განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
140100118002748775
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002748775

№1/502-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 05 “ თებერვალი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა

 

მანანა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ო----- ხ--------შვილის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ------ ი------შვილის,თარჯიმნის - ლ-------–- გ-----------,ბრალდებულ ი----- ს---შვილის

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

ი----- ს----------ს-ძე ს---შვილის (დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------- დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლებით, ნასამარ-თლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები გ------------------------–-------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2018 წლის 05 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართვე-ლოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში გამოძიება დაიწყო №0----------- სისხლის სამართლის საქმეზე, ორსულ ნ----- ჯ---–-ძის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

ი----- ს---შვილი ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2018 წლის 05 ნოემბერს,19 საათსა და 30 წუთზე. 2018 წლის 06 ნოემბერს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინე-ბული დანაშაულის ჩადენისათვის და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

2018 წლის 14 დეკემბერს, წინასასამართლო სხდომაზე, ი----- ს---შვილის მიმართ გამო-ყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდა და ბრალდებული გათავისუფ-ლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ი----- ს---შვილს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინას-წარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და საქმის მასალების მიხედვით, ი----- ს---შვი-ლის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

2018 წლის 05 ნოემბერს, გ------------------------–-------------ში მდებარე მათ საცხოვრე-ბელ სახლში, ი----- ს---შვილმა წინასწარი შეცნობით ორსული მეუღლის მიმართ განა-ხორციელა ოჯახში ძალადობა, კერძოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ი----- ს---შვილმა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს - ნ----- ჯ---–-ძეს მარცხენა ხელში ძლიერად მოუჭირა ხელი და ხელის კვრით წააქცია, მოგვიანებით ასევე ხელზე მოუჭირა ხელი, რის შედეგად ნ----- ჯ---–-ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა ო----- ხ--------შვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი და წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი----- ს---შვილისათვის წაყენებული ბრალდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრო-კურორმა იშუამდგომლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდე-ბულ ი----- ს---შვილის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, (იხ. 2019 წლის 05 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ი----- ს---შვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. აღნიშ-ნული გარემოების, ბრალდებულის პიროვნების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული შეურიგდა მას და არ გააჩნია პრეტენზია, ადვოკატმა მ------ ინდუ-აშვილმა იშუამდგომლა ბრალდებულისათვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავში-რებული არ იქნება რეალურ თავისუფლების აღკვეთასთან, რასაც დაეთანხმა ბრალდე-ბულიც, (იხ. 2019 წლის 05 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ი----- ს----შვილის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია ი----- ს---შვილის ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:

- დაზარალებულ ნ----- ჯ---–-ძის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 3-5);

- მოწმე ვ---------------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 65-67);

- მოწმე გ---------------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 68-70);

- მოწმე ბ----------ურის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 55-57);

- მოწმე ნ----- ტ-------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 62-64);

- მოწმე გ----------------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 58-61);

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, (ს.ფ. 39-45);

- ნ----- ჯ---–-ძის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, (ს.ფ. 46-51);

- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, (ს.ფ. 103-104);

- ნ----- ჯ---–-ძის ორსულობის ფაქტის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტებით, (ს.ფ. 107-115)

- შემაკავებელი ორდერის ოქმით და თანდართული მასალებით, (ს.ფ. 25-34);

- ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპრო-ცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ი----- ს---შვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ი----- ს---შვილის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანა-შაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ ი----- ს---შვილმა ჩაიდინა სის-ხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალის-წინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯა-ხის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შეს---მისად, სასჯელის დანიშვნისას სასა-მართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამ-ძიმებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვ-ლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

კერძოდ, როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ი----- ს---შვილი აღიარებს ჩადენილ დანა-შაულს, მან აგრეთვე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ი----- ს---შვილის სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეულ ინდა იქნას ის ფაქტიც, რომ დაზარალებული შეურიგდა მას.

 

სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება და წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, ძალადობის გამოხატვის ფორმა და სიმძიმე.

 

ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქციის (საზოგადოებისათვის სასარ-გებლო შრომა ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე) ფარგლებში ი----- ს---შვილს სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით. ამასთანავე, ვინაიდან ი----- ს---შვილის მიერ ჩადენი-ლია ნაკლებად მძიმე დანაშაული, იგი ნასამართლობის არმქონეა და აღიარებს დანა-შაულს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესა-ბამისად, მისთვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - უნდა ჩაითვალოს პირობითად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----- ს---შვილის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყე-ნება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი----- ს----------ს-ძე ს---შვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადე-ნაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების შეს---მისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი;

 

2. ი----- ს---შვილს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრო-ბაში ყოფნის დრო - 2018 წლის 05 ნოემბრიდან 2018 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით;

 

3. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლი და დახ-მარება დაევალოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ი----- ს---შვილის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - გ------------------------–---------------;

 

4. ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამო-ღებული ნამწვი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - განა-დგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიო-ნული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი