განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№---------
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 მაისი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ლ---–- ქ-–--–-–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ა-–------ ხ------------ი - დაბადებული 1--- წლის 1------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------------------.
ადვოკატი - ე------ ს------ე
თარჯიმანი - თ------- ს---------ი
კვალიფიკაცია:
ა-–------ ხ------------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2018 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 19:35 საათზე, ქ. თბილისში, მ----–---–ის ქ---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–------ ხ------------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა - ხ----- ა------ეს ხელიდან გასტაცა 15 (თხუთმეტი) ლარად ღირებული ლეპტოპის ჩანთა, მასში მოთავსებული 200 (ორასი) ლარად ღირებული ,,Acer Aspire V5-531G”-ის ფირმის ლეპტოპი, რის შედეგადაც ხ----- ა------ეს მიადგა 215 (ორასთხუთმეტი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
2.1. დაზარალებულმა ხ----- ა------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 17 სექტემბერს მეგობართან ლ---- პ-----ესთან ერთად სამსახურიდან მიდიოდა სახლში, ხელში ეჭირა წითელ ჩანთაში ჩადებული ლეპტოპი. ისინი ფეხით გადაადგილდებოდნენ ქ. თბილისში, მ----–---–ის ქ---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მოულოდნელად გვერდითა მხრიდან მივარდა პიროვნება, როგორც შემდგომ დადგინდა ა-–------ ხ------------ი, რომელმაც ხელიდან გასტაცა ჩანთა ლეპტოპით, დამტენით და გაიქცა. ხ----- ა------ე მას დაედევნა, მაგრამ ვეღარ დაეწია, რის შემდეგაც დარეკა პოლიციაში. ხ----- ა------ის განმარტებით, მან კარგად დაინახა და დაამახსოვრდა თავდამსხმელის სახე, იგი იყო დაახლოებით 1.80 სიმაღლის, ეცვა შავი ფერის სპორტული შარვალი და ე.წ. ,,კაპიშონიანი“ მოსაცმელი. ხ----- ა------ემ ამოიცნო ბრალდებული ფოტოსურათით, ასევე ამოიცნო მისი ლეპტოპი და ჩანთა.
2.2. მოწმე ლ---- პ-----ემ დადასტურა, რომ 2018 წლის 17 სექტემბერს, როდესაც ის და ხ----- ა------ე მიდიოდნენ სახლში, ხ----- ა------ეს მოულოდნელად თავს დაესხა შავგრემანი ბიჭი, რომელმაც ხ----- ა------ეს ხელიდან გასტაცა ჩანთა, რომელშიც ლეპტოპი იყო მოთავსებული, თავდამსხმელს ეცვა შავი ფერის სპორტული შარვალი და ე.წ. ,,კაპიშონიანი“ მოსაცმელი, იყო მაღალი, შავგრემანი.
2.3. მოწმე თ-------- გ----ემ განაცხადა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პირადი კონტაქტისგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ხ----- ა------ის კუთვნილი ლეპტოპი ჩანთით ინახებოდა გ------ გ--------ის სახლში, ქ. თბილისი, ლ---------ის ქ--------ში. მან მიღებული ინფორმაცია აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც გამოიკითხა მოწმის სახით.
2.4. მოწმე გ------ გ--------მა განაცხადა, რომ არის ა-–------ ხ------------ის მეგობარი. 2019 წლის 17 სექტემბერს ა-–------ ხ------------მა შესანახად გადასცა ჩანთა, მასში მოთავსებული შავი ფერის ლეპტოპით. ეს ლეპტოპი თუ საიდან ჰქონდა ა-–------ ხ------------ს მან არ იცის. ლეპტოპი შეინახა სახლში, რომელიც ამოღებულ იქნა პოლიციელების მიერ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
2.5. მოწმე ხ---- კ------–--მა განაცხადა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პირადი კონტაქტისგან მიიღო ოპერატიული ინფომრაცია, რომლის თანახმადაც, ა-–------ ხ------------ი უნდა ყოფილიყო ქ. თბილისში, ც--–------ის ქ------–-------------ში. მან მიღებული ინფორმაცია აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც გამოიკითხა მოწმის სახით.
2.6. მოწმე ნ-----–- ს------ემ დაადასტურა, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამომძიებელს გადასცა ვიდეო ჩანაწერი.
2.7. მოწმეებმა ბ--- მ-------ემ, ს------ ე-----–--ემ, ი--–---- ს------მ, ლ-–- მ-------–---–მა, რ--------- მ---–-–---–მა, ლ---–- გ-----–--მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა და სისწორე.
2.8. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება - ადგილმდებარეობის დათვალიერება - ჩატარდა ქ. თბილისში, მ-------–---–ის ქ---------ის მიმდებარედ.
2.9. ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისში, ლ---------ის ქ--------ში ჩატარებული იქნა გ------ გ--------ის ბინის ჩხრეკა. ბინის მისაღებში განთავსებულ სავარძლის სათავსოში, მოთავსებული იყო წ-----–- ფერის ხელჩანთა, რომლის გახსნის შემდგომ, მასში აღმოჩნდა შავი ფერის ლეპტოპი და სატენი. ლეპტოპი არის ,,Acer”-ის ფირმის, რომლის გარე ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ნაკაწრებით, ხოლო მარცხენა ზედა კუთხეში აღენიშნება დაზიანება-ბზარი, დაკაწრულია ასევე ლეპტოპის ეკრანი, წინა მხარეს კლავიატურასთან აღენიშნება სტიკერები.
2.10. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ხ----- ა------ის მიერ ამოცნობილი იქნა N2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება (ა-–------ ხ------------ი), რომელმაც 2018 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისში, მ----–---–ის ქუჩაზე გასტაცა კუთვნილი ,,აისერი’’ს ფირმის ლეპტოპი და წ-----–- ფერის ჩანთა. ხ----- ა------ემ ა-–------ ხ------------ი ამოიცნო სახის მოყვანილობით, თავის ფორმით, სახის ნაკვთებით, მუქი ფერის თმით, მუქი სქელი რკალისებრი წარბებით, საშუალო ზომის ცხვირით და მუქი საშუალო ზომის თვალებით, საშუალო ზომის ტუჩების მოყვანილობით.
2.11. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს 2018 წლის 17 სექტემბერს ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული 1 ცალი წ-----–- ჩანთა, რის შემდეგაც ხ----- ა------ის მონაწილეობით ჩატარდა ნივთის ამოცნობა.
2.12. ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ხ----- ა------ის მონაწილეობით, რა დროსაც ამოიცნო N2 - ჩანთა და განაცხადა, რომ აღნიშნული ჩანთა არის მისი კუთვნილი, რომელიც 2018 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისი, ლ-------–---–-------------ის მიმდებარედ ყოფნისას, ლეპტოპთან და დამტენთან ერთად წაართვა მისთვის უცნობმა პიროვნებამ.
2.13. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს 2018 წლის 17 სექტემბერს ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული 1 ცალი ,,acer’’-ის ფირმის ლეპტოპი, დამტენთან ერთად, რის შემდეგაც ჩატარდა ამოცნობა ხ----- ა------ის მონაწილეობით.
2.14. ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ხ----- ა------ის მონაწილეობით, რა დროსაც ამოიცნო N1 - ლეპტოპი სატენთან ერთად და განაცხადა, რომ აღნიშნული ლეპტოპი არის მისი კუთვნილი, რომელიც 2018 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისი, ლ-------–---–-------------ის მიმდებარედ ყოფნისას, ჩანთასთან და დამტენთან ერთად წაართვა მისთვის უცნობმა პიროვნებამ. ამოცნობის დასრულების შემდეგ ლეპტოპი იქნა ჩართული, რა დროსაც ხ----- ა------ემ განმარტა, რომ ლეპტოპში არსებული პროგრამები არის მისი ჩაწერილი, მანვე მიუთითა ვორდის ფაილი ,,წ-----–- კ----–---ი’’ და განმარტა, რომ ეს არის წიგნი, რომელსაც თავად წერს ამჟამად, ასევე მიუთითა კომპიუტერში D დისკზე, სადაც არის ხ----- ა------ის ფოტოები ოჯახის წევრებთან ერთად.
2.15. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ნ-----–- ს------ისგან განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი. დისკზე ვიდეო ჩანაწერის დრო მითითებულია 2018 წლის 17 სექტემბრის 19:40 საათიდან 20:00 საათამდე. ჩანაწერში მოსჩანს გზის სავალი ნაწილი, გზის ორივე მხარეს ფეხით სავალი ბილიკი. აღნიშნულ ჩანაწერზე, 19:40:10 საათზე ჩნდება ორი ადამიანი, რომლებიც მოძრაობენ მხარდამხარ გზის მარცხენა მხარეს. 19:48:17 საათზე აღნიშნულ პიროვნებებს უკნიდან ეპარება იქვე გზაზე მდგომი პიროვნება, რომელსაც აცვია მუქი ფერის ტანისამოსი ერთ-ერთ პიროვნებას მხრიდან აცლის ჩანთას და გარბის მარცხენა მხარეს ქუჩაზე, რომელსაც მიყვება სირბილით აღნიშნული პიროვნებები.
2.16. ბრალდებულმა ა-–------ ხ------------მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აირჩია დუმილის უფლება.
2.17. ბრალდებულ ა-–------ ხ------------ის ადვოკატის პოზიციით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც აუცილებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ამხელდა ა-–------ ხ------------ს ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია კანონის არსებითი დარღვევით; მოწმე გ------ გ--------ი, რომელიც ამხელს ა-–------ ხ------------ს არის დაინტერესებული პირი; ფოტოსურათით ამოცნობა ჩატარებულია კანონდარღვევით, რადგან ამოსაცნობად წარდგენილი პირები არ გავდნენ ერთმანეთს; ნივთმტკიცების ლუქებზე არ არის მონაწილეთა ხელმოწერები; გამოძიების თარჯიმანი იყო არაკვალიფიციური; ვიდეოჩანაწერებში მკვეთრად არ ჩანს თავდამსხმელის სახე; საგამოძიებო მოქმედებებში დროები არასწორად არის დაფიქსირებული. ადვოკატმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში ა-–------ ხ------------ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
2.18. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ მისცა რა შეფასება წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ უნდა იქნას გაზიარებული.
2.19. სასამართლო აღნიშნავს, რომ ძარცვის გზით ქონების დაუფლება გულისხმობს ნივთის აშკარა დაუფლებას, მესაკუთრის, მფლობელის თანდასწრებით, რომლის შედეგადაც მფლობელ პირს ერთმევა საკუთარი ნივთის მიმართ უფლებების განხორციელების პრაქტიკული შესაძლებლობა. ძარცვა მატერიალური შემადგენლობის დანაშაულია, რომელიც დამთავრებულად ითვლება ქონების დაუფლების მომენტიდან, როდესაც დაზარალებულს ერთმევა შესაძლებლობა ისარგებლოს საკუთრებით. კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ა-–------ ხ------------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა დაზარალებულ ხ----- ა------ის კუთვნილ ნივთებს, რითაც დაზარალებულს წაართვა შესაძლებლობა ესარგებლა საკუთარი ნივთით. კერძოდ:
2.19.1. დაზარალებულმა ხ----- ა------ის ჩვენებით და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისში, მ----–---–ის ქ---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ა-–------ ხ------------მა ხ----- ა------ეს ხელიდან გასტაცა ჩანთა ლეპტოპით და დამტენით; აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს თვითმხილველი მოწმე ლ---- პ-----ე; ხ----- ა------ის და ლ---- პ-----ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმის სახით დაკითხულ ნ-----–- ს------ისგან განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერებში ასახულ ინფორმაციასთან, სადაც გარკვევით ჩანს ხ----- ა------ეს თუ როგორ ეპარება უკნიდან პიროვნება, მხრიდან აცლის ჩანთას და გარბის.
2.19.2. მოწმე გ------ გ--------ის ჩვენებით, გ------ გ--------ის სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ხ----- ა------ის მიერ ჩანთის, ლეპტოპის და დამტენის ამოცნობის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ------ გ--------ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული წ-----–- ფერის ხელჩანთა, შავი ფერის ლეპტოპი და სატენი, გ------ გ--------ს მისცა მისმა მეგობარმა ა-–------ ხ------------მა; შემდგომში გ------ გ--------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები ამოიცნო ხ----- ა------ემ, აღნიშნული ნივთები 2018 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისი, ლ-------–---–-------------ის მიმდებარედ ყოფნისას წაართვა მისთვის უცნობმა პიროვნებამ.
2.19.3. სასამართლო არ იზიარებს ადვოკატის პოზიციას ბრალდებულ ა-–------ ხ------------ის უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ადვოკატის დასკვნითი სიტყვა არ არის არგუმენტირებული. დაცვის პოზიციის საწინააღმდეგოდ სასამართლოს მიაჩნია, რომ: კონკრეტულ საქმეში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია კანონის დაცვით; მოწმე გ------ გ--------ს არ გააჩნდა არანაირი პირადი ინტერესი, რომ ცრუ ჩვენება მიეცა ა-–------ ხ------------ის საწინააღმდეგოდ; ფოტოსურათით ამოცნობა ჩატარებულია კანონის სრული დაცვით, რადგან, როგორც საქმეში არსებული ფოტოსურათებით ირკვევა, ამოსაცნობად წარდგენილი პირები მკვეთრად არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან; ნივთმტკიცების ლუქებზე აღინიშნება მონაწილეთა ხელმოწერები; გამოძიებისას თარჯიმნები იყვნენ კვალიფიციურები, ამასთან ბრალდებულმა იმდენად კარგად იცოდა ქართული ენა, რომ საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ფაქტობრივად არ უსარგებლია თარჯიმნის მომსახურებით; ვიდეოჩანაწერებში ასახულ ინფორმაციას სასამართლო აფასებს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მასში ასახული ინფორმაცის სრულად ემთხვევა დაზარალებულ ხ----- ა------ის და მოწმე ლ---- პ-----ის ჩვენებებს, შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ვიდეოჩანაწერებში მკვეთრად არ ჩანს თავდამსხმელის სახე, არ წარმოადგენს საფუძველს სასამართლომ ეჭვი შეიტანოს ა-–------ ხ------------ის ბრალდების სისწორეში; სასამართლოს მიაჩნია, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში დრო ზუსტად არის დაფიქსირებული, რადგან ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარებულია დანაშაულის ჩადენის დროის შემდეგ და მასში მონაწილე პირებმა დაადასტურეს ოქმებში მითითებული დროს სისწორე.
2.19.4. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჩატარებულია ობიექტურად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით; დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, ასევე წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებთან; საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც მოწმეთა ჩვენებების ან სხვა მტკიცებულებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ა-–------ ხ------------ის ბრალდებას მასში, რომ 2018 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 19:35 საათზე, ქ. თბილისში, მ----–---–ის ქ---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–------ ხ------------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა - ხ----- ა------ის 15 (თხუთმეტი) ლარად ღირებულ ლეპტოპის ჩანთას, მასში მოთავსებული ,,Acer Aspire V5-531G”-ის ფირმის ლეპტოპს და დამტენს.
2.20. ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ ა-–------ ხ------------მა ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. ხ----- ა------ის კუთვნილი ნივთების აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.21. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ ა-–------ ხ------------მა ხ----- ა------ეს გასტაცა ჩანთა მასში მოთავსებული ლეპტოპით და დამტენით.
2.22. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,Acer”-ის ფირმის ნოუთბუქის, მოდელი ,,Acer Aspire V5-531G” (დამტენით) საბაზრო ღირებულება ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს 200 (ორასი) ლარს; ნოუთბუქის ჩანთის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 15 (თხუთმეტი) ლარს.
2.22.1. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ე-–--- შ--–--–---–მა.
2.23. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
2.24. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-–------ ხ------------მა ჩაიდინა ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-–------ ხ------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.
3.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა-–------ ხ------------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ა-–------ ხ------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
4.2. ა-–------ ხ------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსული ნასამართლობა, ამჟამად ბრალად შერაცხული ქმედების პირობით გამოსაცდელ ვადაში ჩადენა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ა-–------ ხ------------ს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, რომელიც ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.
5.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 0-------ს განაჩენით ა-–------ ხ------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით (ჯარიმა აღსრულებულია); მასვე, ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქ/პ გათვალისწინებული უფლებები. ამ განაჩენით განსაზღვრულ პირობით გამოსაცდელ ვადაში ა-–------ ხ------------მა ჩაიდინა ამჟამად ბრალად შერაცხული ქმედება. აღნიშნული გარემოება, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს ა-–------ ხ------------ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის საფუძველს.
5.4. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–------ ხ------------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
5.5. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ა-–------ ხ------------მა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნა, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:
6.1. წ-----–- ფერის ჩანთა, შავი ფერის ლეპტოპი და დამტენი, რომლებიც ინახება შ-------–-------–-----------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6.2. ადგილმდებარეობის დათვალიერების ამსახველი 1 (ერთი) ცალი ელ.დისკი, 1 (ერთი) ცალი ვიდეოჩანაწერის ამსახველი ელ. დისკი და დაზიანებული პაკეტი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–------ ხ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. ა-–------ ხ------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ა-–------ ხ------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 0-------ს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
4. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 0-------ს განაჩენით განსაზღვრული მოუხდელი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
5. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–------ ხ------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
5. ა-–------ ხ------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
6. ა-–------ ხ------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2018 წლის 18 სექტემბრის 01:40 საათიდან.
7. ნივთმტკიცება:
7.1. წ-----–- ფერის ჩანთა, შავი ფერის ლეპტოპი და დამტენი, რომლებიც ინახება შ-------–-------–-----------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.2. ადგილმდებარეობის დათვალიერების ამსახველი 1 (ერთი) ცალი ელ.დისკი, 1 (ერთი) ცალი ვიდეოჩანაწერის ამსახველი ელ. დისკი და დაზიანებული პაკეტი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითის განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/