გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/894-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
3 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - გ--------–--–----–---–-;
მოპასუხე - ი/მ ნ--–--------–--;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - ი.მ ნ--–--------–--- მოსარჩელე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს დაცვის მომსახურების საფასურის - 3----- ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე - ი.მ ნ--–--------–--- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტელოს 2--.0- ლარის გადახდა.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, ი/მ ნ--–--------–--- (შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,დაცვად წოდებული) შორის 2016 წლის 16 დეკემბერს გაფორმებულ იქნა N1----- ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების 1.1, 1.3 და 1.4 პუნქტების თანახმად, ,,დაცვას’’ უნდა უზრუნველეყო ,,დამკვეთის’’ ობიექტის (---------------- დაცვა, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით. ამავე ხელშეკრულების 1.2. და 2.1 პუნქტების თანახმად, ,,დამკვეთი’’ ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური - თვეში 9- ლარი, დღგ-ს ჩათვლით. ,,დაცვამ’’ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად განახორციელა, ხოლო ი/მ ნ--–--------–--მ არ შეასრულა ხელშეკრულების პირობები და არ გადაიხადა 2018 წლის თებერვლის თვიდან 2018 წლის ივნისის თვის (ნაწილი) მომსახურების თანხა, სულ ჯამში 3----- ლარი. დავალიანების გადაუხდელობის გამო დეპარტამენტმა 2017 წლის 5 ივნისიდან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. ვინაიდან ი/მ ნ--–--------–--- მიერ არ იქნა გადახდილი მომსახურების თანხა - 3----- ლარი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, დაცვის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 6.7 პუნქტის საფუძველზე მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 4 აპრილის მდგომარეობით დაერიცხა პირგასამტეხლო შესრულებული ვადაგადაცილების 0,2% ოდენობით, სულ 2---- ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ ნ--–--------–--- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს დებიტორული დავალიანება 3----- ლარი და პირგასამტეხლო 2---- ლარი, საერთო ჯამში 6----- ლარი.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - ი/მ ნ--–--------–-- სასამართლო პროცესზე გამოცხადა და სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ი/მ ნ--–--------–-- (ს.ნ. 0----------) წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს. სამართლებრივი ფორმა - ი------------–--------–------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 27.10.16 წ. (ს.ფ. 20-21);
3.1.2. 2016 წლის 16 დეკემბერს ი/მ ნ--–--------–--- (დამკვეთი) და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (დაცვა) შორის დაიდო N1----- ხელშეკრულება (პერიმეტრი) (ტექნიკური საშუალების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებით), რომლის 1.1 პუნქტის მიხედვით, დაცვა უზრუნველყოფს დამკვეთის მ-------------- დაცვას, რომელიც მდებარეობს ქ.------–---------–----------–---------------–---------------------. 1.2. პუნქტის თანახმად, დამკვეთი იღებს ვალდებულებას, დაცვას გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით. 2.1. პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურეობის ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 9- ლარს, დღგ-ს ჩათვლით. 2.2. პუნქტის მიხედვით, ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდეს საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. 6.7. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაცვა უფლებამოსილია მოსთხოვოს დამკვეთს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.2% ოდენობით. 6.9. პუნქტის მიხედვით, ,,დამკვეთის’’ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ,,დაცვა’’ უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 16.12.2016 წ. N1----- ხელშეკრულება (ს.ფ. 11-14)
3.1.3. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის N3------ ბრძანებით, ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილებას დაევალა უზრუნველყოს ქ. თბილისი, ლ---------------------ში მდებარე ი/მ ,,ნ--–--------–---’’ (N0------) ობიექტის დაცვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 29.12. 2016 წლის N3------ ბრძანება (ს.ფ. 15);
3.1.4. ი/მ ნ--–--------–--- (ს/კ 0----------) შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ 16.12.2016 წლის N1----- ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 04 აპრილის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება ყოველთვიური მომსახურების - 3----- ლარი და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ ყოველ დღეზე 0.2% - 2----0 ლარი, სულ 6----- ლარის ოდენობით. მათ შორის:
- 2017 წლის თებერვალი: 8---- ლარი
- 2017 წლის მარტი: 9- ლარი
- 2017 წლის აპრილი: 9- ლარი
- 2017 წლის მაისი: 9- ლარი
- 2017 წლის ივნისი: 1---–არი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 04.04.2018 წ. ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 17);
- თანხის ბრუნვა (ს.ფ. 19);
- ვალები (ს.ფ. 18);
3.1.5. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 01.06.2017 წ. N1------ ბრძანებით, 2016 წლის 16 დეკემბრის N1----- ხელშეკრულების 6.9. პუნქტის საფუძველზე 2017 წლის 5 ივნისიდან შეწყვეტილ იქნა ი.მ ,,ნ--–--------–--’’-ს ობიექტის (ქ-------–--------------------) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 01.06.2017 წ. N1------ ბრძანება (ს.ფ. 16);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ი/მ ნ--–--------–--- (ს.კ. 0----------) მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაცვის მომსახურების საფასურის - 3----- ლარის პირგასამტეხლოს 100 ლარის ოდენობით გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №2-- ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №2-- ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და ი.მ ნ--–--------–--- შორის 2016 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული N1----- ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია, ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2016 წლის 16 დეკემბერს დადებული N1----- ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ 2016 წლის 16 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო N1----- ხელშეკრულება (პერიმეტრი) (ტექნიკური საშუალების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებით). ხელშეკრულების 1.1. და 1.3. პუნქტების თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ვალდებული იყო უზრუნველეყო დამკვეთის ობიექტის დაცვა, მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის მეშვეობით, ცენტრალიზებულ დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით. ხელშეკრულების 1.2, 2.1. და 2.2 პუნქტების თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 9- ლარის ოდენობით. დაცვამ პირნათლად და ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო დამკვეთის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების პირობები, რის გამოც წარმოიშვა დებიტორული დავალიანება 3----- ლარის ოდენობით. 6.9. პუნქტის მიხედვით ,,დამკვეთის’’ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ,,დაცვა’’ უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. N1----- ხელშეკრულება შეწყდა 2017 წლის 1 ივნისს.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულების დარღვევის შედეგად რაიმე ფინანსური ზარალი არ განუცდია, ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მხარე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზე არ მიუთითებს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ხელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, მოპასუხე - ი.მ ნ--–--------–--- მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე - ი.მ ნ--–--------–--- (ს.ნ. 0----------) მოსარჩელე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს დაცვის მომსახურების საფასურის - 3----- ლარის გადახდა;
3. მოპასუხე - ი.მ ნ--–--------–--- (ს.ნ. 0----------) მოსარჩელე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 100 ლარის ოდენობით გადახდა;
4. მოპასუხე - ი.მ ნ--–--------–--- (ს.ნ. 0----------) მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი