გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.10.2018
საქმის ნომერი
330310017001783898
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/663-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 ოქტომბერი 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ივანე ღლონტი

 

სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - ი-----–- კ-----

წარმომადგენელი - დ---- მ-----–-–---–-

 

მოპასუხე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

წარმომადგენლები - ზ------ გ-----–-–---–- და პ----- ჯ---–---–-

 

მესამე პირი - დ----- მ---------–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანება ი-----–- კ----ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანება ი-----–- კ----ის სასწავლო და პროფესიული განვითარების შვებულების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №2---- ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

 

3. დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს აქტი, რომლის შესაბამისად მოსარჩელე - ი-----–- კ----- აღდგენილი იქნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ს--------–--------------------–----------------------------------------------------------------ს თანამდებობაზე.

 

4. მოპასუხე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაეკისროს ი-----–- კ----ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს და დანამატის ოდენობით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან - სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა, ტ. II, ს.ფ. 10-11).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის, ახალი აქტის გამოცემისა და თანხის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს №2---- ბრძანებით, ი-----–- კ----- დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ი-----------–------------------------------ს თანამდებობაზე, 2013 წლის 1 აგვისტოდან 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს №2---- ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 45).

 

3.1.2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 3 აპრილის №4---- ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 12 იანვრის №1/ო ბრძანებაში და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებები განისაზღვრა დანართის შესაბამისად, რომლის თანახმად დგინდება, რომ სამინისტროში გათვალისწინებული იყო სულ 1-- საშტატო ერთეული, კერძოდ, იურიდიულ დეპარტამენტში განსაზღვრული იყო 8 საშტატო ერთეული, მათ შორის დეპარტამენტის უფროსის 1 საშტატო ერთეული.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 3 აპრილის №4---- ბრძანება, დანართი (ტ. I, ს.ფ. 53-56).

 

3.1.3. 2016 წლის 28 ივლისს, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა (გრანტის გამცემი) და ი-----–- კ-----ს (გრანტის მიმღები) შორის დაიდო „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გრანტის გამცემი უსასყიდლოდ გადაცემდა მიზნობრივ ფულად სახსრებს გრანტის მიმღებს, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურთან დაკავშირებული ხარჯების ან/და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.

 

ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი - 58 00) გრანტის გამცემი, გრანტის მიმღებს, სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2016-2017“ ფარგლებში, უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს გ--------ში, პ----------ს უნივერსიტეტში, პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ საჯარო მმართველობის მიმართულების საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე 2016-2017 სასწავლო წლისათვის სწავლის საფასურის და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით, გრანტის გამცემმა გრანტის მიმღებს გრანტის სახით 2016-2017 სასწავლო წლისათვის გადასცა 20 000 ევროს ეკვივალენტი თანხა ეროვნულ ვალუტაში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2016 წლის 28 ივლისის გრანტის შესახებ ხელშეკრულება №5-----------, დანართი (ტ. I, ს.ფ. 57-62).

 

3.1.4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №2---- ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 48-ე მუხლისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სსიპ განათლების საერთაშორისო სასწავლო ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიღებული სახელმწიფო სტიპენდიით (გრანტით), პ----------ს უნივერსიტეტში (გ--------), საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ი-----------–-----------------------------ს, ი-----–- კ-----ს მიეცა შვებულება 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე (ერთი წელი), აქედან: ა) სასწავლო შვებულება - 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე (3 თვე); ბ) შვებულება პროფესიული განვითარებისათვის, შრომითი გასამრჯელოს შენარჩუნების გარეშე, 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე (9 თვე). ამავე ბრძანების მე-2 პუნქტში მითითებული იქნა, რომ ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის 63-ე მუხლის ძალაში შესვლის დღიდან, ანუ - 2017 წლის 1 იანვრიდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №2---- ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 67).

 

3.1.5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ნოემბრის №4---- ბრძანებით დ----- მ---------–- დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ი-----------–------------------------------ს თანამდებობაზე, დროებით არმყოფი მოხელის შემცვლელად, 2016 წლის 28 ნოემბრიდან, მოხელის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ნოემბრის №4---- ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 75).

 

3.1.6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის №1----- ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის ოპტიმიზაციის უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადდა სამინისტროს რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევდა სამინისტროში შტატების შემცირება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის №1----- ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 68).

 

3.1.7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და 63-ე მუხლის შესაბამისად, „ი-----–- კ----ის სასწავლო და პროფესიული განვითარების შვებულების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №2---- ბრძანებაში შევიდა შემდეგი სახის ცვლილება: ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ი-----–- კ----ის სასწავლო შვებულების შესახებ“; ბ) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად“; გ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 1. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ი-----------–-----------------------------ს, ი-----–- კ-----ს მიეცეს სასწავლო შვებულება 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (სამი თვე)“; 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ი-----–- კ----ის სასწავლო და პროფესიული განვითარების შვებულების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №2---- ბრძანების მე-2 პუნქტი, 2017 წლის 1 იანვრიდან. საფუძველი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი (21.12.2016წ.).

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 69).

 

3.1.8. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №1----- ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და განისაზღვრა მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები და თანამდებობათა დასახელებები დანართის შესაბამისად. დანართის თანახმად დგინდება, რომ სამინისტროში კვლავ გათვალისწინებული იქნა 1-- საშტატო ერთეული, თუმცა ი-----------–------------------ს ნაცვლად განისაზღვრა ს--------–--------------------–--------------------------------------------------------------. აღნიშნულ სამსახურში გათვალისწინებული იქნა ს----------------------სა და მისი მ--------–ის - გ---------–---------------ს საშტატო ერთეულები, ასევე მათ დაქვემდებარებაში მყოფი 3 განყოფილება (სამმართველო) სულ 15 საშტატო ერთეულით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №1----- ბრძანება, დანართი (ტ. I, ს.ფ. 71-74).

 

3.1.9. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანებით ი-----–- კ----- - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ი-----------–------------------------------ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სამინისტროში ჩატარებული რეორგანიზაციისა და დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო, 2017 წლის 3 იანვრიდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 41).

 

3.1.10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №5---- ბრძანებით, დ----- მ---------–- დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ს--------–--------------------–-------------------------------------------------ს ს----------------------ს თანამდებობაზე, მოვალეობის შემსრულებლად, 2017 წლის 3 იანვრიდან, კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე არაუმეტეს ერთი წლისა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №5---- ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 76).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი-----–- კ----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულება“, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულება“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის №10/ნ ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ი-----------–------------------ს დებულების დამტკიცების შესახებ“, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ს--------–--------------------–--------------------------------------------------------------ს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №44/ნ ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანება ი-----–- კ----ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანება ი-----–- კ----ის სასწავლო და პროფესიული განვითარების შვებულების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №2---- ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამდენად, სასამართლომ, მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერებაზე, კერძოდ, მოპასუხეს დაევალოს გამოსცეს აქტი, რომლის შესაბამისად მოსარჩელე - ი-----–- კ----- აღდგენილი იქნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ს--------–--------------------–----------------------------------------------------------------ს თანამდებობაზე. ასევე, მოპასუხე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაეკისროს ი-----–- კ----ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს და დანამატის ოდენობით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან - სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სამინისტროში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად.

 

სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების“ მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ხელმძღვანელობს სამინისტროს, იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე და ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქმიანობის წარმართვასა და კოორდინაციას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი-----–- კ-----ს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ი-----------–------------------------------ს თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6.3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 თავით დადგენილია სამსახურიდან განთავისუფლების პირობები. აღნიშნული კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლედეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ხოლო 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის №1----- ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის ოპტიმიზაციის უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადდა სამინისტროს რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევდა სამინისტროში შტატების შემცირება.

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანებით ი-----–- კ----- - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ი-----------–------------------------------ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, სამინისტროში ჩატარებული რეორგანიზაციისა და დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო, 2017 წლის 3 იანვრიდან.

 

ამასთან, რეორგანიზაციის შედეგად, სამინისტროს ი-----------–------------------ს ნაცვლად შეიქმნა ახალი სამინისტროს ს--------–--------------------–--------------------------------------------------------------. მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნით უნდა დადგინდეს, არის თუ არა გაუქმებული და ახლად შექმნილი სამსახური ერთმანეთის იდენტური ფუნქციური თვალსაზრისით, რაც უნდა დადგინდეს მათი უფლებამოსილებების შედარების გზით.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაზე, რომლის მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იყო ი-----------–------------------ს ამოცანები და კომპეტენცია, კერძოდ: სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარდგენილი და დეპარტამენტის მიერ შემუშავებული წინადადებების საფუძველზე, სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მომზადება და ამ გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში, შესრულების კოორდინაცია; სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ფუნქციათა განხორციელების ხელშეწყობა; კომპეტენციის სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; სხვადასხვა უწყების, სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ მომზადებული და სამინისტროში წარდგენილი, აგრეთვე, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული და დეპარტამენტისათვის წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, სამართლებრივი დასკვნის მომზადება ან/და ვიზირება; საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული წინადადებების საფუძველზე, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ი-----------–------------------ს მიერ მომზადებული, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ მომზადებული და მისთვის წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობისათვის, საქართველოს პარლამენტში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა; სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; მინისტრის დავალებით სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, ხოლო სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მიმართვის შემთხვევაში, სხვა სახის ხელშეკრულების პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა/ვიზირება; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; მიმართვის შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი კონსულტაციის განხორციელება; მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს.

 

აღნიშნულ დებულებასთან შედარების მიზნით სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულებაზე“, რომლის მე-18 მუხლით განსაზღვრულია ს--------–--------------------–--------------------------------------------------------------ს ძირითადი ამოცანები, კერძოდ: ა) „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონპროექტების მომზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობის მიღება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება; დ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის კოორდინაცია; ე) ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობა; ვ) სამინისტროში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების: ზ.ა) მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა; ზ.ბ) სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსისა და მოხელეთა ატესტაციის ჩატარების ორგანიზება; ი) შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, თითოეული თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ წინადადებების შემუშავება; კ) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა; ლ) სამინისტროში სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია; მ) საქართველოს კანონმდებლობითა და ს--------–--------------------–--------------------------------------------------------------ს დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.

 

ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული დეპარტამენტები უფლებამოსილებებისა და ამოცანების ურთიერთშედარება ნათლად მეტყველებს, რომ გაუქმებული „ი-----------–------------------“ და ახლად შექმნილი „ს--------–--------------------–--------------------------------------------------------------ს“ ამოცანების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა, ერთმანეთის იდენტურია; მათ შორის რამდენიმე განსხვავება ძირითადად ტექნიკურ, გრამატიკულ და ზედაპირულ ხასიათს ატარებს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, ახლად შექმნილი სამსახური ძველი, გაუქმებული დეპარტამენტის იდენტურია ფუნქციური თვალსაზრისით.

 

რაც შეეხება უშუალოდ გაუქმებული „ი-----------–------------------ს“ უფროსისა და ახლად შექმნილი „ს--------–--------------------–--------------------------------------------------------------ს“ უფროსის ფუნქციათა ურთიერთშედარებას, აღნიშნულისათვის სასამართლო მიუთითებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის №10/ნ ბრძანებაზე - „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ი-----------–------------------ს დებულების დამტკიცების შესახებ“. მითითებული დებულების თანახმად, დეპარტამენტის უფლებამოსილებები არსებითად იდენტური იყო მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული დეპარტამენტის უფლებამოსილებებისა, ხოლო რაც შეეხება დეპარტამენტის უფროსის უფლება-მოვალეობებს, ესენი იყო: ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტისათვის ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას და დაკისრებული ამოცანების შესრულებას; გ) წარმოადგენს დეპარტამენტს უფლებამოსილების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე; დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; ე) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებზე, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების ვიზირებას; ვ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; ზ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; თ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში), შემდგომი რეაგირებისათვის განსახილველად წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის უფლებამოსილების განსახორციელებლად; ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ო) კურატორ მინისტრის მოადგილესთან (არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დასანიშნად; პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.

 

აღნიშნულ დებულებასთან შედარების მიზნით, სასამართლო მიუთითებს „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ს--------–--------------------–--------------------------------------------------------------ს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №44/ნ ბრძანებაზე. აღნიშნული დებულების თანახმად, დეპარტამენტის უფლებამოსილებები კვლავ არსებითად იდენტური იყო მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დებულებით გათვალისწინებული სამსახურის უფლებამოსილებებისა, ხოლო რაც შეეხება სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს, ესენია: ა) ახორციელებს სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) უზრუნველყოფს სამსახურისათვის ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას და დაკისრებული ამოცანების შესრულებას; გ) წარმოადგენს სამსახურს უფლებამოსილების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე; დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; ე) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებზე, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული დოკუმენტების ვიზირებას; ვ) ზედამხედველობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; ზ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; თ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდგომი რეაგირებისათვის განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მუშაობის გაუმჯობესების, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია სამსახურის უფლებამოსილების განსახორციელებლად; ლ) პერიოდულად ისმენს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შუამდგომლობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ო) კურატორ მინისტრის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს სამსახურის საჯარო მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დასანიშნად; პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.

 

ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული დეპარტამენტების უფროსების უფლებამოსილებებისა და ამოცანების ურთიერთშედარება ნათლად მეტყველებს, რომ გაუქმებული „ი-----------–------------------ს“ უფროსისა და ახლად შექმნილი „ს--------–--------------------–--------------------------------------------------------------ს“ უფროსის უფლებამოსილებანი იდენტურია. აქვე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, სამინისტროს საერთო საშტატო რიცხოვნობა არ შემცირებულა და იგი კვლავ 1---ს შეადგენს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საკითხებზე დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე (2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილება), რომელზე დაყრდნობითაც აღნიშნავს: ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებული ცვლილების - რეორგანიზაციის პროცესის ორი შესაძლო შედეგის შინაარსობრივი და მიზნობრივი განსხვავება, კერძოდ: 1. რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, რომელსაც მოჰყვება ადმინისტრაციული ორგანოს რომელიმე დანაყოფის ცვლილება, გაუქმება, გარდაქმნა, რაც იწვევს ამ ორგანოს შინაარსობრივად ფუნქციონალურ, სტრუქტურულ ცვლილებას, მისი ძირითადი საქმიანობის ახალი მიზნებისათვის მისადაგებას, რაც საჯარო მოხელისგან მოითხოვს ახალი პროფესიული კომპეტენტურობისა და ცოდნის უფრო მაღალ სტანდარტს და 2. რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, რომელიც გარკვეული სახის ორგანიზაციულ და მიზნობრივ გარდაქმნების შემცველია, თუმცა არ მოიცავს მოსამსახურის კომპეტენციის ან სამსახურის სტრატეგიისა და მიზნების ისეთ ცვლილების ნიშნებს, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებული საჯარო მოხელის მიმართ ახალ პროფესიულ მოთხოვნებს აყენებდეს. პალატა განმარტავს, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.

 

ასევე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ სახეცვლილ, ახალ სამსახურში, რომლის წინამორბედის ხელმძღვანელსაც წარმოადგენდა მოსარჩელე, სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი ორი სამმართველოს საშტატო ერთეული მთლიანობაში გაზრდილია. კერძოდ, ძველ დეპარტამენტში იყო 8 საშტატო ერთეული, ხოლო ახლად შექმნილ სამსახურში გათვალისწინებულ იქნა 15 საშტატო ერთეული. ზემოაღნიშნული დებულებების შედარებისა და შესწავლის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებულ რეორგანიზაციის შედეგად ადგილი ჰქონდა სტრუქტურული ერთეულის - დეპარტამენტის დასახელების ცვლილებას, თავად დეპარტამენტის ფუნქციების მიზნებისა და დანიშნულების ცვლილების ისეთი თვისობრივი და არსებითი ხასიათის ცვლილებას ადგილი არ ჰქონია. ამრიგად, ცვლილებები შეეხო დეპარტამენტის სახელწოდებას, მაგრამ დეპარტამენტის და შესაბამისად, დეპარტამენტის ხელმძღვანელის ფუნქციები, მოვალეობები, კომპეტენცია და მიზნები, უმრავლეს შემთხვევაში, იდენტურია მანამდე არსებული დეპარტამენტისა, რიგ შემთხვევებში კი დეპარტამენტში განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები შეიცავს მხოლოდ ლექსიკურ ცვლილებას, რომელიც დეპარტამენტის საქმიანობის მიზნობრიობასა და შინაარსს უცვლელს ტოვებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად გატარებული რეორგანიზაციისა, ადმინისტრაციულ ორგანოში რეალურად შენარჩუნებული იქნა იმავე ფუნქციის, მიზნისა და დატვირთვის დეპარტამენტი და შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დაკავებული დეპარტამენტის (სამსახურის) უფროსის თანამდებობაც, ამასთან დეპარტამენტის (სამსახურის) დაქვემდებარებაში შექმნილი სამი განყოფილება (სამმართველო) კი მთლიანობაში მეტი საშტატო ერთეულის შემცველია. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ რეორგანიზაცით, რომელიც განხორციელდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ზემოაღნიშნულ დეპარტამენტში ძირეულ, ინსტიტუციური მოწყობის ცვლილებას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, დეპარტამენტის ხელმძღვანელის (დეპარტამენტის უფროსის) საშტატო ერთეული არ გაუქმებულა, რაც ნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად ადგილი არ ჰქონდა ახალი საშტატო ერთეულის შექმნას თვისობრივად ახალი ფუნქცია-მოვალეობებით.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სადავო აქტის უკანონობა, რადგან დასტურდება, რომ კონკრეტულ დეპარტამენტში (სამსახურში), სინამდვილეში არ მომხდარა შტატების შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ გაუქმებული „ი-----------–------------------ს“ ნაცვლად შეიქმნა იგივე ფუნქციური დატვირთვის „ს--------–--------------------–--------------------------------------------------------------“, ს---------------------- ფუნქციებით უცვლელია, რაც ნიშნავს იმას, რომ შტატების შემცირების საფუძვლით მოსარჩელის განთავისუფლება სამსახურიდან უკანონოა და შესაბამისად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

 

6.6. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებული იქნა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე აღდგენილი უნდა იქნეს რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ახალ - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ს--------–--------------------–----------------------------------------------------------------ს თანამდებობაზე (რეორგანიზაციამდე არსებული სამინისტროს ი-----------–------------------------------ს თანამდებობა).

 

6.7. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უნდა დაევალოს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს და დანამატის ოდენობით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან - სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

 

6.8. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე, რომ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანება ი-----–- კ----ის სასწავლო და პროფესიული განვითარების შვებულების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №2---- ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №2---- ბრძანებით, 1997 წლის 31 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლისა და 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სსიპ განათლების საერთაშორისო სასწავლო ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიღებული სახელმწიფო სტიპენდიით (გრანტით), პ----------ს უნივერსიტეტში (გ--------), საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ი-----------–-----------------------------ს - ი-----–- კ-----ს მიეცა შვებულება 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე (ერთი წელი), აქედან: ა) სასწავლო შვებულება - 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე (3 თვე); ბ) შვებულება პროფესიული განვითარებისათვის, შრომითი გასამრჯელოს შენარჩუნების გარეშე 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე (9 თვე). ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის ძალაში შესვლის დღე, ანუ - 2017 წლის 1 იანვარი.

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და 63-ე მუხლის შესაბამისად, „ი-----–- კ----ის სასწავლო და პროფესიული განვითარების შვებულების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №2---- ბრძანებაში შევიდა შემდეგი სახის ცვლილება: ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ი-----–- კ----ის სასწავლო შვებულების შესახებ“; ბ) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად“; გ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 1. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ი-----------–-----------------------------ს, ი-----–- კ-----ს მიეცეს სასწავლო შვებულება 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (სამი თვე)“; 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ი-----–- კ----ის სასწავლო და პროფესიული განვითარების შვებულების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №2---- ბრძანების მე-2 პუნქტი, 2017 წლის 1 იანვრიდან. საფუძველი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი (21.12.2016წ.).

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს საჯარო სამსახურის სისტემის გარეთ არსებულ პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობისათვის 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს შვებულებით არაუმეტეს 3 თვისა, შრომითი გასამრჯელოს შენარჩუნებით, ან/და შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, შრომითი გასამრჯელოს შენარჩუნების გარეშე. ამავე კანონის 127-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვრა, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე აქტები. ხოლო აღნიშნულ მუხლში 2016 წლის 21 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებით განისაზღვრა, რომ 2017 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ.55) და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე აქტები.“.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი, რომლის საფუძველზე მოსარჩელეს მიეცა შვებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა 2017 წლის 1 ივლისიდან. შესაბამისად, მის საფუძველზე გამოცემული აქტის (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №2---- ბრძანების მე-2 პუნქტი) ძალადაკარგულად გამოცხადება 2017 წლის 1 იანვრიდან უკანონოა. ამდენად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანება ი-----–- კ----ის სასწავლო და პროფესიული განვითარების შვებულების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №2---- ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-----–- კ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანება ი-----–- კ----ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანება ი-----–- კ----ის სასწავლო და პროფესიული განვითარების შვებულების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №2---- ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

 

4. დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს აქტი, რომლის შესაბამისად მოსარჩელე ი-----–- კ----- აღდგენილ იქნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ს--------–--------------------–----------------------------------------------------------------ს თანამდებობაზე.

 

5. მოპასუხე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაეკისროს ი-----–- კ----ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს და დანამატის ოდენობით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან - სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივ. ღლონტი