩაწერილი ერთ კომპაქტ დისკზე, რომლებიც ერთვის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.3. სუნის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ--–--- გ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. ჯ--–--- გ-------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
3. ჯ--–--- გ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4. ჯ--–--- გ-------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
5. ჯ--–--- გ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
6. ჯ--–--- გ-------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს და საბოლოოდ, ჯ--–--- გ-------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
8. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2--------–ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2--------–ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ--–--- გ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
10. ჯ--–--- გ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდეს.
11. ჯ--–--- გ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 12 ოქტომბრის 19:08 საათიდან.
12. ნივთმტკიცება:
12.1. ,,GENERAL MOBILIES”-ის ფირმის მობილური ტელეფონი; ,,HTC”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, ,,SAMSUNG”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება ძ---–-------–-----------------–--------–-–----------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს.
12.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას (ქ.თბილისი, ა----------- ქ---------ში მდებარე საცხოვრებელი ბინა) გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე; საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას (ქ.თბილისი, კ--------ს ქ--------ში მდებარე საცხოვრებელი ბინა) გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე; საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე; შპს ,------------ შიდა და გარე ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერების მიერ, 2018 წლის 11 ოქტომბერს 16:00 საათიდან 16:20 საათამდე განხორციელებული ჩანაწერი, ჩაწერილი ერთ კომპაქტ დისკზე; რომლებიც ერთვის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
12.3. სუნის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.
13. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
14. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/