განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1--------
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მაისი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ი----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
თ-------- ძ--------ი - დაბადებული 1--- წლის 2-----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ვ-------------------; ფაქტობრივად მცხოვრები - თბილისი, ვ-–----–----–-----------------–ი, კ-----------------------.
ადვოკატი - ლ---- მ-------–---–ი
კვალიფიკაცია:
თ-------- ძ--------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თავისი ოჯახის წევრის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 23 აგვისტოს, საღამოს საათებში, თ-------- ძ--------მა უკანონოდ შეაღწია ქ.თბილისში, ვ---------------ში მდებარე დეიდის - ნ----- ჩ------–-ს საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ----- ჩ------–-ს კუთვნილ ლეპტოპს, თავისივე დამტენითა და ხელჩანთით, ღირებულს 500 (ხუთასი) ლარად, ასევე „NORELCO” -ს ფირმის წვერის საპარს ელექტრო მანქანას, ღირებულს 50 (ორმოცდაათ) ლარად, ხოლო ამავე ბინის მეორე ოთახიდან, რომელიც დროებითი სარგებლობის მიზნით გადაცემული იყო ს------ ფ-------სა და მ-------- თ-------ისთვის, თ-------- ძ--------ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მ-------- თ-------ის კუთვნილ ა-------ს მოქალაქის პასპორტსა და მისივე სახელზე გაცემულ მართვის მოწმობას, ასევე „აიფონ 5“-ის მოდელის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 300 (სამასი) აშშ დოლარად, რაც 2018 წლის 23 აგვისტოს ლარის ოფიციალური მიმოცვლითი კურსის თანახმად, შეადგენდა 774 ლარს და ფულად თანხას 100 (ასი) აშშ დოლარის ოდენობით, რაც შეადგენს 258 ლარს. ერთობლიობაში თ-------- ძ--------ის ქმედებით, ნ----- ჩ------–ს მიადგა 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი, ხოლო მ-------- თ-------ს მიადგა 1032 (ათას ოცდათორმეტი) ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
1.2. 2018 წლის 23 აგვისტოს, დილის საათებში, თ-------- ძ--------ი თვითნებურად დაეუფლა თავისი ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში, მდებარე - ქ.თბილისში, ვ-–----–----–-----------------------------–----------------------------ში განთავსებულ ნ---- კ---------ის კუთვნილ “CROWN” - ის ფირმის მაცივარს ღირებულს 500 (ხუთასი ) ლარად, რის შემდეგაც დააგირავა აღნიშნული ნივთი სალომბარდე დაწესებულებაში.
1.3. 2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ-------- ძ--------ი დაუკავშირდა დედამისს-გ---–- ჩ------–ს და აიძულა, რომ მისთვის გადაეცა თანხა, კერძოდ, ქ. თბილისი, ვ-–----–----–ას გ------------------------–ი, კ-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ბანკომატიდან გ---–- ჩ------–მა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ კუთვნილი პლასტიკური ბარათიდან გამოიტანა თანხა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით და გადასცა თ-------- ძ--------ს.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
2.1. ბრალდებულმა თ-------- ძ--------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს, საღამოს საათებში, თ-------- ძ--------მა უკანონოდ შეაღწია ქ.თბილისში, ვ---------------ში მდებარე დეიდის - ნ----- ჩ------–-ს საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ნ----- ჩ------–-ს კუთვნილ ლეპტოპს, თავისივე დამტენითა და ხელჩანთით, ღირებულს 500 (ხუთასი) ლარად, ასევე „NORELCO” -ს ფირმის წვერის საპარს ელექტრო მანქანას, ღირებულს 50 (ორმოცდაათ) ლარად, ხოლო ამავე ბინის მეორე ოთახიდან, რომლის დროებითი სარგებლობის მიზნით, გადაცემული იყო ს------ ფ-------სა და მ-------- თ-------ისთვის, თ-------- ძ--------ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მ-------- თ-------ის კუთვნილ ა-------ს მოქალაქის პასპორტსა და მისივე სახელზე გაცემულ მართვის მოწმობას, ასევე „აიფონ 5“ -ის მოდელის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 300 (სამასი) აშშ დოლარად, რაც 2018 წლის 23 აგვისტოს ლარის ოფიციალური მიმოცვლითი კურსის თანახმად, შეადგენდა 774 ლარს და ფულად თანხას 100 (ასი) აშშ დოლარის ოდენობით, რაც შეადგენს 258 ლარს.
2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.3. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ-------- ძ--------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.
2.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბინაში უკანონო შეღწევა გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით სხვის ბინაში, საკუთრებაში შესვლას დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მიზნით, როდესაც იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად იმ პირის მიერ რომელსაც ამის უფლება არა აქვს.
2.5. საქმის მასალებით დგინდება, რომ თ-------- ძ--------მა უკანონოდ შეაღწია ქ.თბილისში, ვ---------------ში მდებარე დეიდის - ნ----- ჩ------–-ს საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სხვადასხვა დასახელების ნივთებს.
2.6. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ თ-------- ძ--------ი ნ----- ჩ------–-ს ბინაში უკანონო შეღწევის გზით დაეუფლა ნ----- ჩ------–-ს და მ-------- თ-------ის კუთვნილ ნივთებს. ე.ი. თ-------- ძ--------მა ჩაიდინა ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით.
ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2.7. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ თ-------- ძ--------ის ქმედების შედეგად ერთობლიობაში ნ----- ჩ------–ს მიადგა 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი, ხოლო მ-------- თ-------ს 1032 (ათას ოცდათორმეტი) ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
2.8. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ.
2.9 აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ თ-------- ძ--------მა ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სხვა მნიშვნელოვანი
პირადი დოკუმენტის გატაცება
2.10. ბრალდებულმა თ-------- ძ--------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს, საღამოს საათებში, თ-------- ძ--------მა უკანონოდ შეაღწია ქ.თბილისში, ვ---------------ში მდებარე დეიდის - ნ----- ჩ------–-ს საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მ-------- თ-------ის კუთვნილ ა-------ს მოქალაქის პასპორტსა და მისივე სახელზე გაცემულ მართვის მოწმობას.
2.11. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.12. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ-------- ძ--------მა ჩაიდინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება.
თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების
დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება,რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი
2.13. ბრალდებულმა თ-------- ძ--------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს, დილის საათებში, თვითნებურად დაეუფლა თავისი ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში, მდებარე - ქ.თბილისში, ვ-–----–----–-----------------------------–--------------------------- განთავსებულ ნ---- კ---------ის კუთვნილ “CROWN” - ის ფირმის მაცივარს ღირებულს 500 (ხუთასი ) ლარად, რის შემდეგაც დააგირავა აღნიშნული ნივთი სალომბარდე დაწესებულებაში.
2.14. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.15. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ-------- ძ--------მა ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
ოჯახის წევრის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა,ესე იგი მისი ფიზიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება,რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა
2.16. ბრალდებულმა თ-------- ძ--------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ-------- ძ--------ი დაუკავშირდა დედამისს-გ---–- ჩ------–ს და აიძულა, რომ მისთვის გადაეცა თანხა, კერძოდ, ქ. თბილისი, ვ-–-----–----–ას გ------------------------–ი, კ-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ბანკომატიდან გ---–- ჩ------–მა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ კუთვნილი პლასტიკური ბარათიდან გამოიტანა თანხა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით და გადასცა თ-------- ძ--------ს
2.17. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.18. საქართველოს სისხლის სამართლოს კიდექსის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.19. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ-------- ძ--------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. თ-------- ძ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების - ს------ ფ-------სს, მ-------- თ-------ის, ნ----- ჩ------–-ს, გ---–- ჩ------–-ს, ნ---- კ---------ის, ი-–-- მ--------–---–ის, დ----- ბ-----–--ის, ნ------- ბ----–---ს და თავად თ-------- ძ--------ის გამოკითხვის ოქმებით მიღებული ინფორმაცია, მობილური ტელეფონის იმეი კოდის ქსეროასლი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი, ტანსაცმლის ამოღების ოქმი, ნივთის - მობილური ტელეფონის ამოცნობის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების - პასპორტისა და მართვის მოწმობის გახსნისა და დათვალიერების ოქმი, ნივთის - ლეპტოპის ამოცნობის ოქმი, ნივთის - ელექტრო საპარსის ამოცნობის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1--------ს განაჩენი, 2009 წლის 2-----------ის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, 2013 წლის 1-----------–ის განჩინება და 2016 წლის 3----------ის განჩინება თ-------- ძ--------ის მიმართ, ე---------–-------- ვებ-გვერდის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცებები - მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები, მოწითალო ფერის ლაქებიანი ხელსახოცი, საფულე, სუნის კვლები, ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ლეპტოპი, დამტენითა და ხელჩანთით, ელექტრო საპარსი, ელექტრო გადამყვანი და ქამარი, პასპორტი და მართვის მოწმობა, ,,აიფონ 5“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, „აიფონ 4“ -ის ფირმის მობილური ტელეფონი, ასევე თ-------- ძ--------ისგან ამოღებული ტანსაცმელი, გ---–- ჩ------–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ნივთის ამოღების ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცება და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ-------- ძ--------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით; მანვე ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, დანაშაული გათვალისიწინებული საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; მანვე ჩაიდინა თავისი ოჯახის წევრის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, დანაშაული გათვალისიწინებული საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს თ-------- ძ--------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. თ-------- ძ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის შეზღუდული შერაცხადობის მქონე.
5.2. თ-------- ძ--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსული ნასამართლობა.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. თ-------- ძ--------ს აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დანაშაულთა სიმრავლეზე და ასევე ბრალდებულის წარსულ ნასამართლობაზე. სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, თ-------- ძ--------ი არის შეზღუდული შერაცხადობის მქონე.
6.2. სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.
6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას თ-------- ძ--------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
6.4. სასჯელის განსაზღვრისას სასმართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია თ-------- ძ--------ის მიმართ სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.
7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
7.1. მაცივარი დალუქული სახით N-------, რომელიც ინახება ვ---------------–----------------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.2. მაცივრის პასპორტი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.4. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები დალუქული ორ პაკეტად, შტრიხ.კოდებით F---------, F---------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.5. მოწითალო ფერის ლაქებიანი ხელსახოცი დალუქული ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.6. საფულე დალუქული ერთ სპეც.პაკეტად შტრიხ კოდით F---------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.7. სუნის კვლები - ორი ქილა, დალუქული ერთ პაკეტად F--------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.8. ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ლეპტოპი, დამტენითა და ხელჩანთით, დალუქული ერთ პაკეტად N------- ლუქით, ელექტროსაპარსი, ელექტრო გადამყვანი და ქამარი დალუქული ერთ პაკეტად N------- ლუქით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.9. ,,აიფონ 4-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქული ერთ სპეც. პაკეტად, შტრიხ.კოდით F---------, თ-------- ძ--------ისგან ამოღებული ტანსაცმელი, დალუქული ერთ პაკეტად N------- ლუქით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.10. თ-------- ძ--------ისგან აღებული სუნის ნიმუში დალუქული ერთ სპეც.პაკეტად F--------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.11. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული 1 პაკეტად, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.12. თ-------- ძ--------ისგან აღებული სისხლის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად N------- ლუქით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.13. სასამართლო სხდომის ოქმი, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახუკლ იქნას საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.თ-------- ძ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. თ-------- ძ--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
3. თ-------- ძ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
4. თ-------- ძ--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
5. თ-------- ძ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
6. თ-------- ძ--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
7. თ-------- ძ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
8. თ-------- ძ--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, თ-------- ძ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
10. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თ-------- ძ--------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1--------ს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
11. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თ-------- ძ--------ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდიომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1--------ს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
12. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ-------- ძ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი ) წლისა და 6(ექვსი)თვის ვადით.
13.თ-------- ძ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
14. თ-------- ძ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2018 წლის 24 აგვისტოდან.
15. ნივთმტკიცებები:
15.1. მაცივარი დალუქული სახით N-------, რომელიც ინახება ვ---------------–----------------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
15.2. მაცივრის პასპორტი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
15.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
15.4. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები, დალუქული ორ პაკეტად, შტრიხ.კოდებით F---------, F---------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
15.5. მოწითალო ფერის ლაქებიანი ხელსახოცი დალუქული ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
15.6. საფულე დალუქული ერთ სპეც.პაკეტად შტრიხ კოდით F---------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
15.7. სუნის კვლები - ორი ქილა, დალუქული ერთ პაკეტად F--------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
15.8. ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ლეპტოპი, დამტენითა და ხელჩანთით, დალუქული ერთ პაკეტად N------- ლუქით, ელექტროსაპარსი, ელექტრო გადამყვანი და ქამარი დალუქული ერთ პაკეტად N------- ლუქით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
15.9. ,,აიფონ 4-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქული ერთ სპეც. პაკეტად, შტრიხ.კოდით F---------, თ-------- ძ--------ისგან ამოღებული ტანსაცმელი, დალუქული ერთ პაკეტად N------- ლუქით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
15.10. თ-------- ძ--------ისგან აღებული სუნის ნიმუში, დალუქული ერთ სპეც.პაკეტად F--------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
15.11. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული 1 პაკეტად, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
15.12. თ-------- ძ--------ისგან აღებული სისხლის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად N------- ლუქით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
15.13. სასამართლო სხდომის ოქმი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
16. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
17. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/