გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/6----18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2019 წელი ქ. თ---–--ი
შესავალი ნაწილი
თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე - ი-----–---------–---–ი
წარმომადგენელი - მ---------–---–ი
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - თ----------–-------
მესამე პირები - შპს „ა----–--ი“, შპს „ს--–-----–-----------------------ი“
დირექტორი - ზ---–------–-–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ოქტომბრის №4----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ი-----–---------–---–ის 2018 წლის 25 ოქტომბრის №5----1/17 ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებასა და განხილვაში მიღება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების დავალების საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირების - შპს „ა----–--ის“ და შპს „ს--–-----–-----------------------ის“ წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2018 წლის 02 თებერვალს ი-----–---------–---–მა №8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თ---–--ი, გ-–-----ს VIII მ/რ, კ------–----–---------ი №1, სართული 1, გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნული განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა: 1) ნასყიდობის ხელშეკრულება; 2) პ/მ ასლები.
2018 წლის 02 თებერვლის სარეგისტრაციო განცხადების მიღების ბარათით ირკვევა, რომ დაინტერესებულ პირს (განმცხადებელს) ეცნობა სარეგისტრაციო განცხადების თაობაზე ინფორმაციის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.napr.gov.ge ) მოძიების შესაძლებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ი-----–---------–---–ის 2018 წლის 02 თებერვლის №8----------- განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 42- 46);
- 2018 წლის 2 თებერვლის განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 118).
4.1.2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 05 თებერვლის №8------------03 გადაწყვეტილებით, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო ყადაღა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განმცხადებელს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 05 თებერვლის №8------------03 „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ გადაწყვეტილება (ს.ფ. 47).
4.1.3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 06 თებერვალს №62844 წერილით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და აცნობა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს №A1--------009/004 გადაწყვეტილების საფუძველზე მოთხოვნილია მოვალეთა რეესტრით გათვალისწინებული შეზღუდვების მოხსნა მოვალის შპს „ა--–--ის“ უძრავ ქონებაზე, ს/კ 7-.13.2-.6-8.01.02.0-- და მოითხოვა ინფორმაცია მიწის ყადაღა ვრცელდება თუ არა ამ კომერციულ ფართზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 06 თებერვალს №62844 წერილი (ს.ფ. 51).
4.1.4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 06 თებერვლის №8------------05 გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა №62844 წერილზე პასუხის მიღებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 06 თებერვლის №8------------05 გადაწყვეტილება (ს.ფ. 174).
4.1.5. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 07 თებერვლის №A1--------009/006 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სსიპ სააღსრულებო ბიუროს მიერ მოთხოვნილ იქნა №5---- მომართვის საფუძველზე დადებული ყადაღის გაუქმება შპს „ა--–--ის“ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი თ---–--ი, გ-–-----ს VIII მ/რ, საკადასტრო კოდი 7-.13.2-.6-8.01.02.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 07 თებერვლის №A1--------009/006 წერილი (ს.ფ. 52).
4.1.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 თებერვლის №8------------07 გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შედეგად განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 თებერვლის №8------------07 გადაწყვეტილება (ს.ფ. 175).
4.1.7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 თებერვლის №8------------08 გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა №6---- წერილზე პასუხის მიღებამდე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის №8------------10 გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შედეგად განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 თებერვლის №8------------08 გადაწყვეტილება (ს.ფ. 54).
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის №8------------10 გადაწყვეტილება (ს.ფ. 176).
4.1.8. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 თებერვლის №8------------11 გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარსადგენი იყო ყველა პარტნიორის გადაწყვეტილება განცხადებით მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ამავე გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად მხარეს 30 კალენდარული დღე განესაზღვრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 თებერვლის №8------------11 გადაწყვეტილება (ს.ფ. 55).
4.1.9. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №8------------12 გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შედეგად განახლდა ვადაგადაცილებული სარეგისტრაციო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №8------------12 გადაწყვეტილება (ს.ფ. 165).
4.1.10. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 მარტის №8------------13 გადაწყვეტილებით, ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 მარტის №8------------13 გადაწყვეტილება (ს.ფ. 56).
4.1.11. 2018 წლის 25 ოქტომბერს ი-----–---------–---–მა №5----1/17 საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 20 მარტის №8------------13 გადაწყვეტილების გაუქმება და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 25 ოქტომბერს ი-----–---------–---–მა №5----1/17 საჩივარი და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 58-66).
4.1.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ოქტომბრის №4----- გადაწყვეტილებით ი-----–---------–---–ს უარი ეთქვა №5----1/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ ვინაიდან №8------------13 გადაწყვეტილება გამოქვეყნდა 2018 წლის 20 მარტს, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 21 მარტს, ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იყო 2018 წლის 25 ოქტომბერს. შესაბამისად, 25 ოქტომბერს, განმცხადებლის მიერ საჩივრის წარდგენისას მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა იყო გასული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ოქტომბრის №4----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 67-68).
4.1.13. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ოქტომბრის №8------------10 „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თ---–--ის, გ-–-----ს VIII მ/რ, კ------–----–---------ი №1 (მ–-------ე), სართული 1, საკადასტრო კოდი 7-.13.2-.6-8.01.02.0--, შპს „ს--–-----–-----------------------ის“ საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ოქტომბრის №8------------10 „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილება (ს.ფ. 104);
- 18.10.2018წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 105-106).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი-----–---------–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ოქტომბრის №4----- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
ამავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ნიშნავს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.
აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 02 თებერვალს ი-----–---------–---–მა №8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თ---–--ი, გ-–-----ს VIII მ/რ, კ------–----–---------ი №1, სართული 1, გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნული განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა: 1) ნასყიდობის ხელშეკრულება; 2) პ/მ ასლები.
დადგენილია ასევე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 თებერვლის №8------------11 გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარსადგენი იყო ყველა პარტნიორის გადაწყვეტილება განცხადებით მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ამავე გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად მხარეს 30 კალენდარული დღე განესაზღვრა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №8------------12 გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შედეგად განახლდა ვადაგადაცილებული სარეგისტრაციო წარმოება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 მარტის №8------------13 გადაწყვეტილებით, ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
2018 წლის 25 ოქტომბერს ი-----–---------–---–მა №5----1/17 საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 20 მარტის №8------------13 გადაწყვეტილების გაუქმება და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ოქტომბრის №4----- გადაწყვეტილებით ი-----–---------–---–ს უარი ეთქვა №5----1/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ გადაწყვეტილება 2018 წლის 20 მარტს, აქტის გამოცემის 1 თვიანი ვადის დარღვევით მიიღო, აღნიშნული აქტის მიმართ არ შეიძლება დადგინდეს გასაჩივრების ვადა, რაც „ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე“ 2018 წლის 26 ოქტომბრის №4----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, აღნიშნავს, რომ 2018 წლის 20 მარტის №8------------13 გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაბარებია.
7.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 თებერვლის „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ №8------------11 გადაწყვეტილებით ი-----–---------–---–ს შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად 30 კალენდარული დღე განესაზღვრა, ხოლო ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ №8------------13 გადაწყვეტილება 2018 წლის 20 მარტს, აქტის გამოცემის ერთთვიანი ვადის დარღვევით მიიღო.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი, გასაჩივრების ვადა არ შეიძლება დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის დარღვევის შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გაჭიანურების თავიდან აცილების და სამართალურთიერთობის სტაბილურობის შენარჩუნებას მიზნით, კანონმდებელი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემის ერთთვიანი ვადის დარღვევის შემთხვევას და ცალსახად ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა მიიჩნევა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად, ხოლო ვინაიდან, პირი, რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, არ არის ვალდებული უსასრულოდ ჰქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემის მოლოდინი, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული საჩივრით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს. ამდენად, სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სისტემური განმარტების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრების ვადის დადგენა დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა შემდეგი 4 კუმულატიური პირობა: 1) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემის ვადა; 2) პირი, რომლის მიმართვის საფუძველზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევას განიხილავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემაზე უარის თქმად; 3) პირი, რომლის მიმართვის საფუძველზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს; 4) პირის მიერ უფლებამოსილ ორგანოში საჩივრის წარდგენისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლო 2010 წლის 21 ოქტომბრის №ბს- 479-459(კ-10) გადაწყვეტილებას, რომლითაც საკასაციო სასამართლო განმარტავს: „კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამდენად, კანონის განმარტებისას, დადგენილ უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული განმარტებით ვერ მიიღწევა. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს _ ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს _ გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით.“
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების სისტემური განმარტების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პირის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენამდე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის ვადის დარღვევით, თუმცა გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, რომელიც შეიცავს მისი გასაჩივრების ვადას და წესს, აღნიშნული აქტის მიმართ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი ვერ გავრცელდება და გასაჩივრების ვადა მისი ოფიციალური გაცნობიდან უნდა აითვალოს.
7.4. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის პოზიციას გასაჩივრების ვადის ათვლის საკითხზე, სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლზე, რომლითაც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის ზოგადი წესი, კერძოდ, მითითებული სამართლებრივი ნორმის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. ამავე საკანონმდებლო აქტის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოქვეყნება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.
სასამართლო ასევე მოიხმობს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლითაც დადგენილია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებისა და ძალაში შესვლის სპეციალური წესი. „საჯარო რეესტრის შესახებ“ 2--ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-7 პუნქტით კანონმდებელი ცალსახად განსაზღვრავს, რომ გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ასევე ჩაითვლება გადაწყვეტილების მარეგისტრირებელი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება, ხოლო მე-8 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ვადების ათვლა იწყება მისი გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე ელექტრონული და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ელექტრონული სახით დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის - www.napr.gov.ge შესაბამისი ბმულის მეშვეობით და მისი ამონაბეჭდის მიმართ ასლის დედანთან სისწორის დამოწმებისათვის დადგენილი წესები არ გამოიყენება. ამ ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც თავად ელექტრონული სახით გამოცემულ დოკუმენტს.
დადგენილია და მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მის №8----------- სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით მიღებული „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ №8------------13 გადაწყვეტილება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.napr.gov.ge 2018 წლის 20 მარტს გამოქვეყნდა და შეიცავდა მისი გასაჩივრების ვადას და წესს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის საკითხთან მიმართებით სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის №ბს-707-703 განჩინებას, რომლითაც საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ 2--ე მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებზე და განმარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით დადგენილია მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისა და შესაბამისად, ძალაში შესვლის სპეციალური წესი, რომელსაც უპირატესობა აქვს სზაკ-ით დადგენილ ზოგად მოწესრიგებასთან შედარებით. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ განცხადების მიღების ბარათით დაინტერესებულ პირს ეცნობა მომსახურების ვადის ხანგრძლივობა და ინფორმაციის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე მოძიების შესაძლებლობა დაინტერესებული პირი თავისივე ინტერესების დაცვის მიზნით ვალდებული იყო გადაემოწმებინა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის და დასრულების პროცესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაუმოწმებლობის შესაძლო უარყოფითი შედეგების რისკი მატარებელი თავად განმცხადებელია.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2018 წლის 02 თებერვლის სარეგისტრაციო განცხადების (№8-----------) მიღების ბარათზე, რომლითაც ირკვევა, რომ დაინტერესებულ პირს (განმცხადებელს) ეცნობა სარეგისტრაციო განცხადების თაობაზე ინფორმაციის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.napr.gov.ge ) მოძიების შესაძლებლობა.
ამდენად, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაუბარებლობაზე და მიიჩნევს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური რეგულაციის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების განმცხადებლისთვის ოფიციალურად გაცნობად მიიჩნევა აქტის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნება და სწორედ გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღიდან იწყება აქტის გასაჩივრების დადგენილი ვადის ათვლა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს, რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, აქტის გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვიდან მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ აქტის გამოცემამდე გასული დროის მონაკვეთი (5 კალენდარული დღე) ანიჭებდა შესაძლებლობას ეკონტროლებინა ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდი მის განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის მიზნით.
სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში - გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ №8------------13 გადაწყვეტილება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.napr.gov.ge 2018 წლის 20 მარტს გამოქვეყნდა, ხოლო გასაჩივრების ვადის ათვლა ამავე წლის 21 მარტიდან დაიწყო, ი-----–---------–---–ის 2018 წლის 25 ოქტომბრის საჩივარი მარეგისტრირებელ ორგანოში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით იყო წარდგენილი.
7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ოქტომბრის №4----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და შესაბამისად მოპასუხისათვის 2018 წლის 25 ოქტომბრის №5----1/17 ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებასა და განხილვაში მიღების დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 36--ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ი-----–---------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თ---–--ი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თ---–--ი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია