გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.05.2019
საქმის ნომერი
330210018002676502
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/29939-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე - ს----------–----–--------------------------------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ა

მოპასუხე - შ----------------------------“

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შ----------------------------“-ს მოსარჩელე ს----------–----–------------------------------------–---------–-------–--- ს----------–----------------- პ---–-–--- სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 3 762.47 ლარის გადახდა.

 

(მტკიცებულება: 15.10.2018 წლის სარჩელი, 06.05.2019 წლის სასამართლო მთავარი სხდომის ოქმი).

 

სარჩელი მოსარჩელემ დაამყარა შემდეგ გარემოებებზე:

 

მოპასუხე შ----------------------------“-ს ს----------–----–--------------------------------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ასთან (შემდგომში ს----------–----------------- პ---–-–--) გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 02 თებერვლის #------- ხელშეკრულებისა და 2018 წლის 10 ივლისის # 1------ წერილის საფუძველზე, 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით ს----------–----------------- პ---–-–---ათვის უნდა მიეწოდებინა 2500 კილოგრამი ტომატ-პასტა, საერთო ღირებულებით 29 222,4 ლარი, რომლის მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 23 ივლისს, 7 დღის დაგვიანებით (სასაქონლო ზედნადები # ე-–-------------

 

მოპასუხე შ----------------------------“-ს ს----------–----–--------------------------------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ასთან (შემდგომში ს----------–----------------- პ---–-–--) გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 30 იანვრის #------- ხელშეკრულებისა და 2018 წლის 05 ივნისის #-------- წერილის საფუძველზე, 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით ს----------–----------------- პ---–-–---ათვის უნდა მიეწოდებინა 1000 ლარის ღირებულების 500 ლიტრი ძმარი, რომლის მიწოდება განხორციელდა ეტაპობრივად, კერძოდ:

1) 2018 წლის 06 ივლისს მიწოდებულ იქნა 104 ლიტრი ძმარი (სასაქონლო ზედნადები #--–------------;

2) 2018 წლის 20 ივლისს მიწოდებულ იქნა 397 ლიტრი ძმარი (სასაქონლო ზედნადები #--–-------------

ბოლო მიწოდება განხორციელდა 39 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 26 167,5 ლარს.

 

მოპასუხე შ----------------------------“-ს ს----------–----–--------------------------------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ასთან (შემდგომში ს----------–----------------- პ---–-–--) გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 30 იანვრის ხელშეკრულებისა #------- და 2018 წლის 05 ივნისის #-------- წერილის საფუძველზე, 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით ს----------–----------------- პ---–-–---ათვის უნდა მიეწოდებინა 950 ლარის ღირებულების 2500 კილოგრამი მარილი, რომლის მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 05 ივლისს, 24 დღის დაგვიანებით (სასაქონლო ზედნადები # ე-–------------- ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 26 167,5 ლარს.

 

მოპასუხე შ----------------------------“-ს ს----------–----–--------------------------------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ასთან (შემდგომში ს----------–----------------- პ---–-–--) გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 17 იანვრის ხელშეკრულებისა #------- და 2018 წლის 10 ივლისის #-------- წერილის საფუძველზე, 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით ს----------–----------------- პ---–-–---ათვის უნდა მიეწოდებინა 11700 ლარის ღირებულების 15000 კგ ფქვილი, რომლის მიწოდება განხორციელდა ეტაპობრივად, კერძოდ:

 

1) 2018 წლის 18 ივლისს მიწოდებულ იქნა 5000 კგ ხორბლის ფქვილი (სასაქონლო ზედნადები # ელ 0---------).

2) 2018 წლის 20 ივლისს მიწოდებულ იქნა 10000 კგ ხორბლის ფქვილი (სასაქონლო ზედნადები # ელ 0---------). მიწოდება განხორციელდა 2-4 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 163 800 ლარს.

 

ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.

 

· 2018 წლის 02 თებერვლის #------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხემ მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 23 ივლისს, 7 დღის დაგვიანებით, დარიცხულმა საურავმა ჯამში შეადგინა - 30684 ლარი (დღეში 43.83 ლარი);

· 2018 წლის 30 იანვრის #------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხემ ბოლო მიწოდება განახორციელა 39 დღის დაგვიანებით, საურავმა ჯამში შეადგინა 1530.80 ლარი (დღეში 39.25 ლარი);

· 2018 წლის 30 იანვრის #------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხემ მიწოდება განახორციელა 24 დღის დაგვიანებით, დარიცხულმა საურავმა შეადგინა 942.03 ლარი (დღეში 39.2512 ლარი);

· 2018 წლის 17 იანვრის #------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხემ მიწოდება განახორციელა 4 დღის დაგვიანებით, დარიცხულმა საურავა შეადგინა 982.80 ლარი (დღეში 245.70 ლარი).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ს----------–----–--------------------------------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ამ მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 3 762.47 ლარის მოპასუხე შ----------------------------“-სათვის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით 0.15%-ის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსაბამოდ მაღალია და აღნიშნული უნდა შემცირდეს 0.05%-ამდე, ხოლო სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ცნო პირგასამტეხლოს ოდენობა 1253.28 ლარის ნაწილში.

 

(მტკიცებულება: 07.02.2019 წლის შესაგებელი, 06.05.2019 წლის სასამართლო მთავარი სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე შ----------------------------“-ს ს----------–----–--------------------------------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ასთან (შემდგომში ს----------–----------------- პ---–-–--) გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 02 თებერვლის #------- ხელშეკრულებისა და 2018 წლის 10 ივლისის # 1------ წერილის საფუძველზე, 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით ს----------–----------------- პ---–-–---ათვის უნდა მიეწოდებინა 2500 კილოგრამი ტომატ-პასტა, რომლის მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 23 ივლისს, 7 დღის დაგვიანებით (სასაქონლო ზედნადები # ე-–-------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 02.02.2018 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-------;

- სასაქონლო ზედნადები (# ელ - 0---------).

 

3.1.2. მოპასუხე შ----------------------------“-ს ს----------–----–--------------------------------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ასთან (შემდგომში ს----------–----------------- პ---–-–--) გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 30 იანვრის #------- ხელშეკრულებისა და 2018 წლის 05 ივნისის #-------- წერილის საფუძველზე, 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით ს----------–----------------- პ---–-–---ათვის უნდა მიეწოდებინა 1000 ლარის ღირებულების 500 ლიტრი ძმარი, რომლის მიწოდება განხორციელდა ეტაპობრივად, კერძოდ:

· 2018 წლის 06 ივლისს მიწოდებულ იქნა 104 ლიტრი ძმარი (სასაქონლო ზედნადები #--–------------;

· 2018 წლის 20 ივლისს მიწოდებულ იქნა 397 ლიტრი ძმარი (სასაქონლო ზედნადები #--–-------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 30.01.2018 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-------;

- სასაქონლო ზედნადები #ელ 0---------;

- სასაქონლო ზედნადები # ელ 0---------.

 

3.1.3. მოპასუხე შ----------------------------“-ს ს----------–----–--------------------------------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ასთან (შემდგომში ს----------–----------------- პ---–-–--) გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 30 იანვრის ხელშეკრულებისა #------- და 2018 წლის 05 ივნისის #-------- წერილის საფუძველზე, 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით ს----------–----------------- პ---–-–---ათვის უნდა მიეწოდებინა 950 ლარის ღირებულების 2500 კილოგრამი მარილი, რომლის მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 05 ივლისს, 24 დღის დაგვიანებით (სასაქონლო ზედნადები # ე-–-------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 30.01.2018 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-------;

- სასაქონლო ზედნადები # ელ 0---------.

 

3.1.4. მოპასუხე შ----------------------------“-ს ს----------–----–--------------------------------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ასთან (შემდგომში ს----------–----------------- პ---–-–--) გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 17 იანვრის ხელშეკრულებისა #------- და 2018 წლის 10 ივლისის #-------- წერილის საფუძველზე, 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით ს----------–----------------- პ---–-–---ათვის უნდა მიეწოდებინა 11700 ლარის ღირებულების 15000 კგ ფქვილი, რომლის მიწოდება განხორციელდა ეტაპობრივად, კერძოდ:

· 2018 წლის 18 ივლისს მიწოდებულ იქნა 5000 კგ ხორბლის ფქვილი (სასაქონლო ზედნადები #ელ 0---------).

· 2018 წლის 20 ივლისს მიწოდებულ იქნა 10000 კგ ხორბლის ფქვილი (სასაქონლო ზედნადები # ელ 0---------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 17.01.2018 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-------;

- სასაქონლო ზედნადები # ელ 0---------;

- სასაქონლო ზედნადები # ელ 0---------.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ვადის გასვლით მოსარჩელეს არ დაუკარგავს მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულება ჯეროვნად უნდა შესრულებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელე იტოვებდა უფლებას, მოეთხოვა მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს ანაზღაურება. ამდენად, ხელშეკრულების არსებით პირობაზე შეთანხმებით მხარეებმა გაითვალისწინეს, რომ მხოლოდ ვალდებულების ჯეროვანი შესრულებით წყდებოდა მათ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). ვალდებულების შესრულება გულისხმობს მის ჯეროვან შესრულებას, რაც მხარეებმა დაუკავშირეს მათ შორის პროდუქციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მიწოდებას. მოპასუხე არ უარყოფს რომ მისი მხრიდან საქონლის მიწოდება მოხდა ვადის გადაცილებით, აღნიშნული გარემოება კი მოსარჩელეს უფლებას აძლევს მოითხოვოს მისგან პირგასამტეხლოს ანაზღაურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

– მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

– 02.02.2018 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-------;

– 30.01.2018 წლის ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-------;

– 17.01.2018 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-------.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----------–----–--------------------------------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებაში (საქმე №ას-318-301-2017) განმარტებულია შემდეგი: პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსის მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას, საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.

 

პირგასამტეხლოს გონივრულობის და საქმის გარემოებებისადმი შესაბამისობის დასადგენად უნდა განიმარტოს პირგასამტეხლოს არსი. კერძოდ, პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება მინიჭებული აქვს სასამართლოს. შესაბამისად, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად, შესაბამისად ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაშია მისაღები პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 420-ე მუხლით პირგასამტეხლოს შემცირების საკითხში სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების მიზანია მოვალის დაცვა აშკარად მაღალი და გადაჭარბებული პასუხისმგებლობისაგან, მაგრამ ამ ნორმით არ იგულისხმება კრედიტორის ინტერესების უგულებელყოფა. კერძო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია სახელშეკრულებო თანასწორობის პრინციპი, რაც ხელშეკრულების ყველა მხარის თანასწორუფლებიანობას ეფუძნება. პირგასამტეხლოს ფუნქცია არის როგორც მოპასუხისათვის ვალდებულების დარღვევის გამო სანქციის დაკისრება, ისე კრედიტორისათვის ზიანის მინიმალურად ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი შედეგის, მისთვის მიყენებული ზიანის საკითხის შეფასებას. პირგასამტეხლოს მიზანია არა მოვალისათვის შეღავათის გაწევა, არამედ ისეთი თანხის დაკისრება, რაც მოპასუხეს დაიცავს გადაჭარბებული ქონებრივი პასუხიმგებლობისაგან.

 

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება პრინციპს „pacta sunt servanda“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს), რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს სახით შეუსაბამოდ მძიმე ტვირთი არ დაეკისროს ხელშეკრულების მხარეს და ვალდებულების დარღვევის ხარისხის შესაბამისად დაეკისროს ფულადი პასუხისმგებლობა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 02 თებერვლის #------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხემ მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 23 ივლისს, 7 დღის დაგვიანებით, დარიცხულმა საურავმა ჯამში შეადგინა - 306.84 ლარი (დღეში 43.83 ლარი); 2018 წლის 30 იანვრის #------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხემ ბოლო მიწოდება განახორციელა 39 დღის დაგვიანებით, საურავმა ჯამში შეადგინა 1530.80 ლარი (დღეში 39.25 ლარი); 2018 წლის 30 იანვრის #------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხემ მიწოდება განახორციელა 24 დღის დაგვიანებით, დარიცხულმა საურავმა შეადგინა 942.03 ლარი (დღეში 39.2512 ლარი); 2018 წლის 17 იანვრის #------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხემ მიწოდება განახორციელა 4 დღის დაგვიანებით, დარიცხულმა საურავა შეადგინა 982.80 ლარი (დღეში 245.70 ლარი), საბოლოოდ მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით - 3 762.47 ლარის მოპასუხე შ----------------------------“-სათვის დაკისრება.

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 30 იანვრის ხელშეკრულებებიდან და 2018 წლის 17 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიწოდების ვალდებულება მოპასუხის მიერ ნაწილობრივ დაირღვა და საქონლის მოწოდება განხორციელდა ეტაპობრივად, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულების საერთო ღირებულის 0.15%-ი უნდა შემცირდეს 0.05% ამდე, როგორც ამას მოპასუხე ეთანხმება ხოლო, 2018 წლის 02 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიწოდების ვალდებულება მოპასუხის მიერ სრულად დაირღვა და მიწოდება განხორციელდა ერთიანად, 7 დღის დაგვიანებით. მოცემულ შემთხვევაში 02.02.2018 წლის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.15% ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე, სულ 306.84 ლარი, შეუსაბამოდ მაღალი არ არის და მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს დადგენილი ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მისი ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 1457.85 ლარის ნაწილში, და მოპასუხემ ცნო მოთხოვნის 33.31%, (3762.47 ლარიდან ცნო, 1253.28 ლარი) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე მე-14 მუხლის თანახმად, შ----------------------------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 33 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ს----------–----–--------------------------------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე შ----------------------------“-ს ს----------–----–--------------------------------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ის სასარგებლოდ დაეკისროს - 1 457.85 ლარის გადახდა;

3. მოსარჩელე ს----------–----–------------------------------------–---------–-------–--- ს----------–----------------- პ---–-–--ს უარი ეთქვას 2 304.62 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში;

4. მოპასუხე შ----------------------------“-ს ს----------–----–--------------------------------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 33 ლარის გადახდა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე