განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002860345
1-136/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - გ--–--------ე
ბრალდებული - კ---- წ--------–ი
ადვოკატი -გ---–------------ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N0-----------
ბრალდებული: კ---- წ--------–ი
მამის სახელი: ა----
დაბადებული: 0-.0-.1----–--–---------–--------------------–----------–------------–-------–----–------------------------------------------------–-----------------------------------------------–------------------------------------–---------–-----------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 16 ივლისს დაახლოებით 0-:30 საათზე სენაკი-ბათუმი-სარფის 93 კილომეტრზე, ქ.ბათუმში, მ-----------ის გვირაბთან მოძრავი "ჰ-------" მარკის ავტომანქანა, სახNX--------, რომელსაც მართავდა კ---- წ--------–ი, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია "საგზაო მოძრაობის შსახებ" საქართველოს კანონის მუხლის 33 პუნქტი 1 მუხლი 33 პუნქტი 2 და მუხლი 33 პუნქტი 6 მოთხოვნები, რის გამოც შეეჯახა "მ-----------" მარკის ავტომანქანას სახN V------, რომელსაც მართავდა რ------–---ძე. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო ნ---------–--ემ, ხოლო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო თ------ ჯ------იძემ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა:
2018 წლის 16 ივლისს, ქ.ბათუმში, მ-----------ის გვირაბთან კ---- წ--------–ი მართავდა ""ჰ-------" მარკის ავტომანქანა, სახNX--------.
კ---- წ--------–მა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა და შეეჯახა "მ-----------" მარკის ავტომანქანას სახN V------, რომელსაც მართავდა რ------–---ძე. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო ნ---------–--ემ, ხოლო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო თ------ ჯ------იძემ.
2018 წლის 02 ნოემბრის N3--/ა ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მძღოლ კ---- წ--------–ის მოქმედება არ შეესაბამება ”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 1, მუხლი 33 პუნქტი 2 და მუხლი 33 პუნქტი 6 მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას მძღოლს დარღვეული ჰქონდა თუ მოძრაობის უსაფრთხოების წესი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რომელთა დაცვის შემთხვევაში ის შეძლებდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას.
შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება:
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ნ---------–--ე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას შპს "უ-------------------------–---- საავადმყოფოში 2018 წლის 16 ივლისს. დიაგნოზი: მარჯვნივ 8 ნეკნის მოტეხილობა. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვირივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება:
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, თ------ ჯ------იძე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 2018 წლის 17 ივლისიდან. აღენიშნებოდა: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, კისრის მე-7 მალის სხეულის კომპრესიული და მარჯვენა განივი მორჩის მოტეხილობა, მრავლობითი ექსკორიაციები სხეულზე. კისრის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა მძიმე ხარისხს როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის Nს/ტ-2-- დასკვნის თანახმად წარმოდგენილ ავტომობილებზე არსებული მექანიკური სახის დაზიანებების ფორმა და განვითარების ხასიათი დამახასიათებელია ავტომობილების რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის. წარმოდგენილი ავტომობილების საჭით მართვის მექანიზმები და სამუხრუჭე სისტემები გამოსულია მწყობრიდან მათზე მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს.
კ---- წ--------–ის განმარტების თანახმად, იგი აღიარებს დანაშაულს და წარდგენილ ბრალდებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას დაზარალებულზე მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ---- წ--------–მა დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე ხარისხის დაზიანება.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ კ---- წ--------–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
კ---- წ--------–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
კ---- წ--------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ კ---- წ--------–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა , რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კ---- წ--------–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს ძალაში.
მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული კ---- წ--------–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ბრალდებული კ---- წ--------–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, კ---- წ--------–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს განაჩენი დარჩეს ძალაში.
კ---- წ--------–ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული „ჰ-------’’-ს მარკის ავტომანქანა, სახ.№XX 086 DD და „მ-----------’’-ს მარკის ავტომანქანა, სახ.№VH 329 HV, დაუბრუნდეს მფლობელებს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი