განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2019
საქმის ნომერი
020100117002049415
დავის ტიპი
381
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100117002049415

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/519-17 21 მაისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი ი-–------------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული დ-------------------------------------–-------–-–---------------------------–----------–------------------------------------------–--------------–------------------–-------------------------------------------------------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

 

2.2 ადვოკატი ბ-------------–---–-

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2015 წლის 21 მაისის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ნ----------------ის და ა--------------- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს "კ--------–-"-დან გამოთხოვილ იქნა სრული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაცია, მ/შ ხელშეკრულებების, მ/წლის გაწეული ხარჯების, საბუღალტრო ჩანაწერების, საზოგადოების კრედიტორებისა და მოვალეთა შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, საწარმოს ყველა პუბლიკაცია. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსასრულებლად 2017 წლის 22 თებერვალს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რის საფუძველზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალე შპს "კ--------–--" მიმართ დაიწყო სააღსრულებო წარმოება და მას დაევალა კრედიტორ ნ----------------ისათვის შპს "კ--------–--" სრული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაციის გადაცემა. ვინაიდან მოვალე შპს "კ--------–--" მიერ კრედიტორისთვის არ იქნა გადაცემული საზოგადოების სრული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაცია, 2017 წლის 13 ივლისს, იმ მიზნით, რომ აღესრულებინა სასამართლო გადაწყვეტილება, აღმასრულებლის მიერ მოვალე შპს "კ--------–ს" გაეგზავნა შეტყობინება და დაევალა სრულად გადაეცა შპს "კ--------–-"-ს საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაცია, კერძოდ, აღმასრულებლის მოთხოვნის თანახმად, მოვალეს უნდა გადაეცა: ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის რეესტრი; სრული ელექტრონული ინფორმაცია საგადასახადო ვებ-პორტალიდან RS.ge ექსელის ფორმატში, მათ შორის: სასაქონლო რეესტრის ექსპორტი (ზედნადების და პროდუქციის მიხედვით), ანგარიშფაქტურების რეესტრის ექსპორტი (გამყიდველი, მყიდველი, პროდუქცია), ზოგადი ინფორმაციიდან - ყველა დეკლარაცია, საბაჟო ოპერაციები, ნებართვები, სალარო აპარატის მონაცემები (მათ შორის ფისკალური მაჩვენებლები), სამართალდარღვევები დეტალურად; აღრიცხვა-ანგარიშგების ექსპორტი, სპეციალური ანგარიშფაქტურები, საგადასახადო შემოწმების აქტები, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების მიღების და ხარჯვის რეესტრი; მომწოდებელ პირებთან გაფორმებული შედარების აქტები და საბანკო ანგარიშების ელექტრონული ამონაწერი. მიუხედავად აღმასრულებლის მოთხოვნისა, დ--------------მ არ გადასცა კრედიტორს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია, რითაც არ შეასრულა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

დ--------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ზ--------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ დოკუმენტებთან სრული წვდომა არ აქვს, აუდიტის კომპანია, ვინც ეხმარება, ითხოვს დოკუმენტებს, რასაც ბრალდებული არ აძლევს. ბრალდებულის მიერ გადაცემულ დოკუმენტებში არ არის ჩეკები, ქვითრები. გამორჩენილ დოკუმენტთა სია გადასცა ბრალდებულის მხარეს, თუმცა ეს დოკუმენტები ბრალდებულს მაინც არ გადაუცია.

სასამართლო სხხოდმაზე დაკითხულ მოწმე კ-------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებულთან მუშაობს. დაზარალებული დაუკავშირდა თბილიდან, მისცა მინდობილობა, რომ წარმოედგინა ის სააღსრულებო ბიუროში. ბრალდებულმა გადასცა დოკუმენტები. ამის შემდეგ 31 მარტს დამატებით მიიღო ბრალდებულისგან დოკუმენტაცია. მიღებული დოკუმენტაცია გააგზავნა თბილისში. ისევ დაურეკა დაზარალებულმა, უთხრა, საბუთები სრულყოფილად არ არისო და უკან დაუბრუნა. მისგან ამოიღო ისინი გამომძიებელმა. აღმასრულებელმა გადათვალა დოკუმენტაცია. ის ბრალდებულმა გადასცა სასამართლო დადგენილების საფუძველზე. ბრალდებულმა 11 მარტს 1498 ფურცელი გადასცა. საბოლოოდ ბრალდებულმა გადასცა 3000-ზე მეტი ფურცელი. ბრალდებულმა თქვა, დანარჩენი თუ რამე აინტერესებს დაზარალებულს, თვითონ მოვიდეს და ნახოსო. დაზრლაებულს არ უთქვამს, რომელი საბუთები აკლდა.

მოწმე ი-----–---------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებულის მხარემ აღმასრულებელს გადასცა ჯერ 1498 ფურცელი, ხოლო მეორე ჯერზე - 1640 ფურცელი. არც ერთ მისვლაზე წინააღმდეგობა არ ყოფილა.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე გ--------–-----–--ს ჩვენების თანახმად, პირველად ბრალდებულის მხარემ თქვა, სრული დოკუმენტაცია არ გვაქვს, საფინანსო სამსახურის გამომძიებელს აქვსო წაღებული და მეორედ მოუწიათ მისვლა. კრედიტორს ჰქონდა პრეტენზია, რომ სრუალდ არ გადასცეს დოკუმენტაცია, კერძოდ - საბუღალტრო დოკუმენტაცია ელექტრონული სახით. ბრალდებულმა უარი განაცხადა მის წარდგენაზე, რადგან განჩინებაში არ ეწერა ის. მაინც მოითხოვა ბრალლდებულისგან მისი გადაცემა, თუმცა ბრალებულმა ის არ წარმოდგენა და კრედიტორის მოთხვონის საფუძველზე საქმე გადაეგზავნა პროკურატურას. მოვალემ საჩივარი შეიტანა მის მოქმედებაზე, რაც ზემდგომის მიერ არ დაკმაყოფილდა. სასასმართლოს მიმართეს გადაწყვეტილების განმარტებისთვის, მაგრამ სასამართლომ უპასუხა, რომ განსამარტი არაფერი იყო. RS პორტალის კოდები არ მოუთხოვია, მოითხოვა excell-ის ფორმატის ელექტრო დოკუმენტაცია. მოვალემ თქვა, თუ რამე დააკლდა, გადავცემო. კრედიტორს დოკუმენტები ფურცელზე არ უნდოდა, ითხვოდა ელექტრონული სახით. კრედიტორი მატერიალური სახად დოკუმენტების გადაცემაზეც არ ამბობდა უარს. მატერიალური სახით გადაცემულ დოკუმენტებს რამე რომ აკლდა, არ გაუგია კრედიტორისგან.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე დ------–-----–--ს ჩვენების მიხედვით, 14 მარტს ბრალდებულმა გადასცა დოკუმეტნები მისი თანდასწრებით კ-------------------ს. მეორე ეტაპად 31 მარტს გადასცა ბრალდებულმა დოკუმენტაცია. დაზარალებულმა მომართა და თხოვა ელექტრონული სახით მასალები. ეს მოთხოვნა 18 მარტს ეცნობა ბრალდებულს. 13 ივნისს მოთხოვნა გაეგზავნა ელექტრონული მასალების გადაცემაზე ბრალდებულს. ელექტრონუალდ ეს მასალები მისი თანდასწრებით არ გადასცემია. 1498 ფურცელი გადასცა ბრალდებულმა, თვითონ და აღმასრულებელმა გადანომრეს ფურცლები. ბრალდებულმ თქვა, ეს არისო ნაწილი, სხვა ნაწილი საფინანსო სამსახურს აქვსო წაღებული და ჩემთან არ ინახება, გამოვითხოვ და მოგცემთო. 31 მარტს მივიდა და გადასცა ბრალდებულმა ის მასალებიც. 783 და 837 ფურცელი იყო 2 ეტაპად წარმოდგენილი მასალა. ელექტრონული რეესტრები მოითხოვა, თუმცა ბრალდებულმა თქვა, არ მევალება, სააღსრულებლო ფურცელში არ წერიაო. მოთხოვნა ელექტრონული მასალების მიწოდებაზე გასაჩივრდა ზემდგომ ორგანოში, თუმცა ის არ დაკმაყოფილდა. ბრალდებულმა თქვა, თუ რამე დოკუმენტი გამომრჩა, წარმომადგენლის მეშვეობით გაეცნოსო დაზარალებული პროგრამულადაც, რაც კრედიტორს უთხრა. კრედიტორს RS_ის კოდი არ მოუთხოვია. ბრალდებულმა ამობეჭდა ყველაფერი და ამობეჭდილი მასალა გადასცეს. მატერიალური სახით დოკუმენტები რომ აკლდა, ამის შესახებ განცხადება არ შემოსულა.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ს-----–---------–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა უთხრა, საბუთები ყველაფერი გადასაცემიაო, მოაწესრიგე, ამობეჭდე და გადაეციო. ანგარიშფაქტურები , Rs-ზე არსებული ინფრომაცია, პირველადი საბუთები დაალაგა და მიაწოდა. 2 ეტაპად მოხდა ეს, რადგან პირველ ეტაპზე ფინანსურ სამსახურს ჰქონდა საბუთების ნაწილი წაღებული. იქიდან გამოითხოვეს, ასლები გადაიღეს და მისცეს დაზარალებულის წარმომადგენელს. მატერიალური საბუთებიც მისცა და ელექტრონული საბუთებიც ამობეჭდა. პროგრამა ორისიდან ბრუნვის უწყისი იყო ამობეჭდილი. ორისში ტარდბა ხელფასები, ბანკის ამონაწერები, სალარო, შემოსავალი, ამონაწერები, რაც მისცა დაზარალებულის წარმომადგენელს. ყველა დოკუმენტი, რაც გადასცა, ორისში ინახება. ორისიდან ბრუნვის უწყისი ამობეჭდა 5 ფურცლად. დანარჩენი მასალა, რაც გადასცა, პირველადი საბუთები იყო: ხელშეკრულებები, ამონაწერები და სხვა დოკუმენტები. ხელშეკრულბები, ნახაზები და სხვა მასალები მატერიალურად არსებობს. ისინი ორისის პროგრამაში არ არის, მაგრამ ციფრები შეყვანილია ორისში. ბრუნვის უწყისის ელექტრონული ვერსია არ მიუწოდებია, თორემ ამობეჭდილი ვერსია მისცა. ელექტრონული ვერსია იგივეა, რაც ამობეჭდილი და გადაცემული. შედარების აქტები არ ჰქონდა, არ გაუკეთებია და ვერ მიაწვდიდა. რომ არსებულიყო, მიაწვდიდა. საბანკო ამონაწერი ამობეჭდილი სახით ყველა გადასცა. შპს „კ--------–--“ სრული საგადასახადო დოკუმენტაცია RS-დან excell-ის ფორმატში ამობეჭდა და მისცა. RS-ის პროგრამის პაროლი და მომხმარებლიs სახელი არ გადაუცია. ეს არც მოუთხოვიათ. RS-დან ყველაფერს excell-ში ვერ გადაიტან. ზოგი რამ პირდაპირ უნდა ამობეჭდო. დეკლარაციები ამობეჭდა. ზედნადებები და ანგარიშფაქტურები შეიძლება excell-ში გადაიტანო. ისინი ამობეჭდილიც მიაწოდა და ცხრილის სახითაც. დოკუმენტები თვითონ დანომრა. ელექტრონულად ითხოვს მოდავე ორისის პროგრამას. რაც ორისშია, ის მატერიალური სახით აქვთ მიღებული. მატერიალურად ისეთი საბუთებიც არის, რასაც ორისთან კავშირში არ აქვს. დირექტორმა უთხრა, შენ იქნებიო პასუხისმგებელი დოკუმენტების სისრულეზე. სალარო აპარატის ჩეკები შეიძლება არ მიუცია, მაგრამ RS-ში ასახული ჩეკებიც ამობეჭდილად მისცა. ქვითრები ორგანიზაციას არ ჰქონია. დამატებით მოთხვონილი დოკუმენეტბის სია არ მიუცია დაზარალებულის წარმომადგენელს. პირიქით მან იქით უთხრა, თუ რამე გაკლიათ, გვითხარით და მოგცემთო.

მოწმე მ-----–-–-----–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ გამოითხოვა მასალები შემოსვალების სამსახურიდან, ამოიღო დოკუმენტები. ამოიღეს შემოსავლების სამსახურიდან შპს „კ--------–--“ მასალები, რაც ბრალდებულს გადაცემული არ ჰქონდა დაზარალებულისთვის. კ-------------------ს სახლიდან ამოიღო დოკუმენტები, რაც ბრალდებულმა გადასცა. გადაცემული არ ჰქონდა RS.ge-დან და ორისიდან ამონაწერი. ერთმაენთს შეადარა შემოსვალების სამსახურიდან მიღებული და დაზარალებულისთვის გადაცემული მასალები. შემოსვალების სამსახურიდან მიღებული არც ერთი მასალა არ იყო გადაცემული დაზარალებულისთვის.

მოწმე ნ---------------–-ს ჩენებით დასტურდება, რომ 2014-2015 წლები შპს „კ--------–--“ შემოწმება მოუწია. სრულყოფილი დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი. ელექტრონულად იყო რაღაც ფაილები, მაგრამ არ იყო მატერიალური ფორმით. ასევე არ იყო წვდომა RS.ge-ზე. აუდიტმა დასკვნა რომ დაწეროს, RS.g-სთან წვდომა სჭირდება. ამის გარეშე ვერ გადაამოწმებენ, მასალები არის თუ არა სწორი და სრულყოფილი. აუცილებელი არაა კოდური სიტყვა და მომხმარებლის სახელი ჰქონდეთ, პროგრამას აქვს ასევე დათვალიერების რეჟიმი, სადაც კორექტირება შეუძლებელია. ორისის პროგრამის ასლი და exel-ის ფაილი გამოაგზავნეს. მატერიალურად არაფერი გადმოუციათ. შემდგომში დოკუმენტაციასთან შეხება არ ჰქონია. სასამართლოს გადაწყვეტილება თავისთავად მოიცავს ელექტრო პორტალზე წვდომას. დასკვნის შედგენისას მხოლოდ პროგრამა ორისს დაეყრდნენ და დეკლარაციებს, რაც წარმოადგინეს. ჰქონია შემთხვევა, RS-დან ამოუბეჭდავს მასალა და არ იყო სწორი. ამიტომ RS-ზე გადამოწმება აუცილებელია. შეიძლებოდა მარტო მისთვის შექმნილიყო კოდური სიტყვა და მომხმარებლის სახელი მხოლოდ დათვალიერების ფუნქციით. ორისის ინფრომაციის სრულყოფილება და სისწორე პირველად დოკუმენტებზეა დამოკიდებული, რაც ასევე არ წარმოდგენილა. შეიძლება RS-დან ამობეჭდეს მასალა, მაგრამ თუ RS-ზე არა შეადარა, ისე წერს, რომ არასრულყოფილია მასალები.

მოწმე ნ----------------ის ჩვენების თანახმად, დოკუმენტებთან წვდომა არ ჰქონდა და გამოითხოვა სასამართლო წესით, რის შემდეგაც მასალები მიიღეს 3000 ფურცლად. მას უთხრეს, რომ არ იყო მასალები სრულყოფილი. წარმოდგენილ დოკუმენტებში არ იყო ბრალდებულის მიერ გადახდილი ჯარიმები, რაც შემდეგ მოიპოვა ადვოკატებისგან. თ-------–---–---ის აუდიტთან ერთად გაეცნო დოკუმენტებს. ამის შემდეგ ბრალდებულს მოსთხოვა სრული დოკუმენტაცია, მათ შორის Rs-ის კოდური სიტყვა, საიტის დათვალიერება ადვოკატების მეშვეობით. რა მასალაც გადმოეცა, მთლიანად მისცა კ-------------------ს, რათა პროკურორისთვის წარედგინა. დათვალიერების შემოთავაზება რომ ყოფილიყო ბრალდებულისგან, გაიგებდა. არ იცის ბრალდებულმა თუ შესთავაზა მოდი და ერთად გავეცნოთ მასალებსო. ეს რომ ცოდნოდა, წარმომადგენელს გააგზავნიდა, რადგან ამას თავიდანვე ითხოვდა.

მოწმე მ--------–-------–---–-ს ჩვენების მიხედვით, რა მასალებიც წარმოადგინეს, ის რომ სრულყოფილია, ვერ დაადასტურებს, რადგან სრულყოფილი დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს პორტალზე. ამიტომ პორტალთან წვდომას ითხოვდნენ. პირველადი დოკუმენტები ირიცხება პორტალზე. მათი ნახვისთვის საჭიროა წვდომა. სრული ინფრომაცია გულისხმობს წვდომასაც. პირველადი დოკუმენტები რადგან ხელით არ იწარმოება და პროგრამაში დგება ყველაფერი, ამიტომ პირველადი დოკუმენტები RS-ში უნდა ინახებოდეს. ყველაფერია თუ არა ამობეჭდილი, ან პირველადია ამობეჭდილი თუ დაკორექტირებული, როგორ უნდა გადაამოწმო? თუ ყველაფერი ამობეჭდა და კორექტირება თუ არ მოხდა შემდგომ, შეიძლება მასალები ჩაითვალოს სრულად, თუმცა თვითონ უნდა გადაამოწმოს სრულად არის თუ არა ამობეჭდილი. შეიძლება რამდენიმე მომხმარებელი დაემატოს საიტს და ზოგს მხოლოდ დათვალიერების რეჟიმი ჰქონდეს. ამას კოდური სიტყვის მფლობელი აკეთებს. თუ ერთობლივად დაათვალიერებენ, შემოწმება შესაძლებელია. საწარმოს პუბლიკაცია არის იურიდიული დოკუმენტები. საბუღალტრო დოკუმენტები არის თუ არა პუბლიკაცია, არ იცის. სრულ დოკუმენტებში ორისის ასლიც იგულისხმება ელექტრონულად. მისი ამობეჭდვა არ ხდება. ითხოვეს ასევე შემოსავლების სამსახურიდან ცნობა, რამდენ ბანკშია ანგარიში გახსნილი. ამობეჭდილ მასალას აკლია თუ არა რამე, ვერ გადაამოწმეს RS-ის გარეშე. პირველადი დოკუმენტი თუ ამობეჭდე, არ ჩანს ამობეჭდილი ვერსია დაზუსტებულია თუ არა. მთავარი მომხმარებელი ცვლის სხვა მომხმარებლის კოდურ სიტყვასაც, როცა უნდა.

მოწმე ლ-–----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა უთხრა, რაც განჩინებაში არის, ყველაფერი გადაეციო დაზარალებულის წარმომადგენელს. გადასცეს 2 ეტაპად სააღსრულებლო ბიუროს და ბრეგვაძის წარმომადგენელს. მიაწერეს, რომ თუ დამატებით კთხვები ჰქონდათ, მისულიყვნენ, ადგილზეც გააცნობდნენ ან გაუგზავნიდნენ დამატებით მასალებს. საწარმოში რაც იყო, ყველაფერი გადასცეს. ელექტრონულად ითხოვდნენ მასალებს, რაც არ ეწერა გადაწყვეტილებაში. უთხრა, რომ თუ რამე უნდოდა, წერილობით მოემართა და გადასცემდა, მაგრამ არ მოუმართავთ.

მოწმე ა-–------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ელექტრონულად ეგზავნებოდა საბუღალტრო მონაცემები და დისტანციურად მუშაობდა. ადგილზე ჩადიოდა თვეში ერთხელ ან ორჯერ. გადაუგზავნეს ელექტრონულად დოკუმენტაცია. დოკუმენტაციები ამოიღეს. ორისის ასლები მასაც გამოუგზავნეს. ნებისმიერ მიმწოდებელთან და მომხმარებელთან ურთიერთობა ხდება RS.ge-ზე. ხელნაწერი დოკუმენტებიც აისახება ორისის პროგრამაში. კომპანია დაჯარიმდა მრიცხველების დაულუქავად მუშაობისთვის. ეს RS.ge-ზე აისახება, სადაც ელექტრონულად იგზავნება შეტყობინებები. ტერმინი საგადასახადო პუბლიკაცია არ არსებობს და რას ნიშნავს, არ იცის. Rs-ის გარეშე მხოლოდ ნაწილობრივ შეძლებდა შემოწმებას. შეამოწმებდა ორისის მასალებს, მაგრამ ვერ შემოაწმებდა დეკლარაციებს. ფურცელზე მოწოდებული მასალები საკმარისი არ იქნებოდა, თუ არ ამობეჭდავდნენ ყველაფერს, მაგრამ ვერ შეამოწმებდა, რამდენად სრულყოფილად არის ამობეჭდილი Rs-დან.

ბრალდებულის ჩვენებით დასტურდება, რომ ზ--------------ს პროგრამის კოდური სიტყვა არ მისცა, უთხრა, მასალებს ამოვბეჭდავ და ისე მოგცემო აღმასრულებელთან ერთად. მათ კოდური სიტყვის მიცემაც უნდოდათ. კოდური სიტყვა თვითონაც არ იცის, იცის ბუღალტერმა და აუდიტმა. თანამშრომლებს უთხრა, რაც გადაწყვეტილებაში წერია, ყველაფერი მიეცითო. კ-------------------ს უთხრა, თუ რამე დამატებით გინდათ, მოგცემთ, თუ რამეში ვერ გაერკვიეთ, ბუღალტერთან ერთად განახებთო ორისის პროგრამაში. გადასაცემი საბუთები შეამოწმეს ბუღალტერმა, აუდიტმა, იურისტმა და ისე გადასცეს. არავის არასდროს უთქვამს, რამე გვაკლია და მოგვეციო. აღმასრულებელი სთხოვდა კოდური სიტყვის მიცემას. ყველაფერი გადასცეს, რაც დაზარალებულს სჭირდებოდა.

მოწმე გ------------ს ჩვენების თანახმად, ბრალდებულმა დაურეკა და გადმოუგზავნა სააღსრულებლო წინადადების ასლი. აუხსნა, რომ 21 მაისამდე წარმოებული ყველა დოკუმენტი უნდა გადაეცა დაზარალებულისთვის. ამასთან, რადგან პარტნიორს აქვს უფლება წვდომის, დღეის მდგოამრეობით კარგი იქნება თუ გადასცემო მასალებს. ბრალდებული დათანხმდა, უთხრა, შვილს და ს-----–---------–--ს დავავალებო ამის შესრულებას. პროკურატურის მიერ წაღებული მასალის გარდა სხვა მასალები გადასცეს. შემდეგ მოსთხოვეს RS-ის ბუღალტრული აღრიცხვის რეესტრი, ექსელის დოკუმენტი საგადასახადოს პორტალიდან, საბანკო ამონაწერების ელექტრონული ვერსიები, შედარებითი აქტები. შედარების აქტები არ არსებობდა. რეესტრიც არ არსებობდა კომპანიაში. ამის შედგენა დამატებითი საქმიანობის შესრულებას მოითხოვს, რაც არ ჩატარებულა კომპანიაში და არ იყო. ბუღალტრული პროგრამის რეესტრი არ არის დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. სააღსრულებლო ბიუროს წერილი გაასაჩივრეს სასამართლოში. კომპანიის მოხმარებულ გაზზე სპეციალური ანგარიშფაქტურა არ იწერება, რის გამოც ისიც არ არსებობდა, ხოლო ჩვეულებრივი საგადასახადო ანგარიშფაქტრები გადაცემული იყო, კოდური სიტყვის წვდომა მხოლოდ ხელმძღვანელ პირს აქვს და მისგან დელეგირებულ პირს. პარტნიორს არ აქვს მასზე წვდომის უფლება. შეზღუდული წვდომის მიცემაც შეიძლება, მაგრამ ამ დროს პირი კითხულობს წერილებს, რომლებსაც შეიძლება მყისიერი რეაგირება სჭირდება და თუ გახსნის, სხვას გახსნილად უჩვენებს და შეიძლება გამორჩეს მისი შესრულება. შესთავაზეს ბუღალტრის მეთვალყურეობთ გაცნობა ყველაფრის, მაგრამ უარი თქვა დაზარალებულმა. სასამართლოში მორიგების პირობებშიც შესთავაზეს ბრეგვაძეს, გამოცხადებულიყვნენ და ბუღალტრის და სააღსრულებლო ბიუროს წარმომადგენლის მონაწილეობით გაცნობოდნენ ყველაფერს. ამაზეც უარი თქვეს. პუბლიკაცია არის გამოქვეყნებული ანგარიშები. საგადასახადო პუბლიკაცია არ იცის, რა არის. შეიძლება საგადასახადო ორგანოს მიერ გავრცელებული ინფრომაცია იყოს. ეს შპს „კ--------–ს“ ვერ ექნებოდა. ექსპორტები კომპანიას არ ჰქონდა, რადგან ამისთვის აუცილებელი საქმიანობა არ განუხორციელებია. სამართალდარღვევები 2015 წლის შემდეგ იყო. ამიტომ არ უნდა გადაეცათ მათ შესახებ ინფორმაცია, მაგრამ არ იცის გადასცეს თუ არა. საგადასახადო შემოწმება არ მომხდარა 2015 წელს და მანამდე. ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები არ ჰქონიათ. ხარჯვის რეესტრი არის ბრუნვითი უწყისები და საბუღალტრო ჩანაწერები. შედარების აქტები არ აქვს კომპანიას.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების მიხედვით, ნ----------------ის და ა--------------- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დადგინდა, შპს ,,კ--------–-დან" გამოთხოვილ იქნეს შპს ,,კ--------–--" სრული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაცია, მ/შ ხელშეკრულებების, მ/წლის გაწეული ხარჯების, საბუღალტრო ჩანაწერების, საზოგადოების კრედიტორებისა და მოვალეთა შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, საწარმოს ყველა პუბლიკაცია, რაზეც გაიცა შესაბამისი სააღსრულებლო ფურცელი.

2016 წლის 16 თებერვლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.

უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 თებერვლის განჩინება.

2017 წლის 24 თებერვლის წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ დ--------------ს მიეცა წინადადება, ნებაყოფლობით შეესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება.

2017 წლის 27 თებერვლის სააღსრულო მოქმედების ოქმის თანახმად, 2017 წლის 27 თებერვალს აღმასრულებელი დ------–-----–-- გამოცხადდა შპს კ--------–-- დირექტორ დ--------------სთან, რომელსაც გადასცა შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. დ--------------ს განმარტებით, შპს ,,კ--------–-’’-ს საფინანსო სამეურნეო დოკუმენტაცია, მ/შ ხელშეკრულებები, მიმდინარე წლის გაწეული ხარჯების საბუღალტრო ჩანაწერები, საზოგადოების კრედიტორებისა და მოვალის შესახებ დოკუმენტაცია და საწარმოს ყველა პუბლიკაცია დღეის მდგომარეობის სრულად არ არის მასთან განთავსებული და აღნიშნული დოკუმენტაციების ნაწილი გადაცემულია დინანსთა სამინისტროს თანამშროლმებისთვის.

2017 წლის 13 მარტის განცხადების თანახმად, 2017 წლის 24 თებერვლის წერილის თანახმად დ--------------მ სააღსრულებლო ბიუროს წარუდგინა შპს ,,კ--------–-’’-ს დოკუმენტაცია 1498 ფურცლად დანომრილი და განმარტა, რომ სხვა დოკუმენტაცია საწარმოს არ გააჩნია.

2017 წლის 14 მარტის სააღსრულებლო მოქმედების განხორციელების ოქმის თანახმად, სააღსრულებლო ფურცლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის კრედიტორის წარმომადგენლისთვის გადაცემის მიზნით კრედიტორს გადაეცა დოკუმენტაცია. დ--------------ს განმარტებით, ორგანიზაციას სხვა დოკუმენტაცია, გარდა იმისა, რაც წარმაოდგინა და იმისა, რაც წაღებული იყო საგამოძიებო ორგანოების მიერ, არ გააჩნია.

2017 წლის 31 მარტის სააღსრულებლო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმის თანახმად, შპს კ--------–-- მისამართზე კრედიტორის წარმომადგენლისთვის დოკუმენტების გადაცემის მიზნით მოვალის დ--------------ს განამრტებით, პირველ ეტაპზე კრედიტორს წარმომადგენელს გადაეცა მათ ხელთ არსებული დოკუმენტაცია სრულად, რის შემდეგ მოხდა საგამოძიებო ორგანოების მიერ მიღებული დოკუმენტაციის გამოთხოვა, რასაც სრულად გადასცემს კრედიტორის წარმომადგენელს კ-------------------ს. აღნიშნული დოკუმენტაცია დანომრილია სრულად ორ ნაწილად. აღნიშნული დოკუმენტაცია ჩაიბარა კრედიტორის წარმომადგენელმა. დ--------------ს განმარტებით, უკვე გადაცემული დოკუმენტაციის გარდა მას სხვა დოკუმენტაცია არ გააჩნია. მან ასევე განმარტა, რომ კრედიტორის მიერ მოთხვონილ მოქმედებას, რომელიც შეეხება საგადასახადო ვებ-პორტალიდან Rs.ge-დან ელექტრონულ (ექსელის ფორმატში) ინფრომაციის გადაცემას, ვერ შეასრულებს, რადგან აღნიშნული მოქმედების განხორციელებას არ ითვალისწინებს სააღსრულებლო ფურცელი, ხოლო სხვა ყველა დოკუმენტი, რომელიც მათ გააჩნდათ, როგორც ფიზიკურად, ასევე ელექტრონულად, გადაცემულია სრულად. მან ასევე განმარტა, რომ მზად არიან, ნებისმიერ დროს, კრედიტორის წერილობითი მომართვის საფუძველზე, გადასცენ წერილობითვე ის დოკუმენტაცია, რომელიც შესრულდება ან მექანიკურად არის გამორჩენილი.

2017 წლის 18 აპრილის სააღსრულებლო მოქმედბის განხორციელების შესახებ ოქმის თანახმად, აღმასრულებელი კრედიტორის წარმომადგენელთან ერთად გამოცხადდა დ--------------სთან, რომელსაც განუმარტა მისვლის მიზეზი. დ--------------მ, განმარტა, რომ 2017 წლის 13 აპრილს განცხადებაში ჩამოთვილი შემდეგი მთხოვნების: 1) ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის რეესტრი, 2) სრული ელექტრონული ინფრომაცია საგადასახადო ვებპორტალიდან rs.ge ექსელის ფორმატში და ასევე განცხადებაში მითითებული სხვა რეესტრების გადაცემას კრედიტორისთვის ვერ შეასრულებს იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ელექტრონული ინფორმაცია, ექსელის ფაილების და რეესტრების მომზადება და კრედიტორისთვის გადაცემა სასამართლოს არ დაუვალებია და სააღსრულებლო ფრუცლის მოთხოვნებში მსგავსი ფორმატის დოკუმენტაციის გადაცემა არ არის მითითბული. მანვე ასევე განმარტა, რომ იმ დოკუმენტაციის გარდა, რაც უკვე გადასცა კრედიტორს, სახვა დოკუმენტაცია არ გააჩნია, რაიმე დოკუმენტი არ დაუმალავას და მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი უკვე გადასცა აღსრულების როვნულ ბიუროს წარმომადგენლების თანდასწრებით.

2017 წლის 13 აპრილის განცხადების თანახმად, ნ----------------ემ მიმართა სააღსრულებლო ბიუროს და განმარტა, რომ მოვალის მიერ არასრულად იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ: 1) ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა არ მოწედებულა; 2) სრული ელექტრონული/ექსელისფორმატში/ ინფრომაცია საგადასახადო ვებპორტალიდან rs/ge სასაქონლორეესტრისექსპორტი/ზედნადებების მიხედვით, პროდუქციის მიხედვით რეესტრი არ მოწოდებულა, ანგარიშ ფაქტურების რეესტრის ექსპორტი, გამყიდველი, მყიდველი, პროდუქცია რეესტრი არ მოწოდებულა; ზოგადი ინფორმაციიდან ყველა დეკლარაცია, საბაჟო ოპერაციები, ნებართვები, სალაროაპარატისმონაცემები მ.შ ფისკალური მაჩვენებლები სამართალდარღვევები დეტალურად სრულად არ მოწოდებულა; აღიცხვა ანგარიშგების ექსპორტი არმოწოდებულა; სპეც ანგარიშ ფაქტურები არ მოწოდებულა; საგადასახადოშემოწმების აქტები არ მოწოდებულა; ჩეკთანგათანაბრებული დოკუმენტების მიღების და ხარჯვის რეესტრი არ მოწოდებულა; 3) მოწოდებელ პირებთან გაფორმებული შედარების აქტები სრულად არ მოწოდებულა. 4) საბანკო ანგარიშების ელექტრონული ამოანწერი არ მოუწოდებია.

2017 წლსი 13 ივნისის წერილის თანახმად, აღმასრულებელმა მიმართა შპს კ--------–ს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გადასცეს ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის რეესტრი, სრული ელექტრონული იფნრომაცია საგადასახადო ვებ-პორტალიდან RS.ge ექსელის ფორმატში, საქონლის რეესტრის ექსპორტი (ზედნადებების მიხედვით, პროდუქციის მიხედვით), ანგარიშფაქტურების რეესტრის ექსპორტი (გამყიდველი, მყიდველი, პროდუქცია) ზოგადი ინფრომაციიდან ყველა დეკალრაცია, საბაჟო ოპერაციები, ნებართვები, სალარო აპარატის მონაცემები (მათ შორის ფისკალური მაჩვენებლები) სამართალდარღვევები დეტალურად, აღრიცხვა ანგარიშგების ექსპორტი, საგადასახადო შემოწმების აქტები, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების მიღების და ხარჯვის რეესტრი, მომწოდებელ პირებთან გაფორმებული შეფარების აქტები, საბანკო ანგარიშების ელექტრონული ამონაწერი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 19.07.2018 წ #3250 ბრძანება და უკანონოდ იქნა ცნობილი სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 13.06.2017 წ #A17021554–011/001 შეტყობინება (სააღსრულებო მოქმედება). სასამართლოს ამავე გადაწვყეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულებისას აღმასრულებელი გასცდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების ფარგლებს, რადგან მას არ აქვს აღსასრულებელი მოთხოვნის ტრანსფორმირების ან/და კრედიტორის მიერ შემოთავაზებული ფორმით ინტერპრეტაციის საშუალება. მოთხოვნის ფორმულირებას სამოქალაქო პროცესში ახორციელებს უშუალოდ მოსარჩელე და მას სასამართლო ვერ გაზრდის და ვერც გააფართოვებს. მოპასუხეს შესაბამისი სამართალწარმოების ფარგლებში უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავის შესაგებელში უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, რისი შესძლებლობაც სააღსრულებო წარმოებაში გაჟღერებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით მოვალეს არ მისცემია, რადგან ისინი სათანადო წესით დაფიქსირებული არ ყოფილა. მოსარჩელის მოთხოვნის ფორმირება სრულდება გადაწყვეტილების გამოტანამდე და გადაწყვეტილებაში სასამართლო იყენებს მოთხოვნის მოსარჩელის მიერ შემოთავაზებულ ფორმულირებას, აკმაყოფილებს ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს მოთხოვნას, სრულად ან ნაწილობრივ უარს ეუბნება სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო მოსარჩელის ფორმულირებისგან განსხვავებული შინაარსით გადაწყვეტილების მოთხოვნის ჩამოყალიბების ან სხვა მიზეზით გადაწყვეტილების ბუნდოვანების შემთხვევაში თვითონვე განმარტავს ამ გადაწყვეტილებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. მანვე განმარტა, რომ ნებისმიერი ზოგადი შინაარსით და ფრაზებით სარჩელის მოთხოვნის ფორმულირება, განსაკუთრებით სიტყვებით ,,სრული“, ,,ყველა“ და ა.შ. როცა ამ ტერმინების შინაარსის წინასწარ სრულად განჭვრეტა შეუძლებელია ან მათი შემადგენელი ელემენტები დადგენილი არ არის, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების ზედმიწევნით ზუსტად აღსრულების კუთხით, გარკვეულ რისკს შეიცავს და ეს რისკი მოსარჩელე კრედიტორზეა. დაუშვებელია ამ რისკის მთლიანად მოპასუხე–მოვალეზე გადატანა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საბოლოო ჯამში აღმასრულებელმა კრედიტორისგან საბუღალტრო დოკუმენტაციათან ერთად მოითხოვა: ა) მთელი საბუღალტრო პროგრამის გადაცემა, ბ) ავტორიზებულ გვერდზე არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გადაცემასთან ერთად მათი გადამუშავებული სახით ელექტრონულად გადაცემა, გ) ქაღალდის ვერსიით გადაცემულ დოკუმენტებთან (საბანკო ამონაწერები, სასაქონლო ზედნადებები და სხვა) ერთად მათი გადამუშავებული სახით ელექტრონულად გადაცემა, დ) არარსებული დოკუმენტის (შედარების აქტის) გადაცემა. არც ერთი ეს მოთხოვნა მითითებული არ იყო სარჩელში და შესაბამისად, არ იყო დაკმაყოფილებული გადაწყვეტილებით. სააღსრულებო ბიუროს უნდა აღესრულებინა ის, რაც სასამართლომ დაადგინა.

2019 წლის 11 აპრილის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სასამართლო განამრტავს, რომ დ--------------სთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიქტია მართლმსაჯულების ინტერესი. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებით ასევე უმოქმედობით. ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ნიშნავს საპატიო მიზეზის გარეშე ზომების მიუღებლობას გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შპს კ--------–ს დაევალა სრული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაციის, მ/შ ხელშეკრულებების, მ/წლის გაწეული ხარჯების, საბუღალტრო ჩანაწერების, საზოგადოების კრედიტორებისა და მოვალეთა შესახებ ინფორმაციის და დოკუმენტაციის, საწარმოს ყველა პუბლიკაციის გადაცემა. აღნიშნულზე გაიცა შესაბამისი სააღსრულებლო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებლო წარმოება.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული აღმასრულებლების ჩვენებით, ასევე სააღსრულებლო მოქმედების ოქმებით დგინდება, რომ შპს კ--------–-- დირექტორი დ-------------- აქტიურად მოქმედებდა გადაწყვეტილების აღსრულებისთვის. მან რამდენიმე ეტაპად გადასცა მატერიალურად დოკუმენტაცია კრედიტორს. ამასთან, მზაობა გამოთხვა ტექნიკური ხარვეზით გაპარული შეცდომის აღმოფხვრასა და ნებისმიერი საკითხზე თანამშრომლობაზე.

ირკვევა, რომ კრედიტორმა მას მოსთხოვა გარკვეულ ინფორმაცია ელექტრონული ფორმატით, აღნიშნულივე მოსთხოვა ბრალდებულს აღმასრულებელმა, რა მოთხოვნაც დავით ბრამიას მხრიდან გასაჩივრებულ იქნა შესაბამისი წესით, რის შედეგადაც აღმასრულებლის მოთხოვნა უკანონოდ იქნა ცნობილი.

საყურადღებოა, რომ ბრალდებულს ბრალად აქვს წარდგენილი სწორედ იმ მასალის გადაუცემლობა, რომელზეც სასამართლომ იმსჯელა, რომ მისი გადაცემა არ გამომდინარეობდა სასამართლო გადაწყვეტილებიდან და ბრალდებული არ იყო ვალდებული, გადაეცა კრედიტორისთვის აღმასრულებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებლის მოქმედება უკანონოდ იქნა ცნობილი იმავე მოსამართლის მიერ, რომელმაც დაავალა ბრალდებულს დაზარალებულისთვის გარკვეული მასალების გადაცემა. ამდენად, მართალია, სასამართლომ უარი განაცხადა გადაწყვეტილების განმარტებაზე მასში ბუნდოვანების არარსებობის გამო, თუმცა შემდგომი გადაწყვეტილებით იმავე სასამართლომ განმარტა, თუ რას მოიცავდა სრული დოკუმენტაცია და აღნიშნა, რომ ელექტრონული სახით მასალების გადაცემა მასში არ იგულისხმებოდა, რის გამოც უნდა გაკეთდეს დასკვნა, რომ სასამართლოს არ დაუვალებია ბრალდებულისთვის, გადაეცა დაზარალებულისთვის ელექტრონული სახით მასალები ან შეექმნა და შემდეგ გადაეცა ისეთი მასალები, რომელიც მანამდე ორგანიზაციაში არ არსებობდა.

აღმასრულებლის მოქმედების უკანონოდ შეფასების თაობაზე თავის გადაწყვეტილებაში სასამართლო განმარტავს, რომ აღსასრულებელი გადაწყვეტილებით დასრულებულ დავაში კრედიტორებს არ მოუთხოვიათ 1) ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის რეესტრი, 2) სრული ელექტრონული ინფორმაცია საგადასახადო ვებპორტალიდან RS.ge ექსელის ფორმატში, მათ შორის: სასაქონლო რეესტრი ექსპორტის (ზედნადებების მიხედვით, პროდუქციის მიხედვით), ანგარიშფაქტურების რეესტრის ექსპორტი (გამყიდველი, მყიდველი, პროდუქცია), ზოგადი ინფორმაციიდან – ყველა დეკლარაცია, საბაჟო ოპერაციები, ნებართვები, სალარო აპარატის მონაცემები (მათ შორის ფისკალური მაჩვენებლები), სამართალდარღვევები –დეტალურად, აღრიცხვა–ანგარიშგების ექსპორტი, სპეციალური ანგარიშფაქტურები, საგადასახადო შემოწმების აქტები, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების მიღების და ხარჯვის რეესტრი, 3) მიმწოდებელ პირებთან გაფორმებული შედარების აქტი, 4) საბანკო ანგარიშების ელექტრონული ამონაწერი.

ამდენად, იმ პირობებში, როცა თავად გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულს არ ევალებოდა იმ მასალების დაზარალებულისთვის გადაცემა, რისი გადაუცემლობაც მას ბრალად აქვს წარდგენილი, ბრალდებულის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტიც არ არსებობს.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდება ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელება. პირიქით, სასამართლოს გადაწყვეტილებებით, მოწმეთა ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება ბრალდებულის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება და მისი შესრულებისგან თავის არიდების მცდელობის არარსებობა.

 

3.2. განზრახვა

 

საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობა გულისხმობს განზრახვას. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელება, რის გამოც არარელევანტურია სუბიექტურ შემადგენლობაზე მსჯელობა.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისთვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამ მოთხოვნის დარღვევისთვის საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 381-ე მუხლით დაწესებულია გარკვეული სასჯელი.

ქმედების ობიექტური შემადგენლობა, განსახილველ შემთხვევაში გამოიხატება, უმოქმედობაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების განხორციელებას, რის გამოც ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

5. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში. საქმის მასალებით არ იკვეთება ბრალდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების დარღვევა, რის გამოც გირაოს თანხა კანონით გათვალისწინებულ ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

საქმეზე ნივთმტკიცებად დართულია ამოღებული დოკუმენტები. სსსკ–ის 81–ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

ამდენად, საქმეზე დართული ნივთები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს პირს, რომლისგანაც მოხდა მისი ამოღება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3 მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული დ-------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

დ--------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს სახით გადახდილი თანხა 1000 ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.

გამართლებულ დ--------------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცება - კ-------------------სგან ამოღებული შპს „კ--------–--“ დოკუმენტაცია დაუბრუნდეს კ-------------------ს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია