განაჩენი

სისხლის სამართლის 24.04.2019
საქმის ნომერი
140100119002928208
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140100119002928208

საქმე #1/138-19 (011190219003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 აპრილი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----- კ----–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა-–---- ხ----–---–ი (დაბადებული 1----–-–---------------–-, პ/ნ------------, ნასამართლევი /გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, სსკ-ის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2 000 ლარი/, მცხოვრები გ----–----------–-–---–---------------–-)

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი)

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2019 წლის 17 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, გ------------------------–---–------------------ში მდებარე რ------- ხ------------ის საცხოვრებელ სახლში, მთვრალი ა-–---- ხ----–---–ი, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას, სიდედრს - რ------- ხ------------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც რ------- ხ------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

1.2 2019 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 20:40 საათზე, გ----–-------------------------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლში მყოფი, მთვრალი ა-–---- ხ----–---–ი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა რ------- ხ------------ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ა-–---- ხ----–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

3.2. გარდა ბრალდებულის აღიარების, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული რ------- ხ------------ის, მალხაზ მიკირტიჩიანის, ნინო მიკირტიჩიანის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმებით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ა-–---- ხ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა განზრახი დანაშაულებისათვის.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ა-–---- ხ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, მის ოჯახურ მდგომარეობას - ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი - 4 წლის და 2 თვის. დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის სპეციფიკას, ა-–---- ხ----–---–ი ორჯერ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულის, მათ შორის - ოჯახური ძალადობისათვის, რის გამოც სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად აუცილებელია ა-–---- ხ----–---–ის საზოგადოებისაგან იზოლაცია. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა-–---- ხ----–---–ს წინა განაჩენით განსაზღვრული ჯარიმა დაეკისრა 2011 წელს, რომლის ნაწილი - 3 000 ლარი გადაიხადა. დარჩენილი თანხის - 2 000 ლარის - ამჯერადაც დაკისრება, ბრალდებულის ქონებრივი და ოჯახური პირობების, ასევე - განვლილი დროის გამო არ არის მიზანშეწონილი და არც სასჯელის მიზნებიდან გამომდინარეობს. ამდენად, სასჯელი უნდა დაინიშნოს არაერთი შემამსუბუქებელი გარემოებისა და რეციდივის მხედველობაში მიღებით, შთანთქმის წესის გამოყენებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-–---- ხ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და მიესაჯოს:

 

- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 17 თებერვლის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 19 თებერვლის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის გამოყენებით ა-–---- ხ----–---–ს მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს წინა - გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომლის მოუხდელი ზომა - 9 (ცხრა) თვე და 25 (ოცდახუთი) დღე, ასევე ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარი - შთანთქას ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, რის შედეგად ა-–---- ხ----–---–ს საბოლოოდ მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ ა-–---- ხ----–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 20 თებერვლიდან;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი