გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3----14
საქმე № 3--------------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31.01.2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთაკოლეგია
მოსამართლე - ივანე აღნიაშვილი
სხდომის მდივნები - მანანა გოგიბედაშვილი, ანა მგელაძე
მოსარჩელე - ვ------------------ვა, გ------------–-------ი
წარმომადგენელი - ზ------------–-ა
მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გ-–------ რაიონის გამგეობა
წარმომადგენელი - მ-----------------ძე
მოპასუხე - ნ-–------–-–---–-
წარმომადგენელი - თ-----------------–-ძე
დავის საგანი - პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2006 წლის 17 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულება
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გ-–------ რაიონის გამგეობამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარცელო განცხადება უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები (იხ. შესაგებელი ს.ფ. 63-70).
2.2. მოპასუხე - ნ-–------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა (იხ. შესაგებელი ს.ფ. 72-79).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსსრ ლ------ რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ აღმასკომის 17/IV-1968 წ. N---- გადაწყვეტილების საფუძველზე 1968 წლის 26 აპრილს გაცემულ იქნა ორდერი N----- ა-–--------------------ას სახელზე (8 წევრიან ოჯახთან ერთად) 49,7 კვ.მ. 3 ოთახის დაკავების უფლების თაობაზე, მის ქ. თბილისი, ზ---ს დასახლება, სახლი N--, სადარბაზო N--, ბინა N--. ოჯახის შემადგენლობაში მითითებულია _ ა-–--------------------ა, ა------------–-------ი (ქმარი), თ-----------–-------- (ქალიშვილი), ვ-–-------------–-------- (ვაჟი), ვ-----------–-------ა (ქალშვილი), ლ-------–------–-------ა (ქალიშვილი), ნ----–--------–-------ა (ქალიშვილი) და გ------------–-------ი (ვაჟი).
,,ქ--–--–-----''-ს მიერ 2014 წლის 12 აგვისტოს გაცემული N 3- ცნობის მიხედვით, ირკვევა, რომ თბილისის, ლ------ რაიაღმასკომის მიერ 26.04.1968 წ. გაცემული N7--- ორდერში მითითებულ მისამართს ,,N-, I--------------, I-----------–ი, ზ---ზე'', ამჟამად შეესაბამება მისამრთი ,,ლ------ ქუჩა N---, ბინა N----.
1993 წლის 12 თებერვალს ერთის მხრივ გ------------–-------სა და მეორეს მხრივ გ---------------–---–ს (ადგილობრივი მმართველობის ორგანოს საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციის წარმომადგენელი) დადებულ იქნა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით გ------------–-------ს უსასყიდლოდ, საკუთრება გადაეცა ქ. თბილიში, ლ------ ქუჩა N----ში მდებარე N-- ბინა, საცხოვრებელი ფართით 45,31 კვ.მ., საერთო ფართით 72,8 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 26.04.1968 წ. ორდერი N----- (ს.ფ. 24).
- 12.08.2014 წ. ცნობა N 3- (ს.ფ. 28).
- 12.02.1993 წ. ხელშეკრულება.
3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 29 ივლისის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთის მდებარე ქ. თბილისი, ლ------ ქუჩა N---, ბინა N--, საკადასტრო კოდი N0----------------------, ფართი 70,07 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს ნ-–------–-–---–-. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითიტებულია, 2006 წლის 17 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულება დამოწმებული ნოტარიუსის შემცვლელი მ. ლ-------–---–-- მიერ რეესტრით N---7--.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 06 აგვისტოს უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიხედვით (04.07.2014 წ. განცხადება #T-----------), დგინდება,რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის შესახებ მონაცემების შესაბამისად, ქ. თბილისი, ლ------ ქუჩა N---–ი მდებარე უძრავი ნივთის სააღიცხვო ბართში ბინა N--4-ის მითითებით უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მითითებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 29.07.2014 წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 39-40).
- 06.08.2014 წ. უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია (ს.ფ. 38).
3.1.3. 2006 წლის 17 მარტის საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების მიხედვით, ,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ'' საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის N--- დადგენილების საფუძველზე, ქ. თბილისის, გ-–-----------–-----ის რაიონულმა გამგეობამ, მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ბ----------------–--ის მეშვეობით ნ-–------–-–---–ს საკუთრებაში, უსასყიდლოდ გადასცა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, ლ------ ქუჩა N---, ბინა N--, ფართი 70,07 კვ.მ. საქართველოს საჯარო რეესტრიდან 17.03.2006 წ. გაცემული ამონაწერის საფუძველზე. ხელშეკრულების თანახმად, ბინა მიმღებს გადაეცა უსასყიდლოდ უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.03.2006 წ. Nყ----------- ცნობით ქონებაზე ყადაღის არარსებობის თაობაზე, დასტურდება, რომ უძრავ ქონებაზე მის. ქ. თბილისი, ლ------ ქუჩა N---, ბინა N--, რომლის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო, ყადაღის შესხებ ინფორმაცია რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 17.03.2006 წ. საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება N---7-- (ს.ფ. 42-43).
- 17.03.2006 წ. ცნობა Nყ----------- (ს.ფ. 118).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან N9-------- (ს.ფ. 119-120).
3.1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქლაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბართით დგინდება, რომ ვ-----------–-------ა 2004 წლის 19 ნოემერს მოხნილ იქნა რეგისტრაციიდან მისამართი: თბილისი, ლ------ ქუჩა ნ---, ბინა N--.
ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2004 წლის 17/06 N----- მიმართვით, ნ-–------–-–---–ს 09.06.2004 წ. N------ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ლ------ ქუჩა N----ში მდებარე ბინა N--ზე სამსახურში პრივატიზაციის ხელშეკრულება წარდგენილი არ არის.
გ-–-----------–-----ის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ოქტომბრის N--------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ-–------–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა: ქ. თბილისშ, ლ------ ქუჩა N----ის ბინა N---ზე გაუქმდა ვ-----------–-------ისა და გ------------–-------ის რეგისტრაცია და ამავე ბინის ფართზე ჩაითვალნენ უფლებადაკარგულად. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 სექტემბრის N 3-------------- განჩინებით, ვ-----------–-------ისა და გ------------–-------ის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 თებერვლის N3/3----14 განჩინებით შეჩერდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, გ-–-----------–-----ის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე და მის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 მარტის N 3------- განჩინებით, ვ------------------ასა და გ------------–-------ის სარჩელზე მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ, რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება (განჩინება შესულ იქნა კანონიერ ძალაში).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 04 დეკემბრის N--ბ/5----17 განჩინებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით ვ------------------სა და გ------------–-------ის განცხადება გლდანი ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ოქტომბრის N--------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2005 წლის 25 მარტის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი. 04.12.2017 წ. N2ბ/5----17 განჩინებით ვ------------------ას (პ---–--------) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განჩინება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 მარტის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საინფორმაციო ბართი (ს.ფ. 164).
- 17.06.2004 წ. მიმართვა N------ (ს.ფ. 80).
- 29.10.2004 წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება N--------- (ს.ფ. 81).
- 10.09.2014 წ. გადაწყვეტილება (ს.ფ. 97-98).
- 12.12.2014 წ. მიმართვა N 3-------------- (ს.ფ. 133).
- 17.02.2015 წ. განჩინება (ს.ფ.170-172).
- 16.02.2016 წ. N 3------- მომართვა (ს.ფ. 180).
- 30.03.2015 წ. განჩინება N 3------- (ს.ფ. 181-183).
- 04.12.2015 წ. განჩინება N--ბ/5----17 (ს.ფ. 187-193).
- 06.03.2018 წ. განჩინება (ს.ფ. 194-195).
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმების მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ დადებული ხელშეკრულების კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც მიღებული იქნებოდა მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება. იგი წარმოდგენილ მოთხოვნას ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ'' საქართველოს მინისტრთა კაბინეტს 1992 წლის 01 თებერვლის N---- დადგენილება.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები. სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს საერთო ევროპულ ფუნდამენტურ ელემენტს. იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის” უმნიშვნელოვანეს ნაწილად განიხილება. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი ასახულია ,,საერთო სასამართლოების შესახებ'' საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში. ,,სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ... წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას ...'' (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 10.11.2009წ. გადაწყვეტილება N--/3/421,422 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'' II, 1). სასამართლო განმარტავს, რომ უფლება სამართლიან სასამართლოზე უპირველესად გულისხმობს პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრებასა და უფლების სასამართლო წესით წესით დაცვის შესაძლებლობას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ,,მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013 წ. გადაწყვეტილება N 3/1/531 საქეზე ,,ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'', II, 3). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს უყალიბდება რწმენა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტი (ისევე როგორც ეროვნული კანონმდებლობა), სასამართლოსადმი მიმართვის წინაპირობად სწორედაც რომ უშვებს გარკვეული ვალდებულებების დაწესების შესაძლებლობას.
7.2. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს რა სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეებს, აკეთებს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს (მუხლი 2), ასევე განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების საკითხებს პირველი ინსტანციის სასამართლოში (თავი VIII).
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლი ადგენს კოდექსის მოქმედების სფეროს და ამბობს, რომ ,,ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი''.ამავე საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლი კი აკეთებს ჩამონათვალს იმ საქმეებისა, რაც შეიძლება იყოს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი, კერძოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ხოლო მე-3 ნაწილი კი განსაზღვავს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირიტად ელემენტად განსაზღრა დავის საგანი, რაც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად კი ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
კომპეტენციის გამიჯვნის პოზიტიური ტაქსაციის მეთოდის გამოყენებით სზაკ-ის 2.1 მუხლი იძლევა ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. ამასთანავე, კომპეტენციის განსაზღვრის ზოგადი ნიშნის გამოყენებით (ენუმერაციის მეთოდი) კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის იმ სამართალურთიერთობიდან წარმოშობა, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული (იხ. სუს 11.09.2014 წ. განჩინება საქმეზე N3-0-316(გ-14)). ამდენად, საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა ენიჭება სადავო აქტების გამოცემის საფუძვლებს, სამართალურთიერთობის სუბიექტის მოქმედების ფორმას. უკეთუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე, ზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახეზეა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო თუ აქტის გამოცემის საფუძველი კერძო-სამართლებრივია, იგი არ ჩაითვლება ადმინისტრაციულ აქტად (იხ. სუს დიდი პალატის 10.07.2007წ. განჩინება საქმეზე =ბს-132-123(კ-07)).
სასამართლო განმარტავს, რომ მატერიალური მიზნის განსახორციელებლად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მოსარჩელეს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს სარჩელის სხვადასხვა ფორმები და საპროცესო მოქმედებები. იმისათვის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო ამ პირთა ქმედითი სამართლებრივი დაცვა, შეიქმნა სამართლებრივი დაცვის სხვადასხვა ფორმები, როგორც ადეკვატური პროცესუალური საშუალებები, რა ფორმის სარჩელი უნდა იქნეს აღძრული დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნისათვის იღწვის მოსარჩელე. პირმა რომელიც საჭიროებს სამართლებრივ დაცვას პირველ რიგში თვითონ უნდა შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც ესაჭიროება მიზნის განსახორციელებლად, ამავდროულად ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია გაუწიოს ამ პირს სათანადო მხარდაჭერა, ამასთან, დავის საგნის განსაზღვრა მთლიანად მოსარჩელის კომპეტენციაა, იგი განსაზღვავს სარჩელის შინაარსა და მოცულობას. სასამართლო შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში. სარჩელის წარდგენის უფლების არსებობის შესახებ მოთხოვნა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერ პირის მიერ შემოტანილი სარჩელები, ანუ ხელი შეეშალოს იმას, რომ ნებისმიერ პირს ვის უშუალო კანონიერი ინტერესიც არ შელახულა არ შეეძლოს სარჩელის აღძვრა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წინააღმდეგ, ან მის მიღებაზე უარის თქმის ან ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობის შემთხვევაში.
ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი პრინციპის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს საქმიანობის სამართლებრივი ფორმის არჩევანის თავისუფლება (საქმიანობის ძირთიადი ფორმებია: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რეალაქტი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება). ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია კონკრეტული სამართალურთიერთობა მოაწესრიგოს იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენების გზით, რომელიც მისივე აზრით უფრო ეფექტურია კონკრეტულ შემთხვევაში. ადმინისტრაციული ორგანოს თავისუფლების ფარგლები მთავრდება იქ და მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონი ზუსტად უთითებს მოცემული ურთიერთობისათვის ამა თუ იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენების აუცილებლობას ან ეს გამომდინარეობს კანონით მოწესრიგებული ურთიერთობის თავისებურებიდან. როგორც უკვე აღინიშნა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით გამარტებულია, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. მითითებული საკანონმდებლო აქტის 65-ე მუხლით კანონმდებელმა განსაზღვრა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. როგროც აღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას არ სარგებლობს კერძო პირებისათვის დამახასიათებელი ნების ავტონომიის უფლებით, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას განაპირობებს მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ერთ ერთი მახასიათებელი არის ის, რომ ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, ადმინისტრაციული ორგანოა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, თუ აღნიშნული მისი შეხედულებით უფრო მისაღებია და არ ეწინააღმდეგება საჯარო სამართლებრივ ნორმებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის კერძო-სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად დადოს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ამდენად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (სასკ-ის 251 მუხ, სზაკ-ის 65.2, 651 მუხ.). საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს (06.06.2012წ. №ბს-1394-1377(კ-11) განჩინება; 26.12.2013 წ. განჩინება N----27(კ-13)).
7.3. საქართველოს რესპუბლიკის ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლო გადაცემის) შესახებ მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის №1-- დადგენილების თანახმად, ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. განსახილველი ნორმის თანახმად, გასათვალისწინებელია, რომ საცხოვრებელი სახლის (ბინის) პრივატიზაციისას თანაბარი უფლებებით სარგებლობენ ის პირები, ვინც წარმოადგენენ ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლებს ან მათი ოჯახის წევრებს, ანუ აღნიშნული ნორმატიული აქტი არ აყენებს საცხოვრებელი სახლის (ბინის) არც ერთ დამქირავებელს ან მისი ოჯახის წევრს პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ასეთ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები გამოთქვამენ ნებას, თავისი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის მიზნით საკუთრებაში მიიღონ საცხოვრებელი სახლი (ბინა), რომელიც მათ გადაცემული ჰქონდათ სარგებლობაში. აღნიშნულს თავის მხრივ ასევე ადასტურებს დასახელებული დადგენილების მე-5 მუხლი, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.
მითითებული დადგენილების თანახმად, ხელშეკრულება საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ფორმდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სახელით საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციასა და მოქალაქეს შორის, რომელსაც ბინა უნდა გადაეცეს საკუთრებაში, ხოლო საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემისას ადმინისტრაციასა და მოქალაქეს შორის. საცხოვრებელი სახლის (ბინის) მოქალაქისათვის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება უნდა დადასტურდეს სანოტარო წესით და რეგისტრაციაში გატარდეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოში სამი თვის ვადაში სანოტარო წესით დადასტურების დღიდან. საცხოვრებელი სახლის (ბინის) საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
განსახილველ შემთვევაში დადგენილია, რომ სსსრ ლ------ რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ აღმასკომის 17/IV-1968 წ. N---- გადაწყვეტილების საფუძველზე 1968 წლის 26 აპრილს გაცემულ იქნა ორდერი N----- ა-–--------------------ას სახელზე 49,7 კვ.მ. 3 ოთახის დაკავების უფლების თაობაზე, მის ქ. თბილისი, ზ---ს დასახლება, სახლი N--, სადარბაზო N--, ბინა N--. 1993 წლის 12 თებერვალს ერთის მხრივ გ------------–-------სა და მეორეს მხრივ გ---------------–---–ს (ადგილობრივი მმართველობის ორგანოს საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციის წარმომადგენელი) დადებულ იქნა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით გ------------–-------ს უსასყიდლოდ, საკუთრება გადაეცა ქ. თბილიში, ლ------ ქუჩა N----ში მდებარე N-- ბინა, საცხოვრებელი ფართით 45,31 კვ.მ., საერთო ფართით 72,8 კვ.მ. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ უძრავ ქონებაზე მის. ქ. თბილისი, ლ------ ქუჩა N---, ბინა N--, რომლის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო, ყადაღის შესხებ ინფორმაცია რეგისტრირებული არ იყო, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში უძრავ ქონებაზე ლ------ ქუჩა N----ში მდებარე ბინა N--ზე სამსახურში პრივატიზაციის ხელშეკრულება წარდგენილი არ იყო, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქლაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბართით დადგენილ იქნა, რომ ვ-----------–-------ა 2004 წლის 19 ნოემერს მოხნილ იქნა რეგისტრაციიდან მისამართი: თბილისი, ლ------ ქუჩა ნ---, ბინა N-- და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან N9-------- დადასტურებულ იქნა, რომ მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა სახელმწიფო. აღნიშნულის შემდგომ 2006 წლის 17 მარტის ,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ'' საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის N--- დადგენილების საფუძველზე, ქ. თბილისის, გ-–-----------–-----ის რაიონულმა გამგეობამ, მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ბ----------------–--ის მეშვეობით ნ-–------–-–---–ს საკუთრებაში, უსასყიდლოდ გადასცა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, ლ------ ქუჩა N---, ბინა N--, ფართი 70,07 კვ.მ. საქართველოს საჯარო რეესტრიდან 17.03.2006 წ. გაცემული ამონაწერის საფუძველზე, ბინა მიმღებს გადაეცა უსასყიდლოდ უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში.
საქმეში წარმოდგენილი მასლაებით დადგენილია, რომ გ-–-----------–-----ის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ოქტომბრის N--------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ-–------–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა: ქ. თბილისშ, ლ------ ქუჩა N----ის ბინა N---ზე გაუქმდა ვ-----------–-------ისა და გ------------–-------ის რეგისტრაცია და ამავე ბინის ფართზე ჩაითვალნენ უფლებადაკარგულად. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 სექტემბრის N 3-------------- განჩინებით, ვ-----------–-------ისა და გ------------–-------ის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე დასაშვებად იქნა ცნობილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლი ს30 მარტის N 3------- განჩინებით, ვ------------------ასა და გ------------–-------ის სარჩელზე მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ, რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება (აღნიშნული განჩინება შესულ იქნა კანონიერ ძალაში). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 04 დეკემბრის N--ბ/5----17 განჩინებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით ვ------------------სა და გ------------–-------ის განცხადება გლდანი ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ოქტომბრის N--------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2005 წლის 25 მარტის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი. 04.12.2017 წ. N2ბ/5----17 განჩინებით ვ------------------ას (პ---–--------) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განჩინება.
ყოველივე ზემოაღნიშნულით დგინდება, რომ სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების/გაფორმების დროისათვის უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ლ------ ქუჩა N31, საკადასტრო კოდი 1---------, დაუზუსტებელი ფართობი 844 კვ.მ. გამოთავისუფლებული და რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს (გ-–-----------–-----ის რაიონის გამგეობა) სახელზე, რომლის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის რაიონის გამგეობის 2006 წლის 17 თებერვლის განკარგულება N--68 (იხ ს.ფ. 119-120), ამავე მისამართზე 03/2006 წ. N------- ცნობის მიხედვით მითითებულ ბინაში რეგისტრირებული იყო ნ-–------–-–---–- (იხ.ს.ფ.121). ამდენად, მოპასუხე მხარეს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების/დისკრეციის ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო აღნიშნული გადაწყვეტილება და დაედო საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის შესახებ ხელშეკრულება მის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების უსასყიდლო, პრივატიზაციის წესით გადაცემის თაობაზე, რამეთუ ყადაღის შესხებ ინფორმაცია რეგისტრირებული არ იყო, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში უძრავ ქონებაზე ლ------ ქუჩა N----ში მდებარე ბინა N--ზე სამსახურში პრივატიზაციის ხელშეკრულება წარდგენილი არ იყო და უძრავი ქონება/ბინა იყო უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო.
7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს, ხოლო ამავე კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების პირველი ნაწილების მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას, ხოლო მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, ამასთან დავის სასამართლო განხილვისას მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის მტკიცება, რომ 2006 წლის 17 მარტს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულება განხორციელებულია საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №1-- დადგენილებით განსაზღვრული წესის დარღვევით და რომ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ ნიშნავს ყოველგვარ მოსაზრებაზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; Van de Hurk v. Netherlands, §61, Garcia Ruiz v. Spain §26; Perez v France [GC], §81).
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, ვ------------------ას განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ნ-–------–-–---–ს (პირადი ნომერი: 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ლ------ ქუჩა №--, ბინა №-, ფართი: 70.07 კვ.მ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0----------------------- გასხვისება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. ამ კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). აღნიშნული დანაწესის არსი მდგომარეობს შემდეგში: თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულრიებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). აღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ თუ რომელ საპროცესო ნორმას გამოიყენებს სასამართლო ანალოგიის პრინციპზე დაყრდნობით სადაო ურთიერთობის რეგულირებისას არ არის დამოკიდებული მის სუბიექტურ შეხედულებაზე, არამედ ასეთის არსებობის პირობებში სასამართლო ვალდებულია გამოიყენოს მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა.
საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის დანაწესისან და იმის გათვალისიწნებით, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სასარჩელო განცხადება, უნდა გაუქმდეს მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზურუნველყოფის ღონისძიება.
9. საპროცესო ხარჯები
სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლი განსაზღრავს სახელმწიფოსათვის ხარჯების ანაზღაურების წესს. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევბის გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილ იქნა სახელწიფო ბაჟი (25.08.2014 წ. საკრედიტო საგადახდო დავალება N-) 100 ლარის ოდენობით, იმ პირობებში როდესაც წინამდებარე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ვ------------------ასა და გ------------–-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი -100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ივანე აღნიაშვილი