გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140210019002948345
საქმე № 2/524-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2019 წელი ქ. გორი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
მოსარჩელე - ი-–-----------–---–ი
მოპასუხე - მ------------–---–ი
დავის საგანი - განქორწინება
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მხარეთა შორს არსებული ქორწინების შეწყვეტა შესარიგებელი ვადის განსაზღვრის გარეშე.
მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 24 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე მ------------–---–თან. ქორწინებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მხარეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა და ხშირად ჰქონდათ კამათი. 2018 წლის ოქტომბრის თვეში მორიგი კამათის შემდეგ მოსარჩელე იძულებული გახადა წასულიყო სახლიდან. იმის გამო, რომ მოპასუხე არ არის თანახმა შეწყდეს ქორწინება ი-–-----------–---–მა სარჩელით მომართა სასამართლოს. მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ (იხ. სარჩელი და განცხადება).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. 2019 წლის 30 აპრილს გორის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა მოპასუხე მ------------–---–ის შესაგებელი, რომელმაც სრულად სცნო სარჩელი და დაეთანხმა განქორწინებას და ასევე თანხმობა განაცხადა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ (იხ. შესაგებელი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები 2009 წლის 24 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- ქორწინების მოწმობა.
3.1.2. მხარეები ამჟამად ცხოვრობენ ცალკ-ცალკე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
- შესაგებელი
3.1.3. მხარეთა შორის შეუძლებელია შერიგება და ოჯახის შენარჩუნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
- შესაგებელი
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოვლენილა
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოახდინა რა მათი ანალიზი და ურთიერთშეჯერება, მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ი-–-----------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1123-ე, 1127-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის საფუძველზე, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომში – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
6.2. ამავე კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია განქორწინება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.
6.4. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
6.6. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მ------------–---–მა ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე სრულად სცნო სარჩელი და დაეთანხმა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას განქორწინების თაობაზე.
ამდენად, სასამართლოს დამტკიცებულად მიაჩნია ყველა ის გარემოება, რაც მხარეებმა აღიარეს და ასევე წარმოადგინეს მათი დამადასტურებელი მტკიცებულებანი. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა კანონიერია და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
6.7. სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 58-ე მუხლის თანახმად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. განქორწინების შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას.
6.8. სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 61-ე მუხლის თანახმად, განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სრულად სცნო სარჩელი, მხარეები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. და მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი უნდა დაუბრუნდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8,55-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-–-----------–---–ის სარჩელი მ------------–---–ის მიმართ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს ი-–-----------–---–სა (პ/ნ: 59001017965, დაბადებული 1979 წლის 4 ნოემბერს, ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი გვარი - ჯობინაშვილი) და მ------------–---–ს (პ/ნ: 59001033707, დაბადებული 1978 წლის 22 აგვისტოს, ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი გვარი - დოთიაშვილი) შორის 2009 წლის 24 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერი №67200931333, განმეორებით გაცემული ქორწინების მოწმობა №67191000491), მოწმობის გამცემი ორგანო სსგს გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახური.
3. მოსარჩელე ი-–-----------–---–ს (პ/ნ: 59001017965) დაუბრუდეს მის მიერ 2019 წლის 16 აპრილს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი (საგადასახადო დავალება №0).
4. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
5. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი