განაჩენი

სისხლის სამართლის 15.05.2019
საქმის ნომერი
330100118002657034
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4----18

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მაისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანები - ეკატერინა მანჯგალაძე, თამთა გაჩეჩილაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ს--–---- ა----–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ------- ვ----ე, დაბადებული 1--- წლის 2------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული თბილისი, ჩ---–----–---–--------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისი, გ-------–----–---------------------------ში.

 

ადვოკატი - თ----- კ--–----ა, ნ------- ი--–---–ი, ზ----- ტ-------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2018 წლის მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2018 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

 

გ------- ვ----ეს ბრალი ედება, რომ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მანვე ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის მარტის თვის ბოლოს, თბილისში, ტ--–--–-–---–ის ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან გ------- ვ----ემ სიდედრს, თ----- ტ--–----ეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. სიტყვიერი შეურაცხყოფა გამოიხატა გინებასა და ლანძღვაში. ამასთან, გ------- ვ----ემ თ----- ტ--–----ე ითრია თმებით და თმაში მოქაჩვის პარალელურად ცალი ხელი მრავალჯერ ჩაარტყა თავში. გ------- ვ----ის დანაშაულებრივი ქმედებით თ----- ტ--–----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა ფიზიკური სახის ზიანი.

 

2018 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 2300 საათზე, თბილისში, ტ--–--–-–---–ის ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ------- ვ----ემ ნ-----–- ა---–------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, გ------- ვ----ემ უშვერი სიტყვებით შეაგინა ნ-----–-ო ა---–------ს, კრა ხელი, წააქცია და წაქცეულს მკერდზე სამჯერ დაარტყა ფეხი. გ------- ვ----ის დანაშაულებრივი ქმედებით ნ-----–- ა---–------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებ, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2018 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 2300 საათზე, თბილისში, ტ--–--–-–---–ის ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ------- ვ----ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილი მეუღლის ბებიას - ნ-----–- ა---–------ს. კერძოდ, გ------- ვ----ემ ნ-----–- ა---–------ს მოუქნია დანა ყელის არეში და დაემუქრა, რომ მისი ხელით მოკვდებოდა ისიც და ოჯახის სხვა წევრებიც. ნ-----–- ა---–------ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

2017 წლის 13 ოქტომბრიდან გ------- ვ----ე და ნ--- ა---–------ი არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 24 ივლისიდან 2018 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში გ------- ვ----ე სოციალური ქსელის, მესენჯერის მიმოწერის საშუალებით უკავშირდებოდა ნ--- ა---–------ს და ემუქრებოდა, რომ მოუსპობდა სიცოცხლეს. 2018 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 2300 საათზე, თბილისში, ტ--–--–-–---–ის ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ------- ვ----ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს ნ--- ა---–------ს. კერძოდ, გ------- ვ----ე ცდილობდა დანა დაერტყა ყელის და გულმკერდის არეში, თუმცა ნ--- ა---–------ი ხელით იჭერდა და ცდილობდა მოეშორებინა გ------- ვ----ის დანიანი ხელი. ამასთან, გ------- ვ----ე შეურაცხმყოფელი სიტყვებით ემუქრებოდა ნ--- ა---–------ს, რომ სულ ერთი იყო, მაინც მოკლავდა. ნ--- ა---–------ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

2018 წლის თებერვლიდან 2018 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში, თითქმის ყოველ დღე გ------- ვ----ე ნ--- ა---–------ს აძლევდა შენიშვნას ჩაცმულობასთან დაკავშირებით, კერძოდ მოითხოვდა, რომ ნ--- ა---–------ს არ ჩაეცვა მოკლე კაბა, არ მოერგო ისეთი ტანსაცმელი თუ აქსესუარი, რომელიც გ-------სთვის მოსაწონი არ იქნებოდა. გ------- ვ----ეს მიაჩნდა, რომ ნ--- ა---–------მა, მისმა დედამ - თ----- ტ--–----ემ და ბებიამ - ნ-----–- ა---–------მა არ იცოდნენ ოჯახში კაცის ფასი და გ------- ვ----ე აჩვენებდა მათ როგორი უნდა ყოფილიყო ნამდვილი მამაკაცი. ვ----ის მოთხოვნებით, ნ--- ა---–------ის ცხოვრების სტილი უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორის ქმარს მოესურვებოდა. მისი შეხედულებით, ქალი უნდა ყოფილიყო მეუღლის მონა და მამაკაცს ოჯახში უპირატესობა ჰქონდა ქალთან შედარებით. გ------- ვ----ის მოთხოვნებს თან ახლდა ნ--- ა---–------ის მიმართ ლანძღვა, გინება, დამცირება და მისი მოხსენიება მსუბუქი ყოფაქცევის ქალად.

 

2018 წლის 16 აგვისტოს დაახლოებით 2300 საათზე, თბილისში, ტ--–--–-–---–ის ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს გ------- ვ----ემ ნ--- ა---–------ი წააქცია საწოლზე, შეუზღუდა გადაადგილება, მარჯვენა ხელით ცდილობდა დანა დაერტყა ყოფილი მეუღლისათვის ყელისა და გულმკერდის არეში და მარცხენა ხელით თავის არეში ურტყამდა მუშტებს. გ------- ვ----ის დანაშაულებრივი ქმედებით ნ--- ა---–------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

მხარეთა მონაწილეობით მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულის ბრალეულობაში, კერძოდ გ------- ვ----ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--- ა---–------მა განმარტა, რომ 2017 წლის აპრილში გაიცნო გ------- ვ----ე, დღეგამოშვებით ხვდებოდნენ ერთმანეთს და ჰქონდათ ინტიმური კავშირი, რაც გადაიზარდა სერიოზულ ურთიერთობაში. დაახლოებით 3 თვის შემდეგ გ------- ვ----ეს შეამჩნია ცვლილებები - უხეშობდა, გახდა აგრესიული და ემოციური, არ მოწონდა წინააღმდეგობები. გ------- ვ----ეს იმ პერიოდში შემოსავალი არ ჰქონდა, როგორც უთხრა ჰქონდა ვალებიც, შესაბამისად ნ--- ა---–------ის ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ ფინანსურად. საფრანგეთში მასთან ჩასვლისას და საქართველოში დაბრუნების შემდეგაც ერთად ცხოვრობდნენ მუდმივად. ფინეთში წასვლამდე მოაწერეს ხელი. ჩამოსვლის შემდეგ იქირავეს სახლი, სწორედ აღნიშნული თანაცხოვრების პერიოდში დაიწყო აგრესიული და დამამცირებელი ურთიერთობა, ბრალდებული ცდილობდა მის დაჩაგვრას, როგორც მას უნდოდა, ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო, აგინებდა ნ--- ა---–------ის ოჯახის წევრებს, აგრესიული იყო საკუთარი ნათესავების მიმართაც, ყველას ლანძღავდა. კითხვაზე რატომ იქცეოდა ასე, პასუხი არ ჰქონდა. მოწმემ განმარტა, რომ მეუღლე ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე, პარავდა ფულს, ალომბარდებდა მის მობილურ ტელეფონს, სახლიდან მიდიოდა ღამით, რასაც სავარაუდოდ აკეთებდა მასზე ფსიქოლოგიური გავლენის მოსახდენად, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც ორსულად იყო. გარდა ამისა მუდმივად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეუბნებოდა - ,,რას გავხარ, დაგასახიჩრებ“, ,,ლოყებს ჩამოგგლეჯ და ავარიით ყბაჩამოგდებულ მეზობელს დაგამსგავსებ“. მოგვიანებით აგრესია მისი ოჯახის წევრებზე ბებია - ნ-----–- ა---–------ზე, დედა - თ----- ტ--–----ესა და ძმა - მ-----– ა---–------ზეც გადაიტანა და ეს მაშინ, როცა ოჯახის წევრები მათ ურთიერთობაში საერთოდ არ ერეოდნენ, პირიქით ძალიან თბილად ექცეოდნენ. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებულს მისთვის აქვს ნათქვამი, რომ არ მოსწონდა როცა მას კარგად ექცეოდნენ და უნდა სულ დაძაბულობაში იყოს. სიტყვიერი შეურაცხყოფები გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ თუ რაიმე არ მოსწონდა ურტყამდა თავში, ჩაულურჯა თვალი, გადაუგრიხა ხელი. მის დასადანაშაულებლად და საჩხუბრად იგონებდა სხვადასხვა თემებს, მაგალითად ამბობდა, რომ ბავშვი არ გავდა მას, რომ ის იყო შავგვრემანი, მაშინ როცა ბავშვობაში თავად იყო ქერა, აქედან გამომდინარე კი ეკითხებოდა ვისთან უღალატა. არ იცის თანაცხოვრების პერიოდში მოიხმარდა თუ არა ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს, თუმცა ძალიან ცუდი სიმთვრალე ქონდა, მისი ალკოჰოლის მიღებისას მუდმივად დაძაბული იყო. გ------- ვ----ემ ფული ისესხა ნ-----–- ა---–------ისგან და წავიდა დანიაში, ამ პერიოდში მეუღლის დისგან განცდილი ჩაგვრის გამო გადავიდა მშობლების სახლში, რადგან ამ უკანასკნელს უნდოდა ნ--- ა---–------ის და გ------- ვ----ის დაშორება და ქონდათ ცუდი ურთიერთობა, ნ--- ა---–------მა საქმის კურსში ჩააყენა გ------- ვ----ე და უთხრა, რომ მის დაბრუნებამდე გადავიდა მშობლების სახლში. ბრალდებულმა ჩამოსვლისას უთხრა, რომ ბავშვი მიეყვანა სანახავად, თუმცა ნ--- ა---–------ს ეშინოდა და არ ანახა. მ-----– ა---–------მა მეგობარ ილიასთან ერთად უთხრა გ------- ვ----ეს, რომ ნ--- ა---–------ისთვის მოეხადა ბოდიში და ბავშვს ნახავდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნორმალურად მოექცეოდა მეუღლეს. ბავშვს ნახულობდა ყოველდღიურად, 16 აგვისტოს ჯერ დაურეკა და ნასვამმა კითხა, რამდენ კაცთან უღალატა, სანამ ის საზღვარგარეთ იმყოფებდა, გვიან საღამოს კი, მაშინ როცა ნ--- ა---–------ი ბავშვთან ერთად დაწვა დასაძინებლად მივიდა მათთან, კარს აჯაჯგურებდა, ნ--- ა---–------მა გაიგონა თ----- ტ--–----ის ხმა - ,,რა გინდა“. ბრალდებული შევიდა მის ოთახში, მარჯვენა ხელით ამოიღო დანა, რომელსაც ვერცხლისფერი წვერი ქონდა და გავდა ხანჯალს, უქნევდა ყელის და გულმკერდის არეში, ისე მოუჭირა ხელი ხელზე, რომ სილურჯეები დარჩა, თავში ჩარტყმისაგან მოგვიანებით გრძნობდა ტკივილს, იმ მომენტში კონცენტრირებული იყო მხოლოდ დანაზე, რადგან ეგონა დაარტყამდა და მოკლავდა, გარკვეულწილად დანებდა კიდეც. დამშვიდების მიზნით უთხრა, რომ უყვარდა, აღნიშნული ფრაზის შემდეგ გ------- ვ----ე გარეთ გავარდა, თუმცა თავად ვერ გაყვა, რადგან ბავშვი იყო შეშინებული. როგორც ნ-----–- ა---–------მა უთხრა, გარეთ გასულმა გ------- ვ----ემ ბებია დააგდო ძირს და ურტყამდა ფეხის წვერს მარჯვენა მკერდზე, უქნევდა დანას და ეუბნებოდა, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო. მოგვიანებით ნ--- ა---–------მა ნახა, რომ ნ-----–- ა---–------ს მკერდზე მართლაც ქონდა სილურჯეები. მომხდარის გამო ყველანი გაკვირვებულები იყვნენ და ვერ ხვდებოდნენ რატომ იქცეოდა ბრალდებული ასე. გ------- ვ----ე იქვე მყოფ მეზობელს, რომელიც რეკავდა საპატრულო პოლიციაში ცინიკურად მოუწოდებდა დაერეკა, თუმცა შემდეგ უთხრა არ დაერეკა. თავის მხრივ თ----- ტ--–----ე იყო შეშინებული, რადგან დაინახა როგორ უქნევდა დანას გ------- ვ----ე ჯერ მის შვილს, შემდეგ დედას, შესაბამისად ფიქრობდა, რომ ბავშვი, ნ--- ა---–------ი და ნ-----–- ა---–------ი, სამივენი იყვნენ დახოცილები. მოწმემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს გ------- ვ----ემ ერთხელ ჩაარტყა თავში ხელი, მაშინ, როცა მეორე ხელში ეჭირა დანა. იმ მომენტში განიცდიდა შიშს რადგან აღნიშნულ შემთხვევამდე მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ბრალდებული, თუმცა გაბრაზებულს მუშტიც ჩაურტყამს თავში, მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდებულის ქმედება მხოლოდ სიტყვიერი მუქარა ან ხუმრობა არ იყო, ის რეალურად ახორციელებდა მუქარას დანით და ფიქრობს, რომ შემთხვევით გადარჩა. გარდა ამისა 2018 წელს ნ--- ა---–------ის ოჯახში ყოფნისას, ნასვამმა გ------- ვ----ემ ითხოვა ნ--- ა---–------ის ძმის ავტომანქანა, თუმცა რადგან ნასვამი იყო და არც მართვის მოწმობა ქონდა უარი უთხრეს, აღნიშნულით გაღიზიანებული მივარდა თ----- ტ--–----ეს, წვდა თმაში და ურტყამდა, შემოახია ჯემპრი. ნ--- ა---–------ი ყვიროდა, მ-----– ა---–------ი და ნ-----–- ა---–------ის და აშველებდნენ, რა დროსაც ეს უკანასკნელი დავარდა. საბოლოოდ მეზობელი ვ-–-------- მ-------ი ცდილობდა მათ დამშვიდებას და გ------- ვ----ის მათგან გარიდებას. 2018 წლის 16 აგვისტოს შემდეგ გ------- ვ----ეს აეკრძალა მათთან კომუნიკაცია, თუმცა მიუხედავად ამისა ის მაინც რეკავდა და რამდენიმე დღეში მაინც მივიდა მათთან, შესაბამისად პოლიციამ დააკავა. გ------- ვ----ე იგინებოდა და ამბობდა, რომ მისი შვილი მაინც მის დასთან გაიზრდებოდა. ფიქრობს, რომ გ-------ს აგრესიის მიზეზი მისი დის გავლენაც იყო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----- ტ--–----ემ განმარტა, რომ ბრალდებული გ------- ვ----ე არის მისი ქალიშვილის - ნ--- ა---–------ის ყოფილი ქმარი, რომელიც გაიცნო 2017 წელს, მას შემდეგ, რაც ისინი საფრანგეთიდან ჩამოვიდნენ. პირველ ეტაპზე კარგი ურთიერთობა ქონდათ, თუმცა მოგვიანებით შეეცვალა შთაბეჭდილება. გ------- ვ----ე, რომელსაც ყ------- ლ-----ის სახელი და გვარით იცნობდა, ბავშვის დაბადებისას სამშობიაროში სამარცხვინოდ იქცეოდა, ყველას ეჩხუბა, ამბობდა, რომ ბავშვი მას არ გავდა და სხვისი იყო, რომ ბავშვი დაიბადა ერთი კვირით ადრე. იჩხუბა ასევე გვარზე, ამბობდა, რომ ბავშვი უნდა ყოფილიყო ლ-----ე, მაშინ როცა ნ--- ა---–------თან ქორწინებისას თავად იყო გ------- ვ----ე. საბოლოოდ ბავშვი ა---–------ის გვარით დარეგისტრირდა. 2018 წლის 2 თებერვალს თ----- ტ--–----ე შეეკამათა ნ--- ა---–------ს, რადგან გ------- ვ----ეს უნდოდა ნასვამი დამჯდარიყო საჭესთან, მითუფრო მაშინ, როცა მას არ ქონდა მართვის მოწმობა. აღნიშნულის გამო გ-------მ თ----- ტ--–----ე ითრია თმით, მუხლებზე დამდგარს ურტყა მუშტები, თან ეკითხებოდა, თუ როგორ უყვიროდა მის ცოლს. ჩხუბში ჩაერივნენ ოჯახის წევრები და მეზობელი. შედეგად ორი დღე თავი ქონდა გასიებული და ტკიოდა, თუმცა ვერაფერს ამბობდა, რადგან ეშინოდა მ-----– ა---–------ი არ განერვიულებულიყო. ჩხუბის დაწყებისას ამ უკანასკნელს ეძინა, მოგვიანებით ხმაურზე გამოსულმა გარეთ გაიყვანა ბრალდებული. გ------- ვ----ემ დედამთილის და მერიც დააგდო. გარდა ამისა 2018 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 2300 საათზე ბრალდებული მივიდა მათთან სახლში და კარზე აბრახუნებდა, შეეშინდა არ გაეტეხა საკეტი და გაუღო, გ------- ვ----ე არ მისალმებია, ისე შევიდა ნ--- ა---–------ის ოთახში, მხოლოდ ის უთხრა, რომ ნ--- ა---–------მა ხელოსანთან უღალატა. თ----- ტ--–----ე შეყვა ოთახში და დაინახა როგორ ამოიღო დანა გ------- ვ----ემ და როგორ უქნევდა ზემოდან ქვემოთ, თითქოს ურტყამდა, თან ეუბნებოდა, რომ - მოკლავდა, რაღაც დროს ნ--- გადახრილა ბავშვისკენ, რომელიც ტიროდა. თ----- ტ--–----ემ იფიქრა, რომ გ------- ტ--–----ემ ისინი მოკლა. გ------- ვ----ე დედამთილ ნ-----–- ა---–------საც უყვიროდა, რომ მისი ბრალი იყო ყველაფერი, უქნევდა დანას და ურტყამდა წიხლებს, ის მხოლოდ საპატრულო პოლიციის გამოძახებაზე გაიქცა. მოწმემ განმარტა, რომ მან დაინახა ვერცხლისფერი დაახლოებით 20 სმ. სიგრძის დანა. 2018 წლის 23 აგვისტოს გ------- ვ----ის დააკავეს მათ სახლში, რადგან მის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერის მიუხედავად, რომელითაც მას ეკრძალებოდა მიახლოება, მივიდა მათთან სახლში. მოწმემ განმარტა, რომ საპატრულო პოლიცია მან გამოიძახა. ბრალდებული ხშირად ურეკავდა და ლანძღავდა, მათ შორის მაშინ, როცა ის დანიაში იყო წასული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–- ა---–------მა განმარტა, რომ გ------- ვ----ე არის მისი შვილიშვილის ნ--- ა---–------ის მეუღლე და იცნობს იმ დროიდან, როცა ისინი ნორვეგიიდან დაბრუნდნენ საქართველოში. ზაფხულში გ------- ვ----ემ და მ-----– ა---–------მა დალიეს ლუდი, რის შემდეგაც გ------- ვ----ემ თ----- ტ--–----ეს სთხოვა ავტომანქანის გასაღები, ამ უკანასკნელმა უარი უთხრა, რადგან ის იყო მთვრალი, თან არ ქონდა მართვის მოწმობა. აღნიშნულზე გ------- ვ----ემ შეაგინა ნ--- ა---–------ს, თ----- ტ--–----ის კითხვაზე თუ რატომ აგინებდა, ბრალდებული ერთი ხელით წვდა თმაში, მეორე ხელს კი ურტყამდა. მ---------–---მა, მეზობელმა და მ-----– ა---–------მა ძლივს შეაჩერეს და გაიყვანეს გარეთ. ის არის არამყარი და არაადეკვატური ფსიქიკის მქონე ადამიანი. აღნიშნული ფაქტის გარდა, 2018 წლის 16 აგვისტოს 2220 საათზე სახლში იმყოფებოდა თ----- ტ--–----ესთან, ნ--- ა---–------თან და ამ უკანასკნელის შვილთან ერთად, რა დროსაც გ------- ვ----ე მივიდა მათთან, თ----- ტ--–----ემ გაუღო კარი და უსაყვედურა გვიან მისვლის გამო. გ------- ვ----ემ კი უთხრა, რომ ბავშვის ნახვა უნდოდა და შევიდა ნ--- ა---–------ის ოთახში, დაახლეობით 1 წუთში ნ-----–- ა---–------მა გაიგო თ----- ტ--–----ის ყვირილი - ,,დედა მიშველე, დარეკე სასწრაფოში, ნ------ მომიკლა“. ნ-----–- ა---–------ი გავიდა ოთახიდან, რა დროსაც გ------- ვ----ემ კრა ხელი, მიაჯახა სააბაზანოს კარს და ჩაიკეცა, ბრალდებული უტრიალებდა დანას და ეუბნებოდა, რომ ყველა მისი ხელით მოკვდებოდა, თან ფეხს ურტყამდა მკერდში. მეზობელმა თ----- ტ--–----ის კივილის გამო დარეკა სსიპ ,,112-ში“. გ------- ვ----ე გავარდა გარეთ და ყვიროდა, რომ არ დაერეკათ პოლიციაში, შემდეგ პირიქით ყვიროდა, რომ დაერეკათ. ბრალდებულმა დაარტყა 3-ჯერ და განიცდიდა ტკივილს მკერდში. შექმნილმა სიტუაციაში ფიქრობდა, რომ ბრალდებულის მუქარა რეალური იყო და მოკლავდა. გ------- ვ----ის გარეთ გასვლისას, ნ-----–- ა---–------ი შევიდა ნ--- ა---–------თან, ამ უკანასკნელმა დაამშვიდა და უთხრა, რომ კარგად იყო. გ------- ვ----ის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი და აკრძალული ქონდა მათთან კონტაქტი, თუმცა 2018 წლის 23 აგვისტოს საღამოს მაინც მივიდა მათთან, თ----- ტ--–----ემ დანახვისთანავე დარეკა საპატრულო პოლიციაში, მათ მოსვლამდე ბრალდებული მიესალმა ეზოში მყოფ ბიჭებს და მ-----– ა---–------ს, რომელმაც უსაყვედურა მისი სახლში არ ყოფნის დროს ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო. გ------- ვ----ე მოუსვენრად დადიოდა, რა დროსაც ჩავარდა ჭაში და დაუზიანდა ფეხი. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მშვიდად წაიყვანეს, ბრალდებული კი ყვიროდა, რომ ბავშვის ნახვა სურდა. მოწმემ განმარტა, რომ ნ--- ა---–------მა აჩვენა მიმოწერა, ამასთან პირადად ბრალდებულისგანაც მოუსმენია - მუქარა და ლანძღვა, ოჯახის თითოეული წევრის მიმართ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ---------–---მა განმარტა, რომ ნ-----–- ა---–------ი არის მისი და, თ-----ი ტ--–----ე კი ამ უკანასკნელის რძალი, შესაბამისად ნ--- და მ-----– ა---–------ები არიან დის შვილიშვილები. 20-21 მარტს იმყოფებოდა დასთან სახლში, ალკოჰოლის მიღების შემდეგ მ-----– ა---–------მა დაიძინა, ბრალდებული კი აგრძელებდა დალევას, რაღაც დროის შემდეგ ნ--- ა---–------ს უთხრა, რომ ბავშვი წაეყვანათ თავის დასთან, ავტომანქანის გასაღები ქონდა თ----- ტ--–----ეს, რომელმაც უთხრა, რომ მანქანას ვერ გაატანდა. აღნიშნულზე ბრალდებული გაღიზიანდა და აგინებდა თ-----ს, თმაში წვდა და დაუწყო მუშტებით ცემა, ხმაურზე გეღვიძა მ-----– ა---–------ს, მან ვერ შეძლო ბრალდებულის შეკავება, გაშველებისას წაიქცა მ---------–---ი, იმ წუთას ბრალდებულმა ბოდიში მოუხადა, თუმცა გარეთ გასვლისას ზურგში იგრძნო დარტყმა და ტკივილი, ისე ჩაიკეცა, ვერ შებრუნდა, რომ დაენახა რა ესროლა ბრალდებულმა, მის ყვირილზე მივიდა მეზობელი. ცოტა რომ დამშვიდნენ, დაახლოებით ნახევარ საათში ნ--- ა---–------მა ჩააწყო ნივთები და გაყვა ბრალდებულს. ბრალდებული საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში აგრესიული გახდა, ჩამოსვლის შემდეგ ერთ-ერთ დღეს კი თავს დაესხა ნ-----–- ა---–------ის ოჯახს, აღნიშნულს მ---------–---ი არ შესწრებია, თუმცა მომხდარის მეორე დღეს მოუყვა ნ-----–- ა---–------ი და ნახა, რომ ოჯახის წევრებს ქონდათ დაზიანებები. მ-----– ა---–------ი იმ დროისათვის იმყოფებოდა რაჭაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----– ა---–------მა განმარტა, რომ ბრალდებული გ------- ვ----ე არის მისი დის ნ--- ა---–------ის ყოფილი მეუღლე. ერთხელ სახლში დალიეს ლუდი, რის შემდეგაც თავად დაიძინა, თუმცა მალევე გაეღვიძა ხმაურზე, ოთახიდან გამოსულმა კი დაინახა, რომ შემოსასვლელ კართან გ------- ურტყამდა დედამისს - თ----- ტ--–----ეს და აგინებდა. მ-----– ა---–------მა გააშველა, კერძოდ სიტუაციის გასანეიტრალებლად თ----- ტ--–----ესთან ერთად თმაში მოკიდა ხელი გ------- ვ----ეს და გარეთ გააგდო. გ------- ვ----ე ნ--- ა---–------ს ეუბნებოდა ჩაეცვა და წაყოლოდა, ეს უკანასკნელი დაემორჩილა. ამ დროისათვის სახლში იყვნენ და ჩხუბის ფაქტს ესწრებოდა ოჯახის ყველა წევრი. 16 აგვისტოში მომხდარი ინციდენტს არ შესწრებია და აღნიშნულის შესახებ გაიგო ოჯახის წევრებისაგან.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ გ---–------მა განმარტა, რომ ცხოვრობდა ნახალოვკაში, სადაც ასევე ცხოვრობდნენ ნ--- ა---–------ი და მისი ოჯახი. სახლში ყოფნისას გაიგო თ----- ტ--–----ის ყვირილი, რომელიც დახმარებას და საპატრულო პოლიციაში დარეკვას ითხოვდა, რადგან როგორც ამბობდა შვილი მოუკლეს. მ------ გ---–------მა დარეკა პატრულში და განაცხადა, რომ იყო ოჯახური კონფლიქტი და დროულად მისულიყვნენ. ოპერატორთან საუბრისას ბრალდებული კიბეებზე ჩავიდა, მიხვდა, რომ გ------- ვ----ის გამო იყო კონფლიქტი, რომელთანაც უსიამოვნება ქონდა ოჯახს, ის კი ბავშვის სანახავად მიდიოდა. თ----- ტ--–----ე ამბობდა, რომ ბრალდებული ნ--- ა---–------ს ოთახში შეუვარდა და დანას ურტყამდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ-–-------- მ-------მა განმარტა, რომ დაზარალებულები არიან მისი მეზობლები. მარტი-აპრილის პერიოდში ეზოში ისმოდა თ------ ტ--–----ის და მამაკაცის ხმა, რომელიც არ ეცნობოდა. მათთან მისვლისას თ----- ტ--–----ემ უთხრა, რომ სიძესთან ქონდათ ოჯახური გაუგებრობა. ვ-–-------- მ-------მა ბრალდებულს მოუწოდა სიმშვიდისკენ, კონფლიქტში ასევე ჩაერია მ-----– ა---–------ი და ცოტა ხანში დაწყნარდნენ. მოწმემ განმარტა, რომ ინციდენტი ხდებოდა აივანზე, სადაც იყვნენ - ნ-----–- ა---–------ი, თ----- ტ--–----ე, ნ--- ა---–------ი, მ-----– ა---–------ი და ბრალდებული. სიტყვიერად ჩხუბობდნენ, ფიზიკურ დაპირისპირება არ დაუნახავს. ბრალდებული ჩაიყვანეს კიბეზე, თავად კი დაახლოვებით 5 წუთში დაბრუნდა სახლში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ დ--------ემ განმარტა, რომ 3 წელია ცხოვრობს ქირით დაზარალებულებთან - ნ-----–- ა---–------ის, ნ--- ა---–------ის და თ----- ტ--–----ის სახლის პირველ სართულზე. 2018 წლის აგვისტოში მეგობრებთან ერთად იყო და სვამდა ლუდს, რა დროსაც მათთან მივიდა ბრალდებული, ამ დროისათვის მისთვის უცნობი იყო, რომ მას აკრძალული ქონია ა---–------ების ოჯახში მისვლა. მ-----– ა---–------ი ეუბნებოდა წასულიყო, თუმცა გ------- ვ----ე ამბობდა, რომ ბავშვი უნდა ენახა. ბრალდებული ნერვიულად დადიოდა აქეთ-იქით და ჩავარდა ჭაში, ცოტა ხანში მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და წაიყვანეს. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებული აგრესიულად იყო განწყობილი, თუმცა არ იცის ნასვამი იყო თუ არა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- გ----–---–მა განმარტა, რომ არის მ-----– ა---–------ის მეგობარი და იცნობს მის ოჯახის წევრებს. 23 აგვისტოს მ-----–თან ერთად სვამდა ლუდს, რა დროსაც მათთან მივიდა ბრალდებული და მ-----– ა---–------ს უთხრა, რომ ბავშვის ნახვა უნდოდა. მ-----–მა თავის მხრივ უთხრა, რომ მას არ ქონდა მათთან მისვლის უფლება. ბრალდებული დადიოდა ანერვიულებული, მას ფეხი ჩაუვარდა ორმოში და ბიჭებმა ამოიყვანეს, ცოტას კოჭლობადა, სწორედ ამ დროს მივიდა 2 პოლიციელი და წაიყვანეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ---- გ----–---–მა განმარტა, რომ მ-----– ა---–------ი არის მისი მეგობარი და იცნობს ამ უკანასკნელის ოჯახის წევრებს. აგვისტოში ეზოში ძმასთან და მეგობრებთან ერთად სვამდა ლუდს, რა დროსაც მათთან მივიდა ნ--- ა---–------ის მეუღლე - ყ-------ი, რომელიც 1-2-ჯერ ყავდა ნანახი. მან თქვა, რომ მისვლის უფლება არ ქონდა, თუმცა ბავშვის ნახვის გარეშე არ წავიდოდა. ბ---- გ----–---–ი წავიდა ლუდის მოსატანად, დაბრუნებულმა დაინახა, რომ ბრალდებული პოლიციის თანამშრომლებს კიბეებზე ჩამოყავდათ, ის იყო აგრესიული და აგინებდა ა---–------ების ოჯახის წევრებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ------- მ----–---–მა განმარტა, რომ არის თ---–------------------------------------------–-------- განყოფილების გამომძიებელი. 2018 წლის 16 აგვისტოს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შესაბამისად დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 151-ე მუხლებით. გამოიკითხნენ მოწმეები და გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რის შესახებაც გაფრთხილებული იყო კონკრეტული პირი. გ------- ვ----ეს უთხრეს გამოცხადებულიყო განყოფილებაში, თუმცა ის თავს არიდებდა პოლიციაში გამოცხადებას და აცხადებდა, რომ იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონში. სასამართლოსგან მოპოვებული იქნა განჩინება მისი დაკავების შესახებ, 23 აგვისტოს თ----- ტ--–----ე დაუკავშირდა და უთხრა, რომ გ------- ვ----ე მისული იყო მათთან სახლში და აგინებდა. ვ------- მ----–---–მა აღნიშნულის შესახებ მოახსენა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც თანამშრომლებმა გ--–- ს-----ემ და გ--–- ნ-------ემ დააკავეს ბრალდებული ყოფილი მეუღლის სახლში. დაკავებული იტკიებდა ფეხს, ამბობდა, რომ ჭაში ჩააგდო ცოლის ძმამ, შესაბამისად აღნიშნულთან დაკავშირებით გამოყოფილი იქნა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. მოცემული საქმის ფარგლებში ჩაატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, ბრალდებულ ჩაუტარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ხოლო დაზარალებულებს სამედიცინო. დადგინდა, რომ ბრალდებულს გვარი ქონდა შეცვლილი და წარსულში იყო ყ------- ლ-----ე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--–- ს-----ემ განმარტა, რომ მუშაობს თ---–----------------------------------- განყოფილებაში, 2018 წლის აგვისტოში სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას დაურეკეს ვ------- მ----–---–ს, რომ გ------- ვ----ე იყო მის ყოფილ სიდედრთან და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შეტყობინებაზე რეაგირებისათვის გ--–- ნ-------ესთან ერთად წავიდა დაზარალებულის საცხოვრებელი სახლში და მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს გ------- ვ----ე. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მხოლოდ აგინებდა ოჯახის წევრებს და იტკიებდა ფეხს, რადგან ჩავარდა ჭაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--–- ნ-------ემ განმარტა, რომ მუშაობს თ---–---------------------------------- განყოფილებაში, 2018 წლის 23 აგვისტოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე გ--–- ს-----ესთან ერთად დააკავა გ------- ვ----ე, მის ყოფილი მეუღლის ბინაში. დაკავების მიზეზი იყო ბრალდებულის ყოფილი სიდედრის შეტყობინება გამომძიებელ ვ------- მ----–---–ისათვის, რომ გ------- ვ----ე მისული იყო მათთან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. დაკავებისას ბრალდებული ფეხს იტკიებდა, რასთან დაკავშირებითაც განმარტა, რომ ცოლის ძმამ ძალით ჩააგდო ჭაში. ბრალდებული ა---–------ების ოჯახის წევრების მიმართ იყო აგრესიული და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე კ------------- გ-------იამ განმარტა, რომ მუშაობს თბილისის ს----------–-------–-–--–--------- ოცეულში. 2018 წლის 23 აგვისტოს მიიღო შეტყობინება, რომ დ--------------------------- განყოფილებას ჭირდებოდა ალკოჰოლური თრობის შესამოწმებელი ტესტი. ადგილზე მისვლისას გამომძიებლის მითითებით შეამოწმეს კონკრეტული პიროვნება, რომელსაც დაუდგინდა მსუბუქი თრობა - 0,199 პრომილე. სტანდარტით საჭესთან 0,300 პრომილე არის დასაშვები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--- დ--–---–---–მა და ა---- ტ----–--ემ განმარტეს, რომ არიან ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტები. მოწმეებმა დაადასტურეს მათ მიერ 2019 წლის 17 თებერვალს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც:

გ------- ვ----ეს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - შერეული პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი-F--; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა შერეული პერსონოლოგიური აშლილობა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობთ მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიგების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას არ აქვს იმგვარი ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---–----- ტ------–---–მა განმარტა, რომ ის არის ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევათა სამმართველოს ექსპერტი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 7 სექტემბერს გაცემული დასკვნები, რომელთა თანახმადაც:

1. 16.08.2018 წ. პირადი შემოწმებისას მოქალაქე ნ--- ა---–------ს აღენიშნებოდა დაზიანებები: მარჯვენა წინამხარის მიდამოში სისხლნაჟღენთის და მარცხენა თვალბუდის შიგნითა კუთხესთან ნაჭდევის სახით.

დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

2. 16.08.2018 წ. პირადი შემოწმებისას მოქალაქე ნ-----–- ა---–------ს აღენიშნებოდა დაზიანებები: მარჯვენა ძუძუს მიდამოში სისხლნაჟღენთის და მარცხენა იდაყვის სახსრის მიდამოში ნაჭდევის სახით.

დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–- ხ-------მა განმარტა, რომ ის არის ექსპერტი და 2018 წლის 18 სექტემბერს შეტყობინების საფუძველზე გამომძიებელთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და იქ არსებული ჭა, ასევე გადაიღო ფოტოსურათები.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ------- ვ----ემ არ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა და მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მას ნ--- ა---–------თან ქონდა კარგი ურთიერთობა, პირველ ეტაპზე მოგზაურობდნენ ევროპაში, შემდეგ კი ცხოვრობდნენ თბილისში სხვადასხვა მისამართზე. 2018 წლის მარტში მეუღლესთან ერთად უნდოდა გასეირნება, რისთვისაც ნ--- ა---–------მა თხოვა მ-----– ა---–------ისთვის ეთხოვა წაყვანა, ეს უკანასკნელი დათანხმდა, თუმცა თ----- ტ--–----ემ უთხრა, რომ ავტომანქანა იყო მისი ნაყიდი, გასაღები ქონდა მას და ვერ წავიდოდნენ. აღელვებულმა გ------- ვ----ემ შეაგინა თ----- ტ--–----ეს, რომელმაც ასევე გინებით უპასუხა. მ-----– ა---–------ი მიეპარა უკნიდან, თავში ჩაარტყა და დაუჭირა ხელები, რა დროსაც თ----- ტ--–----ე წვდა თმებში. სახლში იმყოფებოდა ასევე ნ-----–- ა---–------ის და, რომელმაც გაიყვანა თ----- ტ--–----ე. მ-----– ა---–------მა ის და ნ-----–- ა---–------ის და დააგდო ძირს. თ----- ტ--–----ეს ეჭირა ვაზა და ეუბნებოდა, რომ ჩაარტყამდა, რა დროსაც ნ-----–- ა---–------მა თვალებით ანიშნა არ დაერტყა. ნ-----–- ა---–------ის დამ დაურეკა მეზობელს, რათა დახმარებოდა, თუმცა ამ უკანასკნელის მოსვლისას კონფლიქტი დასრულებული იყო. ნ--- ა---–------ი ტიროდა, დაახლოებით ნახევარ საათში ჩაალაგა ნივთები და მასთან გადავიდა საცხოვრებლად. რაღაც დროის შემდგომ გ------- ვ----ე წავიდა ევროპაში, ნ--- ა---–------ი კი დატოვა მის სახლში, თუმცა ის ბებიის დამ წაიყვანა. მისთვის უცნობია, რამ გააღიზიანა ნ--- ა---–------ი, თუმცა საუბრისას ის იყო გაღიზიანებული, არ უგზავნიდა ბავშვის სურათებს. ბრალდებულმა განმარტა, რომ ნ--- ა---–------მა იცოდა მისი ,,Facebook“ გვერდის გასააქტიურებელი პაროლი და შემჩნეული ქონდა, რომ ის თავის თავს წერდა შეურაცხმყოფელ ფრაზებს, მისი მინაწერების გარკვეულ ნაწილს კი შლიდა, ამ ფაქტთან დაკავშირებით კამათობდნენ, თავად ესაუბრებოდა მხოლოდ ბავშვზე. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ დაზარალებულს ნამდვილად გაუგზავნა თავის ბავშვობის და შვილის ფოტები, რა დროსაც ეუბნებოდა, რომ ბავშვი დედას გავდა და არა მას, აღნიშნული განახორციელა, რადგან ქონდა გარკვეული ეჭვები, თუმცა ეს მანამდე სანამ ნ--- ა---–------ის გაუპატიურების ფაქტს გაიგებდა. ევროპიდან დაბრუნებული ყოველდღიურად მიდიოდა შვილის სანახავად, რასთან დაკავშირებითაც ეკონტაქტებოდა მ-----– ა---–------ს. 2018 წლის 16 აგვისტოს საღამოს მივიდა მათთან, თ----- ტ--–----ემ გაუღო კარი და უსაყვედურა, რომ გვიანი იყო, ესაუბრა ძალიან ცუდად, მან უთხრა, რომ თ----- ტ--–----ეს დანაშაული ქონდა ჩადენილი, რის გამოც დაიწყო ყვირილი. გულისხმობდა 2008 წელს არასრულწლოვანი ნ--- ა---–------ის გაუპატიურების ფაქტს, კერძოდ იმ ფაქტს, რომ ნ--- ა---–------ი დაახლეობით 30 მამაკაცმა გააუპატიურა, რა დროსაც ოჯახმა აიღო ფული, სანაცვლოდ კი არ დააკავეს დანაშაულის ჩამდენი პირები, საქმეს იძიებდა იგივე განყოფილება, რომლის თანამშრომლებმაც დააკავეს გ------- ვ----ე. თ----- ტ--–----ის ჩხუბზე გავიდა სახლიდან, მანვე უკნიდან ჩაარტყა ჯოხი თავში, მდგმურმა დარეკა საპატრულო პოლიციაში. აღნიშნულ დღეს ბავშვი არ უნახავს, ნ--- ა---–------ი ნახა გარეთ, რა დროსაც გაუპატიურებასთან დაკავშირებით მის ნათქვამზე დაიწყო ტირილი. 23 აგვისტოს შუადღეს დაურეკა მ-----– ა---–------მა და უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და როცა უნდოდა შეეძლო ბავშვის ნახვას, შესაბამისად მივიდა შვილის სანახავად, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ ჩაფიქრებული ქონდათ მისი ცემა. მ-----– ა---–------ი იყო ბიჭებთან ერთად და ცემა, მანვე მიიყვანა ჭასთან და ჩააგდო, რა დროსაც დაიზიანა ფეხი, დაგდებულს კიდევ ურტყამდა, რასაც მობილური ტელეფონის აივნიდან იღებდა თ----- ტ--–----ე, მანვე ესროლა საფერფლე. მ-----– ა---–------ი რაღაც დროით ავიდა სახლში, დაბრუნებულმა კიდევ ცემა, ჯიბეზე იკიდებდა ხელს, სავარაუდოდ ქონდა დანა, მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაინახეს, თუმცა იქ მყოფმა ბიჭებმა ანიშნეს მ-----– ა---–------ს, რომ შეეწყვიტა ცემა. ძირს ეგდო და ვერ დგებოდა, პოლიციელებმა ჩასვეს ავტომანქანაში. მის გინებაზე და კითხვაზე თუ რატომ აკავებდნენ, მაშინ როცა ნაცემი თავად იყო, პოლიციის თანამშრომლებმაც ცემეს. ცხვირიდან და ტუჩიდან სისხლი სდიოდა, ფეხები დაზიანებული ქონდა, ერთი ფეხი მოტეხილი, თუმცა სამედიცინო დოკუმენტაცია გაუყალბეს, აღნიშნულ საქმეში უშუალოდ პროკურორი არის მონაწილე, რომ არ დაიჭირონ მ-----– და ნ-----–- ა---–------ები და თ----- ტ--–----ე. ბრალდებულმა განმარტა, რომ მ-----– ა---–------მა და პოლიციის თანამშრომლებმა ცემეს, თუმცა უშუალოდ დაზიანებები მიაყენა მ-----– ა---–------მა. დანიაში ყოფნის დროს მეუღლე უბნებოდა, რომ მისი ოჯახი პოლიციას დააჭერინებდა მის თავს. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ მ-----– ა---–------ს შეურაცყოფის მიყენების მიზეზით ეძახდა - ,,პიტალოს“, კონფლიქტი ნამდვილად იყო, თუმცა მისი მხრიდან მუქარას ან ძალადობას არ ქონია ადგილი, დანა არ უტარებია არასდროს. ბრალდებულმა იცოდა შემაკავებელი ორდერის დარღვევა არ შეიძლებოდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ სასამართლოზე ყველაფერს იტყოდა, კერძოდ იმას, რომ ბავშვის ნახვას უკრძალავდნენ.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მეირ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1-ის თანახმად გამოძიება დაიწყო 2018 წლის 16 აგვისტოს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2018 წლის 15 აგვისტოს ინიციატორ მ------ გ---–------ის შეტყობინების თანახმად - ნ--- ა---–------ს ავიწროვებს ყოფილი მეუღლე.

 

2018 წლის 16 აგვისტოს ნ--- ა---–------ის განცხადების თანახმად 15 აგვისტოს 2300 საათზე ყოფილი მეუღლე გ------- ვ----ემ მას და ბები - ნ-----–- ა---–------ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დანის გამოყენებით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.

 

2018 წლის 16 აგვისტოს შემაკავებელი ორდერის თანახმად ორდერი გაიცა მოძალადე გ------- ვ----ის მიმართ - 29 დღით, 2018 წლის 13 სექტემბრამდე.

 

ორდერისა და სატელეფონო გასაუბრების შესახებ ოქმის თანახმად ორდერით გათვალისწინებული აკრძალვების შესახებ ეცნობა გ------- ვ----ეს, მათ შორის აკრძალვა: მოძალადის იმ სახლიდან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს.

 

2015 წლის 11 მაისის სახელის შეცვლისა და/ან გვარის შეცვლის/დადგენის აქტის ჩანაწერის თანახმად ყ------- ლ-----ე შეცვლის/დადგენის შემდეგ გახდა გ------- ვ----ე.

 

2017 წლის 13 ოქტომბრის ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად დაქორწინდნენ ნ--- ა---–------ი და გ------- ვ----ე.

 

2018 წლის 5 თებერვლის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად ე-------–------ის დედა არის ნ--- ა---–------ი, ხოლო მამა - გ------- ვ----ე.

 

2018 წლის 23 აგვისტოს ალკოტესტით შემოწმების ოქმის თანახმად გ------- ვ----ეს დაუდგინდა 0,199 პრომილი.

 

იზოლატორში მოთავსებული პირის იზოლატორში შემოყვანისას ჩატარებული სამედიცინო შემოწმების ფორმა N------ის თანახმად, გ------- ვ----ე უჩივის მარჯვენა კოჭ-წვივის სახსარში ტკივილს. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, კანი: მარცხენა წვივის გარე ზედაპირზე აღენიშნება ნაჭდევები, მარჯვენა კოჭ-წვივის სახსარი შესიებული. ადევს ელასტიური ბინტის ნახვევი, კეფის არეში აღენიშნება კოპი.

 

2018 წლის 19 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, ნ. ტ--–--–-–---–ის ქ. N--ში, ეზოში საცხოვრებელი სახლის წინ მოპირდაპირე მხარეს რკინის კონსტრუქციის დაბალი ზომის ღობესთან ახლოს არის კოროზირებული თუნუქის ფირფიტა, მის დაბლა არის საკანალიზაციო ჭა. აღნიშნული თუნუქის ფირფიტა გამოიყენება საკანალიზაციო ჭის თავსახურად. ჭა არის ოთხკუთხედი და 105 სანტიმეტრი სიმაღლის.

 

2018 წლის 12 სექტემბრის თბილსის საქალაქო სასამართლოს დადგენილების საფუძველზე გ------- ვ----ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციულ სახდელად განესაზღვრა გამასწორებელი სამუშაო 1 თვის ვადით. სასამართლო განხილვისას დადგინდა, რომ გ------- ვ----ემ არ შეასრულა 2018 წლის 16 აგვისტოს N------ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

2018 წლის 26 სექტემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებების თანახმად დაზარალებულად იქნენ ცნობილნი ნ--- და ნ-----–- ა---–------ები, რომლებსაც მიადგათ ფიზიკური და მორალური სახის ზიანი, ასევე დაზარალებულად ცნობილ თ----- ტ--–----ეს მიადგა ფიზიკური სახის ზიანი.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები და ბრალდებულისა და დაზარალებულ ნ--- ა---–------ის მიმოწერები.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან გ------- ვ----ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------- ვ----ემ ჩაიდინა - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო ცალ-ცალკე შეეხება თითოეულ ეპიზოდს:

 

1. 2018 წლის მარტში თ----- ტ--–----ის ცემის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა არამხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, არამედ უშუალოდ ფაქტის შემსწრე მოწმეების ჩვენებებიც, კერძოდ:

დაზარალებულმა თ----- ტ--–----ემ განმარტა, რომ მის ოჯახში კამათი მოხდა იმის გამო, რომ გ------- ვ----ეს სურდა ავტომანქანით წასვლა და ეს მაშინ, როცა გარდა იმისა, რომ იყო ნასვამი, არ ქონდა მართვის მოწმობა. მის უარზე გაღიზიანდა გ------- ვ----ე და თმით ითრია, მანვე მუხლებზე დამდგარს ურტყა მუშტები. ჩხუბში ჩაერივნენ ოჯახის წევრები და მეზობელი და გააშველეს. შედეგად ორი დღე ტკიოდა თავი.

 

აღნიშნული ფაქტი დაადასტურა ასევე ნ--- ა---–------მა და განმარტა, რომ გ------- ვ----ემ ითხოვა მ-----– ა---–------ის ავტომანქანა, თუმცა რადგან ნასვამი იყო და არც მართვის მოწმობა ქონდა, უარი უთხრეს. აღნიშნულით გაღიზიანებული მივარდა თ----- ტ--–----ეს, წვდა თმაში და ურტყამდა, შემოახია ჯემპრი. ნ--- ა---–------ი ყვიროდა, მ-----– ა---–------ი და მ---------–---ი აშველებდნენ, რა დროსაც ეს უკანასკნელი დავარდა. საბოლოოდ მეზობელი ვ-–-------- მ-------ი ცდილობდა მათ დამშვიდებას და გ------- ვ----ის მათგან გარიდებას.

 

ნ-----–- ა---–------მა განმარტა, რომ გ------- ვ----ემ და მ-----– ა---–------მა დალიეს ლუდი, რის შემდეგაც გ------- ვ----ემ თ----- ტ--–----ეს სთხოვა ავტომანქანის გასაღები, ამ უკანასკნელმა უარი უთხრა, რადგან ის იყო მთვრალი და არ ქონდა მართვის მოწმობა. აღნიშნულზე გ------- ვ----ემ შეაგინა ნ--- ა---–------ს, თ----- ტ--–----ის კითხვაზე თუ რატომ აგინებდა, ბრალდებული ერთი ხელით წვდა თმაში, მეორე ხელს კი ურტყამდა. მ---------–---მა, მ-----– ა---–------მა და მეზობელმა ვ-–-------- მ-------მა შეაჩერეს და გაიყვანეს გარეთ.

 

ასევე მ---------–---მა განმარტა, რომ 20-21 მარტს იმყოფებოდა დასთან ნ-----–- ა---–------თან სახლში, ალკოჰოლის მიღების შემდეგ მ-----– ა---–------მა დაიძინა, ბრალდებული კი აგრძელებდა დალევას, რაღაც დროის შემდეგ ნ--- ა---–------ს უთხრა მ-----– ა---–------ის ავტომანქანით ბავშვი წაეყვანათ თავის დასთან. თ----- ტ--–----ემ უთხრა, რომ მანქანას ვერ გაატანდა. აღნიშნულზე ბრალდებული გაღიზიანდა და აგინებდა თ-----ს, თმაში წვდა და დაუწყო მუშტებით ცემა, ხმაურზე გაეღვიძა მ-----– ა---–------ს, რომელიც ცდილობდა გაშველებას, არეულობისას წაიქცა თავადაც, მის ყვირილზე მივიდა მეზობელი.

 

თავის მხრივ მ-----– ა---–------მა განმარტა, რომ კონკრეტულ დღეს ლუდის დალევის შემდეგ დაიძინა, თუმცა გაეღვიძა ხმაურზე, ოთახიდან გამოსულმა დაინახა, რომ შემოსასვლელ კართან გ------- დედამისს - თ----- ტ--–----ეს ურტყამდა და აგინებდა. შექმნილი მდგომარეობის გამო დედასთან ერთად ბრალდებულს თმაში მოკიდა ხელი და გააგდო გარეთ, ჩხუბის ფაქტს ესწრებოდა ოჯახის ყველა წევრი.

 

ა---–------ების ოჯახიდან გამოსული ხმაურის გამო, მათთან მისულმა მეზობელმა ვ-–-------- მ-------მა განმარტა, რომ მარტი-აპრილის პერიოდში ეზოში გაიგონა თ------ ტ--–----ის და მამაკაცის ყვირილის ხმა. მისვლისას ის შეესწრო მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას და ფიზიკური ძალადობა არ დაუნახავს, თ----- ტ--–----ემ უთხრა, რომ სიძესთან ქონდათ კონფლიქტი.

 

მოწმეთა აღნიშნული ჩვენებების გათვალისწინების სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები იმ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, რომ 2018 წლის მარტში თბილისში, ტ--–--–-–---–ის ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან გ------- ვ----ემ სიდედრს - თ----- ტ--–----ეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, იმის გამო რომ ამ უკანასკნელმა არ მისცა ავტომანქანის გასაღები და არ დართო ნება მართვის მოწმობის გარეშე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დამჯდარიყო საჭესთან, კერძოდ ითრია თმებით და რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი თავში.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის ამ ნაწილში გამართლების შესახებ იმაზე მითითებით, რომ მოწმეთა ჩვენებებით ვერ დგინდება დანაშაულის ჩადენის ზუსტი დრო, ამასთან საქმეში არ არის ჩატარებული და შესაბამისად წარმოდგენილი თ----- ა---–------ის სამედიცინო ექსპერტიზა და დასკვნა. სასამართლო განმარტავს, რომ თ----- ტ--–----ეს მის მიმართ მომხდარი ძალადობის შესახებ არ განუცხადებია დანაშაულის ჩადენის დროისათვის, აღნიშნული გამოვლინდა 2018 წლის 16 აგვისტოს შემდეგ. აქედან გამომდინარე დროის ინტერვალის გამო ბუნებრივია, რომ მოწმეები ვერ ახდენენ ზუსტი კალენდარული თარიღის განსაზღვრას, ამასთან აზრს მოკლებულია თვეების დაგვიანებით სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.

 

ამასთან დაცვის მხარე საუბრობს ზოგადად აბსტრაქტულ ვერსიაზე - მოწმეთა ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით გარკვეულ ეჭვებზე. თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშულმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე ჩვენებები მისცეს ფიცის ქვეშ, რაც დამატებით ვალდებულებას აკისრებს მოწმეს კონკრეტულ კითხვებთან მიმართებით. გარდა ამისა ვერსიის დასამტკიცებლად დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი, ეჭვის დონეზეც ვერ დაასახელა, რა მიზანი შეიძლებოდა ქონოდათ მოწმეებს მის წინააღმდეგ მიეცათ ჩვენება, მტკიცებულებებით ასევე არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, მათი საქმის შედეგით დაინტერესების შესახებ.

 

2. 2018 წლის 16 აგვისტოს ფაქტთან დაკავშირებით მოწმეებმა განმარტეს შემდეგი:

 

ნ--- ა---–------მა განმარტა, რომ ბრალდებულის მხრიდან მუდმივად განიცდიდა დამცირებას, ჩაგვრას და მუქარას, მათ შორის მისი საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდშიც, შესაბამისად შიშის გამო საქართველოში დაბრუნებულს არ მიუყვანა ბავშვი სანახავად და ბრალდებული თავად აკითხავდა შვილს. 16 აგვისტოს დღის განმავლობაში დაურეკა ნასვამმა, გვიან საღამოს კი, მაშინ როცა ნ--- ა---–------ი ბავშვთან ერთად დაწვა დასაძინებლად, გ------- ვ----ე მივიდა მათთან სახლში და კარს აჯაჯგურებდა, ნ--- ა---–------მა გაიგონა თ----- ტ--–----ის ხმა - ,,რა გინდა“. ბრალდებული შევიდა მის ოთახში, მარჯვენა ხელით ამოიღო დანა, რომელსაც ვერცხლისფერი წვერი ქონდა და გავდა ხანჯალს, უქნევდა ყელის და გულმკერდის არეში, ხელზე მოუჭირა ხელი, რის გამოც დაეტყო სილურჯეები, ასევე ჩაარტყა თავში, რაც უშუალოდ ჩარტყმის მომენტში ვერ გააცნობიერა, რადგან კონცენტრირებული იყო დანაზე, თუმცა მოგვიანებით განიცდიდა ტკივილს. ფიქრობდა, რომ ბრალდებული დანას დაარტყამდა და მოკლავდა, დამშვიდების მიზნით უთხრა, რომ უყვარდა, სწორედ აღნიშნული ფრაზის შემდეგ გ------- ვ----ე გავარდა გარეთ, თავად ვერ გაყვა, რადგან ბავშვი იყო შეშინებული, შესაბამისად ვერ შეესწრო გარეთ განვითარებული მოვლენებს, თუმცა როგორც ნ-----–- ა---–------მა უთხრა, გ------- ვ----ემ ის დააგდო ძირს და ურტყამდა ფეხის წვერს მარჯვენა მკერდზე, უქნევდა დანას და ეუბნებოდა, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო. ნ--- ა---–------მა თავად ნახა, რომ ნ-----–- ა---–------ს მკერდზე ქონდა სილურჯეები. თავის მხრივ თ----- ტ--–----ე იყო შეშინებული, რადგან დაინახა როგორ უქნევდა დანას გ------- ვ----ე ჯერ მის შვილს, შემდეგ დედას, შესაბამისად ფიქრობდა, რომ ბავშვი, ნ--- ა---–------ი და ნ-----–- ა---–------ი, დახოცილები იყვნენ. მომხდარის გამო ყველანი გაკვირვებულები იყვნენ და ვერ ხვდებოდნენ რატომ იქცეოდა ბრალდებული ასე, მეზობელმა დარეკა საპატრულო პოლიციაში, მას გ------- ვ----ე ცინიკურად მოუწოდებდა დაერეკა პოლიციაში.

აღნიშნულმა დაზარალებულმა კატეგორიულად დაადასტურა, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს გ------- ვ----ემ მუქარის თანხლებით ერთხელ ჩაარტყა თავში ხელი, მაშინ, როცა მეორე ხელში ეჭირა დანა და უქნევდა. იმ მომენტში განიცდიდა შიშს, რადგან აღნიშნულ შემთხვევამდე ძირითადად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ბრალდებული, მოცემულ შემთხვევაში კი მისი ქმედება მხოლოდ სიტყვიერი მუქარა ან ხუმრობა არ იყო, ის რეალურად ახორციელებდა მუქარას - მისი სიცოცხლის მოსპობას დანით, თვლის, რომ შემთხვევით გადარჩა.

 

თ----- ტ--–----ემ განმარტა, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 2300 საათზე გ------- ვ----ე მივიდა მათთან სახლში და კარზე აბრახუნებდა, ბრალდებული არ მისალმებია, ისე შევიდა ნ--- ა---–------ის ოთახში, მხოლოდ ის უთხრა, რომ ნ--- ა---–------მა ხელოსანთან უღალატა. თ----- ტ--–----ე შეყვა ოთახში და დაინახა როგორ ამოიღო დაახლოებით 20 სმ. სიგრძის ვერცხლისფერი დანა გ------- ვ----ემ და როგორ უქნევდა ზემოდან ქვემოთ მის შვილს, მისი ქმედება აღიქვა დანის დარტყმებად, რადგან იმავდროულად ბრალდებული ყვიროდა, რომ - მოკლავდა, რაღაც დროს ნ--- გადახრილა ბავშვისკენ, რომელიც ტიროდა. თ----- ტ--–----ემ იფიქრა, რომ გ------- ვ----ემ ისინი მოკლა. ოთახიდან გასული გ------- ვ----ე უყვიროდა ნ-----–- ა---–------საც, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო, იმავდროულად უქნევდა დანას და ურტყამდა წიხლებს.

 

ნ-----–- ა---–------მა განმარტა, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს 2220 საათზე სახლში იმყოფებოდა თ----- ტ--–----ესთან, ნ--- ა---–------თან და ამ უკანასკნელის შვილთან ერთად, რა დროსაც გ------- ვ----ე მივიდა მათთან, თ----- ტ--–----ემ გაუღო კარი და უსაყვედურა გვიან ღამე მისვლის გამო. გ------- ვ----ემ კი უთხრა, რომ ბავშვის ნახვა უნდოდა და შევიდა ნ--- ა---–------ის ოთახში, დაახლეობით 1 წუთში ნ-----–- ა---–------მა გაიგო თ----- ტ--–----ის ხმა - ,,დედა მიშველე, დარეკე სასწრაფოში, ნ------ მომიკლა“. ნ-----–- ა---–------ი გავიდა ოთახიდან, რა დროსაც გ------- ვ----ემ კრა ხელი, მიაჯახა სააბაზანოს კარს, ჩაიკეცა, ბრალდებული უტრიალებდა დანას და ეუბნებოდა, რომ ყველა მისი ხელით მოკვდებოდა, თან ფეხს ურტყამდა მკერდში. თ----- ტ--–----ის კივილის გამო მეზობელმა დარეკა სსიპ ,,112-ში“. მოწმემ კატეგორიულად დაადასტურა, რომ ბრალდებულმა დაარტყა 3-ჯერ და განიცდიდა ტკივილს მკერდში. შექმნილმა სიტუაციაში ფიქრობდა, რომ ბრალდებული მუქარას შეასრულებდა.

 

თავის მხრივ მ------ გ---–------მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს გაიგო თ----- ტ--–----ის ყვირილი, რომელიც დახმარებას და საპატრულო პოლიციაში დარეკვას ითხოვდა, რადგან როგორც ამბობდა შვილი მოუკლეს. ოპერატორთან საუბრისას დაინახა, რომ გ------- ვ----ე კიბეზე ჩადიოდა, მიხვდა, რომ კონფლიქტი მის გამო იყო ა---–------ების ოჯახში.

 

მოწმეთა აღნიშნული ჩვენების ანალიზის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ვ----ე სოციალური ქსელის, მესენჯერის მიმოწერის საშუალებით უკავშირდებოდა ნ--- ა---–------ს და ემუქრებოდა, რომ მოუსპობდა სიცოცხლეს. 2018 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 2300 საათზე კი თბილისში, ტ--–--–-–---–ის ქუჩა N--ში გ------- ვ----ემ საწოლზე წააქცია ნ--- ა---–------ი, ყელის და გულმკერდის არეში დანის მოქნევების თანხლებით, მუშტი ჩაარტყა თავში, პარალელურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ამ უკანასკნელის ოთახიდან გასვლის შემდეგ გ------- ვ----ემ ნ-----–- ა---–------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ - კრა ხელი, წააქცია და წაქცეულს მკერდზე სამჯერ დაარტყა ფეხი, იმავდროულად დანის ყელის არეში მოქნევების თანხლებით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კერძოდ ეუბნებოდა, რომ მისი ხელით მოკვდებოდა ისიც და მისი ოჯახის სხვა წევრებიც.

 

დაზარალებულების განმარტებით 2018 წლის 16 აგვისტოს გ------- ვ----ის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად დაზარალებულ ნ--- ა---–------ს და ნ-----–- ა---–------ს გაუჩნდათ - სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების რეალური შიში, რაც შექმნილ ვითარებაში, თუ გავითვალისწინებთ გ------- ვ----ის ურთიერთობას და დამოკიდებულებას, როგორც ნ--- ა---–------ის, ისე მისი ოჯახის თითოეული წევრის მიმართ, სრულიად ბუნებრივია. მითუფრო მაშინ, როცა ჯერ კიდევ საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში წერდა მუქარის შემცველი შინაარსის წერილებს ნ--- ა---–------ს, როგორც მისი ისე, ოჯახის წევრების მისამართით. 2018 წლის 16 აგვისტოს კი მას ქონდა დანა, რომელსაც თ----- ტ--–----ის განმარტებით უქნევდა საწოლზე ბავშვთან ერთად მყოფ ნ--- ა---–------ს, ზემოდან ქვემოთ, რაც ამ უკანასკნელმა ზურგის მხრიდან აღიქვა, როგორც რეალური დარტყმები და იფიქრა, რომ ნ--- ა---–------ი და მისი შვილი მოკლა გ------- ვ----ემ, რის გამოც თ----- ტ--–----ე ყვიროდა, რაც ესმოდა გვერდზე ოთახში მყოფ ნ-----–- ა---–------ს. გაგონილით უკვე შეშინებულმა ნ-----–- ა---–------მა თავადაც მიიღო დარტყმები ბრალდებულისგან მკერდის არეში, დანის ქნევითა და მოკვლის მუქარით. ასეთ პირობებში კი შეუძლებელია მუქარა არ ყოფილიყო შესასრულებლად რეალურად აღქმადი, როგორც ნ--- ისე ნ-----–- ა---–------ისათვის.

 

გარდა ამისა ნ-----–- ა---–------მა და ნ--- ა---–------მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად, რაც ასევე დადასტურებულია 2018 წლის 7 სექტემბრის დასკვნებით, რომლის თანახმადაც:

1. 16.08.2018 წ. პირადი შემოწმებისას მოქალაქე ნ-----–- ა---–------ს აღენიშნებოდა დაზიანებები: მარჯვენა ძუძუს მიდამოში სისხლნაჟღენთის და მარცხენა იდაყვის სახსრის მიდამოში ნაჭდევის სახით.

2. 16.08.2018 წ. პირადი შემოწმებისას მოქალაქე ნ-----–- ა---–------ს აღენიშნებოდა დაზიანებები: მარჯვენა ძუძუს მიდამოში სისხლნაჟღენთის და მარცხენა იდაყვის სახსრის მიდამოში ნაჭდევის სახით.

თითოეული დაზარალებულის დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

ასევე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: გ------- ვ----ეს ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს აღენიშნებოდა შერეული პერსონოლოგიური აშლილობა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობთ მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიგების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას არ აქვს იმგვარი ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული გ------- ვ----ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შესაბამისად, გ------- ვ----ე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენაში.

ამასთან სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, გ------- ვ----ის მიერ ნ--- ა---–------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით. კერძოდ სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, დაზარალებულების ჩვენებები და სოციალურ ქსელში განხორციელებული მიმოწერები, ასევე შეაფასა გ------- ვ----ის ქმედებაში დისკრიმინაციული ნიშნების იდენტიფიცირების მიზნით. ანალიზის შედეგად კი დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული მოტივირებული იყო გენდერული უთანასწორობით, ქალის გენდერულ როლზე არსებული შეხედულებითა და სტერეოტიპული დამოკიდებულებით, რაც ნათლად ჩანს თანაცხოვრების პერიოდში დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არსებულ ურთიერთობასა და ნ--- ა---–------ის მიმართ ბრალდებულის ქცევაში.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მიმოწერაში გარდა მრავალჯერადი მუქარისა, რომელიც მიმართულია ნ--- ა---–------ის და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობისაკენ, ბრალდებული ასევე ხშირად უსვამს ხაზს, რომ ნ--- ა---–------მა და მისმა ოჯახის წევრებმა არ იციან ოჯახში კაცის როლი, კერძოდ - ,,რა არის კაცი“, მის თავს უწოდებს არწივს და წერს - ,,ვინ გგონივარ, როდის იყო არწივი ქათმებს ერჩოდა, მაგრამ დედაშენის სისხლის გუბეში თუ შენი ძმა არ ვაცეკვო, ნახავ მერე ვინაა ლ-----ე“, ,,თქვენ ქათმებთან გქონიათ საქმე, ოჯახშიც სახეზე გყავთ და კაცის მოქმედება თქვენთვის შედეგიანი იქნება, ვაი თქვე საცოდავებო, იმდენს ნუ იზავ ნ--- სუყველა ამოგხოცოთ, თქვენ გამაბოროტეთ“. ამასთან, ამ კუთხით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ა---–------ების ოჯახის ერთადერთ მამაკაცს მ-----– ა---–------ს ეძახდა - ,,პიტალოს“, რადგან თვლიდა, რომ ის ქალებთან ვერ იყო სათანადო სიმაღლეზე.

 

გარდა ამისა მიმოწერებიდან იკვეთება, რომ გ------- ვ----ე სისტემატიურად ემუქრება ნ--- ა---–------ს, რომ დაშრამავს, დაამსგავსებს მეზობელ ზემფირას, რომელმაც დაზარალებულის განმარტებით ავარიაში დაიზიანა ყბა. ბრალდებული სხვადასხვა დროს წერს, რომ მას და დედამის ათლის და ერთმანეთს აყურებინებს, რომ გაგუდავს, მიმოწერები კი დედამისს გამოადგება არგუმენტებად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მუქარა არ არის მხოლოდ განზრახვის გამომჟღავნება, რადგან ხშირ შემთხვევაში დამნაშავე შესაძლოა არც აპირებდეს მის განხორციელებას, სწორედ დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას, რადგან აღნიშნული დანაშაული თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს სპეციფიურ მუხლს და ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს, კერძოდ: ბრალდებულის მიერ დაზარალებულების მიმართ განხორცილებული მუქარა წარმოადგენდა რეალური შიშის საფუძველს, მათ შორის სისტემატიურად დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინებით, მითუფრო დანის დემონსტრირებით.

 

საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ამავე კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ყოფილი მეუღლე ამ მუხლის მიზნებისათვის ითვლება ოჯახის წევრებად.

 

კანონმდებლის მიერ ასევე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძალადობა, რომელიც გულისხმობს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას - ცემის ან სხვაგვარი ძალადობრივი ქმედების განხორციელებით. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად ძალადობა არის დანაშაული, რადგან ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე, სხეულის ფიზიკური დაზიანება, ხელყოფა და ნებისმიერი ძალადობრივი აქტი იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას, რადგან აღიარებულ სიცოცხლის უფლებას საფუძვლად უდევს სწორედ ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კი კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა პატივი და ღირსება, ჯანმრთელობა, უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში.

აღნიშნული დანაშაულის, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ტიპური გამოვლინების, კოდექსში ცალკე მუხლად ფორმულირება სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას სისხლისსამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობაზე, როგორც დღეის მდგომარეობით სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მდგარ ურთულეს სოციალურ და სამართლებრივ პრობლემაზე.

 

ობიექტური მხრივ ოჯახში ძალადობა გამოიხატება ქმედებაში - ფიზიკურ ან სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობაში, შედეგში - მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის ან მორალური ტრავმის მიყენებასა და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ადგილი აქვს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ბრალდებულ გ------- ვ----ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------- ვ----ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენას, იმაზე მითითებით, რომ სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა გამოაცხადოს და არ უნდა გაიზიაროს - გ------- ვ----ისა და ნ--- ა---–------ის მიმოწერები. სასამართლო განმარტავს, რომ არსებითი სხდომის ეტაპისათვის მნიშვნელოვანია წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცებული მტკიცებულებების ნუსხა, რომლითაც ხელმძღვანელობს სასამართლო. მოცემული შემთხვევისათვის კი სახეზეა სასამართლოს მიერ არსებითი განხილვისთვის დაშვებული მტკიცებულებები - კანონიერ ძალაში მყოფი წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ დამტკიცებული მტკიცებულებების ნუსხა. ამასთან, არსებითი განხილვის პირველი ინსტანციის მოსამართლეს არ გააჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილება სააპელაციო, ან საკასაციო წესით შეაფასოს, შეცვალოს ან გააუქმოს იმავე ინსტანციის, ან სააპელაციო ინსტანციის მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც კანონიერ ძალაშია შესული და მათი კანონით გათვალისწინებული წესით გაუქმება ან შეცვლა არ მომხდარა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ დაზარალებულ ნ--- ა---–------ს ქონდა წვდომა სოციალური ქსელის გ------- ვ----ის ავტორიზაციაზე და ის თავის თავს წერდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს, რადგან სახელმწიფო ბრალმდებლის კითხვაზე, ბრალდებულმა ვერ გააკეთა ადეკვატური განმარტება, ასეთის არსებობის შემთხვევაში რატომ არ მოახდინა რეაგირება, ან თუ მოახდინა რაში გამოიხატა. ამასთან დაკავშირებით ბრალდებულმა მოკლედ გააკეთა განმარტება, რომ კამათობდნენ, რაც ცხადია არარეალისტურია და მსგავსი შინაარსის ინფორმაცია საჭიროებს მეტ დასაბუთებას.

 

არაგასაზიარებელია, დაცვის მხარის პოზიცია - ბრალდებულის გამართლებასთან დაკავშირებით, იმაზე მითითებით, რომ ა---–------ების ოჯახის წევრებმა წარსულში ჩაიდინეს დანაშაული, იგულისხმება ბრალდებულის განმარტება ნ--- ა---–------ის გაუპატიურებასა და ოჯახის წევრების მიერ ფულის აღებასთან დაკავშირებით, ასევე იმაზე მითითებით, რომ ის 2018 წლის 23 აგვისტოს ჯერ მ-----– ა---–------მა და შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ცემეს.

 

აქვე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს შემაკავებელი ორდერის თანახმად ორდერი გაიცა მოძალადე გ------- ვ----ის მიმართ - 29 დღით, 2018 წლის 13 სექტემბრამდე. ორდერისა და სატელეფონო გასაუბრების შესახებ ოქმის თანახმად ორდერით გათვალისწინებული აკრძალვების შესახებ ეცნობა გ------- ვ----ეს, მათ შორის აკრძალვა: მოძალადის იმ სახლიდან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. ბრალდებულმა თავის მხრივ დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ არ უნდა მისულიყო ნ--- ა---–------ის ოჯახში და 2018 წლის 23 აგვისტოს დაარღვია აკრძალვა, რა დროსაც დააკავეს. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად კი გ------- ვ----ეს ოქმზე არ დაუფიქსირებია რაიმე სახის შენიშვნა და პრეტენზია და ეს მაშინ, როცა მისივე მინაწერის თანახმად მან ჩაიბარა ოქმის ასლი.

 

გარდა ამისა აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ როგორც წესი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე, არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადია შეჯიბრებითობის პირობებში სწორედ მის ინტერესშია. დაცვის მხარეს რაიმე კონტრარგუმენტი, ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია, საუბრობს ზოგადად ვერსიაზე, რაც არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით. ამასთან, მ-----– ა---–------ის მიერ მისი შესაძლო ცემის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, თუმცა სხვა პირის მიერ დანაშაულის ჩადენა, თავის მხრივ არ გამორიცხავს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ------- ვ----ის ქმედებებში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), ასევე საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, ის დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად უნდა განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

 

საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და იმავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

იმავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო ქმედება მაღალი ხარისხის საზოგადოებრივად საშიშ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რაც განსაკუთრებულ და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. შესაბამისად, დანაშაულების სიმძიმისა და ბრალდებულის პიროვნებების გათვალისწინებით, გ------- ვ----ის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და მიაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს მკაცრი სასჯელი - დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, მასვე 2 წლის ვადით უნდა აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ვ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის მარტის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით,საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- ვ----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

2. გ------- ვ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

3. გ------- ვ----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 აგვისტოდან;

4. 2 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი