გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2019
საქმის ნომერი
030210018002425046
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N030210018002425046

N 2/538-2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 აპრილი, 2019 წელი ქ. ფოთი

 

შესავალი ნაწილი

 

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე

 

მოსარჩელე: ხ----- მ----–----–-------- მ-----,წარმომადგენლები: ჯ------ ბ------, ხ------- თ-----------,მოპასუხე: შ-- ,,შ-----გ----–--- პ------–-’’,დირექტორი: გ---–---- ბ------,წარმომადგენელები: ფ-------- ჭ--–---, გ--- ც--–---,დავის საგანი: ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება,1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. 2016 წლის 15 აგვისტოს N24 იურიდიული დასკვნის საფუძველზე შ-- ,,შ-----გ----–--- პ------–-სთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს - 37605,29 ლარის გადახდევინება და ხ----- მ----–----–-------- ანგარიშზე განთავსება (სახელმწიფო ხაზინა ანგარიში: 2--------, სახელმწიფო ხაზინა TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლების კოდი: 3--------).

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

2. მოსარჩელის პოზიცია:

 

2016 წლის 23 მ------ ხ----- მ----–----–-------- და შ-- ,,შ-----გ----–--- პ------–-’’ შორის, გაფორმდა ხელშეკრულება სახელწიფო შესყიდვების შესახებ, რომლითაც გათვალისწინებულ იქნა ქ. ხ-----, ქუჩების კეთილმოწყობის (მოასფალტების) მეორე ეტაპის სამუშაოების შესყიდვა. შესყიდვის ობიექტის მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა (დღგს გათვალისწინებით) 569 777 ლარს.

 

ხელშეკრულებას თან ახლდა ხარჯთაღრიცხვა, კალენდარული გრაფიკი და ხელშეკრულების საგარანტიო უზრუნველყოფა.

 

შ-- „შ-----გ----–--- პ------–-ს“ მიერ 2016 წლის 23 მაისის N01/105, 01 ივლისის N01/155 და 19 ივლისის N01/170 წერილებით დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გ-------–---–-- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაო 10 დღის ვადაგადაცილებით არის შესრულებული, ხოლო ჯ-----–---–--, ვ------, მ–--------- და ლ---–---- ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებზე ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილია 14-14 დღის ვადაგადაცილებით. N45 ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.2 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იხდის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, რის შედეგადაც, შ-- „შ----გ----–-- პ------–-“ გ-------–---–-- ქუჩაზე, ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 569777 ლარის 0,1%-ის ოდენობით 10 ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 5697,77 ლარს. ვ------ ქუჩაზე, ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 569777 ლარის 0,1%-ის ოდენობით 14 ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 7976,88 ლარს. მ–--------- ქუჩაზე, ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 569777 ლარის 0,1%-ის ოდენობით 14 ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 7976,88 ლარს. ჯ-----–---–-- ქუჩაზე, ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 569777 ლარის 0,1%-ის ოდენობით 14 ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 7976,88 ლარს. ლ---–---- ქუჩაზე, ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 569777 ლარის 0,1%-ის ოდენობით 14 ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 7976,88 ლარს.

 

დასკვნა მოპასუხეს ჩაბარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, 2016 წლის 22 სექტემბერს და რაიმე სახის საჩივარი ხ----- მ----–----–-------- მ-----ში არ შემოუტანია.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლო საერთო ჯამში 37605,29 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,1%-ს ოდენობით).

 

3. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ მიუთითა, რომ მხარეებს შორის 2016 წლის 23 მ------- №45 ხელშეკრულების 1.6. 10.1. და 10.2 მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო გათვალისწინებულია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ვადებში შეუსრულებლობისთვის და არა ექსპერტიზის ვადის დარღვევის წარმოდგენისთვის, ამიტომ მოსარჩელე არაა უფლებამოსილი ექსპერტიზის დასკვნის ვადაგადაცილებისთვის დააკისროს მოპასუხეს პირგასამტეხლო, ვინაიდან პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს თითოეული ქუჩის მიხედვით დარჩენილი სამუშაოების ღირებულებიდან, ხოლო იმ პირობებში, როდესაც სამუშაო დასრულებულია, შესაბამისად დარჩენილი სამუშაოს ღირებულება ნულის ტოლია და ასეთ შემთხვევაში პირგასამტეხლოც ნულის ტოლი იქნება.

 

მოპასუხის განმარტებით, გ-------–---–-- ქუჩის სამუშაოების 10 დღით ვადაგადაცილებით შესრულება გამოწვეული იყო მოსარჩელის ბრალეულობით და მისი ხელშეშლით, ამავე დროს ამ ქუჩაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისას დარჩენილი იყო მხოლოდ 25000 ლარის ღირებულების სამუშაო და პირგასამტეხლოც სწორედ ამ თანხიდან უნდა დაანგარიშდეს, არა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შეუსაბამოდ მაღალი 0,1%-ის ოდენობით, არამედ უნდა შემცირდეს 0,02%-მდე.

 

მოპასუხემ ალტერნატივის სახით აღნიშნა, რომ თუ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის ვადაგადაცილებით წარდგენისთვის მაინც განსაზღვრავს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს, მისი დაანგარიშება უნდა მოხდეს თითოეული ქუჩების სამუშაოების ღირებულების მიხედვით, ხოლო პირგასამტეხლოს მოცულობა 0,1%-დან უნდა შემცირდეს 0,02%-მდე, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეებს შორის 2016 წლის 23 მ------ გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N45 და ამ ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, მათ შორის პირობები ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის.

 

ხელშეკრულების ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით, შეადგენს 569 777 ლარს, მათ შორის:

 

ქ. ხ---–-, გ-------–---–-- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა, ღირებულებით 342 502,43 ლარი, სამუშაოს შესრულების ვადა 90 კალენდარული დღეს, 2016 წლის 21 ივნისის ჩათვლით, ექსპერტიზის წარდგენის ვადა - სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე;

 

ჯ-----–---–-- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა ღირებულებით 66 299,37 ლარი, სამუშაოს შესრულების ვადა 60 კალენდარული დღეს, 2016 წლის 22 მაისის ჩათვლით, ექსპერტიზის წარდგენის ვადა - სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე, 2016 წლის 6 ივლისის ჩათვლით;

 

ლ---–---- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა ღირებულებით 50 657,85 ლარი, სამუშაოს შესრულების ვადა 60 კალენდარული დღეს, 2016 წლის 22 მაისის ჩათვლით, ექსპერტიზის წარდგენის ვადა - სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე, 2016 წლის 6 ივლისის ჩათვლით;

 

ვ------ ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა ღირებულებით 68 570,85 ლარი, სამუშაოს შესრულების ვადა 90 კალენდარული დღეს, 2016 წლის 21 ივნისის ჩათვლით, ექსპერტიზის წარდგენის ვადა - სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე;

 

მ–--------- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა ღირებულებით 41747,29 ლარი, სამუშაოს შესრულების ვადა 90 კალენდარული დღეს, 2016 წლის 21 ივნისის ჩათვლით, ექსპერტიზის წარდგენის ვადა - სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე;

 

მტკიცებულება: 2016 წლის 23 მ------- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N45, მუხლი 7.

 

3.1.2. მოპასუხემ მოსარჩელეს 2016 წლის 23 მ------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში მითითებული ქ. ხ---–- მდებარე ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა და დასრულებული სამუშაოს დასამოწმებელი აქტი (ფორმა N5), წარუდგინა 2016 წლის 19 ივლისს N01/170 წერილით.

 

მტკიცებულება: 2016 წლის 19 ივლისის N01/170 წერილი, მხარეთა განმარტებები.

 

3.1.3. მოპასუხემ ქ. ხ---–-, გ-------–---–-- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა 2016 წლის 1 ივლისს, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2016 წლის 21 ივნისისა, რითაც 9 დღით გადააცილა სამუშაოს შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას.

 

მტკიცებულება: 2016 წლის 19 ივლისის N01/170 წერილი, აქტი №10, მხარეთა განმარტებები.

 

3.1.4. მოპასუხემ ქ. ხ---–-, ჯ-----–---–-- და ლ---–---- ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით მოსარჩელეს ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა 2016 წლის 19 ივლისს, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2016 წლის 6 ივლისისა, რითაც ორივე შემთხვევაში 12-12 დღით გადააცილა ექსპერტიზის წარდგენის ვადა, ხოლო ვ------ და მ–--------- ქუჩებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა დროულად.

 

2016 წლის 19 ივლისის N01/170 წერილი, აქტი №10, მხარეთა განმარტებები.

 

3.1.5. 2016 წლის 15 აგვისტოს N24 იურიდიული დასკვნით მოსარჩელემ შ-- ,,შ-----გ----–--- პ------–-“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისთვის დააკისრა პირგასამტეხლო 37605,29 ლარის ოდენობით.

 

მტკიცებულება: 2016 წლის 15 აგვისტოს N24 იურიდიული დასკვნა.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს:

3.2.1. ეკისრება თუ არა პირგასამტეხლო მოპასუხეს ექსპერტის დასკვნის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით წარდგენის გამო;

 

3.2.2. პირგასამტეხლოს თანხა უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, თუ თითოეული ქუჩის ღირებულების მიხედვით;

 

3.2.3. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოცულობა 0.1.%-ის ოდენობით;

 

3.2.4. გ-------–---–-- ქუჩის სამუშაოების 10 დღით ვადაგადაცილებით შესრულება გამოწვეული იყო თუ არა მოსარჩელის ბრალეულობით და მისი ხელშეშლით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ხ----- მ----–----–-------- მ------ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პ------–- და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

6.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან.

 

მხარეებს შორის 2016 წლის 23 მ------ დადებული ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ N45 ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ქ. ხ-----, ქუჩების კეთილმოწყობის (მოასფალტების) მეორე ეტაპის სამუშაოების შესყიდვა. შესყიდვის ობიექტის მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა (დღგს გათვალისწინებით) 569 777 ლარს.

 

ამ ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1. პუნქტით, მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ამავე ხელშეკრულები მე-10 მუხლის 10.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი შესრულების ვადას გადააცილებს წარმოდგენილი კალენდარული გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადას, დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.

ხელშეკრულების მე-7 მუხლით განისაზღვრა თითოეული ქუჩის სამუშაოს შესრულების და ექსპერტიზის წარდგენის ვადები.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებით დადგენილია, რომ მოპასუხემ ქ. ხ---–-, ჯ-----–---–-- და ლ---–---- ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით მოსარჩელეს ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა 2016 წლის 19 ივლისს, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2016 წლის 6 ივლისისა, რითაც ორივე შემთხვევაში 12-12 დღით გადააცილა ექსპერტიზის წარდგენის ვადა.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ პირგასამტეხლო გათვალისწინებულია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ვადებში შეუსრულებლობისთვის და არა ექსპერტიზის ვადის დარღვევის წარმოდგენისთვის, ვინაიდან როგორც აღინიშნა, ხელშეკრულების თანახმად მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო პირობების შეუსრულებლობაში შედის ასევე მე-7 მუხლით განსაზღვრული ექსპერტიზის ვადებში წარდგენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

401-ე მუხლის მიხედვით, მოვალე ვადის გადამცილებლად არ ითვლება, თუ ადგილი ჰქონდა ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას-ანუ ისეთ გარემოებას, რაც წარმოიშვა მოვალისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო და რომლის გამოც ვალდებულების დროულად შესრულება მოვალეს არ შეეძლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის მიხედვით, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის. იგი პასუხს აგებს შემთხვევითობისთვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლებოდა დამდგარიყო ვალდებულების დროული შესრულების დროსაც.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულა, რითაც სახეზეა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება, ამიტომ მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისგან ექსპერტიზის ვადის დარღვევით წარმოდგენის გამო პირგასამტეხლო.

 

6.3. სასამართლო სრულიად იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ პირგასამტეხლოს თანხა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის, უნდა განისაზღვროს თითოეულ ქუჩაზე ვალდებულების დარღვევის და ამ ქუჩის ღირებულების მიხედვით და არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ანუ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.

 

ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს სტატუსს.

 

მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა.

 

მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს თითოეულ ქუჩისთვის განსაზღვრული აქვს ღირებულება და შესრულების ვადები, ამიტომ პირგასამტეხლოს დაკისრება ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, კარგავს პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას და იძენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს სტატუსს, ამიტომ პირგასამტეხლოს თანხა უნდა განისაზღვროს თითოეული ქუჩის ღირებულების მიხედვით და არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან.

 

6.4. რაც შეეხება პირგასამტეხლოს მოცულობას სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. იმ ვითარებაში, როდესაც პირგასამტეხლოს თანხა უნდა განისაზღვროს თითოეული ქუჩის ღირებულების მიხედვით და არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, დარიცხული პირგასამტეხლო 0,1%-ის ოდენობით, შესაბამისი და გონივრულია ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო მოპასუხის პასუხისმგებლობასთან.

 

სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების და პირგასამტეხლოს 0,02%-მდე შემცირების საფუძველი.

 

ასეთ ვითარებაში მოპასუხე, იმაზე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე კეთილსინდისიერი მოვალე, რომელიც ჯეროვნად ასრულებს ვალდებულებას.

 

პირგასამტეხლოს შემცირება მინიმუმამდე ყოველგვარი პირობებისა და გარემოებების გაუთვალისწინებლად, თავის მნიშვნელობას უკარგავს ზოგადად ამ სამართლებრივ ინსტიტუტს, უბიძგებს მენარდეს თავი აარიდოს ვალდებულების შესრულებას, რადგან სასამართლო ისედაც შეამცირებს მას. ასეთი პრეცედენტების გახშირება ხელს უშლის სამოქალაქო ბრუნვას, მის განვითარებას და ზიანს აყენებს კრედიტორს.

 

6.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე უთითებს, რომ გ-------–---–-- ქუჩის სამუშაოების 10 დღის ვადაგადაცილებით შესრულება გამოწვეული იყო მოსარჩელის ბრალეულობით და მისი ხელშეშლით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ გარემოების დადასტურება მოპასუხის ვალდებულებაა და მისი მტკიცების საგანში შედის, რადგან ამ ფაქტის დადასტურება გამორიცხავს მოპასუხისათვის ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის ამ განმარტებას, ვინაიდან ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია, ხოლო საქმეში არსებული უდავო გარემოებებით დადგენილია, რომ მოპასუხემ ქ. ხ---–-, გ-------–---–-- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა 2016 წლის 1 ივლისს, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2016 წლის 21 ივნისისა, რითაც 9 დღით გადააცილა სამუშაოს შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას.

 

6.6. საქმეში არსებული უდავო გარემოებებით დადგენილია, რომ მოპასუხემ ქ. ხ---–-, ჯ-----–---–-- და ლ---–---- ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით მოსარჩელეს ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა 2016 წლის 19 ივლისს, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2016 წლის 6 ივლისისა, რითაც ორივე შემთხვევაში 12-12 დღით გადააცილა ექსპერტიზის წარდგენის ვადა.

 

ჯ-----–---–-- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულება შეადგენს 66 299,37 ლარს, შესაბამისად მოპასუხე შ-- „შ-----გ----–-- პ------–-“ მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის, პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს ხელშეკრულების ღირებულების - 66 299,37 ლარის 0,1%, 12 ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელიც შეადგენს ერთ დღეზე 66,299 ლარს, ხოლო 12 დღეზე - 795.6 ლარს.

 

ლ---–---- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულება შეადგენს 50 657,85 ლარს, შესაბამისად მოპასუხე შ-- „შ-----გ----–-- პ------–-“ მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის, პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს ხელშეკრულების ღირებულების - 50 657,85 ლარის 0,1%, 12 ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელიც შეადგენს ერთ დღეზე 50,657 ლარს, ხოლო 12 დღეზე - 607,2 ლარს.

 

მოპასუხემ ქ. ხ---–-, გ-------–---–-- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა 2016 წლის 1 ივლისს, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2016 წლის 21 ივნისისა, რითაც 9 დღით გადააცილა სამუშაოს შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას.

 

ქ. ხ---–-, გ-------–---–-- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულება შეადგენს 342 502,43 ლარს, შესაბამისად მოპასუხე შ-- „შ-----გ----–-- პ------–-“ მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის, პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს ხელშეკრულების ღირებულების - 342 502,43 ლარის 0,1%, 9 ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელიც შეადგენს ერთ დღეზე 342,5 ლარს, ხოლო 9 დღეზე - 3 082,5 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ხ----- მ----–----–-------- მ-----ს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის 1250 ლარის გადახდა.

 

შ-- ,,შ-----გ----–--- პ------–-’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის 134,5 ლარის გადახდა, რაც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის N200 122 900, სახაზინო კოდი 300 183 150.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ხ----- მ----–----–-------- მ------ სარჩელი შ-- „შ-----გ----–--- პ------–-ს“ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

 

2. მოპასუხე შ-- „შ-----გ----–-- პ------–-“ დაეკისროს ქ. ხ---–-, გ-------–---–-- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლო 3082,5 ლარის ოდენობით.

 

3. მოპასუხე შ-- „შ-----გ----–-- პ------–- დაეკისროს ქ. ხ---–-, ჯ-----–---–-- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლო 795.6 ლარის ოდენობით.

 

4. მოპასუხე შ-- „შ-----გ----–-- პ------–- დაეკისროს ქ. ხ---–-, ლ---–---- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლო 607,2 ლარის ოდენობით.

 

5. შ-- „შ-----გ----–-- პ------–-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით მთლიანობაში დაეკისროს 4485,3 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხა განთავსდეს ხ----- მ----–----–-------- მ------ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა ანგარიშის N2--------, სახელწიფო ხაზინა TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლების კოდი: 3--------.

 

6. მოპასუხე შ-- ”შ-----გ----–-- პ------–-“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 134,5 ლარის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს ქ. თბილისი, ,,სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის № 200 122 900, სახაზინო კოდი 300 42 31 50.

 

7. მოსარჩელე ხ----- მ----–----–-------- მ-----ს შ-- „შ-----გ----–--- პ------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 1250 ლარის გადახდა.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა სირაძე