გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2019
საქმის ნომერი
030210018002527127
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N030210018002527127

N 2/807-2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 აპრილი, 2019 წელი ქ. ფოთი

 

შესავალი ნაწილი

 

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე

 

მოსარჩელე: ხ----- მ----–----–-------- მ-----,წარმომადგენლები: ჯ------ ბ------, ხ------- თ-----------,მოპასუხე: შპს ,,შ-----გ----–--- პ------–-’’,დირექტორი: გ---–---- ბ------,წარმომადგენლები: ფ-------- ჭ--–---, გ--- ც--–---,დავის საგანი: ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება,1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს ,,შ-----გ----–--- პ------–-ს’’ მიერ 2016 წლის 15 აგვისტოს N23 იურიდიული დასკვნით დაკისრებული პირგასამტეხლოს 7038,24 ლარის გადახდევინება და ხ----- მ----–----–-------- ანგარიშზე განთავსება (სახელმწიფო ხაზინა ანგარიში: 200122900, სახელმწიფო ხაზინა TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლების კოდი: 3--------).

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

2. მოსარჩელის პოზიცია:

 

2016 წლის 30 მაისს ხ----- მ----–----–-------- და შპს ,,შ-----გ----–--- პ------–-’’ შორის, გაფორმდა ხელშეკრულება სახელწიფო შესყიდვების შესახებ №90, რომლითაც გათვალისწინებულ იქნა ქ. ხ---–-, არსებული საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა. შესყიდვის ობიექტის მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა (დღგ-ს გათვალისწინებით) 127 968 ლარს.

 

ხელშეკრულებას თან ახლდა ხარჯთაღრიცხვა, კალენდარული გრაფიკი და ხელშეკრულების საგარანტიო უზრუნველყოფა.

 

შპს „შ-----გ----–--- პ------–-ს“ მიერ 2016 წლის 30 მაისის გაფორმებული N90 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისათვის, შპს „შ-----გ----–--- პ------–-“ 2016 წლის 15 ოქტომბრის N23 იურიდიული დასკვნით დაეკისრა პირგასამტეხლო 7038,24 ლარის ოდენობით. დასკვნა მოპასუხეს ჩაბარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, 2016 წლის 18 აგვისტოს და რაიმე სახის საჩივარი ხ----- მ----–----–-------- მ-----ში არ შემოუტანია.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლო, კერძოდ:

 

ქ. ხ---–-, ჭ-----------–-- ქუჩაზე წარმოებული ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის 16 დღით დაგვიანების გამო, პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 127 968 ლარის 0,1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2047,49 ლარის ოდენობით;

 

ქ. ხ---–-, ს----–---- ქუჩაზე წარმოებული ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის 16 დღით დაგვიანების გამო, პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 127 968 ლარის 0,1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2047,49 ლარის ოდენობით;

 

ქ. ხ---–-, ც------ დ-------- ქუჩაზე წარმოებული ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის 23 დღით დაგვიანების გამო, პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 127 968 ლარის 0,1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2943,26 ლარის ოდენობით;

 

საერთო ჯამში ითხოვს მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით 7038,24 ლარის დაკისრებას.

 

3. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ დაადასტურა ქ. ხ---–-, ც------ დ-------- და ჭ-----------–-- ქუჩებზე წარმოებული ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის 5-5 დღით დაგვიანების შესრულება და მიუთითა, რომ ეს გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რა დროსაც ამ ქუჩების მოსახლება არ აძლევდა სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას და ამ საფუძვლით არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, ამავე დროს ალტერნატივის სახით აღნიშნა, რომ თუ სასამართლო არ გაითვალისწინებს ამ გარემოებას და ჩათვლის, რომ მის მიერ დარღვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადები და მაინც განსაზღვრავს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს, მისი დაანგარიშება უნდა მოხდეს თითოეული ქუჩების სამუშაოების ღირებულების მიხედვით, ხოლო პირგასამტეხლოს მოცულობა 0,1%-დან უნდა შემცირდეს 0,02%-მდე, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია.

 

მოპასუხემ სხვა ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა საერთოდ არ ცნო და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს, რაზედაც მტკიცებულების სახით მიუთითა საქმეში არსებულ №6, №7 და №8 მიღება-ჩაბარების აქტებზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეებს შორის 2016 წლის 30 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N90 და ამ ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, მათ შორის პირობები ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის და შესრულებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების წესი.

 

ხელშეკრულების ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით, შეადგენს 127 968 ლარს, მათ შორის:

 

ქ. ხ---–- არსებული საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის (ჭ-----------–-- ქუჩა) სამუშაოების შესყიდვა, ღირებულებით 43 459,62 ლარი, სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 15 კალენდარული დღე, 2016 წლის 14 ივნისის ჩათვლით, ექსპერტიზის წარდგენის ვადა - სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე.

აღნიშნულ უბანზე 2016 წლის 30 მაისის №90 ხელშეკრულებაში, 2016 წლის 16 ივნისს შეტანილ იქნა ცვლილება (მხარეთა ახალი შეთანხმება) და სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 21 ივნისის ჩათვლით, ექსპერტიზის წარდგენის ვადა - სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე;

 

ქ. ხ---–- არსებული საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის (ს----–---- ქუჩა) სამუშაოების შესყიდვა, ღირებულებით 22 112,60 ლარი, სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 15 კალენდარული დღე, 2016 წლის 14 ივნისის ჩათვლით, ექსპერტიზის წარდგენის ვადა - სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე.

აღნიშნულ უბანზე 2016 წლის 30 მაისის №90 ხელშეკრულებაში, 2016 წლის 16 ივნისს შეტანილ იქნა ცვლილება (მხარეთა ახალი შეთანხმება) და სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 21 ივნისის ჩათვლით, ხოლო ექსპერტიზის წარდგენის ვადა - სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე;

 

ქ. ხ---–- არსებული საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის (კ--------- ქუჩა) სამუშაოების შესყიდვა, ღირებულებით 29 296,71 ლარი, სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 20 კალენდარული დღე, 2016 წლის 19 ივნისის ჩათვლით, ექსპერტიზის წარდგენის ვადა - სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე;

 

ქ. ხ---–- არსებული საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის (ც------ დ-------- ქუჩა) სამუშაოების შესყიდვა, ღირებულებით 33 099,07 ლარი, სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 15 კალენდარული დღე, 2016 წლის 14 ივნისის ჩათვლით, ექსპერტიზის წარდგენის ვადა - სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე.

 

მტკიცებულება: 2016 წლის 30 მაისის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N90, მხარეთა განმარტებები.

 

3.1.2. 2016 წლის 7 ივლისს მოპასუხემ №01/159 წერილით მიმართა მოსარჩელეს და აცნობა, რომ 2016 წლის 30 მაისის №90 ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულება შესრულებული აქვს, ამავე დროს წარუდგინა თითოეულ ქუჩაზე ინსპექტირების ანგარიში და ფორმა №2.

 

მტკიცებულება: 2016 წლის 30 მაისის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N90, მხარეთა განმარტებები, 2016 წლის 7 ივლისის №01/159 წერილი.

 

3.1.3. 2016 წლის 15 აგვისტოს მოსარჩელის მიერ შედგენილ იქნა იურიდიული დასკვნა N23, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 127 968-ის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 7038,24 ლარის ოდენობით, რაც მოპასუხეს ჩაბარდა 2016 წლის 18 აგვისტოს.

 

მტკიცებულება: 2016 წლის 15 აგვისტოს იურიდიული დასკვნა N23, მხარეთა განმარტებები.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს:

3.2.1. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით შექმნილი ხელშეკრულების კონტროლის ჯგუფის მიღება-ჩაბარების №6 აქტით, ჭ-----------–-- ქუჩაზე ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა 2016 წლის 27 ივნისს, ამავე ჯგუფის მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების №7 და №8 აქტებით ს----–---- და ც------ დ-------- ქუჩებზე სამუშაოები დასრულდა 2016 წლის 20 ივნისს.

ამ აქტების ავთენტურობას მოსარჩელე სადაოდ არ ხდის, თუმცა სამუშაოების დასრულების შესახებ აქტებში ასახულ თარიღებს არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ ეს მექანიკური შეცდომაა, ხოლო სამუშაოების დასრულების თარიღად მიიჩნევს 2016 წლის 7 ივლისს, ესე იგი იმ თარიღს, როდესაც მოპასუხემ მიმართა წერილით და აცნობა სამუშაოების დასრულების შესახებ.

 

3.2.2. პირგასამტეხლოს თანხა უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, თუ თითოეული ქუჩის ღირებულების მიხედვით;

 

3.2.3. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოცულობა 0.1.%-ის ოდენობით;

 

3.2.4. ჭ-----------–-- და ც------ დ-------- ქუჩებზე სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულება გამოწვეული იყო თუ არა მოპასუხისგან დამოუკიდებელი მიზეზებით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ხ----- მ----–----–-------- მ------ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პ------–- და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

6.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან.

 

მხარეებს შორის 2016 წლის 30 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება სახელწიფო შესყიდვების შესახებ №90, ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ქ. ხ----- საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა. შესყიდვის ობიექტის მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა (დღგს გათვალისწინებით) 127 968 ლარს.

 

ამ ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1. პუნქტით, მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ამავე ხელშეკრულები მე-10 მუხლის 10.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი შესრულების ვადას გადააცილებს წარმოდგენილი კალენდარული გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადას, დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.

ხელშეკრულების მე-7 მუხლით განისაზღვრა თითოეული ქუჩის სამუშაოს შესრულების და ექსპერტიზის წარდგენის ვადები.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ:

 

ქ. ხ---–- არსებული საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის (ჭ-----------–-- ქუჩა) სამუშაოების შესყიდვა, ღირებულებით 43 459,62 ლარი, სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 15 კალენდარული დღე, 2016 წლის 14 ივნისის ჩათვლით, ექსპერტიზის წარდგენის ვადა - სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე.

აღნიშნულ უბანზე 2016 წლის 30 მაისის №90 ხელშეკრულებაში, 2016 წლის 16 ივნისს შეტანილ იქნა ცვლილება (მხარეთა ახალი შეთანხმება) და სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 21 ივნისის ჩათვლით, ექსპერტიზის წარდგენის ვადა - სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე;

 

ქ. ხ---–- არსებული საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის (ს----–---- ქუჩა) სამუშაოების შესყიდვა, ღირებულებით 22 112,60 ლარი, სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 15 კალენდარული დღე, 2016 წლის 14 ივნისის ჩათვლით, ექსპერტიზის წარდგენის ვადა - სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე.

აღნიშნულ უბანზე 2016 წლის 30 მაისის №90 ხელშეკრულებაში, 2016 წლის 16 ივნისს შეტანილ იქნა ცვლილება (მხარეთა ახალი შეთანხმება) და სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 21 ივნისის ჩათვლით, ხოლო ექსპერტიზის წარდგენის ვადა - სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე;

 

ქ. ხ---–- არსებული საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის (ც------ დ-------- ქუჩა) სამუშაოების შესყიდვა, ღირებულებით 33 099,07 ლარი, სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 15 კალენდარული დღე, 2016 წლის 14 ივნისის ჩათვლით, ექსპერტიზის წარდგენის ვადა - სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით შექმნილი ხელშეკრულების კონტროლის ჯგუფის მიღება-ჩაბარების №6 აქტით, ჭ-----------–-- ქუჩაზე ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა 2016 წლის 27 ივნისს, ამავე ჯგუფის მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების №7 და №8 აქტებით ს----–---- და ც------ დ-------- ქუჩებზე სამუშაოები დასრულდა 2016 წლის 20 ივნისს.

 

შესაბამისად აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხეს ამ უბნებზე, აქტებში მითითებულ ვადებში სამუშაოები დასრულებული აქვს.

 

ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვადებზე და სხვა უბნებზე ხელშეკრულების პირობების დარღვევაზე, მხარეებს შორის დავა არ მიმდინარეობს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ სამივე აქტი დამოწმებულია ხ----- მ----–----–-------- გამგებლის მიერ და ხელმოწერილია მ----–----–-------- გამგეობის უფლებამოსილი პირების მიერ.

 

რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სამუშაოების დასრულების თარიღად მიიჩნევს 2016 წლის 7 ივლისს, ესე იგი იმ თარიღს, როდესაც მოპასუხემ მიმართა წერილით და აცნობა სამუშაოების დასრულების შესახებ, არასწორია, ვინაიდან აღნიშნული სამუშაოების დასრულების თარიღები დადასტურებულია და აღიარებულია მოსარჩელის მიერ შედგენილი სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელემ მიიღო დასრულებული სამუშაო, დაადასტურა შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ხარისხი, რაზედაც პრეტენზია არ განუცხადებია; ამ აქტების შემდეგ მოპასუხეს არანაირი სამუშაო ან სხვა ქმედება არ განუხორციელებია და არც მოსარჩელეს ჰქონია ამ მხრივ რაიმე სახის მოთხოვნა, შესაბამისად ივარაუდება, რომ მოპასუხემ შეასრულა (დაიცვა) ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამუშაოთა მიღება-ჩაბარების წესი.

 

6.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი სამუშაოების დასრულების შესახებ აქტებში ასახულ თარიღებს არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ ეს მექანიკური შეცდომაა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ გარემოების დადასტურება მოსარჩელის ვალდებულებაა და მისი მტკიცების საგანში შედის, რადგან ამ ფაქტის დადასტურება იწვევს მოპასუხისათვის ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

ამ მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის ამ განმარტებას, ვინაიდან ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ჭ-----------–-- ქუჩაზე ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა 2016 წლის 27 ივნისს, ხოლო ს----–---- და ც------ დ-------- ქუჩებზე სამუშაოები დაასრულა 2016 წლის 20 ივნისს.

 

6.4. იგივე მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო ასევე არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ც------ დ-------- და ჭ-----------–-- ქუჩებზე წარმოებული ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის 5-5 დღით დაგვიანების შესრულება გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რა დროსაც ამ ქუჩების მოსახლება არ აძლევდა სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას, ვინაიდან ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

6.5. ამრიგად, სასამართლო დადგენილად თვლის, რომ:

 

მოპასუხემ ს----–---- ქუჩაზე წარმოებული ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, 2016 წლის 20 ივნისს, რომელიც ხელშეკრულებაში შესული ცვლილებით 2016 წლის 21 ივნისის ჩათვლით ჰქონდა.

 

ც------ დ-------- ქუჩაზე წარმოებული ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა 2016 წლის 20 ივნისს, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2016 წლის 16 ივნისისა, რითაც 5 დღით გადააცილა სამუშაოს შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას.

 

ჭ-----------–-- ქუჩაზე წარმოებული ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა 2016 წლის 27 ივნისს, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2016 წლის 21 ივნისისა, რითაც 5 დღით გადააცილა სამუშაოს შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

401-ე მუხლის მიხედვით, მოვალე ვადის გადამცილებლად არ ითვლება, თუ ადგილი ჰქონდა ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას-ანუ ისეთ გარემოებას, რაც წარმოიშვა მოვალისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო და რომლის გამოც ვალდებულების დროულად შესრულება მოვალეს არ შეეძლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის მიხედვით, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის. იგი პასუხს აგებს შემთხვევითობისთვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლებოდა დამდგარიყო ვალდებულების დროული შესრულების დროსაც-

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულა, რითაც სახეზეა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება, ამიტომ მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისგან ექსპერტიზის ვადის დარღვევით წარმოდგენის გამო პირგასამტეხლო.

 

6.7. სასამართლო სრულიად იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ პირგასამტეხლოს თანხა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის, უნდა განისაზღვროს თითოეულ ქუჩაზე ვალდებულების დარღვევის და ამ ქუჩის ღირებულების მიხედვით და არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ანუ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.

 

ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს სტატუსს.

 

მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა.

 

მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს თითოეულ ქუჩისთვის განსაზღვრული აქვს ღირებულება და შესრულების ვადები, ამიტომ პირგასამტეხლოს დაკისრება ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, კარგავს პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას და იძენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს სტატუსს, ამიტომ პირგასამტეხლოს თანხა უნდა განისაზღვროს თითოეული ქუჩის ღირებულების მიხედვით და არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან.

 

6.8. რაც შეეხება პირგასამტეხლოს მოცულობას სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. იმ ვითარებაში, როდესაც პირგასამტეხლოს თანხა უნდა განისაზღვროს თითოეული ქუჩის ღირებულების მიხედვით და არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, დარიცხული პირგასამტეხლო 0,1%-ის ოდენობით, შესაბამისი და გონივრულია ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო მოპასუხის პასუხისმგებლობასთან.

 

სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების და პირგასამტეხლოს 0,02%-მდე შემცირების საფუძველი.

 

ასეთ ვითარებაში მოპასუხე, იმაზე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე კეთილსინდისიერი მოვალე, რომელიც ჯეროვნად ასრულებს ვალდებულებას.

 

პირგასამტეხლოს შემცირება მინიმუმამდე ყოველგვარი პირობებისა და გარემოებების გაუთვალისწინებლად, თავის მნიშვნელობას უკარგავს ზოგადად ამ სამართლებრივ ინსტიტუტს, უბიძგებს მენარდეს თავი აარიდოს ვალდებულების შესრულებას, რადგან სასამართლო ისედაც შეამცირებს მას. ასეთი პრეცედენტების გახშირება ხელს უშლის სამოქალაქო ბრუნვას, მის განვითარებას და ზიანს აყენებს კრედიტორს.

 

6.9. როგორც დადგინდა მოპასუხემ ც------ დ-------- და ჭ-----------–-- ქუჩებზე წარმოებული ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების წარმოებისას ორივე შემთხვევაში -5-5 დღით გადააცილა სამუშაოს შესრულების ვადა.

 

ც------ დ-------- ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულება შეადგენს 33 099,07 ლარს, შესაბამისად მოპასუხე შპს „შ-----გ----–-- პ------–-“ მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის, პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს ხელშეკრულების ღირებულების - 33 099,07 ლარის 0,1%, 5 ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელიც შეადგენს ერთ დღეზე 33,09 ლარს, ხოლო 5 დღეზე - 165,45 ლარს.

 

ჭ-----------–-- ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულება შეადგენს 43 459,62 ლარს, შესაბამისად მოპასუხე შპს „შ-----გ----–-- პ------–-“ მოსარჩელის სასარგებლოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის, პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს ხელშეკრულების ღირებულების - 43 459,62 ლარის 0,1%, 5 ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელიც შეადგენს ერთ დღეზე 43,4 ლარს, ხოლო 5 დღეზე - 217 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ხ----- მ----–----–-------- მ-----ს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის 266 ლარის გადახდა.

 

შპს ,,შ-----გ----–--- პ------–-’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის 11,5 ლარის გადახდა, რაც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის N200 122 900, სახაზინო კოდი 300 183 150.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ხ----- მ----–----–-------- მ------ სარჩელი, შპს „შ-----გ----–--- პ------–-ს“ მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ.

 

2. მოპასუხე შპს „შ-----გ----–-- პ------–-“ დაეკისროს ქ. ხ---–-, ჭ-----------–-- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არადროულად შესრულებისათვის პირგასამტეხლო 217 ლარის ოდენობით.

 

3. მოპასუხე შპს „შ-----გ----–-- პ------–- დაეკისროს ქ. ხ---–-, ც- დ-------- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არადროულად შესრულებისათვის პირგასამტეხლო 165,45 ლარის ოდენობით.

 

4. შპს „შ-----გ----–-- პ------–-“ მოსარჩელის სასარგებლოდ მთლიანობაში პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 382,45 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხა განთავსდეს ხ----- მ----–----–-------- მ------ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა ანგარიშის N200122900, სახელწიფო ხაზინა TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლების კოდი: 3--------.

 

5. მოპასუხე შპს ”შ-----გ----–-- პ------–-“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 11,5 ლარის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს ქ. თბილისი, ,,სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის № 200 122 900, სახაზინო კოდი: 300 42 31 50.

 

6. მოსარჩელე ხ----- მ----–----–-------- მ-----ს მოპასუხე შპს „შ-----გ----–---“ პ------–-ს სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 266 ლარის გადახდა.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა სირაძე