გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.03.2019
საქმის ნომერი
020210018002617782
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე# 02021-018002617782 (2/1715-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06.0-.2019 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე ლა-–-------------ა

მოპასუხე რუ--–----–-–--ა

წარმომადგენელი იზ--–----ა

დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ლა-–-------------ას (პ/ნ 1----------) და რუ--–----–-–--ას (პ/ნ 1----------) შორის ქორწინების (ქორწინების მოწმობა #2----------) შეწყვეტა განქორწინების საფუძველზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ლა-–-------------ა (პ/ნ 1----------, დაბ. 1-.0-.1--- წ) და რუ--–----–-–--ა (პ/ნ 1----------, დაბ. 22.1-.1----) რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 1-.1-.2--- წ–დან (ქორწინების მოწმობა #2----------, გაც. 1-.1-.2--- წ, სსგს ზ-------------------–-------------------------რი, აქტის ჩანაწერი # 2-----------).

 

ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიეკუთვნათ გვარები ცოლს მ-----------, ქმარს ლ-–---.

 

3.2. მხარეებს ჰყავთ შვილი ლი-–---–-–--ა პ/ნ 3----------, დაბ. 17.0-.2--- წ.

 

3.3. ოჯახური კონფლიქტის გამო მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრება შეწყვეტილია. ისინი ცალ–ცალკე ცხოვრობენ.

 

მოსარჩელე შერიგების წინააღმდეგია, ხოლო რუ--–----–-–--ას მისევე განმარტებით სურს შერიგება, თუმცა რადგან მისი მეუღლე კატეგორიული წინააღმდეგია მატი შემდგომი ერთად ცხოვრების ეთანხმება განქორწინებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

–შესაგებელი

–ქორწინების მოწმობა

–დაბადების მოწმობა

–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა

 

სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-06–ე, 1-21–ე, 1-27–ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-21–ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით ქორწინება შეიძლება შეწყდეს განქორწინების საფუძველზე,დასახელებული კოდექსის 1-27–ე მუხლის 1–ლი და მე–3 ნაწილების მიხედვით განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-06–ე მუხლის შესაბამისად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მეუღლესთან შერიგების წინააღმდეგია, ხოლო რუ--–----–-–--ა შერიგების სურვილს აფიქსირებს, მაგრამ ამ მიმართულებით რაიმე გონივრული მოქმედებების განხორციელება არა აქვს დაგეგმილი, რაც სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯების საკითხი

 

მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 50 ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ეს თანხა მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახ. ბიუჯეტიდან.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. განქორწინების საფუძველზე შეწყდეს ქორწინება ლა-–-------------ას (პ/ნ 1----------) და რუ--–----–-–--ას (პ/ნ 1----------) შორის (ქორწინების მოწმობა #2----------).

3. მოსარჩელეს სახ. ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარის (საგადახდო დავალება 0-.09.2--- წ, სს ,,თიბისი ბანკი" სახაზინო კოდი 3--------, გადამხდელი ლა-–-------------ა პ/ნ 1----------), ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამარტლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა